IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

40 გვერდი V « < 19 20 21 22 23 > »   
Reply to this topicStart new topic
> მოძღვარი
marine
პოსტი Sep 5 2017, 05:47 PM
პოსტი #401


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოძღვრის სიტყვებმა, როგორც ზეციურმა ცვარმა, დაალბო ჩემი გულის გამხმარი ნიადაგი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2017, 12:42 PM
პოსტი #402


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქუჩაში თუ სადმე მამაოს დავინახავდი, სახლში ვყვებოდი, დღეს ღმერთი ვნახე-მეთქი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2017, 09:09 PM
პოსტი #403


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სასიძოს გულზე ჩემი მოკლული ვაჟის ჯვარი ვიცანი..."

"როდესაც ამგვარ ამბებს აწყდები, ხვდები, ვინ ხარ სინამდვილეში, რით საზრდოობს შენი გული და ხშირად რა საოცრად ჰგავხარ იმ მონას, უფლისგან განსამრავლებლად ნაბოძებ ტალანტებს მიწაში რომ ფლავს...

ჩვენს გაფეტიშებულ თავმოყვარეობას ხომ, შვილის მკვლელის შენდობა კი არა, ძალიან ხშირად მდოგვისოდენა წყენის ატანაც არ შეუძლია...

ვინ მოთვლის, სამყარომ რამდენი ამგვარი და კიდევ უფრო საოცარი მაგალითი იცის, რომელთა დიდი ნაწილი საიდუმლოდ დაიმარხა მარადისობამ, ნაწილი კი ჩვენდა სანუგეშოდ და იმის სამხილებლად გაამჟღავნა, თუ როგორი "ქრისტიანები" და "მოყვასნი" ვართ ერთმანეთისა...

ყველაფერი 30 წლის წინ, საბერძნეთის ერთ პატარა ქალაქში მოხდა, როდესაც ათონის გრიგორიუსის მონასტრის იღუმენმა გიორგიმ ერთ-ერთი მომაკვდავი მოხუცი მოძღვრის აღსარება ჩაიბარა...

მოხუცს ორი შვილი ჰყოლია - ვაჟი, რომელიც მოწიფულ ასაკში ათენს გაგზავნეს განათლების მისაღებად, და მასზე გაცილებით უმცროსი ქალიშვილი.
გავიდა დრო და ათენიდან ოჯახს შემზარავი ცნობა მოუვიდა: - მათი ვაჟიშვილი ცემით მოკლული ეპოვათ უდაბურ ადგილას, მკვლელთა ვინაობა კი ვერავინ დაადგინა...

შვილის დაკარგვის ტკივილთან ერთად მოძღვარს ისიც ძალზე ტანჯავდა, რომ გარდაცვლილს მკერდზე ნათლობის ჯვარი ვერ უპოვეს - უკვალოდ გამქრალიყო.
დედამ ტკივილი ვერ აიტანა, მალე დასნეულდა და გარდაიცვალა...
წლებს წლები მიჰყვა. მოძღვრის ქალიშვილი წამოიზარდა, ახალგაზრდა კაცი შეუყვარდა და ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მოძღვარს სასიძო ესათნოვა, შინაც მიიღო და უმასპინძლა, მაგრამ დრო გადიოდა და ახალგაზრდა რატომღაც დაქორწინებას აყოვნებდა...

ბოლოსდაბოლოს მან სასიმამროს გაუმხილა - სანამ აღსარებას არ გეტყვით, თავს ღირსად ვერ ჩავთვლი, თქვენი ოჯახის წევრი გავხდეო, და უამბო, როგორ მოხვდა ათიოდ წლის წინ ცუდ წრეში, გვიან ღამით თავის "მეგობრებიანად" როგორ გადაეყარა ათენში მიმავალ ახალგაზრდა კაცს, როგორ აუხირდნენ ჭაბუკს და როდესაც მან მათი დამოძღვრა იწყო, მოთმინებადაკარგულებმა რა დაუნდობლად გამოასალმეს სიცოცხლეს...

რაც შეეხება ჯვარს, სასიძოს "მსხვერპლისთვის" ყელიდან აუგლეჯია და თავად ატარებდა შემდეგ...

როდესაც მოძღვარმა სასიძოს მკერდზე გარდაცვლილი შვილის ნათლობის ჯვარი ნახა, იგრძნო, როგორ ეცლებოდა ფეხქვეშ იატაკი და რომ არ წაქცეულიყო, უფალს შველა სთხოვა...

სასიძო კი განაგრძობდა: "ხომ დარწმუნდით, მამაო, რომ ჩემნაირ ცოდვილს უფლება არ აქვს, თქვენი ქალიშვილი შეირთოს?.."

მღვდელმა როგორღაც მოიკრიბა ძალა, სასიძოს თვალებში ჩახედა და უთხრა: "შემიძლია კი, ოჯახში არ მიგიღო, თუ თავად უფალმა მიიღო შენი აღსარება, ან როგორ არ შეგინდო, როცა თავად ღმერთმა შეგინდო?!."

მალე ქორწილი გადაიხადეს, მოძღვარმა კი გარდაცვლილი შვილის ყველა ფოტო საგულდაგულოდ გადამალა, რომ სიძეს ვერასოდეს შეეტყო, ვინ გამოასალმა სიცოცხლეს...

ეს საიდუმლო მოხუცმა მოძღვარმა მრავალი წლის შემდეგ მხოლოდ სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარემ გაუმხილა მამა გიორგის..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 15 2017, 08:25 PM
პოსტი #404


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა სერაფიმემ ხმა ამოიღო თუ არა, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მას დიდი ხანია ვიცნობდი. ამ მამას უჩვეულო უბრალოება და სიყვარული ჰქონდა. შემდგომში არაერთხელ მინახავს, თუ როგორ ჰფარავდა ამ სიყვარულს სულიერ შვილთა მიმართ გამოჩენილი გარეგნული სიმკაცრით. ზოგჯერ გეგონებოდა, მრისხანებსო, მაგრამ როცა ხვდებოდა, ისინი გულწრფელად ინანიებდნენ და ღმერთს შენდობას შესთხოვდნენ, მათ დამშვიდებასა და გამხნევებას ჩქარობდა. გეგონებოდა, მზეს კუპრივით შავი ღრუბელი მოეფარა და მერე კვლავ გამოანათაო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 18 2017, 11:19 AM
პოსტი #405


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, ნათლობისას ადამიანს ეხსნება რამდენიმე პროცენტი დაფარულისა, თუ გახდა დიაკვანი, მას ეხსნება ოცდაათი პროცენტი სამყაროს უხილავი ძალებისა, მღვდლობაში - კიდევ ოცდაათი პროცენტი. მხოლოდ ეპისკოპოსს ეხსნება დანარჩენიო. სულიწმინდის ნიჭი არის ეპისკოპოსობის მადლი. როდესაც ანტონი დიდმა მოისურვა ენახა დაფარული, ცოტა არ იყოს, შეცბა. ამის ერთბაშად დანახვას ვერც ერთი ადამიანი ვერ გაუძლებს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 19 2017, 01:17 PM
პოსტი #406


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიაკვნობისას მოძღვარმა, მამა ისაიამ (გოგიბერიძე) მკითხა, - მღვდლობა თუ გინდაო. დიახ-მეთქი. სურვილი რომ გაქვს, კარგია, მაგრამ რისთვის გინდა, ეს არის საკითხავი. თუ სამშობლოს, ეკლესიის სამსახურად გინდა, კარგიაო. ძალიან მძიმე ტვირთია მოძღვრობა, მაგრამ, უფლის შეწევნით, ეს ჯვარი ნუგეშსაც გაძლევს."

/მამა თეოდოსი ხაჩიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2017, 10:25 AM
პოსტი #407


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეს მოძღვრობის კრიზისია. ძალიან ბევრია მღვდელი, მაგრამ მოძღვარი - ცოტა და ჩრდილში მდგომი, რადგანაც არ უყვართ ჭეშმარიტ მოძღვრებს ერდოზე დგომა და ჩინები".

/დეკ. შიო პაიჭაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2017, 09:49 PM
პოსტი #408


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- მამაო, რას ნიშნავს თქვენთვის სასულიერო პირობა?

- სანამ სასულიერო პირი გავხდებოდი, ჩემში გარკვეული ფერისცვალება მოხდა. მას შემდეგ ყოველ წირვაზე ვეზიარებოდი, კვირაობითაც და დღესასწაულებზეც. ხშირად ეს ცოდვათა განუცდელად ხდებოდა, მაგრამ უფლის მზერა სულ თან მდევდა.

- დღემდე ასეა, მამაო?

- ცოტა სხვანაირადაა - უფლის მზერას ახლა გულში, გონებაში, სულში განვიცდი, მთელ არსებაში: გონებაში, გრძნობასა და ნებაში."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2017, 04:18 PM
პოსტი #409


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ მკითხეს, რატომ ვხდებოდი სასულიერო პირი. თავიდან სრულად არ მქონდა გააზრებული, რა იყო მღვდელმსახურება, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს იყო მსახურება სიწმინდისა, ჭეშმარიტებისა და სიმართლისა, რომელთან ურთიერობითაც შენც იგივე მოგეცემა. მერე გავხდი კიდეც სასულიერო პირი - 1995 წელს მაკურთხეს დიაკვნად. ამ გზაზე დადგომა გადავწყვიტე არა იმიტომ, რომ ვინმესთვის რაიმე მესწავლებინა, არამედ ღმერთთან უფრო ახლო ურთიერთობა მსურდა; მსურდა მისი მსახურება, თუნდაც წირვა-ლოცვის დროს. ამ დროს მღვდელი ყველაზე ახლოსაა ტრაპეზთან, მისი ხელით ხდება პურისა და ღვინის ზიარებად გარდაქცევა.

მღვდლობა ის მადლია, როცა ღმერთი ადამიანით მოქმედებს, მღვდელი საიდუმლოებათა მფლობელია. სასულიერო პირობის დროს მისი მფლობელი ხდები, ვინც შენ გფლობს, ვინც ყოველივეს ფლობს - აი ასეთი განცდა დამეუფლა, როდესაც მაკურთხეს. მაგრამ ამით თავი არ უნდა მოიწონო, არც საკუთარ თავზე უნდა შეიქმნა დიდი წარმოდგენა; შენ ისევ ისეთი დაცემული და მანკიერი ბუნების ხარ, ოღონდ ახლა შენთან არის აღმატებული მადლი მღვდლობისა და, მიუხედავად შენი ნაკლულოვანებისა თუ სიმახინჯისა, არ გშორდება, არამედ პირიქით, საშუალებას გაძლევს, შენი თავიც და სხვაც გამოიყვანო ამ სიმახინჯისა და დაცემულობისგან.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2017, 07:22 PM
პოსტი #410


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვაი იმას, ვინც არ აფასებს იმ წესიერ სასულიერო პირს, ვინც მის წინაშეა".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 2 2017, 10:28 AM
პოსტი #411


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთმა დალოცოს ჩვენი მოძღვრები - უანგაროდ გვემსახურებიან და გულგატეხილ მოზამთრე რაჭველებს გვანუგეშებენ. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი ყოფა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 6 2017, 09:32 PM
პოსტი #412


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ მამას საბას [ოსტაპენკო] ახალ ათონში ღვთისმსახურების შემდეგ მის მოსაძებნად წავედი. დიდხანს ვერ შევძელი იმ ქოხის პოვნა, სადაც ბინადრობდა. ძლიერი წვიმა წამოვიდა, უკან მიბრუნება არ მინდოდა და გზას ალალბედზე მივყვებოდი: როგორც იქნა, წვიმამ გადაიღო. ზღვაზე ხშირად იცვლება ამინდი. ქუჩაში ისევ გამოჩნდნენ ადამიანები და მიმასწავლეს ის ეზო, სადაც მამა საბა დაინახეს. იგი ისე შემხვდა, თითქოს მელოდა. ტანსაცმელი დასველებული მქონდა. გამიღიმა: "ალბათ აღსარების სათქმელად მოხვედი, მაგრამ წვიმამ უკვე ჩამოგრეცხა ცოდვები და მე თითქმის აღარაფერი დამრჩა გასაკეთებელი". ამ სიტყვებით მიმანიშნა, რომ სწორად მოვიქეცი, როცა უკან არ გავბრუნდი და გზა გავაგრძელე.“

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2017, 10:12 PM
პოსტი #413


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მტერი ვერაფერს დათესავს იქ, სადაც სულიერ მამას ყველაფერს უმხელენ".

/წმ. ანატოლი ოპტელი (ზერცალოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 19 2017, 09:53 AM
პოსტი #414


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეცადე, სულიერი მოძღვარი მთელი ცხოვრების მანძილზე გყავდეს, აღიარო მასთან ყოველი ცოდვა და გულისთქმა, ისარგებლო მისი რჩევებითა და დარიგებებით. "რომელსა უყვარდეს სწავლაი, უყვარდეს მას ბრძნულებაი, ხოლო რომელსა სძულდეს მხილებაი, უგუნურ არს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 23 2017, 07:55 PM
პოსტი #415


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პირველ ადგილზე ღმერთი დააყენე, მის შემდეგ კი - მღვდელი, მიწიერი ქრისტე, შენი ცხოვრების წინამძღოლი; აფრააშლილი მიჰყევი მას, უსიტყვოდ დაემორჩილე; მასთან ერთად გაიხარე, როცა ზევით მიიწევ, და მას დაუჯერე, როცა ეცემი, რათა შეშინებულმა კვლავ მაღლა აიწიო".

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 23 2017, 10:09 PM
პოსტი #416


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მღვდელი ყოველდღიურად ღვთის საყდრის წინაშე დგას მიწაზე, როგორც ანგელოზები ზეცაში".

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 24 2017, 11:12 AM
პოსტი #417


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გამოირჩიეთ მოძღვარი საკუთარი გულის განწყობით".

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

"- ნიშნავს თუ არა მოწყალება მხოლოდ მატერიალურ დახმარებას?
- არა, მოწყალება სხვაგვარიც არსებობს. მაგალითად, ქადაგებაც ერთგვარი მოწყალებაა, რადგან მოძღვრის საუბრით სასოებამიცემული და სარწმუნოებაში გაძლიერებული მრავალი პიროვნება მინახავს".

/მამა ილია (ნასიძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 25 2017, 09:38 AM
პოსტი #418


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვისაც ქრისტე უყვარს, მას მღვდელიც ეყვარება, როგორიც არ უნდა იყოს იგი, რადგან მისი მეშვეობით ეზიარა საშინელ საიდუმლოებებს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 25 2017, 09:56 AM
პოსტი #419


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- რატომ არ შეიძლება მღვდელმსახურის განკითხვა?

- თუკი ზოგჯერ მღვდლები ცოდვაში ვარდებიან, ხშირად ამის მიზეზი ერისკაცები არიან, რადგან მათგან მომდინარეობს ცდუნებები. ამიტომ ამ შემთხვევაშიც აუცილებელია არა მხოლოდ ლმობიერნი ვიყოთ მათ მიმართ, არამედ მოვინანიოთ კიდეც, რადგან ყველას გვაკისრია ურთიერთპასუხისმგელობა ღვთის წინაშე".

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 25 2017, 10:21 AM
პოსტი #420


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნაყოფის გამოსაღები ძალა ის კი არ არის, რომ ფიზიკურად ხშირად იყო სულიერი მოძღვრის სიახლოვეს, არამედ შეასრულო მისი დამოძღვრა".

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

40 გვერდი V « < 19 20 21 22 23 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 08:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი