IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> შიში, რა გვიშლის ხელს, რომ ბოლომდე მოვახდინოთ კონცენტრაცია სულიერ ცხოვრებაზე
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 07:54 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



IPB-ს სურათი

რა გვიშლის ხელს, რომ ბოლომდე მოვახდინოთ კონცენტრაცია სულიერ ცხოვრებაზე? რატომაა, რომ ამდენი წინააღმდეგობა, ან საგანი, რომელიც გვაცდენს, შედის ჩვენს ჭკუაში მაშინაც კი, როცა სულიერ გზაზე დავდექით?

მთავარ წინააღმდეგობას ჩვენს სულიერ გზაზე ეწოდება მარტივი სიტყვა "შიში". ჩვენ ვიცი,თ რპომ უნდა მივენდოთ ღმერთს, მაგრამ შიში არ გვაძლევს ამის გაკეთების საშუალებას. ის ჩვენი მატერიალური არსებობისგან გაჩნდა. ვართ რა შიშის, ან მატერიალური მიჯაჭვულობების მონები, ბევრ უცნაურ საქციელს ჩავდივართ...

"ჩვენი ყოფიერება არყოფნის ატმოსფეროში მიმდინარეობს". ეს ნიშნავს "შიშს". ეჭვიანობა, შური, სიხარბე - ყველაფერი ეს შიშის შედეგია, რომელიც ჩვენი არსებობის ფონს წარმოადგენს...

რატომაა, რომ შიშის პრობლემა ყველას აქვს?

სული - სატ, ჩიტ და ანანდაა (მარადიული, ცოდნით სავსე და ნეტარი). იგი ამ სამი თვისების პროეცირებას სხეულსა და ჭკუაზე ახდენს. სამი თვისება წარმოშობს სამ ფსიქოლოგიურ იმპულსს: ტკბობის სურვილი, ცოდნის სურვილი და ცხოვრების, ანუ არსებობის სურვილი, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. სინამდვილეში არც ერთმა მიწიერმა ფსიქოლოგმა არ იცის, რატომ აქვს ადამიანს ეს სამი იმპულსი. არავის შეუძლია ახსნას, საიდან მოდიან ისინი, და არავის შეუძლია ახსნას, რატომ უნდა ვიარსებოთ.

რატომ ვეჭიდებით ასე სიცოცხლეს? იმიტომ რომ - ეს სულის ბუნებაა. სულმა სხეულსა და ჭკუაზე მოახდინა ამ სურვილების პროეცირება. ისინი ძალიან ძლიერნი არიან, და არავის შეუძლია მათი დაძლევა.

შეგვიძლია სხვა იმპულსების ანალიზიც მოვახდინოთ. სექსი - ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძნელადგადასალახი იმპულსია ადამიანში. სექსი - ესაა სურვილი, გავაგრძელოთ ჩვენი არსებობა ვიღაც სხვაში. ტკბობის და ცოდნის სურვილიც ძლიერი იმპულსებია, მაგრამ ყველაფერს საფუძვლად არსებობის სურვილი უდევს. ფულის ქონის სურვილი - ესეც არსებობის და უსაფრთხოდ ყოფნის სურვილია. ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ ბევრი ფული ექნებათ, უკეთეს ექიმებს :იყიდიან", რომლებიც გადაარჩენენ. მაგრამ სხეული უნდა მოკვდეს, ამიტომ ჩნდება არყოფნის შიში, რომელიც სინამდვილეში სულაც არ გვემუქრება.

თუ ავიღებთ ნებისმიერ ჩვენს პრობლემას, საბოლოოდ მისი ფესვები - არყოფნის შიში იქნება. მაგალითად, ადამიანებს არ უყვართ პენსიაზე გასვლა, არ უყვართ თავისი ადგილის, პატივის დაკარგვა. ისინი ეჭიდებიან თავის სტატუსს. ეს არყოფნის შიშია. ადამიანი შეეზარდა თავის მდგომარეობას, ტიტულს, ეს მისი "მეს" ნაწილი გახდა. სხვაგვარად არ შეუძლია ცხოვრება, მას რაღაცას ართმევენ, მის არსებობას ურყევენ საფუძველს. ყველაფერი ეს - ჩვენი ეგოს თამაშებია. ადამიანი თავის ეგოს გამუდმებით აფართოებს, რათა თავისი არსებობა გაამყაროს. მაგრამ ამასთან ერთად იზრდება შიშიც, იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან იგი ყველაფერს კარგავს.

ერთმა მეგობარმა სერბეთიდან მომიყვა სერბი ხალხის ტრაგედიის შესახებ. ადრე კოსოვო სერბეთს ეკუთვნოდა. მაგრამ როცა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს, სერბებისთვის ეს მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. მან დაიწყო ფიქრი: "რატომ?! რა მნიშვნელობა აქვს, მაქვს თუ არა მიწის ეს ნაგლეჯი? მე ბელგრადში ვცხოვრობ, და არა კოსოვოში. რატომაა ეს ჩემთვის დარტყმა? იმიტომ რომ ეს - "მე" ვარ! "ჩემი" ნაწილი მომაჭრეს! ეს "ჩემი" მიწა იყო!"...

ასე მუშაობს ადამიანის განპირობებული ცნობიერება: იგი აიგივებს თავს რაიმესთან, მაგრამ ეს - ცრუ გაიგივებაა.
ადამიანი თავს აიგივებს არა მხოლოდ თავის სხეულთან, არამედ ყველაფერ იმასთან, რაც ასე თუ ისე დაკავშირებულია სხეულთან. იგი ყველგან ავრცელებს თავის ეგოს. ცდილობს შეინარჩუნოს ყველაფერი, მაგრამ რადგანაც არ ძალუძს ეს, - შიშს განიცდის. ამ შიშს მივყავართ იქამდე, რომ ადამიანი ეჭვიანობს, სისულელეებს აკეთებს, ცოდვებს სჩადის.

ისრაელში არსებობს გამოთქმა: "нету воена храбрей, чем перепуганный еврей" (არ არსებობს უფრო მამაცი მეომარი, ვიდრე შეშინებული ებრაელია). როცა ადამიანს ეშინია, ის ძალიან მამაცი მეომარი ხდება. ამ სამყაროში აგრესია და ომები შიშისგან მომდინარეობს, და იმ საფრთხისგან, რაც ჩვენს არსებობას ემუქრება.

ყველაფრის საფუძველი შიშია. იგი ჩვენი არსებობის ისეთი მყარი ფონია. რომ ბევრი ვერც კი ხვდება, რომ ეშინია. თუ ჩვეულებრივ ადამიანს კითხავთ, ეშინია თუ არა, იგი გიპასუხებთ: "არა, არ მეშინია". ადამიანი იმდენად შეეზარდა თავის შიშს, რომ ვერც კი ამჩნევს ამას. მას არ ესმის, რამდენად ღრმაა ეს შიში, სანამ არ ეტყვიან, რომ მას კიბო აქვს. იმისთვის, რომ გავიგოთ, რამდენად ვართ მიჯაჭვული ჩვენს სხეულზე და გვეშინია არსებობის შეწყვეტის, წარმოიდგინეთ, რომ ხვალ გეტყვიან: "თქვენ მეოთხე ხარისხის კიბო გაქვთ", ან "სიამოვნება" რომ გაგიხანგრძლივონ, - "მესამე ხარისხის კიბო".

ის ადამიანიც კი, რომელიც ფლობს ცოდნას, რომ სულია, და უკვდავია, "წებოვან" შიშს განიცდის. ეს ემოციური მდგომარეობა მთელ ჩვენს არსებობას განმსჭვალავს და თანდაყოლილია.

ადამიანს არ ასწავლიან ამას, იგი იბადება სიკვდილის შიშით. პატარა ბავშვი, რომელმაც საერთოდ არაფერი იცის, მთლიანად შიშისგან შედგება. ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ ადამიანი უკვე ბევრჯერ დაბადებულა და მომკვდარა. მან იცის, რას ნიშნავს სიკვდილი. ჩვენ არ შეგვიძლია გვეშინოდეს იმის, რაც არ განგვიცდია. ყველამ იცის, რას ნიშნავს სიკვდილი: "მე ვკარგავ ყველაფერს და სრულ გაურკვევლობაში, სიცარიელეში, ვაკუუმში ვხვდები".

სულის თავდაპირველი მდგომარეობა - ღმერთისადმი მიჯაჭვულობა, ანუ სიყვარულია. მაგრამ როცა ადამიანი შიშს განიცდის, ეს მიჯაჭვულობა მატერიისადმი მიჯაჭვულობად იქცევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამყაროს ჩვენი შიშების და მიჯაჭვულობების პრიზმაში ვუყურებთ. ამაშია პრობლემა, იმიტომ, რომ იგივე შიში ხდება ჩვენი მერყეობის მიზეზი სულიერ გზაზე და ღმერთისადმი მინდობაში გვიშლის ხელს.

ამგვარად, შიში სულისგან მომდინარეობს. სული, რომელსაც ყოფიერების ბუნება აქვს, ახდენს ცნობიერების პროეციერბას სხეულზე, მატერიაზე, და ამიტომ შიშს განიცდის.






მგონი საინტერესო თემაა. ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ...

მაინტერესებს მართლმადიდებლობის დამოკიდებულება შიშთან მიმართებაში...


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jan 13 2012, 07:59 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(აბდალა @ Jan 13 2012, 07:54 PM) *


მაინტერესებს მართლმადიდებლობის დამოკიდებულება შიშთან მიმართებაში...


მე მეშინია.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 08:01 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



ციტატა
მე მეშინია.


მე მგონი ყველას გვეშინია. ჩემთვიუს პირადად შიში №1 მტერია smile.gif


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 13 2012, 08:17 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ჭეშმარიტების, შიშისა და ეგოიზმისათვის




არსებობს საკითხები, რომელთა შესახებაც ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე ფიქრობს, მაგრამ საბოლოო დასკვნა ვერ გამოაქვს. არის ისეთი საკითხებიც, რომელთა საბოლოო გადაწყვეტაც დღემდე მთელი კაცობრიობის საფიქრალი და საზრუნავია, მაგრამ იგი აქამდე ვერ მოხერხდა.

ალბათ, ერთ-ერთ ურთულეს საკითხს, რომელიც როგორც ცალკეულ ადამიანთა, ასევე მთელი კაცობრიობის წინაშე დგას, ჭეშმარიტების რაობის გარკვევა წარმოადგენს. კაცობრიობის ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ამ საკითხის გარკვევას მრავალი გამოჩენილი მოაზროვნე შეეცადა.

მაცხოვარი ამბობს: და სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ, მაგრამ საქმე ის არის, როგორ ვცნათ ჭეშმარიტება, სად არის იგი და რისგან გვათავისუფლებს მისი შეცნობა. ერთი დიდი ღვთისმეტყველი და მეცნიერი ამბობს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ადამიანს შიშისა და ეგოიზმისაგან ათავისუფლებს. შიში და ეგოიზმი ის გრძნობებია, რომელიც ყველა ადამიანშია. შეიძლება გარეგნულად ვინმე ლაღად გამოიყურებოდეს, მაგრამ გულში რომ ჩახედოთ, დაინახავთ, რომ იქ შიში და ეგოიზმი სუფევს. ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, დიდია იგი თუ პატარა, მაღალი თანამდებობა უკავია თუ დაბალი, ყველაფრისა ეშინია, ეშინია მეორე ადამიანისა, სიკვდილისა, თანამდებობის დაკარგვისა, დამცირებისა. ეგოიზმი ხომ კიდევ უარესია - მე - აი, რა არის ადამიანისათვის ამ დროს მთავარი. ყველაფერი თავისთვის უნდა, არაფერი ყოფნის, დღეს თუ ორი სახლი აქვს, ხვალ ათი მოუნდება, მისმა მეთავისეობამ საზღვრები არ იცის. სად არის ჩვენი საშველი, რაში მდგომარეობს იგი, ვინ არის ჩვენი მკურნალი? საშველი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, ხოლო ერთადერთი მკურნალი უფალია, რომელიც ამ სენისაგან გვათავისუფლებს. შიშისა და ეგოიზმის გრძნობები ადამიანს ისე შეესისხლხორცა, რომ თითქოს მის თვისებებად იქცა; მაგრამ სინამდვილეში არც შიში და არც ეგოიზმი ჩვენს თვისებებს არ წარმოადგენს. მაგალითისათვის წმინდა პეტრე მოციქული გავიხსენოთ, - ანთებული ლამპარი რწმენისა და სვეტი ეკლესიისა. როდესაც ანნასა და კაიფას ეზოში იესო ქრისტეს დაკითხვა მიმდინარეობდა, იქვე მყოფ მოციქულს ვიღაც უბრალო ებრაელმა მსახურმა ჰკითხა, შენც ხომ მაგის მოწაფე ხარო. იგი შიშმა შეიპყრო და მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი ჭეშმარიტება, თვითონ უფალი იქვე იდგა, მაინც უარყო იგი. სამჯერ ჰკითხეს და შიშმა ისე დაჯაბნა, რომ სამჯერვე უარი განაცხადა. მაგრამ, როგორც სახარებაში ვკითხულობთ, მოციქულმა თავისი საქციელი თითქმის მაშინვე მოინანია, გარეთ გამოვიდა და მწარედ ატირდა, ხოლო შემდეგ სხვა მოციქულთა მსგავსად სულიწმიდის მადლით შეიმოსა, სულიერად გაძლიერდა და ქრისტეს მოძღვრების დაუღალავი მქადაგებელი გახდა. ჭეშმარიტი სარწმუნოება მან წარმართული იმპერიის დედაქალაქში, რომში იქადაგა, რადგან იცოდა, რომ თუ რომი გაქრისტიანდებოდა, მთელი იმპერიაც ქრისტიანული გახდებოდა. როგორც ვხედავთ, მოციქულმა თითქოს სძლია შიშს, მაგრამ როცა იმპერატორი ნერონის ბრძანებით ქრისტიანთა დევნა და მათი ენითაუწერელი წამებანი დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ეს შიში გულის სიღრმეში, მართალია, დათრგუნული, მაგრამ მაინც არსებობდა. ამიტომაც, დაეთანხმა მოწაფეებს, რომელთაც მოძღვარს თავის გადასარჩენად რომიდან წასვლა შესთავაზეს. გარიჟრაჟზე დატოვა მან რომი და ქალაქიდან გასულმა დედაქალაქისკენ მომავალი კაცი დაინახა. როდესაც მიუახლოვდა, საყვარელი მოძღვარი იცნო - იესო ქრისტე მხარზე გადებული ჯვრით რომში მიდიოდა. ეს გამოცხადება იყო. პეტრემ ქრისტეს ჰკითხა: უფალო, ვიდრე ჰხვალ, ე.ი. სად მიდიხარო. მაცხოვარმა უპასუხა, რომ რომში მიდიოდა, რათა ჯვარზე მეორედ გაკრულიყო. ამ გამოცხადებით წმინდა მოციქულმა ჭეშმარიტისაგან ისეთი დიდი მადლი და ძალა მიიღო, რომ შიში საბოლოოდ დაძლია,

შიში და ეგოიზმი ყოველი ჩვენგანის თანამგზავრია და მათ ჩვენც ღვთის მადლითა და წყალობით უნდა ვძლიოთ. ისევ პეტრე მოციქული რომ გავიხსენოთ, დავრწმუნდებით, რომ თავისით, ვიდრე უფალმა ძალა არ მიმადლა, შიში საბოლოოდ ვერც მან დაამარცხა. შიშისა და ეგოიზმის დასაძლევად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ვცნათ ჭეშმარიტი, მაგრამ არა მხოლოდ ვცნათ, არამედ ვაღიაროთ კიდეც იგი და ამასთან არა მხოლოდ საკუთარ გულში, არამედ ყველას წინაშე და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგვათავისუფლებს ჭეშშარიტება იმ უარყოფითი მხარეებისაგან, რომელიც ჩვენში ღვთის ხატს ამცირებს.

ღმერთმა მოგცეთ ძალა და ღმერთმა ინებოს, რომ მთელმა საქართველომ სცნას ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამ გაათავისუფლოს იგი, ამინ.

4 ივნისი, 1985 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 13 2012, 08:18 PM
პოსტი #5


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



GIORGI LELUASHVILI
შრიფტი დააპატარავე თუ კაცი ხარ biggrin.gif თვალში არ გვაკლია ჯერ


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 08:21 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



GIORGI LELUASHVILI

შენ გაიხარე! პრობლემასთან ერტად მისი გადაწყვეტის მეთოდიც შემოგვთავაზე. (მე ვერ გავბედე შიშის გამო biggrin.gif )

მსჯელობის პარალელურად ასეთი კითხვაც დავსვათ: არის თუ არა შიში ნომერ პირველი მტერი?


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 13 2012, 08:28 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ikanosi
ციტატა
შრიფტი დააპატარავე თუ კაცი ხარ თვალში არ გვაკლია ჯერ

მხოლოდ სათაური გავადიდე, მაგრამ რატომღაც ასე დაპოსტა.

ციტატა
შენ გაიხარე! პრობლემასთან ერტად მისი გადაწყვეტის მეთოდიც შემოგვთავაზე. (მე ვერ გავბედე შიშის გამო )

ჯერ ის დავაზუსტოთ, როგორ შიშზე საუბრობ?
რისი შიშია ჩვენი სასაუბრო თემა?
ციტატა
მსჯელობის პარალელურად ასეთი კითხვაც დავსვათ: არის თუ არა შიში ნომერ პირველი მტერი?

რაში?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 08:33 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ჯერ ის დავაზუსტოთ, როგორ შიშზე საუბრობ?რისი შიშია ჩვენი სასაუბრო თემა?


როგორც ტექსტშია მოცემული - მთავარი შიში არყოფნის შიშია. შესაბამისად აქცენტი მასზე გავაკეთოთ.

ციტატა
რაში?


ღმერთის სიყვარულში, მის მსახურებაში, სულიერ ცხოვრებაზე ბოლომდე კონცენტრაციაში...


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 13 2012, 08:41 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



აბდალა
ციტატა
მთავარი შიში არყოფნის შიშია.

ანუ სიკვდილის შიში...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 08:45 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ანუ სიკვდილის შიში...


შეიძლება ეგრეც ითქვას... არადა სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს! ანუ ჩვენ არ ვკვდებით, კვდება მხოლოდ სხეული, ჩვენ კი სხეულთან ან ჭკუასთან ვაიგივებთ თავს და ამიტომ გვეშინია.

თუმცა არის სხვა იშვიათი კატეგორიაც, რომლებიც ხვდებიან, რომ სხეული არ არიან და არ მოკვდებიან, მაგრამ მათი მიჯაჭვულობა და გაიგივება უფრო ნატიფს და უხილავს - ჭკუას უკავშირდება. მათთვის სხეულის სიკვდილი მძიმე დარტყმა არაა, მაგრამ ჭკუასთან განშორება ძალიან უჭირთ...



--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jan 13 2012, 08:48 PM
პოსტი #11


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



აბდალა
ციტატა
ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ ადამიანი უკვე ბევრჯერ დაბადებულა და მომკვდარა. მან იცის, რას ნიშნავს სიკვდილი. ჩვენ არ შეგვიძლია გვეშინოდეს იმის, რაც არ განგვიცდია. ყველამ იცის, რას ნიშნავს სიკვდილი: "მე ვკარგავ ყველაფერს და სრულ გაურკვევლობაში, სიცარიელეში, ვაკუუმში ვხვდები".

აქ რას გულისხმობ?
რეინკარნაციას?
მინდა მოვიყვანო იოანე სინელის რამდენიმე ციტატა:
”1. შიში ამპარტავნული სულის ბავშვური ჩვეულებაა.

2. შიში სარწმუნეობისგან გადახვევაა - მოულოდნელი ჭირის მოლოდინია.

5. შიში იმედს გვიკარგავს.

6. ამპარტავანი სული შიშის მონაა, რადგან საკუთარი თავის იმედზეა და როდესაც რაიმე ხმას გაიგონებს, ძრწის.

17. ვინც ღვთის მონაა, მას მხოლოდ თავისი მეუფისა ეშინია, ხოლო ვისაც მეუფის შიში არა აქვს, მას საუკუთარი ჩრდილიც აშინებს.”
უფრო ვრცლად კი აქ იხილეთ
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kibe/21.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 08:51 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



tamuna m
ციტატა
აქ რას გულისხმობ?რეინკარნაციას?


კი, რა თქმა უნდა. ამ ტექსტის ავტორი იზიარებს რეინკარნაციის თეორიას.



--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 13 2012, 08:51 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ციტატა
ერთმა მეგობარმა სერბეთიდან მომიყვა სერბი ხალხის ტრაგედიის შესახებ. ადრე კოსოვო სერბეთს ეკუთვნოდა. მაგრამ როცა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს, სერბებისთვის ეს მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. მან დაიწყო ფიქრი: "რატომ?! რა მნიშვნელობა აქვს, მაქვს თუ არა მიწის ეს ნაგლეჯი? მე ბელგრადში ვცხოვრობ, და არა კოსოვოში. რატომაა ეს ჩემთვის დარტყმა? იმიტომ რომ ეს - "მე" ვარ! "ჩემი" ნაწილი მომაჭრეს! ეს "ჩემი" მიწა იყო!"...ასე მუშაობს ადამიანის განპირობებული ცნობიერება: იგი აიგივებს თავს რაიმესთან, მაგრამ ეს - ცრუ გაიგივებაა.ადამიანი თავს აიგივებს არა მხოლოდ თავის სხეულთან, არამედ ყველაფერ იმასთან, რაც ასე თუ ისე დაკავშირებულია სხეულთან.


აქ ჩვენ ვაწყდებით ეროვნულობის ცნებას, რაში გამოიხატება ის. ეროვნება არის ტერიტორია? თავისთავად არა. მიწა ყოველი ეროვნებისთვის არის განსახლების არეალი, რომელზე მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთის მიმართ გრძნობენ სისხლისმიერ, მსოფლმხედველობრივ, სარწმუნოებრივ, ენობრივ თუ სხვა სახის ერთობას და ისწრაფვიან შერწყმისკენ. ერი თავის არსებობას, საქმიანობას, კულტურულ წარმოებას ახორციელებს გარკვეულ ტერიტორიაზე. ეს მისი განსახლების ადგილია, ანუ მისი სახლია რომელზეც ახორციელებს საკუთარ იურისდიქციას. ამ სახლში მას ადვილად ვერ შემოეჭრება გარეშე პირები და ვერ ჩაერევიან მის საქმეში. როდესაც დგება ისეთი მტკივნეული საკითხი, როგორიც არის ომი, ცვლილებები და ნგრევა ძალზე სწრაფად მიმდინარეობს, რაც იწვევს მეტ გაუგებრობასა და უბედურებას, ვიდრე მშვიდობიან პერიოდში ნელი ტემპით წარმართული კლასობრივი თუ სხვა სახის ბრძოლები. კოსოვოს შემთხვევაში ორივე დაპირისპირებულ მხარეს, სერებებსა და ალბანელებს მიადგათ დიდი მსხვერპლი, სერბეთის დანარჩენი ნაწილიც მნიშვნელოვნად დაზარალდა და სერბი ხალხის არსებობას დაღი დაასვა ამ ყველაფერმა. საკმაოდ ცნობილი სერბი ფსიქიატრი, ვლადეტა ეროტიჩი ამბობს, რომ სერბი ხალხი ამ ცნობილი მოვლენების შემდეგ ან უკეთესისკენ ან უარესისკენ წავა, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ის ვერასოდეს გახდება ისეთი, როგორც უწინ იყო... რაღა შორს მივდივართ, ჩვენც თითქმის მსგავსი პრობლემის წინაშე ვართ. არც მე მიცხოვრია არასოდეს სამაჩაბლოში, მაგრამ ისევე მტკივა, როგორც აფხაზეთი, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა და უკვე აქედან გამომდინარე ჩემთვის ეს ტკივილი გასაგებია. რადგან მე ჩემს თავს მივაკუთვნებ ქართველ ერს, მისი შემადგენელი ნაწილი ვარ, დაინტერესებული ვარ, რომ ქართველმა ერმა მოახდინოს საკუთარი თავის რაც შეიძლება მეტი თვითრეალიზაცია, დახარჯვა და ისტორიულად ისე მოხდა, რომ ქართველები საფუძვლიანად არიან დაკავშირებულები საკუთარ მიწა-წყალს, მათი თვითრეალიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი იყო მიწათმოქმედება. ბუნებრივი პირობები ეჭვგარეშე აყალიბებს სხვა რამესთან ერთად ერის ხასიათს, მისი კულტურის თავისებურებას და ეს განაპირობებს ეროვნული კულტურის დაფუძნებას იმავე ფესვებზე. მე, როგორც ქართველს, მტკივა, როდესაც ჩემს ქვეყანას ნელნელა, ნაწილ-ნაწილ აცლიან სამოსახლოს, ახორციელებენ ეთნიკურ წმენდას და დაკავებულ ადგილებზე შლიან ყოველგვარ კვალს ქართველების განსახლების. მეც და დანარჩენი ქართველებიც, რომლებიც გრძნობენ, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშეა, უვითარდება შიში გადაშენების, შევიწროვების. მე მტკივა ყოველი ნაწილი ჩემი ქვეყნის, თუნდაც იქ არც არასოდეს მეცხოვროს და ვყოფილიყავი, რადგან იქ მცხოვრები ხალხია ჩემი ნაწილი და სისხლი და ხორცი და არა თავისთავად მხოლოდ ტერიტორია. საქართველოს ადრე მაგალითად სომხეთის ნაწილიც ეკავა, მაგრამ არ გვაქვს ამ მიწების მიმართ რაიმე მშობლიური სახის ლტოლვა. ანუ სევდა და ტკივილი მოიცავს იმ მიწა-წყალს, რომელიც უფრო მშობლიურია, უფრო ჩვენია. მე მაწუხებს ჩემი მშობლიური კუთხის გარდა სხვა კუთხეებიც, რადგან ჩვენმა წინამორბედებმა ერთიანობა დათქვეს, ჩვენ გადმოგვცეს ერთმანეთის სიყვარული და მე ის უნდა დავიცვა, მან კი მე. მთელი ერი და მეც მასთან ერთად, რადგან ამ ერთიანი სხეულის უჯრედი ვარ, ვქმნით გარკვეულ სიმდიდრეს, დოვლათს, როგორც ნივთიერს, ისე სულიერს, ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად და ჩემი ხალხის მოღვაწეობა უშუალოდ მიწის ამა თუ იმ ნაწილს უკავშირდება. დაახლოვებით იგივე ხდება სერბეთის შემთხვევაშიც, სადაც კოსოვოდან დევნილი სერბებიც არსებობენ სხვათა შორის... თუმცა ბალკანეთის და საქართველოს მოვლენები ცოტა განსხვავდებიან ერთმანეთისგან...

და ეს ცალკეული შემთხვევა არის, თორემ ეროვნულობა აუცილებლად არ მოიცავს გარკვეულ ტერიტორიაზე უპირობო მიბმას, მიჯაჭვულობას. მაგალითად, თურქები სადაც დღეს სახლობდნენ, მოვიდნენ შედარებით გვიან, ვიდრე იქ თავდაპირველად მცხოვრები ხალხი. საყურადღებოა თურქების ყოფა-ცხოვრება ადრეულ პერიოდში, როდესაც ისინი იყვნენ მომთაბარე ტომები და მათი ცხოვრების წესი და კულტურაც შესაბამისი იყო. მას შემდეგ, რაც თურქები იკავებენ მცირე აზიის ნახევარკუნძულს და საბოლოოდ განდევნიან ბერძნებს, ისინი მომთაბარეობიდან გადადიან სხვა სახის ცხოვრების წესზე, ეს აისახება მათ წყობილებაზე, კულტურაზე. ანუ ერი ერთგვარად გარდაიქმნა, არსებითად იგივე დარჩა, მაგრამ მოხდა მისი მდგომარეობის ისეთივე შეცვლა, როგორც წყალი იქცევა ყინულად. ის უკვე საკუთარ თვითგამოხატვას, ექსპანსიას ახორციელებს ამ გარკვეულ ტერიტორიაზე. ასეთი თვითგამოხატვა კი ქართველ ტომებს უფრო დიდი ხანია აქვთ თავიანთ მიწაზე, რადგან მიწათმოქმედება, ქართველი ერის კულტურული მოღვაწეობა სწორედ ამ მიწაზე თვითმყოფადი და განუმეორებელი გამოხატვაა...

აღარაფერს ვამბობ ბოშებზე, რომლებსაც თავიანთი სახელმწიფო არ აქვთ, მაგრამ, როგორც ერი არსებობს და მათ სახელმწიფოებრივი ფორმაციის და განსახლების ადგილის უქონლობის გამო თავისებური კულტურა გააჩნიათ. მათ მიწის დაკარგვის ეშინიათ სხვა ხალხებისგან განსხვავებით, რადგან მათი ყოფა სხვა სახისაა... ან ებრაელები, რომლებსაც ძალიან დიდი ხანი არ ჰქონდათ სახელმწიფო და არსებობენ დღემდე როგორც ერი...

რამდენი დამიწერია...

P.S. რომელი რელიგიის აღმსარებელი ხარ?


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 13 2012, 08:53 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



აბდალა
ციტატა
შეიძლება ეგრეც ითქვას... არადა სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს! ანუ ჩვენ არ ვკვდებით, კვდება მხოლოდ სხეული, ჩვენ კი სხეულთან ან ჭკუასთან ვაიგივებთ თავს და ამიტომ გვეშინია.

thumbs.gif
აბსოლუტურად გეთანხმები.
ციტატა
თუმცა არის სხვა იშვიათი კატეგორიაც, რომლებიც ხვდებიან, რომ სხეული არ არიან და არ მოკვდებიან, მაგრამ მათი მიჯაჭვულობა და გაიგივება უფრო ნატიფს და უხილავს - ჭკუას უკავშირდება. მათთვის სხეულის სიკვდილი მძიმე დარტყმა არაა, მაგრამ ჭკუასთან განშორება ძალიან უჭირთ...

ურწმუნოებს ეშინიათ სიკვდილის, რადგანაც მასში სიცოცხლის განადგურებას ხედავენ. მრავალ მორწმუნეს ეშინია სიკვდილის, რადგანაც თვლის, რომ უნდა აღასრულოს თავისი საქმე ამქვეყნად: ფეხზე დააყენო შვილები, ანდა დაამთავრო დაწყებული საქმე. თვით ზოგიერთი წმინდანიც კი შიშს განიცდიდა სიკვდილის ჟამს. მაგ: როდესაც ანგელოზნი დაეშვნენ, რათა მიეღოთ სული წმიდა სისოისა, ეს ზეციური ადამიანი ევედრებოდა, რომ ცოტა ხნით კიდევ დაეტოვებინათ ამ ცხოვრებაში, რათა შესძლებოდა, მოენანიებინა და მომზადებულიყო სხვა ცხოვრებისათვის. უფრო ზუსტად, წმიდანებს სიკვდილის კი არ ეშინოდათ, არამედ - უფლის სამსჯავროსი, სიკვდილის შემდგომ. და ეს არის ერთადერთი გამართლებული შიში ქრისტიანისათვის, რომელსაც მტკიცედ სწამს მარადიული სიცოცხლესა და უფლის სამსჯავრო.

ხოლო სხვა, ზეციური ცხოვრების რწმენის გარეშე, სიკვდილის შიში უბრალო თოკია კისერზე, რომლითაც სიკვდილი განსჯილებს საკუთარი ხახისაკენ მიათრევს. სიცოცხლე ურწმუნოსათვის სხვა არაფერია, თუ არა ქროლვა სიკვდილისა, ქროლვა, რომელაც აშლის და, მიმოაბნევს მკვდარ ფერფლს, გაჰქექს და ჩატკეპნის მას მიწაში. უღმერთოს რომ შესძლებოდა ყველაფრის ბოლომდე, ლოგიკურად გააზრება, მას უნდა ეთქვა, სიცოცხლე საერთოდ არ არსებობს, საკვდილი - ერთადერთი რწმენაა მისი, სიკვდილი - ერთადერთი მარადიული ძალაა, სიკვდილი - ერთადერთი ღმერთია.

ჩვენთვის კი, ქრისტიანთათვის, საკვდილი - ეს სკოლის დამთავრებაა, სამხედრო სამსახურის დამთავრებისა და სამშობლოში დაბრუნების სიგნალია; ქრისტეს მორწმუნეთათვის სიკვდილი თავისთავად - არაფერია. უფალმა უთხრა მართას და ახლა ჩვენც გვეუბნება: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე“ (იოან. 11,25). ვის დაგუჯერთთ, თუ არა - ქრისტეს, ძმაო სტავრო? ხალხს მაშინაც კა ვერ ენდობი, როცა საკუთარ სახელს ამბობენ, და უფრო ნაკლებად, როცა იტყვიან: „ხვალ გადაგიხდი“, განსაკუთრებით, თუკი ღრმა და ამაღლებულ თემებზე საუბრობენ. უფლის ძის გარდა არავინ არაფერი უწყის სიკვდილის შესახებ, არც იმის შესახებ, თუ რა გველის სიკვდილის შემდგომ. მაგრამ მან იცოდა, განაცხადა და გვიჩვენა. მისმა გამარჯვებამ მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, გაანადგურა სიკვდილი (იხ. 1 კორ. 15,26). რატომღა უნდა გვეშინოდეს იმისა, რაც ქრისტეს აღდგომით დამარცხებულია? სიკვდილის შიში არ ეკარება მათ, ვინც ქრისტეს ეკვრის, სიკვდილის დამთრგუნველსა და სიცოცხლის მომნიჭებელს.

და მაინც რჩება ერთი შიში, სრულიად დროული და გამართლებული: ის შიში, რომელსაც გრძნობდნენ წმიდა სულები, თავიანთი სიკვდილის ჟამს. ეს არ არის სიკვდილის შიში, არამედ შიში საკუთარი მოუმზადებლობისა მარადიული სიცოცხლისათვის. შიში საკუთარი სულიური უსუფთაობისა, რამეთუ არაწმიდანი ვერ იხილავენ უფალსა და ჭეშმარიტ ზეციურ ცხოვრებას.

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)




--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 08:59 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



georgios

ეროვნული გაიგივება ცუდი (ან კარგი) არაა. ეს უბრალოდ ფაქტია, მექანიზმია, რომელიც შიშს, ან აგრესიას იწვევს. რა თქმა უნდა თავი უნდა დავიცვათ, და სამშობლო უნდა დავიცვათ, მაგრამ ეს ყველაფერი გაცნობიერებული უნდა იყოს და სიყვარულით კეთდებოდეს, და არა ეგოს თამაშები (შიშIთ ბიძგებული). აგრესიაც და შიშიც, როგორც ზემოთ წერია სიყვარულის გაუკუღმართებული ფორმებია.

და იმასაც ვიტყვი, რომ შიში გარკვეულ ეტაპზე საჭიროცაა (თავდაცვის ინსტინქტის გარეშე ადამიანი ადვილად დაიღუპება, და თან უაზროდ).

მთავარი პრიორიტეტია, რას რაზე მაღლა დავაყენებთ... და როცა შIშI გვაიძულებს, რომ მეორადი ან მესამედი ღირებულება პირველადზე მაღლა დავაყენოთ, სწორედ მაშინაა ის ვერაგი მტერი.

ციტატა
P.S. რომელი რელიგიის აღმსარებელი ხარ?


ვცდილობ კრიშნას ერთგული ვიყო (ე.წ."კრიშნაიტი") smile.gif


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 13 2012, 09:03 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



აბდალა
ციტატა
ეროვნული გაიგივება ცუდი (ან კარგი) არაა.


არც მითქვამს, კარგია თუ ცუდი.

ციტატა
აგრესიაც და შიშიც, როგორც ზემოთ წერია სიყვარულის გაუკუღმართებული ფორმებია.


ჰო, ამაზე გამახსენდა:

ციტატა
ყველაფრის საფუძველი შიშია.


ვითომ ყველაფრის? piqri.gif

ციტატა
ვცდილობ კრიშნას ერთგული ვიყო (ე.წ."კრიშნაიტი")


შენ მამუკა ხომ არ ხარ შემთხვევით? smile.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 13 2012, 09:07 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა
შენ მამუკა ხომ არ ხარ შემთხვევით?

შენ სად ხარ ?? biggrin.gif
მეც არ გამიკვირდა ეს კითხვა რატომ დასვა-მეთქიbiggrin.gif
ციტატა
P.S. რომელი რელიგიის აღმსარებელი ხარ?



--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 09:08 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



georgios

ციტატა
ვითომ ყველაფრის?


იგულისხმება მატერიალურ დონეზე და მატერიალურ სამყაროში, თორემ ყველაფრის საფუძველი რომ სიყვარულია ეს ყველამ კარგად ვიცით smile.gif

ციტატა
შენ მამუკა ხომ არ ხარ შემთხვევით?


გახლავართ smile.gif


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 13 2012, 09:11 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
შენ სად ხარ ?? მეც არ გამიკვირდა ეს კითხვა რატომ დასვა-მეთქი


სად ვარ და ჭურში. tongue.gif

ციტატა
გახლავართ


ვერ გიცანი, გამდიდრდები. tongue.gif

აბა მე რომელი ვარ, თუ მიხვდები? biggrin.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 09:12 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



georgios

პროგრესიუსი? biggrin.gif


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 06:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი