პირველი კლასიდან ინგლისური და კომპიუტერი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პირველი კლასიდან ინგლისური და კომპიუტერი |
Giorgi- |
Jun 23 2010, 01:22 PM
პოსტი
#81
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
lingvo
ციტატა უკიდურესობებში ხომ არ ვვარდებით? კორუფცია ცუდია, მაგრამ პირველ კლასელის (ფიზიკური და სულიერი) ჯანმრთელობის უგულვებელყოფა კომპიუტერის შემოტანით უარესია. ლინგვო, თუ იცი რა ხდება დღეს სკოლებში? ის არის სწორი და მისაღები? ეს სიტუაცია გამოსწორდეს და კომპიუტერის შემოღება რას დააკლებს ბავშვს თუ არ მოემატება რამე? თუ პროგრამირებას ასწავლიან და დედა ენას მოწყვეტენ? მეორე საკითხი: ბავშვი მინდა საბავშვო ბაღში მივიყვანო, იცით რა ხდება? სახელმწიფო ბაღებში (ე.წ "უფასო" რომელიც არის) არის წყვეტა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. წელიწადში მხოლოდ ერთი დღე ცხადდება მიღება რამდენიმე თვით ადრე და ის დღეც მკაცრად გასაიდუმლოებულია. ვინმეს თუ დაარეკინებ "ზემოდან" შეიძლება რამე მოახერხო, თუ არა და შეუძლებელია, კერძო ბაღში მოგიწევს მიყვანა სადაც დიდი გადასახადია, ამასგარდა არ მინდა ბავშვი რაღაც მეტიჩრობას მივაჩვიო. უფასო ბაღი მინდა, უფასო სკოლა, ჩვეულებრივად რომ გაიზარდოს ამბობენ, რომ იგივე სიტუაციაა სკოლებშიც, თუმცა ჯერ არ გამირკვევია, რადგან სკოლის ასაკის არ ვართ ეს ყველაფერი დღეს ხდება და ეს მაიმუნობა თუ გამოსწორდა აღარ დავეძებ გინდა ჩინურად ჩაუტარონ გაკვეთილები |
shavlegi |
Jun 23 2010, 01:24 PM
პოსტი
#82
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 117 რეგისტრ.: 7-July 09 წევრი № 7,229 |
ციტატა რა არის უაზრო? რატომ არის კომპიუტერი სიზარმაცის გავრცელების საწყისი? სადიან გვაქვს ამდენი სიძულვილი? ძალიან ბევრი რამ თუნდაც- OK , yes, no. ქართველებს გვაქვს - დიახ, რომელიც ორ სიტყვათა შეთანხმებით წარმოსდგა და დროთა განმავლობაში "შერბილდა". OK უფრო ადვილად ითქმის თუ დიახ ??? ამ უცხოურ სიტყვებს არანაირი წარმომავლობა არ გააჩნია ისინი უაზრო სიტყვებია. დაუკვირდით- ადამიანი. ამ ქართული სიტყვის წარმოთქმის დროს ხაზს უსვამ ადამისა და ევას შთამომავლობის არებობას. სიტყვა- გარდაცვალება. ეს სიტყვა საერთოდ არ ითარგმნება უცხოურ ენებზე. გარდავალების თქმის დროს კი ხაზს უსვამ სხეულიდან სულის გასვლის შემდგომი სიცოცხლის არსებობას. ინგლისურად კი ამბობენ-died.... და კიდევ ამგვარი მოკლე-მოკლე უაზრო სიტყვების ძახილი ინტელექტის დაქვეითებასაც გამოიწვევს(ეს ჩემი სუბიექტური აზრია). რატომ თვლი რომ მძულს? მე ხომ რეალობას ვიძახი. |
fiore |
Jun 23 2010, 01:26 PM
პოსტი
#83
|
innocent.. ჯგუფი: Members პოსტები: 523 რეგისტრ.: 16-May 10 წევრი № 8,839 |
shavlegi
ეგრე რამდენი "არაქართული" სიტყვა გვაქვს ქართულში ყველას უნდა გამოვეკიდოთ??? -------------------- when you are in deep shit it's better to keep your mouth shut! |
Giorgi- |
Jun 23 2010, 01:27 PM
პოსტი
#84
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
shavlegi
ციტატა ძალიან ბევრი რამ თუნდაც- OK , yes, no. ქართველებს გვაქვს - დიახ, რომელიც ორ სიტყვათა შეთანხმებით წარმოსდგა და დროთა განმავლობაში "შერბილდა". OK უფრო ადვილად ითქმის თუ დიახ ??? ამ უცხოურ სიტყვებს არანაირი წარმომავლობა არ გააჩნია ისინი უაზრო სიტყვებია. დაუკვირდით- ადამიანი. ამ ქართული სიტყვის წარმოთქმის დროს ხაზს უსვამ ადამისა და ევას შთამომავლობის არებობას. სიტყვა- გარდაცვალება. ეს სიტყვა საერთოდ არ ითარგმნება უცხოურ ენებზე. გარდავალების თქმის დროს კი ხაზს უსვამ სხეულიდან სულის გასვლის შემდგომი სიცოცხლის არსებობას. ინგლისურად კი ამბობენ-died.... და კიდევ ამგვარი მოკლე-მოკლე უაზრო სიტყვების ძახილი ინტელექტის დაქვეითებასაც გამოიწვევს(ეს ჩემი სუბიექტური აზრია). რატომ თვლი რომ მძულს? მე ხომ რეალობას ვიძახი. როდესაც ადამიანი მშობლიურ ენაზე უარს იტყვი, მითუმეტეს სამშობლოში და სხვა ენაზე დაიწყებ აზროვნებას - გეთანხმები მაგრამ რის თქმა გინდა, რომ ინგლისური უაზროა? მე არ ვამბობ რომ ქართულს ჯობია ან პირიქით. ეს ქართველებმა უკეთ ვიცით, აქ ლაპარაკია რომ ეს ენა აუცილებელია არსებობისათვის. ვიჯდეთ და ველოდოთ როდის ამეტყველდება მსოფლიო ქართულად? თუ მთავრობას ველოდოთ დახმარებას ენის და ინტერნეტის არცოდნის გამო მომავალი რომ არ გვექნება? |
ikanosi |
Jun 23 2010, 01:28 PM
პოსტი
#85
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
fiore
დიახ...ვერ ვიტან როდესაც როდესაც ეგრე მელაპარაკებიან, ვითომ გათანამედროვებულად ვეთანხმები შავლეგს და არაქართული არ იყო ბრჭყალებში ჩასასმელი -------------------- ფარით ან ფარზე
|
Giorgi- |
Jun 23 2010, 01:29 PM
პოსტი
#86
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
ისე OK არასრდოს დამკვიდრდება ლიტერარურულ ქართულში, თუმცა ბევრად მირჩევნია "ხარაშოს"
|
shavlegi |
Jun 23 2010, 01:29 PM
პოსტი
#87
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 117 რეგისტრ.: 7-July 09 წევრი № 7,229 |
გთხოვ დამისახელო რომელიმე.გეთანხმები, რომ არის ასეთი"არაქართული" სიტყვები.
|
fiore |
Jun 23 2010, 01:30 PM
პოსტი
#88
|
innocent.. ჯგუფი: Members პოსტები: 523 რეგისტრ.: 16-May 10 წევრი № 8,839 |
ikanosi
მაშინ იცოდე რო ფანჯარა და იატაკი თურქულიდან არის შემოსული -------------------- when you are in deep shit it's better to keep your mouth shut! |
shavlegi |
Jun 23 2010, 01:31 PM
პოსტი
#89
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 117 რეგისტრ.: 7-July 09 წევრი № 7,229 |
ციტატა მაგრამ რის თქმა გინდა, რომ ინგლისური უაზროა? მე არ ვამბობ რომ ქართულს ჯობია ან პირიქით. ეს ქართველებმა უკეთ ვიცით, აქ ლაპარაკია რომ ეს ენა აუცილებელია არსებობისათვის. ვიჯდეთ და ველოდოთ როდის ამეტყველდება მსოფლიო ქართულად? თუ მთავრობას ველოდოთ დახმარებას ენის და ინტერნეტის არცოდნის გამო მომავალი რომ არ გვექნება? მე ვგულისხმობდი პირველი კლასიდან. |
Giorgi- |
Jun 23 2010, 01:31 PM
პოსტი
#90
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
ცალსახად სირცხვილია საქართველოში ორი ქართველი ინგლისური "სლენგით" რომ ესაუბრება ერთმანეთს
მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ რაღაცეები "მოჟნა": 1. პრივეტ 2. კარობკა 3. გლუშიტელი 4. პაკრიშკა 5. გავაგრძელო?.. |
fiore |
Jun 23 2010, 01:32 PM
პოსტი
#91
|
innocent.. ჯგუფი: Members პოსტები: 523 რეგისტრ.: 16-May 10 წევრი № 8,839 |
კარგით რა არავინ არ ამბობს ერთი ჩავანაცვლოთ მეორეთიო.
ორივე ვიცოდეთ ერთნაირად, უფრო სწორად ერთნაირად კარგად. უფრო ადვილი იქნება სწავლაც და ცხოვრებაც -------------------- when you are in deep shit it's better to keep your mouth shut! |
ikanosi |
Jun 23 2010, 01:33 PM
პოსტი
#92
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა მაშინ იცოდე რო ფანჯარა და იატაკი თურქულიდან არის შემოსული ეს ჯერ კიდევ საკითხავია Giorgi- ციტატა 1. პრივეტ 2. კარობკა 3. გლუშიტელი 4. პაკრიშკა ესენიც ამოსაღებია....მგონი მაგ ტერმინებით შედარებით უფრო ხნიერი თაობა ლაპარაკობს, ახალგაზრდებში ნაკლებად -------------------- ფარით ან ფარზე
|
shavlegi |
Jun 23 2010, 01:35 PM
პოსტი
#93
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 117 რეგისტრ.: 7-July 09 წევრი № 7,229 |
|
Giorgi- |
Jun 23 2010, 01:38 PM
პოსტი
#94
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
shavlegi
ციტატა მე ვგულისხმობდი პირველი კლასიდან. ჰოდა მოდით ჯერ პირველი კლასი პირველ კლასს დაემსგავსოს, სკოლა სკოლას და ბაღი ბაღს და მერე ვიდავოთ რამდენი სიტყვა უნდა იცოდეს პირველ კლასელმა რეფორმა უნდა მოხდეს, ასე გაგრძელება არ შეიძლება. ქვეყანას აღარ ვგავართ. მომსახურება ჩვენ არ გვესმის, ზრდილობა ჩვენ არ ვიცით, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები ჩვენ არ გვაქვს. ერთი გაშლილი მაგიდა ვართ ლოყებღაჟრაჟა ბიძებით და ოქროებში ჩამჯდარი უსაქმური დეიდებით ikanosi ციტატა ახალგაზრდებში ნაკლებად რომელი ახალგაზრდა გინახავს "გლუშიტელს" მაყუჩს რომ ეძახდეს და "კარობკას" სიჩქარეთა კოლოფს ? |
shavlegi |
Jun 23 2010, 01:39 PM
პოსტი
#95
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 117 რეგისტრ.: 7-July 09 წევრი № 7,229 |
shavlegi ჰოდა მოდით ჯერ პირველი კლასი პირველ კლასს დაემსგავსოს, სკოლა სკოლას და ბაღი ბაღს და მერე ვიდავოთ რამდენი სიტყვა უნდა იცოდეს პირველ კლასელმა რეფორმა უნდა მოხდეს, ასე გაგრძელება არ შეიძლება. ქვეყანას აღარ ვგავართ. მომსახურება ჩვენ არ გვესმის, ზრდილობა ჩვენ არ ვიცით, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები ჩვენ არ გვაქვს. ერთი გაშლილი მაგიდა ვართ ლოყებღაჟრაჟა ბიძებით და ოქროებში ჩამჯდარი უსაქმური დეიდებით ეგრე რაა პასუხიც ეგ არის აღარ უნდა ბევრი ბაასი ამას... |
lingvo |
Jun 23 2010, 02:04 PM
პოსტი
#96
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
პირველკლასელთა კომპიუტერიზაციის ავ-კარგიანობა საქართველოს პრეზიდენტის ახალმა ინიციატივამ – მომავალი წლის სექტემბრიდან ყველა პირველკლასელის წიგნების ნაცვლად მინი ლეპტოპებით აღჭურვის შესახებ, საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია. პრეზიდენტის თქმით, ლეპტოპში მთლიანი სასწავლო პროგრამა იქნება ჩატვირთული. ეს არის თანამედროვე კომპიუტერი, რომელიც წყალში არ იძირება და ადვილად არ ფუჭდება. ეს კომპიუტერები შექმნა ამერიკულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ "One Laptop Per Child“-მა, იგი დაარსებულია მასაჩუსეტის შტატის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლაბორატოორიის მიერ. პროექტი 2010 წლის სექტემბერში საპილოტო სკოლებში განხორციელდება, ხოლო 2011 წლიდან სახელმწიფოსგან საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერებს მთელი საქართველოს მაშტაბით დაახლოებით 40 000 პირველკლასელი მიიღებს. დიმიტრი შაშკინი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი): “მათ, ვისაც არ აქვთ წიგნების ყიდვის საშუალება, შეეძლებათ ბავშვებს ასწავლონ ლეპტოპში ჩატვირთული სახელმძღვანელოებიდან”. “ამბიონი” შეეცადა გაერკვია, თუ როგორ აფასებენ განათლების ახალ რეფორმას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ირმა ჯეგაძე (ექიმი – ოფთალმოლოგი): “ვფიქრობ, დაწყებით კლასებში კომპიუტერული სწავლება დაუშვებელია. ამან შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას ბავშვის მხედველობას, პირადად ჩემს პაციენტებს 10-12 წლის ბავშვებს კომპიუტერთან ჯდომის უფლებას მხოლოდ კვირაში ორი საათით ვაძლევ, რაც სრულიად უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბავშვები არ ითვალისწინებენ ექიმის რჩევებს და სამი ოთხი საათით სხედან კომპიუტერთან, რამაც შეიძლება უამრავი პრობლემა შეუქმნას მათ ჯანმრთელობას, მითუმეტეს პირველი კლასის მოსწავლეს. შეიძლება გამოიწვიოს რეფრაქცია, გადახრა პლიუსისკენ, მინუსისკენ, ან ასტიგმატიზმი. ასევე თვალის სიმშრალე, ქავილი, წვა, “მშრალი თვალის სინდრომი” და ა.შ. შორენა კვინიკაძე (ფსიქოლოგი): “სკოლების კომპიუტერიზაციას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. ბავშვი რომ თავიდანვე შეეჩვევა კომპიუტერის მოხმარებას, ეს ცხადია, კარგია. მაგრამ პირველ კლასელის ფსიქიკასა და მხედველობაზე ცუდად აისახება. ხშირ შემთხვევაში, ბავშვები მშობლებს მოყავთ შემდეგი ჩივილებით: თავისტკივილი, აგრესიულობა, და ა.შ. თითქმის ყოველთვის, ამის მიზეზი არის კომპიტერული თამაშები და ზოგადად, კომპიუტერთან კონტაქტი. ამავე დროს, ბავშვები წყდებიან გარესამყაროს და თითქმის ყველა სურვილს იკმაყოფილებენ კომპიუტერის მეშვეობით. იკეტებიან ვირტუალურ სამყაროში, ასევე ცნობილია, ნეიროქირურგების დასკვნაც, რომ კომპიუტერი ტვინშიც იწვევს სერიოზულ ცვლილებებს. ჩემი აზრით, ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგებმა, პედაგოგებმა და სხვა კომპეტენტურმა პირებმა უნდა დადონ თავიანთი დასკვნები, გაიმართოს მსჯელობა, რადგან ეს ძალიან სერიოზული და საფრთხილო საქმეა. არ უნდა დავაყენოთ ჩვენი შვილების, მომავალი თაობის ჯანმრთელობა ეჭვქვეშ. მაგული მაზანაშვილი (№ 208 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი): “თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა გვახარებს, მაგრამ არა პირველ კლასიდან. ექვსი წლის ბავშვი კომპიუტერით ვერ ისწავლის წერა-კითხვას ისე, როგორც საჭიროა. ეს აისახება ბავშვის კალიგრაფიაზე. აუცილებელია ბავშვი მიეჩვიოს აზროვნებას, ფიქრს… დადებითია იმით, რომ ბავშვები მძიმე ჩანთებით არ ივლიან სკოლაში, რაც იწვევს სქოლიოზს. დავით დანელია წყარო: http://www.ambioni.ge/pirvelklaselta-kompi...-av-kargianoba/ -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
terra |
Jun 23 2010, 02:50 PM
პოსტი
#97
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
lingvo
ჯიგარი ხარ ძმაო. და საერთოდ, რად უნდა ამას ბევრი განსჯა, რომ იქმნება სათვალიანი, დანევროზებული, დაზომბირებული და ცალმხრივად განვითარებული თაობა. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
kato_Bato |
Jun 23 2010, 02:53 PM
პოსტი
#98
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ციტატა ჩემი აზრით, ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგებმა, პედაგოგებმა და სხვა კომპეტენტურმა პირებმა უნდა დადონ თავიანთი დასკვნები, გაიმართოს მსჯელობა, რადგან ეს ძალიან სერიოზული და საფრთხილო საქმეა. არ უნდა დავაყენოთ ჩვენი შვილების, მომავალი თაობის ჯანმრთელობა ეჭვქვეშ. ნამდვილად აუცილებელია. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
Giorgi- |
Jun 23 2010, 03:37 PM
პოსტი
#99
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
ციტატა დანევროზებული მასწავლებლები ხომ არ გინდოდა გეთქვა? |
mari-mari15 |
Jun 23 2010, 03:52 PM
პოსტი
#100
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,149 რეგისტრ.: 11-March 09 წევრი № 6,625 |
ეჰ დიდი გოგებაშვილი გადმოახედა მიშას რეფორმებზეე ღმერთო შენ გვიშველე ამათი რეფორმებისგან
-------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი