IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა, ურთიერთკავშირი, არგუმენტები და ფაქტები.
lingvo
პოსტი Dec 28 2009, 11:22 PM
პოსტი #1


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



თანამედროვე მედიცინის მიღწევების გამოყენება დაკავშირებულია რთულ ფილოსოფიურ, რელიგიურ, სამართლებრივ და მორალურ პრობლემებთან, რომელთა დიდი ნაწილი ცალსახად ვერ გადაწყდება. თანამედროვე ბიოეთიკაში რეპროდუქციული ტექნოლოგიების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე აქტუალურ და მწვავე განსახილველ თემათა რიგს განეკუთვნება. აგრეთვე აქტუალურია ნანოტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადად ალბათ შესამცნევია, რომ სწრაფი ტექნიკური პროგრესი ადამიანს არჩევანის წინაშე აყენებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ფასეულობებზე გადის.

• ხელოვნურ ინსემინაციას დონორის ან ქმრის სპერმით
• განაყოფიერებას ორგანიზმის გარეთ (ექსტრაკორპორული – ინ ვიტრო ) ემბრიონის შემდგომი იმპლანტაციით ქალის საშვილოსნოში
• სუროგატი დედობა
• დონორის კვერცხუჯრედების გამოყენება


ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ხელოვნური განაყოფიერების მიმართ, განსაკუთრებით დონორის გამოყენების შემთხვევაში.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია შემდგომში მდგომარეობს:
1. დაუოჯახებელი ქალის ხელოვნური განაყოფიერება დაუშვებელია, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ნტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც შეგენბულად აქვს თავიდანვე ჩამორთმეული სრულფასოვან ოჯახში აღზრდის შესაძლებლობა
2. დაუშვებელია ქალის ხელოვნური განაყოფიერება ქმრის ნებართვისა და მონაწილეობის გარეშე
3. ქმრის ნებართვითა და დონორის გენეტიკური მასალის გამოყენებით ჩატარებული ხელოვნური განაყოფიერება არღვევს ცოლ ქმრულ ერთგულებას
4. ჰომოგენური განაყოფიერების მეთოდი სავსებით მისაღები საშუალებაა, რომელიც ქრისტიანულ ქორწინებას აძლვს შესაძლებლობას განახორციელოს რეპროდუქციული ფუნქცია
5. ინ ვიტრო მეთოდი მიუღებელია ზედმეტი ემბრიონის განადგურების აუცილებლობიდან გამომდინარე.
6.ოჯახური ურთიერთობების მთლიანობისა და უნიკალობის დაცვის თვალსაზრისიდან გამომდინარე, მორალურად დაუშვებელია კვერცხუჯრედებისა და განაყოფიერებული ემბრიონების დონორობის პრაქტიკა
7. ამ შეფასებას ექვემდებარება სუროგატული დედობის ყველა სახეობა. ამ მეთოდის საფუძელში დევს ძირითადი ემოციური და სულიერი კავშირის უგულებელყოფა, რომელიც მყარდება დედასა და ბავშვს შორის ფეხმძიმობის დროს.

მედიცინეს ეთიკური პრობლემების განხილვის უძველესი ტრადიცია კათოლიციზმში მოიპოვება. კათოლიკური მორალი საბოლოო ჯამში უარყოფითად ეკიდება ხელოვნურ განაყოფიერებას, განსაკუთრებით ჰეტეროლოგიურ მეთოდს, რადგან მათი აზრით ეს ეწინააღმდეგება ქორწინების წმინდა საიდუმლოებას, მეუღლეთა ღირსებას, მშობელთა დანიშნულებას და ბავშვის უფლებას ჩასახული და დაბადებული იყოს ქორწინებაში და ქორწინების წყალობით. სუროგატული დედობა უარყოფილია ყველა კათოლიკე ავტორის მიერ, ამასთან კათოლიკე ავტორთა შორის არიან თეოლოგები, რომლებიც ეკგ-ისა და ეგ-ის მეთოდს ეთკურად მისაღებად თვლიან, თუ ის გამორიცხავს “ჭარბი” ემბრიონების პრობლემას.
პროტესტანტული ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბავშვის მომავალ ინტერესებს, მისი უფლებების გარანტიებს ნათესაურ ურთერთობებზე. რაც შეეხება ჰეტეროლოგიური განაყოფიერების შესაძლებლობას, მას არ გამორიცხავენ აუცილებლობის შემთხვევაში.
ისლამი მუსლიმანური ფილოსოფიის – სუფიზმის, მორალისა და შარიათის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს ხელოვნური განაყოფიერების ყველა მეთოდს, თუ ამისათვის არ გამოიყენება კანონიერი ქმრის გენეტიკური მასალა. რაც შეეხება სუროგატულ დედობას, რადგან ისლამი აღიარებს პოლიგამიას ამიტომ მუცლადმტარებელი დედა შეიძლება იყოს ქმრის მეორე მეუღლე, რომელიც თავის გენეტიკურ მასალას აძლევს პირველ ცოლს კვერცხუჯრედის განაყოფიერებისათვის. აუცილებელი მოთხოვნაა დონორის სასქესო უჯრედების შესახებ სრული ინფორმაცია, რათა გამოირიცხოს სისხლის აღრევა და უზრუნველყონ კანონიერი ნათესაური კავშირი მუსლიმანური სამართლის შესაბამისად.
იუდაიზმის პოზიცია არ არის ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ რაბინების უმრავლესობა გმობს დონორის გენეტიკური მასალით განაყოფიერებას. თუ დამტკიცებულია, რომ არანაირი სხვა თერაპია არ იქნება შედეგის მომტანი, მოცემულ საშუალებას კი შეუძლია პრობლემის მოხსნა, დასშვებად შეიძლება ჩაითვალოს ქმრის გენეტიკური მასალით განაყოფიერება.
ბუდიზმის ავტორიტეტული წარმომადგენლები დადებითად აფასებენ დონორის გენეტიკური მასალის გმაოყენებას ხელოვნური განაყოფიერების მიზნით, ისევე როგორც სუროგატულ დედობას. ისინი ხაზს უსვამენ შემდეგი გარემოებების გათვალისწინებას: მეუღლეთა თანხმობის ნებაყოფლობა, დონორის ანონიმურბა, მისთვის ანაზღაურების გამორიცხვა.
მაშასადამე ტრადიციული რელიგიები უარყოფითად ეკიდებიან რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს. არატრადიციული რელიგიები, უპირველეს ყოვლისა პროტესტანტული რიგის კონფესიები და დომინაციები, ითვალისწინებენ რა ეპოქის თავისებურებებს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტისას შედარებით ლიბერალური პოზიციის დაჭერას ამჯობინებენ.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
lingvo   რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა   Dec 28 2009, 11:22 PM
A.V.M   G_saxva რთული რომაა და ...   Jul 12 2013, 10:00 PM
G_saxva   A.V.M ადამიანმა ყველა...   Jul 12 2013, 10:11 PM
A.V.M   G_saxva ღმერთმა ნუ დამა...   Jul 12 2013, 10:22 PM
G_saxva   G_saxva ღმერთმა ნუ დამ...   Jul 12 2013, 10:38 PM
A.V.M   G_saxva თუ მართლა გაინტ...   Jul 12 2013, 10:40 PM
G_saxva   G_saxva თუ მართლა გაინტ...   Jul 12 2013, 11:11 PM
სოკრატე   აქ ვინც განიხილავს...   Jul 17 2013, 05:01 PM
G_saxva   ჩემთვის უსუსური ა...   Jul 17 2013, 05:44 PM
sopo...   ეს რიტორიკული კით...   Jul 20 2013, 10:42 PM
G_saxva   ამის საფუძველი წი...   Jul 22 2013, 09:43 AM
sopo...   ვერ მივხვდი რა დაწ...   Aug 4 2013, 03:12 AM
k@the   ბევრი რამაა ცოდვა, ...   Jul 17 2013, 06:14 PM
A.V.M   მშვიდად მეგობრებო....   Jul 17 2013, 07:49 PM
A.V.M   კვლევა: სუროგატი ბ...   Jan 8 2014, 02:00 AM
MIRDAT   აქვე მოვიყვანთ მა...   Jan 8 2014, 03:05 AM
G_saxva   არ ვარ მომხრე იმიტ...   Jan 8 2014, 10:47 AM
A.V.M   მე ჯერ თავს ვიკავე...   Jan 8 2014, 11:30 AM
k@the   MIRDAT ე.ი. ბავშვი 9 თვე ...   Jan 8 2014, 02:02 PM
marine   სუროგატი დედობა დი...   Jan 8 2014, 02:15 PM
marine   "ხელოვნურ განაყო...   Jan 8 2014, 02:44 PM
athos   მარინე, პირველ რიგ...   Jan 8 2014, 04:59 PM
marine   მარინე, პირველ რიგ...   Jan 9 2014, 11:08 AM
MIRDAT   არ ვარ მომხრე იმიტ...   Jan 8 2014, 05:08 PM
G_saxva   ჩემთვის ეს ძირეულ...   Jan 8 2014, 05:39 PM
MIRDAT   G_saxva გეეგბთან და ლეს...   Jan 8 2014, 05:51 PM
A.V.M   ჯუზეპე პაზოტო: უნდ...   Jan 8 2014, 07:32 PM
A.V.M   მღვდელი ილია ჭიღლა...   Jan 8 2014, 08:10 PM
G_saxva   MIRDAT გუშინ ვერ მოვიც...   Jan 9 2014, 01:07 PM
A.V.M   როგორ მიყვარს მამა...   Jan 9 2014, 01:55 PM
k@the   MIRDAT სურუგატობა, მა...   Jan 9 2014, 08:21 PM
A.V.M   k@the :კი: :კი:   Jan 9 2014, 09:58 PM
A.V.M   აოგნებული ვარ საზო...   Jan 10 2014, 01:09 PM
A.V.M   აბორტი და კონტრაცე...   Jan 2 2015, 02:33 AM
რემისია   lingvo გამარჯობათ ინ ვ...   Nov 14 2016, 05:45 PM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 08:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი