თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ პატარა ლუკას ჩვენი დახმარება სჭირდება

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 11 2010, 11:18 PM

4 წლის ლუკა ხარჩილავას აქვს უმძიმესი დიაგნოზი.
დაბადებისთანავე მშოვლებმა მიატოვეს და ზრდის ბებია, რომელსაც პენსიის გარდა არანაირი შემოსავალი არ აქვს sad.gif ძირითადად ჩაიზე და პურზე ყავს ბავშვი, მისი შემოსავლები წამლებსაც კი არ ყოფნის sad.gif

ბავშვს ჭირდება მკურნალობა და მასაჟები, რის შემდეგაც არის შანსი რომ ფეხზე დადგეს და ყავარჯნებით მაინც გაიაროს.

ეს არის ლუკა smile.gif
http://www.radikal.ru


სამედიცინო ცნობა
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ვისაც დამხარების სურვილი გაუგიჩნდებათ, შემეხმიანეთ და დაგაკავშირებთ ბავშვის ბებიასთან.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: May 11 2010, 11:36 PM

ეკატო
დიდ თანხებზეა ლაპარაკი?
არ მგონია მასაჟები ძვირი დაჯდეს.
რა დიაგონიზ აქვს?
მოკლედ ვერ გვეტყვი?
sad.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 11 2010, 11:48 PM

გავიგებ რა ღირს მასაჟები და იქნებ რამდენი სეანსის თანხა მაინც მოვუგროვოთ, ბავშვს დამბლა აქვს (თუ სწორედ ვკითხულობ ცეიდური დამბა, არ ვიცი რას ნიშნავს) sad.gif

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: May 11 2010, 11:57 PM

ეკატო

ერთი მასაჟი დაახლოებით 15 ლარი ღირს.
შეიძლება მეტიც ღIრდეს ცოტა.

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: May 12 2010, 02:31 PM

ციტატა(nat_uly @ May 11 2010, 11:57 PM) *

ეკატო

ერთი მასაჟი დაახლოებით 15 ლარი ღირს.
შეიძლება მეტიც ღIრდეს ცოტა.


მცირედი თანხით შეგეწევით, ოღონდ ვის მივაწოდო ან სად გადმოვრიცხო დამიწერეთ

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 12 2010, 10:28 PM

ციტატა(damiane80 @ May 12 2010, 02:31 PM) *

მცირედი თანხით შეგეწევით, ოღონდ ვის მივაწოდო ან სად გადმოვრიცხო დამიწერეთ

ბანკში აქვთ თუ არა ანგარიში გახსნილი არ ვიცი, გავიგებ და დავწერ აქ, თუ არა და მე მომაწოდეთ თანხა, მოვაგროვებ და გადავცემ smile.gif

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: May 13 2010, 06:31 PM

ციტატა(ეკატო @ May 12 2010, 10:28 PM) *

ბანკში აქვთ თუ არა ანგარიში გახსნილი არ ვიცი, გავიგებ და დავწერ აქ, თუ არა და მე მომაწოდეთ თანხა, მოვაგროვებ და გადავცემ smile.gif


კარგი, გამაგებინე ან შენი ან ბანკის რეკვიზიტები smile.gif

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: May 14 2010, 12:52 AM

თვის ბოლოსთვის აუცილებლად მოგაწვდით რამე თანხას.

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 17 2010, 09:04 PM

დღეს ვახოს შევხვდი და თანხა მომცა, შეუწიროს უფალმა kiss1.gif


პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 18 2010, 12:00 PM

ხომ არ შევიკრიბოთ ერთ დღეს (შაბათ-კვირას ან სამუშაო დღეებში 6 სთ-ს მერე) და ავუტანოთ ხილი და პროდუქტები ლუკასთვის? თუ გაქვთ კონტაქტი ოჯახთან ლუკას ბებიასთან.

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 18 2010, 09:55 PM

ციტატა(lingvo @ May 18 2010, 12:00 PM) *

ხომ არ შევიკრიბოთ ერთ დღეს (შაბათ-კვირას ან სამუშაო დღეებში 6 სთ-ს მერე) და ავუტანოთ ხილი და პროდუქტები ლუკასთვის? თუ გაქვთ კონტაქტი ოჯახთან ლუკას ბებიასთან.

მე არ მაქვს კონტაქტი, ჩემი მეგობარი იცნობს პირადად და ვაპირებ რომ ამ თანხით რაც მოგროვდება პროდუქტი ვუყიდოთ და ავუტანოთ, თუ იმდენი მოგროვდა რომ მასაჟების ერთი კურსი დავუფინანსოთ, კარგი იქნება smile.gif
მგონი დაახლოებით 150 ლარი ჯდება ერთი კურსი

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 18 2010, 11:17 PM

damiane80

ციტატა
კარგი, გამაგებინე ან შენი ან ბანკის რეკვიზიტები

ჩემ რეკვიზიტებს მოგწერ პმ-ში და შეგიძლია იქ გადმორიცხო თანხა.

თუ მასაჟებისთვის საკმარისი თანხა არ მოგროვდება, საკვებს ვუყიდით და ავუტანთ smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 19 2010, 09:45 PM

damiane80
დიდი მადლობა თანხის გადმორიცხვისთვის, შეგიწიროს უფალმა kiss1.gif


ამ დღეებში გავიგებ რა ჯდება მასაჟების ერთი კურსი და დავწერ smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jun 3 2010, 09:12 PM

ვიკითხე ლუკას მასაჟებზე და სამწუხაროდ დიდი თანხა ჭირდება, ჩვენ მაგდენი არ გვაქვს, ამიტომ ან თანხით პროდუქტს და ტკბილეულს ვუყიდით ბავშვს და ავუტანთ.
ორშაბათამდე თბილისში არ ვიქნები, რომ ჩამოვალ დავწერ ზუსტად როდის მივალთ ბავშვთან და ვისაც სურვილი გექნებათ შემოგვიერთდით.

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Jun 4 2010, 09:49 AM

ციტატა(ეკატო @ Jun 3 2010, 09:12 PM) *

ვიკითხე ლუკას მასაჟებზე და სამწუხაროდ დიდი თანხა ჭირდება, ჩვენ მაგდენი არ გვაქვს, ამიტომ ან თანხით პროდუქტს და ტკბილეულს ვუყიდით ბავშვს და ავუტანთ.
ორშაბათამდე თბილისში არ ვიქნები, რომ ჩამოვალ დავწერ ზუსტად როდის მივალთ ბავშვთან და ვისაც სურვილი გექნებათ შემოგვიერთდით.


მგონი აჯობებს თანხა გადასცე ბებიას, თავად განსაზღრავს რა არის მისთვის უფრო საჭირო.

ისე რა ჯდება მასაჟები გვითხარი მაინც

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 4 2010, 11:14 AM

მასაჟი არ ღირს ძვირი, მაინც რამდენს თხოვენ?

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jun 4 2010, 09:43 PM

ერთი კურსი მთლიანად 1000 ლარამდე ჯდებაო sad.gif


ჩემი უახლოესი მეგობარი კარგად იცნობს ამ ბავშვს და მის ბებიას, თვითონ მითხრა ჯობია პროდუქტი ავუტანოთო, კიდევ რამდენიმე ფორუმელმა გამოთქვა დახმარების სურვილი და ვნახოთ რამდენი მოგროვდება, შეიძლება ნახევარით პროდუქტი ვუყიდოთ და დანარჩენი თანხა მივცეთ

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 5 2010, 12:23 AM

ეკატო

ძვირი კი არის მაგრამ შეუძლებელი არა. მეც შემატყობინეთ და იქნებ როგორმე ავაგროვოთ

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jun 21 2010, 08:54 PM

ხუთშაბათს საღამოს მე და ჩემი მეგობარი ავდივართ ლუკასთან, აგროვებული თანხით პროდუქტს ვუყიდით, ნაწილს თანახს მივცემთ. ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდით

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Sep 9 2010, 09:22 PM

დღეს ვნახე ლუკას დედა... გადავეცი ფონდიდან გამოყოფილი 150 ლარი... საჭმლის ფული მაინც ექნებათ...

როგორც გავიგე, ლუკა სულ 1 წელია რაც ბებოსთანაა, მას ყავს 8 წლის ძმა და 11 თვის და. ლტოლვილები არიან. დედამ ვერ შეძლო ჩვილისა და ლუკას ერთად მოვლა, სწორედ ამიტომაა ლუკა ბებიასთან...

ლუკასთვის უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილბელია მასაჟები. იქნებ როგორმე მოვახერხოთ ერთი კურსის თანხის შეგროვება...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)