IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> გამოჩენილი და ისტორიული პიროვნებები
marine
პოსტი Apr 3 2017, 11:26 AM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წარმოიდგინეთ ღვაწლი კაცისა [წმ. ექვთიმე თაყაიშვილი], რომელიც 25 წლის მანძილზე უმეორებდა საკუთარ თავს: "სანამ განძს პატრონს არ ჩავაბარებ, არ უნდა მოვკვდეო".

/მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)
"კარიბჭე" N23, 2008, გვ.6/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2017, 09:20 PM
პოსტი #42


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამაჩემი [შალვა ნუცუბიძე] აქტიური, სულით ძლიერი პიროვნება იყო და არასოდეს ტოვებდა საკუთარი ღირსების შეგნება. ერთხელ მას უთხრეს: შენ ბევრი ქვა გესროლესო. მან უპასუხა - ეს ქვები მე პიედესტალად მექცაო."

/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.57/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 12 2018, 02:35 PM
პოსტი #43


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



აკაკი ხოშტარიას სასახლე

უწინდებური სილამაზე მხოლოდ იმიტომ აქვს დაკარგული, რომ რესტავრაცია დიდი ხნის მანძილზე არ ჩატარებია. კარმიდამო ყველა სეზონზე მწვანეა, მაგრამ ჩანს, რომ ასი წლის წინანდელი ბაღისგან ისიც შორსაა. ქვის ლომიც გაშავებულა და მის მოდარაჯეობაში მრისხანება აღარ იკითხება. კედლების მორთულობა შემორჩენილია, მაგრამ შეკეთება მასაც სჭირდება. ამის მიუხედავად, სასახლე მაინც ლამაზია.

ეს სასახლე 1915 წელს ააგო ქველმოქმედმა ფინანსისტმა აკაკი ხოშტარიამ. ამბობენ, დედამისს აუგო და იმდროინდელი ფასებით, საკმაოდ ძვირადაც. აკაკი ხოშტარია 1873 წელს დაიბადა. ის ქველმოქმედი ბანკირი იყო. ეხმარებოდა სოფელს. ასევე, ქართველი სტუდენტების უცხოეთში სწავლას აფინანსებდა.

აუქციონზე შეიძინა დავით სარაჯიშვილის სახლი და პარიზში გადასვლის წინ ქართველ ხალხს გადასცა. იქ დღემდე მწერალთა კავშირია. ჟორდანიას მთავრობას ოთხი გემი შეუძინა და ქართული ფლოტი წელში გამართა.

პირველმა გახსნა საქართველოში საპნის ქარხანა, პირველი ქართველი, ვინც ირანში საბანკო საქმიანობა დაიწყო. ფლობდა უზარმაზარ ქონებასა და მრავალ საწარმოს, რომელიც გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკურმა მთავრობამ მიითვისა.

1924 წელს 43 წლის მეუღლე მინადორა გარდაეცვალა. თეირანში დულაბის რუსულ სასაფლაოზე დაკრძალა. აკაკიმ აკლდამა ააშენებინა, რომელიც თურმე ირანში ქართული სასულიერო არქიტექტურის ერთადერთი ნიმუშია.

თვითონ 1931 წელს 59 წლისა პარიზში გარდაიცვალა და პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრალეს, სადაც მარსელ პრუსტი, ონორე დე ბალზაკი, ვინჩენცო ბელინი, აისედორა დუნკანი, ამედეო მოდილიანი და სხვა ცნობილი ადამიანები განისვენებენ. აკაკი ხოშტარიას დედა სუჯუნის წმინდა გიორგის ტაძარშია დაკრძალული".

/"კარიბჭე" N1, 2018, გვ.44/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2020, 07:54 PM
პოსტი #44


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიდხანს ფიქრობდნენ, რომ [მიტროფანე] ლაღიძეს ტესტირების განსაკუთრებული მეთოდი ჰქონდა, მაგრამ სინამდვილეში მისი ერთადერთი საიდუმლო თანდაყოლილი დეგუსტაციის ნიჭი, ანუ პირის გემო იყო. რაც უფრო იზრდებოდა ლაღიძის წყლის წარმოება, მით მეტი გლეხი ხეირობდა, რადგან ლაღიძე თავის პროდუქციას მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულით ამზადებდა... საბჭოთა რეჟიმის ზეწოლის მიუხედავად, მიტროფანე ლაღიძემ შეძლო მხოლოდ მისი სამშობლოსთვის შემოენახა უნიკალური ესენციების რეცეპტები".

/"კარიბჭე" N17, 2013, გვ.63/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2022, 09:43 PM
პოსტი #45


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქვემო ქართლის, ბორჩალოს თათრები საქართელოს მეფის (სახელმწიფოს) ერთგული ყმები იყვნენ. მაჰმადიან მტერთა შემოსევებისთანავე, ქართველ მეფეთა დაძახილზე, ისინი ერთ-ერთი პირველი მოდიოდნენ და იცავდნენ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს, საზღვრებს, ტერიტორიას. ამას მათ საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეობა ავალდებულებდათ. ბორჩალოელთა ერთგულების გამო იყო, რომ 1755 წელს ერევნის მახლობლად გადასახლებულები ერეკლე მეორემ აყარა და უკანვე გადმოასახლა. ბორჩალოელთა წრიდან XVIII საუკუნეში საქართველოს ეროვნული გმირიც გამოვიდა. ეს იყო ხუდია ბორჩალოელი, რომელსაც თეიმურაზ ბაგრატიონი "ყოვლისა საქართველოს ჩინებულ და მამაც" პიროვნებად მოიხსენიებს. ხუდია ბორჩალოელის ქმედება თანამედროვე ქართველებისა და ქვემო ქართლში დღეს მოსახლე აზერბაიჯანელთა ურთიერთობისთვის სამაგალითო უნდა იყოს"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 334/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 9 2022, 01:23 PM
პოსტი #46


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[სოფელ] როკითიდან გახლდათ ალექსანდრე ნეველის ორდენის სრული კავალერი - დუხუნია ჭუმბურიძე. მან მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში და იაპონიის ომში. ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო პირი დაამარცხა, პირადად განაიარაღა თურმე, მისი ხმალი კი სოფელში ჩამოიტანა და ამშვენებდა მის ოჯახს. დუხუნია ჭუმბურიძე მეგობრობდა კაპიტან ბუხაიძესთან. ცნობილი ფაქტია, რომ კაპიტანი ბუხაიძე მონაწილეობდა მისი ცოლის მოყვანაში. ბაღდათში დღემდე იხსენებენ ამ ამბავს: როცა მოტაცებული ქალი ფაიტონში ყვიროდა და ხალხი ამბავს კითხულობდა, პოლიტიას რომ არ შეეტყო, ბუხაიძე მათ ეუბნებოდა: დედა მოუკვდა და იმიტომ არის ასეთ დღეშიო... დუხუნია ჭუმბურიძის სახლში ბოლომდე ინახებოდა, კაპიტან ბუხაიძის მიერ, მინაზე იარაღით ამოტვიფრული საკუთარი სახელის და გვარის ინიციალები".

/"კარიბჭე" N5, 2022, გვ.33/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 10:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი