ID ბარათი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ID ბარათი |
damiane80 |
Jun 25 2014, 01:42 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
აი ეს შეგიძლია მოუსმინო:
http://www.youtube.com/watch?v=h_ftDwkkgYg და ესეც http://www.youtube.com/watch?v=CPLywsysYA4 |
iohanan |
Jun 25 2014, 06:42 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
ვინს არის ეს კაცი...?პირადობა არ არის ბეჭედი გასაგებია ,მაგრამ უბრალოდმაგიც არ მინდა რომ მქონდეს ,თუმცა მომიწევს...მაგრამ რაც შეეხება ბეჩედს ვერ დაგეთანხმები ეს არის აბსულიტურად რეალური,და ტუ ვინმე მიიგებს და იტყვის მერე რა მე მთავარია ღმერთის მწამსო და მიყვარსო ,მაგრად მიქარავს...არ გამიკვირდება ზოგმა ინექციის ადგილზე ნაკურთხი წყლის სხურება ან მაგ.მამა გაბრიელის ზეთის წასმა რომ დაიწყოს,როგორც მამა პაისი იტყვის შარდი ნაკურთხი წყალი ვერასდროს ვერ გახდება.
-------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
afxazi |
Jun 25 2014, 06:46 PM
პოსტი
#43
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
iohanan
ციტატა აიდი დასაგებია,ეს ჩემი ამოკვიატებაა (შეიძლება)მაგრამ იმედია ბეჭედზეც მსგავსი შეხედულება არ გაქვს)))) რაც კი შევძელი გამოცხადების წიგნის შესახებ ინფორმაცია ამ თემაში შევაგროვე. კარგი იქნება თუკი წაიკითხავ. http://church.ge/index.php?showtopic=9105&hl= -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
iohanan |
Jun 25 2014, 08:55 PM
პოსტი
#44
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
სიმართლე გითხრა ყველაფერი არ წამიკითხავს მაგრამ მივხვდი შენს აზრს,მაინც და მაინც ვერ დაგეთანხმები...ისე მხოლოდ იმ წმინდანების განმართბები გაქვს მოყვანილი რომლებიც შენს არგუმენთებს ამტკიცებს,მაგრამ რამდენია ის წმინდანი რომელიც პირიქით პიქრობს,თუნდაც ლავრენთი ჩერნიგოველი ,მამა გაბრიელი შორს რომ არ წავიდეთ(ბევრს ეგონდა რომ შეცდა,რა მოხდაო მაგნაირებს მოსვლია შეცდობაო,მაგრამ რაც თქვა ზუსტად ახდა),და სხვა კიდევ მრავალი წმინდანი იქნება კიდევ რომლებიც არ ვიცი...ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა გამოცხადება მართლა იოანემ დაწერა თუ არა,თუმცა მაიც მისი დაწერილი მგონია...სხვა ბევრი წმ.მამა საუბრობს მეორედ მოსვლის და ანტიქრისტეს ბეჭდის შესახებ...
სხვათა შორის მეგობარი მყავს ებრაელი და როგორც მან თქვა ისინიც ელიან მეორედ მოსვლას რომელიც მისი თქმით მალე იქნება... ხო კიდევ ამას წინათ ერთ მონასტერში ვიყავი 1 დღით და გამიმართლა რომ ტრაპეზზე ამის შესახებ წაიკითხეს..ზუსტად არ მახსოსვს მაგრამ ასეთი რაგაც ეწერა დახლოებით,რომ ადამიდან და ევადან ნომდე გავიდა 2000 წელი მერე კიდევ აბრაამადეო თუ აგარ მახსოვს ყველაზე მნიშვნელოვანი პირების გამოჩენას შორის შუალედი იყო2000 წელი,ბოლოს ვიგაციდან ქრისტეს ჯვარცმამდე 2000წელი,და ქრისტეს 1 მოსვლიდან მის მეორედ მოსვლამდე 2000 წელის გასვლას აკლია 100წელიო...მართალია რომ ზუსტი თარიღი არავის იცის მაგრამ რავი მაინც საგულისხმოა..თუ სწორად მახსოვს წიგნს ერქვა რა ელის სამყაროს,და სამი წმინდანის ნაშრომის მიხედვით იყო დაწერილი,ერთ ერთი თუ სწორად მახსოვს იოანე კროშტანდელი იყო...ნუ მოკლედ რა მე მჯერა..ერხელ თუ მოვიდა მერედ ვერ მოვა -------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
G_saxva |
Jun 26 2014, 10:03 AM
პოსტი
#45
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
iohanan
ძალიან ცუდია როდესაც ასე ფიქრობ. სიმართლე ვთქვა ეს არის მრევლის დაშინების ერთ-ერთი ფორმა როელსაც სასულიერო პირები იყენებენ, განსაკუთრებით რუსეთშია პოპულარული. ბევრს არ ვისაუბრებ უბრალოდ ეს ყველა ადმიანმა თავად უნდა გაიაზროს და გაანალიზოს, შენ უბრალოდ არ გსურს დაჯერება და ეგ არის პრობლემა, თორემ აფხაზის მიერ მოყვანილი არგუმენტებს თუ გადახედავ მიხვდები რეალობას. რა ც შეეხება ორიათასი წელი გავიდა და 100 წელი უკლაი და მსგავსი სახის სისულელები რომლებიც მარჩიელობის სახეს იღებს და ძალიან ცუდად ჩანს ეკლესიაში, ისტორიის მანძილზე მრავლად იყო. ტუნდაც 2000 წელს ერთი აჟიოტაჟი იყო ატეხილი მეორედ მოსვლა მაგ დროს უნდა ყოფილიყო და ბევრს ჯეროდა მერე 2012 ალხა 2100, დმერწმუნე ეს ყველაფერი სისულელეა. თავად მაცხოვარმა თქვა არავინ იცის თვით ანგელოზებმაც კიო როდის იქნება მეორედ მოსვლა და შენ გინდა თქვა რომელიღაც სასულიერო პირი მიხვდა და გაიგო? დაჟე მკრეხელობამდეც კი მიდის ამგვარი იმფორმაციის გავრცელება და რწმუნება. მოციქულთა დროიდან იყო მეორედ მოსვლაზე საუბარი მაგრამ როგორც ხედავ ჯერ ჯერობით არ მომხდარა, მას მერე კი 20 საუკუნემ განვლო. ამ ID ბარათებს რომ გადაეკიდეთ მეტი საქმე არ გაქვთ? იმ თავებში რომლებიც აფხაზს აქვს მშვენივრად განხილული არსადაა ნახსენები არც ID ბარათი არც მსგავსი რამ. ვერავის ვერაფერში ვერ შეუშლის ხელს ID ბარათი თუ მას ღმერთი წამს და მისკენ მიდის, ვერც ლოცვაში ვერც კეთილ საქმეში და ვერც ვერაფერში. ეს უბრალოდ გლობალიზაციის მომენტია რომელიც საბოლოოდ მეორედ მოსვლით დამთავრდება მაგრამ მანამდე იმდენი რამ უნდა მოხდეს ID ბარათი არვის გაახსენდება. უბრალოდ მომაბეზრებელია ხალხის ასე დაბრმავება და გასულლება, გამოდის იმ სასულიერო პირებმა რომლებაც ID ბარათი აიღეს ეშმაკს დაემორჩილნენ? ესეგი მათ მიერ ჩატარებული ნებისმიერი ღვთისმსახურება რა გამოდის? დაღუპულა საქართველო და ეგაა. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
iohanan |
Jun 26 2014, 01:11 PM
პოსტი
#46
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
ძმაო G_saxva ჩემს აიდის დაანებე თავი ,რას ამბობ რომ მეორედ მოსვლა არ იქნება??თუ ჯერ არ იქნება??და რაც შეეხება 200ო წლებს უბრალოდ გამახსენდა და დავწერა და მოვაყოლე ისიც რომ არავინ იცის როდის იქნებატქოოოოო
-------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
damiane80 |
Jun 26 2014, 03:52 PM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ვინს არის ეს კაცი...?პირადობა არ არის ბეჭედი გასაგებია ,მაგრამ უბრალოდმაგიც არ მინდა რომ მქონდეს ,თუმცა მომიწევს...მაგრამ რაც შეეხება ბეჩედს ვერ დაგეთანხმები ეს არის აბსულიტურად რეალური,და ტუ ვინმე მიიგებს და იტყვის მერე რა მე მთავარია ღმერთის მწამსო და მიყვარსო ,მაგრად მიქარავს...არ გამიკვირდება ზოგმა ინექციის ადგილზე ნაკურთხი წყლის სხურება ან მაგ.მამა გაბრიელის ზეთის წასმა რომ დაიწყოს,როგორც მამა პაისი იტყვის შარდი ნაკურთხი წყალი ვერასდროს ვერ გახდება. ეს კაცი არის რუსეთის სასულიეროო სემინარია აკადემიის ღვთისმეტყვენლების პროფესორი - ალექსეი ოსიპოვი. თუ ყურადღებით მოისმინე იმ ორი ვიდეოს აზრი ჯამში იყო ის, რომ ჯერ ერთი ე.წ "ჩიპიზაცია" ეს უდაოდ სახიფათო პროცესია, რომლის მიზანია ტოტალური კონტროლის დამკვიდრება და გასაგებია, ვინ და როგორ გამოიყენებს ამ კონტროლს, მაგრამ მეორეს მხრივ, საყურადღებოა გავითვალისწინოთ, რომ თავისთავად "აიდის" ან ჩიპის აღება ეს არ არის ბეჭდის მიღება. ამ ლოგიკის დასადასტურებლად, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ გამოვიდეს კანონი, რომლითაც ჩიპებს შუბლზე და მარჯვენა ხელზე კი არ დაასვამენ, არამედ ვთქვათ ყურზე და მარცხენა ხელზე, რა ასეთ შემთხვევაში "ჩიპი" უსაფრთხო გახდება და აღარ იქნება "კონტროლის" მექანიზმი ანუ ასეთი ჩიპები მივიღოთ??? გარდა ამისა, ვიდეოში ძალიან კარგად არის განმარტებული საიდან მოდის ციფრი 666 და რას ნიშნავს ეს ციფრი (თუ მოისმინე ბოლომდე პირველი ვიდეო). აღმოჩნდა, რომ დავითის მეფობის პერიოდში ისრაელის სამეფო მეზობელი სახელმწიფოებიდან ხარკის სახით იღებდა სწორედ 666 ტალანტ ოქროს (1 ტალანტი თუ სწორად მახსოვს 40 კილო). სწორედ ამიტომ ეს ციფრი დამკვიდრა როგორც სიმბოლო მიწიერი სიმდიდრისა და ფუფუნებისა. ამიტომაც განმარტავს წმინდა ალექსანდრე კესარიელი, რომ 666-ის ბეჭედი შუბლზე (ანუ გონებაზე) - ეს არის რომ ადამიანის მთელი აზრები მიმაღტულია 666-ისკენ ანუ ფულზე და სიმდიდრეზე, ხოლო 666-ის ბეჭედი მარჯვენა ხელზე - ნიშნავს რომ ადამიანის საქმეები მიმართულია მხოლოდ სიმდიდრისაკენ. (პრინციპში ეს პროცესები უკვე დაწყებულია და ეს განსაკუთრებით უცხოეთში კარგად შეინიშნება). და ბოლოს, წმნიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში, როდესაც ის საუბრობს ბეჭედზე და 666-ზე ბოლოს ამბობს - "ვისაც ყურნი აქვს ისმინოს" - სიტყვასიტვით ეს ასე ჯღერს: 18. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს.. ვფიქრობ ამ ბოლო ფრაზით, მოციქულმა აშკარად მიანიშნა, რომ ბეჭდის დასმის საკითხი და ეს მხეცის ნიშანი პირდაპირ და სიტყვასიტვით კი არ უნდა გავიგოთ (ისე რომ ვიღაც ადამიანს შუბლზე 666-ის ნიშანს დააწერს), არამედ ეს ადგილი არის იგავურად დაფარულად გადმოცემული, რომლის გაანალიზებაც "სიბრძნისთ" უნდა მოხდეს, ხოლო თუკი ასეთ ანალიზს გავაკეთებ, მაშინ ნატელია, რას ნიშნავდა ებრაელთათვის ნიშანის 666 (და ეს შესანიშნავად იცოდა მოციქულმა), რომ ეს იყო ნიშანი "სიმდიდრისა". აქ ვფიქრობ ერთი საგულისხმო რაღაც უნდა გავიხსენოთ სახარებიდან და ისტორიულადაც. იმ პერიოდში, და ალბათ ეხლაც, ებრაული სჯულის მიხედვით, მდიდარი და წარმატებული ადამიანი ითვლებოდა ღვთისგან დალოცვილად, რადგან ებრაელების აზრით სიმდიდრე ეს იყო ღმერთის ჯილდო ადამიანისსწორი ცხოვრტების გამო და პირიქით, სიღარიბე და მაგალითად უშვილობა, ნიშნავდა ღმერთის სასჯელს. გახსოვს სახარებიდა ადგილი, როდესაც მაცხოვარი მოციქულებს ეუბნება: მდიდარი ძნელად შევაო სასუფეველში, უფრო ადვილია აქლემის გაძრომა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარის შესვლა სასუფეველშიო" და მოციქულების რეაქცია - "ეგ თუ ასეა, მაშინ ვინღა შეიძლება ცხონდეს???" ანუ მოციქულებისათვისაც ცხონების პირველი კანდიდატი სწორედ მდიდარი ანუ ღმერთისგან დაჯილდოებული ადამიანი იყო, ამიტომაც გაუკვირდათ ასე მაცხოვრის სიტყვები. ეს წარმოდგენები სიმდიდრეზე და ჯილდოზე (რაც იუდაიზმს ახასიათებს) თავდაყირად დააყენა მართლმადიდებლობამ. როგორციმ ვიდეოშია ახსნილი, სწორედ ამიტომაც თქვა იოანე ღვთისმეტყველმა შეფარვით "სიმდიდრის ნიშანზე", რომ მხეცის ნიშანი არის სწორედ სიმდიდრეზე დამონების ნიშანი. ასეთ ადამიანს მართლაც უბრალოდ აღარ ძალულს ურთიერთობა ღმერთთან. საპირისპიროს თუ ავირებთ, შეიძლება ადამიანს 100 ჩიპიანი პასპორტის ჰქონდეს და მაქსიმალურად იცავდეს ცნებებს და უყვარდეს ღმერთი და მეტიც მზად იყოს თავგანწირვისათვისაც. ცხადია, ასეთ ადამიანი იმის გამო, რომ პასპორტი აქვს ვერ ჩაითვლება ღმერთის უარმყოფელად, რადგან მაცხოვარი ამბობს - მე ვუყვარვარ მას, ვინც ჩემს მცნებებს ასრულებსო. |
G_saxva |
Jun 26 2014, 04:21 PM
პოსტი
#48
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ძმაო G_saxva ჩემს აიდის დაანებე თავი ,რას ამბობ რომ მეორედ მოსვლა არ იქნება??თუ ჯერ არ იქნება??და რაც შეეხება 200ო წლებს უბრალოდ გამახსენდა და დავწერა და მოვაყოლე ისიც რომ არავინ იცის როდის იქნებატქოოოოო ვამბობ არავინ იცის როდის იქნება და ნებისმიერი ნათქვამი და აზრი მარჩიელობაა. ID ბარათით არავინ განეშორება არც ლოცვას არც მარხვას და არც მადლს. ეს უბრალოდ ადამიანების ახირება და რწმენასთან არაფერი კავშირი არ აქ. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
iohanan |
Jun 26 2014, 06:21 PM
პოსტი
#49
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
მეც მაგას ვამბობ რომ არავის იცის(მაგრამ ნურც შენ იტყვი რომ ჯერ არ იქნება და არც მე ვიტყვი რომ მალე იქნება)
-------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
MIRDAT |
Jun 26 2014, 07:36 PM
პოსტი
#50
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
თუ ყურადღებით მოისმინე იმ ორი ვიდეოს აზრი ჯამში იყო ის, რომ ჯერ ერთი ე.წ "ჩიპიზაცია" ეს უდაოდ სახიფათო პროცესია, რომლის მიზანია ტოტალური კონტროლის დამკვიდრება და გასაგებია, ვინ და როგორ გამოიყენებს ამ კონტროლს, მაგრამ მეორეს მხრივ, საყურადღებოა გავითვალისწინოთ, რომ თავისთავად "აიდის" ან ჩიპის აღება ეს არ არის ბეჭდის მიღება. ამ ლოგიკის დასადასტურებლად, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ გამოვიდეს კანონი, რომლითაც ჩიპებს შუბლზე და მარჯვენა ხელზე კი არ დაასვამენ, არამედ ვთქვათ ყურზე და მარცხენა ხელზე, რა ასეთ შემთხვევაში "ჩიპი" უსაფრთხო გახდება და აღარ იქნება "კონტროლის" მექანიზმი ანუ ასეთი ჩიპები მივიღოთ??? რას გულისხმობ ამ ტოტალურ კონტროლში? ან ამ სიტყვა "ჩიპის" რატომ გეშინია? გგონია ჩაგიდგავენ ჩიპს, თნდაც შუბლზე და მარჯვენა ხელზე და მერე ვიღაც დისტანციური სათამაშოსავით გმართავს? შენ თვითნ ამბობ, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი ნიშნავს გონების მთლიანად სიმდიდრისკენ გადართვას და საქმითაც იგივეს კეთებას. დაანებე რა ამ ჩიპებს და ID ბარათებს თავი. ტოტალურ კონტროლსაც თუ ამოიგდებ თავიდან კარგი იქნება. ვერავინ ვერ გმართავს რაღაც ჩიპის საშუალებით და რა ვიდეოსაც ნახავ ყველაფერს ნუ დაიჯერებ თუნდაც ეს ცნობილი სასულიერო პირის მიერ იყოს ნათქვამი. ციტატა გარდა ამისა, ვიდეოში ძალიან კარგად არის განმარტებული საიდან მოდის ციფრი 666 და რას ნიშნავს ეს ციფრი (თუ მოისმინე ბოლომდე პირველი ვიდეო). აღმოჩნდა, რომ დავითის მეფობის პერიოდში ისრაელის სამეფო მეზობელი სახელმწიფოებიდან ხარკის სახით იღებდა სწორედ 666 ტალანტ ოქროს (1 ტალანტი თუ სწორად მახსოვს 40 კილო). სწორედ ამიტომ ეს ციფრი დამკვიდრა როგორც სიმბოლო მიწიერი სიმდიდრისა და ფუფუნებისა. შენი ნათქვამის აზრი მომწონს, მაგრამ როგორც ფაქტი, უაზრობაა. წელიწადში 666*40=26 640კგ ოქრო? ხუმრობ ალბათ... ციტატა ამიტომაც განმარტავს წმინდა ალექსანდრე კესარიელი, რომ 666-ის ბეჭედი შუბლზე (ანუ გონებაზე) - ეს არის რომ ადამიანის მთელი აზრები მიმაღტულია 666-ისკენ ანუ ფულზე და სიმდიდრეზე, ხოლო 666-ის ბეჭედი მარჯვენა ხელზე - ნიშნავს რომ ადამიანის საქმეები მიმართულია მხოლოდ სიმდიდრისაკენ. მშვენივრად განმარტავს წმინდა ალექსანდრე კესარიელი... მოუსმინე მერე, რას გადაეკიდე ამ ჩიპებს და ტოტალურ მართვას. რაც შეეხება ამას: ციტატა პრინციპში ეს პროცესები უკვე დაწყებულია და ეს განსაკუთრებით უცხოეთში კარგად შეინიშნება ეგ პროცესი იმ დღიდან დაიწყო, რაც ადამიანი გაჩნდა. მანდედან სულ სიმდიდრეზე უჭირავს კაცთა მოდგმას თვალი. ასე იყო ყოველთვის და ასეა ახლაც. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.... დრო შეიცვალა, გარემო... რაღაც დეტალები, ადამიანი ისევ იგივეა... ციტატა და ბოლოს, წმნიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში, როდესაც ის საუბრობს ბეჭედზე და 666-ზე ბოლოს ამბობს - "ვისაც ყურნი აქვს ისმინოს" - სიტყვასიტვით ეს ასე ჯღერს: 18. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს.. ვფიქრობ ამ ბოლო ფრაზით, მოციქულმა აშკარად მიანიშნა, რომ ბეჭდის დასმის საკითხი და ეს მხეცის ნიშანი პირდაპირ და სიტყვასიტვით კი არ უნდა გავიგოთ (ისე რომ ვიღაც ადამიანს შუბლზე 666-ის ნიშანს დააწერს), არამედ ეს ადგილი არის იგავურად დაფარულად გადმოცემული, რომლის გაანალიზებაც "სიბრძნისთ" უნდა მოხდეს, ხოლო თუკი ასეთ ანალიზს გავაკეთებ, მაშინ ნატელია, რას ნიშნავდა ებრაელთათვის ნიშანის 666 (და ეს შესანიშნავად იცოდა მოციქულმა), რომ ეს იყო ნიშანი "სიმდიდრისა". დიდი ვერაფერი სიბრძნის ანალიზია. ეს ჩვეულებრივი გაანალიზებაა, რომელიც უკვე გეწერა ზემოთ. ციტატა შეიძლება ადამიანს 100 ჩიპიანი პასპორტის ჰქონდეს და მაქსიმალურად იცავდეს ცნებებს და უყვარდეს ღმერთი და მეტიც მზად იყოს თავგანწირვისათვისაც. ცხადია, ასეთ ადამიანი იმის გამო, რომ პასპორტი აქვს ვერ ჩაითვლება ღმერთის უარმყოფელად, რადგან მაცხოვარი ამბობს - მე ვუყვარვარ მას, ვინც ჩემს მცნებებს ასრულებსო. ნამდვილად მასეა. თვითონ ამბობ ამას და ვერ ვხვდები ამის შემდეგ ჩიპის რაღატომ გეშინია? ან თუნდაც ID ბარათის? მეც მაგას ვამბობ რომ არავის იცის(მაგრამ ნურც შენ იტყვი რომ ჯერ არ იქნება და არც მე ვიტყვი რომ მალე იქნება) არ უთქვამს არაფერი მაგდაგვარი. არავინ იცის როდის იქნებაო და მარჩიელობას შევეშვათო, მარტო მაგას გაიძახის. G_saxva გაბრალებენ რაღაცებს P.S. თუ სადმე ზედმეტი ირონია მომივიდა, გთხოვთ მაპატიოთ, პოსტის წერა, ემოციურ ფონზე დავიწყე.... |
damiane80 |
Jun 26 2014, 11:44 PM
პოსტი
#51
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
მირტად
მგონი საერთოდ ვერ გაიგე ჩემი პოსტი)). რაშიც შენ ჩემს დარწმუნებას ცდილობ, ზუსტად მაგაში მე ვარწმუნებდი 'იოჰანანს" )))) ამაზეა ნათქვამი 'ოპელი ვერ გევიგე':) რაც შეეხება ჩიპებს და ბარათებს, საიდან მოიტანე რომ მათი მეშინია, უბრალოდ მაქვს, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი და დასაბუთებული წარმოდგენა ამ '"მოვლენის" შესახებ. ჩიპები, აიდი და სხვა მსგავსნი ქრისტიანობასთან და ჩვენი სულის ცხონებასთან მართლაც არ არის კავშირში. აი ადამიანის უფლებებთან და კონტროლთან კი პირდაპირ კავშირშია და ამაზე თუ გინდა დისერტაციას დაგიცავ ციტატა შენი ნათქვამის აზრი მომწონს, მაგრამ როგორც ფაქტი, უაზრობაა. წელიწადში 666*40=26 640კგ ოქრო? ხუმრობ ალბათ... ეს მხოლდ ოქრო, სხვა ხარკიც იყო, მაგრამ 26 ტონა ოქრო შენ ცოტა გგონია))???? ეს ჩემი მოფიქრებული არ არის, ეს ვიდეო ნახე (ოღონდ ბოლომდე): http://www.youtube.com/watch?v=h_ftDwkkgYg |
afxazi |
Jun 27 2014, 11:56 AM
პოსტი
#52
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
damiane80
ციტატა ამიტომაც განმარტავს წმინდა ალექსანდრე კესარიელი, რომ 666-ის ბეჭედი შუბლზე (ანუ გონებაზე) - ეს არის რომ ადამიანის მთელი აზრები მიმაღტულია 666-ისკენ ანუ ფულზე და სიმდიდრეზე, ხოლო 666-ის ბეჭედი მარჯვენა ხელზე - ნიშნავს რომ ადამიანის საქმეები მიმართულია მხოლოდ სიმდიდრისაკენ. (პრინციპში ეს პროცესები უკვე დაწყებულია და ეს განსაკუთრებით უცხოეთში კარგად შეინიშნება). ალბათ ანდრია კესარიელი უნდა გეთქვა. რაც შეეხება რიცხვს 666, გავრცელებული აზრით ამ რიცხვში ნერონის სახელია დაშიფრულად ნაგულისხმევი. ეს აზრი ჩემთვის გაამყარა იოანე ოქროპირის განმარტებამ პავლე მოციქულის ერთ-ერთ ციტატაზე დართულმა, სადაც ის ამბობს, რომ პავლე მოციქული ანტიქრისტეში ნერონს გულისხმობს. სავსებით შესაძლებელია, რომ იოანე მახარებელმა სწორედ ნერონი გამოიყენა ანტიქრისტეს წინასახედ, როგორც ეკლესიის პირველი დმევნელი და უსასტიკესი მკვლელი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
MIRDAT |
Jun 27 2014, 01:10 PM
პოსტი
#53
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
ეს მხოლდ ოქრო, სხვა ხარკიც იყო, მაგრამ 26 ტონა ოქრო შენ ცოტა გგონია))???? ცოტა კი არა, მეტისმეტად ბევრი რომ მგონია მაგიტომ დავწერე. 26 ტონა ოქროს მოპოვება წელიწადში (თან იმ დროს, როცა არანაირი ნორმალური ხელსაწყოები არ იყო) და მისი ხარკად მიცემა ფანტასტიკა მგონია.... |
G_saxva |
Jun 27 2014, 01:14 PM
პოსტი
#54
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
MIRDAT
ციტატა ცოტა კი არა, მეტისმეტად ბევრი რომ მგონია მაგიტომ დავწერე. 26 ტონა ოქროს მოპოვება წელიწადში (თან იმ დროს, როცა არანაირი ნორმალური ხელსაწყოები არ იყო) და მისი ხარკად მიცემა ფანტასტიკა მგონია.... +1 მის გადამუშავებაზე ტრანსპორტირებაზე და ამ ხარჯებზე რომ არაფერი ვთქვათ. ეგენი მაქსიმუმ 1ტონას მოიპოვებდნენ და მაგის ნახევარს მიცემდენენ. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
damiane80 |
Jun 27 2014, 01:53 PM
პოსტი
#55
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
|
iohanan |
Jun 27 2014, 03:12 PM
პოსტი
#56
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
-------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
damiane80 |
Jun 28 2014, 01:06 PM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
საინტერესო ვიდეოა, მაგრამ თუ მიაქციე ყურადღება იმ ახალგაზრდა მამაკაცს ჩიპი მარცხენა ხელზე ჰქონდა "ჩამონტაჟებული". როგორ მოვიქცეთ ეხლა, ეს რომ არ ემთხვევა "გამოცხადების" სიტყვებს შუბლსა და მარჯვენა ხელთან დაკავშირებით????? ეს ზემოთ დავწერე და გავიმეორებ კითხვას კიდევ: ციტატა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ჩიპები შუბლზე და მარჯვენა ხელზე კი არ დაასვან, არამედ ვთქვათ ყურზე და მარცხენა ხელზე, ასეთ შემთხვევაში "ჩიპი" უსაფრთხო გახდება და აღარ იქნება "კონტროლის" მექანიზმი, ან ბეჭედი?? ანუ ასეთი ჩიპები მივიღოთ??? |
iohanan |
Jun 28 2014, 03:30 PM
პოსტი
#58
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
მაგ ვიდეოებს თუ გადაყვები ბევრია მტევანზე რომლებიცაა,თანაც მარჯვენაც ერი შუბლზეც ვნახე ,იშვიათია ალბათ ნაკლები ესთტიურობის გამო,არ ვიცი....
1 წუთსა და 20 წამზე გადაახვიე მარჯვენა ხელია -------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
damiane80 |
Jun 30 2014, 01:13 PM
პოსტი
#59
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
მაგ ვიდეოებს თუ გადაყვები ბევრია მტევანზე რომლებიცაა,თანაც მარჯვენაც ერი შუბლზეც ვნახე ,იშვიათია ალბათ ნაკლები ესთტიურობის გამო,არ ვიცი.... 1 წუთსა და 20 წამზე გადაახვიე მარჯვენა ხელია გასაგებია, რომ მარჯვენა ხელიც არის, მაგრამ როგორც ვხედავ არის სხვა ადგილებიც (მარცხენა ხელი, ფეხი და სხვ). ხოდა კითხვაც მარტივია, თუკი ჩიპის ჩამაგრების ადგილი "ესთეტიკაზეა" დამოკიდებული და ადამიანმა ვთქვათ ყურზე ჩაიმაგრა, გამოდის, რომ ეს აღარ ყოფილა "ის ბეჭედი", რაზეც "გამოცხადებაშია" ნათქვამი, რადგან როგორც გახსოვთ, "გამოცხადების" მიხედევით ბეჭედი დაესმება აუცილებლად მარჯვენა ხელზე და შუბლზე. უფრო მეტიც, თუ "გამოცხადების" სიტყვებს სიტყვასიტვით გავიგებთ, ჩიპს ბეჭედად ჩავთვლით, გამოვა ცოტა კურიოზული დასკვნა, რომ ვინც ჩიპს მარჯვენა ხელზე ან შუბლზე ჩაინერგავს ის ბეჭედს მიიღებს, ხოლო ვინც იგივე ჩიპს სხვა ადგილში ჩაინერგავს ის არ მიიღებს ბეჭედს. შენი აზრით ასეთ ფორმალობადე დაიყვანება ეს საკითხი???? |
iohanan |
Jun 30 2014, 04:40 PM
პოსტი
#60
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
აუ კაი რააააა.....ყურზე და სხეულის სხვა ნაწალებზე არ კეთდება,ხელზე და შუბლზეა ყველგან,სხვაგან არ აკეთებენ პრაქტიკულად არც იქნება მოსახმარი,როგორც ვიცით მაგას მნიშნლება ექნება Yიდვა გაყიდაში და ფეხზე მისი გაკეთება არ იქნება მოსახერხებელი.ჩემთვის არ აქვს მინიშვნელობა მაგ ბიო ჩიპი ხელზე იქნება,შუბლზე ცხვირზე თU ყურზე ერთი და იგივეააა.
-------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი