თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ უცხოელი, რომელსაც უნდა, რომ იყოს ბერი საქართველოში

პოსტის ავტორი: Æther თარიღი: Apr 9 2015, 03:08 PM

გამარჯობა,

რუმინელ ადამიანს, რომელსაც ეკლესიური ცხოვრების გამოცდილება აქვს (... სემინარია და თეოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მონასტერში ყოფნის გარკვეული გამოცდილებაც აქვს), იცნობს საქართველოს (ნამყოფია და ზოგადად კულტურას იცნობს) ძალიან უნდა, რომ საქართველოში იცხოვროს და მონასტერში იყოს ბერი.

რას ურჩევდით, როგორ მოიქცეს, ვის მიმართოს, სად შეიძლება სცადოს მონასტერში თავიდან ალბათ გარკვეული დროით დარჩენა?

დიდი მადლობა!

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Apr 9 2015, 03:14 PM

Æther
ნებისმიერ მონასტერში მიიღებენ ალბათ, თან თუ ჩამოვა უკან ხო აღარ გააბრუნებენ წასასვლელი არსად მაქვსო უთხრას biggrin.gif

პოსტის ავტორი: Æther თარიღი: Apr 9 2015, 03:27 PM

ციტატა(sanfol @ Apr 9 2015, 03:14 PM) *

Æther
ნებისმიერ მონასტერში მიიღებენ ალბათ, თან თუ ჩამოვა უკან ხო აღარ გააბრუნებენ წასასვლელი არსად მაქვსო უთხრას biggrin.gif



დიდი მადლობა პასუხისთვის!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 10 2015, 02:10 AM

Æther
ჯერ მამა ალექსი ქშუტაშშილს გაესაუბროს....
(ისე,ახალი თემების გახსნა არ გინდა , ამგვარ საკითხებზე)

პოსტის ავტორი: Æther თარიღი: Apr 10 2015, 12:09 PM

ციტატა(A.V.M @ Apr 10 2015, 02:10 AM) *

Æther
ჯერ მამა ალექსი ქშუტაშშილს გაესაუბროს....
(ისე,ახალი თემების გახსნა არ გინდა , ამგვარ საკითხებზე)


მადლობა გამოხმაურებისთვის!
ბოდიშს ვიხდი თუ დავფლუდე ფორუმი, რომელ თემაში შეიძლებოდა დამესვა კითხვა?
თავიდან "შეკითხვა მოძღვარს" ში გავხსენი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ იქ მხოლოდ მოძღვარი პასუხობდა და შეიძლება უახლოეს დღეებში პასუხი არ მქონოდა.

ამიტომ სხვაგანაც გავხსენი, რადგან მალე მჭირდება რჩევა (ეს ადამიანი საქართველოში ჩამოდის უახლოეს მომავალში და მაგიტომ)

მოკლედ, დიდი მადლობა პასუხისთვის ნებისმიერ შემთხვევაში!

მამა ალექსი ქშუტაშვიილი სად შეიძლება ნახოს? ინტერენეტში როგორც ვნახულობ, თბილისის მთაწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მოძღვარია...
ასეა?

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 18 2015, 01:29 AM

Æther
მამა ალექსი მსახურობს ჩიტაძეზე,წმინდა ნინოს ეკლესიაშI , რამდენადაც მახსოვს. ამავდროულად ასწავლის სასულიერო სემინარიაშიც.მოკლედ,მისი ნახვა საკმაოდ ადვილია და ყველაზე მეტად მას გირჩევთ.

პოსტის ავტორი: Æther თარიღი: Apr 18 2015, 01:26 PM

ციტატა(A.V.M @ Apr 18 2015, 01:29 AM) *

Æther
მამა ალექსი მსახურობს ჩიტაძეზე,წმინდა ნინოს ეკლესიაშI , რამდენადაც მახსოვს. ამავდროულად ასწავლის სასულიერო სემინარიაშიც.მოკლედ,მისი ნახვა საკმაოდ ადვილია და ყველაზე მეტად მას გირჩევთ.



დიდი მადლობა! smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)