თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ მირზა გელოვანი

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Apr 3 2008, 11:30 PM

მოგეხსენებათ მირზა გელოვანის ცხოვრება ლადო ასათიანის მსგავსად ტრაგიკულად დასრულდა.
მირზა გელოვანი დაიბადა 1917 წლისს 2მარტს სოფელ ნაქალაქარში და გარდაიცვალა 1944წლის ივლისში. დაკრძალულია ბელორუსეთში.

აქვე ერთ პატარა ლექსს შემოგთავაზებთ:

დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით,
თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები,
მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით.
ახლაც მინდა შენი ნახვა, ახლაც მენატრები.

ეს სურვილი ძლიერია, როგორც ქარიშხალი,
სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა.
მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი
და თუ შენი ღიმილი მსურს, შენი გულიც მინდა.

1935 წელი, (თიანეთი)

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Apr 4 2008, 03:45 PM

ისევ გზაში ვარ, სიჩუმეს ვუსმენ,
მიწის საუბრის გაგებას ვცდილობ,
ხანდახან ჩემი მეეტლე უსტვენს,
რომ რბილ კოფოზე არ ჩაეძინოს.

ჩქარა, მეეტლევ, ისეთ ალაგას,
რომ დაისვენოს სულმა ჩეროში,
და უკანასკნელ ჯიბის ბარაქას
სულ შენ გაჩუქებ გასამრჯელოში.

ამ სიჩუმეში ფსალმუნს მღერიან
ბაგენი, შენგან უამბორები,
და გზას კი არა, ჩემს გულზე სცემენ'გაჭენებულიცხენთა ტორები
1936 წელი, თბილისი








პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Apr 4 2008, 03:46 PM

misdevs mela loms
2kiss.gif
უსაყვარლესი თემააsmile.gif

დადეთ ლექსები ამონარიდები და მოაყოლეთ თქვენი ნაფიქრიცsmile.gif

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Apr 4 2008, 03:50 PM

ჩემი ლექსები

შენ არ მოდიხარ, დიდება მიცდის,
ვითვლი საათებს, ყვითელ უწყებებს...
ჩემი ლექსები, როგორც მილოცვა,
მათ, ვინც არასდროს არ მივიწყებენ.

გაბზარულ სხივებს-აღმართულ ხელებს,
საღამოს, დღეში-თრთოვას, ძიებას,
ძვირფას სახელებს, უცნობ სახელებს
ჩემი ლექსები, ვით პატიება!

მეგობართ ჩრდილებს, მეგობართ წყებას.
ტრფობას დამალვის, არგამოჩენის,
როგორც სიკვდილშიც არდავიწყება,
არ დაივიწყებს ლექსები ჩემი
1944 წელი, ფრონტი.


თუ არ ვცდები ეს მისი უკანასკნელი ლექსია



kato_Bato

ციტატა
უსაყვარლესი თემაა

დიდი მადლობა wink.gif


პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Apr 5 2008, 01:41 AM

***

მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობად
ცას ეწვა ნისლი უკაბადონო.
მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა,
თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო,
შეხედეთ ჩემს გულს ათასგზის ნაგმობს,
ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა.
თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთ
ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაცვლად.
მე მხოლოდ მახსოვს, ქარი ულხინოდ
მიაქანებდა ბედს უპატრონოს,
თქვენ უსირცხვილოდ, ო, უსირცხვილოდ
ჰო, უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო.
ხომალდი ჩემი ტალღებს ქაფიანს
არც შველას სთხოვდა, არც სთხოვდა
შეხლას.
მე მაქვს უბავშვო ბიოგრაფია
და ერთადერთი ამით ვარ ქვეყნად.

1940

შენ

შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა
გაუგონარი, მღვრიე დაწვითა,
შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა
და ამხანაგის გულში გაცივდა.
როგორ დაეცა იგი დაჭრილი,
როგორ კაწრავდნენ მიწას თითები
და გაზაფხულის შორი აჩრდილი
როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით.
მაგრამ მითხარი, განა გიშველის,
რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო!
რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი
ბავშვი უსახლო და უდედმამო!
შენ მიდიოდი... გზა იყო სისხლის
და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს...
სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის,
თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე.

1942

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Apr 5 2008, 07:52 AM

ბედმა უცნობი გზით გამაქამანა,
თქვენ დარჩით შორი... ცაზედაც შორი...
და, როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.

"დანაშაული არდაბრუნების " smile.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Apr 5 2008, 08:03 AM

მე ვიცნობდი ერთ ქალბატონს რომელსაც ეტრფოდა მირზა გელოვანი , მახსოვს ძალიან თბილად იხსენებდა მირზას მიუხედავად ასაკისა ყოველთვის როცა არ უნდა გეკითხათ მირზაზე თვალები ძველებული ახაგაზრდული სინაზით აუკიაფდებოდა და ცდილობდა ყველაფერი დაწვრილებით და ამაღელვებლად გადმოეცა ნაამბობში , რა გასაკვირია როგორც ქალბატონი ნინა იხსენებდა მირზა ძალიან ემოციური განსაკუთრებული და სპონტანური ახალგაზრდა იყო ყველაფრის განსხვავებული აღქმას იმხელა მრავალფეროვნება შექონდა მის პიროვნებაში რო შეუძლებელი იყო ამით არ დაეტყვევებინეო smile.gif
სადღაც ამომიკითხია რო განქტიონი აფასებდა მას ძალიან და მისი წიგნი გულის უბეში ჩადებული დაქონდაო ...

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Apr 5 2008, 01:47 PM

ლილიანა
თამარი_ცქნაფო
მირზა გელოვანის თითქმის ყველა ლექსში დიდი სევდა იგრძნობა და სწორედ ეს მიზიდავს მე

ჭიამაია

ვერსად შევჩერდი მგზავრი,
გზა შენს სიყვარულს მართმევს,.
მე ხან ლომი ვარ მძლავრი,
ხან გულწითელას მართვე.

და გულნაკლული დავალ,
დავალ, ცალს ვეძებ ირემს,
ხან უმკაცრესი ხმა ვარ,
ხან უნაზესი ვინმე.

ვთვლემ ბალახებზე დაბლა,
შენი ლოდინით ვთვრები.
მაქვს უჭრელესი კაბა
ჭიამაიას ფრთები.

ამიყვან: ფრთათა ბრჭყვიალს
შემინაოჭებს ქარი,
აბა, გამიგევ, ჭიავ,
საით წამიყვანს ქმარი...

არ გავფრინდები, მომკლა,
არ აგისრულებ სურვილს,
და შენს თითებზე ვტოკავ
უნეტარესი სული.

1938 წელი, თბილისი

პოსტის ავტორი: taicko თარიღი: Apr 5 2008, 10:27 PM

მომწონს ეს პოეტი.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Apr 7 2008, 01:40 PM

ცხრაკარა
ჩემს ბავშვობაში ცხრა მთათა კალთას
ციხე რად იდგა მთაზე მაღალი,
ცხრაკარა ერქვა და თითო კართან
ცხრა ლოდი იწვა, ცხრა ძმის მაგვარი.
ციხე მდუმარე დარბაზი ჰქონდა
დამხობილი და უენო ზარი,
და ღამღამობით ცხრაპირად ქროდა
ცხრა კარებიდან ამდგარი ქარი.
მე ყოველ დილა ავდევდი აღმართს
მოწყენილი და უმიზნოდ ჩუმი
ჩამოვჯდებოდი დანგრეულ თაღთან
და ყურს ვუგდებდი წარსულის დუმილს
მეგონა, ქარი უშორს ზღაპრად
მომახარებდა რამეს საოცარს,
მიმასწავლიდა თამარის საფლავს
და დაუწერელ ვეფხისტყაოსანს.
მაგრამ ნელ-ნელა შევიგენ თითქოს,
ძნელია უხმო აჩრდილებს მიჰყვე
ყოველდღე ლოდი ცვიოდა თითო
და მტკინვეულად ოხრავდა ციხე.
ასე დაინგრნენ ცხრაკარას ბჭენი,
მაგრამ ნანგრევთან როცა გავივლი
დამხვდება თაღთან ბავშვობა ჩემი,
როორც ლამაზი თეთრი ყვავილი.
დამხვდება ქარიც დაროგორც ღრუბელს
გამაქანებს და წარსულში მიხვევს.
კედლები დგება და ჩემს ვრცელ უბეს
შეეფარება მდუმარე ციხე



მიყვარს ეს ლექსი, უზომოდ მიყვარს რადგან ბავშვობის თბილი მოგონებებია მასთთან დაკავშირებული.. დედა მიკითხავდა ხოლმე პატარაობისას ამ ლექსს...
თვითონ ჩუმი სევდაც ამ ლექსში, ჩემს ხასიათს ესადაგება...

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Apr 7 2008, 02:52 PM

ციტატა(ketino @ Apr 7 2008, 12:40 PM) *

ცხრაკარა
ჩემს ბავშვობაში ცხრა მთათა კალთას
ციხე რად იდგა მთაზე მაღალი,
ცხრაკარა ერქვა და თითო კართან
ცხრა ლოდი იწვა, ცხრა ძმის მაგვარი.

rolleyes.gif მიყვარს


კიდევ ერთი საყვარელი ლექსი:

ნუ მწერ

თ.მ. . . .ს

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.

მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვთ გულების საამო ფეთქვა
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -

გეტყვი, რომ მოვედ ბროლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.




მისი ერთ-ერთი წერილიდან:

"ძვირფასო მშობლებო! მე საოცრად შევეჩვიე სიზმრებს, მაგრამ თქვენ არასოდეს მესიზმრებით. ზოგჯერ თქვენზე მიფიქრია და ისე დამიძინია, მაგრამ არა და არა, თქვენი ნახვა არ მიხერხდება.
დასწყევლოს ღმერთმა, ისე იფიქრებს ვინმე ამ წერილის წაკითხვაზე, თითქოს ბავშვი ვიყო, ოცდახუთი წელი კი დამეწყო.
ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგი წლებია ცხოვრებაში. მე მათ ვერ ვხედავ." sad.gif

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Apr 7 2008, 06:08 PM

ასეთი კარგი თემა ჯერ არ მინახავს rolleyes.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Nefertiti თარიღი: Apr 7 2008, 06:36 PM

ეს ლექსი ძალიან მიყვარს : ))


ფოთოლი

მსუბუქი ტანი გაქვს,
სურვილს აყოლილი,
ნეტა შენ...
არ ვგავართ ერთმანეთს
მე და შენ.
ქარს გინდა რომ აჰყვე
და სივრცეს სულ ევლო?
დედიკოს რომ მოსწყდე,
დასჭკნები, სულელო.

1933 წელი




სადგურზე

სადგური, სავსე ჯარისკაცებით,
ხმაური არხევს მღვრიე ვაგონებს...
შენ მითხარი, რომ ეს გატაცება
რაღაც შორეულ სიზმრას გაგონებს.

შენ მითხარი, რომ ჩემს დაბუნებას
დაუცდის შენი ბავშვობა წმინდა,
მაგრამ შენ გქონდა ქალის ბუნება
შენ ქალი იყავ და დაგავიწყდა.

და არც გამტყუნებ, არ მაქვს უნარი
გავკიცხო შენში, რაც ასე გშვენის.
ამქვეყნად მე ვარ გასამტყუნარი,
რომ სიკვდილამდის მჯეროდა შენი.

1943 წელი

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Apr 8 2008, 01:22 PM

tiko282

ციტატა
"ძვირფასო მშობლებო! მე საოცრად შევეჩვიე სიზმრებს, მაგრამ თქვენ არასოდეს მესიზმრებით. ზოგჯერ თქვენზე მიფიქრია და ისე დამიძინია, მაგრამ არა და არა, თქვენი ნახვა არ მიხერხდება.დასწყევლოს ღმერთმა, ისე იფიქრებს ვინმე ამ წერილის წაკითხვაზე, თითქოს ბავშვი ვიყო, ოცდახუთი წელი კი დამეწყო.ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგი წლებია ცხოვრებაში. მე მათ ვერ ვხედავ."

აუ ძაან მაგარია sad.gif

პოსტის ავტორი: kh@tia თარიღი: Apr 9 2008, 05:43 PM

misdevs mela loms
გაიხარე,კარგი თემა გახსენი.

ძალიან მიყვარს,მირზა გელოვანი.

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Apr 9 2008, 06:03 PM

kh@tia

ციტატა
გაიხარე,კარგი თემა გახსენი.ძალიან მიყვარს,მირზა გელოვანი.

wink.gif
კიდევ დავდებ რამდენიმე ლექს

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Apr 9 2008, 06:23 PM

ციტატა(misdevs mela loms @ Apr 9 2008, 07:03 PM) *


wink.gif
კიდევ დავდებ რამდენიმე ლექს


ძან კარგი smile.gif
მეც ძალიან მიყვარს მირზა გელოვანი,
არ მინდა ახალა რამე ლექსი თავიდან ბოლომდე დავწერო შეცდომით smile.gif მაგრამ ამ დღეებში მეც შემოგიერთდებით smile.gif

მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი
ოღონდ ბოლომდის, ოღონდ მოსვლამდის
როგორც გაზაფხულს ელიან მთში
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.

(ეს პატარა ნაწყვეტი მაინც სწორად გავიხსენე მგონიsmile.gif მერე გამოვასწორებ)

პოსტის ავტორი: alter ego თარიღი: Apr 9 2008, 09:22 PM

"...მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,
მე თქვენი თმები დამამბრუნებენ!..."

"ნუ მწერ"-იც ძალიან მიყვარს smile.gif

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Apr 10 2008, 01:29 PM

მელოდე


მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,

ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,

როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -

შენი ლამაზი გული მელოდეს.


შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,

ორღობეებში გასროლას დოღის,

ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას

ჯილდოდ მივუტან მხურვალე ლოდინს.


და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,

დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,

აგიცხადდება სიზმარი შორი,

გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.


გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,

ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,

მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,

მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.


... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,

ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,

როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -

შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.



არაჩვეულებრივი ლექსია rolleyes.gif

პოსტის ავტორი: kh@tia თარიღი: Apr 11 2008, 02:00 PM

აუ,მმმაგარია.ეს ლექსები არ ვიცოდი...

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Apr 11 2008, 02:50 PM

IPB-ს სურათი
ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, შალვა დემეტრაძე და იაკობ ბალახაშვილი, 1940 წ.

ციტატა
აუ,მმმაგარია.ეს ლექსები არ ვიცოდი...

ეს ლექსი არ მოგწონს? smile.gif
ადრე მგონი პოეზიაში დავდე, აქაც იდოს


ექსპრომტი


მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა.

მიყვარს ვარდები: ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი.

და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი,

შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად.


ირიბად დავალ, ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს,

ცა სისხლისფერად შეიღება, როგორც იარა.

ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლისფერ ვარდებს

და შენს ბინის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად.



პოსტის ავტორი: kh@tia თარიღი: Apr 15 2008, 04:38 PM

***
წახვალ ლოდინი გამაწვალებს,
მოხვალ სიხარულს დაგიფენ,
შენ მე სიყვარულში ისე გამათავებ,
ვერაფერს გაგიგებ.



პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Apr 21 2008, 12:26 PM

მე ის გრიგალი ვერ წამაქცევდა

იწვა რუსეთი უსასრულო, ფართო, კეთილი,
ხვდებოდა ბრძოლით დღის გატენებას,'და ჩემს გულს, შენი ორლესული დანით გაკვეთილს,
კვლავ ზარავდა შენი ხსენება.

დღეს გადავწყვიტე, ვერასოდეს ვეღარ შევხვდებით.
სიყვარულს შენსას ერქვა გაცემა.
ო, შენ რომ არა... შენი ხელის მკვლელი შეხება,
მე ეს გრიგალი ვერ წამაქცევდა.

1944 წელი, ფრონტი



სამწუხაროა რომ ისეთი პოეტები როგორებიც იყვნენ ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი და ალექსანდრე საჯაია ახალგაზრდა ასაკში წავიდნენ ამ ქვეყნიდან, ალბათ დამერწმუნებით რომ ისინი კიდევ უფრო დიდი კალიბრის მწერლები გახდებოდნენ

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Apr 22 2008, 08:34 PM

დედას


ჩემთვის რა იყო ეს საღამო... არავინ იცის,

მე მივდიოდი, შორს რჩებოდა ყრმობის ბუნება,

დედავ, გრიგალში გადაკარგულს წუხილით მიცდით

და ჩემს სიცოცხლეს ლოცულობთ და ჩემს დაბრუნებას.


როდესაც ვწევარ ცივ სანგარში და ბრძოლა დამღლის,

მოდის თქვენი ხმა, როგორც კვნესა საკუთარ ძვლების

და თქვენ რომ არა, თქვენი ლოცვა, მე, ჩვილი ბალღი,

ამ სასტიკ გრიგალს ვერ გავუძლებდი.


გახსოვთ თენება?

მე გტოვებდით თქვენა და თბილისს,

თქვენ არ სტიროდით; წვიმა სცრიდა, სციოდა ქუჩებს,

ერთი თენება გულს ააგდებს, დაფარავს თრთოლვით

და სხვა ათასი ვერც გაალხობს, ვერც დააყუჩებს,


მთაწმინდის თავზე ინგრეოდა ნისლის ნინევი,

ინგრევდა წუხილს, განშორებას, დარჩენის წადილს,

შორს მიქანავდა ორთქმავალი, როგორც ირემი

და მეც - ესოდენ ახლობელი მთაწმინდისათვის.


თქვენ მაპატიეთ, თუ დავკარგე ბავშვის სიცილი,

თუ ჩემს თვალებში საშინელი სხივი კიაფობს.

ჰკითხეთ ქარს, ეგებ მან გიამბოთ ჩემი სიკვდილი

და უცნაური დაბადება ჩემი გიამბოთ.


მე გამარჯვება დამაბრუნებს თქვენთან, სწორებთან,

მე გამარჯვება გადამიყვანს მთებზე, ქედებზე,

ყოველი წვიმა თქვენს მდუმარე ცრემლს მაგონებდა,

და ის ცრემლები გამარჯვების გზებს მიქეზებდნენ.


1943 წელი,
ფრონტი



პოსტის ავტორი: kh@tia თარიღი: Apr 27 2008, 07:48 PM

დამშვიდება
რისი გეშინია?
შენი ჩრდილია,
დაგდევს და სურვილი აწვალებს.
შენი კოცნა უნდა?
არც გასაკვირია,
მას კოცნა აკვანში ასწავლეს.

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 24 2008, 04:15 AM

თოვლი

თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.
მგონია მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.

დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.
იჩქარე, ვიდრე თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.

წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის -
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
ჩემსკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის -
თოვლი, თოვლი, თოვლი.

მათოვდა წუხელ, ავად ვარ ახლა
და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა.
ამდენი ვნება, ამდენი დაღლა
სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა.

თოვლი მოსულა. რომელ მხარეში,
სად გიღამდება დღე თოვლნარევი,
დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე,
ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.

წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის -
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის -
თოვლი, თოვლი, თოვლი.


პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: May 24 2008, 05:11 AM

smile.gif გაიხარეთ ამ თემის გახსნისათვის,ლექსებს კარგად ვერ ვიმახსოვრებ ,მაგრამ მთელი სულით და გულით მიყვარს პოეზია,მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია მირზა გელოვანის შემოქმედებას.მის ლექსებში დიდი სიყვარული ჩანს ვაჟა ფშაველასი და საერთოდ მთიული ხალხის,რასაც ეს ლექსიც მოწმობს:

სხვაგან სად არის ვაჟას ბუნება,
სხვაგან სად ხარობს დეკა და ქუჩი,
სხვაგან სად მოდის მზე, ვით ცდუნება,
სხვაგან სად ჩადის მზე დანაყუჩი,
სხვაგან სად არის ასეთი რამე,
მცხუნვარე მზე და შავთვალა ღამე?!

1936 წელი,
თბილისი



smile.gif ასევე ეს ლექსიც,განსაკუთრებულია ხევსურულისადმი სიყვარულით...


მირზა გელოვანი


ხევსურული ნანა


- დაიძინე, ქალავ, თორო
შავი ღამე ფშვინავს,
დაიძინე დედის თოლო,
დაიძინე, შვილავ!..
ახლა გარეთ ოჩოპინტრე დადის,
ნისლის ქუდი პატარა რქებს მალავს,
მძივს აგისხამ, სამძჲმარას დარდო,
დაიძინე, ქალავ!..
ღამეა და უღამური ღამე -
არც ვარსკვლავი ბზინავს.
დავიღალე...
დაიძინე, ქალავ!
დაიძინე, დედის თოლო,
ძილს სიმშვიდე მოჰყავს.
დაიძინე, ქალავ, თორო
გაბაცდება ლოყა.
მამაშენი ქარაფებში ათევს,
ჯიხვის მწვადებს ჩამოგიტანს მამა...
იქნებ ახლა ლეკურ ხანჯალს ფართეს
წმინდა სისხლი კალმახივით ნამავს.
ჭრაქის შუქი ფარფატებს და ლანდობს,
კერას უკვე სძინავს.
დაიძინე, სამძიმარას დარდო,
დაიძინე, ძილავ...

1937


ან კიდევ, ეს ლექსი რად ღირს...



ქართლის მიწავ, უტკბილესო,
საყვარელო ქართლის მიწავ,
ჩვენს ცხრათვალა დიად მზეს და
ჩვენს ალისფერ დროშას ვფიცავ!
ამ მწვანე ხეს, ძვლებზე გაზრდილს,
ამ ლოდების ხავსს და ნაჟურს,
კავკასიონს ცამდე აწვდილს,
შავნაბადას, გულდაჟანგულს,
ამ ბუჩქებს და იმ ქერა ნისლს,
დილაობით შენ რომ იცვამ,
დაცემულთა დაქცეულ სისხლს,
დაღუპულთა ხსოვნას ვფიცავ,
ქარსა ვფოცავ, ხეს რომ არხევს,
სანამ ნისლებს შემოახვევს,
სააკაძის ხმალის ნატეხს,
უკვდავებით ნათილისმარს,
ნარიყალას წარსულ სახეს,
აწ დარჩენილ ლიბოს ვფიცავ!
ვფიცავ სვანის ნათქვამ ლილეს,
ვფიცავ ჩემი ლექსის ნინევს! -
თუ ოდესმე, როგორც ძველად,
ამ ცას ვინმე შეგვეცილოს...
წმინდა ვალის მოსახდელად
უყოყმანოდ შეგეწირო.
მოვკვდე ისე ღიმილმჩენი,
ვით კვდებოდნენ გმირნი ძველად,
რომ, სამშობლოვ, საქმე ჩემი
დარჩეს შენდა სადღეგრძელოდ

პოსტის ავტორი: Nefertiti თარიღი: May 30 2008, 09:17 PM

ძალიან კარგი თემაა smile.gif




* * *

ჩვენ განვშორდებით, შეხვედრის ჟამი,
დარჩება, როგორც თეთრი ზღაპარი,
შენი მსუბუქი ნაბიჯის ჩქამი,
შენი მზერა და ხმა გასახარი.

მე დამავიწყდა ქართული ხმები,
მე შენი ხმები ვით დამახსოვდეს,
ვიცი: გრიგალებს ერთად შევხვდებით,
მაგრამ ერთმანეთს – ვეღარასოდეს.

და წავლენ დღენი... ჩვენს საფლავებზე
ეპიტაფიებს დაფარავს ხავსი,
მაგრამ ჩემს ლექსში ჩამრჩალ თვალებზე
ვინმე შეკრთება გრძნობებით სავსე.

ადგება ქართულ სიმღერის ფეთქვა
შენი რუსული ხმების შეხებად.
როგორც ყოფნაში შეუხვედრელთა
მოუხუცებელ ლექსში შეხვედრა.

1943

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 1 2008, 03:31 PM

xornabujeli

ციტატა
გაიხარეთ ამ თემის გახსნისათვის,ლექსებს კარგად ვერ ვიმახსოვრებ ,მაგრამ მთელი სულით და გულით მიყვარს პოეზია

ჩემნაირო biggrin.gif

პოსტის ავტორი: chiamaialologi თარიღი: Jun 16 2008, 02:18 PM

მირზას ეს სიტყვები ამოვიკითხე ადრე სადღაც და დამამახსოვრდა: "თუ გიყვარდე ყვავილს ფეხს ნუ დააბიჯებ, ნუ გასრეს, ნუ გასთელავ. თუ გიყვარდე ნურავის შეხედავ თვალგაუმართავი ძაღლური ლაქუცით. კაცურ კაცს არ შეჰფერის მასავით მეორე კაცის კაცი იყოს და მიელაქუცოს მას გამორჩომის მიზნით".

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 16 2008, 02:39 PM

ციტატა(chiamaialologi @ Jun 16 2008, 02:18 PM) *

მირზას ეს სიტყვები ამოვიკითხე ადრე სადღაც და დამამახსოვრდა: "თუ გიყვარდე ყვავილს ფეხს ნუ დააბიჯებ, ნუ გასრეს, ნუ გასთელავ. თუ გიყვარდე ნურავის შეხედავ თვალგაუმართავი ძაღლური ლაქუცით. კაცურ კაცს არ შეჰფერის მასავით მეორე კაცის კაცი იყოს და მიელაქუცოს მას გამორჩომის მიზნით".

thumbs.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 19 2008, 10:31 AM

ციტატა(chiamaialologi @ Jun 16 2008, 03:18 PM) *

მირზას ეს სიტყვები ამოვიკითხე ადრე სადღაც და დამამახსოვრდა: "თუ გიყვარდე ყვავილს ფეხს ნუ დააბიჯებ, ნუ გასრეს, ნუ გასთელავ. თუ გიყვარდე ნურავის შეხედავ თვალგაუმართავი ძაღლური ლაქუცით. კაცურ კაცს არ შეჰფერის მასავით მეორე კაცის კაცი იყოს და მიელაქუცოს მას გამორჩომის მიზნით".

მაგარიააააა! cool.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Mar 2 2010, 01:44 AM


დამაცადე,ნატყვიარში დავიფიო ბალახი,
კვლავ ვიხილო მთები ქარში,ჩემგან გადანალახი.
გაგიტაცო,ლურჯა მალი მიგვაფრენდეს მალვითა,
მომკიოდეს შენი ქმარი ასი მეომარითა.

ასსა ვკრავ და ასს მივაწვენ,
სისხლს გავუშვებ ღვარადა,
ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ,
ტოტს ვიფარებ ფარადა.

ბაგე მალო,ვერ დამალავ,კოცნას მაინც დავაჩენ,
ერთი წუთით შენს შავ დალალს ბალახებში დავაფენ.
მერე მომწვდნენ,მერე მნახონ,აღარ მედარდებოდეს,
გადამკრან და გადამჩეხონ,ხმალი მიწას სწვდებოდეს.

ბევრჯერ ვლესე შავი დანა ბრაზით და გახელებით,
სისხლმა ბევრჯერ გადანამა ჩემი თეთრი ხელები.
უფრო ბევრჯერ ღიმის ჩენით ვზიდე გულის ტკივილი,
ახლაც ახსოვს ღამეს ჩემი არწივული ყივილი

და სიკვდილმაც ჩემთან ახლოს
ბევრის თვალი მოფისა,
მთებსაც ახსოვს,ქარსაც ახსოვს
ეხო ჩემი თოფისა...

დამაცადე,შავ ღამეში დაგილეწო კარები,
მოვიხვიო შენი ეშხი,შენი შმაგი მკლავები...
მერე მომწვდნენ,მერე მნახონ,აღარ მედარდებოდეს,
გადამკრან და გადამჩეხონ,ხმალი მიწას სწვდებოდეს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)