IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ეკლესიური ცხოვრების შესახებ
alex2605
პოსტი Feb 11 2015, 08:29 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 3-January 15
წევრი № 13,964



მინიმუმ რამდენ ხანში ერთხელ უნდა იაროს ეკლესიაში ქრისტიანმა ადამიანა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 12 2015, 01:03 AM
პოსტი #2


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



alex2605
როცა დაგჭირდება


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 12 2015, 10:07 AM
პოსტი #3


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
როცა დაგჭირდება

რას ნიშნავს როცა დაგჭირდება? ერთი 10 წელი რომ არ დამჭირდეს?
alex2605
ციტატა
მინიმუმ რამდენ ხანში ერთხელ უნდა იაროს ეკლესიაში ქრისტიანმა ადამიანა?

ყოველ კვირა დღეს წირვას უნდა დაესწროს.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 12 2015, 10:21 AM
პოსტი #4


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
ციტატა
რას ნიშნავს როცა დაგჭირდება? ერთი 10 წელი რომ არ დამჭირდეს?

რავი 10 წელი თუ გაძლებ ეკლესიის გარეშე რატომაც არა? ეკლესია ხომ მხოლოდ დამხმარე საშუალებაა შენთან და ღმერთთან ურთიერთობაში და არა შუამავალი? თუ ვცდები?
ციტატა
ყოველ კვირა დღეს წირვას უნდა დაესწროს.

ძალიან კარგია ყოველ კვირა თუ ივლის ქრისტიანი ამაში ორი აზრი არ არსებობს, თუმცა მე რაც დავწერე მაგას ვერ გავექცევით ღმერთთან კავშირის დამყარება ისედაც შეიძლება, მაგრამ ამავდროულად ვისაც ჯანმრთელობა აქვს და საშუალება რატომ არ უნდა იაროს? ზოგის აზრით ის იგავი როა ბატონმა მოიწვია სტუმრები და ზოგმა ცოლი მოიყვანაო ხო იცი? მაგას ფიქრობენ რომ ზიარების მოწოდებააო და მაგ დროს შენ ეკლესიაში უნდა იყოო მე მგონი ჩემ კითხვას მეთვითონ გავეცი პასუხი, მაგრამ კომპეტენტური ადამიანის აზრი მაინც მნიშვნელოვანია ამ შეთმხვევაში


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 12 2015, 10:42 AM
პოსტი #5


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
რავი 10 წელი თუ გაძლებ ეკლესიის გარეშე რატომაც არა? ეკლესია ხომ მხოლოდ დამხმარე საშუალებაა შენთან და ღმერთთან ურთიერთობაში და არა შუამავალი? თუ ვცდები?

10 წელი კი არა ზოგი მთელი ცხოვრება ძლებს ეკლესიის გარეშე, მაგრამ მართლდადიდლებობასთან და ქრისტიანობასთან არ აქვს სწორი დამოკიდებულება. ეკლესია ის ადგილია სადაც ღმერთთან პირდაპირი ურთიერთობა გაქვს, მის სისხლს და ხორც იღებ, სხვაგან ეს არ ხდება, ასე რომ არასწორი მიდგომაა საკითხისადმი.
ციტატა
თუმცა მე რაც დავწერე მაგას ვერ გავექცევით ღმერთთან კავშირის დამყარება ისედაც შეიძლება,

რას გულისხმობ კავშირის დამყარებაში?
ციტატა
ვისაც ჯანმრთელობა აქვს და საშუალება რატომ არ უნდა იაროს?

მილიონი მიზეზი არსებობს რატომაც არ დადიან
ციტატა
ზოგის აზრით ის იგავი როა ბატონმა მოიწვია სტუმრები და ზოგმა ცოლი მოიყვანაო ხო იცი? მაგას ფიქრობენ რომ ზიარების მოწოდებააო და მაგ დროს შენ ეკლესიაში უნდა იყოო მე მგონი ჩემ კითხვას მეთვითონ გავეცი პასუხი, მაგრამ კომპეტენტური ადამიანის აზრი მაინც მნიშვნელოვანია ამ შეთმხვევაში

ეს საერთოდ ვერ გავიგე რა უნ და გიპასუხო biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 12 2015, 10:58 AM
პოსტი #6


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
ციტატა
10 წელი კი არა ზოგი მთელი ცხოვრება ძლებს ეკლესიის გარეშე, მაგრამ მართლდადიდლებობასთან და ქრისტიანობასთან არ აქვს სწორი დამოკიდებულება. ეკლესია ის ადგილია სადაც ღმერთთან პირდაპირი ურთიერთობა გაქვს, მის სისხლს და ხორც იღებ, სხვაგან ეს არ ხდება, ასე რომ არასწორი მიდგომაა საკითხისადმი.

ნუთუ ვინმე ან რაიმე შეიძლება იყოს ქრისტესთან ჩემი შუამავალი? ღმერთთან პირდაპირ კავშირს ვეძახი იმას რაც პავლემ უთხრა კორინთელებს როცა ქრისტეს დასტურს ეძებდნენ, რომ მათშია ქრისტე და არა სხვაგან ჩვენშია სასუფევლის გასაღები და არსად გარეთ. ჩემშია ის ვისაც ვეძებ და სად მივდივარ? ეკლესია მხოლოდ დამხმარეა ჩემთან და ღმერთთან, რაც შეეხება ზიარებას და აღსარებებს წარმოიდგინე, რომ წყალში ჩაგაგდეს ეგენი კი სამაშველო ჟილეტებია რა თქმა უნდა მაგით უფრო მარტივად შეძლებ გადარჩენას, მაგრამ შენ შეგიძლია ისედაც გადარჩე თუ ცურვას შეიძლებ მაგრამ იმით უფრო მარტივდება ყველაფერი სულ ეს არის
ციტატა
რას გულისხმობ კავშირის დამყარებაში?

რასაც ქრისტე ამბობდა შემომიდექით მე და მე და მამა მოვალთ და დავიმკვიდრებთ თქვენშიო
ციტატა
მილიონი მიზეზი არსებობს რატომაც არ დადიან

სულელი უნდა იყოს ადამიანი სულიერს, რომ ფიზიკური არჩიოს მაინც რა მიზეზია ასეთი? თუ მადლი გადმოდის ყოველ მისვლაზე რატომ არ დადის ხალხი? რა უშლით ხელს? ბიბლიაში ისიც წერია ყოველი საზრუნავი ღმერთს მიანდეთ ის დაგეხმარებათო და ხო შეიძლება ყველამ გვერძე გადადოს და იაროს? არ დაეხმარება ღმერთი მათ იმ პრობლემების გადაჭრაში რასაც დატოვებენ სახლში?
ციტატა
ეს საერთოდ ვერ გავიგე რა უნ და გიპასუხო

მღვდელი ხომ მოუწოდებს ქრისტეს სახელით წირვის ბოლოსკენ მიიღეთ და სჭამეთ სისხლი ჩემიო ხოდა იგავი, რომაა ლუკას მე-14 თავში მაგას შეადარა ერთ-ერთმა მოძღვარმა ეგ და ასეთი რამ თქვა შენ ქრისტე გეპატიჟება და ღმერთმა იცის მაგ დროს რას აკეთებო? მაგაზე მნიშვნელოვანი რა საქმე გაქვსო


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 12 2015, 12:32 PM
პოსტი #7


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
ნუთუ ვინმე ან რაიმე შეიძლება იყოს ქრისტესთან ჩემი შუამავალი? ღმერთთან პირდაპირ კავშირს ვეძახი იმას რაც პავლემ უთხრა კორინთელებს როცა ქრისტეს დასტურს ეძებდნენ, რომ მათშია ქრისტე და არა სხვაგან ჩვენშია სასუფევლის გასაღები და არსად გარეთ. ჩემშია ის ვისაც ვეძებ და სად მივდივარ? ეკლესია მხოლოდ დამხმარეა ჩემთან და ღმერთთან, რაც შეეხება ზიარებას და აღსარებებს წარმოიდგინე, რომ წყალში ჩაგაგდეს ეგენი კი სამაშველო ჟილეტებია რა თქმა უნდა მაგით უფრო მარტივად შეძლებ გადარჩენას, მაგრამ შენ შეგიძლია ისედაც გადარჩე თუ ცურვას შეიძლებ მაგრამ იმით უფრო მარტივდება ყველაფერი სულ ეს არის

ზიარების გარეშე შეუძლებელია გადარჩენა რაც არ უნდა სკუტერი გყავდეს. ისევე როგორც ნათლობის გარეშე, ეს ფაქტია და ამის შეცვლა რაც არ უნდა ვეცადოთ ვერ შევცვლით.
ციტატა
რასაც ქრისტე ამბობდა შემომიდექით მე და მე და მამა მოვალთ და დავიმკვიდრებთ თქვენშიო

ანუ შენ ფიქრობ ყველას დახმარების გარეშე შეგიძლია უფალთან მიახლება ისე რომ შენში დაიმკვიდროს?
ციტატა
სულელი უნდა იყოს ადამიანი სულიერს, რომ ფიზიკური არჩიოს მაინც რა მიზეზია ასეთი? თუ მადლი გადმოდის ყოველ მისვლაზე რატომ არ დადის ხალხი? რა უშლით ხელს? ბიბლიაში ისიც წერია ყოველი საზრუნავი ღმერთს მიანდეთ ის დაგეხმარებათო და ხო შეიძლება ყველამ გვერძე გადადოს და იაროს? არ დაეხმარება ღმერთი მათ იმ პრობლემების გადაჭრაში რასაც დატოვებენ სახლში?

რწმენა ჩემო მეგობარო რწმენა. ზოგს სწამს ზოგს რა. ვისაც სწამს ზოგს მეტად სწამს ზოგს ნაკლებდ, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოხარშავ.
ციტატა
მღვდელი ხომ მოუწოდებს ქრისტეს სახელით წირვის ბოლოსკენ მიიღეთ და სჭამეთ სისხლი ჩემიო ხოდა იგავი, რომაა ლუკას მე-14 თავში მაგას შეადარა ერთ-ერთმა მოძღვარმა ეგ და ასეთი რამ თქვა შენ ქრისტე გეპატიჟება და ღმერთმა იცის მაგ დროს რას აკეთებო? მაგაზე მნიშვნელოვანი რა საქმე გაქვსო

არ ვიცი მაგაზე მნიშნვლეოვანიო მაგ დროს რა უნდა აკეთოს ადმიანმა smile.gif ამიტომ უნდა იაროს ყოველ კვირა და არა მაშინ როცა მოუნდება.

პ.ს არასწო ადგილას ვწერთ და ვაოფებთ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 12 2015, 12:58 PM
პოსტი #8


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
ციტატა
ზიარების გარეშე შეუძლებელია გადარჩენა რაც არ უნდა სკუტერი გყავდეს. ისევე როგორც ნათლობის გარეშე, ეს ფაქტია და ამის შეცვლა რაც არ უნდა ვეცადოთ ვერ შევცვლით.

შეუძლებელი არ არის ეს ჯვარცმული ავაზაკის მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ იმდენი მესმის რომ იშვიათად ხდება ასეთი რაღაცეები
ციტატა
ანუ შენ ფიქრობ ყველას დახმარების გარეშე შეგიძლია უფალთან მიახლება ისე რომ შენში დაიმკვიდროს?

ღმერთის გარეშე რა შეგვიძლია? ისევ მან ჩაგვიბეჭდა თავისი რჯული გულში და გონებაში, იოსებიც ასე მოიქცა მას ადამიანური რჯული სხვას ეუბნებოდა, მაგრამ მასში ღმერთის ნასახი იყო და ამიტომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო როცა არ ჩაქოლა მარიამი თან არ დაგავიწყდეს მაგ დროს ანგელოზი არ იყო გამოცხადებული ჯერ და არაფერი ქონდა ნათქვამი
ციტატა
რწმენა ჩემო მეგობარო რწმენა. ზოგს სწამს ზოგს რა. ვისაც სწამს ზოგს მეტად სწამს ზოგს ნაკლებდ, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოხარშავ.

ხო რწმენა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა იძულებაც სხვათაშოირს მაინტერესებს რას ფიქრობ იმაზე სასუფეველი ცათა იიძულებისო?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 12 2015, 01:24 PM
პოსტი #9


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
შეუძლებელი არ არის ეს ჯვარცმული ავაზაკის მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ იმდენი მესმის რომ იშვიათად ხდება ასეთი რაღაცეები

არასწორედ დავწერე შეუძLებელია თქო, თითQმის შეუძლებელია უნდა დამეწერა.
ციტატა
ღმერთის გარეშე რა შეგვიძლია? ისევ მან ჩაგვიბეჭდა თავისი რჯული გულში და გონებაში, იოსებიც ასე მოიქცა მას ადამიანური რჯული სხვას ეუბნებოდა, მაგრამ მასში ღმერთის ნასახი იყო და ამიტომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო როცა არ ჩაქოლა მარიამი თან არ დაგავიწყდეს მაგ დროს ანგელოზი არ იყო გამოცხადებული ჯერ და არაფერი ქონდა ნათქვამი

ეს ჩემს კითხვასთანა რაფერ შუაშია. შენ ამბობ მარტო ეკლესიის გარეშე არ შეგვიძლია უფალთან ისეთი კავშირი როდესაც ის ჩვენში შემოვაო. მე ვფიქრობ შესაძლელბეია ასკეტიზმის გზით რასაც საფუძვლად ისევ ეკლესია უნდა ედოს. მაგრამ ეს ყველაფერი რჩეულთა ხვედრია აქ საერთო მასებზე ასაუბარი. კIთხვას უფრო დავაკონკრეტებ.
შენ გგონია ადმიანთა უმრავლესობას ეკლესიის გარეშე შეუძლია ღმერთთან მისვლა?
ციტატა
ხო რწმენა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა იძულებაც სხვათაშოირს მაინტერესებს რას ფიქრობ იმაზე სასუფეველი ცათა იიძულებისო?

რწმენა ცოტა სხვა რამ არის, თუ გწამს იძულება ზოგჯერ საჭიროა, მაგრამ თუ არ გწამს რაც არ უნდა თავი აიძულო არაფერი გმაოგივა.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 12 2015, 01:32 PM
პოსტი #10


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
ციტატა
ეს ჩემს კითხვასთანა რაფერ შუაშია. შენ ამბობ მარტო ეკლესიის გარეშე არ შეგვიძლია უფალთან ისეთი კავშირი როდესაც ის ჩვენში შემოვაო. მე ვფიქრობ შესაძლელბეია ასკეტიზმის გზით რასაც საფუძვლად ისევ ეკლესია უნდა ედოს. მაგრამ ეს ყველაფერი რჩეულთა ხვედრია აქ საერთო მასებზე ასაუბარი. კIთხვას უფრო დავაკონკრეტებ.
შენ გგონია ადმიანთა უმრავლესობას ეკლესიის გარეშე შეუძლია ღმერთთან მისვლა

ციტატა
რწმენა ცოტა სხვა რამ არის, თუ გწამს იძულება ზოგჯერ საჭიროა, მაგრამ თუ არ გწამს რაც არ უნდა თავი აიძულო არაფერი გმაოგივა.

ვფიქრობ ეს 2 რამ მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რწმენით ძალიან ბევრი რამის მიღწევა შეიძლება, მე შემიძლია დავაჯერო ხალხი რომ თუ ყველანი ყოველდღე ვილოცებთ ღმერთი თავისით მოგვიტანს საჭმელს და მართლაც მოგვიტანს თუ ყველას ეჯერება და რა გამოდის ვინც არ დაიჯერა და არ შემომიერთდა ყველამ რომ ილოცოს ყველას მიუტანს საჭმელს ღმერთი? არა ხომ მაშინ გამოდის რომ ვისაც ერწმუნება ეკლესიაში ღმერთი მელოდებაო იმათთვისაა ეკლესიაში ყოფნა ღმერთთან ყოფნა და სახლში ყოფნა კიდე უცხო ქვეყანაში ყოფნას რომ უგავს.

უბრალოდ სახლში ქაოსი სუფევს და თუ მორწმუნე ნათესავები არ გყავს შეუძლებელია ფაქტობრივად სულიერი სიმშვიდის პოვნა დაგაცადონ, მაგრამ ეს ადამიანმა უკეთესად იცის როდის უჯობს წასვლა ეკლესიაში, მე მაგალითად უარესად დავკარგე მოსვენება როცა ამდენი ხალხი იდგა და ერთმანეთს ელაპარაკებოდა ან ვიღაცა რიგში ეკვეხებოდა და ჩემდაუნებურად განვიკითხავდი მათ როცა ხელს მიშლიდნენ. კიდე ცუდი აზრები მაწუხებდა ბავშვებზე პირველები რომ გარბიან და ყოველკვირას, მართალია ქრისტემ თქვა მოუშვით ბავშვებიო მაგრამ არ შეიძლება ამის განზოგადოება, ვის უფრო ჭირდება ზიარება მე თუ იმ ბავშვს? ერთხელ ზიარება არ ეყოფა? მაინც ვერ ათვიცნობიერებს რასთან აქვს საქმე და მაინც დაატარებენ ამ საწყალ ბავშვებს, მე არ მესმის ძალით როგორ უნდა მიაჩვიო ბავშვი ზიარებას, ისიც ძალით თუ არაა მაშინ სხვა ბავშვებს ხედავს და უხარია და ლაპარაკობს და ერთობა კარგად საბავშვო ბაღია ეკლესია?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 12 2015, 01:50 PM
პოსტი #11


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა
ვფიქრობ ეს 2 რამ მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რწმენით ძალიან ბევრი რამის მიღწევა შეიძლება, მე შემიძლია დავაჯერო ხალხი რომ თუ ყველანი ყოველდღე ვილოცებთ ღმერთი თავისით მოგვიტანს საჭმელს და მართლაც მოგვიტანს თუ ყველას ეჯერება და რა გამოდის ვინც არ დაიჯერა და არ შემომიერთდა ყველამ რომ ილოცოს ყველას მიუტანს საჭმელს ღმერთი? არა ხომ მაშინ გამოდის რომ ვისაც ერწმუნება ეკლესიაში ღმერთი მელოდებაო იმათთვისაა ეკლესიაში ყოფნა ღმერთთან ყოფნა და სახლში ყოფნა კიდე უცხო ქვეყანაში ყოფნას რომ უგავს.

სამჯერ წავიკითხე აზრს რომ ჩავწმოდმოდი. რაღაც უცნაური მაგალითები მოგყავს ხოლმე, ცოტა უფრო ადვილი მოიფიქრე რა. ამ მაგალითზე ბევრი შეიძლება იკამათო მაგრამ აქ მთავვარი ისაა რისი თქმაც გინდოდა. მივხვდი რაც გინდოადა გეთქვა მაგრამ ამით მერე რა? ამას ვეგარ მივხვდი biggrin.gif
ციტატა
უბრალოდ სახლში ქაოსი სუფევს და თუ მორწმუნე ნათესავები არ გყავს შეუძლებელია ფაქტობრივად სულიერი სიმშვიდის პოვნა დაგაცადონ, მაგრამ ეს ადამიანმა უკეთესად იცის როდის უჯობს წასვლა ეკლესიაში, მე მაგალითად უარესად დავკარგე მოსვენება როცა ამდენი ხალხი იდგა და ერთმანეთს ელაპარაკებოდა ან ვიღაცა რიგში ეკვეხებოდა და ჩემდაუნებურად განვიკითხავდი მათ როცა ხელს მიშლიდნენ. კიდე ცუდი აზრები მაწუხებდა ბავშვებზე პირველები რომ გარბიან და ყოველკვირას, მართალია ქრისტემ თქვა მოუშვით ბავშვებიო მაგრამ არ შეიძლება ამის განზოგადოება, ვის უფრო ჭირდება ზიარება მე თუ იმ ბავშვს? ერთხელ ზიარება არ ეყოფა? მაინც ვერ ათვიცნობიერებს რასთან აქვს საქმე და მაინც დაატარებენ ამ საწყალ ბავშვებს

ძალიან რთულ თემებს შეეჭიდები ხოლმე და ცუდი ისაა ზერელედ უყურებ. თითოეულ პუნქტზე შეიძLება ორი სმაი გვერდი იმსჯელო. აი მაგალითად საიდან მოგაქ დასკვნა ვის უფრო ესაჭიოება ზიარება შჰენ Uთ ბავშვს? საიდან ხვდები ან რა მოქმედებით იცნობ ნინ როდის როგორ ან რატომ უნდა ეზიაროს? ის რომ გონებაში ბენლი აზრებიმ ოგდის ეს ჩვეულებრივი ადმიანური ბუნების ბრალია. ამან კი არ უნდა დაგაბრკოლოს პირიქიტ ბრძოლა უნდა გასწავლოს. რატომ წყვეტ ვის რამდენჯერ ზიარება ეყოფ? შენ უკეთ იცი მისი სულერი მდგომარეობა თუ მღვდელმა რომელიც აღსარებას იბარებს? რატომ ატარებენ ბავშვებს და აზრიარებნე იმიტომ რომ სწორ ქრისიანულ მართმადიდებლურ აღზრდას მიეცვიოს და ამი საფუძველი თავიდანვე ჩავყაროთ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 12 2015, 02:27 PM
პოსტი #12


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



ციტატა
სამჯერ წავიკითხე აზრს რომ ჩავწმოდმოდი. რაღაც უცნაური მაგალითები მოგყავს ხოლმე, ცოტა უფრო ადვილი მოიფიქრე რა. ამ მაგალითზე ბევრი შეიძლება იკამათო მაგრამ აქ მთავვარი ისაა რისი თქმაც გინდოდა. მივხვდი რაც გინდოადა გეთქვა მაგრამ ამით მერე რა? ამას ვეგარ მივხვდი

ანუ მე იმის თქმა მინდოდა რომ ვიღაცა თუ დაიჯერებს რომ ეკლესიაშია ღმერთი და გელოდება როდის წაუკითხავ ლოცვებს, მართლაც ეკლესიაში იქნება და თუ დაიჯერებს რომ ის შენშია და ფაქტობრივად მოსიარულე ტაძარი ხარ შენ მისი ხატი ხარ ის კი შენი ხატია როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე უნდა მოიქცე და სადაც გინდა იქ ეურთიერთო ღმერთს
ციტატა
ძალიან რთულ თემებს შეეჭიდები ხოლმე და ცუდი ისაა ზერელედ უყურებ. თითოეულ პუნქტზე შეიძLება ორი სმაი გვერდი იმსჯელო. აი მაგალითად საიდან მოგაქ დასკვნა ვის უფრო ესაჭიოება ზიარება შჰენ Uთ ბავშვს? საიდან ხვდები ან რა მოქმედებით იცნობ ნინ როდის როგორ ან რატომ უნდა ეზიაროს? ის რომ გონებაში ბენლი აზრებიმ ოგდის ეს ჩვეულებრივი ადმიანური ბუნების ბრალია. ამან კი არ უნდა დაგაბრკოლოს პირიქიტ ბრძოლა უნდა გასწავლოს. რატომ წყვეტ ვის რამდენჯერ ზიარება ეყოფ? შენ უკეთ იცი მისი სულერი მდგომარეობა თუ მღვდელმა რომელიც აღსარებას იბარებს? რატომ ატარებენ ბავშვებს და აზრიარებნე იმიტომ რომ სწორ ქრისიანულ მართმადიდებლურ აღზრდას მიეცვიოს და ამი საფუძველი თავიდანვე ჩავყაროთ.

5 თვის ჩვილს რომ აზიარებენ 1 თვის მერე რომ მოიყვანონ დაშავდება რამე? ბევრი რამე შეიცვლება მის აზროვნებაში და რწმენაში? სწორი ქრისტიანული ცხოვრება მშობლებიდან და მოძღვრებიდან რომ არ უნდა მოდიოდეს ეს დასავლეთიდანაც კარგად ჩანს, გახდა ბერი კათოლიკე გახდა ერი კათოლიკე. მერე ღმერთს აბრალებენ ხომ გიჯერებდიო ღმერთს კი არა აყოლილია ადამიანი ვიღაცას უნდა დაემონოს მაინდამაინც და თვითონ ემალება ღმერთს რომ მას უნდოდეს მართლაც ნამდვილი ქრისტიანობა და არა მის მაგივრად ვიღაცას, ის ბავშვი რომ გაიზრდება ეჭვი არ მეპარება თავისით გააკვლევს რა არის საჭირო თუ ღმერთის ნატამალი განცდა აქვს და ვიცი რომ აქვს ადამიანებს ასეთი ამაზე თავად ქრისტე ამბობს.

დიდებს რაც შეეხება უკვე შევეგუე ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცეს ეკლესიაში, ზოგს არ შეუძლია შორიდან უთხრას წმინდანებს სათქმელი მაინდამაინც ცხვირწინ თუ არ დაუდგნენ სანთლით ხელში, მაგრამ ყველამ თვითონ იცის რა არის მისთვის უკეთესი დაე აკეთონ რაც უნდათ. ვიღაცა იქმნის განწყობებს და არქმევს ეხლა ღმერთია ჩემთან, ახლა ისაა ახლა ესაა და ეს ამდენი ხალხი ღმერთს კი არა განწყობებს ეძებს და არც მთლად ასე შეიძლება ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ერთი ადამიანი შემხვდა რომელმაც მითხრა სად ხატში რო დაკლავ ცხვარს იმ განწყობასო და სად ისე რო იყიდი ხორცს და იმას შესწირავო მოდი ახლა და დაანახე ასეთ ადამიანს რას ითხოვს შენგან ღმერთი, შემოწირულობებს აგროვებს იქითა თვეში მშიერი რომ არ დარჩეს? ან იქნებ უგულო ლოცვას? და მერე ღმერთს აბრალებენ ღმერთს უნდა ეს ღმერთს უნდა ის სინამდვილეში მაინც ყველა იმას აკეთებს რაც თვითონ უნდა მათ შორის მეც


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 12 2015, 04:26 PM
პოსტი #13


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



მოკლედ თემის ავტორო ისე ნუ გაიგებ რომ საერთოდ არაა საჭირო ეკლესია, პირიქით ძალიან კარგი რამაა, გიორგიმ სწორად აღნიშნა მასოვკისთვის ასეა საჭირო, იმიტომ არ ამბობენ რომ შენითაც შეგიძლია ღმერთთან ურთიერთობა რომ ყველას შეიძლება ეგონოს რომ ჯვარცმული ავაზაკია და უეკლესიოდაც ადვილად შეძლებს ყველაფერს, ცხოვრება კი რთულია ხშირად ჩვენ შესაძლებლობებს არ ვაფასებთ და მოკლედ რომ ვთქვათ განსაზღვრული წესებიც არსებობს შენ თუ მაგის დაცვას აპირებ წარმატებებს გისურვებ 3 კვირაში ერთხელ თუ არ მიხვალ ეკლესიაში დაისჯები უზიარებლობით. თუ ეს გაინტერესებდა და თუ ღმერთს ეძებ კიდე შენ უკეთ უნდა იცოდე რამდენჯერ უნდა მიხვიდე და როდის რადგან ის შენშია


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 13 2015, 01:26 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
თემის ავტორო ისე ნუ გაიგებ რომ საერთოდ არაა საჭირო ეკლესია, პირიქით ძალიან კარგი რამაა



ციტატა
გიორგიმ სწორად აღნიშნა მასოვკისთვის ასეა საჭირო,


ძალიან მცდარი წარმოდგენაა ეკლესიის არსზე და რაობაზე. ასეთი პოსტების წერა მართლმადიდებლურ საიტზე და ისიც მოძღვრის განყოფილებაში არაფრით შეიძლება. ნეიტრალურ მკითხველი შეიძლება შეცდომაში შევიდეს.

გარდა ამისა, მენიშნა სიტყვა "მასოვკა", როცა "მასოვკაზე" ვსაუბრობთ ესე იგი ჩვენ სადღაც მაღლა ვართ, "გამორჩეულნი", "სხვები" კი ანუ მასა, სადღაც ქვემოთ არის.
ამ სახასიათო სულიერ მდგომარეობას მართლმადიდებლურ ფსიქოლოგიაში აქვს ზუსტი სახელი - ხიბლი და ეს არის ძალიან საშიში მდგომარეობა.

ბოდიშს ვიხდი, რომ ესე პირდაპირ ვამბობ.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 13 2015, 12:11 PM
პოსტი #15


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



damiane80
მადლობა შეგონებისთვის, მაგრამ ეგრეა და რა ვქნათ? ზოგადად ყველას ეუბნებიან ეკლესიაში უნდა იაროო, მაგრამ იმას ვერ ეტყვი რომ შენში შეუძლია ღმერთს მყოფობა და ნებისმიერ ადგილზე იპოვი მას იმიტომ, რომ შეიძლება შესაბამის სულიერ მდგომარეობაში არ იყოს ადამიანი და იფიქროს, რომ უეკლესიოდაც მარტივად იცხოვნებს, მაგრამ რთული რომაა ცხოვნება და ეკლესია მხოლოდ დამხმარეა(თანაც ძალიან კარგი) ამას რათ უნდა საუბარი? შენ თუ შეგიძლია მითხრა რომ ეკლესია ღმერთთან შუამავალია? ამის თქმას შეძლებ? როცა შეძლებ მერე გავაგრძელოთ საუბარი

ლუკა 17
20. ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ;
21. ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია.


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 13 2015, 06:16 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 13 2015, 06:40 PM
პოსტი #17


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



damiane80
რატომ თქვა მასეთი რაღაცა? სადაც 2 ან3იო, რა ისე არაა ჩვენთან, ჩვენში? ასევე გაიხსენე ერთი ადამიანი სახარებიდან, რომელიც ეშმაკებს დევნიდა ქრისტეს სახელით და მოციქულებმა უთხრეს რა გავაკეთოთ დავუშალოთო? და არაო, ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა ის ჩვენთანააო


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 13 2015, 07:07 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ჩემი პოსტი წამეშალა?!!!

მაგის თავიდან დაწერა გამიჭირდება; მოკლედ აზრი ის იყო, რომ ეკლესია არ არის დამხმარე საშუალება ან "მასოვკისთვის" მოგონილი და არც შუამავალი. ეკლესია არის ქრისტეს სხეული, ხოლო ქრისტე თავი არს ეკლესიისა.

ყველა დაინტერესებულს ვურჩევდი განსაკუტრებით ეფესელYთა მიმაღთ წმინდა პავლე მოციწულის ეპისტოლე წაიკითხიოს. აი მცირედი ამონარიდი:
22. ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა. 23. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ. 24. არამედ ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი - თჳსთა ქმართა ყოვლითა. 25. ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, 26. რაჲთა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყჳთა, 27. რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ ბრძჳლისა, არცა სხუაჲ რაჲ ესე-ვითარი, არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო. 28. ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს. 29. რამეთუ არავინ სადა თავი თჳსი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა, 30. რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ჴორცითა მისთაგანნი და ძუალითა მისთაგანნი. 31. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც. 32. საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა. 33. გარნა თქუენცა კაცად-კაცადმან თჳსი ცოლი ეგრეთ შეიყუარეთ, ვითარცა თავი თჳსი; ხოლო ცოლსა მას რაჲთა ეშინოდის ქმრისა. - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsminde...h.H18vSPCS.dpuf

21. უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა და ყოვლისავე სახელისა, რომელ სახელ-დებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა მას. 22. და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა, 23. რომელი-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაჲ იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო. - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsminde...h.H18vSPCS.dpuf

ციტატა
რატომ თქვა მასეთი რაღაცა? სადაც 2 ან3იო, რა ისე არაა ჩვენთან, ჩვენში? ასევე გაიხსენე ერთი ადამიანი სახარებიდან, რომელიც ეშმაკებს დევნიდა ქრისტეს სახელით და მოციქულებმა უთხრეს რა გავაკეთოთ დავუშალოთო? და არაო, ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა ის ჩვენთანააო


სხვაგან ნუ წახვედი ვსაუბრობთ ეკლესიის რაობაზე და მნიშვნელობაზე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 13 2015, 07:33 PM
პოსტი #19


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



damiane80
სწორედ მაგას გეკითხები ეკლესია ხომ კრებულს ნიშნავს და რატომ რატომ ამბობს სადაც 2 ან 3 შეიკრიბება მე მათ შორის ვარო? რატომ სხვაგან არაა? მაინდამაინც ეკლესიაშია?(აქ ვგულისხმობ არა ფიზიკურს არამედ რაოდენობრივს ანუ როცა ხალხი ერთად შეიკრიბება)?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 13 2015, 07:43 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
რატომ სხვაგან არაა? მაინდამაინც ეკლესიაშია?


ისევ იგივე შეცდომა. ვინ ამბობს, რომ სხვაგან არა, მაგრამ ეკლესიაში (ტაძარში) უპირველესად, რადგან თუნდაც მხოლოდ ორგანიზაციული კუთხითაც რომ ვთქვათ, ტაძარი არსებობს სწორედ იმისთვის, რომ ეს იყოს მართლადიდებელთა (მორწმუნეთა) შეკრების ადგილი, აქ ხდება ყველა იმ საიდუმლოების აღსრულება რაც დაადგინა მაცხოვარმა და ა.შ.

სხვათაშორის ეს ასე იყო ძველ აღთქმაშიც "შევიდე სახლსა შენსა, თაყვანის ვცე ტაძარსა წმინდასა შენსა შიშითა შენითა უფალო... (წმინდა დავით მეფე მეფსალმუნე)" და ასეა იყო და არის ახალ აღთქმაშიც. მხოლოდ კაბადოკიის მიწისქვეშა შესაკრებლებისა და ეკლესიების ნახვაც (სურათების) კი დაგარწმუნებს, რომ პირველივე საუკუნიდან ქრისტიანები ირცევდნენ და სათანადოდ აწყობდნენ შესაკრებლებს (ეკლესიებს). ცხადია ამან საუკუნეების განმავლობაში გარკვეული ფორმები შეიძინა, თუმცა ეკლესიის (ტაძრის) ფუნქცია კვლავაც უცვლელია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 04:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი