თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ ბერთა შესამოსელზე რა ინფორმაციაც გაქვთ დამიკოპირეთ

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Jun 26 2012, 12:50 PM

დამეხმარეთ თემისთვის მჭირდება, ნებისმიერი ინფორმაცია და განმარტება დამეხმარება, მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2012, 03:58 PM

ციტატა(Floyd @ Jun 26 2012, 01:50 PM) *

დამეხმარეთ თემისთვის მჭირდება, ნებისმიერი ინფორმაცია და განმარტება დამეხმარება, მადლობა წინასწარ


2kiss.gif ზური, აბა ნახე, იქნებ ესენი გამოგადგეს:


http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98


http://www.ambioni.ge/saeklesio-samosi

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Jun 26 2012, 10:57 PM

marine
უღრმესი მადლობა . ძალიან მომენატრე kiss1.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Jun 27 2012, 06:56 AM

ერთ-ერთი პირველი წყარო, სადაც ბერების განსაკუთრებული შესამოსელი მოიხსენება - ლავსაიკონია:
(ნაწყვეტი):
"ღამით მათ სელის პერანგები შეიმოსონ, ზემოდან სარტყელი შემოირტყან. თითოეულმა თხის თეთრი მოსასხამი ატაროს და მის გარეშე არც დაიძინოს და არც საზრდო იხმიოს. შაბათს და კვირას ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთან ზიარებისას სარტყელები მოიხსნან, მოსასხმელებიც გაიხსნან და მხოლოდ კუნკულებით* შევიდნენ”.

ანგელოზმა ბერებს ქუდები ბავშვების მსგავსად, ზეაღმართულები დაუწესა, ზედ გამოსახული იისფერი ჯვრით.

ეს რუსულად:
На ночь они должны оставаться в льняных хитонах и препоясанные. У каждого должна быть белая козья милоть (мантия); без нее не должны они ни есть ни спать. Но к принятию Таин Христовых по субботам и воскресеньям да приступают только с наглавником, развязав пояс и снявши милоть". А наглавники Ангел назначил им без подвязок, как у детей, и на них приказал положить изображение пурпурового креста.



სრულად ქართულად:

ანგელოზისგან მონასტრისათვის წეს-განგების დაწესება


თებეში იმ ადგილას, რომელსაც ტაბენესს უწოდებენ, ცხოვრობდა ერთი ბერი, სახელად პახომი. მან თავისი მოღვაწეობით სათნოების უმაღლეს საფეხურს მიაღწია და წინასწარმეტყველების მადლის და ანგელოზთა ხილვის ღირსი გახდა, რადგან კაცთმოყვარეობით ყველასგან გამოირჩეოდა.

ერთ დღეს, გამოქვაბულში მყოფს, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: ”პახომი, რადგან მოღვაწეობაში წარემატე, ნუღარ დაეყუდები გამოქვაბულში მარტო, გამოდი აქედან, შეკრიბე ჭაბუკი ბერები, მათთან ერთად დამკვიდრდი და იმ წესის მიხედვით დამწყემსე ისინი, რომელსაც მე გაუწყებ”.

ამ სიტყვების შემდეგ ანგელოზმა მას სპილენძის ფურცელი გადასცა, რომელშიც ასეთი რამ ეწერა: ”ყოველ ბერს იმდენი საზრდო და სასმელი დაუწესე, რამდენის მიღებასაც შეძლებს. საქმეც შესაბამისი მიუჩინე. ის, ვინც მომეტებულად მჭამელია, სამუშაოც მეტი შეასრულებინე. სუსტსა და მსუბუქად მჭამელს საქმეც მცირე დაუწესე. ერთ შემოსაზღვრულ ადგილას სენაკები ააშენე, თითოეულში სამ-სამი მოღვაწე მოათავსე. საერთო საზრდო ერთ სამყოფელში განაწესე. ძილის დრო რომ მოვა, ძმები საწოლში ნუ დაწვებიან, არამედ მაღალზურგიან დასაჯდომლებზე მოთავსდნენ და ასე დაიძინონ. ღამით მათ სელის პერანგები შეიმოსონ, ზემოდან სარტყელი შემოირტყან. თითოეულმა თხის თეთრი მოსასხამი ატაროს და მის გარეშე არც დაიძინოს და არც საზრდო იხმიოს. შაბათს და კვირას ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთან ზიარებისას სარტყელები მოიხსნან, მოსასხმელებიც გაიხსნან და მხოლოდ კუნკულებით* შევიდნენ”.

ანგელოზმა ბერებს ქუდები ბავშვების მსგავსად, ზეაღმართულები დაუწესა, ზედ გამოსახული იისფერი ჯვრით.

ძმები ოცდაოთხ ნაწილად უნდა ყოფილიყვნენ დაყოფილნი, ბერძნული ანბანის ოცდაოთხი ასოს შესაბამისად, და თითოეულს ამავე ანბანის ასოთა რიგის მიხედვით უნდა დარქმეოდათ სახელი. ასე დაიწყებოდა ალფადან ვიდრე ჰოემდე.

როცა არქიმანდრიტი რომელიმე დასით დაინტერესდებოდა, ასე იკითხავდა: ”როგორ არის ალფას, ზეტას ან რომელიმე დასი?” შემდეგ იკითხავდა როს შესახებ. ასე, თითოეულს თავისი სახელი ჰქონდა განჩინებული. წყნარ და მშვიდ მოღვაწეებს იოტა ეწოდა, ხოლო ფიცხებსა და რთულებს – ქსი. სახელები მათი კეთილი ქცევისა და სათნო ცხოვრების შესაბამისი იყო. ეს ყოველივე ამგვარად იმისთვის დაწესდა, რომ ძმები სულიერ გზაზე წარმატებულიყვნენ.

ანგელოზისგან განწესებულ წიგნში ისიც ეწერა, რომ სხვა მონასტრიდან მოსულისთვის, მისთვის განსხვავებული წესი უნდა დაედგინათ. ბერებს მასთან არც პური უნდა ეჭამათ, არც ესვათ. მას არც მონასტერში შესვლის უფლება ჰქონდა, გარდა უცხო მგზავრისა.

თუ ვინმე მონასტერში სამუდამოდ მოისურვებდა დამკვიდრებას, ასეთი ადამიანი მხოლოდ სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ გახდებოდა საძმოს წევრი. ბერებს საზრდოს მიღების ჟამს თავი კუნკულით ჰქონდათ დაბურული, რათა არ ეხილათ ერთმანეთი ჭამის დროს. ჭამის შემდეგ ძმებს ლაპარაკი ეკრძალებოდათ, არც ერთმანეთის ჯამში უნდა ჩაეხედათ.

უფლის ანგელოზმა მონასტერს ლოცვების რაოდენობა და მათი შესრულების რიგიც განუწესა. მათ დღისით თორმეტი ლოცვა უნდა წარმოეთქვათ, ამდენივე – მწუხრისას; უნდა ელოცათ სამ და ცხრა საათზე. თუ ძმათაგან რომელიმე მოინდომებდა, შეეძლო თითოეული ლოცვის წარმოთქმის შემდეგ ფსალმუნიც წაეკითხა.

ანგელოზის ამგვარ დადგენილებას მამა პახომი წინ აღუდგა და უთხრა:

- ლოცვები, რომლებიც შენ დამაწერინე, მცირეა.

უფლის მაცნემ კი ასეთი პასუხი გასცა:

- მხოლოდ ამდენი იმიტომ დავწერე, რომ იგი ადვილად შესასრულებელი იყოს ძმათა შორის სუსტთათვისაც; რაც შეეხება ძლიერებს, ისინი წესის დადგენას არც საჭიროებენ, რადგან ასეთები თავიანთ სენაკებში განმარტოებულნი გამუდმებით უჭვრეტენ უფალს. მე კი წესი იმათ დავუდგინე, ვინც ჯერ კიდევ სუსტია გონებით, რადგან მათ, მსგავსად ურჩი გონებისა, ეს წესი უფლის შიშის გამო უნდა დაიცვან და ამ გზით კი სულის თავისუფლება მოიპოვონ.

სამონასტრო წეს-განგების დადგენის შემდეგ ანგელოზი პახომი დიდს გაშორდა. იმ დღიდან ამ წეს-განგებას აღასრულებენ ტაბენესის მონასტრები, სადაც შვიდი ათასი ძმაა შეკრებილი. ამ მონასტერთაგან უპირველესსა და უდიდეს მონასტერში პახომი იყო დამკვიდრებული. მისგან სხვა მონასტრებიც გაშენდა, რომელშიც ოცდაათი ათასმა მოღვაწემ მოიყარა თავი.

ამ ძმათა შორის იყო ერთი ღვთის მონა, სახელად აფთონი. იგი ჩემი ერთგული მეგობარი იყო და მონასტრის განმგებლად იყო დადგენილი. მას, როგორც გამოცდილსა და უფლის შეუდრეკელ მოღვაწეს, ხშირად აგზავნიდნენ ალექსანდრიაში ბერების ხელსაქმის გასაყიდად. აღებული თანხით მამა აფთონი მონასტრისათვის საჭირო სანოვაგეს იძენდა.

ამ ადგილებში იყო სხვა მონასტრებიც, რომელთაგან ზოგში ორასი კაცი მოსაგრეობდა, ზოგან სამასი. მაგალითად, პანოსტინში, სადაც თავად გახლდით და სამასი კაცისგან შემდგარი საძმო ვიხილე. ამ მონასტერში ჰყავდათ თხუთმეტი მკერავი, შვიდი სპილენ- ძის დამუშავების ოსტატი, ოთხი კალატოზი, თხუთმეტი მეაქლემე, თხუთმეტი მაუდის მწარმოებელი. ძმები რასაც მოირეწდნენ, მომეტებულს უგზავნიდნენ დედათა მონასტერს, ან მონასტრის მცველებს. ისინი ღორებსაც ზრდიდნენ და, როცა ვიკითხე, რატომ-მეთქი, ასეთი რამ მომიგეს: ”გადავწყვიტეთ, რომ ისინი ხორბლის ნარჩენებით, ან ხილითა თუ დარჩენილი წვნიანით გამოგვეკვება”.

როცა ღორები დაიკვლებოდა, ბერები ხორცს ყიდდნენ, თავფეხს კი უძლურებსა და მოხუცებს ურიგებდნენ. ქვეყანაში, სადაც მამები იყვნენ, მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა, ძირითადად ბერძნები.

ბერები საქმიანობას დილით ადრიანად იწყებდნენ. ზოგი სამზარეულოში იყო განწესებული, ზოგი – სატრაპეზოში და მათი საქმიანობა სამ საათამდე გრძელდებოდა. სადილობისას მაგიდაზე პურს, ზეთისხილს, მხალს, მწნილს, ყველს, კვერცხს, ხორცის ნაწილსა და უმ მხალს აწყობდნენ. პირველად, ექვს საათზე, საზრდოს ყველაზე უძლურები იღებდნენ, დანარჩენები – შვიდ, ცხრა და ათ საათზე, ზოგიც – მწუხრის ბოლოს. ზოგი ორ-ორჯერ, ზოგი სამჯერ, ზოგიც ხუთ-ხუთჯერ იღებდა საზრდოს.

ძმობა ანბანის რიგის მიხედვით სადილობდა და ასე ინაწილებდნენ შრომას. ზოგი მიწას ამუშავებდა, ზოგი ბოსტანს უვლიდა, ზოგი პურს აცხობდა, ზოგი მჭედლობდა. ზოგი კალატოზობდა, სხვები მაუდს ამუშავებდნენ, ნერგებს რგავდნენ, წერდნენ ან ქსოვდნენ. ყველა მათგანი წმინდა წერილის შესწავლას ესწრაფოდა.

რუსულად აქ:
http://lib.eparhia-saratov.ru/books/15p/palady/lavsaik/36.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2012, 10:37 AM

ციტატა(Floyd @ Jun 26 2012, 11:57 PM) *

marine
უღრმესი მადლობა . ძალიან მომენატრე kiss1.gif


მეც მომენატრე, ზუ a025.gif ლამაზი ცოლ-შვილი ხომ გყავს კარგად? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 27 2012, 05:37 PM

რა დრო დადგა ზურა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 6 2014, 12:25 AM

athos

ციტატა
ერთ-ერთი პირველი წყარო, სადაც ბერების განსაკუთრებული შესამოსელი მოიხსენება - ლავსაიკონია:

ჩემმა ლექტორმა გამოსცა...

და დაამუშავა .

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)