მონათვლის შემდგომ წარსული ცოდვები მიეტევება ადამიანს??? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მონათვლის შემდგომ წარსული ცოდვები მიეტევება ადამიანს??? |
†სერგი† |
Nov 19 2013, 12:47 AM
პოსტი
#41
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
გურამ არაფერსაც არ ვიტყვი, შენ უკეთ იცი
პ.ს. შმაგის შეგნებულად არ ვპასუხობ. მირჩევნია ფორუმს გარეთ გავაგრძელო ის რაც დიდი ხანია ჩვენს შორის დაიწყო ქრისტემ |
A.V.M |
Nov 19 2013, 01:02 AM
პოსტი
#42
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
G_saxva
nick რაზე დაყრდნობით ამბობთ რომ შვიდგზის ზეთისცხებისას ცოდვების მოტევება ხდება? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Nov 19 2013, 08:54 AM
პოსტი
#43
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
G_saxva nick რაზე დაყრდნობით ამბობთ რომ შვიდგზის ზეთისცხებისას ცოდვების მოტევება ხდება? „უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე იქმნეს, მოვეტეოს მას“ (იაკობი 5, 14-15). -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
nick |
Nov 19 2013, 07:13 PM
პოსტი
#44
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 30-August 13 წევრი № 13,314 |
შვიდ გზის ზეთისცხებით ის ცოდვები მოგეტევება რომელიც აღსარების დროს გამოგრჩა. ხო მეც ეგ ვიგულისხმე როცა ვტქვი "არა ისინი რომელსაც ვმალავთთქო" G_saxva nick რაზე დაყრდნობით ამბობთ რომ შვიდგზის ზეთისცხებისას ცოდვების მოტევება ხდება? ეგრე დაზუსტებითი ადგილი არ მახსოვს, მე მეუფე ნიკოლოზთან მქონდა ამაზე საუბარი და მითხრა რო ის ცოდვები მიეტევება რომლებიც დაგავიწყდაო -------------------- უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, შემიწყალე მე ცოდვილი
|
A.V.M |
Nov 20 2013, 01:51 AM
პოსტი
#45
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
G_saxva
ციტატა „უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე იქმნეს, მოვეტეოს მას“ (იაკობი 5, 14-15). და რა შუაშია აქ აღსარებაში დავიწყებული ცოდვები? ნებისმიერი საიდუმლო არის მადლისმიერი , აქვს ცოდვათა მოტევების ძალა და.ა.შ. , მაგრამ აღსარებაში დავიწყებული ცოდვები რომ მოეტევება ადამიანს შვიდგზისზეთისცხებისას , ამას რაზე დაყრნობით მეუბნევით ? ციტატა ეგრე დაზუსტებითი ადგილი არ მახსოვს, მე მეუფე ნიკოლოზთან მქონდა ამაზე საუბარი და მითხრა რო ის ცოდვები მიეტევება რომლებიც დაგავიწყდაო გასაგებია რომ ეგ მეუფის პირადი აზრია , მაგრამ მაინტერესებს რაზე დაყრდნობით . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Nov 20 2013, 09:24 AM
პოსტი
#46
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
G_saxva[/b] და რა შუაშია აქ აღსარებაში დავიწყებული ცოდვები? ნებისმიერი საიდუმლო არის მადლისმიერი , აქვს ცოდვათა მოტევების ძალა და.ა.შ. , მაგრამ აღსარებაში დავიწყებული ცოდვები რომ მოეტევება ადამიანს შვიდგზისზეთისცხებისას , ამას რაზე დაყრნობით მეუბნევით ? გასაგებია რომ ეგ მეუფის პირადი აზრია , მაგრამ მაინტერესებს რაზე დაყრდნობით . კარგი ბტონო მაშინ შეგიძLია ამ სტატიას გეცნო „უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე იქმნეს, მოვეტეოს მას“ (იაკობი 5, 14-15). აქედან ჩანს, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება. ამ საიდუმლოს პირველსახედ შეიძლება მივიჩნიოთ, აგრეთვე, თვით უფლის მიერ განრღვეულის განკურნება ქალაქ კაპერნაუმში, როდესაც იესო ქრისტემ სნეული არა მარტო სარეცელიდან ააყენა, არამედ ცოდვებიც მიუტევა (მარკოზი 2, 1-12). დღეს ეს საიდუმლო სრულდება ეკლესიებში დიდი მარხვის პერიოდში ან მძიმე ავადმყოფთან სახლში, როდესაც ამისი აუცილებლობაა, წლის ნებისმიერ დროს. ამასთან, თუ ავადმყოფთან საიდუმლოს ჩატარებისას ჩვენი მთავარი მიზანი სნეულების დათრგუნვაა, ეკლესიაში მას მორწმუნეები ძირითადად ცოდვათა მიტევების გამო ესწრებიან; თუმცაღა, ცხადია, ორივე შემთხვევაში საიდუმლოს ორივე ზემოქმედება ძალაშია, რამეთუ სნეულებისაგან სრული განკურნება ცოდვათა მიტევების გარეშე, ადამიანისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. სასურველია, რომ მორწმუნემ ზეთის კურთხევაში მონაწილეობა ყოველწლიურად მიიღოს, რადგან, თუ აღსარებისას ადამიანს ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც აღიარა და მოინანია, გადმოცემის თანახმად ზეთის კურთხევისას, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება. http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...eimi_sulisa.htm -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
†სერგი† |
Nov 20 2013, 06:09 PM
პოსტი
#47
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
ციტატა გადმოცემის თანახმად ეს სიტყვებიც უნდა გაგეშავებინა და გაგედიდებინა |
G_saxva |
Nov 20 2013, 06:28 PM
პოსტი
#48
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
Nov 20 2013, 07:15 PM
პოსტი
#49
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
G_saxva
ციტატა გადმოცემის თანახმად ზეთის კურთხევისას, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება. ,, რომელი მიზანასი , რომელი... '' (მხ / ფ ,, შერეკილები . '' ) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
esre ars cheshmariteba |
Nov 20 2013, 08:13 PM
პოსტი
#50
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
ერთადერთი მართლმადიდებლობაში რაც დოგმატურად ვერ გამიგია და რაც მაბრკოლებს არის ერთი საკითხი _ ეს არის გამოსყიდვის საკითხი ! სხვათაშორის პასტორ რასელს და ნელსონ ბარბორს სწორედ ამაზე მოუვიდათ განხეთქილება !!! ერთადერთი ბატონი დავითია ვინც შეძლებს გამარკვიოს ამ საკითხში და მას ვთხოვ უაღრესად ამიხსნას თუ რა მიზნით მოვიდა ქრისტე და როგორ მოხდა ჩვენი გამოსყიდვა , გამოხსნა ცოდვებისაგან ?
გურამს და სხვა დანარჩენებს ვთხოვ თავი შეიკავონ , გლეხური ახსნებისგან . ისე ჩემ გულში რომ დავფიქრდი დავითი (აფხაზი) მაგარი მოზგია პ.ს ამ ფორუმში ერთადერთი სერგეი კიასაშვილს ვაღიარებ ჭეშმარიტ თეოლოგად და მეგობრებო უმორჩილესად გთხოვთ პატივისცემა გამოავლინოთ ამ კაცის მიმართ |
A.V.M |
Nov 20 2013, 10:42 PM
პოსტი
#51
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
esre ars cheshmariteba
შენ კიდევ აქა ხარ დ ბჟუტურობ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Nov 21 2013, 09:48 AM
პოსტი
#52
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
G_saxva ,, რომელი მიზანასი , რომელი... '' (მხ / ფ ,, შერეკილები . '' ) -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
vaxushti13 |
Nov 21 2013, 09:37 PM
პოსტი
#53
|
ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 |
ციტატა გურამს და სხვა დანარჩენებს ვთხოვ თავი შეიკავონ , გლეხური ახსნებისგან blink.gif . |
esre ars cheshmariteba |
Nov 21 2013, 10:53 PM
პოსტი
#54
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
|
†სერგი† |
Nov 23 2013, 04:52 PM
პოსტი
#55
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
დაველოდოთ დავითს, რომ მოიცლის იქნებ დაუწეროს შმაგს გამოხსნის საიდუმლო
გურამ მე და შენ ისევ გლეხურად ვიბჟუტუროთ ჩვენთვის |
A.V.M |
Nov 23 2013, 10:13 PM
პოსტი
#56
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
†სერგი†
ციტატა დაველოდოთ დავითს, რომ მოიცლის იქნებ დაუწეროს შმაგს გამოხსნის საიდუმლო რა დაგიშავა დავითმა ეგეთი? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
†სერგი† |
Nov 27 2013, 02:38 PM
პოსტი
#57
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
ციტატა რა დაგიშავა დავითმა ეგეთი? საინტერესო კითხვააა მაგრამ მე ვიგულისხმე მხოლოდ რომ დაწეროს სწავლება, დიდი ხანია ორივემ ვიცით რომ პოლემიკას აზრი არ აქვს, უბრალოდ აინტერესებს აკცს და მივაწოდოთ თქო რა. |
afxazi |
Nov 27 2013, 03:29 PM
პოსტი
#58
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
esre ars cheshmariteba
ციტატა ერთადერთი მართლმადიდებლობაში რაც დოგმატურად ვერ გამიგია და რაც მაბრკოლებს არის ერთი საკითხი _ ეს არის გამოსყიდვის საკითხი ! სხვათაშორის პასტორ რასელს და ნელსონ ბარბორს სწორედ ამაზე მოუვიდათ განხეთქილება !!! ერთადერთი ბატონი დავითია ვინც შეძლებს გამარკვიოს ამ საკითხში და მას ვთხოვ უაღრესად ამიხსნას თუ რა მიზნით მოვიდა ქრისტე და როგორ მოხდა ჩვენი გამოსყიდვა , გამოხსნა ცოდვებისაგან ? კი არ ვაპირებდი არაფრის დაწერას, მარა ისეთი დამიწერე გვერდით თემაში მარტო მე დამტოვე პასუხის გარეშეო, რომ გული მომილბა ისე კი ძალიან ვრცელ საკითხს მეკითხები და ორი სიტყვით ამაზე საუბარი შეუძლებელი იქნება. კი ბატონო, შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილოთ შენი ცნობისმოყვარეობა, მაგრამ აქედანვე გაფრთხილებ, პოლემიკისთვის არ გიწერ. მოკლედ, როდესაც ადამიანის, კაცობრიობის ცოდვისგან გამოხსნის შესახებ ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ადამიანის ცოდვით დაცემის ისტორია და მისი საღვთისმეტყველო შინაარსი. როგორც შესაქმისეული უწყება გვეუბნება ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად და მსგავსად. სხვა თვისებებთან ერთად, მართლმადიდებლური სწავლებით, ის ფლობდა უხრწნელებას, უკვდავობას და ტკიბილგანუცდელობას, ანუ იყო ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც მაცხოვარი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. ანუ ის მკვიდრობდა რა სამოთხეში, რომელიც განშორებული იყო ყოველგვარ დაშლადობასა და ხრწნადობას, ამის შესაბამისად ადამიანიც იყო უხრწნელი და უკდავი, უფრო კი პირიქით, რადგან ადამიანი ასეთი იყო, ამის შესაბამისად მისი საცხოვრებელიც უხრწნელი იყო, ანუ საცხოვრებელი და მცხოვრები შეესაბამებოდნენ ურთიერთს. რამდენადაც მოხდა ადამიანის ცოდვით დაცემა, და ადამიანური ბუნება გარდაიქმნა უხრწნელებიდან ხრწნად მდგომარეობაში, უკვდავობიდან მოკვდავ მდგომარეობაში და ტკივილგანუცდელობიდან ტკივილგანმცდელ მდგომარეობაში, ცხადია, რომ ხრწნადი და მოკვდავი ადამიანი უხრწნელ და უკვდავ გარემოში ვერ იცხოვრებდა, ანუ სამოთხე სრულიად შეუსაბამო იყო ადამიანის მდგომარეობისა. ანუ შესაქმის წიგნი გვეუბნება, რომ ღმერთმა ადამიანი გამოაძევა სამოთხიდან, მაგრამ ეს გამონათქვამი პირობითია, რეალურად კი ადამიანი სამოთხეში ვეღარ შენარჩუნდებოდა, ანუ სამოთხე მისთვის დაიკარგა. ძალიან მოკლედ ეს გახლავთ ადამიანის ცოდვით დაცემისა და მისი სამოთხიდან გამოდევნის ისტორია. რატომ ხდება აუცილებელი უფლის განკაცება? როგორც ირინეოს ლიონელი ამბობს, რამდენადაც ცოდვით დაცემულ ადამიანს არ შეეძლო საკუთარი თავის გამოხსნა (ანუ გამარჯვება ბოროტებაზე), ანუ საკუთარი თავის გარდაქმნა კვლავ თავდაპირველ მდგომარეობაში, და რამდენადაც ადამიანი ბუნებითად ფლობს ცვალებადობის თვისებას (ამიტომაც მოხდა მისი დაცემა), შესაბამისად მას კიდეც რომ შეძლებოდა საკუთარი თავის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნა, ეს გამოხსნა კვლავ არამყარი იქნებოდა, ანუ კვლავ იქნებოდა (მისი ცვალებადობის თვისებიდან გამომდინარე) იმის საფრთხე, რომ ადამიანი დაეცემოდა. ეს არ შეეძლო ანგელოზსაც, რამდენადაც ისიც, როგორც ქმნილება, ბუნებითად ფლობს ცვალებადობის თვისებას. გარდა ამისა, როგორც ღვთისმეტყველთა მთლიანობა მიუთითებს, გამოხსნა აუცილებლად იმის მიერ უნდა მომხდარიყო, ვინც დაეცა, ანუ ადამიანს თავად უნდა დაემარცხებინა ბოროტება, გამომდინარე ყოვლადსამართლიანობის პრინციპიდან. ღმერთს რა თქმა უნდა შეეძლო ერთი სიტყვით მოესპო ბორტება, დაეხსნა ადამიანი, ანუ დაებრუნებინა თავდაპირველ მდგომარეობაში, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს იქნებოდა ძალადობა ადამიანის თავისუფალ ნებაზე, ეს იქნებოდა აგრეთვე არსამართლიანიც, ანუ ბორტებას მიეცემოდა საბაბი თქმისა, რომ თუკი ადამიანი დაეცა არამძლავრებითად, ანუ მისივე უნიათობით (ეშმაკი ოდენ შემაცდენელია), რატომ მოხდა გამოხსნა მძლავრებითად. აქედან გამომდიანრე, გამოხსნა რომ მყარი ყოფილიყო, ანუ კვლავ დაცემის საფრთხე რომ მოსპობილიყო, და აგრეთვე სამართლიანობის პრინციპიც რომ დაცული ყოფილიყო, უფრო კი ადამიანის თავისუფალი ნება, თვით ყოვლად უცოდველი, ბუნებით უცვალებელი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, ძე ღმერთი იღებს ადამიანურ ბუნებას და ხდება ბუნებით ადამიანი. ანუ ძე ღმერთი პიროვნება, რომელიც მარადიულად ფლობს საღვთო ბუნებას, ამავე ჰიპოსტასში იღებს ადამიანურ ბუნებას და ხდება ბუნებით ადამიანი, ერთარსი კაცობრიობისა. ანუ ის არ არის პიროვნულად ადამიანი, არამედ პიროვნულად ღმერთი, რომელიც ფლობს საღვთო ბუნებას და ადამიანურ ბუნებას, ანუ ის არის ღმერთკაცი, საღვთო ბუნებით ერთარსი მამისა და სულისა, ხოლო ადამიანური ბუნებით ერთარსი კაცობრიობისა. მაცხოვარმა მიიღო ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნება, ყოველგვარი ცოდვისა და ბიწის გარეშე, ანუ ის ადამიანური ბუნება, რომელიც იყო ხრწნადი (ვგულისხმობ შიმშილის, წყურვილის, დაღლის და სხვა თვისებებს), მოკვდავი და ტკივილგანმცდელი, ანუ ის მდგომარეობა, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროებოდა. გავიხსენოთ ისიც, რომ ვიდრე მაცხოვრის განკაცებამდე, ყველა გარდაცვლილი ადამიანი ჯოჯოხეთში მიდიოდა, რამდენადაც სამოთხის კარი ადამიანისთვის დახშული იყო, ანუ ჯოჯოხეთისეული ბოროტება მძლავრობდა ადამიანის სულზე და ყოველი ადამიანის სულს სწორედ ის იტაცებდა. აი სწორედ ამიტომ ვეთაყვანებით ჯვარს და მივაგებთ უდიდეს თაყვანისცემას, რომ სწორედ ჯვარზე მოხდა ის, რამაც ეს "ტრადიცია" დაარღვია, რამდენადაც აღესრულა რა მაცხოვარი ჯვარზე, ბოროტებამ ვეღარ იმძლავრა მაცხოვარზე და აღმოჩნდა იგი განგმირული, ანუ დაირღვა მისი მძლავრება და ის ძალაუფლება, რაც მას ქონდა მთელი ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანზე. და რამდენადაც მაცხოვარი ბუნებით იყო ერთარსი კაცობრიობისა, თუნდაც ერთი ადამიანური ბუნების მქონე პიროვნების გამარჯვება ბოროტებაზე ნიშნავს იმას, რომ უკეთურება დამარცხებულია ადამიანთან. ამის შემდეგ კი არის აღდგომა, რა დროსაც მაცხოვარის ადამიანური ბუნების გარდაქმნა ხდება კვლავ თავდაპირველ, ანუ სამოთხისეულ მდგომარეობაში. რამდენადაც, როგორც ზემოთ ვთქვით, ადამიანი დაცემულ მდგომარეობაში შეუსაბამო იყო სამოთხისეულ ყოფასთან, ამიტომ ხდება მისი კვლავ თავდაპირველ მდგომარეობაში გარდაქმნა, რომ ის უცხო არ იყოს სამოთხისთვის, ანუ მისი ბუნებითი სამშობლოსთვის (სხვათაშორის ამიტომ დგას ადამიანი ლოცვისას აღმოსავლეთით მიბრუნებული, როგორც მისი ბუნებითი სამოშობლოსკენ მომზირალი (შესაქმისეული სიტყვებით სწორედ აღმოსავლეთით იყო სამოთხე). ხოლო კვლავ რატომ რჩება ადამიანი ამ ხრწნად მდგომარეობაში, ამას თავისი განგებულებითი მიზანი აქვს და ეს სხვა საკითხია, ისე კი ადამიანური ბუნება გამოხსნილია და მეორედ მოსვლის შემდეგ ყველა ადამიანი კვლავ იმავე მდგომარეობაში გარდაიქმნება, როგორშიც მაცხოვარი აღდგომის შემდეგ. ერთიც, მართალია მაცხოვარმა გამოიხსნა ადამიანური ბუნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ყველა ცხონებულია, ყველა გამოხსნილია, მაგრამ ყველა ცხონებული არ არის და ამაშია სწორედ საღვთო სამართლიანობა, რომ რამდენდაც ადამიანმა თავისუფალი ნების გამოვლინებით უარყო შემოქმედი, ასევე თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს მასთან დაბრუნება, ანუ ადამიანმა პიროვნულად უნდა იღვაწოს და ინდომოს ცხონება. თუ რამე გაუგებრად არის დაწერილი, დაზუსტება შესაძლებელია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
G_saxva |
Nov 27 2013, 03:42 PM
პოსტი
#59
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
afxazi
გაიხარე დავით უმშვენიერესი პოსტია -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
Nov 28 2013, 12:29 AM
პოსტი
#60
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
G_saxva
დავითის პოსტი კია მშვენიერი , მაგრამ შმაგის დოგმატებს ეწინააღმდეგება . ანუ , გლეხი გამოვა დათო თეოოგიაში . ეგაა და ეგ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th April 2024 - 08:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი