IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

20 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა არის ჯოჯოხეთი
ილია
პოსტი May 5 2007, 08:24 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ეკუმენისტი
მადლობა საინტერესოა.
ჯოჯოხეთის შესახებ მაინტერესებს იქ სულები შეილება გამოხსნილ იქნან?
ადამიანების ლოცვით და ა.შ


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 5 2007, 08:56 PM
პოსტი #42


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა


ციტატა
მაგალითებიც ბევრი არსებობს ამისა.ერთ-ერთს მოვიყვან:თურმე ერთ მონაზონს ძმა გარდაეცვალა,რომელიც ცუდ ცხოვრებას ეწეოდა,ლოთობდა და ა.შ. იგი ყოველ დღე,გამუდმებით ლოცულობდა თავისი ძმისთვის, და ასეთ სიზმრებს ნახულობდა:წმინდანები ეცხადებოდნენ,რომლებსაც ეკითხებოდა,თუ როგორ მდგომარეობაში იყო თავისი ძმა.პირველად უთხრეს, რომ მას ძალიან უჭირდა,და ორივე ხელი შებოჭილი ჰქონდა,მეორე გამოცხადების დროს უთხრეს,რომ ერთი ხელი გაუთავისუფლდა,ხოლო უფრო გაძლიერებული ლოცვების შემდეგ,მას თავად გამოეცხადა ძმა და მადლობა გადაუხადა,რომ ბორკილებისაგან სრულიად გაათავისუფლა.


ეს ცოტა კითხვის ნიშნებს მიჩენს , თუ მხოლოდ ლოცვით შეიძლება ადამიანის ცხონება, მაშინ რა საჭიროა კეთილი საქმეები რწმენა და ა.შ? ამ ცოდვილ ადამიანს ასე ვტქვათ ბედი ჰქონია, რომ ძმა ბერი ჰყავდა და ,,უშრომელად,, ცხონდა, ჩვენ, რომ არ გვყავს ასეთი ძმები???? მხოლოდ ამიტომ არ უნდა ვხცოვნდეთ? თუმცა, ლოცვის ძალას და არ უარვყოფ არანაირად, მაგრამ ასეთი ისტორიების გამგონეს ეს შეკითხვა მებადება ხოლმე.

რატომ ცხონდა ეს ადამიანი, რატომ?



ნინოს გაუმარჯოს,

მაპატიეთ არ მცალოდა smile.gif

ამ მოთხრობაში, რომელიც უპირველესად პატერიკია, სულ სხვა შინაარსია ჩადებული, ის რომ უნდა ვილოცოთ მიცვალებულისათვის, სექტანტებს ეს არ ესმით, მაგრამ ჩვენ ვიცით...

მაშინ რა არის ეს პატერიკი? ვფიქრობ დასასრულია საინტერესო:
ციტატა
მას ძალიან უჭირდა,და ორივე ხელი შებოჭილი ჰქონდა,მეორე გამოცხადების დროს უთხრეს,რომ ერთი ხელი გაუთავისუფლდა,ხოლო უფრო გაძლიერებული ლოცვების შემდეგ,მას თავად გამოეცხადა ძმა და მადლობა გადაუხადა,რომ ბორკილებისაგან სრულიად გაათავისუფლა.
აქ არსად წერია, რომ ის ცხონდა, უბრალოდ ალეგორიულად წერია, რომ რამდენადაც შესაძლებელი იყო,იმდენად შეუმსუბუქდა ხვედრი, "სრული
გათავისუფლება" სწორედ იმას ნიშნავს, რომ ძმის ლოცვამ სრულად შეეწიე,მაქსიმუმი გააკეთა რაც შეეძლო, ცხონება კი აქ არ წერია, რაც შეუძლებელია, იმ უბრალო მდგომარეობის გამო, რომ ცხონება სულის მდგომარეობაა, რაც სხვათა მიერ კი არა,ჩვენს მიერ მიიღწევა ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს, რაც გამორიცხავს, რაიმე "ანგელოზის ფრთების ამოსვებას" ან "ბერის მიერ უკანასკნელი ცოდვილის ცხონებას", სხვათ ვისაც მლოცველი არ ყავთ, ეკლესია ყავს მლოცველად, როცა ე.წ. ელოცველ და უპატრონო მიცვალებულებს იხსენებენ ( უდიდესი სულიერების გამო ჩვენს წინაპარს სპეციალური სადღეგრძელოც კი ქონდა), ასე რომ ყველას პატრონი ღმერთია და ყველგან სამართლიანობა გაიმარჯვებს!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 5 2007, 10:47 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(KAIROS @ May 5 2007, 07:56 PM) *

ცხონება სულის მდგომარეობაა, რაც სხვათა მიერ კი არა,ჩვენს მიერ მიიღწევა ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს, რაც გამორიცხავს, რაიმე "ანგელოზის ფრთების ამოსვებას" ან "ბერის მიერ უკანასკნელი ცოდვილის ცხონებას",


ანუ, ვინც გარდაცვლილზე ლოცულობს, და თუ გარდაცვლილის სული ჯოჯოხეთშია, ლოცვით შეუმსუბუქდება ტანჯვა, მაგრამ სრულიად ვერ გამოიხსნის ჯოჯოხეთიდან ანუ ვერ ცხონდება იმათი ლოცვით ვინც ამ ქვეყნიდან ლოცულობს წარწყმენდილისთვის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 6 2007, 11:37 AM
პოსტი #44


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ვერ ცხონდება იმათი ლოცვით ვინც ამ ქვეყნიდან ლოცულობს წარწყმენდილისთვის?


ვერა, მაგრამ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი გარდაცვლილი ურწმუნო, არაეკლესიური და ცოდვებში ჩაფლული იყო, ხოლო ისინი ვინც ასე ვთქვათ "ზემოთ" არიან, მათი მდგომარეობის შემსბუქება შეგვიძლია პირდაპირ ცხონებად გავიგოთ, რადგან მათი სულიერი მდგომარეობა გაცილებით მომზადებული იქნა მათ მიერვე ამქვეყნად,რათა იმქვეყნად სხვათა შეწევნა მიიღო, თუმც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვიცით, გარდაცვლილთა სულების მდგომარეობა ( წმიდანების და ანათემიზირებულების გარდა) და შესაბამისად ყველაზე ძლიერად და თანაბრად ვლოცულობთ, ჩვენი არცერთი გულწრფელი ლოცვა და კეთილი საქმე არ დაიკარგება, მ ა ქ ს ი მ ა ლ უ რ ა დ შეეწევა მიცვალებულის სულს, იმდენად რამდენადაც მისივე სულს ექნება საშუალება მიიღოს საღვთო მადლის შორეული სინათლე, რაც მას შეუმსუბუქებს ან მოაშორებს ტანჯვას, ანუ აცხოვნებს.

იმედია ნათლად დავწერე smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 6 2007, 02:02 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(KAIROS @ May 6 2007, 10:37 AM) *

ჩვენი არცერთი გულწრფელი ლოცვა და კეთილი საქმე არ დაიკარგება, მ ა ქ ს ი მ ა ლ უ რ ა დ შეეწევა მიცვალებულის სულს, იმდენად რამდენადაც მისივე სულს ექნება საშუალება მიიღოს საღვთო მადლის შორეული სინათლე, რაც მას შეუმსუბუქებს ან მოაშორებს ტანჯვას, ანუ აცხოვნებს.

იმედია ნათლად დავწერე smile.gif


ვერ გავიგე, და თან ბოლოში გამოგრჩა

იხარე!

კაიროსი! biggrin.gif biggrin.gif

ისევ დაგისვამ კითხვას, აღიარებს თუ არა ეკლესია იმას, რომ ჯოჯოხეთში მოხვედრილი სული ამ ქვეყნიდან მლოცველთა დახმარებით შევა სამოთხეში? ტანჯვის შემსუბუქება გავიგე, მაგრამ მე მაინტერესებს ჯოჯოხეთიდან თუ განთავისუფლდება სული? არ ვგულისხმობ თვითმკვლელებს და სულიწმინდისმგმობელებს, და არც მიქაელ მთავარანგელოზის ფსოევდოსასწაულს, რომელიც თურმე წელიწადში ერთხელ ჯოჯოხეთში ჩადის და სულები ამოჰყავს....ვგულისხმობ "ნაკლებად" ცოდვილებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 6 2007, 05:56 PM
პოსტი #46


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აღიარებს თუ არა ეკლესია იმას, რომ ჯოჯოხეთში მოხვედრილი სული ამ ქვეყნიდან მლოცველთა დახმარებით შევა სამოთხეში? ტანჯვის შემსუბუქება გავიგე, მაგრამ მე მაინტერესებს ჯოჯოხეთიდან თუ განთავისუფლდება სული?


რათქმაუნდა, ასწავლის რომ შეიძლება, არ არის დაზუსტებული ვისი და როგორ, მაგრამ შეიძლება, მოდი მოვუსმინოთ ეპისკოპოსს ილარიონ ალფეევს, სადაც ის ნათლად ამბობს, სანამ არ მომხდარა საბოლოო გაყოფა "ცხვართა" და "თხათა", სანამ, არ გამართულა საყოველთაო სამსჯავრო, მანამ ყველა ჯოჯოხეთში მყოფთათვის ( ყველაში დავწერე ვინ იგულისხმება) შესაძლოა ცვლილებები.


– Что будет происходить с грешниками до Второго Пришествия Христа?

– Предположений и частных мнений на этот счет много. Единственное, что на эту тему можно сказать с определенностью – это то, что Бог “хощет всем спастися и в разум истины приити”. И до тех пор, пока человек существует, – будь то здесь, или в ином мире, – для него сохраняется надежда на спасение. Именно потому мы молимся об усопших, “о иже во аде держимых”. И мы верим, что до тех пор, пока не произошло окончательное разделение на “овец” и “козлищ”, пока не состоялся Страшный суд, в судьбе каждого человека возможны перемены.



ციტატა
იხარე!

კაიროსი!


ჰაჰაჰა, გამომრჩა მართლაც biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი May 13 2007, 03:09 PM
პოსტი #47


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



KAIROS
კარგი გამარჯობა კეთილო smile.gif

ერთი შეკითხვა მაქვს, იქნემ შენი ხედვა გამაცნო ამ საკითხთან დაკავშირებით.

კითხვა ეხება ''ჯოჯოხეთის მარადიულობის'' საკითხს.

ორიგენის მთავარი არგუმენტი პავლე მოციქულის სიტყვებია, რომ
''ღმერთი იქნება ყველგან და ყველაფერში''

როდესაც მამა რაფაელს (კარელინი) მივმართე ამ სიტყვების ახსნის თაობაზე და კითხვით:
- მაშ მოვა დრო და ჯოჯოხეთიც აღარ იარსებებს?
სიმართლე ვთქვა ძალიან ბუნდოვანი პასუხი მივიღე.

- რას ფიქრომ პავლეს ამ ნათქვამზე?

თუ დეტალები დაგაინტერესებს.... მართალია გამიძნელდება ძველი მიმოწერის ამოქექვა,მაგრამ შევეცდები მოვიძიო მამა რაფაელის ხსენებული პასუხი.

უფალო შეგვიძყალე.


--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი May 13 2007, 03:41 PM
პოსტი #48


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა
კითხვა ეხება ''ჯოჯოხეთის მარადიულობის'' საკითხს
ხო საინტერესო საკითხია smile.gif მეც მაინტერესებს


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 13 2007, 07:35 PM
პოსტი #49


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ზურა
როგორ მოგვანატრე თავი smile.gif
უფრო ხშირად შემოგვიარე ხოლმე smile.gif



სხვათა შორის ურწმუნოთა ერთ-ერთი საყვარელი თემაა - "ნუთუ ღმერთი, რომელიც სიყვარულია, საუკუნო ტანჯვისთვის იმეტებს ადამიანებს?" biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი May 13 2007, 08:58 PM
პოსტი #50


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



ღმერთმა გაგიმარჯოს ძმაო smile.gif

ეეეხ.... მეც ძალიან მენატრებით დათიკო,
ისევე როგორც ძალიან მენატრება ამ თემებზე ფიქრი და მსჯელობა.


ციტატა(დათიკო @ May 13 2007, 07:35 PM) *

სხვათა შორის ურწმუნოთა ერთ-ერთი საყვარელი თემაა - "ნუთუ ღმერთი, რომელიც სიყვარულია, საუკუნო ტანჯვისთვის იმეტებს ადამიანებს?" biggrin.gif

მათ ხედვას განაპირობებს მათი სულიერი მდგომარება ... უფრო სწორედ, ისინი ხომ სულერნი არ არიან?!
როგორც პავლე იტყოდა: ასეთ საკითხებზე სულიერი ხედვაა საჭირო და რასაც მოკლებულნი არიან მშვინვიერნი.

ყოველი ადამიანი თავად იმეტებს საკუთარ თავს ტანჯვისათვის.... ღმერთი კი სიყვარულია!
სიყვარული კი არც არავის სჯის და არც არავის იმეტებს დასასჯელად.

მათ უნდათ, რომ უფალმა ჩვენს მაგივრად გააკეთოს სწორი არჩევანი?!
- მაშინ ისინი ვერ წვდებიან იმ სიბრძნის სიღრმეს, რაც ''უფლის ხატების'' სახელს ატარებს,
და სამწუხაროდ არც თავისუფალი არჩევანის არსია მათთვის ცნობილი.

ერთისათვის უფლის გვერძე ყოფნა საუკუნე ნეტარებაა;
მეორესათვის კი - საუკუნე ტანჯვა;
... და ამ დროს, უფალი უცვლელია როგორც ერთისათვის ასევე მეორესათვის
- მას ორივეერთნაირად უყვარს.


ჯოჯოხეთის კარები შიგნიდანაა ჩაკეტილი!!!


უფალო შეგვიწყალე.




--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 13 2007, 09:26 PM
პოსტი #51


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ზურა
ციტატა
ჯოჯოხეთის კარები შიგნიდანაა ჩაკეტილი!!!

2kiss.gif

"მოკვდავო! ვიდრემდის მოკვდავ სხეულს ატარებ და ცვალებადობას ექვემდებარები, შეგიძლია, გახდე უარესი, ან - უკეთესი, მაგრამ, როდესაც ხრწნადობისა და მოკვდაობის სამოსს განიმოსავ, მაშინ შენში ან სიკეთის უკვდავი გრძნობა დარჩება, ან - ბოროტების უკვდავი გრძნობა. ზეცაში ახალი უღმერთო ვერ იშობა და "ჯოჯოხეთსა შინა" არავინ აღიარებს უფალს (ფს. 6.6)" წმ. იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 13 2007, 11:42 PM
პოსტი #52


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კითხვა ეხება ''ჯოჯოხეთის მარადიულობის'' საკითხს.

ორიგენის მთავარი არგუმენტი პავლე მოციქულის სიტყვებია, რომ
''ღმერთი იქნება ყველგან და ყველაფერში''

- მაშ მოვა დრო და ჯოჯოხეთიც აღარ იარსებებს?


- რას ფიქრომ პავლეს ამ ნათქვამზე?



გაგვიხარდა შენი გამოჩენა ზურაბ,

საკითხს რაც შეეხება, ეს ერთგვარად ორიგენეს დამახასიათებელი აზროვნებაა, სამწუხაროდ აქ ახლა დრო არა მაქვს, ორიგენეზე ჩავღრმავდეთ, თუმცა ეკლესიის ისტორიაში მალე გავხსნი ახალ თემას და იქ ვისაუბრებთ, ახლა უბრალოდ პავლეს სიტყვები დავინახოთ ჯოჯოხეთთან მიმართებაში: ისმის კითხვა, რა შეიცვლება ღმერთის მდგომარეობა მეორედ მოსვლის ან რაღაც დროის ან რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ? ან რა ახლა არაა ღმერთი ყველგან და ყველაფერში? ორიგენეს მიერ საკუთარ სწავლებაზე იქნა მორგებული ეს ციტატა და არა პირიქით, სინამდვილეში კი "იქნება"-ში იგულისხმება საბოლოო მშვიდობის, საბოლოო ნეტარების, საბოლოო გარჩევის დამყარება, ეშმაკის საბოლოო დამარცხება და მართალთა სრული და მარადიული ნეტარების დაწყება!

რაც შეეხება ორიგენეს ამ სწავლებას, ის ჯაჭვივითაა დაკავშირებული მის სხვა მცდარ სწავლებასთან, სადაც ის ასახელბდა, ეშმაკის დაცემის ნამდვილ მიზეზ "მოყირჭებას", აქ გასაგებია უკვე რომ პირველ ადგილზე არათუ ნებელობითი არჩევანი და მერე ამ მცდარ არჩევანში ურყევი გამყარება კი არ არის წამოწეული, არამედ უბრალოდ მადლში უცვლელი მდგომარეობის "მოყირჭება", ამის საწინააღმდეგო მოყვანილი კონტარგუმენტით შეგვიძლია გამოვყენოთ ამ საკითხთან დაკავშირებითაც, მამებმა სამოთხისეული ნეტარება შეადარეს ფერდობიდან დაგორებულ ლოდს, რომელიც ყოველ წამში უფროდაუფრო სწრაფად მიდის, ახლა წარმოვიდგინოთ მუდმივი ფერდობი და მუდმივად დაგორებული ლოდი ანუ მუდმივად მატებადი სიჩქარე, მიახლოებით ასეა სამოთხეში და შესაბამისად ასევეა ჯოჯოხეთშიც, თუკი სასუფეველში მუდმივად "უახლოვდებიან" ღმერთს და მუდმივად იზრდება მათი ნეტარება, ჯოჯოხეთში კი პირიქით მუდმივად "შორდებიან" და მუდმივად ზრდადია მათი ტანჯვაც, ერთიც და მეორეც გამოწვეული მხოლოდამხოლოდ თავისუფალი ნებით... ანუ, კარგად დაწერე:
ციტატა
ერთისათვის უფლის გვერძე ყოფნა საუკუნე ნეტარებაა;
მეორესათვის კი - საუკუნე ტანჯვა;
... და ამ დროს, უფალი უცვლელია როგორც ერთისათვის ასევე მეორესათვის
- მას ორივეერთნაირად უყვარს.


ჯოჯოხეთის კარები შიგნიდანაა ჩაკეტილი!!!


იხარე,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი May 14 2007, 12:12 AM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ


ჯოჯოხეთი?... ნამყოფი ვარ... წადით მეტალ კონცერტზე გვირაბში და ნახავთ რაცაა ჯოჯოხეთი ლაივში.

ჯოჯოხეთი არის აბსოლუტური სიცარიელის განცდა როცა არაფერი არ გახარებს არაფერი არ გინდა და ხარ სასტიკად დაგრუზული (და ეგ კიდევ ყველაზე კაი ვარიანტში.) ესაა განცდა ტანჯვისა და იმისა რომ ეს ტანჯვა სამართლიანია.


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ekusia
პოსტი May 14 2007, 12:21 AM
პოსტი #54


ekaterine
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 160
რეგისტრ.: 1-March 07
წევრი № 1,227



ჯოჯოხეთი ერთადერთი ადგილია, სადაც სამართლიანობა აღესრულება.
"მხოლოდ ჯოჯოხეთშია სამართალი, სამოთხეში მოწყალებაა, ხოლო დედამიწაზე _ ჯვარი". ეს ვინ თქვა შემახსენეთ, აღარ მახსოვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 14 2007, 12:26 AM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(Iona @ May 13 2007, 11:12 PM) *

ჯოჯოხეთი?... ნამყოფი ვარ... წადით მეტალ კონცერტზე გვირაბში და ნახავთ რაცაა ჯოჯოხეთი ლაივში.


ეგ არაა ჯოჯოხეთი, ეს არის როკ კონცერტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო "იმქვეყნიურ ლაივ ჯოჯოხეთთან"!

ციტატა(Iona @ May 13 2007, 11:12 PM) *

ჯოჯოხეთი არის აბსოლუტური სიცარიელის განცდა როცა არაფერი არ გახარებს არაფერი არ გინდა და ხარ სასტიკად დაგრუზული (და ეგ კიდევ ყველაზე კაი ვარიანტში.) ესაა განცდა ტანჯვისა და იმისა რომ ეს ტანჯვა სამართლიანია.


იონა, მამები ამბობენ რომ ჯოჯოხეთის სატანჯველებს ვერავინ გადმოსცემს ამქვეყნიური ენითო, ისეთი საშინელებააო, ასე რომ ნუ შეწუხდები ასე მარტივად კიდევ გადმოსცე და დაგვანახო ჯოჯოხეთის სატანჯველები biggrin.gif ასეთი მარტივი ტანჯვა რომ იყოს ჯოჯოხეთი მართლაც არავის შეეშინდებოდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 14 2007, 12:55 AM
პოსტი #56


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ჯოჯოხეთი - ეს არის ადგილი მივიწყებული. ეს ის ადგილია, სადაც არ აღწევს ღვთის წყალობის სხივები, ჯოჯოხეთი აღხოცილია ღვთის სიყვარულიდან.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 14 2007, 06:34 PM
პოსტი #57


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
სხვათა შორის ურწმუნოთა ერთ-ერთი საყვარელი თემაა - "ნუთუ ღმერთი, რომელიც სიყვარულია, საუკუნო ტანჯვისთვის იმეტებს ადამიანებს?"

yes.gif არ უნდა დაგვავიწყდეს ის,რომ ღმერთმა ადამიანი უკვდავი შექმნა და სამოთხეში დაასახლა(აქედან გამომდინარე,ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ წინასწარი დასკვნებისაგან),და არა ტანჯვისათვის გაიმეტა.
ადამიანი ისევ და ისევ თავისი ცოდვის გამო დაისაჯა და განიდევნა სამოთხიდან მიწაზე.მიწაზე,სადაც უფალმა დაუწესა მას დროებითი ცხოვრება და სულიერი განწმენდა.აქ,მიწაზე უნდა მოხდეს მისი მომზადება მარადიული ცხოვრებისათვის.
უფალმა ჩვენ ცოდვებისაგან განწმენდის და სასუფეველში მოხვედრის შანსი მოგვცა,ამისთვის უნდა ვმადლობდეთ მას.
ასე რომ,როგორც ზურამ დაწერა:
ციტატა
ყოველი ადამიანი თავად იმეტებს საკუთარ თავს ტანჯვისათვის.... ღმერთი კი სიყვარულია!
სიყვარული კი არც არავის სჯის და არც არავის იმეტებს დასასჯელად.






ციტატა
როდესაც მამა რაფაელს (კარელინი) მივმართე ამ სიტყვების ახსნის თაობაზე და კითხვით:
- მაშ მოვა დრო და ჯოჯოხეთიც აღარ იარსებებს?
სიმართლე ვთქვა ძალიან ბუნდოვანი პასუხი მივიღე.

ციტატა
თუ დეტალები დაგაინტერესებს.... მართალია გამიძნელდება ძველი მიმოწერის ამოქექვა,მაგრამ შევეცდები მოვიძიო მამა რაფაელის ხსენებული პასუხი.

ზურა მიდი რა,იქნებ რამე გვითხრა მაგ საკითხთან დაკავშირებით? smile.gif მე ძალიან მაინტერესებს... არ მახსოვს სად,მაგრამ ასეთი რამ გავიგე:მერე სამუდამოდ გაქრებიანო,თუ რაღაც ეგეთი blink.gif და შენ რას გვეტყვი?


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 14 2007, 07:17 PM
პოსტი #58


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ზურა მიდი რა,იქნებ რამე გვითხრა მაგ საკითხთან დაკავშირებით



მგონი გავეცი პასუხი smile.gif



ციტატა
მახსოვს სად,მაგრამ ასეთი რამ გავიგე:მერე სამუდამოდ გაქრებიანო,თუ რაღაც ეგეთი და შენ რას გვეტყვი?



ეგეც პასუხგაცემულია, ისე ცრუ სწავლება,უკვდავება ადამიანის შედადგენელი ნაწილია და უკან მას ღმერთი აღარ წაართმევს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი May 14 2007, 08:38 PM
პოსტი #59


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა


ეგ არაა ჯოჯოხეთი, ეს არის როკ კონცერტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო "იმქვეყნიურ ლაივ ჯოჯოხეთთან"!

ციტატა

შენ არყოფილხარ იქ და არ იცი.
რომ ყოფილიყავი მასე არ ილაპარაკებდი.

იონა, მამები ამბობენ რომ ჯოჯოხეთის სატანჯველებს ვერავინ გადმოსცემს ამქვეყნიური ენითო, ისეთი საშინელებააო, ასე რომ ნუ შეწუხდები ასე მარტივად კიდევ გადმოსცე და დაგვანახო ჯოჯოხეთის სატანჯველები ასეთი მარტივი ტანჯვა რომ იყოს ჯოჯოხეთი მართლაც არავის შეეშინდებოდა


სრულიად ვერა მაგრამ მე დაახლოებით ხვდები რაც უნდა ხდებოდეს

რომ ყოფილიყავი იმ "კონცერტზე" მასე არ ილაპარაკებდი


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი May 15 2007, 07:06 PM
პოსტი #60


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



ღმერთმა გადლოცოთ smile.gif

ციტატა(KAIROS @ May 13 2007, 11:42 PM) *
ან რა ახლა არაა ღმერთი ყველგან და ყველაფერში?

ჭეშმარიტად!
სწორედ ესაა, ასე ვთქვათ - საკითხის ქვაკუთხედი.
ციტატა
ერთისათვის უფლის გვერძე ყოფნა საუკუნე ნეტარებაა;
მეორესათვის კი - საუკუნე ტანჯვა


***

ჯოჯოხეთის მცნების არსის აღთქმა საკმაოდ სტერეოტიპული და დამახინჯებულია.
აქ თავი რომ არ მოგაწყინოთ საკუთარი ლაქლაქით:

- დაინტერესებულთ მსურს შევთავაზო ჩემი ერთი ძალიან საყვარელი და პატივცემული
ქრისტიან ღვთისმეტყველის ნაშრომი. მსურველს საშუალება ექნება მოუსმინოს მოს ერთ-ერთ განთქმულ ნაწარმოებს, რომელიც სწორედ ამ თემას ეხება.
არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები
ძალზედ პოზიტიურად უყურებენ სხვა ქრისტიანული კონცეფციის წარმომადგენელი ღვთისმეტყველის მოსაზრებებს.
ინგლისელი ღვთისმეტყველ კლავ ლუისის მიერ, XX საუკუნის დასაწყისში გამოთქმულ მოსაზრებებზე დაფუძნებულ ფართოდ ჩამოყალიბებულ აზრებს, ხშირად მოისმენთ იგივე (აქ ხშირად ნახსენები) კურაევისა თუ ოსიპოვის ლექციებში.

მაშ ასე, მოთხრობის მოკლე შინაარსი:
ტრადიციულად, ჯოჯოხეთიდან სამოთხეში სამოგზაუროდ მოემართება ავტობუსი;
ჯოჯოხეთის ბინადარნი ათვალიერებენ სამოთხეს, ხვდებიან თავის ძველ ნაცნობებს...
მათ შეუძლიათ სამოთხეში დარჩენა...
ძველი ნაცნობები, ახლობლები, საყვარელი ხალხი, თხოვენ რომ დარჩნენ...
მაგრამ.... მათ ეს არ შეუძლიათ! ... უბრალოდ აღარ შეუძლიათ..
ისინი თავად კეტავენ ჯოჯოხეთის კარს..
.


Клайв Стейплз Льюис
''Расторжение брака''

http://www.predanie.ru/mp3/Lewis/
http://www.tvspas.ru/audioarhiv01/1audiobooks_names/?ID=3744

***

KAIROS
რაც შეეხება ორიგენს... აქ მართლაც ძააალიან ბევრის თქმა შეიძლება.
არ დავმალავ- მას მე სიმპატიით ვუყურებ.

მართლმადიდებლობის სვეტად წოდებული წმ. ბასილი დიდი და მართლმადიდებლობაში, ღვთისმეტყველობის [დიდი ასოთი] წოდების სამი მქონედან ერთ-ერთი წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი , მას საკუთარ მასწავლებლად მოიხსენიებნენ;
ეპისკოპოსი წმ. დიონის ალექსანდრიელი, რომელმაც საველის ერესი საეკლესიო კრებაზე (261წ.) ანათემას გადასცა, ორიგენის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა;
რომელიც (ორიგენი) 18 წლის ასაკიდან, 30 წელიწადი ხელმძღვანელობდა განთქმულ სასულიერო სასწავლებელს ალექსანდრიაში.

ქრისტიანობის დასაცავად და ასევე მისიონერული საქმიანობისათვის, ორიგენი მიმართავდა ფილოსოფიას და ეძებდა საერთოს ბიბლიურ სიბრძნესა და საყოველთაოდ აღიარებულ ელინთა ფილოსოფიას შორის. თავისთავად ეს, ძალზედ მნიშვნელოვანი და საჭირო ეტაპი იყო ქრისტიანულ ღვთისმეტყველობაში

სხვათაშორის, ერესთან ჭიდილში ის მკაცრად იცავდა იმ დროისათვის
ეკლესიაში არსებულ ტრადიციულ ხედვასა და გავრცელებულ აზრს;
ფაქტობრივად იმას რასაც ჩვენც ვიზიარებთ; მაგრამ რატომ და როგორ ვიზიარებთ?!
ეს ჯერ კიდევ უნდა გაცხადებულიყო/ახსნილიყო...
მაშინ კი, დასაწყისში, ქრისტიანული ღვთისმეტყველობა პირველ ნაბიჯებს დგავდა;
ამიტომ დეცემა, ხშირად განპირობებული იყო არა სუბიექტური შეხედულობებისაგან,
არამედ არსებული ობიექტური ფაქტორებისაგან.

სამწუხაროდ, ორიგენის მოსწავლეებმა და მიმდევრებმა იმდაგვარად შეავსეს/ხელზე დაიხვიეს მისი სწავლება, რომ მისი სიკვდილიდან 300 წლის მერე - სწავლება ერესად შეირაცხა.

უფრო მეტსაც ვიტყვი, ის რაც ამ თემას ეხება

მართლმადიდებლობის სვეტად წოდებული, წმიდა ბასილ დიდის საქმის გამგრძელებელი,
ეკლესიის მამა, განთქმულ კაპადოკიელთა წარმომადგენელი წმიდა გრიგოლ ნოსელის
ინიციატივით კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსად დადგინდა ეკლესიის
უდიდესი მამა და ღვთისმეტყველი დიდი ასოთი, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი - რომელიც
იზიარებდა ''აპოკატასტასის'' [(a)pokata/stasij] იდეას,
... და რაც 543 წელს კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრებაზე ანათემას გადაეცა.

(a)pokata/stasij - ბერძ. ''აღდგენა, დაბრუნება საწყის მდგომარეობაში''
სწავლების არსი: საბოლოოდ ყოველგვარი ბოროტება მოისპობა, ყველა გადარჩება,
ჯოჯოხეთი არ აიარსებებს...

სწავლების ფუძემდებელი - ორიგენი


sofi89
ზევით ნათქვამი შემიძლია შევავსო ხსენებული კითხვა/პასუხით

I კორინთელთა მიმართ 15:28.
ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი,
მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას,
რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი,
რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა.


ციტატა
- Здравствуйте, уважаемый отец Рафаил!

''Когда же все покорит Ему,
тогда и Сам Сын покорится Покорившему все Ему,
да будет Бог все во всем.'' [IКор.15:28]

Бог будет "Все во всем" - т. э. Во время Своего последнего пришествия Иисус Христос поставит последнюю точку в Своей победе над дьяволом и затем Бог - Отец, Сын и Святой Дух - будет править всем творением.
- А как же Ад?
- Не указывает ли это на тот факт, что в конце концов Ад как токового не станет?
- Исходя из этого, куда денутся грешники?


Архимандрит Рафаил:
- Зураб! Ад будет вычеркнут из памяти Божьей и предан забвению. Сатана и грешники хоть существуют, но они не живы, - они духовные мертвецы. Ад – это антибытие, это вечная смерть без уничтожения. Поэтому, под словом "все во всем" подразумеваются те, кто имеют вечную жизнь. Так, например, самое загадочное из числовых знаков "нуль" сам по себе, вне других чисел – существует и не существует. Не существует в том смысле, что он указывает на отсутствие, а не на присутствие. Ад – это отсутствие жизни, это темный негатив бытия. Он выпал из любви Божией, выпал из памяти святых и превратился в великое ничто. Эту мысль трудно понять, так как у нас другие категории бытия. Помоги вам, Господи.


ანუ... მამა რაფაელის აზრით: ჯოჯოხეთი იარსებებს, მაგრამ დავიწყებული იქნება, უფლის მეხსიერებიდან ამოვარდება და ა.შ. ამიტომ როდესაც ნათქვამია, რომ უფალი იქნება ყველგან და ყოველივეში - ამ ყველაფერში არშედის ე. წ. ''დავიწყებული ჯოჯოხეთი''

მე ვერ დავეთანხმე ამ მოსაზრებას და ამის შესახებ არაერთხელ გამოვთქვი აზრი აქ...
უფალი ყველგან არის და იქნება... უბრალოდ
ციტატა
ერთისათვის უფლის გვერძე ყოფნა საუკუნე ნეტარებაა;
მეორესათვის კი - საუკუნე ტანჯვა

გაიხსენე როგორ თხოვდნენ ავი სულები მაცხოვარს: - განგვშორდი, ნუ გვაწვალებ, ნუ გვტანჯავ...


უფალო შეგვიწყალე.


--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

20 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი