IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ლელობურთი, დაკა დოლი გაწი გარმონი :D
gurulo
პოსტი Feb 21 2010, 01:17 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



ლელობურთი არის გურიის ერთ–ერთი კოლორიტული ტრადიცია, რომელიც ყოველი წლის აღდგომა დღეს იმართება სოფელ შუხუთში. ვინცობაა რამე საინტერესო იცოდეთ ამ თემის შესახებ, ნუ მოგერიდებათ, გაგვიზიარეთ. მე კი შემოგთავაზებთ ერთ სტატიას და ერთ შესანიშნავ ფილმს – ლელოს შემობრუნება. ეს ფილმი გადაღებულია 1981-84 წლებში და სავსეა ტრადიციული მუსიკალური ნიმუშებით. ა მაგალითად, გურული ბებო ღიღინებს აგუნას, რომელიც თავის მხრივ მევენახეობა – მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაებაა, ხოოდა ღვინის დამზადების პროცესში იტყოდნენ ამ სიმღერას – აგუნა


“თაგვებს ჭირნახული ჩაელაგებინა და მოცლილთ ლელობურთი გაეჩაღებინათ.
უშველებელ კაკალს ხან აქეთ ისროდნენ და ხან იქით, გადაჰქონდათ ორღობიდან ორღობეში, ბანიდან ბანზე, კორდიდან კორდზე. დიდი გნიასი და ჟრიამული იდგა. მაყურებელი შეძახილებით ამხნევებდა თავის გუნდს” – ეს სიტყვები ალბათ ყველას გვახსოვს, რადგან ნებისმიერი ჩვენთაგანის ბავშვობის საყვარელი “წუნა და წრუწუნადანაა”. მაშინ ალბათ ბევრმა არც ვიცოდით, რომ ჩვენში დღეს ლელობურთს ისევ თამაშობენ და თან ისე რომ...
მე-19 საუკუნეში ლელობურთი დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდა. ქუთაისში ლელობურთის თამაშის ადგილი იყო საფიჩხიაზე ე.წ. ხარაზოვის ბაღის მიდამოებში. თუმცა ის რაც გურიაში ხდებოდა და დღესაც ხდება, სულ სხვა ამბავი იყო, არის, და ალბათ იქნება კიდეც...
გურიაში, სოფელ შუხუთში თენდება აღდგომის დილა. ღამენათევი სამწყსო ტაძრიდან გამოდის. სოფელი ივსება ემოციით და ძალით. ლელო უნდა გავარდეს. მოხუცებისთვის ეს ტკბილი მოგონებაა, ბავშვებისთვის დიდობის ოცნება. შუათანა თაობას კი სისხლი ნელნელა უჩქროლდება. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვინ თამაშობს და ვინ არა. მთავარია ლელო გავარდეს.
სულის შეხუთვა, ძვლების ჭახაჭუხი, ოფლი და მტვერი, ყველაფერი ერთად აზელილი. მხოლოდ ერთი აზრი გამოძრავებს, წინ უნდა მიაწვე. არა, ისე ხუმრობა იქით იყოს და ხანდახან კბენაც მოდის ლელოში.
ხასანბეგ თავდგირიძეს, აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი დაკვრით რომ მოჰკვეთა თავი შუხუთთან ბრძოლაში, მაგის სახელზეა დაწერილი ხასანბეგურა და მაგის სახელზეა ლელოს თამაშიც შუხუთში. ისტორიას ასე შემოუნახია ეს ბრძოლა. ,,გურულებმა ხელჩართულ ბრძოლაში სულ ხელისკვრით და მიწოლით გადაყარეს თათრები ჩოლოქს გადაღმაო".
ხასანბეგის 9 ათასიან არმიასთან ბრძოლის რიტუალია, იგივე ლელო შუხუთში. ვისაც რამდენი კაციც შეგიძლიათ ომში გამოიყვანეთო, შემოუთვლია ხასანბეგს. ლელოშიც ასეა. ვისაც რამდენი შეუძლია, იმდენი მოთამაშე გამოყავს.
ლელო ომია, იგივე თამაშად ქცეული, როგორც ხორუმია, როკვად დარჩენილი ომისწინა საბრძოლო რიტუალი.
ლელობურთი შუხუთში ყოველ აღდგომა დღეს, საღამოს 5 საათზე იწყება და როდის დამთავრდება, ამის თქმა წარმოუდგენლად ძნელია. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ, ზემოურები და ქვემოურები) არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად 16 კილოგრამიანი, საქონლის ტყავისაგან შეკერილი ბურთით ეპაქრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისაკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირებთან ახლოს დადებს.
თამაშს ტრადიციისამებრ შუხუთის ტაძრის მღვდელი იწყებს (ამჟამად მამა საბა) რომელიც ბურთს აგდებს და თუ დროულად არ მოასწრო მოთამაშეებს გარიდება, ადვილი შესაძლებელია, რომ ხალხის მასამ დიდ ჭყლეტვაში ჩაიყოლოს.
შუხუთურ ლელობურთს არ გააჩნია რაიმე განსაკუთრებული (მეტადრე გაწერილი) წესები. თამაშში ქალებიც მონაწილეობენ, ახალგაზრდებიც, ბავშვებიცა და მოხუცებიც. არც ის იფიქროთ, რომ რაიმე განსაკუთრებული საპრიზო ფონდი იყოს დაწესებული. (ხშირ შემთხვევაში ლეგენდარული “ცხვარი და ოციანიც” კი არა) მოთამაშეების უმთავრესი მოტივაცია ის გახლავთ, რომ გამარჯვებულ გუნდს ბურთი სასაფლაოზე ააქვს და ახლადგარდაცვლილი რომელიმე თანასოფლელის საფლავზე მიუჩენენ სამუდამო ადგილს.
შუხუთის სასაფლაო ხომ ერთგვარი “სპორტული დიდების მუზეუმია”, სადაც ლამის უხსოვარი დროიდან მოყოლებული, უამრავი ლელოს ბურთი აწყვია ძველსა თუ ახალ საფლავებზე და ლანჩხუთელები სწორედ ამგვარად გამოხატავენ წარსულის პატივისცემას. მხოლოდ საფლავებზე დადებული ბურთების დათვლით შეგვიძლია გავიგოთ, ზემოურები უფრო კარგად ჩაუქობენ თუ ქვემოურები.
სხვათა შორის, ლელოს ბურთი გურიიდან ერთადერთხელ გავიდა. ეს 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მოხდა, როდესაც გამარჯვებულმა გუნდმა ბურთი მშობლიური სოფლის ნაცვლად თბილისში, რუსთაველის გამზირზე წაიღო და პატივი მიაგეს რუსული საოკუპაციო ჯარის მიერ დახოცილ ქართველებს.
ესპანეთში, ინგლისში, იტალიასა თუ ძველ ტრადიციებს გადაყოლილ სხვა ქვყნებში, ზოგან გავეშებული ხარების ჯოგებს დასდევენ და ზოგან პომიდორსა თუ ვაშლატამას უშენენ ერთმანეთს და ამ სანახაობებზე დასასწრებად უამრავ ტურისტსაც მასპინძლობენ. ძალიან მეეჭვება, რომ პომიდვრების სროლა შუხუთურ ლელობურთზე საინტერესო სანახაობა იყოს. © ლევან სეფისკვერაძე 24/04/09


დოკუმენტურ-მხატვრული ( ნაღდად ასეა ) ფილმი - ლელოს შემბრუნება.
სცენარის ავტორი და ფილმის მხატვრული ხელმძღვანელი -ლერი სიხარულიძე ( ხუხუნაიშვილი, ზემო აკეთელი rolleyes.gif ), კაცია მარა გვარი შეიცვალა რაღაც მიზეზების გამო..
რეჟისორები - ირაკლი მახარაძე და პაატა ტაბაღუა











--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xixaneli
პოსტი Feb 21 2010, 01:22 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 20-February 10
წევრი № 8,216



ძალიან საინტერესო და ძალიან საშიში biggrin.gif ერთხელ ვუყურეეე...ვავა,ჩემს დღეს უბედურს biggrin.gif


--------------------
ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Feb 21 2010, 01:31 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



xixaneli
დაგენანა ტანსაცმელი თუ? მე დიდი სიამოვნებით შევყოპდი თავს მაგ გაუგებრობაში biggrin.gif

პ.ს. მოდერს ვთხოვ შეუცვალოს თემას სათაური და დარქვას მას – ლელობურთის ტრადიცია შუხუთში


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Feb 22 2010, 12:54 PM
პოსტი #4


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



აქ დავდებ ამონარიდს აპოლონ წულაძის "ეთნოგრაფიული გურია"-დან ამ თამაშის შესახებ:

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 11:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი