სტიქაროსნის (იპოდიაკვნის), კანონიკური უფლება-მოვალეობანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სტიქაროსნის (იპოდიაკვნის), კანონიკური უფლება-მოვალეობანი |
კანონისტი |
Mar 20 2007, 08:41 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მათე ვლასტარის ანბანური სინტაგმა, ასო Y, თავი 4
ლაოდიკიის კრების 21-ე კანონი ბრძანებს: იპოდიაკვნებს ეკრძალებათ სადიაკვნეში შეეხონ წმინდა ჭურჭელს, რომლებიც განკუთვნილია მსხვერპლშეწირვისათვის მოტანილ პურსა და ღვინოზე მღვდელმოქმედების შესასრულებლად (აქ მითითებულში იგულისხმება შემდეგი): რომ მათ არ აქვთ უფლება შეასრულონ სადიაკვნო მსახურება. სხვა წმინდა ჭურჭელზე შეხება, მათი მღვდელმოქმედებისათვის მომზადება, მილაგება და სუფთა ადგილას დადება იპოდიაკვნებს არათუ აქვთ უფლება, არამედ სწორედ ამაში მდგომარეობს მათი მსახურება 25-ე (იმავე კრების) კანონი არ რთავს მსახურებს, ე.ი. იპოდიაკვნებს ნებას რომ გაუყონ პური ან აკურთხონ ბარძიმი. 43-ე (იმავე კრების) კანონი არ რთავს იპოდიაკვნებს ნებას, რომ საღვთო ლიტურგიის დროს ილოცონ ხალხისთვის, სეეხონ წმინდა საიდუმლოს, ვინაიდან ესენი სამღვდელო საქმეებია, მაგრამ ნებადართულია წმინდა ეკლესიის კართან დგომა და მისი მცირე ხნით არდატოვება, რათა შემოიყვანოს და გაიყვანოს კათაკმევლები, სინანულში მყოფნი და სხვები. ეს არის ეკლესიის ერთ-ერთი განწესი, ანუ მოვალეობა მსახურებისა და იპოდიაკვნებისა, რამდენადაც აღემატებიან ერსიკაცთ, ხოლო ჩამოუვარდებიან მღვდელმსახურთ. გავაგრძელებ......... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
sanfol |
Nov 21 2014, 02:08 PM
პოსტი
#81
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
ღმერთი რამდენით დიდია შენზე?როგორ მიმართავ მას? საინტერესოა არ დავფიქრებულვარ ამაზე -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
გიოოო |
Apr 30 2023, 09:09 PM
პოსტი
#82
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 30-April 23 წევრი № 15,363 |
რაც შეეხება სტიქაროსნების პრანჭვას და დაქალებისთვის უფრო მეტი სეფისკვერის მიცემას მე ვფიქრობ ეს ძალიან ცუდია. სამწუხაროდ არიან სტიქაროსნები (მათ შორის ჩემს ეკლესიაშიც) რომელთაც მხოლოდ იმიტომ აცვიათ სტიქრები, რომ როცა ბევრი ხალხი იქნება ეკლესიაში არ შეწუხდნენ ხალხში დგომით, ან იმის გამო რომ გოგოებს გაეპრანჭონ და სტიქრებით ,,იბლატაონ", ან იმიტომ რომ ბევრი სეფისკვერი შეხვდეთ და იმას კი ვერ ხვდებიან რომ ისინი ანგელოზებს (ქერუბიმს) განასახიერებენ და განა შეიძლება ქერუბიმი იყოს ასეთი? მე ვარ რუსეთში იპოდიაკონი და იქ სტიქაროსნებიც არიან ეძახიან понамарь ანუ იპოდიაკონი ნიშნავს მეუფის ან მიტროპოლიტის მსახურს რომელიც მოსავს, ნბანს მეუფის ხელს რიკირი დიკირი მირთმევა მეუფეზე. მიყვება მეუფეს კეგლიამდე და კეგლიაშიც ემსახურება. მიყვება გასვლითი მსახურებაზე სხვა ეკლესიაში და სტიქაროსნები კი რჩებიან იმ ეკლესიაში. ტრაპეზზე და სამკვეთლოზე შეხების უფლება არ აქვთ. სტიქარი სხვანაირია როგორიც აქვს დიაკონს და ოლარი რომელიც ჯვარედნულად კეთდება. ხო გინახავთ როდესაც ზიარება იწყება დიაკვნებს ოლარი რო უკეატიად მასე. შეუძლია სტიქაროსანს და მთავარ სტიქაროსანს უბრძანოს. უფრო მეტი უფლებები აქვს რაც შეეხება სტიქაროსნების პრანჭვას და დაქალებისთვის უფრო მეტი სეფისკვერის მიცემას მე ვფიქრობ ეს ძალიან ცუდია. სამწუხაროდ არიან სტიქაროსნები (მათ შორის ჩემს ეკლესიაშიც) რომელთაც მხოლოდ იმიტომ აცვიათ სტიქრები, რომ როცა ბევრი ხალხი იქნება ეკლესიაში არ შეწუხდნენ ხალხში დგომით, ან იმის გამო რომ გოგოებს გაეპრანჭონ და სტიქრებით ,,იბლატაონ", ან იმიტომ რომ ბევრი სეფისკვერი შეხვდეთ და იმას კი ვერ ხვდებიან რომ ისინი ანგელოზებს (ქერუბიმს) განასახიერებენ და განა შეიძლება ქერუბიმი იყოს ასეთი? მე ვარ რუსეთში იპოდიაკონი და იქ სტიქაროსნებიც არიან ეძახიან понамарь ანუ იპოდიაკონი ნიშნავს მეუფის ან მიტროპოლიტის მსახურს რომელიც მოსავს, ნბანს მეუფის ხელს რიკირი დიკირი მირთმევა მეუფეზე. მიყვება მეუფეს კეგლიამდე და კეგლიაშიც ემსახურება. მიყვება გასვლითი მსახურებაზე სხვა ეკლესიაში და სტიქაროსნები კი რჩებიან იმ ეკლესიაში. ტრაპეზზე და სამკვეთლოზე შეხების უფლება არ აქვთ. სტიქარი სხვანაირია როგორიც აქვს დიაკონს და ოლარი რომელიც ჯვარედნულად კეთდება. ხო გინახავთ როდესაც ზიარება იწყება დიაკვნებს ოლარი რო უკეატიად მასე. შეუძლია სტიქაროსანს და მთავარ სტიქაროსანს უბრძანოს. უფრო მეტი უფლებები აქვს |
marine |
May 1 2023, 05:28 PM
პოსტი
#83
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,036 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გიოოო
გიო, გმადლობთ ინფორმაციისთვის. კეთილი იყოს თქვენი ფორუმელობა! კიდევ დაპოსტეთ ხოლმე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2024 - 01:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი