გაზეთი ''ქართული გალობა", ქართული გალობის ყველა გულშემატკივარს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გაზეთი ''ქართული გალობა", ქართული გალობის ყველა გულშემატკივარს |
ჯამბაკური |
Nov 17 2006, 04:45 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
როგორც მოგეხსენებათ დაარსდა გაზეთი " ქართული გალობა", საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის ყოველთვიური გამოცემა.
ეს არის უშუალოდ ქართული გალობისადმი მიძღვნილი პირველი პერიოდული გამოცემა. წლების მანძილზე გვქონდა სურვილი მსგავსი გაზეთის ან ჟურნალის გამოცემის, მაგრამ როგორც ყველა სასიკეთო საქმეს, ამ წამოწყებასაც მრავალი დაბრკოლება შეხვდა. ღვთის შეწევნით, მოხერხდა სათანადო ხალხის შემოკრება და იმედი გვაქვს მრავალ სასიხარულო ცნობას მივაწვდით ჩვენს მკითხველს. გულითადად გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ გაზეთს. უპირველესად ლოცვითი შეწევნა გესაჭიროება და ამის გარდა თუ სისტემატიურად, თვეში ერთხელ შეიძენთ გაზეთის ნომრებს, ამით დაეხმარებით ამ დიდებულ საქმეს. საბედნიეროდ, მოწმენი ვართ ძველი ქართული გალობის აღორძინების პროცესის და თქვენც გაქვთ საშუალება მცირედი წვლილის შეტანისა. გთხოვთ ამ თემის საშუალებით თვენი აზრი და შენიშვნები მოგვაწოდოთ. გაზეთ "ქართული გალობის" შემდგომი წარმატება თქვენზეც არის დამოკიდებული. -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
კანუდოსელი |
Nov 17 2006, 05:11 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ძალიან კარგი წამოწყებაა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ამ საკითხში ნამდვილად არაფერი გამეგება და დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი მეცნიერულ და ისტორიულ წყაროებს. უფალი გფარავდეთ.
ასეთი კითხვა მექნებოდა, ონლაინ შესაძლებელი იქნება ნახვა მაგ გამოცემის? მე არ ვარ საქართველოში და ამიტომ მისი შეძენა ვერ მომიხერხდება. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ჯამბაკური |
Nov 17 2006, 06:52 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
ასეთი კითხვა მექნებოდა, ონლაინ შესაძლებელი იქნება ნახვა მაგ გამოცემის? მე არ ვარ საქართველოში და ამიტომ მისი შეძენა ვერ მომიხერხდება. იმედი მაქვს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსდება გაზეთის ნომრები. ან ვებ გვერდის- orthodoxy.wanex.net-ის მესვეურებს ვთხოვთ შესაბამის განყოფილებაში განათავსონ PDF ვერსიები. -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
დათიკო |
Nov 17 2006, 07:09 PM
პოსტი
#4
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ჯამბაკური
ღმერთმა გაახაროს და გააძლიეროს ამ საქმის ყველა წამომწყები და სულისჩამდგმელი. აუცილებლად შევიძენ ამ გაზეთს სისტემატიურად. მთავარია ყველგან იყოს და ძებნა არ დაგვჭირდეს. თუ იცი რა ტირაჟით გამოდის? |
ჯამბაკური |
Nov 17 2006, 07:27 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
ჯამბაკური თუ იცი რა ტირაჟით გამოდის? ტირაჟი იყო 2000 ცალი ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, მაგრამ ვითარებამ გვაიძულა 1500 ცალზე ჩამოვსულიყავით . იმედია ტირაჟის შემდგომი ცვლილება ზრდისკენ იქნება და არა პირიქით. -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
ჯამბაკური |
Nov 17 2006, 07:38 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
ჯამბაკური აუცილებლად შევიძენ ამ გაზეთს სისტემატიურად. მთავარია ყველგან იყოს და ძებნა არ დაგვჭირდეს. ეს გაზეთი ვრცელდება "საპატრიარქოს უწყებანის" გამავრცელებლების მიერ, ანუ სადც უწყებანი იქნება "ქართული გალობაც" უნდა იყოს. -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
მნათე |
Nov 17 2006, 08:02 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მიხარია. . .ერთ ნომერში ჩავიჭყიტე და საკმარისი აღმოჩნდა უამრავი რამის "სწრაფი წესით" ასათვისებლად
ღმერთმა დალოცოს ყველა წამომწყები და ხელის შემწყობი საზოგადოებაში (მათ შორის ჩემში) მინიმალური რამაა გალობაზე ცნობილი, რაც ხშირად ისეთ გაუგებრობებს ბადებს ამ განყოფილებაში უხვად რომ იფრქვება. . . . -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Nov 17 2006, 08:06 PM
პოსტი
#8
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ჯამბაკური
ციტატა ტირაჟი იყო 2000 ცალი ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, მაგრამ ვითარებამ გვაიძულა 1500 ცალზე ჩამოვსულიყავით .იმედია ტირაჟის შემდგომი ცვლილება ზრდისკენ იქნება და არა პირიქით. პატარა ტირაჟი ყოფილა. არა უშავა გაიზრდება ფასიც გვითხარი ბარემ |
ჯამბაკური |
Nov 17 2006, 08:17 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
-------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
დათიკო |
Nov 17 2006, 08:19 PM
პოსტი
#10
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ჯამბაკური
ციტატა სულ რაღაც 40 თეთრი. გაიხარე აუცილებლად შევიძენ |
კანუდოსელი |
Nov 17 2006, 08:51 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ღმერთმა გაგაძლიეროთ ამ საქმის დამწყებნი...მართლა კარგი საქმეა, მით უმეტეს ახლა.
უფალი გფარავდეთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ალექსანდრე |
Nov 18 2006, 01:53 AM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მე შევიძინე და ძალიან საინტერესო გაზეთია, გაახაროს უფალმა ამ გაზეთის დამფუძნებლები
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
S a l l y |
Nov 19 2006, 09:34 PM
პოსტი
#13
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
ძალიან კარგია,აუცილებლად შევიძენ
ვისი რედაქციით გამოდის? -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
ჯამბაკური |
Nov 20 2006, 12:03 AM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
ძალიან კარგია,აუცილებლად შევიძენ ვისი რედაქციით გამოდის? ალბათ რედაქტორს კითხულობთ ?! გაზეთის რედაქტორია ბატონი თამაზ გაბისონია, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის წევრი, სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი და რაც მთავარია ძალიან კარგი ადამიანი. ბატონი თამაზი არის ნამდვილი პროფესიონალი. ისე რასაც მან მოკიდა ხელი ყველაფერმა გაამართლა, იმედია ჩვენი გაზეთი არ იქნება გამონაკლისი -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
მნათე |
Nov 20 2006, 12:06 AM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ალბათ რედაქტორს კითხულობთ ?! გაზეთის რედაქტორია ბატონი თამაზ გაბისონია, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის წევრი, სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი და რაც მთავარია ძალიან კარგი ადამიანი. ბატონი თამაზი არის ნამდვილი პროფესიონალი. ისე რასაც მან მოკიდა ხელი ყველაფერმა გაამართლა, იმედია ჩვენი გაზეთი არ იქნება გამონაკლისი შენი თავი არ ახსენო არაფრით ამ გაზეთის სულის ჩამდგმელი გახლავთ ბატონი ლუარსაბ ტოგონაძე იგივე ჯამბაკური. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Nov 20 2006, 12:41 AM
პოსტი
#16
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
დღეს შევიძინე მე-3 ნომერი:
განსაკუთრებით სოტირისს ვურჩევდი ყველა ნომრის წაკითხვას, ასევე მამიას და ანუშკას ზოგისთვის ფრიად სასარგებლო იქნება იმის გაგება, თუ როგორ იღვწოდნენ ქართველი წმინდანები ქართული გალობის აღორძინებისთვის (წმ. გაბრიელ ქიქოძე, წმ. ალექსანდრე ოქროპირიძე და ა.შ.) რაც ყველაზე მეტად მომწონს, მარტო პროფესიონალებისთვის არაა და ჩემნაირ რიგით მოკვდავებზეცაა გათვლილი მოკლედ მივესალმები ამ გამოცემას, დიდი ხანია გვჭირდებოდა. განსაკუთრებით კი ახლა, როცა ამდენი მტერი გამოუჩნდა ქართულ გალობას საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ეს გაზეთი თანდათანობით ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს... ღმერთი შეეწიოს მის გამომცემლებს ამ კეთილ საქმეში! -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
დათიკო |
Nov 20 2006, 05:01 PM
პოსტი
#17
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
როგორც იქნა შევიძინე გაზეთი. ნაწილის წაკითხვაც მოვასწარი. კარგი გაზეთია და ღმერთმა გააძლიეროს, გაუზარდოს ტირაჟი და მკითხველი
|
tekla1 |
Nov 21 2006, 01:52 AM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 21-November 06 წევრი № 500 |
გილოცავთ.
აუცილებლად შენიძენ და წავიკითხავ. |
Sotiris |
Nov 28 2006, 03:23 AM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ჯამბაკურ, ახლა დავიწყე პირველი ნომრის გაცნობა და ერთი ხარვეზიც მომხვდა თვალში. მაგდა წერს: "ცნობილია ისიც, რომ VI საუკუნის გასულს, საქართველოს ეკლესიის ოცდათხუთმეტ ეპარქიაში (გარდა ცურტავისა) ღვთისმსახურება ქართულად სრულდებოდა". აქ ისე გამოდის, თითქოს ყველა ეპარქიაში ქართულად სრულდებოდა ღმრთისმსახურება, ერთი ცურტავის ეპარქიაში არ სრულდებოდა. არადა სინამდვილეში ქართულ ენაზე ღმრთისმსახურება ცურტავშიც იყო, უბრალოდ სომხურთან ერთად თანაარსებობდა იმ დროს. მაგდამ რა იგულისხმა არ ვიცი, მაგრამ სხვანაირი აზრი კი გამოდის. მოკლედ თუ რამე შეცდომაა მანდ, შემდეგ ნომერში კომენტარი გააკეთეთ.
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ჯამბაკური |
Nov 28 2006, 04:33 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
Sotiris
აუცილებლად გადავცემ მაგდას. ისე მიხარია, რომ ჩვენს გაზეთს ჰოლანდიაშიც კითხულობენ. -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 02:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი