IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ცოცხალი სამყაროს ევოლუციის თეორია., ანუ რამდენი წლისაა ადამიანი და ფორმირდა თუ არა იგი მაიმუნისგან?
რამდენი წლისაა და როგორ ფორმირდა ადამიანი?
რამდენი წლისაა და როგორ ფორმირდა ადამიანი?
7000 წლისაა. ფორმირდა დამოუკიდებლად, პირდაპირი გზით, არაფრისგან, ბუნებასთან ფიზიკურ-ბიოლოგიური კავშირის გარეშე. [ 19 ] ** [26.76%]
200.000 წლისაა. ფორმირდა დამოუკიდებლად, პირდაპირი გზით, არაფრისგან, ბუნებასთან ფიზიკურ-ბიოლოგიური კავშირის გარეშე. [ 9 ] ** [12.68%]
200.000 წლისაა. ფორმირდა მაიმუნისგან, რამოდენიმე მილიონწლიანი გენეტიკური ცვლილების და განვითარების შედეგად. [ 11 ] ** [15.49%]
არ ვიცი. [ 32 ] ** [45.07%]
სულ ხმები:: 71
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
გიორგი
პოსტი Jul 19 2009, 10:14 PM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ბიოლოგიაში, ევოლუცია ეწოდება ორგანიზმთა ამა თუ იმ პოპულაციის გენეტიკური ინფორმაციის ცვლილებას ერთი თაობიდან მომდევნო თაობამდე.

მოსაზრება, რომ ცოცხალი სამყარო და მასში შემავალი ყველა სახეობა განვითარდა ერთმანეთისგან გამომდინარე გარდაქმნის ანუ ტრანსმუტაციის გზით, წარმოიშვა ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. VI საუკუნეში ანუ 2600 წლის წინათ. ეს აზრი პირველად გამოთქვა ბერძენმა ფილოსოფოსმა ანაქსიმანდრემ. ცხადია უძველეს დროში არ არსებობდა ბიოლოგიის, გენეტიკის ან თუნდაც ფიზიკის ცოდნა და მისგან გამომდინარე დათარიღების მეთოდები, მაგრამ ამგვარი მოსაზრება გაჩნდა ელემენტარული ლოგიკის შედეგად: ყველა ცოცხალი ორგანიზმი მეტ-ნაკლებად, ფიზიკურად წააგავს ერთმანეთს, მათ შორის ადამიანიც. ადამიანი განსაკუთრებით კი გავს მაიმუნს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის პრინციპულად გავს ყველა ძუძუმწოვარს, რადგან გააჩნია პრაქტიკულად იგივე ორგანოები (ორი თვალი, ორი ყური, ერთი ცხვირი, ოთხი კიდური და ასევე იდენტური შინაგანი ორგანოები, სტრუქტურულად 90% იდენტურია).

ანაქსიმანდრეს შემდეგ მრავალი სხვადასხვა სწავლული თუ ფილოსოფოსი ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას ანუ ევოლუციის თეორიას, რომ ცოცხალი სამყაროს ყველა სახეობა ფორმირდა ევოლუციის შედეგად, რომლის ერთ-ერთ ბოლო საფეხურზე (ამ მომენტისთვის) ადამიანი ფორმირდა მაიმუნისგან. ცხადია იმ დროისათვის ეს ზედაპირულ ლოგიკას ემყარებოდა მხოლოდ, რომ ცხოველები ფუნქციურად წააგავენ ერთმანეთსაც და ადამიანსაც.

შემდეგ დროთა განმავლობაში ამ იდეამ საფუძველი გაიმყარა და მისი საკმაოდ სერიოზული მიმდევრები იყვნენ ჩარლზ დარვინი და ჟან-ბატისტ ლამარკი. კვლევები ამ მიმართულებით ახალ ფაზაში მხოლოდ XX საუკუნეში შევიდა, როდესაც ოსვალდ ეივრიმ დაამტკიცა, რომ დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) არის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი და შესაბამისად დაკვირვებადია. ამის შემდეგ წინა პლანზე გადმოვიდა მოლეკულური ბიოლოგია. საბოლოოდ კი ჩამოყალიბდა ევოლუციური ბიოლოგია, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველა ცოცხალ არებას/სახეობას საერთო წინაპარი - პირველი სიცოცხლე ჰყავდა.

თანამედროვე ევოლუციური ბიოლოგია დასაშვებად მიიჩნევს გენეტიკური ინფორმაციის ცვლილებას დროთა განმავლობაში. (იცვლება ნუკლეოტიდთა მიმდევრობა და შესაბამისად კოდირებული ინფორმაცია)

თანდათანობით ნათელი ხდება, რომ ერთი სახეობისგან სრულიად შესაძლებელია მეორე სახეობის წარმოშობა. ბევრი მეცნიერი იზიარებს ქრომოზომების რაოდენობის შეცვლის შესაძლებლობასაც.

....მაგრამ მოდით და ცოტა ხანი თავი დავანებოთ მიკრობიოლოგიას და ამ საქმეში გასათვითცნობიერებლად მივმართოთ სხვა დისციპლინებსაც, რომ უფრო ნათელი სურათი წარმოვიდგინოთ.

დედამიწა შეიქმნა 4.54 მილიარდი წლის წინათ. ამას ამტკიცებს გაცილებით ზუსტი მეცნიერებები ვიდრე ბიოლოგიაა. დედამიწაზე სიცოცხლე შეიქმნა 3.8 მილიარდი წლის წინ. ვისთვისაც ეს რიცხვები მარტო სახელები არ არის და რეალურად გააჩნია იმის შეგრძნება რას ნიშნავს "სამი ათას რვაასჯერ მილიონი" (ანუ 3.8 მლრდ) წელიწადი, მაშინ როდესაც უძველესი ეგვიპტე მხოლოდ "ახლახანს", ოთხი ათასი წლის წინ არსებობდა, ის თავისთავად და ლოგიკურად მივა იმ დასკვნამდე რომ მართლაც მოხდა ევოლუცია. უბრალოდ სხვაგვარად წარმოუდგენელია, რომ დედამიწაზე რამოდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, უცვლელი და სტატიკური სიცოცხლე იყო და სრულიად უცვლელად დაიბადა, ბუდე აიშენა, იცოცხლა და დაიღუპა ცოცხალი ორგანიზმების ტრილიონობით თაობა... და რომ ღმერთი, ევოლუციის გვერდის ავლით, ყოველგვარი ბიოლოგიური ცვლილებების გარეშე, შიგადაშიგ (პირობითად ვთქვათ ყოველ 300 მილიონ წელიწადში ერთხელ), ამ 3.8 მილიარდი წლის განმავლობაში, დედამიწაზე მოავლენდა/გააჩენდა რაღაც ახალ-ახალ ცხოველთა, ფრინველთა თუ მცენარეთა სახეობებს მზა მდგომარეობაში, რომლისგანაც არაფერი სხვა აღარ წარმოიშობდა და შესაბამისად ისინი იცხოვრებდნენ და გადაშენდებოდნენ, რაღაც უზარმაზარი დროის შუალედების, ასეულობით მილიონი წლის შემდეგ და ასევე პერიოდულად დედამიწაზე გაჩდებოდნენ მზა, ახალი სახეობები, რაღაც "პირდაპირი" გზებით.

ამიტომ არის, რომ "კრეაციონისტები" ებღაუჭებიან სამყაროს და დედამიწის სულ რაღაც ვითომ 7 ათას წლიან ასაკს. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოლოგიას არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს ბიოლოგიასთან და ევოლუციასთან, მისი მოშველიებით კიდევ უფრო უმყარდება საფუძველი ევოლუციის თეორიას, რადგან თავი რომ დავანებოთ ბიოლოგიურ კვლევებს და მის შედეგებს, პირდაპირ, ლოგიკურად და ეფექტურად არის მორგებული, დედამიწის რამოდენიმე მილიარდწლიანი ასაკი ევოლუციის უზარმაზარ და წარმოუდგენლად ხანგრძლივ პროცესთან.

ამის და მიუხედავად მაინც არ ტყდება ადამიანთა გარკვეული კატეგორია და ვინაიდან სხვა გზას აღარ უტოვებს კოსმოლოგიის და ფიზიკის სიზუსტე, აცხადებს, რომ მართალია რომ სამყარო 13,7 მილიარდი წლისაა, მართალია რომ დედამიწა 4,54 მილიარდი წლისაა, შესაბამისად მოხდა ევოლუციაც, ცოცხალი სახეობები ერთმანეთის გარდაქმნის გზით ფორმირდნენ და სიცოცხლე ამ გზით განვითარდა და მოვიდა დღემდე, მაგრამ ადამიანი არ წარმოშობილა მაიმუნისგანო და ადამიანი არის 7 ათასი წლისო.

ეს არის ტოტალური აბსურდი. აბსოლუტური ულოგიკობა და არათანმიმდევრულობა. ამას ჯობია ისევ "კრეაციონისტული" მიდგომა და იმის მტკიცება (მართალია სრული მარაზმია, მაგრამ თანმიმდევრული მაინც არის) რომ სამყაროც და დედამიწაც 7 ათასი წლის არის.

ახლა დროებით თავი დავანებოთ ბიოლოგიასაც, კოსმოლოგიასაც, თეორიებსაც და პირდაპირ განვიხილოთ რა არის აღმოჩენილი და რა ნივთმტკიცებულება გვიჭირავს ხელში. აქვე დავუმატებდი, რომ თავის ქალის ან სხვა ძვლების, ნაშთების, სხვადასხვა სამუშაო იარაღების, ხელოვნების ნიმუშების და ა.შ. დათარიღება არის ძალიან კომპლექსური, მრავალმხრივ მეთოდებს ეფუძნება, დაწყებული ნახშირბადიდან, გაგრძელებული გეოლოგიურ-შრეობრივი დათარიღება, ატომური მეთოდი - რადიოაქტიური ნივთიერებების ნახევრად დაშლის და ა.შ. გენეტიკური კოდი იმ დონეზეა გაშიფრული, რომ დნმ-ის ანალიზით შესაძლებელია შესაბამისი ძვლის, ნაშთის მქონე არსების მთლიანი მოცულობითი რეკონსტრუქცია.

პირდაპირი ნივთმტკიცებულებები გვაქვს, რომ ადამიანი არსებობდა 200.000 წლის წინ.

პირდაპირი ნივთმტკიცებულებები გვაქვს, რომ 400.000, 500.000, 600.000, 700.000, 1.000.000, 1.500.000, 1.800.000 წლის წინ არსებობდნენ რაღაც არსებები, რომლებიც ფიზიკური აღნაგობით წააგავდნენ, როგორც ადამიანს ისე სხვადასხვა ჯიშის მაიმუნებს და თანაც, რაც უფრო ახალია შესაბამისი არსების თავის ქალა, ის უფრო ახლოს დგას ადამიანთან და რაც უფრო ძველია მით უფრო ახლოს დგას მაიმუნთან.

ფოტოსურათი01: ”ლომის ქანდაკება” ასაკი: 32.000 წელი (დაახლოებით 5-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი02: ”ცხენის გამოსახულება” ასაკი: 16.000 წელი (დაახლოებით 2-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი03: ”ქალის ქანდაკება” ასაკი: 28.000 წელი (დაახლოებით 4-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი04: ”სალამური” ასაკი: 50.000 წელი (დაახლოებით 7-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი05: ”შრომის იარაღი” ასაკი: 30.000 წელი (დაახლოებით 4-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

აი, უამრავი ფაქტი იმისა, რომ ადამიანი ქმნიდა შრომის იარაღებს, კულტურის ნიმუშებს და ა.შ. ათეულობით ათასი წლის წინათ. არავითარი 7,000... სისულელეა ეს...

ფოტოსურათი06: ”ჰომოსაპიენსი, თავის ქალა” ასაკი: 90.000 წელი (დაახლოებით 13-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

თავის ქალა ზუსტად იდენტურია თანამედროვე ადამიანის. იგი ეკუთვნის გონიერ ადამიანს.

ფოტოსურათი07: ”თანამედროვე ორანგუტანი (მაიმუნი), თავი ქალა” ასაკი: თანამედროვე

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი08: ”ჰომოერექტუსის, თავის ქალა” ასაკი: 1.800.000 წელი

IPB-ს სურათი

აი, ეს უკვე ევოლუციის თვალსაჩინოებაა. ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ 1.800.000 წლის თავის ქალა, რომელიც ეკუთვნის არსებას, რომელსაც ”ჰომოერექტუსი” (იგულისხმება ორ ფეხზე მდგარი) ეწოდება და არის რაღაც შუალედური ფორმის თანამედროვე ადამიანსა (იგივე ჰომოსაპიენსი) და ორანგუტანის მაიმუნს შორის. ჰომოერექტუსს რაღაცნაირი წინ წამოწეული კბილები აქვს, მაგრამ მთლად ორანგუტანის ნაირი - არა, მაღლა ამოწეული თვალის ფოსოები და ა.შ. ისედაც კარგად ჩანს ყველაფერი.

ასე რომ რაც უფრო მეტი დრო გადის სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულებები ჩნდება ევოლუციის და ამიტომ ნუ მივეცემით ფსევდომეცნიერებებს, ნუ გადავყრით (ვერც გადავყრით რომ გვინდოდეს) ამდენ ფაქტს წყალში, ნუ დავხუჭავთ თვალს სიმართლეზე, ნუ მოვატყუებთ პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე სხვასაც.


ისე, მე მინდა რომ სამყაროს, ადამიანსაც, ფართომეცნიერულ დიაპაზონში შეხედოთ. ნუ ჩაიციკლებით მაინცდამაინც მარტო ბიოლოგიაში ანდა პალეონტოლოგიაში. მეცნიერების ყველა დისციპლინის მიღწევას გადახედეთ, დაალაგეთ ერთად, დააკავშირეთ ლოგიკურად და თავისთავად გამოჩნდება რომ ევოლუციის თეორია მართალია.

გახედეთ, გალაქტიკების გროვას, რომელიც 10 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა დედამიწიდან ანუ სინათლე 10 მილიარდი წელი (2-ჯერ მეტი დედამიწის ასაკზე) მოგზაურობდა კოსმოსში სანამ დედამიწამდე მოვიდოდა, იმას ვხედავთ ზუსტად ისეთს, როგორიც 10 მილიარდი წლის წინ იყო და ეს სინათლე მაშინ გამოსხივდა ამ ობიექტიდან, როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი.

IPB-ს სურათი

და ამის შემდეგ, როგორ უნდა გეგონოს, რომ სამყარო 7,000 წლის არის...? სასაცილოა ეს სატირალი რომ იყოს...
ჰოდა თუ დედამიწა 4,54 მილიარდი წლისაა და აქედან 3,7 მილიარდი წელია სიცოცხე არსებობს მასზე, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი ევოლუციის გარეშე, თუ რეალური შეგრძნება გავთ ამ რიცხვების და პერიოდის ხანგრძლივობის?

და მაინც, თუ არ გჯერათ ევოლუციის, რა ალტერნატივა არსებობს სხვა? როგორ და რა მექანიზმებით წარმოგიდგენიათ ცოცხალი სამყაროს და ბოლოს ადამიანის შექმნა?

ე.ი. რა გამოდის? ვაღიარებთ, რომ დედამიწა 5 მილიარდი წლისაა, ვაღიარებთ რომ შეიქმნა გაზ-მტვეროვანი ნისლეულის ბრუნვით და გაციებით (პრინციპში ვარსკვლავთა სხვა სისტემები ამ წამსაც წარმოშობის პროცესში არიან ანალოგიური გზით და ეს კარგად ჩანს ელექტრონული ტელესკოპის ფოტოგრაფიებში) და მერე უცბად ამ გრავიტაციული და თერმული პროცესებით მიღებულ დედამიწაზე უცბად გაჩნდნენ თევზები, მერე იყვნენ ეს თევზები და არაფერი არ ხდებოდა ასე 300-400 მილიონი წელი (2000-ჯერ უფრო ხანგრძლივი პერიოდი ვიდრე ჰომოსაპიენსი არსებობს), მერე უცბად ახალი ტალღა მზა გაჩენების და უცბად ფრინველები გაჩდნენ უამრავი რაოდენობით, ერთდროულად და უცვლელად, მერე მილიონობით თაობა დაიბადა და მოკვდა და ასე სადღაც მილიარდი წლის მერე უცბად გაჩდნენ ძუძუმწოვრები, ყველა ერთად და უცვლელად, მზა მდგომარეობაში თუ როგორ? როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი? რა მექანიზმებით? რა პროცესებით? ანდა თუ ასე ერთბაშად ჩნდებოდა ერთდროულად ძუძუმწოვრების ათასობით სახეობა (რაც გაცილებით რთული სტრუქტურაა ვიდრე ვარსკვლევების წყალბად-ჰელიუმის თერმობირთვული სფეროები) მაშინ რატომ იქმნება ასე თანდათანობით და ნელ-ნელა ვარსკვლავთა სისტემები? ხომ უნდა მოვახდინოთ არა ამ ყველაფრის უნიკალური უნიფიკაცია?

ბიბლიაში წერია, რომ ადამიანი თიხის/ტალახის მოზელით შეიქმნა. მართლა ბუკვალურად გესმით ეს ყველაფერი? თუ კი მაშინ მიპასუხეთ რომელი ხელებით მოზილა ღმერთმა ის თიხა, სად ჰქონდა ძველ აღთქმაში ღმერთს ფიზიკური ხელები და არტომ არაფერი არსად წერია ამის შესახებ? და თუ ბუკვალურად არ გესმით ეს ყველაფერი მაშინ რა ცვლის თიხას, რა მექანიზმს მოიაზრებთ თიხის უკან? როგორ წარმოგიდგენიათ ყველაფერი?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
26 გვერდი V « < 24 25 26  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(500 - 505)
ochxvani
პოსტი Jul 23 2010, 01:36 AM
პოსტი #501


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 23-July 10
წევრი № 9,183



ყველას მოგესალმებით. ჩემი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია:

ადამიანის განვითარება რომ განვიხილოთ ყრმობის ასაკიდან ზრდასრულ ასაკამდე, ეს იგივე ევოლუციის პროცესია. ამას ვერ უარვყოფთ. მაგრამ თავარი ისაა, რომ ადამიანის ევოლუცია ყრმობიდან ზრდასრულ ასაკამდე მიმდინარეობს გონებრივი მიზანმიმართული კონტროლის ქვეშ. ამ გონებრივ კონტროლს ახორციელებენ მშობლები, მასწავლებლები და ა.შ. წარმოუდგენელია ჩვილი ბავშვი გადაიქცეს ზრდასრულ ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელ პიროვნებად, გონებრივი მიზანმიმართული კონტროლის გარეშე.

პარალელს გავავლებ და ვიტყვი, რომ სამყაროში ევოლუციის ფაქტს ვერ უარვყოფთ, მაგრამ აგრეთვე წარმოუდგენლად მიმაჩნია იმის უარყოფა, რომ ევოლუციური პროცესები მიმდინარეობდა მიზანმიმართული გონებრივი კონტროლის გარეშე. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ სამყაროს წარმოშობის ბიბლიური და ევოლუციური ვერსიები ერთმანეთს არ გამორიცხავენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MARTLMADIDEBELI_QRISTIANI
პოსტი Nov 12 2010, 01:57 PM
პოსტი #502


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 16-January 10
წევრი № 7,965



გიორგი

შენზე უკეთ ჩარლზ დარვინი ტლიკინებდა და გიმეორებთ ურწმუნოებს რომ მაიმუნისგან კიარ წარმოიშვა ადამიანი (და მაიმუნი თვისთვად რაღც დინოზავრებისგან biggrin.gif:D:D რა სიდებილეა) არამედ ღმერთ№ა შექმნა იგი მწისგან და ჩაჰბერა თავისი სული.

რამხელა სიმდაბლეა და ურწმუნოება,, თვალით არ უნახიათ არც დინოზარი და არც ჩარლზ დარვინი და ამისი უფრო სწამთ და ტელევიზორის ვიდრე თვად ღ№ერთჳს რომელიც ყოველ ჩვენგანშია და მის გარეშე ვვერც გავიხედავდი და ვერც გული დაიფეთქებდა ერთხელ




--------------------
INTELEQTMAN
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 13 2010, 12:04 AM
პოსტი #503


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



MARTLMADIDEBELI_QRISTIANI
ციტატა
შენზე უკეთ ჩარლზ დარვინი ტლიკინებდა

და შენზე უკეთესადაც "ტლიკინებდა" ჩარლზ დარვინი...

და უმჯობესი იქნებოდა ცოტათი ლექსიკა შეგერჩია მართლმადიდებლურ ფორუმზე დაპოსტვისას და ტლიკინი და მსგავსი სიტყვები აღარ გაიმეორო არც სხვისი ნაშრომების მიმართ და არც ჩემს მიმართ. (თუ მეც ვიგულისხმებოდი ამ "ტლიკინში".)

ციტატა
გიმეორებთ ურწმუნოებს

არავინ გეკითხება არც ჩემი რწმენის რაობას და არც ხარისხს.
ძალიან გთხოვ, რომ სხვების შეფასებებს მაქსიმალურად მოეშვა და საკუთარი რწმენის გაძლიერება-დახვეწას მეტი დრო დაუთმო.

ციტატა
რამხელა სიმდაბლეა და ურწმუნოება,, თვალით არ უნახიათ არც დინოზარი და არც ჩარლზ დარვინი


თუ შენი ცოდნა იმ დროში დარჩა, როდესაც რაიმეს შესასწავლად ან დასამტკიცებლად უშუალოდ რაიმეს თვალით ნახვის აუცილებლობა იყო, ეს შენი პრობლემაა.

შენ ალბათ არც იუპიტერის არსებობის გჯერა, არც პოლარული ღამეების და არც ანაკონდას არსებობის, რადგან არც მზის სისტემაში გიმოგზაურია, არც ჩრდილოეთ პოლუსზე ყოფილხარ და არც ამაზონის ჯუნგლებში, სამხრეთ ამერიკაში... და ეს შენი ნებაა არავინ ძალად თავს არ გახვევს არაფერს.

ჰოდა, ვისაც ევოლუციის თეორიის გვჯერა ან სულ მცირე, არ გამოვრიცხავთ მაინც, გვაცალეთ და თუ რაიმე რეალური არგუმენტები გაქვს პირველ გვერდებზე მოცემული მასალების გარშემო დაპოსტე და არა თვითონ დისკუსიის შეურაცხმყოფელი სიტყვებით და იმის შეფასებით თუ ვინ რას ტლიკინებს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 13 2010, 12:45 AM
პოსტი #504


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Atman

180 მეტრიანი და მითუმეტეს 1800 მეტრიანი ადამიანების არსებობა არის ტოტალური აბსურდი.

ჯერ ერთი, მსგავსის დამამტკიცებელი არავითარი კონკრეტული ნივთმტკიცებულება არ არსებობს.

.....მაგრამ

დროებით თავი დავანებოთ ნივთმტკიცებულებებს და იმას თუ რა არის აღმოჩენილი და რა არა. უბრალოდ 180 მეტრიანი ადამიანი ვერ გაძლებს, ეს ძირეულ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის კონსტრუქციულ მექანიკასთან. ადამიანი, თავისი ბუნებრივი თვისებებით შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ ზომებში რამხელაც არის რეალურად.

წარმოვიდგინოთ მოხდა სასწაული და ჩვეულებრივი ადამიანი, გარეგნულად, როგორც ოპტიკურ ლინზაში ჩანს - გაიზარდა 100-ჯერ, ხაზოვანი ზომებით და გახდა 180 მეტრი, მისი მოცულობა და შესაბამისად მასა/წონა ავტომატურად გაიზრდება კუბური ფუნქციით (მე-3 ხარისხით) და გახდება ზუსტად 1000000-ჯერ, (მილიონჯერ) მეტი, რომლის ფეხზე დასადგომად, ანუ ამ წონის დასაჭერად საკმარისი აღარ იქნება 100-ჯერ გაზრდილი ფეხების დიამეტრი ანუ 10 მეტრი და უბრალოდ გადატყდება წვივებში და დაცემა იმდენად დიდი ძალის იქნება, რომ სისქით 100-ჯერ გაზრდილი თავის ქალა, არამც თუ გატყდება - დაიმსხვრევა მრავალ-ათას ნაწილად და მომენტალურად დაიღუპება ასეთი ადამიანი, შექმნისთანავე.

ეს არის ფიზიკის კანონი, რაც ინჟინრებმა თვალდახუჭული უნდა იცოდნენ. სხეულის ხაზოვანი ზომების გაზრდისას, მესამე ხარისხით იზრდება მისი მასა, ხოლო მისი ღუნვადი ელემენტების ფართობი მხოლოდ კვადრატულად და ბევრად უფრო დიდი მექანიკური დაძაბულობა მთლიანად ანგრევს სტრუქტურას.

ანუ ფანტასტიკური ფილმები არის ყოვლადშეუძლებელ აბსურდზე აგებული, რისი თეორიულად მიღწევაც შეუძლებელია.

აი, მეტი გართობის და თვალსაჩინოებისთვის წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი ავტომანქანა. დავუშვათ - ”მიცუბიში პაჯერო იო” (ჩვენი მარიამის საპატივსაცემოდ smile.gif ) და წარმოვიდგინოთ, რომ ეს მანქანა უცბად გაიზარდა 10-ჯერ (ან ვინმემ სცადა გაეკეთებინა 10-ჯერ გაზრდილი იდენტური მოდელი), ანუ:

დაახლოებით მანქანა, სიგრძით 40 მეტრი. (ფეხბურთის სტადიონის ნახევარზე ოდნავ ნაკლები)

ძირის, ე.წ. პადვესკის სიმაღლე, 2 მეტრი. (ანუ თავისუფლად გავივლით ფეხზე დამდგარი მანქანის ქვეშ)

ასეთ მანქანას ვერ დაძრავს ძრავი, რომელიც ასევე გაიზრდებოდა შესაბამისად და უფრო მეტიც, მანქანა პირდაპირ ჩაიმტვრეოდა საკუთარი წონისგან და დაილეწებოდა.


იმისათვის, რომ დაახლოებით 30 მეტრით დაშორებული თვლები დაიჭიროს მანქანის ჩარჩომ (”რამამ”) საჭიროა ის იყოს ძალიან სქელი, დაახლოებით 1,5 მეტრი, (და პროპორციულად გაზრდილი მხოლოდ 50-60 სანტიმეტრი იქნება) რაც მთლიანად ცვლის მანქანის ფორმას და დიზაინს და აღარ იქნება პირდაპირ, თვალისთვის, ოპტიკურად 10-ჯერ გადიდებული მანქანა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩერებულივე დაილეწება.

იგივე კანონი მოქმედებს (ცხადია შებრუნებულად) მანქანების შემცირებისას.

პატარა სათამაშო მოდელები, მიუხედავად იმისა რომ პლასტმასის კორპუსი აქვთ, თავისუფლად იტანენ, საკუთარ ზომებთან შედარებით 10-ჯერ დიდი მანძილიდან ჩამოგდებას, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი ავტომანქანა, თავისზე 10-ჯერ დიდი სიმაღლიდან რომ გადავრდეს ისე დაილეწება, რომ პირწმინდად განადგურდება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხვაცკა
პოსტი Sep 20 2016, 11:25 PM
პოსტი #505


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 20-September 16
წევრი № 14,481



კრეაციონიზმს ვეთანხმები, მაგრამ კითხვა მაქვს.
ღმერთი ვინ შექმნა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 15 2023, 09:13 PM
პოსტი #506


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გავიხსენოთ, თუნდაც დარვინის საზარელი თეორია ადამიანის მაიმუნიდან ევოლუციური განვითარების შესახებ. საგულისხმოა, რომ თავად დარვინმა შემდგომში ეს მცდარი ჰიპოთეზა უარყო და ამ დიდი ცოდვის, - ღვთისა და ადამიანების მიმართ დანაშაულის გამო, - უფლის წინაშე მდაბლად მოინანია, შემდგომში, სიცოცხლის ბოლომდე, ეკლესიაში მედავითნედ მსახურობდა და მთელ თავის შემოსავალს "ბიბლიის" - ღვთის სიტყვის - გამოცემასა და გავრცელებას ახმარდა, ბიბილიისას, რომელშიც სული წმიდან წმ. მოსე წინასწარმეტყველის მიერ გამოგვიცხადა, რომ:

"თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ... და შექმნა ღმერთმან კაცი, ხატებისაებრ ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი".

/აკაკი მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

26 გვერდი V « < 24 25 26
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 05:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი