თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ შიში და სიყვარული ღვთისა

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 16 2007, 04:39 PM

საინტერესო თემად მეჩვენება, ალბათ ცნობილია რომ არაერთი წმიდა მამა საუბრობს, შემდეგზე -"შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა" ამავდროულად იგივე მამები საუბრობენ, რომ სიყვარული ეს არის სამყაროს შემამტკიცებელი ძალა და რომ მის გარეშე ყველაფერი 'არრარაა'...

მაინტერესებს რას ფიქრობთ თემასთან დაკავშირებით, მე ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება სიყვარულისა და შიშის თანხვედრა.. თუ ღვთის შიში სიბრძნის დასაბამია, გამოდის რომ ის არ ყოფილა თავად სიბრძნე (?) მაშ რა არის მასში ფასეული? sad.gif გმარკვიეთ, ცოტა არ იყოს დავიბენი, აი სახარების მაგალითი ავიღოთ, გაწითლებულ მონაკვეთზე გაამახვილეთ ყურადღება:

(1 იოანე 4, 7-21)

საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგან არის სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით. ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამომსყიდველ მსხვერპლად. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმარეთებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს, თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სიყვარული ჩვენში სრულყოფილია. ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისგან მოგვცა. ჩვენც ვიხილეთ დავამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი - ღმერთში. ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომლიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი არის სიყვარული და, ვინც სიყვარულში რჩება, ღმერთში რჩება, და მასში რჩება ღმერთი. ამიტომ გახდა სრულყოფილი ჩვენ შორის სიყვარული, რომ სითამამე გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან როგორც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში. შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული გარეთ სდევნის შიშს, რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი. ჩვენ იმიტომ გვიყვარს, რომ პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო თავისი ძმა კი სძულს, რომელსაც ხედავს, არ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 16 2007, 05:33 PM

ჩემი აზრით აქ

ციტატა
"შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა"
იგულისხმება შიში სიყვარულის დაკარგვისა.
ციტატა
ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამომსყიდველ მსხვერპლად.

უდიდესია სიყვარული უფლისა ჩვენდამი. ხოლო შიში ჩვენი, უფლის ამ დიდი სიყვარულის დაკარგვისა, გვმატებს ჩვენ სიბრძნეს.
მე ასე მესმის და თქვენი არ ვიცი unsure.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 16 2007, 05:34 PM

ციტატა
უდიდესია სიყვარული უფლისა ჩვენდამი. ხოლო შიში ჩვენი, უფლის ამ დიდი სიყვარულის დაკარგვისა, გვმატებს ჩვენ სიბრძნეს.

ბუნდოვანია, იქნებ ვინმეს სხვა აზრი აქვს user.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 16 2007, 05:37 PM

ციტატა(მნათე @ Oct 16 2007, 05:34 PM) *

ბუნდოვანია, იქნებ ვინმეს სხვა აზრი აქვს user.gif

იოანე ოქროპირს აქვს მაგაზე აზრი და კიდევ ისააკ ასურს. ჩემი ბიბლიოთეკის კატალოგის სარჩევში ვნახე. სახლში რომ მივალ, კონკრეტულად რა აზრები აქვთ, იმასაც ვნახავ smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 16 2007, 05:39 PM

ციტატა
იოანე ოქროპირს აქვს მაგაზე აზრი და კიდევ ისააკ ასურს. ჩემი ბიბლიოთეკის კატალოგის სარჩევში ვნახე. სახლში რომ მივალ, კონკრეტულად რა აზრები აქვთ, იმასაც ვნახავ


ხო რა, ისევ მისი უწმინდესობა თუ დაგვეხმარება biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 16 2007, 05:49 PM

მნათე
ჩემ აზრს ვიტყვი....

შიშში ჩვენ არ უნდა მოვიაზროთ მიწიერი, სიმხდალით გამოწვეული შიში, რომელიც დაგვეუფლება ხოლმე სიბნელის, დიდი ხმის და სხვა ამქვეყნიური მიზეზების გამო

ღვთის შიში, ალბათ, უპირველესად არის უდიდესი კრძალვა, რომელიც შიშშია გადაზრდილი. ყველა ჩვენგანი მდგარა ძალიან დიდ ნაგებობასთან (მაგ. თბილისის ანძასთან), ან დიდ მთასთან და გვიგრძვნია რაღაც ქვეშეცნეული შიში, თუმცა შიშსაც ვერ დაარქმევ.... რაღაც უცნაური გრძნობა, სიდიადის გამო გამოწვეული. მე ასეთი მგონია ღვთის შიში....

გავიხსენოთ საღვთო მოციქული პეტრე. როდესაც მან უფალი ამოიცნო მწირში, წყალში გადახტა... რატომ? შეაშინა განა უფალმა? არა, მან თავისი საშინელი უღირსებისა და მაცხოვრის განუზომელი სიწმინდის განცდამ შეაშინა და შერცხვა

ასეთია ალბათ, შიში ღვთისა, განცდა და აღქმა უდიდესი კრძალულებისა, რომელმაც დავით მეფსალმუნეს ათქმევინა - "მატლ ვარ და არა კაც, საყვედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა....."

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 16 2007, 05:57 PM

კანონისტი
ძალიან კარგად ახსენი. ასეთი შიში ნამდვილად "შეიქმს სიყვარულს"

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 16 2007, 06:12 PM

კანონისტი
კარგი იყო yes.gif

კიდევ, მაგალითად მშობლის სიყვარული და 'შიში'. მე ყოველთვის შევეცდები ისე მოვიქცე როგორც ჩემს მშობელს უნდა და მის ნებას არ გადავალ, ამას იმის გამო კი არ გავაკეთებ რომ მშობლის მეშინია. არც პატარა ვარ. უბრალოდ ვიცი, როგორ ვუყვარვარ მას და მეშინია მისი ამ სიყვარულის დაკარგვისა. მშობლის დაჯერება, განა შენ საკუთარი ნების არმქონე გადამიანად გაქცევს, არამედ შენს მორჩილებაზე და შიშზე მშობლიური სიყვარულის დაკარგვისა მეტყველებს. მშობლიური სიყვარულით ვუყვარვართ სწორედ უფალს ჩვენ და სანამ ამ სიყვარულს საფრთხეში ჩავაგდებთ, ჩვენი ურიცხვი შეცოდებებით, კარგად უნდა დავფიქრდეთ და 'გვეშინოდეს' ამ ცოდვების ჩადენისა, რადგან ისინი უფლისაგან გვაშორებს.
unsure.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 16 2007, 06:26 PM

კანონისტი

ჩაიწერე

100%-ით გეთანხმები.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 16 2007, 06:29 PM

მნათე

ციტატა
ჩაიწერე

100%-ით გეთანხმები.




მეც ჩავიწერ, პირველი შემთხვევა, როცა ასე უცებ და ასე ლამაზად დასრულდა თემა, ომის და 250 ფრუცლის გარეშე.

კანონისტი

ნუ, რა ბიჭი ხარ, ქება და ქება ჩემგან.


სხვა ,,თემაშიც,, ვაპირებ შენს გამოცდას, ვნახოთ ,,იქ,, თქვენი დონეsmile.gif)

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 16 2007, 07:18 PM

გაიხარეთ.....

მხევალი ნინო

ციტატა
ასე უცებ და ასე ლამაზად დასრულდა თემა, ომის და 250 ფრუცლის გარეშე

რავა, დავხურო? tongue.gif იყოს, რას ერჩი....

P.S. ხუთშაბათს შენთან მოვდივარ a025.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Oct 16 2007, 07:37 PM

ეგ თუ გვაქ, ანუ შიში და სიყვარული ღვთისა,მაშინ ხარ ქრისტიანი!

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 16 2007, 10:45 PM

მოდი წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით დავამთავრებ smile.gif

რა არის შიში ღმრთისა?

უმაღლესი სათნოებაა, კაცი ყველაფერს ღმერთს მიაწერდეს და თავისად არაფერი მიაჩნდეს, არ ზრუნავდეს კაცთაგან ქების მოხვეჭაზე, არამედ ყოველივეს ღმრთის წინაშე სათნო-ყოფისათვის იქმოდეს, რამეთუ იგი და არა სხვა ვინმე მოგვთხოვს პასუხს ჩვენი საქმეებისათვის. მაგრამ ჩვენს დროში ეს წესი შებრუნებულია: დღეს იმდენად მისი (ღმერთის) კი არ გვეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზე დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის, არამედ იმათი, ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღმერთის სამსჯავროზე. საიდან გაჩნდა ჩვენში ეს სნეულება? საიდან შემოვიდა ჩვენს გულებში? იქიდან, რომ იშვიათად ვფიქრობთ მომავალზე და უკიდურესად მიჯაჭვულნი ვართ დღევენდელ დღეს. ამიტომაც ჩავდივართ ასე იოლად ცუდ საქმეებს, ხოლო თუ რაიმე სიკეთეს ვაკეთებთ, იმასაც მხოლოდ კაცთათვის საჩვენებლად ვიქმთ, ამდენად, ამისთვის სასჯელი მოგველის. კაცმა შეიძლება გულისთქმით შეხედოს ქალს და ეს იმასაც დაუმალოს, ვისაც შეხედა და თავის თანმხლებთაც, მაგრამ ვერაფერს გამოაპარებს იმ თვალს, რომელიც არასოდეს თვლემს. ჯერ კიდევ მანამ, სანამ კაცი ცოდვას ჩაიდენდეს, ღმერთის მღვიძარე თვალი უკვე ხედავს მის სულში შემცოდე გულისთქმას, შინაგან შფოთს და გულისსიტყვათა მღელვარე, დაოუკებელ დუღილს, რამეთუ ყოვლისმხედველს არ სჭირდება არც მოწმეები, არც მტკიცებულებები. ასე რომ, ნუ აქცევ ყურადღებას შენსავე მსგავს ადამიანებს: კაცმა კიდევაც რომ აქოს შენი საქმეები, ეს ქება არას გარგებს, თუკი მათ ღმერთი არ შეიწყნარებს. ასევე, კაცმა რომც გაძაგოს, ეს ვერაფერს დაგაკლებს, თუკი ღმერთი არ განგიკითხავს. როდესაც შენსავე მსგავს მონათა აზრს მაღლა აყენებ, მსაჯულის (ღმერთის) ყვედრებისა არ გეშინია, გაფრთხილდი, არ განარისხო იგი. ამგვარად, არად ჩავაგდოთ კაცობრივი ქება, ყოველთვის გვახსოვდეს შიში ღმრთისა, და მაშინ ყველაზე მრისხანე ვნებებიც კი დადუმდებიან. ამ შიშის გარეშე თუ ვიცხოვრებთ, ვერც რაიმე დიდისა და კეთილშობილურის გაკეთებას შევძლებთ. ამიტომაც ამბობს მაცხოვარი: "შიშით და ძრწოლით თვისსა ცხოვრებასა იქმოდეთ" (ფილიპ. 2,12). უბრალოდ კი არ თქვა, "შიშითო", არამედ "ძრწოლითო" დაუმატა, რომელიც არის შიშის აღმატებითი ხარისხი. და თუკი თვით ყოფითი საქმეების კეთებაც კი შეუძლებელია შიშის გარეშე, განა ეს უფრო მეტად არ ითქმის სულიერ საქმეებზე?
მაგრამ საიდან იშვება შიში ღმრთისა? იქიდან, თუკი ვიფიქრებთ, რომ ღმერთი ყოველგან არის და ყოველივეს ხედავს - არა მარტო საქმეებს და სიტყვებს, არამედ ყველაფერს, რაც კი გულისა და სულის სიღრმეში ხდება: "განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა" (ებრ. 4,12). თუკი ასე წარვმართავთ საკუთარ თავს, ცუდს არც არაფერს ჩავიდენთ, არც ვიტყვით და არც გავიფიქრებთ. ამიტომ, რასაც არ უნდა აკეთებდე, გახსოვდეს, რომ ღმერთი ყოველგან არის - რამეთუ იგი მართლაც ყოველგან არის. და თუკი ეს აზრი მუდამ თან გახლავს, ყოველთვის შიშსა და ძრწოლას იგრძნობ, თითქოს თვით მეფის წინაშე იდგე.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 17 2007, 12:07 AM

ზოგადად შიშზე
წმინდა იოანე დამასკელი
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა



შიშის შესახებ

შიშიც, აგრეთვე, განიყოფა ექვსად. ესენია: ყოყმანი, კრძალვა, სირცხვილი, თავზარი, გაოგნება და აგონია. ყოყმანი არის შემდგომი მოქმედების შიში. კრძალვა არის გაკიცხვის მოლოდინის შიში (საუკეთესო განცდაა ეს). სირცხვილი არის შიში სამარცხვინო ნამოქმედარის გამო (არც ესაა ცხონებისათვის უიმედო რამ). თავზარი არის დიდი მოვლენისგან შიში. გაოგნება არის უჩვეულო მოვლენისგან შიში. აგონია არის წარუმატებლობის ანუ დამარცხების შიში, რადგან, გვეშინია რა საქმეში დამარცხებისა, აგონიაში ვვარდებით
მამა თეოდორე ნაწყვეტი კითხვებზე პასუხიდან.

არა იმიტომ, რომ ღმერთს სიამოვნებს დიდება. საქმე ის არის, რომ უფალთან ურთიერთობას სხვადასხვა გრადაცია აქვს. პირველი, დასაბამი სიბრძნისა, არის შიში ღვთისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულიერი ცხოვრება იწყება მაშინ, როცა ეს გრძნობა ჩნდება. მას თან ახლავს სულიერი თვალის ახელა, რაც კაცს საკუთარ თავს დაანახვებს. ადამიანს ეშინია ღმერთის დაკარგვის, ხედავს, რომ ღირსია ჯოჯოხეთის დამკვიდრებისა. ასე ხდება მისი მოქცევა. ეს შიში უდიდესი სათნოებაა და საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია ადამიანის ცხონებისათვის.

არსებობს საპირისპირო მდგომარეობაც, როდესაც ადამიანი პირდაპირ სასუფეველზე ფიქრობს. ამას მათ ურჩევენ, ვინც მიდრეკილია უიმედობისკენ. მაგრამ მამები გვასწავლიან, რომ არც ღვთის შიში და არს სასუფევლის ნეტარებაზე ფიქრი არ არის საკმარისი სრულყოფილი სულიერი ცხოვრებისთვის. ამისთვის აუცილებელია ღვთის სიყვარული. როცა ადამიანს აქვს ღვთის სიყვარული, იგი სრულ თავდავიწყებაში ვარდება. ღვთის მოშიში შეწყალებას, ცოდვათა მიტევებას, განსაცდელისგან ხსნას, ხელის მომართვას ან სასუფეველს ევედრება უფალს, ხოლო ის, ვისაც ღმერთი უყვარს, აღარაფერს ითხოვს. მას არც ჯოჯოხეთის ეშინია, არც სამოთხისკენ მიისწრაფვის, მხოლოდ ღმერთზე ფიქრობს. ეს კი სამოთხისეული მდგომარეობაა.


პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Nov 25 2007, 12:07 PM

ღვთის შიში -- ბლაგოგავენიე როგორც რუსები იტყვიან.

პოსტის ავტორი: zeppelin თარიღი: Dec 14 2007, 07:52 PM

ღვთის შიში, არის შიში ყოვლისმომცველი ძალისა რომელიც ჩვენს დაცემულ ეგოს ბევრად აღემატება...

პოსტის ავტორი: tatia333 თარიღი: Jan 9 2008, 05:43 PM

"შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა"
მე ესე მგონია,რომ ღვთის შიშში,იგულისხმება უფლის მიმართ ჩვენი დიდი მოკრძალება,შიში ცოდვის ჩადენისა,შიში იმისა რომ უფალი არ დაკარგო და არ დაშორდე მას შენი ცხოვრების წესით. (ღვთის შიშში არ იგულისხმება,ის რომ,გეშინოდეს უფლის როგორც დამსჯელი ძალის.)

პოსტის ავტორი: ketevani-ketevani თარიღი: Jan 12 2008, 02:45 AM

ციტატა(zeppelin @ Dec 14 2007, 07:52 PM) *

ღვთის შიში, არის შიში ყოვლისმომცველი ძალისა რომელიც ჩვენს დაცემულ ეგოს ბევრად აღემატება...

გეთანხმები ანალოგიურის დაწერა მინდოდა ეხლა smile.gif

პოსტის ავტორი: toko: თარიღი: Jan 12 2008, 06:55 PM

ადამინები უფრო ადვილად აწყენინებენ იმას ვისაც უყვართ ვიდრე იმათ ვისი შიშიც აქვთ.ნ.მაკიაველი..
კონტექსტიდან თუა ამოგდებული ბოდიშით

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 12 2008, 07:08 PM

მგონი ძალიან მარტივია... შიში გაიძულებს რომ ნაბიჯები გადადგა, ანუ იძულების მეთოდით მიგერეკება სასუფევლისაკენ, სიყვარული კი შრომის, ცოდნისა და გამოცდილების შედეგად მიიღწევა... როცა სიყვარული მიიღწევა, ე.ი. როცა აბსოლიტურად გესმის ღმერთი მიერ გადადგმული ნაბიჯები რომ სყვარულს ემსახურება და რომ ეს უკეთესია შენთვის, რა ტქმა უნდა შიში ქრება...


პ.ს. თუმცა მებრი თვლის რომ აქ ,,ღმერთის დაკარგვის შიში" იგულისხმმება...


ჩემთვის პირადად ორივე აღქმა მისაღებია

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 25 2014, 11:22 AM

რა საშინელებაა, ესე მგონია რომ ღვთის შიში არ განმიცდია მგონი არასოდეს. აი საერთოდ როგორ უნდა აღიქვა ასეთი რამეები, , ან სწორად მიდიხარ თუ არა, ან ბრკოლდები თუ გამოცდაა ეს თუ საერთოდ რახდება შენს თავს, თითქოს ჩვეულებად იქცა ეს ყველაფერი.

ესე უბრალოდ ხოო იტყვი მიყვარს უფალი ან მეშინია ღვთის მაგრამ სინამდვილეში...

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Apr 26 2014, 04:34 AM

ციტატა(qetevano @ Apr 25 2014, 11:22 AM) *

ესე უბრალოდ ხოო იტყვი მიყვარს უფალი ან მეშინია ღვთის მაგრამ სინამდვილეში...


არა, მე მაგასაც არ ვამბობ... მე არ მეშინია ღმერთის, მითუმეტეს არც მიყვარს... ვერ მიყვარს და ვერ მეშინია... ბევრი მიკლია ერთამდეც და მეორემდეც... ღმერთი მიყვარსო ვინმე რომ იტყვის გულში მაგრად მეცინება...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 26 2014, 11:25 PM

ავგუსტინეს აქვს გენიალური ფრაზა : ,,გიყვარდეს ღმერთი და რაც გინდა ის აკეთე !''

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Apr 27 2014, 12:27 AM

ციტატა(A.V.M @ Apr 26 2014, 11:25 PM) *

,,გიყვარდეს ღმერთი და რაც გინდა ის აკეთე !''

მაგარი ფრაზაა მართლა... საკმაოდ ღრმა რაღაცაა და მაგის გავრცობა შეიძლება.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 28 2014, 09:14 AM

დავწერო ჩემი სოფმხედველური ფილოსოფია თუ დაგინდოთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 28 2014, 12:37 PM

G_saxva
Aრ დაგვინდო.
Mე მიყვარს ღმერთი,მთელი ჩემი არსებით,როგორ ჩემს არსებას შეუძლიაsmile.gif))
Rაც შეეხება შიშს ...ეს სხვა შიშია...ისეთი რამე არ გავაკეთო რაც გულს ატკენსsmile.gif
Mე ასე ვთვლი,სხვამ შეიძლება სხანაირად თქვას,ინდივიდუალურია,ვერავის
დაუწყებ მტკიცებას მე სწორად მი

G_saxva
Aრ დაგვინდო.
Mე მიყვარს ღმერთი,მთელი ჩემი არსებით,როგორ ჩემს არსებას შეუძლიაsmile.gif))
Rაც შეეხება შიშს ...ეს სხვა შიშია...ისეთი რამე არ გავაკეთო რაც გულს ატკენსsmile.gif
Mე ასე ვთვლი,სხვამ შეიძლება სხანაირად თქვას,ინდივიდუალურია,ვერავის
დაუწყებ მტკიცებას მე სწორად მიყვარ და შენ არაო

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 11 2014, 08:31 PM

ღმერთი გვეუბნება თუ გიყვარვართ დაიცავით ჩემი მცნებებიო, ეს სახარებაში წერია, მაგრამ თუ კი ისეთ რამეს დავიჯერებთ და შევასრულებთ რაც არაა ღმერთის მცნება მაგალითად ზოგს გონია, რომ საკლავის დაკვლით ღმერთს ემსახურება საბოლოო ჯამში ასეთი ქმედებები (ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე) გამართლებულ იქნება?

ან როცა ტყუილის გამართლებაზე მიდგა საქმე თუ კი მე ტყუილი ვთქვი, რომ გადამერჩინა ადამიანი ერთ ცოდვას ჩავიდენ და მეორე სიკეთეს თუ რა ხდება ამ დროს?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 12 2014, 01:59 PM

sanfol

ციტატა
ღმერთი გვეუბნება თუ გიყვარვართ დაიცავით ჩემი მცნებებიო, ეს სახარებაში წერია, მაგრამ თუ კი ისეთ რამეს დავიჯერებთ და შევასრულებთ რაც არაა ღმერთის მცნება მაგალითად ზოგს გონია, რომ საკლავის დაკვლით ღმერთს ემსახურება საბოლოო ჯამში ასეთი ქმედებები (ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე) გამართლებულ იქნება?

ეს არასწორი მაგალითია. რადგან საკლავის დაკვლა ძველ აღთქმაში ღვთის შეწირვას ნიშნავდა ამიტომ დღეს ეს ძველი აღთქმის გადმონაშთია. შესაბმისად მაგალითად ნაკლებად გამოდგება ეს.
ციტატა
ან როცა ტყუილის გამართლებაზე მიდგა საქმე თუ კი მე ტყუილი ვთქვი, რომ გადამერჩინა ადამიანი ერთ ცოდვას ჩავიდენ და მეორე სიკეთეს თუ რა ხდება ამ დროს?

ვერ მივხვდი რისი კითხვა გინდა. რას ნიშნავს ტყუილს გამართლება?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 12 2014, 02:38 PM

G_saxva

ციტატა
ეს არასწორი მაგალითია. რადგან საკლავის დაკვლა ძველ აღთქმაში ღვთის შეწირვას ნიშნავდა ამიტომ დღეს ეს ძველი აღთქმის გადმონაშთია. შესაბმისად მაგალითად ნაკლებად გამოდგება ეს.

მერე ჩვენ ძველი აღთქმით უნდა ვიცხოვროთ თუ ახლით? ხომ იცი, რომ ღმერთს ჩვენთვის ქრისტეს შემდგომ სისხლიანი მსხვერპლის მიღება აღარ დაუვალებია? და კვირას წირვა იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენი არსი მივუძღვნათ/შევწიროთ ღმერთს და არა საკლავი? მაგრამ აქ მთავარი რა არის იმედია გამიგებთ მე ვამბობ არაა საჭირო სისხლიანი მსხვერპლი თქო შენ ამბობ საჭიროაო ანუ საბოლოოდ ყველა თავისი რწმენით გამართლდება თუ ორივენი მართალნი როგორ ვიქნებით? ვიღაცა აფრიკელი კანიბალი რომელსაც არაფერი სმენია ქრისტიანობის შესახებ ის თავისი რწმენით განიკითხება? (აუცილებელი არაა ყველა გამართლდეს). თუ კი არ იცი, რომ რაიმე საქციელით ცოდვას ჩადიხარ ეს ცოდვად ითვლება თუ არა? და რაიმე შეიცვლება შემდეგ თუ გათვიცნობიერდი ამ საქციელის ავკარგიანობაში?


ციტატა
ვერ მივხვდი რისი კითხვა გინდა. რას ნიშნავს ტყუილს გამართლება?

მაგალითად თევდორე მღვდელმა მტერი მოატყუა და სხვა გზა აჩვენა, მან შეცდომა დაუშვა ამით?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 12 2014, 04:19 PM

sanfol

ციტატა
იმედია გამიგებთ მე ვამბობ არაა საჭირო სისხლიანი მსხვერპლი თქო შენ ამბობ საჭიროაო

არსად არ მიხსენებია საჭიროა თქო. ჩემი პოსტები უკეთ წაიკითხე რადგან მე ვტქვი შედარებისთვის არ გმაოდგება თქო ეგ. ჩვენ ძველი აღთქმის მიხედვით არ ვცხოვრობთ მაგრამ მისი სრულიად უარყოფა არასწორია, რადგან დღემდე ვასრულებთ ზოგიერთ მითითებებს.
ციტატა
ვიღაცა აფრიკელი კანიბალი რომელსაც არაფერი სმენია ქრისტიანობის შესახებ ის თავისი რწმენით განიკითხება? (აუცილებელი არაა ყველა გამართლდეს).

პავლე მოციქული ამბობს მათ ვისაც ქრისტეს შესახებ არაფერი სმენიათ და არ უქადაგიათ ისინი თავიანთი სინდისის მიხედვით განისჯებიან.
ციტატა
თუ კი არ იცი, რომ რაიმე საქციელით ცოდვას ჩადიხარ ეს ცოდვად ითვლება თუ არა?

თუ არ იცი რომ ცოდვას ჩადიხარ ეგ არ ნიშნავს იმას რომ ეს ცოდვა არ არის. ის გამოთქმა რომ არ ცოდნა არ ცოდვაო არასწორია.
ციტატა
და რაიმე შეიცვლება შემდეგ თუ გათვიცნობიერდი ამ საქციელის ავკარგიანობაში?

ეს კითხვა ვერ გავიგე.
ციტატა
მაგალითად თევდორე მღვდელმა მტერი მოატყუა და სხვა გზა აჩვენა, მან შეცდომა დაუშვა ამით?

ის წმინდანად არის შერაცხული იმ საქცილეის გამო რაც მან იმ ავბედით დროს გამოავლინა.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 12 2014, 10:41 PM

G_saxva

ციტატა
არსად არ მიხსენებია საჭიროა თქო. ჩემი პოსტები უკეთ წაიკითხე რადგან მე ვტქვი შედარებისთვის არ გმაოდგება თქო ეგ. ჩვენ ძველი აღთქმის მიხედვით არ ვცხოვრობთ მაგრამ მისი სრულიად უარყოფა არასწორია, რადგან დღემდე ვასრულებთ ზოგიერთ მითითებებს.

რა თქმა უნდა სრულად არ უნდა ვუარყოთ, მაგრამ რაც მაშინ დაშვებული და აუცილებელი იყო (საკლავის დაკვლას ვგულისხმობ) ახლა მე ცოდვათ მიმაჩნია იგივე გავაკეთო ქრისტიანობაში. სიტყვაზე დავწერე შენ რომ თქვა საჭიროა და მე ვთქვა არაა საჭირო თქო შენ შენი გააკეთო და მე ჩემი დავიჯერო რა მოხდება ამ დროს?
ციტატა
პავლე მოციქული ამბობს მათ ვისაც ქრისტეს შესახებ არაფერი სმენიათ და არ უქადაგიათ ისინი თავიანთი სინდისის მიხედვით განისჯებიან.

ადამიანს შეუძლია საკუთარი სინდისის მოტყუება?
ციტატა
თუ არ იცი რომ ცოდვას ჩადიხარ ეგ არ ნიშნავს იმას რომ ეს ცოდვა არ არის. ის გამოთქმა რომ არ ცოდნა არ ცოდვაო არასწორია.

ციტატა
ეს კითხვა ვერ გავიგე.

ანუ თუ სამშობლოსათვის კაცს მოკლავ ომში მაინც უნდა მოინანიო? მაგრამ თუ ვერ მოასწრებ მონანიებას მერე?
ციტატა
ის წმინდანად არის შერაცხული იმ საქცილეის გამო რაც მან იმ ავბედით დროს გამოავლინა.

ანუ შეიძლება არსებობდეს უცოდველი კარგი ტყუილიც?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 19 2014, 10:12 AM

sanfol

ციტატა
რა თქმა უნდა სრულად არ უნდა ვუარყოთ, მაგრამ რაც მაშინ დაშვებული და აუცილებელი იყო (საკლავის დაკვლას ვგულისხმობ) ახლა მე ცოდვათ მიმაჩნია იგივე გავაკეთო ქრისტიანობაში. სიტყვაზე დავწერე შენ რომ თქვა საჭიროა და მე ვთქვა არაა საჭირო თქო შენ შენი გააკეთო და მე ჩემი დავიჯერო რა მოხდება ამ დროს?

ის რომ შენ ცოდვად მიგაჩნია ფაქტს არ ცვლის. შენ ფიქრობ ძველ აღთქმაში ისეთ რამეს აკეთებდნენ რაც დღეს ცოდვაა ? ანუ დღევანდლი გადმოსახედიდან სცოდავდნენ?
ციტატა
ადამიანს შეუძლია საკუთარი სინდისის მოტყუება?

biggrin.gif სინდის რომ მოატყუებს მერე ამით ღმერთიც მოტყუვდება თუ? ანუ ასეთი პასუხია ადმაინი თუ უსინდისო და უნამუსოა საკადრისს მიიღებს კიდეც. საერთოდ რატომ ვდარდობთ იმ ადამიანებზე ვისაც ღმერთი მიხედავს? დავიჯერო ჩვენი სულიერი ცხოვრება იმდენად მოწესრიგებულია უკვე სხვაზე დარდიც უნდა ვიტვირთოთ? რატომ არ ვცდილობთ ჯერ საკუთარ თავე ვიზრუნოთ? მკურნალო განიკურნე თავი შენი? თუ თავად არ ვიქნებით განკურნებული სხვის მკურნალობაზე როგორ ვიზრუნებთ? უფალმა უკეთ იცის ვის და როგორ მოკითხოს.
ციტატა
ანუ თუ სამშობლოსათვის კაცს მოკლავ ომში მაინც უნდა მოინანიო? მაგრამ თუ ვერ მოასწრებ მონანიებას მერე?

ზუსტად არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი მაგრამ ჩემ აზრს დავწერ. ალბათ ნორმალურირ ადმაინს სინდისის ქნეჯნა არ მოასვნებს და ვერ შეძლებს სხვ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის შემდეგ მშვიდად გააგრძელოს ცხოვრება, თუ არ მოინანია და სულიერი ცხოვრებით არ იცხოვრა.
ციტატა
ანუ შეიძლება არსებობდეს უცოდველი კარგი ტყუილიც?

საერთოდ მე ვფიქრობ ტყუილი ყოველთვის ტყუილია, მაგრამ ის ფაქტი რომ ამით მან ბევრი უდანაშაულო ადმიანის სიცოცხლე იხსნა და ბევრი ოჯახი დანგრევისა და გაუბედურებისგან იმდენად აღმატებულა, თან არ დაგვავიწყდეს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე, რომ სთვალავში მისაღებადაც არ ღირს.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 19 2014, 02:11 PM

G_saxva

ციტატა
ის რომ შენ ცოდვად მიგაჩნია ფაქტს არ ცვლის. შენ ფიქრობ ძველ აღთქმაში ისეთ რამეს აკეთებდნენ რაც დღეს ცოდვაა ? ანუ დღევანდლი გადმოსახედიდან სცოდავდნენ?

არა მაშინ მასე იყო მიღებული, მაგრამ შემდეგ ღმერთს აღარ დაუვალებია ჩვენთვის სისხლიანი მსხვერპლის მიტანა, პირიქით ქრისტეს შემდგომ აკრძალა და მხოლოდ ჩვენი არსის შეწირვა გვმართებს მისთვის, რათა ისევ და ისევ ჩვენივე სულების ხსნა მოხდეს კვირაობით წირვა ლოცვაც ამიტომ არ ქვია, რომ შევავედროთ ღმერთს ჩვენი თავები?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 19 2014, 02:29 PM

sanfol

ციტატა
მხოლოდ ჩვენი არსის შეწირვა გვმართებს მისთვის,

ესეთი რამ პირვლეად გავიგე . რას ნიშნავს ჩვენი არსის შეწირვა?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 19 2014, 02:44 PM

G_saxva
ცოტა გაუგებრად დავწერე, აი დაზუსტებით

მას შემდეგ, რაც უფალი იესო ქრისტე ჯვარს ეცვა, გამოგვიხსნა ცოდვისა და ეშმაკის მონებისაგან და ახალი აღთქმის ეკლესია დააფუძნა, ყოველგვარი სისხლიანი მსხვერპლი გაუქმებულია. ის, ვინც დღესაც ძველი აღთქმის ან წარმართულ წესებს ასრულებს, ნებსით თუ უნებლიეთ უარყოფს უფალ იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოხსნას, ახალი აღთქმის ეკლესიაში მაცხოვნებელი მადლის არსებობას. მართლმადიდებლურ ტაძრებში ყოველ კვირა დღეს, საეკლესიო დღესასწაულებზე და ზოგან ყოველ დილით აღესრულება წმიდა ლიტურგია (წირვა) ანუ უსისხლო მსხვერპლშეწირვა. წირვის დროს მორწმუნეთა მიერ შეწირული პური და ღვინო იესო ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაიქცევა. წირვაში მონაწილე მორწმუნეები სინანულით, ლოცვითა და მარხვით ეზიარებიან წმიდა საიდუმლოს. როგორც წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "შევსწირავთ მსხვერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს ნაყოფთა ბაგეთა და აღსარებასა სახელისა მისისასა. ხოლო კეთილსა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხვერპლნი სათნო არიან ღმრთისა" (ებრ. 13,15-16).
http://martlmadidebloba.ge/sacdurebi1.html

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 19 2014, 03:10 PM

sanfol
ზემოთ რაც დაწერე მართლია. მაგრამ რამდენად მიხვდი არ ვიცი. მოდი ასეთ კითხვას დაგისვამ, ყოველ წირვაზე რას ვწირავთ უფლას, ანუ უსისხლო მსხვერპლი რა არის?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 19 2014, 03:12 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 19 2014, 03:10 PM) *

sanfol
ზემოთ რაც დაწერე მართლია. მაგრამ რამდენად მიხვდი არ ვიცი. მოდი ასეთ კითხვას დაგისვამ, ყოველ წირვაზე რას ვწირავთ უფლას, ანუ უსისხლო მსხვერპლი რა არის?

ჩვენი ლოცვა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 19 2014, 03:19 PM

sanfol

ციტატა
ჩვენი ლოცვა?

ლოცვა იგივე უფალთან საუბარია. შეიძLება საუბარი შესწირო უფალს? არა ლოცვას არ შევწირავთ ყოველ წირვაზე.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Nov 20 2014, 12:42 AM

როცა ჩვენ ვსაუბრობთ შიშსა და სიყვარულზე რათქმაუნდა ეს ორი ერთმანეთის საპირისპიროა , მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ზოგადად არის ადამიანთა ორი კატეგორია 1) ადამიანები რომელთაც შეგნებული აქვთ ღვთის სიდიადე და შესაბამისად თავიანთი მაღალზნეობრივი ცხოვრებით და ღვთისმოსაობით სრულყოფილად უყვართ ღმერთი და 2) ადამიანები რომლებიც არ იცნობენ ღმერთს და შესაბამისად არც იცავენ მის მცნებებს . 1) კატეგორიის ადამიანების შემთხვევაში შიში ქრება და მთლიანად იდევნება სიყვარულის მიერ , რადგან თუ შენ სრულყოფილად შეიყვარებ ღმერთს და გაიაზრებ რომ შენ ვალდებული ხარ , რომ მისი მცნებები დაიცვა , შენ უკვე ისეთ მდგომარეობაში ხარ რომ თითქოს გაბედულებაც კი გაქვს , როგორც იოანე მოციქული ბრძანებს ! სწორედ ასეთი მდგომარეობის ადამიანებს ეუბნება უფალი_ თუ გიყვარვართ დაიცავით მცნებანი ჩემნი! ანუ უფალს არ უთქვია თუ ჩემი გეშინიათ , მაშ დაიცავით კიდეც ჩემი მცნებები. უფალი ასეთი სიტყვებით ესაუბრება მოწაფეებს რომლებიც უკვე საკმაოდ კარგად იცნობენ უფალს , და ისინი ხვდებიან კიდეც რომ მათი ვალდებულებაა რომ მეგობრის თხოვნა შეასრულონ! გაიხსენე უფალი რას ეუბნება მათ_ მე აღარ გიწოდებთ მონებს , არამედ მეგობრებს გიწოდებთ თქვენ! ანუ როცა შენ კარგად შეიცნობ ღმერთს და ის გახდება შენი მეგობარი და შენ მისი, ამ შემთხვევაში შიში მთლიანად ქრება რადგან შენ უკვე ენდობი შენს მეგობარს. ახლა მეორე _ მეორე კატეგორიის ადამიანებს უნდა ეშინოდეთ ღვთისა , რადგან ისინი ურწმუნონი და უცხონი არიან ღვთის წინაშე და შესაბამისად არც ღმერთს იცნობენ და რანაირად ეყვარებათ ღმერთი?! ასეთი კატეგორიის ადამიანებზე სოლომონი ბრძანებს _ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი , რადგან ესაა კაცის თავი და თავი!. თუ შენ არ იცნობ ღმერთს და არ ხარ მასთან ახლოს , მაშინ მისი უნდა გეშინოდეს და რატომ უნდა გეშინოდეს ? იმიტომ რომ დაიწყო მისი ძიება , დაუახლოვდე და ცხონდე ! ხედავთ ღვთის კაცთმოყვარებას? მას სურს რომ ყველა ცხონდეს და მას დაუახლოვდეს ! დიდება მას ამენ!

იესოს ბოლო ჟამის ეკლესია

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 20 2014, 09:36 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა
როცა ჩვენ ვსაუბრობთ შიშსა და სიყვარულზე რათქმაუნდა ეს ორი ერთმანეთის საპირისპიროა , მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ზოგადად არის ადამიანთა ორი კატეგორია 1) ადამიანები რომელთაც შეგნებული აქვთ ღვთის სიდიადე და შესაბამისად თავიანთი მაღალზნეობრივი ცხოვრებით და ღვთისმოსაობით სრულყოფილად უყვართ ღმერთი და 2) ადამიანები რომლებიც არ იცნობენ ღმერთს და შესაბამისად არც იცავენ მის მცნებებს . 1) კატეგორიის ადამიანების შემთხვევაში შიში ქრება და მთლიანად იდევნება სიყვარულის მიერ , რადგან თუ შენ სრულყოფილად შეიყვარებ ღმერთს და გაიაზრებ რომ შენ ვალდებული ხარ , რომ მისი მცნებები დაიცვა , შენ უკვე ისეთ მდგომარეობაში ხარ რომ თითქოს გაბედულებაც კი გაქვს , როგორც იოანე მოციქული ბრძანებს ! სწორედ ასეთი მდგომარეობის ადამიანებს ეუბნება უფალი_ თუ გიყვარვართ დაიცავით მცნებანი ჩემნი! ანუ უფალს არ უთქვია თუ ჩემი გეშინიათ , მაშ დაიცავით კიდეც ჩემი მცნებები. უფალი ასეთი სიტყვებით ესაუბრება მოწაფეებს რომლებიც უკვე საკმაოდ კარგად იცნობენ უფალს , და ისინი ხვდებიან კიდეც რომ მათი ვალდებულებაა რომ მეგობრის თხოვნა შეასრულონ! გაიხსენე უფალი რას ეუბნება მათ_ მე აღარ გიწოდებთ მონებს , არამედ მეგობრებს გიწოდებთ თქვენ! ანუ როცა შენ კარგად შეიცნობ ღმერთს და ის გახდება შენი მეგობარი და შენ მისი, ამ შემთხვევაში შიში მთლიანად ქრება რადგან შენ უკვე ენდობი შენს მეგობარს. ახლა მეორე _ მეორე კატეგორიის ადამიანებს უნდა ეშინოდეთ ღვთისა , რადგან ისინი ურწმუნონი და უცხონი არიან ღვთის წინაშე და შესაბამისად არც ღმერთს იცნობენ და რანაირად ეყვარებათ ღმერთი?! ასეთი კატეგორიის ადამიანებზე სოლომონი ბრძანებს _ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი , რადგან ესაა კაცის თავი და თავი!. თუ შენ არ იცნობ ღმერთს და არ ხარ მასთან ახლოს , მაშინ მისი უნდა გეშინოდეს და რატომ უნდა გეშინოდეს ? იმიტომ რომ დაიწყო მისი ძიება , დაუახლოვდე და ცხონდე ! ხედავთ ღვთის კაცთმოყვარებას? მას სურს რომ ყველა ცხონდეს და მას დაუახლოვდეს ! დიდება მას ამენ!

იესოს ბოლო ჟამის ეკლესია

სხვაგან ავრცელე შენი პროპაგანდა. ან დავითი გამოიწვი კიდევ ერთხელ რომ დაამარცხო საუბარში biggrin.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 20 2014, 12:53 PM

G_saxva

ციტატა
ლოცვა იგივე უფალთან საუბარია. შეიძLება საუბარი შესწირო უფალს? არა ლოცვას არ შევწირავთ ყოველ წირვაზე.

აბა რას მადლობას რომ გვიხსნა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 20 2014, 01:57 PM

sanfol

ციტატა
აბა რას მადლობას რომ გვიხსნა?

პატივსა და დიდებას შევწირავთ ყოველ წირვაზე უფალს.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 20 2014, 02:43 PM

G_saxva

ციტატა
პატივსა და დიდებას შევწირავთ ყოველ წირვაზე უფალს.

და კიდე ერთი შეკითხვა უფალი=ღმერთს ხო?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 20 2014, 02:48 PM

sanfol

ციტატა
და კიდე ერთი შეკითხვა უფალი=ღმერთს ხო?

უფალი ბატონს ნიშნავს. სინონიმად იხმარება ღმერთის.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 20 2014, 03:32 PM

G_saxva

ციტატა
უფალი ბატონს ნიშნავს. სინონიმად იხმარება ღმერთის.

ოკ მადლობა

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Nov 20 2014, 10:57 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 20 2014, 10:36 AM) *

esre ars cheshmariteba

სხვაგან ავრცელე შენი პროპაგანდა. ან დავითი გამოიწვი კიდევ ერთხელ რომ დაამარცხო საუბარში biggrin.gif

და რა არის პროპაგანდა? ვერ ვხვდები?! blink.gif blink.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 21 2014, 08:58 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა
და რა არის პროპაგანდა? ვერ ვხვდები?

რასაც წერ a075.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Nov 21 2014, 08:27 PM

[quote name='G_saxva' date='Nov 21 2014, 09:58 AM' post='751180']
esre ars cheshmariteba

რასაც წერ a075.gif
[/q

როგორც უფალი ბრძანებს მეც იგივეს გეტყვი- თუ ბოროტი ვთქვი დამიმოწმე , თუ არადა რადა მცემ? blink.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 24 2014, 09:46 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა
როგორც უფალი ბრძანებს მეც იგივეს გეტყვი- თუ ბოროტი ვთქვი დამიმოწმე , თუ არადა რადა მცემ?

მეზარება შენთან დისკუსია, უშედეგოა. ნებისმიერ შენს მიერ განხილულ თემას გადახედე და ნახავ პროპაგანდას a075.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2015, 11:06 PM

"არ ეშინოდათ სიკვდილისა, ღვთის შიშის გამო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2015, 06:11 PM


"ღვთის შიშით გონებით დავარდი მაცხოვრის ფერხთა წინაშე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 05:31 PM

"ღვთის მოშიში უძლიერესია, ვიდრე ყველა დემონი ერთად".

/წმ. ათანასე დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2016, 10:52 PM

"ღვთის შიში - ღვთისმოსაობის მარილია, ის შემოუჭერს ბარძაყს, შემოსწერს მუცელს, აფხიზლებს გულს, მოთოკავს გონებას, გაშოლტავს თვითნებობას".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 12:34 PM

"ყოველთვის უნდა გვქონდეს ღვთის შიში, - ბრძანებს სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო), - ამას გვახსენებს ღვთისმსახურებისას დიდი კვერექსი, როცა ტაძარში შიშით, კრძალვით და სარწმუნოებით შესულთათვის ლოცულობენ. ხედავთ? ვის შეუძლია ტაძარში დგომა? მხოლოდ იმას, ვისაც ღვთის შიში აქვს. წმინდა ბარძიმთანაც ასე ითქმის: "შიშითა ღვთისაითა და სარწმუნოებით მოვედით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2016, 11:20 PM

"როდესაც ადამიანებს ღვთის შიში აქვთ, მაშინ წყნარი და ტკბილია ცხოვრება დედამიწაზე".

/წმ. სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2016, 08:58 PM

"ხორციელი შიშის სათავე კი ის არის, რომ ადამიანს ღმერთის არ ეშინია. ხოლო როცა უფლის შიში არ გაქვს, მაშინ ყველაფრის გეშინია. თუკი ადამიანს ღვთის ჭეშმარიტი შიში აქვს, არაფრის ეშინია. თუ შემოქმედს ბოლომდე არ მიენდობი, ხორციელი შიში ყოველთვის შემოგეპარება. შიშის განცდა ყველა ადამიანს აქვს, ხოლო რამდენადაც ძლიერია უფლისადმი მინდობა, იმდენად ნაკლებია სხვაგვარი შიში".

/მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2016, 09:56 PM

"როგორც ჯვარზე გაკრულ სხეულს ერთმევა მოძრაობის საშუალება, ასევე ღვთის შიშითა და მადლით ხდება ჩვენი ცოდვების ჯვარზე გაკვრა, მათი მოთოკვა და ალაგმვა".

/მამა ზაქარია მარგალიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2016, 07:10 PM

"წმინდა მამების განმარტებით, დიდი სიბრძნეა შიში უფლისა. ის არ შეედრება მრისხანე მმართველის ან სხვა ნებისმიერი ადამიანის შიშს; ეს არის უფალთან განოშორებისა და მისი პირისგან განგდების შიში. მის გარდა თითქმის ყველა სხვა შიში ცოდვაა. მაგრამ, ცხადია, ისიც ბუნებრივია, ადამიანს ტყეში ნადირის დანახვისას შეეშინდეს. კაცის ბუნებას თან ახლავს შიში. ადამიანური ბუნებით თვით მაცხოვარი გაიქცა ეგვიპტეში. უფისთვის არ იქნებოდა შეუძლებელი, ანგელოზთა დასს იქვე დაეცვა იგი და არ გაქცეულიყო, მაგრამ ღვთიურ ბუნებასთან ერთად მან თავისი ადამიანური სრულყოფილებაც გვიჩვენა".

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2016, 12:30 PM

"თუკი ადამიანს ყველა სხვა მოსახვეჭელზე მეტად ღვთის სიყვარულის მოხვეჭა სურს, იგი პირველ ყოვლისა, შიშით უნდა აღივსოს ღვთის წინაშე. ღვთის შიში სატირლად აღძრავს მას და საკუთარი ცოდვების მოსანანიებლად განაწყობს, ხოლო ცრემლთა ღვრა და სინანული სიმხნევეს დაბადებენ მასში".

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2016, 03:13 PM

"ჭეშმარიტი სიბრძნე ღვთის შიშია" (იობ. 28,28) - ნათქვამია წმინდა წერილში. თუ სულში ღვთის შიში არ არის, მაშინ მასში, როგორც წესი, ნევროტული შიშები იბუდებს - ჭეშმარიტების ადგილს სუროგატი იკავებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2016, 06:22 PM

"პარადოქსია, მაგრამ სწორედ შიშს მოაქვს სიმშვიდე".

/მამა ზაქარია მარგალიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2016, 03:13 PM

"თვინიერების და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2017, 07:17 PM

"ვისაც არასოდეს შეშინებია საკუთარი თავისა, მან არ იცის, რა არის ნამდვილი შიში".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2017, 06:13 PM

"პატარას [ღირსი პაისი ათონელს] სასაფლაოსი ეშინოდა. შიშის დასაძლევად შუაღამისას წავიდა სასაფლაოზე, ჩაჯდა ცარიელ სამარეში და ასე დათრგუნა შიში, რათა ღვთის გარდა არავისი შინებოდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2017, 11:00 AM

"თუ გრძნობ, რომ ღმერთი გიყვარს, მაშინ ცხოვრებაში აღარაფრის გეშინია. მიწისძვრა ხდება თუ სახლი ინგრევა, წმინდანი ამბობს: "სახლი დაინგრა, არა უშავს. ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი სული ხომ ღმერთს ეკუთვნის".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2017, 02:46 PM

"როგორც ბერი ფილოთეოსი (ზერვაკოსი) ამბობდა: "რწმენა ადამიანში ბადებს შიშს - ცოდვის ჩადენისა და ღმერთის წყენინების შიშს. ღვთისმოშიში მორჩილია, ხოლო მორჩილთან - სულიწმინდაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2017, 11:05 PM

"ვინც ღვთის მოშიშია, ის დიდი მეომარიცაა".

/მამა დავით გეგეშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2017, 07:49 PM

"ღმერთი მარადის მფარველობს და ხელს აფარებს თავის მოშიშთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2017, 01:54 PM

"ღვთისმოშიში ადამიანი სულიერად მღვიძარია, ფხიზლადაა და მუდმივ მზადყოფნაშია ხორცისა და სულის უწესრიგო შემოტევებთან საბრძოლველად."

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2017, 12:50 PM

"შენს სვლას საფუძვლად ღვთის შიში დაუდე და მალე აღმოჩნდები სასუფევლის კართან".

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2017, 10:53 AM

"თუ ადამიანს ღვთის სიყვარულის მოხვეჭა სურს, ჯერ ღვთის შიში უნდა მოიპოვოს. შიში შობს გლოვას, გლოვა კი - სიმამაცეს".

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2017, 10:10 PM

"ადამიანი, რომელსაც ღვთისა ეშინია, არ ფიქრობს, როგორი თვალით უყურებენ მას, დაუჯერებენ თუ არა, შეაქებენ თუ არა - იგი თავისუფალია ასეთი აზრებისაგან".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2017, 09:37 AM

წმინდა პეტრე დამასკელი ბრძანებდა: "არა მხოლოდ ცოდვის ქმნის გამო უნდა ეშინოდეს კაცს ღმრთისა , არამედ იმიტომაც, რომ ღმერთს უყვარს იგი, მას კი არ უყვარს უფალი და უღირსად იღებს მისგან სიკეთეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2017, 09:44 AM

"რა არის ღვთის შიში? გეშინოდეს, მცირედითაც არ ატკინო გული უფალს."





"ღვთის შიშის სული არის თავშეკავება ბოროტ საქმეთაგან"

/წმ. მაქსიმე აღმსარებელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 10:13 AM

"როდესაც ადამიანებს ღვთის შიში აქვთ, მაშინ წყნარი და ტბილია ცხოვრება დედამიწაზე".

/წმ. სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2018, 09:22 PM

"ვინც ღვთის შიშით თავის ნებას მოიკვეთეს, მას ღმერთი მისთვის შეუცნობლად თავის ნებას უბოძებს და მის გულში წარუშლელ მოქმედებას მოახდენს, რაც გულის თვალს აუხელს, რათა შეიცნოს ღვთის ნება და მისი აღსრულების ძალასაც მიანიჭებს. ამას კი სულიწმინდის მადლი აკეთებს, რის გარეშეც არაფერი ხდება".

/ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2018, 10:19 AM

ფსალმუნი მეოთხე

9. "შიში უფლისაი წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე; განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა"

- აქ იგულისხმება საღმრთო შიში, რომელიც წმინდაა, რადგან არ არის ცხოველური, არამედ შიშია იმისა, რომ არ დავკარგოთ ღვთის მოწყალება; უფლის სასჯელისა კი არა, არამედ იმისა, რომ ღვთისადმი ჩვენმა სიყვარულმა არ მოიკლოს. ადამიანს სწორედ ამის უნდა ეშინოდეს. ეს შიში წმინდაა, უკუნისამდე ჰგიებს, ხოლო დასჯის შიში ვნებიანია და პირუტყვს ახასიათებს.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 10:31 AM

"ყველაზე დიდი ცოდვაა ღმერთზე მეტად გვეშინოდეს რაიმესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას".

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2018, 04:45 PM

"ღვთის შიშის შესუსტება ცოდვას შობს, ხოლო ურწმუნოებას, თავისთავად მძიმე ცოდვას, ნებისმიერი დანაშაულის გამოწვევა შეუძლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2018, 08:54 PM

წმინდა იოანე კლემაქსი ბრძანებს: "ვინც მონა იყოს ღვთისა, მას მხოლოდ თავის უფლისა ეშინია. ხოლო ვისაც ღვთისა არ ეშინია, მას თავის ჩრდილისაც კი შეეშინდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2018, 01:56 PM

წმინდა ბარსანოფი ოპტელი ბრძანებს: "როცა გაწუხებს შიშის გულისთქმები მოსალოდნელ განსაცდელებზე, მას ნუ გაესაუბრები, უბრალოდ თქვი: "იყოს ნება უფლისა!" ეს ძალზე ამშვიდებს ადამიანს".

"ვისაც არასოდეს შეშინებია საკუთარი თავისა, მან არ იცის, რა არის ნამდვილი შიში", - ბრძანებს წმინდა ნიკოლოზ სერბი. იგივე მამა ამბობს: "ღვთის შიში - ღვთისმოსაობის მარილია, ის შემოუჭერს ბარძაყს, შემოსწერს მუცელს, აფხიზლებს გულს, მოთოკავს გონებას, გაშოლტავს თვითნებობას.

თმაც დათვლილია თქვენს თავზე, ძმანო, და, მით უმეტეს, თქვენი დღენი ცხოვრებისანი. ასე რომ, ნუ გეშინიათ თქვენთვის დანიშნულ დღეზე ადრე სიკვდილისა, მაგრამ ნურც დაიმედდებით, ასე თუ ისე ერთი დღით მაინც გაიხანგრძლივოთ ცხოვრება მისი ნების საწინააღმდეგოდ, ვინც დათვლის და გაზომავს. შეიგრძენით ეს ყოველივე და ისწავლეთ სიმდაბლე და შიში ღვთისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2019, 02:56 PM

"რა არის ღვთის შიში? გეშინოდეს, მცირედითაც არ ატკინო გული უფალს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2019, 09:23 PM

"ვინც მონა გახდა ღვთისა, მას მხოლოდ თავისი მეუფისა ეშინია; ვისაც არა აქვს ღვთისმოშიშება, მას ხშირად თავისი ჩრდილისაც კი ეშინია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2019, 07:39 PM

"ყველაზე დიდი ცოდვაა, ღმერთზე მეტად გეშინოდეს რამესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2019, 10:15 PM

"სრულყოფილი სიყვარული შიშს აძევებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2019, 08:41 PM

"ყურადსაღებია, შიში ღვთისა მხოლოდ პირველი ნაბიჯია სიბრძნის მოსაპოვებლად, შემდგომ კი კიდევ მრავალი ღვაწლია საჭირო, რაც თანდათან შეგვძენს სიბრძნეს და სწორედ მაშინ "გაიოლდება" ცხონება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2019, 09:39 PM

"უფლის შიში სიბრძნის ძირია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 04:47 PM

"არსებობს ორი სახის შიში: ერთი დამწყებთა და მეორე სრულყოფილთა, რომლებმაც სრული სიყვარულის საზომს მიაღწიეს. მაგალითად, ზოგიერთნი ღვთის ნებას აღასრულებენ სატანჯველის შიშის გამო. ასეთი ადამიანი კეთილ საქმეებს სიკეთისთვის კი არ აკეთებს, არამედ სატანჯველის შიშის გამო. მაშინ, როცა მეორე აღასრულებს ღვთის ნებას ღვთის სიყვარულისთვის, რათა სათნო-ეყოს მას".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)