IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> კითხვა
დათიკო
პოსტი Jul 25 2006, 07:53 PM
პოსტი #1


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



დამლოცეთ, მამაო.

ასეთი შეკითხვა მაქვს:

ლევიტელთა წიგნის მე-20 თავში წავიკითხე:

”და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა.
უკუეთუ ვინმე ძეთაგანმან ისრაჱლესათამან, განათუ მოსრულთაგანმან მწირმან ისრაჱლსა შორის, რომელ მისცეს ნათესავი თჳსი მთავარსა, სიკუდილით მოკუედინ, ტომმან მისვე ქუეყანისამან ქვაჲ დაჰკრიბონ მას”. (ლევ. 20.1-2)

”რომელმან შეირთოს ასული და და დედაჲ მისი, რამეთუ რამეთუ უშჯულოებაჲ არს,
ცეცხლითა დაწჳთ იგი და იგინი მის თანა, და არა იყოს უშჯულოებაჲ თქუენ შორის”. (ლევ.20.13-14)

”და მამაკაცი, ანუ თუ დედაკაცი იყუნენ თუ მისან, გინა მსახვრალ, სიკუდილით მოწყდედ, ქვითა დაქოლენით იგინი, რამეთუ თანამდებ არიან”. (ლევ.20.27)

მამაო, მაინტერესებს რატომ დართო ღმერთმა ნება ტომს (ანუ ადამიანებს) საკუთარი ხელით დაეხოცათ ცოდვილნი?
ჩვენ ხომ გვასწავლის მაცხოვარი: ”ვინც უცოდველია, პირველმა ესროლოსო მეძავს ქვა”.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 15 2006, 01:16 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



დღევანდელი გადასახედიდან მართლაც გვიჭირს იმის გაგება, რატომ მოუწოდებდა ღმერთი ადამიანს ცოდვილთა მიმართ ასეთი სისასტიკისაკენ. ქრისტეანის მსოფლმხედველობა რადიკალურად განსხვავდება ძველი სჯულის ადამიანის მსოფლმხედველობისაგან. ჩვენი ზნეობა ქრისტეს სიტყვას ეფუძნება (ასეა იდეალში). ძველი აღთქმისეული ადამიანი კი სხვა ორიენტირებით ცხოვრობდა. როცა ღმერთი ბრძანებს "კბილი კბილისა წილ", ეს არა შურისძიებისაკენ მოწოდებაა, არამედ უზომო სისასტიკის ალაგმვა, როცა კბილის წილ ყბას უნგრევდნენ ერთმანეთს. ამით ძველი სჯული ზნეობრივი ცხოვრებისაკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იყო.

რაც შეეხება ცოდვილებთან მოპყრობის სისასტიკეს, ეს იყო, ასე ვთქვათ საზოგადოებრივი იმუნიტეტი ცოდვისაგან ერის დასაცავად. ასეთი მცნებებით უფალი იცავდა ებრაელთა ერს მასში ცოდვის გავრცელებასა და მომძლავრებისაგან, ინახავდა ერს მისთვის დაკისრებული ზოგადსაკაცობრიო მისიისათვის. შიში იყო ის ერთადერთი საშუალება, რომელსაც ემორჩილებოდა ერი მთლიანობაში, ცოდვილთა ამოშანთვა კი – ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნების აუცილებელი საშუალება. გავიხსენოთ, რომ ძველი სჯული იყო მონობისა და შიშის სჯული, და არა მადლისა და თავისუფლების, როგორც ახალი აღთქმა. ძველი აღთქმის სჯული ამზადებდა ადამიანს ახლის მისაღებად.

ძველი აღთქმისეული ადამიანის ცხოვრება არის ალეგორიული სახე ჩვენი შინაგანი ცხოვრებისა. ჩვენც ასეთივე სისასტიკითა და დაუნდობლობით უნდა მოვეპყრათ ცოდვებსა და ვნებებს, ბოროტ სულებს, რომლებიც თესავენ ჩვენში უკეთურებას. მაგრამ არა ადამიანებს.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 03:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი