IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> shota1 ის კითხვა
admin
პოსტი Sep 12 2006, 11:09 PM
პოსტი #1


გიორგი
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 4,393
რეგისტრ.: 22-July 06
მდებარ.: სერვერთან ახლოს
წევრი № 1



დამლოცეთ მამაო,

მაქვს ესეთი კითხვა: ხომ არ არსებობს ისეთი წიგნი, ან წიგნები სადაც დაწვრილებით და გასაგებად არის აღწერილი ადამიანის, ანგელოსისა და ღვთის არსი...

ამ საკითხებს ბევრგან შევხვედრილვარ მაგრამ მაინც ძალიან ბუნდოვანია, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და მაწუხებს, მაგალითად მაინტერესებს სად გადის ზღვარი სხეულსა და სულს შორის, ან რატომ შეიქმნა ადამიანი ორი სახესხვაობისაგან, რა დანიშნულება აქვს სხელულს და რა სულს, ასევე სად გადის ზღვარი ადამიანის გონებასა და გულს შორის, რა არის გულის ძირითადი ფუნქცია, გეომეტრიულად როგორ მიმართებაში არიან ერთმანეთთან გონება, გული და სული... რას ნიშნავს საერთოდ პიროვნება, რით განსხვავდება იგი ინდივიდუმისაგან, რომელიც ახასიათებს ცხოველსაც... რა არის ანგელოზის ძირითადი ფუნქცია და რატომ ნიშნავს ანგელოსი ინფორმაციის გადამცემს... რას ნიშნავს სულის მამისაგან გამომავლობა და რით განსხვავდება ეს სიტყვა შობისაგან... ა.შ.

უკაცრავად ამდენი კითხვის ერთად დასმისათვის, პასუხებს რა თქმა უნდა არ ველოდები, უბრალოდ იქნებ ლიტერატურა მიმითითოთ რომელიც დამეხმარება?


--------------------
რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.

ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება.

შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 14 2006, 09:50 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



კარგია, რომ მსგავსი კითხვები გიჩნდებათ და გინდათ მართლმადიდებლობა ცოდნით განამტკიცოთ. ალბათ ხვდებით, რომ ერთ წიგნში მსგავსი საკითხები ვერ იქნება თავმოყრილი. ძნელია ასე დისტანციურად ურჩიო ადამიანს წიგნი. პირველ ყოვლისა თქვენ გჭირდებათ სახელმძღვანელოები ძირითად და დოგმატურ ღმრთისმეტყველებაში, ანთროპოლოგიაში. ყველა კითხვა ვერ ამოიწურება, მაგრამ ბევრ რამეს გაიგებდით. შემიძლია გირჩიოთ წმიდა დიონისე არეოპაგელის "ზეციურ ძალთა შესახებ", წმიდა იოანე დამასკელის "მართლმადედებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", ვლადიმერ ლოსსკის "დოგმატური ღმრთისმეტყველება" და მრავალი სხვა მსგავსი წიგნი. ინტერნეტში მრავლად არის რუსულენოვანი ლიტერატურა. "Православная духовность", არქიეპისკოპოს ლუკას – "Дух, душа и тело", გრიგოლ ნოსელის "Об устроении человека" – ეს ისაა, რომლებზე ლინკები უცემ მომაგონდა. რუსებს აქვთ შესანიშნავი ელექტრონული ბიბლიოთეკები Pagez.ru, Библиотека православного христианина.სამწუხაროდ ქართულენოვანი ლიტერატურა ქსელში გასაგები მიზეზების გამო ძალიან მწირია, ინგლისურენოვანს კი იშვიათად მივმართავ და ნაკლებად ვიცნობ. მართლამადიდებლური სწავლება მარგალიტებივითაა მიმოფანტული მამათა ნაშრომებში და საჭიროა წიგნთან სისტემური მუშაობა. ამას კი აუცილებლად სჭირდება მოძღვართან ურთიერთობა.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 10:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი