IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
მხევალი ნინო
პოსტი Dec 22 2006, 11:05 AM
პოსტი #1


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



დამლოცეთ მამაო, მაინტერესებს, საიდან ჩნდებიან სულები? ატარებენ თუ არა ისინი კონკრეტული ადამინის წინაპრის ნიშან- თვისებებს? ანუ მაინტერესებს სული მემკვიდრეობით ღებულობს რაიმე ცოდვისკენ მიდრეკილებებს თუ შემდეგ იძენს მას? ასევე მაინტერესებს, როგორ იბადებიან ისეთი ძლიერი სულის ადამიანები როგორების იყვნენ მაგალიტად წმინდა ნიკლოზი, გრიგოლ ხანძთელი და აშ. როგორც ვიცი ისინი დაბადებიდანვე მარხულობდნენ. ვისზეა დამოკიდებული ძლიერი სულით დაბადება? თუ ძლიერი სულით იბადებიან, მაშინ მე რატომ უნდა ვაგო პასუხი ცოდვებზე თუ წილად უხეშად, რომ ვთქვათ სუსტი სული შემხვდა და ის უკვე სავსეა სხვადასხვა ცოდვითი მიდრეკილებისკენ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Feb 6 2007, 05:24 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ნინო, თქვენ დასვით შეკითხვა, რომელზე ვერცერთ ღმრთისმეტყველს ვერ გაუცია ზუსტი პასუხი. გარდა გენეტიკური (ანუ ხორციელი) მემკვიდრეობითობისა, არსებობს კიდევ სულიერი მემკვიდრეობითობა. ადამიანს სულს აძლევს ღმერთი. ჩვენთვის გაუგებარია, როგორ ხდება ამ დროს მშობლის სულიერი მდგომარეობის ზემოქმედება, თუმცა აშკარაა, რომ გავლენა არის. რომ არ იყოს სულიერი მემკვიდრეობითობა, არც ბუნების დაცემულობა გადმოგვეცემოდა მშობელთაგან; ღმერთი, როგორც სრული და სახიერი არაფერს ქმნის ნაკლულევანს. ერთი სიტვყით, ეს არის სიუდომლო, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის და დაფარულია ჩვენგან, რადგან არ არის არსებითი ცხოვნებისათვის.

ცოდვებისაკენ მიდრეკილებაში წარმოჩინდება ადამიანის ბუნების დაცემულობა და ის ახასიათებს თითოეულ ჩვენგანს. ამას ერთვის მშობელთა ცოდვებისა და სათნოებების (არა აღზრდისმიერი) გავლენა, და ესეც უნდა გვახსოვდეს, რათა გავიაზროთ პასუხისმგებლობა შვილების წინაშე. და, შემდეგ გვემატება ის, რასაც ვიძენთ აღზრდით.

ისტორიას მრავლად ახსოვს ადამიანები, რომლებიც შობადმეც კი იყვნენ გამორჩეულნი ღმრთის მიერ. ეს ფაქტი არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ღმერთმა გამოირჩია ისინი, დაიფარა ცდუნებებისაგან, განკურნა ბუნების დაცემულობისაგან და დაიცვა სიწმიდეში, სხვევბზე კი უშვებს განსაცდელებს და ცდუნებებს. თუ თვით მაცხოვარსაც კი უბედავდა ბოროტი მოახლოებას და გამოცდას, ვერც სიყრმიდან გამორჩეული წმიდანები აცდებოდნენ ამას. მათ შემდგომი ცხოვრებით ცხადჰყვეს, რომ მადლი ღმრთისა ამაოდ არ მისცემიათ. გავიხსენოთ, როგორ იყვწოდნენ თუნდაც თქვენს მიერ ხსენებული წმიდანები. თუ პიროვნული ნებით არ ვისწრაფეთ ქრისტესკენ, რჩეულობა შეიძლება დავკარგოთ კიდევაც და ჯოჯოხეთის უფსკრულში აღმოვჩნდეთ; ვისაც მეტი მიეცემა – მეტი მოეთხოვება. ზოგს ღმრთის მადლი ეძლევა ბრძოლის შემდეგ, ზოგს კი – დასაწყისშივე, რათა ცხოვრებით და ბუნების დაცემულობასთან შეურიგებლობით, ბრძოლით გაამართლოს რჩეულობა. როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია: უფალი არავის არფერს გვაკლებს.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 09:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი