IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მოჩვენებები
მხევალი ნინო
პოსტი Jan 9 2007, 05:07 PM
პოსტი #1


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



დაგვლოცეთ მამაო. არსებობს სხვადასხა სატელევიზო გადაცემები, სადაც გვაჩვენებენ სახლებში დასახლებულ უკვე გარდაცვლილი ადამიანების სულებს. განსაკუთრებით ეს უცხო ქვეყნებში ხდება და მათ შორის უფრო ხშირად ინგლისში. როგორც წესი ეს ადამიანები რამოდენიმე საუკუნის წინ არიან გარდაცვილელები და უმეტესად მათ სიცოცხლე დაასრულეს ძალადობით. ეს მოჩვენებები თუ სულები ეცხადებიან იმ სახლში მობინადრეებს და როგორც ვხდედავ ამ მეცნიერებით თუ რა დავარქვა არ ვიცი დიდად დაინტერესებულები არიან უცხოეთში. აქვთ სპეცაილური სამსახურები დაქირავებული ჰყავთ ესქტრასენსები, გამოკვლევები მიმდინარეობს სპეციალური აპარატურით, როგორც ამბობენ იმ ადგუილას სადაც ეს მოხეტიალე სულია ტემპერატურა ეცემა და აშ. მაინტერესებს ეკლესიის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. არის თუ არა შესაძლებელი მართლაც დარჩნენ აქ ადამიანთა სულები, თუ არა ვინ არიან ისინი? მართალი გითხრათ ასეთ გადაცემებს დიდი ინტერსით ვუყურებ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Feb 6 2007, 09:16 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



"პური და სანახაობა" – გაიძახოდნენ ძველი რომაელები. დღევანდელი ადამიანიც იგივეს იძახის, იგივე წარმართული იდეალებით ცხოვრობს. და მას ეძლევა სანახაობა, მაგრამ უკვე არა ისეთი, როგორიც რომაელებს ჰქონდათ, არამედ მისტიური და უფრო დამანგრეველი სულისათვის. დღევანდელი სანახაობრივი ტექნოლოგიები ამისათვის დახვეწილ საშუალებებს იძლევიან. ადამიანი იღებს იმას, რასაც ეძებს. ბოროტი მთელს მასკარადებს უწყობს ადამიანს, ოღონდ როგორმე მიიზიდოს მისი ყურადღება, დატვირთოს დემონური ემოციებით, დაძაბოს შიშით, გაურკვეველობით, უსუსურობის და უიმედობის შეგრძნებით.

ვინ ეჩვენება ადამიანს მოჩვენებების სახით? ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს არც მიცვალებულთა სულებია და არც ანგელოზები. მიცვალებულებთა სულები წუთისოფლიდან გასვლის შემდეგ არ ბრუნდებიან. თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებს ვიცნობთ, როცა ღმრთის მიერ დაშვებულ იქნა გარდაცვლილთა სულების (არა მხოლოდ წმიდათა) გამოცხადება, რათა სულიერი სარგებლობა მიეღოთ ადამიანებს. ყოველ ასეთ შემთხვევას ჰქონდა მკაფიოდ განსაზღვრული და განცხადებული დანიშნულება. ასევე ვიცნობთ შემთხვევებს, როცა ანგელოზი მოავლინა უფალმა. აქაც მათ გამოცხადებას ჰქონდა კონკრეტული მისია. დემონური სასწაულები კი ხასიათდება ბუნდოვნებით, გაურკვეველობით, ზოგჯერ კი დაშინებით. ისინი იწვევენ გაოგნებას, შიშს, მაგრამ არაფერს გვაძლევენ სულისათვის სასარგებლოს. მათი მიზანი არის ადამიანთა ყურადღების მოწყვეტა სულისათვის სასარგებლო და აუცილებელი საკითხებიდან, ემოციური და გონებრივი გადატვირთვა და დაძაბვა.

მამათა ცხოვრებიდან ვიცით მრავალი შემთხვევა, როცა ეშმაკი ევლინებოდა ადამიანებს ადამიანების, ანგელოზების და თვით მაცხოვრის სახითაც კი. ვფოქრობთ, ამის შემდეგ არ უნდა გვიკვირდეს "მიცვალებულთა სულების" გამოჩენა.

წმიდა ანტონი დიდის ცხოვრებიდან ვიცით, რომ ბოროტი ჩვენთვის უცნობი საშუალებებით ახერხებდა ფიზიკურადაც კი ეგვემა მოღვაწე. არაერთი სხვა მოღვაწის ცხოვრებაშიც მომხდარა მსგავსი რამ. ამიტომ ინფორმაცია იმაზე, რომ ხდება ტემპერატურის, ელექტრომაგნიტური თუ გრავიტაციულე ველების შეცვლა უცნაური მოვლენების ადგილებში არ უნდა გვაკვირვებდეს. თუმცა გულის სიღმრეში მაინც ბადებს ეჭვს.

მაცხოვარიც, მოციქულებიც, წმიდა მამებიც გვასწავლიან, რომ საყოველთაო განდგომილების და აღსასრულის მოახლოებისას გამრავლდება ცრუსასწაულები. იმდენად ძლიერი და აუხსნელი იქმნება ეს მოვლენები, რომ ადამიანები გაოგნებას მიეცემიან და რჩეულებიც კი შეირყევიან. ამისაგან თავის დასაცავად უნდა ვეცადოთ ყურადღება მოვაცილოთ ცრუსასწაულებს, არ ვეცადოთ ავხსნათ ადამიანური გონებით ის, რაც სულიერი სამყაროს გამოვლინებას მიეკუთვნება. ხე ნაყოფით იცნობა. რა არის ნაყოფი ასეთი მოვლენების გამოძიებისა? განა გვაახლოვებენ ისინი ჭეშმარიტებას? და თუ არა, რატომ ვუთმობთ მათ დროს, ყურადღებას, როცა ღმრთისშემეცნების აუთვისებელი ზღვაა ჩვენს წინაშე?


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 10:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი