IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> არქ.რაფაელ კარელინი, "ანათემა"
saria-giorgi
პოსტი May 3 2008, 02:24 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



საეკლესიო ანათემის შესახებ საკითხი გაუგებრობას და შეცბუნებას იწვევდა და ჩვენს დროშიც იწვევს.
ლიბერალურად განწყობილი ინტელიგენციიის წრეებში კი პროტესტს და აღშფოთებას.ჰუმანისტები ანათემას შუასაუკუნეების ბნელ გადმონაშთად,შეუზღუდავ სისასტიკებ მიიჩნევენ,რომელმაც ჩვენ დრომდე მოაღწია,ხოლო თეოსოფები ანათემაში აუტოდაფეს კოცონს ხედავენ სხვაგვარად მოაზროვნეთათვის.უნდა გაირკვეს,თუ რას ნიშნავს თავისთავად ანათემა,რატომ ხდება,რომ ეკლესია-ღმრთაებრივი სიყვარულისა და მოწყალების ეს განსხეულება,განსაზღვრულ შემთხვევებში საჯაროდ და სახალხოდ განკვეთს იმათ,ვინც ფორმალურად ითვლებიან მართლმადიდებელ ქრისტეანებად,მაგრამ მისი დოგმატური სწავლების წინააღმდეგ იბრძვიან.ყოველწლიურად,დიდმარხვის პირველ კვირიაკეს,ეკლესია გარდაცვლილ ერეტიკოსთა ანათემას დაამოწმებს.ჩვენ დოგმატებზე ვსაუბრობთ,მაგრამ უნდა გვახსოვდეს,რომ ეკლესია ერთიანია,ცოცხალი ორგანიზმია და თუმცა დოგმატური სისუფთავე მართლმადიდებლობის მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს,ეკლესიაში ყველაფერი:რწმენა, კანონიკა, საიდუმლოებები, ღმრთისმსახურება, რიტუალთა სიმბოლური ენა, სადისციპლინო წესები და ა.შ. ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.აქ მოქმედებს აქსიომატური კანონი:ცოცხალი ორგანიზმის გარეშე სიცოცხლე არ არის.ცხონების საფუძველს ადამიანის სულში ღმრთაებრივი მადლის ძალით,ღმრთის-ქრისტეს მაცხოვრის ხატების განახლებას წარმოადგენს.ეკლესიის საიდუმლოებებში, ღმრთისმსახურებასა და ლოცვებში მოქმედი ეს ძალა ადამიანის პიროვნებას სახეს აცვლევინებს,ღმრთისადმი მის მიმსგავსებას განახორციელებს,აერთებს ღმრთაებასთან,რომელშიც აბსოლუტური და საუკუნო ცხოვრება მდგომარეობს.
დოგმატები-ეს გონებით სახილველი ხატია ღმრთისა,ეს ფორმულებია,რომელიც განსჯისთვის მიუწვდომელ სულიერ სიდიდეებს შეიცავს,ეს ღვაწლი და მორჩილებაა რწმენისა,რომელიც მარადისობაში რეალიად და სიცხადედ იქცევა,ეს ჭეშმარიტებაა,რომელიც ისე წარმოდგება,ვითარცა ცხოვრება.დოგმატური ფორმულები სულიერ სამყაროში ყოფიერების ფორმულებს წარმოადგენს.
ქრისტე ეკლესიაში უხილავად იმყოფება და ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართვით ადამიანს სულში ქრისტეს სახე აღმშენებლობს.ცრუ დოგმატი,ცრუ სწავლება-ეს შეცვლაა ქრისტეს სხვა სახით,ეს დამახინჯებული წარმოდგენაა ადამიანისა ღმერთის შესახებ,ეს ცოცხალი დარეალური ქრისტეს შეუქცევადი კარგვაა მარადისობაში.ამიტომ წმ.მამები განსაკუთრებულად ფხიზელნი იყვნენ სარწმუნოებრივი სწავლების დოგმატური სისუფთავის მიმართ და შეურიგებელნი ერესთან და მოდერნისტულ გაუკუღმართებასთან.ასეთი შეურიგებლობა შესაძლოა თანამედროვე ადამიანს რიგორიზმად(ფრანგ.სიტყვაა და ნიშ.- პრინციპების,წესების წვრილმანურად მკაცრი,განუხრელი დაცვა,უპირატესად ზნეობრივ საკითხებში)მოეჩვენოს,მაგრამ სინამდვილეში ეს იყო სიყვარული ქრისტესადმი და სიყვარულისაგან წარმოშობილი კრძალული შიში,შიში ქრისტეს დაკარგვისა და მისი შეცვლისა ცრუ სახით,ანუ ბნელი და ილუზორულით.
ანათემა-ეს მხოლოდ დადასტურებაა იმ ფაქტისა,რომ ადამიანი,რომელმაც ეკლესიის სწავლებას თავისი ამაყი გონების ზმანებები დაუპირისპირა,უკვე განუდგა ეკლესიას.აქ ეკლესია განკვეთის გზით თითქოსდა უკანასკნელად მიმართავს,უკვე არა გაფრთხილებით,არამედ იმის დამტკიცებით,რომ იგი უცხოა ქრისტესთვის,როგორც საუკუნო ცხოვრებისთვის,რომ მან თავისი თავი ეკლესიის გარეთ დააყენა.ეკლესიიდან წასვლა კი ნიშნავს ეკლესიის წინააღმდეგ წასვლას,მოწამლული ატმოსფეროთი სუნთქვას,ეკლესიისთვის უცხო,სხვა გარემოში ყოფნას,იქ,სადაც ვერ აღწევენ ღმრთაებრივი სინათლის სხივები.სარწმუნოებრივი საკითხებისადმი ინდიფერენტული ადამიანები არცთუ იშვიათად თვლიან:საკმარისია მოიხსნას ანათემა,რომ კონფესიათა გამყოფი კედელი დაინგრევა და ისინი ერთიან სულიერ ველში გაერთიანდებიან,უფრო ზუსტად,ერთ ეზოში.მაგრამ ადამიანის სვე-ბედს ანათემა არ წყვეტს-ეს გაუგებრობაა,თუკი ექიმი ადამიანის სიკვდილის შესახებ აცხადებს,ნუთუ ეს ექიმი სასტიკია?მან ავადმყოფი და ნათესავები უნდა ანუგეშოს ცრუ იმედით,რომ გარდაცვლილი ცოცხალია?ფიზიკური სიკვდილი შეუქცევადია,ხოლო სულიერი სიკვდილი,როგორც ეკლესიისაგან მოწყვეტა,მხოლოდ იმქვეყნად ყოფნის დროსაა საბოლოო.აქ,დედამიწაზე,ადამიანს შეუძლია კვლავ მიმართოს ეკლესიას და ეკლესიაც ნებისმიერი ცოდვილის და ერეტიკოსის სინანულს მიიღებს მის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც კი და მიუტევებს მას.ამიტომ ანათემა არა სისასტიკე,არამედ მოწყალებაა ეკლესიისა ადამიანების მიმართ,როგორც მშობლის მოწყალება შვილების მიმართ,მასწავლებლისა მოსწავლეების მიმართ,როცა მათ აფრთხილებენ თუ სადაა ჩასაფრებული სასიკვდილო საფრთხე;როცა უფროსი ძმა ეუბნება ტყეში მიმავალ უმცროს ძმებს,რა ადგილას ბინადრობენ გველები,სად არის ჭაობიანი ადგილები ან ტოტებითა და ბალახით შენიღბული ორმოები.განა ეს სისასტიკეა?ერესი და ცრუ სწავლებანი-ეს იგივე დაფარული ორმოებია სულიერ გზაზე.ღირსმა იოანე დამასკელმა ერესებს"მგლის ხაფანგი"უწოდა.
ადამიანის მიწიერი ცხოვრება საკუთარი პიროვნების თვითგამორკვევისათვის,ზნეობრ
ვი სრულყოფისათვის და სულიერი გზის არჩევისათვის მიეცა.იმქვეყნიური ცხოვრება-ეს გაცხადებაა იმისა,რაც ადამიანმა მიწიერ ცხოვრებაში მოიხვეჭა.ყველაზე მთავარი კი ესაა:მოიხვეჭა თუ არა ქრისტეს ხატება თავის სულში;მოიხვეჭა თუ არა სულიწმიდის მადლი ზეციდან დედამიწაზე გადმოდინებული მარადიული ნათელი.თუ არ მოიხვეჭა,მაშინ მის სულში სხვა,შავი სახე გაჩნდება,რადგან სულიერ სამყაროში ნეიტრალური არ არსებობს.
თავისთავად ანათემა არ არის წყევა წარწყმედის სურვებით.ის ეკლესიისგან განდგომილს იმის შესახებ აფრთხილებს,რომ იგი წყევისა და მარადიული უკუნის ქვეყანაში აღმოჩნდება.სიკვდილის შემდეგ დაბრუნება და სინანული არ არის.ავადმყოფის დიაგნოზი რომ დავხიოთ,ეს არ შეცვლი მის მდგომარეობას;საფლავის წარწერა რომ წავშალოთ,მკვდრის სხეული მაინც მიწაში დარჩება.ერესი-ეს საეკლესიო კანონით თვითგანკვეთაა ეკლესიიდან.მოუნანიებელ ცოდვილს თუგინდ მოეხსნას ანათემა,მას ეს მაინც არ მიაახლოვებს ღმერთთან,მის იმქვეყნიურ ხვედრს ვერ შეცვლის.
ნეტ.ავგუსტინე ამბობს,რომ შესაძლოა გწამდეს წმიდა სამება ეკლესიის გარეშე,გეჭიროს სახარება და იქადაგო,ქრისტეს სახელისთვის ევნო,მაგრამ ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ერთი რამ-ცხონება.სწორედ ამას მოწმობს ეკლესია სიტყვით-"ანათემა",რომელიც მომაკვდავი შვილების შემხედვარე დედის გოდებასავით გაისმის.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 10:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი