თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 06:20 PM

"საქართველომ ყველგან უნდა იქადაგოს ჭეშმარიტება, მაგრამ ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა არის ჭეშმარიტება, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება"

/საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/


"ჭეშმარიტების მაუწყებელი თავის სიწრფელეს აცხადებს, ცრუმოწმე კი - თავის სიყალბეს"

/იგავნი სოლომონისა, 12, 17/


"ჭეშმარიტება მოკლედ, ლამის სიტყვაძუნწადაა მოცემული საღმრთო წერილში, შენც ნუ შეუდგები ვრცელ, სიტყვამრავალ კვლევა-ძიებას!"

/წმ. ეფრემ ასური/


"ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, მას ჯერ კიდევ არ შეუცნია იგი"

/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 07:11 PM

"ჭეშმარიტება შეიძლება დროებით დაიჩაგროს, მაგრამ მისი საბოლოოდ დამარცხება შეუძლებელია"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 07:33 PM

"ჩვენი ყველაზე დიდი მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს ჭეშმარიტების გზაზე დადგომაში დავეხმაროთ"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 08:06 PM

"ჭეშმარიტების ძიებას თავად ჭეშმარიტება აიძულებს ადამიანს"

"ჭეშმარიტებაა ყველაფერი, რასაც უფალი ბრძანებს"

"ჭეშმარიტება ყოველთვის თვით ღაღადებს საკუთარი თავისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 09:58 PM

"გამოცდილება კი გვარწმუნებს, რომ ჭეშმარიტება სამარეშიც ცოცხლობს, ბორკილებდადებულიც თავისუფალია, ბნელშიც ანათებს და ლაფში ამოსვრილიც სიწმინდეს ინარჩუნებს. ჭეშმარიტება დროს არ ექვემდებარება, იგი არც ძველი და არც ახალი; იგი უცვლელი იყო გუშინ, უცვლელია დღეს და ხვალაც უცვლელი დარჩება".

/ვლ. ველიმიროვიჩი, "ღმერთი და ადამიანები"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 12:49 PM

"ჭეშმარიტების ძიებას საზღვარი არა აქვს. იგი უსაზღვრო და უკიდეგანოა"


"ჭეშმარიტება მარადიულია და ის ჩვენც უკვდავებად გვაქცევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 01:11 PM

"ჭეშმარიტება ყოფიერების სათავეა, ცხოვრების წყაროა, ქმნადობის მიზეზია. ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე წარმოუდგენელია ისტორიული განვითარება, სულიერი აღმავლობა.

ჭეშმარიტება არ არის დასრულებული ფენომენი, არამედ მუდმივმოქმედი პროცესია ძიებისა და წვდომისა, სადაც პიროვნების სულიერი და ფიზიკური ბუნება სრულყოფილად გამოვლინდება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2020, 07:08 PM

ფსალმუნი 88

3. "ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტებაი შენი" - აქ არის მინიშნება ღვთის ძის განკაცების შესახებ, რადგან ქრისტე ჭეშმარიტებადაც იწოდება, ისვე როგორც მრავალი სხვა სახელით.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2020, 09:40 PM

"ჭეშმარიტება ღვთის თვისებაა. თუ სიცრუეა ეშმაკის თვისება, ამის საპირისპიროდ, ცხადია, რომ ჭეშმარიტება ღვთის მახასიათებელი თვისებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 07:05 PM

"ეკლესია - "ჭეშმარიტების სიმტკიცეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 07:37 PM

"ჭეშმარიტება სულიწმიდის მადლის მოქმედებით განემტკიცება ადამიანის გულში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2020, 06:25 PM

"არამხოლოდ ეკლესიის სწავლებაა ჭეშმარიტება, არამედ ჭეშმარიტებაა თავად ეკლესიის ცხოვრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2020, 09:47 PM

ფსალმუნი 144

17. მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა -

ეს არის უჭეშმარიტესი: ვინც ღვთის მცნებებს იცავს, არასდროს გადაუხვევს ჭეშმარიტების გზიდან. ვინც ღვთის მცნებებს ასრულებს და უფალს მიენდობა, მისი გზა ყოველთვის ჭეშმარიტი იქნება, რომელიც კაცს სიცრუესა და ბოროტებასთან არასდროს მიიყვანს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2020, 05:04 PM

"პავლე მოციქული ამბობს, რომ ეკლესია არის გოდოლი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (1 ტიმ. 3,15)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2020, 07:17 PM

"ქრისტიანი ჭეშმარიტებაზე უნდა დუმდეს იმ ხალხის წინაშე, რომლებსაც შეუძლიათ ბოროტად გამოიყენონ მისი საუბარი"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2020, 07:19 PM

"- აქვს თუ არა უფლება მართლმადიდებელს, სხვა რელიგიებს გაეცნოს? საშიში ხომ არ არის ეს მორწმუნისთვის?

- ადამიანს არავინ უკრძალავს ახლის შემეცნებას. უფალმა მას თავისუფალი ნება მისცა. ისე რომ, შეგვიძლია, შევისწავლოთ სხვა რელიგიებიც, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც აქ მოვალთ. ვისაც ჭეშმარიტება არ შეუცვნია, ცდილობს, სხვა სწავლებებში, ამაოებაში პოვოს ნუგეში."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2020, 10:47 PM

"ცოდნა - მიიჩნევა, რომ ეს არის ჭეშმარიტების ფლობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2020, 10:33 PM

"თუ შენ ჭეშმარიტი ხარ სიტყვით და საქმით, მაშინ ეს ჭეშმარიტება გარეშემოგერტყმება შენ, როგორც საჭურველი"

/დეკ. მიქაელ გალდავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2020, 10:05 PM

"თუ სიცრუეა ეშმაკის თვისება, საპირისპიროდ ამისა, ცხადია, რომ ჭეშმარიტება ღვთის მახასიათებელი თვისებაა"

/დეკ. მიქაელ გალდავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 12:47 PM

"ჭეშმარიტების შეცნობა სხვა არაფერია, თუ არ საღმრთო მადლის ჯეროვანი მიღება"

/წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 10:36 PM

"რაც ჭეშმარიტება არ არის - ტყუილია და ამიტომ დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2021, 08:45 PM

"მხოლოდ ქრისტეს მოძღვრებამ შესძლო კაცობრიობის წყვდიადიდან გამოყვანა და ჭეშმარიტ გზაზე დაყენება. ამიტომ ჩვენც აღვაპყროთ სულიერი თვალები და დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით ვუღაღადოთ უფალს: "გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტება შენი, ესენი მიმიძღვეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა, და საყოფელთა შენთა" (ფსალმ. 42,3)".

/დეკ. იოანე მამულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2021, 08:37 PM

"საღვთო ჭეშმარიტების ნათელი საცნაურია და ყველასათვის ანათებს, მაგრამ გულბრმა ადამიანს ყველაფერი ბნელად და მიუწვდომლად მიაჩნია".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2021, 08:08 PM

"დიდო და საშინელო უფალო, ყველა შენი გზა წყალობა და ჭეშმარიტებაა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2021, 08:42 PM

"სულის უკვადავების ჭეშმარიტება ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი ჭეშმარიტებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 05:08 PM

"ჩაეჭიდე ეკლესიას, რომელიც არის "ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე" (I ტიმ. 3,15) და გადარჩები; მის გარეთ დაიღუპები, რადგან მის გარეთ ეშმაკისეული ხიბლია"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 03:05 PM

"ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია"

/წმ. გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 12:56 PM

"თავად ჭეშმარიტება აღძრავს ადამიანს, ეძებოს ჭეშმარიტება"

/ღირსი მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2021, 09:11 PM

"შეირტყით წელზე ჭეშმარიტება და შეიმოსეთ სიმართლის აბჯრით (ეფ.6,12)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 02:25 PM

"ჭეშმარიტების გზით უნდა მიდიოდეს ქრისტიანიც ცათა სასუფეველში. არაჭეშმარიტების გზა, ტყუილისა და ცრუ სწალების გზა არ არის მართალი გზა, ის ვერ მიგიყვანს ცათა სასუფეველში, ჭეშმარიტების სამეფოში"

/ეპისკოპოსი მიქაელ ლუზინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 06:49 PM

"და რა არის ჭემარიტება? ღმერთკაცი ქრისტე"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 08:00 PM

"ღვთიური ჭეშმარიტება არის ღვთიური სიყვარულის სული"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 09:34 PM

"ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანები არ სცოდავენ საქვეყნოდ. მაშ, მოდით ისე მოვიქცეთ, თითქოს ყოველთვის სხვების თვალწინ ვართ, ჭეშმარიტებაზე საჯარო ხომ არაფერია"

/ამბროსიასტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2021, 06:22 PM

"ქრისტეს შეცნობა იგივე ჭეშმარიტების შეცნობაა"

/ნეტარი იერონიმე სტრიდონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2021, 07:34 PM

"ვინც გაიგებს ჭეშმარიტებას, მას სწამს ქრისტე, როგორც ჭეშმარიტება"

/ნეტარი იერონიმე სტრიდონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2021, 06:04 PM

"ადამიანური სახარება სიცრუეა. ყოველი ადამიანი ცრუა (რომ. 3.4), რადგან თუკი რაიმე სახის ჭეშმარიტება შეიმჩნევა ადამიანში, ის ადამიანში კი არა, ადამიანის საშუალებითაა ღვთისგან გამოვლენილი".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 07:41 PM

"როგორც სიბნელეში ჯანმრთელი თვალითაც ვერ გავარჩევთ საგნებს, ასევე, ღვთის გარეშე ვერ ვიხილავთ ჭეშმარიტების წყაროს ნამდვილ ნათელს; და ჯანსაღი გონებითაც არ ძალგვიძს ჭეშმარიტების შეცნობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 11:20 PM

"საღვთო ჭეშმარიტება მიმოდის ამქვეყნად და ამოწმებს საკუთარ თავზე. მისი გულწრფელად მაძიებელი ყოველთვის იპოვის მას, და თუკი ვინმე ვერ პოულობს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეძებს; ხოლო იმიტომ არ ეძებს, რომ არ სურს იგი; არ სურს, რადგან არ არის ჭეშმარიტებისაგან".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2021, 07:35 PM

"რწმენა ჩვენს სულებს გადასცემს საუკუნო ჭეშმარიტებას, რომელიც ცოცხლობს ჩვენს გრძნობებშიი, აზრებსა და საქმეებში".

/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 10:00 PM

"ღმერთი ძალაში კი არა, - ჭეშმარიტებაშია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2021, 08:31 PM

"სრული ჭეშმარიტება ღმერთზე, ადამიანის ბედნიერებასა და დანიშნულებაზე გაცხადდა ქრისტიანობაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 09:51 PM

"ვაი მას, ვინც გულისხმაჰყოფს ჭეშმარიტებას და ასწავლის მას სხვებს, თავად კი უგულებელსყოფს მას!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2021, 05:55 PM

"დაე, ცილი დასწამონ ჭეშმარიტებას, დაე, სძულდეთ სიყვარული, დაე, მოკლან სიცოცხლე, ჭეშმარიტება გამართლდება, სიყვარული გაიმარჯვებს, სიცოცხლე აღდგება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 08:46 PM

"ჭეშმარიტება ნათელივით შეუცვლელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2021, 06:39 PM

"ჭეშმარიტების გზით ესწრაფეთ ჭეშმარიტ ცხოვრებას!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2021, 10:06 PM

"ჭეშმარიტება მსგავსია უგემური, მაგრამ მარგებელი წამლისა, რომლის სმაც უსიამოვნოა, მაგრამ მიღებისთანავე კურნავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 06:09 PM

"მოთმინება და სასოება! ყველა უმართებულობა, ყველა ტყუილი ადრე თუ გვიან იღუპება, მხოლოდ ჭეშმარიტებას არ ეშინია დროის: მხოლოდ ჭეშმარიტება არსებობს მარადიულად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 08:09 PM

"ჭეშმარიტება, როდესაც მისთვის კვდებიან, მეტად ცხოველმყოფელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 07:56 PM

"ჭეშმარიტების არამარტო უნდა გჯეროდეს, არამედ უნდა ილაპარაკო კიდეც ჭეშმარიტება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 08:33 PM

"გამუდმებით ეცადე, საქმეში - სიწმიდეს და სიტყვაში - ჭეშმარიტებას გაუფრხილდე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 09:42 PM

"ამქვეყნად მხოლოდ ჭეშმარიტებაა უცვლელი და ფასეული, დიდი სისულელე კი მუდამ სისულელედ რჩება."

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2022, 04:27 PM

"ვცოდეთ, უსჯულო ვიქმნენით და გეცრუენით შენ". დაგვინდე, ყოვლადსახიერო, შეღავათი გაგვიწიე, მოგვიახლოვდი, ამოგვათრიე. შენ ხარ ცხონება, ნათელი, ჭეშმარიტება".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 08:11 PM

"ჭეშმარიტება ჭეშმარიტებაა, მაგრამ თუ ჭეშმარიტებას განუსჯელად იტყვი, ის უკვე ჭეშმარიტება აღარ იქნება"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 05:49 PM

"თუ ადამიანს უნდა, მრავალი საშუალებაა იმისთვის, რომ შეიცნოს ჭეშმარიტება"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 09:08 PM

"მხოლოდ ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი ცხოვრობს ჭეშმარიტად და არის ჭეშმარიტად ღვთის ადამიანი"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2022, 09:28 PM

"არც კაცი, არც ბალახი, არც მტვერი, არცა სხვა რამ ქვეყნიერებაზედ არ გაჩენილა თავისთავად და არც წარმოსადგენია მათი ყოფნა, მათი არსებობა, მათი მოქმედება და მოძრაობა მხოლოდ მათივე ძალით, მათივე დამოუკიდებლობით, მათი საკუთარი თვისებით. ყველაფერი, რასაც თვალით ვხედავთ და რაზედაც ჭკუა მიგვიწვდება, არის ღვთის ქმნილება და ღვთისავე მოწყალებით არსებობს. ეს შეურყეველი დაურღვეველი ჭეშმარიტებაა"

/ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 09:47 PM

"ძალიან სახიფათოა ღვთის შესახებ თქვა ის, რაც თავში მოგივა, რაც არ უნდა დიდ ჭეშმარიტებად გეჩვენებოდეს იგი. ღვთის შესახებ ჭეშმარიტი სიტყვა მხოლოდ ღვთის სიტყვაა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 09:49 PM

"ჭეშმარიტება, ღრმადაც რომ დამარხოს უსამართლობამ, ოდესმე მაინც იჩენს თავს, და სიმართლე ისე არ დაიმალება, როგორც შუბი ხალათში".

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 06:07 PM

"ჭეშმარიტება თავის თავად მჭერმეტყველია და დაურღვეველი!.."

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 06:18 PM

"ჭეშმარიტება ხშირად მსხვერპლსა გთხოვს...
სიმართლე ქვეყნად თუმცა ძნელია,
მაგრამ მაინც კი ყველა გვირგვინზე
ეკლის გვირგვინი სანატრელია".

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 08:27 PM

"ჭეშმარიტების სიტყვებს, რომლებიც ცხოვრებით არაა გამართლებული, შეუძლიათ, ჭეშმარიტებაში დაეჭვებამდეც კი მიგიყვანოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 02:02 PM

"იმისათვის, რომ ჭეშმარიტება სრულიად შევიცნოთ და ამაოდ არ ვბრძნობდეთ, ყველა შესაცნობი საგანი ერთნაირად არ უნდა გვაინტერესებდეს და ყურადღებას განურჩევლად ყველაფერს არ უნდა ვაქცევდეთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 02:24 PM

"ჭეშმარიტება მაშინაა ცოცხალი, როდესაც მთელ თავის საფასს იღებს, როდესაც მისი მნიშვნელობა ცხოვრებით მართლდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2022, 10:09 PM

"ჭეშმარიტების თვისებაა, რომ შეუძლებელია მისი ძალის ვერშეგრძნობა. და ისინი, ვინც ჭეშმარიტების შუქით არ ბრწყინავენ, ჰგვანან ბრმებს, რომლებიც მზეს ვერ ხედავენ, მაგრამ მზის სხივების ზემოქმედების ძალას გრძნობენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 04:21 PM

"ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ჭეშმარიტებამ გადამეტებული სიმკაცრით არ განდევნოს მოწყალება, რათა ეს მოწყალება გადამეტებული შემწყნარებლობით ჭეშმარიტებას არ დაშორდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2022, 10:28 PM

"როგორც გამობრწყინდება ღრუბლებიდან ელვა, ასევე ლოცვიდან - ჭეშმარიტებისა და გონიერების ნათელი"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2022, 04:21 PM

"ჭეშმარიტებისა და სიკეთის ნამდვილ მეგობარს ისინი ნებისმიერი ფორმით უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ფორმა უბრალოებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2022, 03:20 PM

"დავცინით წარმართს, რომელიც ბრმა რწმენით ემხობოდა კერპის წინაშე, რათა მასში დამალულ ცრუპენტელას მიერ მოესმინა ჭეშმარიტება, მაგრამ განა ნაკლებად სამარცხვინოა, რომ რომელიმე "ბრძენთაბრძენი" გააკერპებს თავის შეზღუდულ გონებას და მხოლოდ ამ კერპის ბაგეთაგან სურს ჭეშმარიტების მიღება?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 04:31 PM

"ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გვმოძღვრავს: "...მე ვაფთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკავებულნი და ყურადღებიანნი. ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2022, 06:17 PM

"ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტების შემეცნების ხარისხი ყოველთვის ჩვენი ღვთივსათნო ცხოვრების წარმატებებს შეესაბამება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2022, 08:48 PM

"ეკლესიას ყველა კრიტიკულ კითხვაზე აქვს პასუხი, რადგანაც იგი ეყრდნობა სახარებისეულ ჭეშმარიტებას"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 05:48 PM

"შვიდი სვეტი - შვიდი საეკლესიო განჩინება - მტკიცედ და ურყევად იჭერს ეკლესიის სადავეებს, კანონებით იცავს ღვთის ჭეშმარიტებას სამყაროში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 06:58 PM

"უგუნურებაა, დაეჭვდე სწავლების ჭეშმარიტებაში, რომელიც ღვთისგან არის განცხადებული,ურიცხვი მოწამის სისხლით დაბეჭდილი, სასწაულებით დამტკიცებული, და თვით ბოროტი სულების მიერ აღიარებული: მაგრამ უმეტესი უგუნურება ისაა, რომ გწამდეს ამ სწავლების ჭეშმარიტება, მაგრამ ცხოვრობდე ისე, თითქოსდა იგი ჭეშმარიტება არ იყოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2022, 07:50 PM

"სხვაა საგნების ხედვა და სულ სხვაა - ხედვა ჭეშმარიტებისა. რამდენადაც მზე განსხვავდება მთვარისაგან, იმდენად მეორე სასარგებლოა პირველზე"

/წმ. მარკოზ მოსაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2022, 09:06 PM

"ჭეშმარიტებას კი არ მოიპოვებენ, არამედ - შეიწყნარებენ, და ის ამაოდ დაშვრებოდა, ზეციური ძალებიდან რომ არ იღებდეს მასალას თავისი სამუშაოსთვს. ეს უმაღლესი ძალა რწმენაა!"

/წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2022, 08:11 PM

"ნუთუ ფიქრობენ, რომ ღვთის - ქრისტეს ჭეშმარიტება განზე დგას ბუნებრივი ჭეშმარიტებისაგან, რომელიც სასარგებლოა ადამიანისა და საზოგადოებისათვის, და რომ ამ უკანასკნელს ისევე შეუძლია პირველის გარეშე ცხოვრება, როგორც - მასთან შეერთებით?! შეხედეთ ხალხებსა და ადამიანთა საზოგადოებებს, ქრისტიანულსა და არაქრისტიანულს. განა იქ არ ანათებს ბუნებრივი ჭეშმარიტება: საბუნებისმეტყველო, გონებრივი, ზნეობრივი, შემოქმედებითი, - კეთილმოწყობილი და გამშვენებული ადამიანთა საზოგადოებისათვის, სადაც ანათებს ღვთისა და ქრისტეს ჭეშმარიტების მზე? განა ღამე არ ფარავს ხალხების ცხოვრებას? გამოაძევეთ მზე სამყაროდან: და რა დაემართება მას? გამოაძევეთ გული სხეულიდან: რა დაემართება მას? განა საჭიროა ამაზე საუბარი? გამოდევნეთ ღვთისა და ქრისტეს ჭეშმარიტება ადამიანთა მოდგმინდან: მას იგივე დაემართება, რაც სხეულს - გულის გარეშე, რაც სამყაროს - მზის გარეშე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2022, 08:47 PM

"ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისათვის მებრძოლი, პირველ რიგში, თვითონ უდნა იყოს ჭეშმარიტი და სამართლიანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2022, 08:14 PM

"უფალი ყველანაირად ცდილობს, ყველა ადამიანის გულში შევიდეს, ყველამ შეიცნოს ჭეშმარიტება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2022, 09:49 PM

"კარგი გონებისათვის, სხვათა განსჯისას, ბუნებრივია ჭეშმარიტების და არა - სიტყვის სიყვარული"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2022, 10:57 PM

"დაადუმო ჭეშმარიტება, ნიშნავს, ოქრო დაფლა მიწაში!"

/ამბა ევაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2022, 05:58 PM

"ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, მას ჯერ კიდევ არ შეუცვნია იგი"

/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 09:20 PM

"ურთიერთსაპირისპირო მიდგომების მიღმა გადის ჭეშმარიტება"

/მამა გურამ ოთხოზორია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2022, 09:02 PM

"წმინდა მამა [იოანე სინელი] კიდევ ერთხელ შეგვაგონებს, - თუ ვინმეს ჭეშმარიტების შესახებ ვასწავლით და ქრისტეს მცნებებს ვუქადაგებთ, უნდა ვასწავლოთ მათ, ვინც ამ სწავლების მიმღებია. ხოლო მათ, ვისაც სწავლების მიღება არ სურს, უნდა განვეშოროთ"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2022, 10:04 PM

"ჭეშმარიტების მეძიებელი და მასში ჩვენი ურყევად განმამტკიცებელი მადლის ნაყოფები და ნიშნებია: ცრემლი, შემუსვრილება, სიმდაბლე, თავშეკავება, მდუმარება, მოთმინება, განმარტოება და სხვა მსგავსი სათნოებანი"

/ღირსი გრიგოლ სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2022, 06:46 PM

"ჭეშმარიტების ძიებას თავად ჭეშმარიტება აიძულებს ადამიანს"

/ღირსი მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 05:21 PM

"იესო, გზაო, ჭეშმარიტებავ და სიცოცხლევ, გმადლობ, რადგან საღვთო, მაცოცხლებელ სიტყვებამდე და ჭეშმარიტებამდე შენ მიმიყვანე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2022, 08:36 PM

"ჭეშმარიტება გაცილებით უფრო მეტად შეიცნობა საქმეებით, ვიდრე სიტყვებით"

/წმ. დიდმოწამე პანტელეიმონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2022, 09:50 PM

"ეძებო ჭეშმარიტება - ეს იგივეა, რომ ეძებო სიყვარულის საგანი.

ხოლო ეძებო ჭეშმარიტება იმისათვის, რომ ის იარაღად გამოიყენო, ეს ნიშნავს ეძებო ჭეშმარიტება სიძვისთვის. ვინც მას ამ მიზნით ეძებს, ჭეშმარიტება მას ძვალს მიუგდებს, თვითონ კი მისგან ცხრა მთას იქით გადაიკარგება; ცხრა მთას იქით, ძვირფასებო!"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2022, 09:54 PM

"ცილისწამება ვერას ავნებს ჭეშმარიტებას, მაგრამ გულს აზიანებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2022, 07:28 PM

"ჭეშმარიტებას არ სჭირდება შელამაზება,
საკმარისია, რომ ის სინამდვილე იყოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2022, 07:41 PM

"ჭეშმარიტება გულით შეიცნობა და არა ენით!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2022, 12:36 PM

"ჭეშმარიტება ყოველგვარ ცოდნასა და უნარს ემალება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2022, 01:23 PM

"სჯობს უჩვეულო ჩვეულებრივ საგანში დაინახო, ვიდრე - პირიქით, რამეთუ ჭეშმარიტება ამ სამყაროში დაფარულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2023, 09:16 PM

"ვინც მოიპოვა ღვთიური მადლი, უწყის ჭეშმარიტება"

/მამა მარკელ კარაკალელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2023, 06:21 PM

"ჭეშმარიტება მარტივია, მაგრამ მისი შეცნობისთვის საჭიროა სუფთა გული და მდაბალი გონება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2023, 04:44 PM

"ჭეშმარიტება მაშინ ზეიმობს, როდესაც მისთვის თავს წირავენ"

/ღირსი სებასტიან კარაგანდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2023, 08:41 PM

"ვინც ჭეშმარიტებას ეძებს, ის ღმერთს იპოვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2023, 05:08 PM

"განა ასი ჭეშმარიტება არსებობს? - ჭეშმარიტება ერთია"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2023, 07:51 PM

"ის, რაც ქრისტესთან არის დაკავშირებული, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2023, 07:36 PM

"სხვა ადამიანებს უნდა მოუსმინო და შემდეგ მათი ნათქვამიდან მარცვალ-მარცვალ ამოკრიფე ჭეშმარიტება"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2023, 05:52 PM

"ჭეშმარიტება მარტივია, მაგრამ მისი შეცნობისთვის საჭიროა სუფთა გული და მდაბალი გონება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2023, 03:12 PM

"ის [მართლმადიდებლობა] მრავალწახნაგოვანი ბრილიანტია, რომელსაც საიდანაც არ უნდა შეხედო, ახლებურად წვდები ჭეშმარიტებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2023, 01:33 PM

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ჭეშმარიტებას ჩასწვდეს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 04:26 PM

"სადაც ბევრი ჭეშმარიტებაა, იქ ბევრი მადლიცაა; საცა ცოტა ჭეშმარიტებაა, იქ მადლიც ცოტაა. ჭეშმარიტება მადლმოსილს ხდის იმას, ვინც მას შეიცნობს. მადლი ჭეშმარიტების გვერდით ვალს და განუყოფელია მასთან"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 04:51 PM

"ვინც ჭეშმარიტება უწყის, მასში დაივანებს ჭეშმარიტება და მისი თანაზიარი ხდება, არა ნახევარი, არამედ სრული ადამიანი. ჭეშმარიტება აღავსებს, სრულჰყოფს, მაშინ, როდესაც სიცრუე ანაწევრებს და ადამიანს ფერფლად აქცევს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2023, 04:56 PM

"რას ნიშნავს "კეთილად ვალს"? ეს ნიშნავს, რომ როგორც გულითაა მიღებული ჭეშმარიტება, ასევე უნდა გეპყრას იგი გონებითა და გრძნობებით, როგორც ეს ჭეშმარიტებას შეჰფერის. ამგვარად, ჭეშმარიტებაა ის, რომ ღმერთი ყველგან მყოფობს და ყველაფერს ხედავს. ვინც ამ ჭეშმარიტებას გულით მიიღებს და საკუთარ თავში დაიცავს მას, - როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად, - ისე, თითქოს მის წინაშე თავად უფალი იდგეს და ყოველივეს ხედავდეს, ის იქნება და ივლის ამ ჭეშმარიტებით. ის, რომ უფალი ყოვლისმპყრობელია და მის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, ესაა ჭეშმარიტება. ვინც მას გულით მიიღებს და რასაც უნდა აკეთებდეს, გამუდმებით მას მიმართავს ლოცვით შეწევნისათვის და ყველაფერს, რაც მას თავს მოხდება, მიიღებს, როგორც ღვთის ხელიდან მომავალს, ის ადამიანი ივლის კიდეც ღვთის ჭეშმარიტებით. ის, რომ სიკვდილმა ნებისმიერ წამს შეიძლება, გაგვიტაცოს და სიკვდილის შემდეგ კი გარდაუვალად სამსჯავრო გველის, ეს ჭეშმარიტებაა, და ვინც ამ ჭეშმარიტებას გულით მიიღებს და ისე იცხოვრებს, ყოველ საათსა და წუთს, თითქოს ეს ესაა სიკვდილი იტაცებდეს და სულ ახლოს იყოს სამსჯავრო ღვთისა, იგი ივლის ჭეშმარიტებით. ასევეა ყველა დანარჩენ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებითაც"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2023, 07:17 PM

"საკუთარ თავში ქრისტეს ჭეშმარიტებას უნდა ვასხამდეთ ხორცს. ქრისტეს ჭეშმარიტება ხომ დაცემულის აღდგინებაა! ასე რომ, განაგდე ძველი კაცი, ხიბლის და ვნების მიერ დატყვევებული და შეიმოსე ახალი, რომელიც ღვთის მსგავსებით არის შექმნილი სიმართლითა და ჭეშმარიტების მსგავსებით. ამ შემთხვევაში თავისთავად იხილავ, რომ უფალი იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი მაცხოვარი არა მხოლოდ სოფლისა, არამედ, პირადად შენი"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 11:04 AM

"ისინი, ვინც ეკლესიის შვილები არიან, ჭეშმარიტებაში არიან, ისინი ფლობენ ჭეშმარიტებას, ხოლო ვინც ჭეშმარიტებაში არ არიან, ისინი არ ეკუთვნიან ეკლესიას.

ის, ვინც ჭეშმარიტებას ღალატობს, ღვთიურ მადლს განეშორება და ამით ის ეკლესიის წევრად ყოფნასაც წყვეტს"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2024, 01:51 PM

"სიყვარული და ჭეშმარიტება ერთმანეთისგან განუყოფელნი არიან. როგორც სხვადასხვაგვარმა სურვილებმა დაიკავეს სიყვარულის ადგილი, ასევე ცრუ იდეებმა დაიკავეს ადგილი ჭეშმარიტებისა, ცრუ ღმერთებმა კი - ერთი ჭეშმარიტი ღმერთის ადგილი"

/მამა კალისტრატე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2024, 05:01 PM

"უმაღლესი ჭეშმარიტება ყოველივედან, რისი წარმოთქმად ადამიანს სიტყვით შეუძლია - ეს ღვთის სახელია, ჭეშმარიტების ღვთისა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2024, 02:09 PM

"ჭეშმარიტებას ქრისტესთან მივყავართ, სიცრუეს - სატანასთან"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)