IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V « < 11 12 13 14 >  
Reply to this topicStart new topic
> აფხაზეთი, სოხუმის დაცემა
marine
პოსტი Nov 27 2020, 08:09 PM
პოსტი #241


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ილია მეორეს არაერთხელ უთქვამს: "ქართველებიც, ოსებიც, აფხაზებიც, უახლოეს წარსულში ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობდით. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ შორის ძალიან მჭიდრო, ძალიან მეგობრული კავშირი იყო, ნათესაურიც კი. ეს არის ბოროტი ძალის მცდელობა - ჩვენ შორის სიძულვილი დანერგოს, და თუ ჩვენში ეს სიძულვილი არ გაჩნდება, საბოლოოდ სიყვარული გაიმარჯვებს. თუ ჩვენ არ გავბოროტდებით, ღმერთი შეგვეწევა და მშვიდობა აღდგება. ის ძალა, რომელიც, სამწუხაროდ, ბოროტების ქვეშ აღმოჩნდა და ქართველებს დაუპირისპირდა, ან მოიქცევა, ან დატოვებს თავის ტერიტორიას, მისი ადგილი იქ, სადაც სიყვარულია, არ იქნება".

/"კარიბჭე" N12, 2020, გვ.5/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2021, 08:06 PM
პოსტი #242


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რა ეთნიკური პროცესი მიმდინარეობს ახლა ამ მხარეებში, სადაც ქართველთა გენოციდი და ეთნოწმენდა გრძელდება? - აფხაზეთში ჩარჩენილი ქართველები გაგრასა, გუდაუთასა თუ ოჩამჩირეში იძულებით თუ ნებით თავს აფხაზებად (აფსუებად) აცხადებენ, შვილებს ეროვნებად აფხაზს უწერენ და აფხაზებად ზრდიან, რომ როგორმე სიცოცხლე შეუნარჩუნონ. ასევეა სამაჩაბლოს ოსებით დასხლებულ იმ სოფლებში, სადაც 2-3 კომლი ქართველი დარჩა".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.135/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 8 2021, 09:30 PM
პოსტი #243


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უაფხაზეთობა - ეს ჩვენი უბედურებაც იმ ბოროტი ძალის შედეგია, ადამიანებმა საკუთარ სულში რომ შეუშვეს"

/გურამ დოჩანაშვილი
"კარიბჭე" N5, 2021, გვ.46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2022, 07:39 PM
პოსტი #244


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უმთავრესი ღვაწლი გუდაუთის დაარსების საქმეში სულ მცირე, ქართველობას მიუძღვის. რაკი აქ ჩვენებურებმა ფეხი მოიკიდეს და ცოტა ოდენი მოძრაობა გაჩნდა, გუდაუთში დასასახლებლად ბევრი სხვადასხვა ჯურის ხალხი გამოემგზავრა: სომხები, ბერძნები, თათარი და ჩვენებურიც. ბოლოს მოსულს ხალხს აქ მზად დახვდა დასასახლებლად მეგრელებისგან გაკაფულ-გასწორებული ადგილი, მაგრამ ქართული ანდაზისა არ იყოს: "გარეულმა თაგვმა, შინაური თაგვი გააგდოო". კინაღამ ასე დაემართა ქართველებს. ახალმოსულებმა მასპინძელ-ქართველებს გუდაუთიდგან დევნა დაუწყეს. ნეტავი ვიცოდე, რა დაგვიშავებია? იმედია, მთავრობა ასე არ დასტოვებს აქ ერთ მუჭა ქართველებს, რომ ყურადღება არ მიაქციოს და არ გამოიკვლიოს კარგად"

/"ივერია" 203. 1900 წ.
"კარიბჭე" N2, 2022, გვ.40/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2022, 02:25 PM
პოსტი #245


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნიშანდობლივია, რომ 1992 წელს აფხაზეთში გაჩაღებულ ომამდე ნახევარი წლით ადრე კატია [სალოსი] მიდიოდა მეუფე დავითთან და იწყებდა კანკალს, ხელებით თვითმფრინავების ფრენის მაგვარ მოძრაობებს, თოფ-ქვემეხების ბაძვით "ბახ-ბახ"-ის ძახილს და მუშტებად შეკრული ხელების ცახცახით საშინელების განცდის დემონსტრირებას.

ჩვენს ეკლესიაში დამხმარედ მსახურობდა ერთი ქალი, მარიამი. კატია მას წებელდიდან იცნობდა. მივარდებოდა ხოლმე მარიამს, აჯანჯღარებდა, საბრძოლო ტექნიკის ხმებს გამოსცემდა. მერე გულზე დაიკრეფდა ხელებს და თვალებს ხუჭავდა; გამუდმებით ჩასჩიჩინებდა, ზიარებულიყო - პირში იყოფდა შეერთებულად თითებს და ასე მიანიშნებდა. ომის დროს ჩვენს ეკლესიას დაეცა ბომბი და ანჯამებს აწყვეტილი კარით მძლავრმა დარტყმამ მარიამი სიცოცხლეს გამოასალმა.

დღიდან ომის დაწყებისა, ძაძებში გახვეული კატია ერთ ადგილზე გაშეშებული განუწვყეტლივ ლოცულობდა ქვეყნის გადარჩენისთვის!"

/"კარიბჭე" N3, 2022, გვ.20/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2022, 08:20 PM
პოსტი #246


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართულ ეთნიკურ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი ეკავათ აფხაზებს. ფეოდალური პერიოდის აფხაზი ისეთივე ქართველად გაიაზრებოდა, როგორც საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში მცხოვრები ქართველები. მათთვის საურთიერთო, სახელმწიფო, საღვთისმეტყველო, კულტურის ენა ქართული ენა იყო. ნაციის აღმნიშვნელ ადრეულ ქართულ ტერმინს თუ მოვიშველიებთ, ისინიც ისეთივე ნათესავით ქართველები იყვნენ, როგორც სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში მცხოვრებნი",

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 60/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2022, 09:51 PM
პოსტი #247


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფხაზეთში შემორჩენილი ფეოდალური ეპოქის ყველა მატერიალური კულტურის ძეგლი ქართულია და ქართული ნაწერებით არის დამშვენებული. XIX საუკუნეშიც აფხაზეთის მთავრის კანცელარია ქართულად მუშაობს. ქართული ენა რომ საერთოდ გავრცელებული იყო აფხაზეთში, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ 1714 წელს კუნძულ მალტაზე ქართველ მწერალსა და ლექსიკოგრაფ სულხან-საბა ორბელიანს ხვდება აფხაზი ტყვე, რომელიც ქართულად ლაპარაკობდა. ასე რომ, მართალია, აფხაზებს საკუთარი საოჯახო სამეტყველო ენა ჰქონდათ, მაგრამ ქართული მათთვის მეორე, კულტურის ენა იყო. საკუთრივ აფხაზების განსახლების არეალი ახალი ათონის ჩრდილო-დასავლეთით იყო. ქართვლეები მათ ყოველთვის ეთნონიმ "აფხაზით" მოიხსენიებდნენ და აფხაზების ჩამოთვლა ქართულ საისტორიო წყაროებში ხდებოდა ქართველთა სხვა ეთნოგრაფიული ჯგუფების გვერდით".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 61/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2022, 06:16 PM
პოსტი #248


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფხაზეთი ზღვისპირა მხარეა, მაგრამ აფხაზები თევზს არ ჭამდნენ. XVII საუკუნის შუა ხანებში ამის შესახებ ლამბერტიც აღნიშნავდა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 281/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2022, 07:58 PM
პოსტი #249


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზეც, იქ მკვიდრ ჩვენს ძმებსა და დებზე, ვლოცულობთ და იმედი გვაქვს, რომ დადგება დრო და დღე, როდესაც ჩვენ ერთიანად, "ერთითა პირითა და ერთითა გულითა", როგორც ერთი ოჯახი, ვადიდებთ ჩვენს უფალსა და ღმერთს, იესო ქრისტეს!"

/მეუფე შიო (მუჯირი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N15, 2021, გვ.6/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 2 2022, 09:52 PM
პოსტი #250


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მიცვალებულების გაცვლის შემდეგ აფხაზებს უთქვამთ - ეს რა ბიჭები იყვნენ, სიმღერით შეგვაკვდნენო...

ყურში ხშირად ჩამესმის ჩვენი ბიჭების ნამღერი "მრავალჟამიერი", "შავლეგო" და "ქართველო, ხელი ხმალს იკარ!"

საქართველო უნდა გახდეს ამ ბიჭების მსხვერპლად შეწირვის ღირსი ქვეყანა. საუკუნოდ იყოს მათი ხსენება და მრავალჟამიერი ჩვენს სამშობლოს, საქართველოს, რომლის ხატება ამ თითოეული ბიჭის გულში იყო".

/"კარიბჭე" N6, 2022, გვ.37/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 4 2022, 01:54 PM
პოსტი #251


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფხაზები თევზს საერთოდ არ ჭამდნენ და მხოლოდ დელფინის რეწვას მისდევდნენ"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 137/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 9 2022, 02:01 PM
პოსტი #252


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1918 წლის 8 აპრილს სოხუმი ბოლშევიკებმა დაიკავეს და საქართველოს აფხაზეთის ჩამოშორების საფრთხე დაემუქრა. ბრძოლა აფხაზეთის დასაბრუნებლად რამდენიმე თვეს გაგრძელდა. სამხედრო ოპერაციებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზღვაო ძალებიც. აფხაზეთში ჯარების გადაყვანა ძირითადად ზღვიდან ხდებოდა. საომარ ოპერაციებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ შეიარაღებული სატრანსპორტო გემი "მიხეილი" და რამდენიმე გამანადგურებელი. ამ სამხედრო-საზღვაო ძალებმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს გენერალ გიორგი მაზნიაშვილს, როდესაც ის სოხუმიდან ჩრდილო-დასავლეთით, ტუაფსესკენ გაემართა სალაშქროდ. ქართველებმა სამხედრო გემების დახმარებით მოახერხეს გუდაუთასა და გაგრასთან გამარჯვება, ბოლოს კი ტუაფსეს დაკავება, სადაც ნავსადგურში 18 გემი დახვდათ. მათი დიდი ნაწილი საქართველოს გადაეცა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 279/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 9 2022, 10:32 PM
პოსტი #253


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფხაზეთის ომი ახალი დაწყებული იყო, სოხუმის მიტროპოლიტის - დავითის გარდაცვალების შესახებ რომ შევიტყვეთ. ჩვენი მონასტრის მოძღვარი, მამა დავითი, ამ დროისთვის უკვე ეპისკოპოსი იყო და უწმიდესმაც გარდაცვლილი მიტროპოლიტის ნაცვლად სოხუმში სწორედ ის მიავლინა. მახსოვს პირველი გრძნობა - შიში, შიში, რომ მეუფეს მოკლავენ...

ჩვენი შიში არ იყო უსაფუძვლო. მეუფე ისეთი თავგანწირვით, ისე შეუპოვრად მიმოდიოდა ფრონტის წინა ხაზზე, როგორც პირველი მებრძოლი. თავისი ვაჟკაცური მიმოსვლებით მან სამშობლოსა და ეკლესიის წინაშე დიდებული საქმეები აღასრულა. პირველი ის, რომ ქრისტეს სისხლსა და ხორცს აზიარა მთელი ქართული ჯარი, რითაც ბრძოლაში დაღუპულ მეომრებს პირდაპირ გაუხსნა სასუფევლისკენ მიმავალი გზა; და მეორე: მან გამოზარდა თავისივე მსგავსი მებრძოლი და უშიშარი სამღვდელოება და მომავალი ეპისკოპოსები, რომელთაგან ერთი - მღვდელმონაზონი ანდრია - მოწამებრივი ღვაწლითაც კი გაბრწყინდა.

მართალია, ქართველები ამ ომში დამარცხდნენ, მაგრამ უდავოა, მათთან ერთად დამარცხდა მართლმადიდებელი რუსეთიც, რადგან დაუშვებელია მართლმადიდებლებს შორის ნებისმიერი უთანხმოება, ომი და სისხლისღვრა. ასევე ვიტყვით იმასაც, რომ ალბათ ბევრმა არ იცის: იმ დროს, როცა აფხაზეთის მოსახლეობა სასოწარკვეთილი გამორბოდა სოხუმიდან, მეუფე ტყვიებისა და ბომბების ქარცეცხლში კიდევ კარგა ხანს რჩებოდა იქ. და ბოლოს, ყველაზე უკანასკნელმა, თავის სამონაზვნო ლაშქართან ერთად, დატოვა უკვე დაცემული ქალაქი".

/"მოგონებები მამა გაბრიელზე" გვ.217/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2022, 07:40 PM
პოსტი #254


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"23 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელს მოიხსენიებს.
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წლიდან ეს დღე აფხაზეთის დღეთაც დადგინდა".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N11, 2022, გვ.18/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2022, 08:46 PM
პოსტი #255


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ აფხაზეთზე, ვფიქრობთ ცხინვალის რეგიონზე, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, იმ საშინელ ომზე, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ. ათასობით ადამიანი არის დაღუპული - როგორც აფხაზი, ისე ქართველი; 300 ათასამდე ადამიანი - განდევნილი, გამოძევებული თავისი მშობლიური კუთხიდან და უმშვენიერესი მხარე, აფხაზეთი, დროებით ჩამოშორებულია ჩვენს სამშობლოს. როგორც მისი უწმინდესობა ბრძანებს, არასდროს არ უნდა ვთქვათ "დაკარგულია", არამედ "დროებით ვერ ვაკონტროლებთ" ამ მხარეს!

და რაშია გამოსავალი, ძვირფასო ძმებო და დებო? გამოსავალი მხოლოდ ერთია - ეს არის მშვიდობა, ეს არის შერიგება, ეს არის გზა სიყვარულისა და გზა ქრისტესი, რომელიც სვიმონ კანანელმა გვიანდერძა!

მშვენივრად გვესმის, რომ ეს, რა თქმა უნდა, იყო ღვთის წინაშე შეცოდების შედეგი როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და, რა თქმა უნდა, ისიც გვესმის, რომ იყო სხვა ძალებიც, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ამ კონფლიქტის გაჩაღებაში, ამ ომის გაღვივებაში და ამიტომ გადარჩენის გზა მხოლოდ ამაშია - მშვიდობაში, სიყვარულში და იმაში, რომ შევუნდოთ ერთმანეთს, შევთხოვოთ პატიება და შევუნდოთ ერთმანეთს ღვთის წინაშე ჩვენი შეცოდებები! იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც მოხდება და ჩვენ მოვესწრებით გამთლიანებულ საქართველოს!

და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გეზიც სწორედ მშვიდობისკენ არის მიმართული! ეს არის ერთადერთი საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც, აფხაზებიც და ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი ძმებიც ბედნიერნი იყვნენ!

ღმეთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ!

ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გადარჩენა და გაძლიერება, ამინ!

/მეუფე შიო (მუჯირი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N11, 2022, გვ.4-5/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 15 2023, 05:40 PM
პოსტი #256


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს არაერთხელ უთქვამს (რაშიც ჩვენ ყველანი ვეთანხმებით), რომ ჩვენც, აფხაზებმაც და ქართველებმაც, დიდი ცოდვა ჩავიდინეთ, როდესაც ერთმანეთზე ხელი აღვმართეთ.

ერთადერთი გამოსავალი, გზა ჩვენი შემდგომი ცხოვრებისა (ვინაიდან უერთმანეთოდ ჩვენ ცხოვრებას ვერ შევძლებთ!) არის შერიგება, ურთიერთპატიების თხოვნა და გააზრება იმისა, რომ ჩვენი მომავალი და გადარჩენის საწინდარი არის მხოლოდ ერთიან სახელმწიფოში, საქართველოს სახელმწიფოში!"

/მიტროპოლიტი შიო მუჯირი
"საპატრიარქოს უწყებანი" N17, 2022, გვ.6/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 19 2023, 05:22 PM
პოსტი #257


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუმცა, კვლავ გავიმეორებ ზემოთქმულს: ყველა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამავე დროს იცავს თავისი ქვეყნის საზღვრებსა და მშვიდობას, რადგან ის მიზეზები, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობისათვის იქნა გამოყენებული, ნებისმიერი სახელმწიფოსათვის შექმნის მომავალში სერიოზულ პრობლემას.

საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. რა თქმა უნდა, ევროკავშირის დახმარება გვჭირდება, რომ დავიბრუნოთ აღნიშნული რეგიონები და აღვიდგინოთ ჩვენი ისტორიული საზღვრები".

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
"საპატრიარქოს უწყებანი" N17, 2022, გვ.20/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 4 2023, 03:16 PM
პოსტი #258


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[აფხაზეთის ომში] ქართველი ბავშვების სისხლს სვამენ, გოგონებს ქართველი კაცების თვალწინ აუპატიურებენ, ძუძუებს აჭრიან და მერე, ჭამეო, გეუბნებიან"

/"კარიბჭე" N9, 2023, გვ.49/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 7 2023, 06:48 PM
პოსტი #259


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ირაკლი ცნობილი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟი იყო. უმშვენიერესი ვაჟკაცი მთელ თბილისს უყვარდა თურმე. 29 წლისა აფხაზეთის ომში დაიღუპა - ლიტველმა სნაიპერმა ქალმა მოკლა.

ირაკლიმ სამხედრო განათლება ლიტვაში მიიღო და საზღვარგარეთ მუშაობდა. აფხაზეთის ომის დროს თბილისში დაბრუნდა. გაიგო, რაც ხდებოდა აფხაზეთში, სწორედ მაშინ ომში დაიღუპა მისი მეგობარი ლევან აბაშიძეც და იმ დღესვე წავიდა საბრძოლველად. წასვლის წინ დედას უკითხავს, არ გეშინიაო, რაზეც უპასუხია, - ომის ყველას ეშინია, მაგრამ ვაჟკაცობა ის არის, შიშს რომ აჯობებო"

/"კარიბჭე" N11, 2023, გვ.42/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2023, 07:39 PM
პოსტი #260


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთის წყალობით, ჩვენი მწუხარება სიხარულით შეიცვლება, ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება და ჩვენსა და აფხაზებს შორის ისევ ძმობა აღდგება! ერთადერთი გამოსავალი ეს არის - ურთიერთშენდობა, ურთიერთმონანიება, პატიება, ურთიერთმისამძიმრება!"

/მეუფე შიო მუჯირი
"საპატრიარქოს უწყებანი" N16, 2023, გვ.3/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V « < 11 12 13 14 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 11:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი