თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 3 2007, 10:15 AM

მ/წლის 12 ივნისს სახელმწიფო რეგისტრიაცია გაიარა მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს ბაზაზე დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება
IPB-ს სურათი

გაერთიანების მიზნებია:
- ახალგაზრდებში ზნეობრივი ცხოვრების მხარდაჭერა;
- სამეცნიერო მოღვაწეობის დაგეგმვა, წახალისება და განხორციელება;
- საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობა;
- სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ამ მიმართულებით მართლმადიდებლური აზროვნების გატარება;
- რეკომენდაციების შემუშავება მართლმადიდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება, განხილვა და მოსაზრებების წარდგენა;
- ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და განვითარებაზე ზრუნვა;
- გზამკვლევების, ბუკლეტების, ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა ბეჭდვითი პროდუქციის გამოცემა;
- სათანადო ვებ-გვერდების, ვებ-პორტალებისა და ფორუმების მომზადება და აღნიშნული გზით გაერთიანების მიზნების პოპულარიზაცია და განხორციელება;
- საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა;
- კონფერენციების, სემინარებისა და შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობა;
- მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებლობის დაცვასა და განმტკიცებაზე ზრუნვა.


გაერთიანებისთვის წინადადებების თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ გაერთიანების თავმჯდომარეს PM-ით ან ელ-ფოსტით: dchikvaidze@church.ge

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)