IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> სიკვდილის შესახებ, რატომ კვდება ადამიანი?
ლეონი
პოსტი Jan 4 2008, 11:18 PM
პოსტი #21


ლეონი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 2-January 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,527



მე ასეთი რამ გამიგია ერთი მამის ქადაგებიდან (ზუსტად აღარ მახსოვს რომელი): როდესაც ადამიანი სიკვდილის წინ ლოგინად ჩავარდება ეს ღვთის სასჯელი კი არა მისი წყალობაა, რადგან როდესაც ადამიანი სულ საწოლში წევს და მძიმე სენით არის დაავადებული, თითქმის ყოველთვის სიკვდილზე ფიქრობს, ფიქრობს რა იქნება სიკვდილის შემდეგ, ფიქრობ სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, რა თქმა უნდა არ უნდა ჯოჯოხეთში მოხვედრა და ეშინია თავისი ცოდვების, სულ მასზე ფიქრობს და ცდილობს რომ მოინანიოს, და ინანიებს კიდეც წრფელი გულით. ახალ ცოდვებსაც ნაკლებად ჩადის, რადგან ერთ ოთახს ვერ სცილდება და განა რა ცოდვები შეიძლება ჩაიდინოს იმ ერთ პატარა ოთახში სადაც იშვიათად თუ მოაკითხავს ვინმე. (თუმცა ეშმაკი ყველგანაა და არც იმ პატარა ოთახში გაუჭირდება ადამიანის შეცდენას)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
taaata
პოსტი Jan 19 2008, 05:25 PM
პოსტი #22


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 3-July 07
წევრი № 2,373



სიკვდილი...რაღაც არ მიყვარს ეს სიტყვა unsure.gif მგონი,ერთადერთია ქართული ენა, სადაც ეგ მდგოარეობა გამოიხატება სხვა, შესანიშნავი სიტყვით: ,,გარდაცვალება"..ანუ ადამიანი არსებობის ერთი ფორმიდან გადადის სხვა ფორმაში...

ერთხელ ქელეხში ერთმა კაცმა გარდაცვლილის დღეგრძელობისას სადღეგრძელოში ასე თქვა( მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად დამამახსოვრდა): ,,ამ კაცის იმ ქვეყნად დაბადების დგეს გაუმარჯოსო" და მართლა სხვანაირად შევხედე ცხოვრებას... ალბათ სიკვდილიც სიცოცხლისთავისებური ფორმაა.. umnik2.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 19 2008, 10:28 PM
პოსტი #23


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



თ.დ.

ციტატა
გოგონა კი იმიტო წაიყვანა რო რო გაიზრდებოდა გზას არ აცდენოდა და არ არეოდა ცხოვრება

მეც მაგდაგვარი რამ გამახსენდა,როდესაც იზოს პოსტი წავიკითხე. ერთ ქალს 7 წლის შვილი უკვდებოდა,ბევრს ევედრა ღვთისმშობელს მისი გადარჩენისთვის.ბავშვი გადარჩა,მაგრამ როცა წამოიზარდა ძალინ ცუდ გზას დაადგა.ამის შემდეგ მიხვდა დედამისი თუ რა წყალობა გაიღო მაშინ მისთვის უფალმა.
ნაადრევი სიკვდილით უფალმა შეიძლება ბევრი ცუდი რამ აგაცდინოს.
ყველაფერი მისი ნებაა..


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Michaeli
პოსტი Jan 28 2008, 01:55 AM
პოსტი #24


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 26-January 08
წევრი № 3,749



ამ ქვეყნად ჩვენ გარდავიცვლებით ! მაგრამ იქ სად მოვხვდებით ეგ არ ვიცით !
და საშინელებ არის ის რომ, სიკვდილი ნიშნავს როდესაც სული ხვდება ჯოჯოხეთში !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 28 2008, 03:29 PM
პოსტი #25


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



კითხვა იყო დასმული,გადადის თუ არა მშობლების ცოდვა შვილებზე,ან წინაპრების ცოდვა შთამომავლებზე. ერთ-ერთ წიგნში ამოვიკითხე მაგდაგვარი დასმული კითხვები და მღვდლის პასუხები. აი ისინიც:

მყავს კაცთმოყვარე,პატიოსანი ახლობლები,რომელთა ბებიაც და ბაბუაც,ასევე მშობლებიც ძალიან წესიერი და სიკეთის მქნელი ხალხი იყო.ისინი მშვიდად მიიცვალნენ,მაგრამ ჩემს ახლობლებს განსაცდელი განსაცდელზე მოსდით,თანაც საკმაოდ მძიმე... ისინი მიზეზს ეძებენ.მე კი გამახსენდა,რომ მათ წინაპრებს უფლის არ სწამდათ და ყოველ წუთს გმობდნენ... ეს ცოდვა ხომ არ ამძიმებთ მათ?


უფალი ისეთი გულმოწყალეა,რომ წინაპრის ცოდვას მათ შთამომავალს არ მოჰკითხავს,თუ თვითონაც არ იმეორებს ამ ცოდვებს.ყოველი ჩვენგანი თავის ცოდვებზე აგებს პასუხს.მაგრამ ისეთი დიდი ცოდვა,რომელიც ღვთის გმობაა და რომელიც თქვენი ახლობლების თვალწინ ხდებოდა,ბუნებრივია,მათ ამძიმებთ.ეს დიდი ტვირთია,რომლის სიმძიმე ცხოვრებასაც უძნელებს.ამიტომაც ისინი უნდა მოვიდნენ ეკლესიაში.


ჩვენი წინაპარი მღვდელი იყო,რომელსაც ცოდვა ჰქონდა ჩადენილი... შესაძლოა ამის გამოა,რომ ჩვენს სანათესავოში უცნაური,არასასიამოვნო ამბები ხდება... როგორ მოვიქცეთ,რით გამოვისყიდოთ ეს ცოდვა?

რამდენიმე ხნის წინ "კვირის პალიტრის" ერთ-ერთ მკითხველს უკვე განვუმარტეთ,რომ წინაპრების ცოდვის გამო შთამომავალი პასუხისმგებელი არ არის: მაგრამ იქვე უნდა დავაზუსტეთ ისიც,რომ შთამომავალზე წინაპრის ცოდვა მაინც აისახება... რადგანაც თქვენც გრძნობთ მის ზემოქმედებას,შეგიძლიათ წინაპრის ცოდვა აღსარებაში,თქვენს ცოდვებტან ერტად მოინანიოთ.გარდა ამისა,წარმოთქვით დილა-საღამოს ლოცვები და მოიხსენიეთ თქვენი ოჯახის წევრები და ნათესავები,სთხოვეთ უფალს მატი კეთილდღეობა... და რაც მთავარია,იცხოვრეთ ქრისტიანულად,რომ თქვენც და თქვენი შთამომავლობაც უფლის წყალობით იყოთ გარემოცული.


ამბობენ,რომ ცოდვა შთამომავალზე გადადის,რამდენად შეესაბამება ეს აზრი ქრისტიანულ კანონიკას და თუ ასეა,როგორ მოინანიოს შთამომავალმა წინაპრის ცოდვა?

წინაპრის მიერ ჩადენილ ცოდვაზე შთამომავალი პასუხს არ აგებს.მაგრამ ეს ცოდვა ერთგვარად მაინც აისახება მის სულზე.ცნობილი ხალხური გამოთქმა "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო" სწორედ ამას ნიშნავს,რომ წინაპრის ცოდვა აზარალებს და აბრკოლებს ადამიანს.უფალმა არ გაწირა თავისი საყვარელი ქმნილება,ადამიანი და ცოდვათა გამოსასყიდად იესო ქრისტე მოუვლინა. იესომ ჯვარცმით გამოისყიდა ჩვენი ცოდვენი და მოგვცა სინანულის საშუალება,რათა სასუფეველში პირნათელი წარვდგეთ მის წინაშე... ამდენად,თუ ადამის ცოდვისაგან ვთავისუფლდებით,მით უფრო შეიძლება დავძლიოთ ჩვენში საკუთარი წინაპრის ცოდვების მიმართ მიდრეკილება ლოცვით და ქრისტიანული ცხოვრების წესით.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 28 2008, 07:09 PM
პოსტი #26


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ერთ-ერთი მღვდლის სიტყვებით: არსებობს სამნაირი გარდაცვალება. პირველი,როდესაც მოიხადე ვალი შენი ქვეყნის,შენი ხალხის წინაშე(ანუ ჩვეულებრივ,მოხუცებულობის ასაკში გარდაიცვალე),და ეს ძალიან კარგია,მეორე - თვითმლკვლელობა,უპატიებელი ცოდვა, და მესამე,როდესაც უფალი ახალგაზრდას ნაადრევად გაგიყვანს ამ ქვეყნიდან(რაიმეს ასარიდებლად).


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jan 28 2008, 07:45 PM
პოსტი #27


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



თან ძან მაინტერესებს სულიერი ხედვა , ტან მეშინია tongue.gif მეშინია იმის რო ღმერთი არ დავკარგო სამუდამოდ და ვცდილობ სუფტა შევხვდე sad.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
madziebeli
პოსტი Feb 3 2008, 07:05 PM
პოსტი #28


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 21-June 07
მდებარ.: tbilisi.varketili
წევრი № 2,258



ციტატა
შეიძლება, რომ მშობლების ცოდვის გამო დაისაჯოს შვილი?

მე ვფიქრობ წყევლა გადადის თაობებზე რადგან სიტყვას ძალა აქვს...ასევე კურთხევაც რათქმაუნდა smile.gif


--------------------
ლუკა 11:9
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Feb 3 2008, 11:23 PM
პოსტი #29


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



madziebeli

ციტატა
მე ვფიქრობ წყევლა გადადის თაობებზე რადგან სიტყვას ძალა აქვს...ასევე კურთხევაც რათქმაუნდა


მოიცა,ცოდვაო და წყევლა რა შუაშია? unsure.gif ანუ ადამიანი რო დაიწყევლება,ანუ დიდი ცოდვას ჩაიდენს,ის გადადის თაობებზეო მაგას ამბობ?
თუ სხვამ დაწყევლა,თვითონ რა შუაშია?თავად ხომ არ სჩადის ცოდვას?


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Michaeli
პოსტი Feb 7 2008, 07:52 AM
პოსტი #30


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 26-January 08
წევრი № 3,749



შიში სიკვდილისა ჩემი აზრით სასოწარკვეტილებაა!!
თუ არა ?!!
თქვენი აზრიც მაინტერესებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Feb 8 2008, 01:17 AM
პოსტი #31


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



სიკვდილი რა არის?ერთხელ მოკვდები და მორჩა.
ჩვენ უსასრულობის მნიშვნელობა არ ვიცით თორემ ვიცხოვრებდით წმინდა ცხოვრებთ და სიკვდილიც არ შეგვაშინებდა.


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 9 2008, 06:23 PM
პოსტი #32


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



m16
ციტატა
სიკვდილი რა არის?ერთხელ მოკვდები და მორჩა.
ჩვენ უსასრულობის მნიშვნელობა არ ვიცით თორემ ვიცხოვრებდით წმინდა ცხოვრებთ და სიკვდილიც არ შეგვაშინებდა.

რა საყვარელი ხარ შე საძაგელო ბავშვო 2kiss.gif

გაილახები, ასე თუ გაააგრძელებ biggrin.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 9 2008, 06:55 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(Michaeli @ Feb 7 2008, 04:52 AM) *

შიში სიკვდილისა ჩემი აზრით სასოწარკვეტილებაა!!
თუ არა ?!!
თქვენი აზრიც მაინტერესებს!


მე მგონი მთლად მასე არ არის , მიხეილ ,

მგონი სადღაც თემა იყო აქ, ამის თაობაზე, რომ სიკვდილის ყველას ეშინია და ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ, რომ არ გეშინოდეს - ეს უკვე ხიბლია, ანუ ის, რომ შენ წმინდა ხარ და თიტქმის უცოდველი და სასუფეველი "გარანტირებული" გაქვს, იმ თემაში ეწერა, წმინდანებიც კი ევედრებოდნენ უფალს ჯერ ნუ მოვკვდებითო , ასევე მოყვანილი იყო ვიღაც კათოლიკე სასულიერო პირის ნათქვამი: მე ჩემი მისია შევასრულე ამ ქვეყნად და ახლა უდარდელად შემიძლია მოვკვდეო... საცხა იყო, რომელ თემაში არ ვიცი, თუ მე წავიკითხე რამე სტატია არ მახსოვს, დაღლილი ვარ მაგარი , 48 საათი არ მიძინია smile.gif რომ ვიცოდე , რომ მხოლოდ გავქრები,ანუ აღარანაირად არ ვიარსებებ, მაშინ არ შემეშინდება smile.gif თუ თავგანწირვაზე მიდგა საქმე, არ ვარ მაგ მხრივ "მშიშარა", მაგრამ ზემოთ დაწერილის "გაგებით" მაინც შემეშინდება, თუმცა, ვიმეორებ, როცა აუცილებელი ხდება რაღაც მიზეზების გამო, იქნება ეს ომი, შვილების გამო, ახლობლების გამო ან რა ვიცი ათასი რამეა რაც არაბუნებრივ სიკვდილს იწვევს,მაშინ რას გააწყობ კაცი... ბუნებრივი თუ მეღირსა, რაღაც ოდნავი სახით გამოსწორების იმედი მაინც არსებობს, თუმცა ოდნავი და ჩვენი გაგებით მთლიანიც კი ვინ იცის არაა ის, რაც გვგონია sad.gif


პ.ს. არც ზედმეტი იმედია კარგი ჩემი აზრით და უიმედობა ხომ უარესი. ერთ წმინდა მამას აქვს ასეთი გამოთქმა( ზუსტად არ მახსოვს რომელია, ვნახავ მერე ) : სანამ ჩვენ ცოდვით დავეცემით, მანამდე დემონი შეგვაგონებს, რომ უფალი კაცთმოყვარეა...

ასე რომ, ეს სიყვარული "ბოროტად" არ უნდა გამოვიყენოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Feb 9 2008, 10:13 PM
პოსტი #34


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



kato_Bato
ციტატა
რა საყვარელი ხარ შე საძაგელო ბავშვო გაილახები, ასე თუ გაააგრძელებ

დამცინი არა?

ისე სიკვდილის საერთოდ არ მეშინია,ამისთვის ბევრი მიზეზი მაქვს.
ერთი ის რომ მაინტერესებს რა მოხდება სიკვდილის მერე.
მერე ის რომ არა მგონია ჯოჯოხეთში მოვხვდე.laugh.gif



--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ugirsi
პოსტი Feb 27 2008, 08:24 PM
პოსტი #35


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 18-January 08
წევრი № 3,675



sikvdili es chveulebrivi movlenaaa,gardacvaleba gvtis nebaaa
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Mar 26 2008, 08:40 PM
პოსტი #36


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ციტატა
მეც მაგდაგვარი რამ გამახსენდა,როდესაც იზოს პოსტი წავიკითხე. ერთ ქალს 7 წლის შვილი უკვდებოდა,ბევრს ევედრა ღვთისმშობელს მისი გადარჩენისთვის.ბავშვი გადარჩა,მაგრამ როცა წამოიზარდა ძალინ ცუდ გზას დაადგა.ამის შემდეგ მიხვდა დედამისი თუ რა წყალობა გაიღო მაშინ მისთვის უფალმა.
ნაადრევი სიკვდილით უფალმა შეიძლება ბევრი ცუდი რამ აგაცდინოს.
ყველაფერი მისი ნებაა..

მეც გამახსენდა ეგ ამბავი.ვიცოდი smile.gif

მე მასე ვთვლი რომ ნაადრევი სიკვდილით რაღაც საფრთხეს გვარიდებს უფალი


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
naniko-naniko
პოსტი Apr 4 2008, 01:17 PM
პოსტი #37


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 4-April 08
წევრი № 4,439



ზოგჯერ შვილები მშობლების ცოდვების გამო ისჯებიან

ხო გაგიგიათ ბაბუიის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილიო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
milana
პოსტი Apr 11 2008, 08:02 PM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 278
რეგისტრ.: 14-February 08
წევრი № 3,934



ერთი რაღაც მაინტერსებს ფილმი როა "ქვეყნის აღსასრული"შეიძლება როო დაუჯეროს ადამიანმაა?ხლა ვუყურე და ცუდად ვარ რაა

http://www.files.ge/file/214298/Qveynis-ag...HOP-GE-avi.html აი ლინკიც და დახეთ ნანახი თუ არ გაქვთ


--------------------
”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marimari
პოსტი Apr 11 2008, 08:24 PM
პოსტი #39


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 9-April 08
მდებარ.: ortajala
წევრი № 4,513



ადამიანმა ყოველ დღე ისე უნდა გაატაროს როგორც მისი უკანასკნელი დღე, და უნდა შეეცადოს სიკეთე აკეთოს ამით ის სამარადისო სასუფეველს დაიმკვიდრებს ცათა სასუფელში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კავკასიელი
პოსტი May 1 2008, 11:01 PM
პოსტი #40


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 147
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 677



მე ვფიქრობ განწმენდილ სულს სიკვდილის კი არ ეშინია არამედ პირიქით, იგი უფრო და უფრო მეტად გრძნობს ღმერთთან სიახლოვეს და სიხარული ეუფლება, ხოლო ცოდვილი სული კი ამ ყველაფერს მოკლებული შიში იპყრობს და იტანჯება.


--------------------
"უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 06:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი