IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"...
ქეთევანი777
პოსტი Jan 16 2013, 02:10 PM
პოსტი #1

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 15-January 13
წევრი № 12,892

ამ ბოლო დროს ბევრი დაინტერესდა რეიკით მკურნალობის მეთოდით.

რეიკი - ეს არის არატრადიციული მედიცინა, რომელშიც გამოიყენება ტექნიკა ე.წ. "ხელების შეხებით" ავადმყოფის განკურნება.

რეიკის მეთოდი დააფუძნა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ.

რეიკი ნიშნავს:
რეი - სამყარო, სული
კი - ენერგია, აზრი, განწყობა.
--------------------------
ეს, ისე, მოკლედ წარმოგიდგინეთ რეიკის არსი...

მართლაც რა არის რეიკი?

ჩინელი ბუდისტი - მიკაო უსუი რეიკის გამომგონებლად გვევლინება?!:)

ჩვენთვის კი ის 2000 წელია ნაცნობია.

მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი, რამდენადაც მას ოკულტიზმად მიიჩნევს. ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი".

"ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი...

მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან.

მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია? გამოდის, რომ
ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით...

წმინდა პანტელეიმონი
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმომქმედი
წმინდა ბარბარე
წმინდა გიორგი
წმინდა კვიპრიანე
წმინდა ირინე
წმინდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავთან ახლოს დგომაც კი კურნავს...
წმინდა მამა ვიტალი...

ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან...

მაშ, რაშია საიდუმლო?

საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში.

საქმე იმაშია, რომ ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე

ღვთისა და სხვა და სხვა წმინდანების ხატები სხვა არაფერი არ არის თუ არა ღვთის სამყაროში გაჭრილი სარკმელი.

იყავით მორწმუნენი ღვთისა. შეიცანით თქვენი თავი...

მოინანიეთ ცოდვები...

იესოს ათ მცნებას მისდიეთ...

შეიყვარეთ იესო...

P.S. „რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა...

ადამიანი შემომქმედია, რამდენადაც შემომქმედმა შეგვქმნა თავის ხატად...
------------------------------
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 16 2013, 07:21 PM
პოსტი #2

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

ქეთევანი777
საუბრის დაწყებამდე კარგი იქნებოდა შენი აღმსარებლობის შესახებ თუ მეტყვი , რომ უფრო გამიადვილდეს კონტაქტი.
ციტატა
ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი".

რა არის ,,ღვთის მადლი?''
ციტატა
ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი...

და შენთვის როგორაა ცნობილი იქნებ გვითხრა?
ციტატა

მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან.

და ამ ლოცვის დროს ვის მიმართავდნენ და როგორ?
(ეს კი ნამდვილად უნდა ჩამოთვალო...)
ციტატა

მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს?

სასულიერო პირები იგნორს უკეთებენ ეკუმენიზმს და არა მკურნალობას.
ციტატა
ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით...

ისინი ოკულტიზმით არ იყვნენ დაკავებულნი მარტივი მიზეზის გამო.
ისინი შემუსვრილი გულით , და დამდაბლებული მადლით მიმართავდნენ წმ.სამებას , ერთარსს და განუყოფელს , და მხოლოდშობილ ძეს რომელიც ,,ჩვენთვის კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის'' მოევლინა ქვეყანას , იქმნა სრული კაცი და მოიკლა ჯვარზე.
ციტატა

ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან...

გითხარი ისინი როგორც ლოცულობდნენ.
ანალოგიურად ილოცოს ,,რეიკიავიკმა'':D და თუ დამჭირდა პირველი მე მივალ სამკურნალოდ...

ციტატა
მაშ, რაშია საიდუმლო?
საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში.

რომელი ღვთის?
ერთარსი და განუყოფელი წმ.სამების?
ციტატა
ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე

ეს კიდე საკითხავია ვის მივმართავთ და იქიდან ა გადმოდის...
ციტატა
იესოს ათ მცნებას მისდიეთ...

რომელი ათი მცნება მოგვცა იესო ქრისტემ იქნებ გამახსენო
?
ციტატა

შეიყვარეთ იესო...

ამაზე მერე ვისაუბროთ წინამდებარე კითხვებზე რომ პასუხს გამცემ.
ციტატა
„რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა..

დაკონკრეტულად ვინ მოგვცა ეგ და რით დავიმსახურეთ ან როდის?
ან მისი შენარჩუნება რითი ხდება?
ციტატა

ადამიანი შემომქმედია, რამდენადაც შემომქმედმა შეგვქმნა თავის ხატად...

ამაზეც რომ გამცემ პასუხს მერე დაგელაპარაკები...

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Jan 16 2013, 08:31 PM
პოსტი #3

Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020

ციტატა
რეიკის მეთოდი დააფუძნა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ.

თუ ბუდისტმა დააფუძნა რაღაც თავისი რელიგიური მეთოდი მკურნალობის, ამას ქრისტიანობასთან რა საერთო აქვს.
ციტატა
მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან.

წმიდანები ლოცვით კურნავდნენ ღვთის მადლის მეშვეობით და ამიტომ იყვნენ ისინი წმიდანები. ჩვეულებრივი ადამიანი როგორ შეძლებს თავისი თავის ან სხვის განკურნებას, მას ხომ ღვთისგან კურნების ნიჭი არ მიუღია.
ციტატა
მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია?

ვისი ხელების შეხებით იკურნება ავადმყოფი. თვითმარქვიას ხელების შეხებით ავადმყოფის "განკურნება" ოკულტიზმია აბა რა არის. მას წმიდა მამების კურნების ნიჭთან საერთო არაფერი აქვს. წმიდა მამებს ხელის შეხება არ სჭირდებოდათ, რომ ავადმყოფი განეკურნათ. ისედაც იკურნებოდნენ ავადმყოფები.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთევანი777
პოსტი Jan 16 2013, 10:44 PM
პოსტი #4

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 15-January 13
წევრი № 12,892

აქ ციტატებით რომ გაგიშიფრია ყოველი წინადადება და გამომძიებელივით მთხოვ პასუხს, მე კი არ ვამართლებ ოკულტიზმს?! თუ ყურადღებით წაიკითხე და თუ მომართული არ ხარ ჯიბრით, შეგიძლია დამჯდარი გონებით აღიქვა რაც დავწერე...

თითქმის ყველა წმინდანს ეძლევა ადამიანის განკურნების უნარი. ეს უკვე ფაქტია და მრავალი ფაქტი ამტკიცებს.
როგორც ზემოთ დავწერე, სისტემატიური ლოცვებით ხდება მადლის გადმოსვლა ადამიანზე. თუმცა ეს რაც არ უნდა აგიხსნა, როცა ადამიანი კამათისთვის არის მომართული, მის ცრუ, ვითომ მართლმადიდებლურ რწმენას ვერაფერი ვერ შეცვლის... ძალიან ბევრ თანამედროვე ადამიანს არ ესმის რა არის ღვთის წიაღში ყოფნა და ამისი შეგრძნების უნარი მითუმეტეს არ შეუძლიათ... დადიან ეკლესიაში როგორც ყველა, ანთებენ სანთლებს მოდას აყოლილები, იწერენ პირჯვარს და ეს ჰქონიათ ყველაფერი. გამოდიან ეკლესიიდან და აი შენსავით შეტევაზე გადადიან...

ორივე ვარიანტში, რეიკის შემთხვევაშიც და მორწმუნეების მიერ ადამიანების განკურნებაშიც მთავარი მნიშვნელობა ენიჭება ენერგიის გატარებას ანუ გადაცემას.... ენერგია, რომელიც მოდის სამყაროდან...

შენ გინდა თქვა და გინდა რომ მეც ვთქვა, რომ ოკუტისტი ვარ? არა, ჩემო კარგო. ოკულტიზმი დიდი ცოდვაა და სატანის მსახურებაა.

რაზე მალაპარაკებ... ლექცია ხომ არ ჩაგიტარო?smile.gif

ეხლა ნამდვილად მეზარება ვიღაცას რაღაც ავუხსნა.

მე ჩემი აზრი მაქვს შენ შენი... ფორუმი გაგიხსნიათ, შემოვედი და გესაუბრები და არ ვჩხუბობ მემგონი...

თუ მე ვცდები რამეში მომიტევე... შენ ნუ შეცდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 16 2013, 11:11 PM
პოსტი #5

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

ქეთევანი777
ციტატა
როგორც ზემოთ დავწერე, სისტემატიური ლოცვებით ხდება მადლის გადმოსვლა ადამიანზე.

და ვის მიმართაა მიმართული ეგ ლოცვები?
ამის თქმას გთხოვ ზუსტად...ა თუ მეტყვი და ჩემი ეჭვები არ გამართლდება ძალიან გამიხარდება...
ციტატა
. თუმცა ეს რაც არ უნდა აგიხსნა, როცა ადამიანი კამათისთვის არის მომართული, მის ცრუ, ვითომ მართლმადიდებლურ რწმენას ვერაფერი ვერ შეცვლის...

მოდი შენ თუ პოლემიკაში შემოსვლა არ გინდა პირდაპირ თქვი ხომ?
რა შუასია ჩხუბი და უბედურება. დაწერე პოსტი რომელზეც სიტყვა-სიტყვით დაგიწერე შეკითხვები. შენ თუ მასზე პასუხი არ გინდა ჩხუბის მიზეზით ნუ გაამართლებ...
ციტატა
გამოდიან ეკლესიიდან და აი შენსავით შეტევაზე გადადიან...

როდესაც ამგვარ რამეს წერ მართლმადიდებლურ ფორუმზე:
ციტატა
მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია?

ანუ სასულიერო პირებს უყენებ ბრალდებას რომ საღვთო მადლში ვერ ერკკვევიან თავადაც და სხვებსაც უკრძალავენ უნდა იყო მზად რომ არგუმენტირებული პასუხი გასცე ,,შეტევის'' მოსაგერიებლად.
მაგრამ მე შეტევაზე კი არ გადმოვდივარ თავს მართლმადიდებლურ მოძღვრებას და სასულიერო პირებს ვიცავ ცრუ და გაუმართლებელი ცილისწამებისაგან.
თუ ცრუ და გაუმართლებელი არაა შენი განცხადება შემოდი პოლემიკაში და ვისაუბროთ.
ციტატა
ორივე ვარიანტში, რეიკის შემთხვევაშიც და მორწმუნეების მიერ ადამიანების განკურნებაშიც მთავარი მნიშვნელობა ენიჭება ენერგიის გატარებას ანუ გადაცემას.... ენერგია, რომელიც მოდის სამყაროდან...

დემონური ძალაც რომ არსებპბს შეგახსენო?
ციტატა

შენ გინდა თქვა და გინდა რომ მეც ვთქვა, რომ ოკუტისტი ვარ?

პირდაპირ გეუბნევი რა. საერთოდ არ მაინტერესებს რა ხარ. იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩემი საქმე სულაც არაა.
მე სხვა რამ მაინტერესებს-რომ შემოდიხარ ფორუმზე და ბრალს გვდებ მათლმადიდებლებს და ჩვენს სასულიერო მოძღვრებს ეს ბრალი შესაბამისი არგუმენტების განამტკიცო.
ციტატა

რაზე მალაპარაკებ... ლექცია ხომ არ ჩაგიტარო?

საკმარისად ძლიერი ლექტორები მყავს სასწავლებელში და ახლა შენი ლექცია არ მჭირდება ჩემო კარგო.
ციტატა
მე ჩემი აზრი მაქვს შენ შენი... ფორუმი გაგიხსნიათ, შემოვედი და გესაუბრები და არ ვჩხუბობ მემგონი...

არც მე ვჩხუბობ. შენს მიერ წაყენებულ ბრალდებებს ვპასუხობ.
და ჩვენი აზრები როდესაც იკვეთება პოლემიკაში ორიემ უნდა შევძლოთ შესაბამისი პოზიციების დაცვა...

ციტატა
თუ მე ვცდები რამეში მომიტევე... შენ ნუ შეცდები...

აქ შეცდომებზე არ ვლაპარაკობ ჩემო კარგო...

მე უბრალოდ მინდა დისკუსიაში ჩავერთოთ მე და შენ , რომ უფრო ნათლად გამოვკვეთოთ საკუთარი პოზიციების ავკარგიანობა.

რომელ ჩხუბზე და დაპირისპირებაზე ლაპარაკობ კარგი რა...biggrin.gif

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთევანი777
პოსტი Jan 17 2013, 11:00 AM
პოსტი #6

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 15-January 13
წევრი № 12,892

აგრესიულ და უარყოფითად განწყოფილ ადამიანებთან პოლემიკაში არ შევდივარ...
აგრესია, თვითონ უკვე ცოდვაა და არაქრისტიანულია.
მე გითხარი და გიმეორებ. თუ ვცდები მომიტევე... შენ ნუ შეცდები!

P.S. შენი ეჭვი, რომ სხვა აღმსარებლობის ვარ, ცდები. ვარ ქრისტიანი,

ადამიანები ვვითარდებით... კი არ ვჩერდებით ერთ ადგილზე.
ამ განვითარებადი ხაზის გაჩერებას ვერავინ ვერ შეძლებს!

რაც შეეხება იმას, რომ საეკლესიო საიტზე ვარ შემოსული და ცოტა ამ გვერდის ინტერესებიდან გადავუხვიე, მე ვფიქრობ, რომ არ გადამიხვევია. დავპოსტე ფსიქოლოგიაში და მეცნიერების კატეგორიაში...

მეცნიერულად სწორედაც, რომ უნდა იქნეს ბოლომდე შესწავლილი ის მოვლენა, რასაც ლოცვა და ლოცვის ძალა ქვია.

რატომ არ უნდა ვეცადოთ და შევისწავლოთ, თუ რატომ ვლოცულობთ? რატომ აღვმსარებლობთ? რატომ ვმარხულობთ?

მეცნიერულად, ანუ თეორიულად ეს უკვე შესწავლილია და რაც უფრო მეტს გაიგებენ ამაზე ადამიანები, მით უფრო გაიზრდება სულიერებაზე მზრუნველთა რაოდენობა... და ეს ეცოდინებათ თეორიულად, ძირეულად და მტკიცედ... და არა ისე, როგორც ეკლესია გვასწავლიდა და გვიჩიჩინებს, რომ ჯოჯოხეთში ჩავვარდებით და დავიწვებით, თუ არ მოვინანიებთ ცოდვებს...

ცოდვების მონანიება ვიღაც, შავანაფორიან, ჯინსებიან, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ან ნასვამ მამაოსთან ამ საქმეს არ შველის!!! (მაპატიონ მართლაც გულმხურვალე ქრისტიანმა მამაოებმა).

მე აქ ვინმეს განკითხვისთვის არ ვარ შემოსული. არამედ განვიხილავ ძალიან საჭირბოროტო საკითხს, რაც ადამიანების სულიერების განვითარებას ეხება.

რაც დღეს საქართველოს სასულიერო სფეროში ხდება ფრიად არ არის მოსაწონი და ძირეულ შეცვლას მოითხოვს...

ყველაფერს დრო დაალაგებს...
----------------------------------

მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Jan 17 2013, 01:57 PM
პოსტი #7

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087

[quote name='ქეთევანი777' date='Jan 17 2013, 12:00 PM' post='725330']

[/quothttp://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=514%3A2012-05-30-16-43-48&catid=48%3A2010-12-12-19-54-08&Itemid=68&lang=ka ამ წიგნს გაეცანი, ნუ დაიზარებ ძალიან გთხოვ და ნახავ, მართლმადიდებლურ აზრს ლოცვაზე, გულისმიერ შინაგან ცხოვრებაზე და საღმრთო ენერგიაზე. მერე ვისაუბროთ საჭიროა თუ არა რეიკის ცნება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Jan 17 2013, 02:09 PM
პოსტი #8

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087

ციტატა(ქეთევანი777 @ Jan 17 2013, 12:00 PM) *

აგრესიულ და უარყოფითად განწყოფილ ადამიანებთან პოლემიკაში არ შევდივარ...
აგრესია, თვითონ უკვე ცოდვაა და არაქრისტიანულია.
მე გითხარი და გიმეორებ. თუ ვცდები მომიტევე... შენ ნუ შეცდები!

P.S. შენი ეჭვი, რომ სხვა აღმსარებლობის ვარ, ცდები. ვარ ქრისტიანი,

ადამიანები ვვითარდებით... კი არ ვჩერდებით ერთ ადგილზე.
ამ განვითარებადი ხაზის გაჩერებას ვერავინ ვერ შეძლებს!

რაც შეეხება იმას, რომ საეკლესიო საიტზე ვარ შემოსული და ცოტა ამ გვერდის ინტერესებიდან გადავუხვიე, მე ვფიქრობ, რომ არ გადამიხვევია. დავპოსტე ფსიქოლოგიაში და მეცნიერების კატეგორიაში...

მეცნიერულად სწორედაც, რომ უნდა იქნეს ბოლომდე შესწავლილი ის მოვლენა, რასაც ლოცვა და ლოცვის ძალა ქვია.

რატომ არ უნდა ვეცადოთ და შევისწავლოთ, თუ რატომ ვლოცულობთ? რატომ აღვმსარებლობთ? რატომ ვმარხულობთ?

მეცნიერულად, ანუ თეორიულად ეს უკვე შესწავლილია და რაც უფრო მეტს გაიგებენ ამაზე ადამიანები, მით უფრო გაიზრდება სულიერებაზე მზრუნველთა რაოდენობა... და ეს ეცოდინებათ თეორიულად, ძირეულად და მტკიცედ... და არა ისე, როგორც ეკლესია გვასწავლიდა და გვიჩიჩინებს, რომ ჯოჯოხეთში ჩავვარდებით და დავიწვებით, თუ არ მოვინანიებთ ცოდვებს...

ცოდვების მონანიება ვიღაც, შავანაფორიან, ჯინსებიან, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ან ნასვამ მამაოსთან ამ საქმეს არ შველის!!! (მაპატიონ მართლაც გულმხურვალე ქრისტიანმა მამაოებმა).

მე აქ ვინმეს განკითხვისთვის არ ვარ შემოსული. არამედ განვიხილავ ძალიან საჭირბოროტო საკითხს, რაც ადამიანების სულიერების განვითარებას ეხება.

რაც დღეს საქართველოს სასულიერო სფეროში ხდება ფრიად არ არის მოსაწონი და ძირეულ შეცვლას მოითხოვს...

ყველაფერს დრო დაალაგებს...
----------------------------------

მიტროპოლიტი იეროთეოზ ვლახოსი "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია" ეს წიგნი წაიკითხე. ამ საიტზეც არის ბიბლიოთეკაში და მაღაზიებშიც იყიდება.ამას გაეცანი და სხვა ბევრი ნაშრომიც შემიძლია გითხრა სადაც ეს თემაა განხილული.თუ გაინტერესებს მართლმადიდებლური შეხედულება ამ ყველაფერთან ნახე ეს წიგნი, არ დაიზარო.მერე მიხვდები საჭიროა თუ არა რეიკი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 17 2013, 08:04 PM
პოსტი #9

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

ქეთევანი777
ციტატა
აგრესიულ და უარყოფითად განწყოფილ ადამიანებთან პოლემიკაში არ შევდივარ...

ჩემზე უარყოფითად განწყობილი ადამიანი ნუ შეგახვედრა ღმერთმა ცხოვრებაში...biggrin.gif
ციტატა
რაც შეეხება იმას, რომ საეკლესიო საიტზე ვარ შემოსული და ცოტა ამ გვერდის ინტერესებიდან გადავუხვიე, მე ვფიქრობ, რომ არ გადამიხვევია. დავპოსტე ფსიქოლოგიაში და მეცნიერების კატეგორიაში...

,,გადახვევა'' მაშინ იყო როდესაც მოძღვრის განყოფილებაში პოსტავდი , თორემ აქ პირიქით...
მეც ჩავერთე ლაპარაკში და დიდი იმედი მქონდა რომ ამიბავდი მხარს...
ციტატა
მეცნიერულად სწორედაც, რომ უნდა იქნეს ბოლომდე შესწავლილი ის მოვლენა, რასაც ლოცვა და ლოცვის ძალა ქვია.

შესწავლილია ლოცვა კარგი ხანია. თუ გინდა მეცნიერებსაც ჩამოგითვლი:
ბასილი დიდი , გრიგოლი ღვთისმეტყველი , იოანე ოქროპირი , კირილე ალექსანდრიელი , რომანოზ მელოდოსისი და.ა.შ
ციტატა
რატომ არ უნდა ვეცადოთ და შევისწავლოთ, თუ რატომ ვლოცულობთ? რატომ აღვმსარებლობთ? რატომ ვმარხულობთ?

რატომ? ეკუმენიზმში რომ ჩავვარდეთ?
ციტატა
და არა ისე, როგორც ეკლესია გვასწავლიდა და გვიჩიჩინებს, რომ ჯოჯოხეთში ჩავვარდებით და დავიწვებით, თუ არ მოვინანიებთ ცოდვებს...

ეს უკვე საკმარისია!
ან შემოხვალ პოლემიკაში და ბოლომდე დაიცავ არგუმენტებით შენს მიერ წამოყენებულ ბრალდებებს , ან არადა მინიმუმ ამგვარი პოსტები წაიშლება...
ციტატა
ცოდვების მონანიება ვიღაც, შავანაფორიან, ჯინსებიან, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ან ნასვამ მამაოსთან ამ საქმეს არ შველის!!!

ამ პოსტში უკვე მეორედ გეუბნევი!
არ მაინტერესებს საერთოდ რა აღმსარებლობის ხარ , მაგრამ როგორც მოდერი მლვითხოვ თუ ფორუმზე გინდა ოფნა იმ აბსოლიტურ უმრავლესობა მომხმარებლების აზრებისა და დამოკიდებულებისა პატივი ეცი ვინც აქ იმყოფება.
ციტატა
მე აქ ვინმეს განკითხვისთვის არ ვარ შემოსული. არამედ განვიხილავ ძალიან საჭირბოროტო საკითხს, რაც ადამიანების სულიერების განვითარებას ეხება.

არ განიხილავ....
გვიყენებ ბრალდებებს და ჩერდები.ეგ განხილვა არაა , ეგ ცლისწამებაა. და თუ ცილისწამება არაა ავდგეთ და მართლა განვიხილოთ.
ციტატა
რაც დღეს საქართველოს სასულიერო სფეროში ხდება ფრიად არ არის მოსაწონი და ძირეულ შეცვლას მოითხოვს...

ვის მხრიდან არაა მოსაწონი?
ეკუმენისტების?არცაა და ვერც იქნება , რადგან ქართული მართლმადიდებლური ეკლსია არასდროს იყო და ვერც ვერასდროს იქნება ლოცვით ერთობაში სხვადასხვა რელიგიათა წარმომადგენლებთან.
ციტატა
ყველაფერს დრო დაალაგებს...

დასალაგებელი ბევრი არც არაფერია...
ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს...
და ქართული ეკლესიის პროგრესს ადასტურებს არაერთი საერთაშორისო კვლევა. და კვლევას რომ თავი დავანებოთ ის 35 წელი , რომლის მანძილზეც თითოეული ჩვენგანისთვის დაუცხრომელად იღწვის პატრიარქი...

ვლახოსის ფსიქოთერაპია ნამდვილად კარგი რჩევაა , თუ მათლა გინდა ეკუმენიზმსა და ლოცვას შორის გააკეთო აჩევანი.

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთევანი777
პოსტი Jan 18 2013, 08:56 PM
პოსტი #10

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 15-January 13
წევრი № 12,892

A.V.M
ციტატა
ქართული ეკლესიის პროგრესს ადასტურებს არაერთი საერთაშორისო კვლევა. და კვლევას რომ თავი დავანებოთ ის 35 წელი , რომლის მანძილზეც

ქართული ეკლესიის პროგრესი მარტო ეკლესიების მშენებლობით არ განისაზღვრება...

ციტატა
ქართული ეკლესიის პროგრესს ადასტურებს არაერთი საერთაშორისო კვლევა. და კვლევას რომ თავი დავანებოთ ის 35 წელი , რომლის მანძილზეც თითოეული ჩვენგანისთვის დაუცხრომელად იღწვის პატრიარქი...

არ გინდა ეხლა რა... რუსთავი 2ის ჟურნალისტი მგონიხარsmile.gif

პატრიარქმა რა თქმა უნდა გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ფუნქციის შენარჩუნებაში

ციტატა
თითოეული ჩვენგანისთვის დაუცხრომელად იღწვის პატრიარქი...

ძალიან ხმამაღალი ნათქვამია... მაგრამ მაინც ვერ გავიგე, თუ რას ნიშნავს "თითოეული ჩვენგანისთვის დაუცხრომლად იღწვის"...რაში მდგომარეობს? რაში ხედავ პატრიარქის გამუდმებულ ღვაწლს თითოეული ჩვენგანისთვის? როგორ გამოიხატება ეს? ეკლესიაში სანთელი 20 თეთრი რომ ღირს და ყველას არ შეუძლია ყიდვა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 18 2013, 09:38 PM
პოსტი #11

ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646

ციტატა(ქეთევანი777 @ Jan 18 2013, 08:56 PM) *

თითოეული ჩვენგანისთვის დაუცხრომლად იღწვის"...რაში მდგომარეობს?

დანარჩენზე გურამიც კარგად გიპასუხებს მაგრამ რაში გამოიხატება პატრიარქის ზრუნვა ჩვენზე? პირველ რიგში ის, რომ საქართველოში აღარ იდევნება მართლმადიდებლობა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი აღმსარებლობა. შემდეგ, მისი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ეხმარება არაერთ ისეთ ადამიანს რომელსაც იმ 20 თეთრიანი სანთლის ყიდვის საშუალება არ აქვს. შემდეგ, უწმინდესის დაარსებულია სასულიერო სასწავლებლები, უნივერსიტეტები სადაც სწავლა უფასოა და ხელს უწყობს ახალგაზრდებს განვითარებაში, ბევრი გადაარჩინა მაგ სასწავლებლებმა "ქუჩაში დარჩენას"და იქ რა ადამიანად ჩამოყალიბდებოდნენ მაგას ლაპარაკი აღარ უნდა. მერე მისი ინიციატივა მე3 ბავშვის ნათლობაზე, დემოგრაფიულ მდგომარეობას აუმჯობესებს, ბევრი ვიცი ვინც იმის გულისთვის აჩენს მე-3 ბავშვს. ეს ახლა რაც მე გამახსენდა და რაც არ გამახსენდა და არ ვიცი ეგ კიდევ სხვა არის. შენი აზრით ეს ღვაწლი და ზრუნვა არ არის ?

ეს მარტო გარკვეული წვლილი არაა როგორც შენ ამბობ, სწორედ ამას ქვია ზრუნვა

--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Jan 18 2013, 09:51 PM
პოსტი #12

Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020

ქეთევანი777
შენ ეკლესიას განიკითხავ და სანაცვლოდ რეიკს გვთავაზობ?
შენ ალბათ ფიქრობ საკმარისია ცოტა ილოცო, ცოტა იმარხულო და სანაცვლოდ ადამიანი მიიღებს ისეთ მადლს, რომ ხელის შეხებით სხვა ადამიანებს განკურნავს. სხვებს რომ მოგვიწოდებ, შენ თავად მიიღე ლოცვით ისეთი მადლი, რომ შეგიძლია ხელის შეხებით განკურნო ავადმყოფები?
მადლისმიერი განკურნების უნარი ღვთის ნიჭია და მხოლოდ მცირერიცხოვან რჩეულებს ეძლევა. რიგითი მორწმუნე ამ ნიჭს თავისთავში ვერ გახსნის რამდენიც უნდა ილოცოს და იმარხულოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 18 2013, 10:09 PM
პოსტი #13

ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646

ზევით კი წერს დიდი ამბით არავის განვიკითხავო და... ჰმ.

--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 18 2013, 10:18 PM
პოსტი #14

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

ქეთევანი777
ციტატა

ქართული ეკლესიის პროგრესი მარტო ეკლესიების მშენებლობით არ განისაზღვრება...

შენ ტერმინ ეკლესიის მნიშვნელობაც არ გესმის...biggrin.gif
იმდენად ფართო ცნებაა ეს რომ არც ღირს ახლა განვიხილო...აზრი არ აქვს...
(შენი ნაწერიდან კი ადამიანი იფიქრებს რომ ტაძარს და ეკლესიას ერთმანეთისგან ვერ არჩევ)
და ტაძარზეც რამდენად ობიექტურად საუბრობ ეს კიდევ სხვა საკითხია...
ციტატა

არ გინდა ეხლა რა... რუსთავი 2ის ჟურნალისტი მგონიხარ

შემოგევლე ლოგიკაში...biggrin.gif
ციტატა
პატრიარქმა რა თქმა უნდა გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ფუნქციის შენარჩუნებაში

ტერმინ-ეკლესიის მნიშვნელობა რომ არ გესმის ეს კიდევ დაგვიდასტურე , მაგრამ ავლენ რომ არა მარტო ცნებას ვერ ხვდები არამედ სიტუაციის რეალურად აღქმაც არ შეგიძლია...
რომელი ფუნქცია შეუნარჩუნა?-6 მღვდელთმთავარი რომ იყო 1977 წელს და ახლა 38-ია? ეს შენარჩუნებაა?
ამ ექვსიდან 3-ს რომ ეპარქიაში უფლება არ ჰქონდა მსახურება აღესრულებინა(და რომც ქონოდა ეკლესია არ იყო იქ) ეს შენარჩუნებაა?
არცერთი სასწავლებელი რომ არ იყო სასულიერო და ახლა 4 მარტო უნივერსიტეტი რომაა ეს შენარჩუნებაა?
მხოლოდ 5-6 კაცი რომ დადიოდა სიონის ტაძარში და ისიც მოხუცი და ახლა რომ ახალგაზრდებითაა სავსე ეს შენარჩუნებაა?
ნებისმიერ დროს როცა ესკალირებული იყო სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში და პატრიარქი ახერხებდა ერის ერთ მუშტად შეკვრას ეს შენარჩუნებაა?
ქართული ჭედურობა , ხატწერა , გალობა , მინანქარი და.ა.შ რომ მკვდრეთით აღადგინა ეს შენარჩუნებაა?

და აღარ გავაგრძელებ...საუბარი ამაზე დაუსრულებლად შეიძლება...
ქეთევანმა რაც გიპასუხა იმას არ გავიმეორებ . თუ ჩარევა გახდა ჩემი აჭირო მხოლოდ მაშIნ ვიტყვი სხვა რაღაცეებს მაგრამ ამაზე რომ ამბობ:

ციტატა
ეკლესიაში სანთელი 20 თეთრი რომ ღირს და ყველას არ შეუძლია ყიდვა?

ნებისმიერ დღეს შეგიძლია მოხვიდე სიონში , საღამოს 9-ის ნახევრისთვის და დაინახავ რამხელა რიგი იქნება გაჭირვებული ხალხის რომლებსაც სემინარიის სტუდენტები აძლევენ წვნიანებს , ცხელ ჩაის , პურს და.ა.შ

შეგიძლია მოხვიდე სიონში და დაინახო ყოველი შაბათის ლოცვის შემდეგ როგორ ეხმარება უშუალოდ მამა გიორგი ზვიადაძე ფულით გაჭირვებულებს.

შეგიძლია მოხვიდე ქაშვეთის ტაძარში და დაინახო თავად მამა მიქაელი როგორ აძლევს ფინანსურ დახმარებას 9 აპრილის ბაღში მყოფ უსახლკაროებს , როგორ აძლევს მათ თბილ ტანსაცმელს და.ა.შ
(მოკლედ აღარ გავაგრძელებ , სიკეთეს უჩუმრად აკეთებენ ადამიანები და იმისათვის რომ რაღაც დაგანახო ამის აფიშირებას ვახდენ.რაც ცუდია)

შენ გილაპარაკია პატრიარქთან? დაგინახავს როგორ ატირებულა როდესაც შვილმკვდარ დედას დახმარებისათვის მიუმართავს? დაგინახავს როგორ მიუცია მეფუტკრისთვის 20 სკა ფუტკარი , რომელსაც ყინვის გამო გაუწყვა მეურნეობა და ოჯახის რჩენა არ შეეძლო , დაგინახავს როგორ დაურიგა რაიონიდან ჩამსულ სტუდენტებს 100-100 დოლარი ყველას?

და.ა.შ
(ეს სხვაგვარი დახმარებაა , მე კიდევ სხვაგვარს ვგულისხმობდი)
ციტატა
ცოდვების მონანიება ვიღაც, შავანაფორიან, ჯინსებიან, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ

რა გინდა?biggrin.gif
ანაფორა აცვია არ მოგწონს , ჯინსი აცვია არ მოგწონს , რა ქნას კაცმა? ღვთიური ნათლით განსპეტაკდეს და ანგელოზებრივი სამოსლით გეჩვენოს?biggrin.gif
და კიდევ რომელი მამაო დაინახე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და როდის ?
zaz
ციტატა
შენ ეკლესიას განიკითხავ და სანაცვლოდ რეიკს გვთავაზობ?

კაი იყო...biggrin.gif

მაგრამ საქმე რაშია იცი?
დიდი რუდუნებით დაწერე პოსტი , (გეტყბა კაი-ხანი ემზადებოდი) , ,,არგუმენტეით გაამყარე'' , ფიქრობდი ქვას გახეთქავენ ესენიო.(ბოლო-ბოლო კვიპრიანე კართაგენელი და პანტელეიმონი ახსენე biggrin.gif) მაგრამ აღმოჩნდა რომ ძალიან უსუსური იყვნენ ისინი და არგუმენტს ვერც დავარქმევთ მას . ესაა ტაგედია...

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Jan 18 2013, 11:40 PM
პოსტი #15

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087

ქეთევანი777 ჩვენ რო გვამხელ და ეკლესიას განიკითხავ, როგორ გინდა რეიკი მიიღო? smile.gif კოსმოსიდან უარყოფით ველს მიმართავ შენი გულის ცენტრისაკენ და სადაც უარყოფითი ენერგიაა, იქ როგორ იარსებებს დადებითი ენერგია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთევანი777
პოსტი Jan 20 2013, 12:22 AM
პოსტი #16

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 15-January 13
წევრი № 12,892

ხახაბოელი

ციტატა
გვამხელ და ეკლესიას განიკითხავ,

მე რა უფლება მაქვს ვინმე ვამხილო და განვიკითხო. ყველა თავისი საქციელით ხდება მხილებული, ხოლო ღმერთის მიერ განკითხული...

და მე კი რაც არ მომწონს იმას ვამბობ და კი არ განვიკითხავ, არამედ ვმსჯელობ, რომ ასე არ შეიძლება და რომ უნდა შეიცვალოს რაღაც, რაღაცას წერტილი უნდა დაესვას... თქვენ თუ გნებავთ ამას განკითხვა დაარქვით...

ვინ ვარ მე რომ ვინმე განვიკითხო? არავინ...
განკითხვაც და გასამართლებაც ღვთის საქმეა...

ჩემთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო ეკლესიის მინუსებზე მსჯელობა...
----------------------------------------------------------

ნამდვილი ამბავი სერბეთის პატრიარქი პავლეს შესახებ

არასოდეს ჰყოლია საკუთარი მანქანა, ამბობდა– „მაცხოვარი ფეხით დადიოდა და მე ცოდვილს რაღა მიჭირს საზოგადოებრივი ტრანსპორტით რომ ვიაროო“ .
ერთხელაც წირვაზე წასასვლელად მოემზადა
–თქვენო უწმინდესობავ, რითი წავიდეთ, მანქანით?– ფრთხილად იკითხა პასუხგაცემული კითხვით თანაშემწე დიაკვანმა
–არა ავტობუსით– უპასუხა პატრიარქმა მკაცრი ხმით. თბილი დილა დიდი სიცხით იმუქრებოდა, ამიტომ დიაკვანს საშინლად არ უნდოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა
–შორია, თან ავტობუსში დავიხუთებით, ჭყლეტაც იქნება– სცადა შეპასუხება დიაკვანმა
– წავედით– მოკლედ უპასუხა პატრიარქმა და წამოდგა
– მაგრამ....– დიაკვანმა ახალი, თავისი აზრით ძლიერი არგუმენტი წამოაყენა– ზაფხულია, მთელი ქალაქი სანაპიროზე საბანაოდ მიემგზავრება, ავტობუსი ნახევრადშიშველი ქალებით იქნება სავსე, ამიტომ ჩვენი იქ ყოფნა უხერხულია!
მისი უწმინდესობა წუთით შედგა, შუბლი შეიჭმუხნა, წამით ჩაფიქრდა და დიაკვანს გამჭოლი მზერით შეხედა– იცით რას გეტყვით მამაო, ყველა იმას ხედავს რაც მას სურს!

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 20 2013, 12:34 AM
პოსტი #17

ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646

ციტატა(ქეთევანი777 @ Jan 20 2013, 12:22 AM) *

ყველა იმას ხედავს რაც მას სურს!

ზუსტად შენზეა ნათქვამი, შენ მარტო ცუდის დანახვა გინდა თორე არ გადაახტებოდი იმდენ დადებითს, რაც ჩვენს უწმინდესზე და სხვა სასულიერო პირებზე ვთქვით ზევით პოსტებში

--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთევანი777
პოსტი Jan 20 2013, 01:08 AM
პოსტი #18

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 15-January 13
წევრი № 12,892

რა უნდა ვთქვა იმის შემდეგ, როცა ერთმა ვითომ "მორწმუნე" ქალბატონმა საუბარში ესეთი რაღაც მითხრა, რომ თავის მოძღვარს, როგორც ღმერთს თურმე ისე უყურებს და ისე სცემს პატივს... რაზე უნდა ელაპარაკო ასეთ ადამიანს?
ამითი ვამთავრებ თქვენთან საუბარს ჩემო კარგებო, საუბარს რომელიც დაუსრულებლად შეიძლება და არგუმენტების მოყვანაც შეიძლებოდა უფრო მეტი, მაგრამ არ მეგონა, თუ აქ ყოველი სიტყვის "გამოძიებას" დაიწყებდით...
აშკარად დაგაინტერესდათ ჩემი აზრები, თორემ ასე არ დამესეოდითsmile.gif კონტრარგუმენტები დამახვედრეთ... მოძრაობაში მოვიდა თქვენი ტვინი და აზროვნება... ეს შესანიშნავია... რაც არ ვარჯიშდება ის კვდებაsmile.gif
ეს თქვენი დაინტერესება რა თქმა უნდა მსიამოვნებს, კიდევ იმიტომ, რომ როცა ადამიანს რაღაცა აინტერესებს, ის პიროვნება არის განვითარებადი და ეს თავისთავად მისასალმებელია...

და კიდევ ერთი რამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია, მაგრამ ვიცი ამასაც განკითხვაში ჩამითვლითsmile.gif

ციტატა
შეგიძლია მოხვიდე სიონში და დაინახო ყოველი შაბათის ლოცვის შემდეგ როგორ ეხმარება უშუალოდ მამა გიორგი ზვიადაძე ფულით გაჭირვებულებს.

შეგიძლია მოხვიდე ქაშვეთის ტაძარში და დაინახო თავად მამა მიქაელი როგორ აძლევს ფინანსურ დახმარებას 9 აპრილის ბაღში მყოფ უსახლკაროებს , როგორ აძლევს მათ თბილ ტანსაცმელს და.ა.შ
(მოკლედ აღარ გავაგრძელებ , სიკეთეს უჩუმრად აკეთებენ ადამიანები და იმისათვის რომ რაღაც დაგანახო ამის აფიშირებას ვახდენ.რაც ცუდია)

შენ გილაპარაკია პატრიარქთან? დაგინახავს როგორ ატირებულა როდესაც შვილმკვდარ დედას დახმარებისათვის მიუმართავს? დაგინახავს როგორ მიუცია მეფუტკრისთვის 20 სკა ფუტკარი , რომელსაც ყინვის გამო გაუწყვა მეურნეობა და ოჯახის რჩენა არ შეეძლო , დაგინახავს როგორ დაურიგა რაიონიდან ჩამსულ სტუდენტებს 100-100 დოლარი ყველას?

სახელმწიფოსგან და მრევლისგან რა თანხებიც შესდით ეკლესიებში, იმისი მერვედი, არც კი, რომ გაჭირვებულ ხალხს მისცენ ეს სალაპარაკოა? მრევლის მიერ გაღებული თანხები ეკლესიისთვის (ნაწილი) ისევ მრევლს უბრუნდება... და ეს ბუნებრივია ასეც უნდა იყოს...

წინა პოსტშიც ვახსენე, სანთელი დიდ სამებაში 20 თეთრი ღირს, ეს ყველაზე დაბალფასიანი სანთელია იქ... სანთლების გამყიდველს, რომელსაც მშვენივრად აქვს მოწყობილი ტაძარშივე მაღაზია, ვკითხე, თუ რატომ უფრო დაბალფასიანი სანთლები არ იყიდებათქო?- მიპასუხა, რომ დაბალფასიანი სანთელი გაყიდვაში არასოდეს არ ჰქონია...

მორწმუნე, რომელიც როგორც წესი 3 ცალ სანთელს უნდა ანთებდეს...
გაჭირვებული ადამიანი გამოცარიელებული ჯიბიდან 20 თეთრიანს იღებს და ყიდულობს ერთ ცალ სანთელს, იმიტომ, რომ სამი სანთელი რომ იყიდოს იმ დღეს მშიერი იქნება... (ერთი პური სულ ცოტა 60 თეთრი ღირს)...
აი, ასეთი ხალხიდან შესდით ფული ჩემო კარგებო ეკლესიის მსახურებს...
ეხლა იტყვით კიდევ ამხილეო...
ეს პასუხია, იმ აბსურდული არგუმენტებისა, რაც ჩამომითვალეთ ზემოთ, რომ თურმე სასულიერო პირები ისეთი კეთილები არიან, რომ საკუთარი ჯიბიდან იძლევიან დახმარებას... ეს როგორ მოგივიდათ აზრად?

მეტს აღარ გავაგრძელებ... მარტო რომ დარჩებით, დაფიქრდით და თქვენს თავს ჰკითხეთ...
კითხვა 1) პირნათლად ასრულებენ თუ არა დღევანდელი მამაოები (ყველაზე არ ვამბობ) თავიანთ მოვალეობას და
კითხვა 2) მოეწონებოდა თუ არა იესოს დღევანდელი ეკლესია თავისი სავაჭრო წერტილებით და ჯიპებზე ამხედრებული ღიპებიანი, კარგად ჩასუქებული მამაოები?...

ამ ეტაპზე ეს "შეგონება" საკმარისია...smile.gif

მე იესოს მხარეს ვარ... და ყოველთვის დავიცავ მას...

სხვა განყოფილებაში შეგხვდებითsmile.gif

დროებით...

მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთევანი777
პოსტი Jan 20 2013, 01:22 AM
პოსტი #19

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 15-January 13
წევრი № 12,892

qetevano
ციტატა
ზუსტად შენზეა ნათქვამი, შენ მარტო ცუდის დანახვა გინდა თორე არ გადაახტებოდი იმდენ დადებითს, რაც ჩვენს უწმინდესზე და სხვა სასულიერო პირებზე ვთქვით ზევით პოსტებში

ჩემო კარგო იცი, როგორ მინდა კარგი დავინახო? ვერ აგიწერ ისე მინდა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 20 2013, 01:42 AM
პოსტი #20

ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646

ციტატა(ქეთევანი777 @ Jan 20 2013, 01:22 AM) *

ქეთევანი777

მოძღვარს რომ ვიღაც ქალი ღმერთად აღიქვავს ეგ არ გაძლევს იმის უფლებას რომ მთელი მართლმადიდებელი მრევლი მისნაირად აღიქვა.
როცა ჩვენთვის ძვირფასს ეხება საქმე დიახაც რომ ყველაფერს გამოვიძიებთ.
აბა ჩვენ შენს ოჯახზე გველაპარაკა მასე, ვიღაც ჯინსიანი ასეო და ისეო... შენც გამოიძიებდი ყოველ სიტყვას ზუსტადაც.
ეგ მაინც უნდა იცოდე რომ ეკლესია სახელმწიფოსგან თავისუფალია და მისგან არ ფინანსდება, რაც შეეხება მრევლისგან შესულ თანხას, მაგაზე გასაგებად ვთქვით წინა პოსტებში სადაც მიდის ეგ ფული. იმ დაწესებულებებში, ზევით რომ ჩამოვთვალე უწმინდესის დროს ჩამოყალიბდათქო, დასაქმებულ ადამიანებს, და თან მინდა გითხრა რომ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული მაგ დაწესბულებებში, შენი აზრით ხელფასი არ უნდა? და კიდევ,
თითქმის ყველა ტაძრებში იგივე მეორდება, რაც გურამმა თქვა. მეც ბევრჯერ მინახავს ჩემს მოძღვარს ლოცვის მერე პირადად მიეცა ფული გაჭირვებულებისთვის, წირვის მერე ტრაპეზზე დასწრება ყველას შეუძლია და ა.შ და ა.შ. აზრი არ აქვს შენთვის ამ ყველაფრის ჩამოთვლას. ჩახვეული გაქვს იმ 20 თეთრიან სანთელზე, რომელიც სულაც არაა აუცილებელი რომ 3 ცალი იყიდო, სხვათაშორის.
ისე ერთი რამე იცოდე მოძღვარიც ადამიანია და მას და მის ოჯახსაც უნდა საკვები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.კარგად ვხედავ მოძღვრის შვილებს, რომლებსაც თავის უფროსი და ძმების გამონაცვალი ტანსაცმელები აცვიათ და ბევრი ისეთი რამ აკლიათ რაც მე და სხვა ჩვეულებრივ ადამიანებს გვაქვს. ცდები თუ გგონია რომ ისინი ფუფუნებაში ცხოვრობენ.
რაღაცას რომ ამტკიცებ უნდა გაეცნო ჯერ იქაურობას და მერე უნდა ამტკიცო.

ციტატა(ქეთევანი777 @ Jan 20 2013, 01:22 AM) *

qetevano
ჩემო კარგო იცი, როგორ მინდა კარგი დავინახო? ვერ აგიწერ ისე მინდა!

მოძღვარი გყავს? თუ კარგის დანახვა გინდა, მიდი ღირსეულ მამასთან, დაელაპარაკე, გაიცანი და დაინახავ კიდეც კარგს, მერწმუნე.

--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 06:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი