IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საეკლესიო გალობის ჟანრები, ***
ninuna
პოსტი Jul 16 2007, 11:25 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 64
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,440




რადგან ამ საიტზე საერთოდ გაიხსნა ქართული გალობის თემა და მეტ-ნაკლებ ინტერესს ვიჩენთ ამ სფეროსადმი, მგონია არ იქნება ურიგო, ცოტა მეტი რამ გავიგოთ მისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ საკითხებზე. მე პირადად ამ ბოლო დროს ვცდილობ მეტად გავერკვე ქართული საგალობლის ( და ზოგადად მართლმადიდებლური გალობის) ჟანრებში. ვისაც როგორ შეგვეძლება გავარკვიოთ და განვანათლოთ ერთმანეთი ზოგმა სტატია ან ჩანაწერი დადოს, ზოგმა კითხვა და თავისი მოსაზრება და ასე... იქნებ ცოტათი მაინც ავაშენოთ ჩვენივე დანგრეული ,,სოფელი"

მაშ ასე: ალბათ ყველასათვის ნაცნობია ტერმინი კონდაკი რომელიც მართლმადიდებლური ჰიმნოგრაფიული პოეზიის და მუსიკის ჟანრს წარმოადგენს. კონდაკის, როგორც საგალობლის პირველი შემქმნელი VI საუკუნის მოღვაწე რომანოზ ტკბილადმგალობელია. შემორჩენილი ხელნაწერების მიხედით წმინდა რომანოზს ეკუთვნის სადღესასწაულო კონდაკის მრავალი კრებული. მის მიერ შექმნილი კონდაკი თავდაპირველად მრავალსტროფიან საგალობელს წარმოადგენდა, რომელიც პირველი სტროფის მეტრულ საზომზე იყო აგებული.სწორედ ეს მეტრი იყო კონდაკის ყოველი სტროფის გამაერთიანებელი. სტროფები ერთმანეთთან დაკავშირებულია ან ანბანით ან აკროსტიქით -( რაც ნიშნავს ტაეპის საწყისი ასოებით შედგენილ ტექსტს) .
კონდაკის წარმოშობას უკავშირებენ იმ გარემოებასაც, რომ: მრავალსტროფიან ტროპარში ყოველი სტროფის ორჯერ გამეორება ( ორპირული შესრულების გამო) დროთა განმავლობაში შეიცვალა შესრულების ახალი ფორმით, რომლის მიხედვითაც მეორდება მხოლოდ ბოლო მუხლი, როგორც მისამღერი ყველა დანარჩენი ტროპარისათვის ( სტროფისათვის). ამ ახალმა სტრუქტურამ წარმოშვა ახალი საგალობელი - კონდაკი. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ კონდაკი, საგალობლებს შორის, ტროპრის შემდეგ მნიშვნელობით მეორე ადგილი უკავია და ტროპრის მსგავსად, ისიც გადმოგვცემს სადღესასწაულო მოვლენის არსს, მხოლოდ უფრო დაწვრილებით ასახავს დღესასწაულის შინაარსს. იმ შემთხვევაში, როდესაც მსახურებაში მხოლოდ ერთი სადღესასწაულო საგალობელი სრულდება, არჩევანი კონდაკზე კეთდება.
XIX საუკუნის ღვთისმსახურების პრაქტიკაში კონდაკი წარმოადგენს წმიდანის ან დღესასწაულისადმი მიძღვნილ საგალობელს, რომელიც სრულდება ტროპარის შემდეგ, ჩართულია ჟამნში და ჰიმნოგრაფიულ კანონში - მესამე-მეოთხე და მეექვსე-მეშვიდე გალობებს შორის.

ძალიან გამიხარდება თუ ვინმე კონდაკის ჩანაწერს დაგვიდებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 06:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი