IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> წმ.მამათა წინასწარმეტყველებანი
Irine
პოსტი Aug 25 2006, 10:16 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



წმიდა მამების წინასწარმეტყველებანი ბოლო ჟამზე


..." ფრთხილად იყავ, ჰოი, ადამიანო, თუკი უწყი ანტიქრისტეს დროების ნიშნები. მხოლოდ შენთვის ნუ დაიმარხავ ამ ცოდნას, არამედ ყველას აუწყე მათ შესახებ. თუ გყავს ღვიძლი შვილი, დაარიგე იგი, თუკი ვინმე გიშობია ჭეშმარიტების განცხადებით, მასაც გაუფრთხილდი, რათა სიცრუე ჭეშმარიტებად არ მიიღოს".(2 თეს.2.7)...


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Sep 16 2006, 08:08 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



პერსონალური დოსიეების შედგენის შემდეგ, მზაკვრულად დაიწყებენ ბეჭდის დასმას. ადამიანებს სხვადასხვაგვარი მზაკვრობის მეშვეობით დაუწყებენ იძულებას, მიიღონ ბეჭედი შუბლზე ან ხელზე. ისინი სიძნელეებს შეუქმნიან მათ და ეტყვიან: ”ისარგებლეთ მხოლოდ საკრედიტო ბარათებით, ფული უქმდება”. იმისათვის, რომ რაიმე იყიდოს, ადამიანი გამყიდველს მისცემს ბარათს, მაღაზიის მეპატრონე კი ფულს მიიღებს მისი საბანკო ანგარიშიდან. ის, ვისაც არ ექნება ბარათი, ვერც ყიდვას, ვერც გაყიდვას ვერ შეძლებს, მეორე მხრივ კი დაიწყებენ ”სრულყოფილი სისტემის” რეკლამირებას: თვალისათვის შეუმჩნეველი 666-ის მოხაზულობას შუბლზე და ხელზე. ამავდროულად, ტელევიზიით აჩვენებენ, თუ როგორ მოიპარა ვინმემ სხვისი ბარათი და მიიღო ფული ბანკში. განუწყვეტლივ გაიმეორებენ: ”ლაზერული სხივების ბეჭედი შუბლზე ან ხელზე - ეს უფრო საიმედოა, ვინაიდან ბეჭდის ნომერი იცის მხოლოდ მფლობელმა, ბეჭედი - ეს ყველაზე სრულყოფილი სისტემაა: ქურდი ხომ ვერც თავს, ვერც ხელს ვერ მოგპარავთ და ვერც ნომრების დანახვას შეძლებს”. სწორედ ამიტომ ბანდიტებს, ბოროტმოქმედებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევენ. ათონზე, კარიესის გარშემო თხუთმეტი სენაკი გაძარცვეს, ერთი ბერი კი ძარცვის დროს მოკლეს. ამგვარად, ყოველ ადამიანს ექნება საშუალება, იოლად მიითვისოს სხვისი და მოიპაროს ყველაფერი ის, რაც მოუნდება. დავუშვათ, ვინმეს აზრად მოუვა, მოტყუებით მოიპოვოს მიწის ნაკვეთი... ის იტყვის, თითქოს ის მის ბაბუას ეკუთვნოდა, ან ოდესღაც თავად გასცა იჯარით ეს მიწა საძოვარისათვის. აბა, სცადე და გაერკვიე! მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები იტყვიან: - სამწუხაროდ, მათი გაკონტროლება ჩვენ არ შეგვიძლია. კონტროლის განხორციელება მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობითაა შესაძლებელი”. და ისინი შეუდგებიან დაბეჭდვას. კომპიუტერში გამოაშკარავდება, თვალნათლივ გამოჩნდება, დაბეჭდილი ხარ თუ არა, და ამაზე იქნება დამოკიდებული, მოგემსახურებიან თუ - არა.
სამნახევარი წელი მძიმე იქნება. ის, ვინც ამ სისტემას არ დაეთანხმება, ადვილად ვერ იცხოვრებს. ეცდებიან, ციხეში ჩასვან ისინი და მუდმივად ახალ-ახალ საბაბს მონახავენ ამისათვის. გავა წელიწადი, დაკითხვაზე სხვა ქალაქში წაიყვანენ, რათა საქმე სხვა სასამართლომ განიხილოს, მერე იქიდან ისევ სხვა ქალაქში გადაიყვანენ. შემდეგ კი ეტყვიან: - ბოდიში, შენ დამნაშავე არა ხარ, შენ რომ დაბეჭდილი ყოფილიყავი, ერთ წუთში შეგამოწმებდით, ახლა კი არ შეგვეძლო გაკონტროლება”.
ისინი არ დაიწყებენ ადამიანთა წამებას, თუმცა, ის, ვისაც ბეჭედი არ ექნება, ცხოვრებას ვერ შეძლებს. ”თქვენ იტანჯებით ბეჭდის გარეშე, - იტყვიან ისინი, - ის რომ მიგეღოთ, სირთულეები აღარ გექნებოდათ”. თუნდაც ადამიანს ოქროს მონეტები, ან დოლარები ჰქონდეს, მათ გამოყენებას ვერ შეძლებს. ამიტომაც, თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ უბრალოდ, ზომიერად ცხოვრებას, იმ წლებს გადავიტანთ. თუკი ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი ექნება, ცოტა მარცვლეულს, კარტოფილს მოიყვანს, რამდენიმე ზეთისხილის ხეს დარგავს, საქონელი თუ ეყოლება: თხა, რამდენიმე ქათამი, მაშინ ქრისტიანი შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას. ვინაიდან დიდი მარაგისაგან ხეირი მაინც არაა: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გაჭირვება დიდხანს არ გასტანს: სამი წელი, სამწელიწადნახევარი. რჩეულთათვის დღეები შემოკლდება, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაირბენს ეს წლები. ღმერთი ადამიანს უმწეოდ არ დატოვებს.

მამა პაისი მთაწმინდელი


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leqso
პოსტი Sep 18 2006, 01:05 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 89
რეგისტრ.: 18-August 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 73



გამოვიდა ბროშურა "შეიცან ჟამი", რომელშიც თავმოყრილია ძალიან საინტერესო სტატიები და ქადაგებები ბოლო ჟამზე და ჩვენს დროზე. ყველას გირჩევთ წაიკითხოთ. 1 ლარი ღირს.


--------------------
დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Sep 20 2006, 01:09 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(leqso @ Sep 18 2006, 02:05 PM) *

გამოვიდა ბროშურა "შეიცან ჟამი", რომელშიც თავმოყრილია ზალიან საინტერესო სტატიები და ქადაგებები ბოლო ჟამზე და ჩვენს დროზე. ყველას გირჩევთ წაიკითხოთ. 1 ლარი ღირს.


არ შემხვედრია ასეთი ბროშურა. შენ სად იყიდე?


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leqso
პოსტი Sep 20 2006, 11:22 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 89
რეგისტრ.: 18-August 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 73



ციტატა(Solomonia @ Sep 20 2006, 01:09 PM) *

არ შემხვედრია ასეთი ბროშურა. შენ სად იყიდე?

ჩვენი ტაძრის - ქვემო ბეთლემის ეზოში. ალბათ სხვაგანაც იქნება. ახალი გამოსულია. გარეკანზე გამოსახულია იოანე ღვთისმეტყველი და მისი მოწაფე "გამოცხადების" წერის დროს.


--------------------
დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Sep 25 2006, 07:01 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



მადლობა. აუცილებლად შევიძენ.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leoni1
პოსტი Oct 19 2006, 07:48 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-October 06
წევრი № 290



ციტატა(Solomonia @ Sep 16 2006, 09:08 PM) *

პერსონალური დოსიეების შედგენის შემდეგ, მზაკვრულად დაიწყებენ ბეჭდის დასმას. ადამიანებს სხვადასხვაგვარი მზაკვრობის მეშვეობით დაუწყებენ იძულებას, მიიღონ ბეჭედი შუბლზე ან ხელზე. ისინი სიძნელეებს შეუქმნიან მათ და ეტყვიან: ”ისარგებლეთ მხოლოდ საკრედიტო ბარათებით, ფული უქმდება”. იმისათვის, რომ რაიმე იყიდოს, ადამიანი გამყიდველს მისცემს ბარათს, მაღაზიის მეპატრონე კი ფულს მიიღებს მისი საბანკო ანგარიშიდან. ის, ვისაც არ ექნება ბარათი, ვერც ყიდვას, ვერც გაყიდვას ვერ შეძლებს, მეორე მხრივ კი დაიწყებენ ”სრულყოფილი სისტემის” რეკლამირებას: თვალისათვის შეუმჩნეველი 666-ის მოხაზულობას შუბლზე და ხელზე. ამავდროულად, ტელევიზიით აჩვენებენ, თუ როგორ მოიპარა ვინმემ სხვისი ბარათი და მიიღო ფული ბანკში. განუწყვეტლივ გაიმეორებენ: ”ლაზერული სხივების ბეჭედი შუბლზე ან ხელზე - ეს უფრო საიმედოა, ვინაიდან ბეჭდის ნომერი იცის მხოლოდ მფლობელმა, ბეჭედი - ეს ყველაზე სრულყოფილი სისტემაა: ქურდი ხომ ვერც თავს, ვერც ხელს ვერ მოგპარავთ და ვერც ნომრების დანახვას შეძლებს”. სწორედ ამიტომ ბანდიტებს, ბოროტმოქმედებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევენ. ათონზე, კარიესის გარშემო თხუთმეტი სენაკი გაძარცვეს, ერთი ბერი კი ძარცვის დროს მოკლეს. ამგვარად, ყოველ ადამიანს ექნება საშუალება, იოლად მიითვისოს სხვისი და მოიპაროს ყველაფერი ის, რაც მოუნდება. დავუშვათ, ვინმეს აზრად მოუვა, მოტყუებით მოიპოვოს მიწის ნაკვეთი... ის იტყვის, თითქოს ის მის ბაბუას ეკუთვნოდა, ან ოდესღაც თავად გასცა იჯარით ეს მიწა საძოვარისათვის. აბა, სცადე და გაერკვიე! მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები იტყვიან: - სამწუხაროდ, მათი გაკონტროლება ჩვენ არ შეგვიძლია. კონტროლის განხორციელება მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობითაა შესაძლებელი”. და ისინი შეუდგებიან დაბეჭდვას. კომპიუტერში გამოაშკარავდება, თვალნათლივ გამოჩნდება, დაბეჭდილი ხარ თუ არა, და ამაზე იქნება დამოკიდებული, მოგემსახურებიან თუ - არა.
სამნახევარი წელი მძიმე იქნება. ის, ვინც ამ სისტემას არ დაეთანხმება, ადვილად ვერ იცხოვრებს. ეცდებიან, ციხეში ჩასვან ისინი და მუდმივად ახალ-ახალ საბაბს მონახავენ ამისათვის. გავა წელიწადი, დაკითხვაზე სხვა ქალაქში წაიყვანენ, რათა საქმე სხვა სასამართლომ განიხილოს, მერე იქიდან ისევ სხვა ქალაქში გადაიყვანენ. შემდეგ კი ეტყვიან: - ბოდიში, შენ დამნაშავე არა ხარ, შენ რომ დაბეჭდილი ყოფილიყავი, ერთ წუთში შეგამოწმებდით, ახლა კი არ შეგვეძლო გაკონტროლება”.
ისინი არ დაიწყებენ ადამიანთა წამებას, თუმცა, ის, ვისაც ბეჭედი არ ექნება, ცხოვრებას ვერ შეძლებს. ”თქვენ იტანჯებით ბეჭდის გარეშე, - იტყვიან ისინი, - ის რომ მიგეღოთ, სირთულეები აღარ გექნებოდათ”. თუნდაც ადამიანს ოქროს მონეტები, ან დოლარები ჰქონდეს, მათ გამოყენებას ვერ შეძლებს. ამიტომაც, თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ უბრალოდ, ზომიერად ცხოვრებას, იმ წლებს გადავიტანთ. თუკი ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი ექნება, ცოტა მარცვლეულს, კარტოფილს მოიყვანს, რამდენიმე ზეთისხილის ხეს დარგავს, საქონელი თუ ეყოლება: თხა, რამდენიმე ქათამი, მაშინ ქრისტიანი შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას. ვინაიდან დიდი მარაგისაგან ხეირი მაინც არაა: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გაჭირვება დიდხანს არ გასტანს: სამი წელი, სამწელიწადნახევარი. რჩეულთათვის დღეები შემოკლდება, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაირბენს ეს წლები. ღმერთი ადამიანს უმწეოდ არ დატოვებს.

მამა პაისი მთაწმინდელი


სწორედ ამას ვამბობ მეც, რომ არავიტარი სხვა ალტერნატივა აღარ გვექნება ფულია ასაღებად ან გასაცემად გარდა ჩიპებისა, რომლებიც მხოლოდ ხელის მარჯვენა თითში და შუბლის მარჯვენა მხარეს მონტაჟდება და ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება წინასწარმეტყეველების ჭეშმარიტება, რომ ჩიპების შეყვანას აიძილებელ ხელის მარჯვენა თითში ან შუბლის მარჯვენა მხარეს


ციტატა(Irine @ Aug 25 2006, 11:16 PM) *

წმიდა მამების წინასწარმეტყველებანი ბოლო ჟამზე
..." ფრთხილად იყავ, ჰოი, ადამიანო, თუკი უწყი ანტიქრისტეს დროების ნიშნები. მხოლოდ შენთვის ნუ დაიმარხავ ამ ცოდნას, არამედ ყველას აუწყე მათ შესახებ. თუ გყავს ღვიძლი შვილი, დაარიგე იგი, თუკი ვინმე გიშობია ჭეშმარიტების განცხადებით, მასაც გაუფრთხილდი, რათა სიცრუე ჭეშმარიტებად არ მიიღოს".(2 თეს.2.7)...



ცემის აზრით ეს სიტყევბი იმ ადამიანებზე ითქმის ვისაც მიეცა ჭეშმარიტების გასაღები და მათთვის დაფარული აღარაფერია, ხოლო ისინი კი დუმილს ამჯობინებენ, რადგან ვერ სძლევენ წუთისოფლის ცდუნებას და ურჩევნიათ სხვასთან ერთად დაღუპვის გზას დაადგნენ, ვიდრე ჭეშმარიტებისა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Oct 21 2006, 08:06 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



მგონი, თვითონაც არ იცი, ვის გულისხმობ. sad.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k.k.
პოსტი Nov 9 2006, 07:53 PM
პოსტი #9


Kirieeleison
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 9-November 06
წევრი № 434



მართლმადიდებლური სწავლება ანტიქრისტეს შესახებ

„ქრისტეს მეორედ მოსვლა ამ ქვეყნად... ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული... საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით და ყოველი ადამიანის წარდგომა ღვთის სამსჯავროზე... ყოველივე ამას, აი, უკვე ორი ათასი წელია მოელის ქრისტიანული კაცობრიობა, რადგან ღმერთის გარდა არავინ იცის, როდის მოხდება ეს. ზუსტი დრო არავინ უწყის, მაგრამ ნიშნები მეორედ მოსვლისა წმიდა სახარებაში მკაფიოდაა ჩამოთვლილი. ეს ნიშნებია: მიწისძვრები, სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები, ადამიანთა მასიური დაღუპვანი, შიმშილობანი, ომები და „ამბავნი ბრძოლათანი“, სისხლიანი ერთნოკონფლიქტები („და აღსდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა“) და სხვა. მაგრამ უმთავრესი ნიშანი მოახლოებული მეორედ მოსვლისა არის საყოველთაო ურწმუნოების გავრცელება და ამქვეყნად დიდი ქრისტემტყუარის - ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც თავს ჭეშმარიტ მესიად, ამსოფლად მოვლენილ ღმერთად გამოაცხადებს, თითქმის მთელს დედამიწაზე გაბატონდება, მრავალ ურწმუნო თუ მცირედ მორწმუნე ადამიანს შეაცდენს და კაცობრიობის დიდ ნაწილს დაღუპავს. მისი გამოჩენა მოხდება შვიდი წლით ადრე ქვეყნის დასასრულამდე და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე...“

„თუ იცი რაიმე ანტიქრისტეს შესახებ, მოყვასსაც აუწყე!“ (წმ. კირილე იერუსალიმელი)


--------------------
მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა...
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Feb 23 2007, 02:59 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



თქვა სოლომონ ბრძენმა: „ამაოება ამაოებისაი და ყოველივე ამაო არს“ (ეკლ. 1,2); დავით წინასწარმეტყველმა კი ბრძანა: „რამეთუ ყოვლითავე ცუდ არს ყოველი კაცი ხორციელი“ (ფსალმ. 38,5); ამა სოფლის საქმენი ცრუ, წარმავალი და ამაოა. მცირე დროის შემდეგ ყოველივეს დავტოვებთ, შიშველნი, როგორც ვიშვით, ისე გავალთ ამიერ სოფლიდან და მართლმსაჯულის წინაშე წარვდგებით. რაც აქ მოვიპოვეთ, აქვე დავტოვებთ და ყოველი შენაძენისაგან ცარიელნი, გასვრილნი და შერცხვენილნი, ზარდაცემულნი და შეძრწუნებულნი, თავდადრეკილნი და გულგახლეჩილნი, ჩვენს ბოროტ საქმეებთან ერთად გარესკნელის ბნელში დავემკვიდრებით. და წარვსდგებით საშინელი განკითხვის ჟამს მსაჯულის წინაშე, რომელიც ქრთამს არ იღებს, ჩვენი დაუთმენელი და გამოუთქმელი სატანჯველის საზღაურად და იმ ბოროტად მძვინვარე სახეების გამო, რომელთა მხილველი, აურაცხელი წმიდა ანგელოზთა სიმრავლეც კი ზარდაცემული და შეშინებული დგას. იქ დაიდგმება ტახტი საშინელი სამსჯავროს ჟამს, დაედინება უშრეტი ცეცხლის მდინარე, შხამიანი და უკვდავი მატლი, და იქნება სიცივე გაუთბობელი, გლოვა უნუგეშო. იქ არ იქნება სიცილი, არამედ მხოლოდ ტირილი და გლოვა, არ იქნება სიხარული, არამედ აღუწერელი მწუხარება, გაუნათებელი ბნელი და წყვდიადი.


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 26 2007, 12:36 PM
პოსტი #11


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
სწორედ ამას ვამბობ მეც, რომ არავიტარი სხვა ალტერნატივა აღარ გვექნება ფულია ასაღებად ან გასაცემად გარდა ჩიპებისა


"...ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაშიც იქნება დევნა, მხოლოდ მცირე ხნით, ანტიქრისტე იქ ტახტს ვერ განიმტკიცებს"
ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Feb 28 2007, 02:42 AM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



Наступит время, когда Россию станут раздирать на части. Сначала ее поделят, а потом начнут грабить богатства. Запад будет всячески способствовать разрушению России и отдаст до времени восточную ее часть Китаю. Дальный восток будут прибирать к рукам японцы, а Сибирь- китайцы, которые станут переселятьчя в Россию, жениться на русских и в конце концов хитростью и коварством возьмут территорию Сибири до Урала. Когда же Китай пожелает пойти дальше, Запад воспротивится и не позволит.
Многие страны ополчаться на Россию, но она выстоит, утратив большую часть своих земель. Эта война, о котором повествует Священное Писание и говорят пророки, станет причиной объединения человечества. юди поймут , что невозможно жить так дальш, иначе все живое погибнет, и выберут единое правительство - это будет преддверие воцарения антихриста.
Потом начнуться гонения на христиан; когда будут в глубь России уходить эшелоны

из городов, надо спешить попасть в число первых, так как многие их тех, кто остануться погибнут.
Наступит царство лжи изла. Будет так тяжело, так плохо, так страшно, что нне дай Бог дожить до этого времени.

Серафим Вырицский


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Feb 28 2007, 03:11 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



Преподобный Серафим Вырицкий


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 4 2007, 12:56 AM
პოსტი #14


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



რამდენადაც მე ვიცი ბიოჩიპები უკვე ეXპერიმენტებს გადის ამერიკაში და არა მარტო მანდ sad.gif სადღაც ბროშურაში წავიკითხე მგონი და მგონია რო ტყული არ იქნება smile.gif მე მგონი მაინც ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს ანტიქრისტე შედარებით smile.gif

და კიდე ერთი გამახსენდა სერაფიმ საროველის ნათქვამი რო ის გაცოცხლდებოდა ანტიქრისტეს ჟამს და მის მონასტერში ვერ შევიდოდა სატანა არამედ მიახლოებისას მისი მონასტერი აიწეოდა ჰაერში და ყველა იქ მყოფიც მარა უღირსები გადმოვარდებიან smile.gif ასე წამიკითხავს მე smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თ*ი*ნ*ა*თ*ი*ნ*ი
პოსტი Dec 27 2007, 06:41 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 27-December 07
წევრი № 3,493



ჩიპების და პლასტიკური ბარათების რა მოგახსენოთ მაგრამ გასულ კვირას ეკლესიაში ერთი გოგონა თავის მეგობარს ესაუბრებოდა და შემთხვევით მათ საუბარს მოვკარი ყური.... ეუბნებოდა რომ რომელიგაც მონასტერში უთქვამთ თითქოს ანტიქრისტე მოსულიაო და 29 წლისააო... ამის გამგონემ სასწრაფოდ პირჯვარი გადავიწერე და მათ გავშორდი.... საიდან ვრცელდება ასეთი ინფორმაცია... ან ვინ ავრცელებს ხალხში?


--------------------
ადამიანის გაცნობა ადვილია, ცნობა კი ძნელი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Dec 27 2007, 06:48 PM
პოსტი #16


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



თ*ი*ნ*ა*თ*ი*ნ*ი
ციტატა
საიდან ვრცელდება ასეთი ინფორმაცია... ან ვინ ავრცელებს ხალხში?


ამ კიტხვაზე პასუხი შენივე პოსტშია smile.gif:
ციტატა
ერთი გოგონა თავის მეგობარს ესაუბრებოდა და შემთხვევით მათ საუბარს მოვკარი ყური.... ეუბნებოდა რომ რომელიგაც მონასტერში უთქვამთ თითქოს ანტიქრისტე მოსულიაო და 29 წლისააო.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მიხეილი
პოსტი Dec 30 2007, 04:18 AM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 27-December 07
წევრი № 3,496



მეც ვიცი რაღაცეები:

კინო მაქვს ანტი ქრისტეზე სტუდია "გრაალის" გადაღებული და მაგ ფილმსაც მალე დავდებ.(თუ შეიძლება)

ბერ გაბრიელმა სიკვდილის წინ ერთ ქალს უთხრა რომ ის იქნებოდა ბოლო ჟამის მონაზონი.

12 წლის ბავშვში ჩასახლდება სატანა, რომელიც შემდგომში ანტი ქრისტე იქნება.

მსოფლიო არჩევნების მოახლოვება, ეს იგივეა რაც ჩვენ ვირჩევთ ანტი ქრისტეს და ხმის მიცემა არ შეიძლება.

მიკრო ჩიპებს უკვე ცდიან პატარა ბავშვებზე მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში.

ეს მიკრო ჩიპები მზადდება ერთ-ერთ შენობაში, რომელსაც აქვს ჯვრის ფორმა.

ანტი ქრისტე მოვა მაშინ როდესაც საბოლოო, მთავარი ქრისტიანული ეკლესია აღსდგება.

ქართველი, ქრისტიანი ხალხი გადარჩება, მაგრამ საქართველოშიც იქნება დევნა.

რუსეთის სამ ეკლესიაში აღსდგება 3 წმინდანი და მათი ნახვა ყველას შეეძლება.(სახელები აღარ მახსოვს sad.gif )

და კიდევ ერთი ვიცი მაგრამ რამდენად სარწმუნოა არ ვიცი: ნიუ იორკში წყალდიდობისას მოვა ანტი ქრისტე.

იგი დაახლოებით იმეფებს 1300 დღე და მისი მეფობის დასრულების შემდეგ 51 დღეში მეორედ მოსვლა მოხდება.

P.S. მიკრო ჩიპს ვინც მიიღებს იგი 6 თვის განმავლობაში იქნება სრულ ხორციელ ბედნიერებაში. ხოლო შემდეგ მარჯვენა ხელიდან და შუბლიდან წამოუვა ჩირქი და გარდაიცვლება.

თუ არ ვცდები მარჯვენა ხელი და შუბლი იმიტომაა რომ მხოლოდ მაქედან შეიძლება ადამიანის სხეულის მთლიანად კონტროლირება და სწორედ ეს ადგილები არის ბიბლიაში მითითებული.

ბიო ჩიპების ამბავი ერთერთმა იქ მომუშავე კაცმა გაავრცელა, რომელიც მიხვდა რომ ცუდს აკეთებდნენ და შემდეგ წამოვიდა იმ დაწესებულებიდან და ბიბლიის წაკითხვის შემდეგ გაავრცელა ეს ამბავი.


მამაომ მითხრა რომ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ეშინოდათ ამ ამბის.

ასე რომ ცოტა დროღა დაგვჩა, მოდით ეს დრო დავუთმოთ სარწმუნოებას.


--------------------
გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.

წმ. ისააკ ასური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jun 27 2009, 07:50 PM
პოსტი #18


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
მეც ვიცი რაღაცეები:კინო მაქვს ანტი ქრისტეზე სტუდია "გრაალის" გადაღებული და მაგ ფილმსაც მალე დავდებ.(თუ შეიძლება)ბერ გაბრიელმა სიკვდილის წინ ერთ ქალს უთხრა რომ ის იქნებოდა ბოლო ჟამის მონაზონი.12 წლის ბავშვში ჩასახლდება სატანა, რომელიც შემდგომში ანტი ქრისტე იქნება.მსოფლიო არჩევნების მოახლოვება, ეს იგივეა რაც ჩვენ ვირჩევთ ანტი ქრისტეს და ხმის მიცემა არ შეიძლება.მიკრო ჩიპებს უკვე ცდიან პატარა ბავშვებზე მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში.ეს მიკრო ჩიპები მზადდება ერთ-ერთ შენობაში, რომელსაც აქვს ჯვრის ფორმა.ანტი ქრისტე მოვა მაშინ როდესაც საბოლოო, მთავარი ქრისტიანული ეკლესია აღსდგება.ქართველი, ქრისტიანი ხალხი გადარჩება, მაგრამ საქართველოშიც იქნება დევნა.რუსეთის სამ ეკლესიაში აღსდგება 3 წმინდანი და მათი ნახვა ყველას შეეძლება.(სახელები აღარ მახსოვს )და კიდევ ერთი ვიცი მაგრამ რამდენად სარწმუნოა არ ვიცი: ნიუ იორკში წყალდიდობისას მოვა ანტი ქრისტე.იგი დაახლოებით იმეფებს 1300 დღე და მისი მეფობის დასრულების შემდეგ 51 დღეში მეორედ მოსვლა მოხდება.P.S. მიკრო ჩიპს ვინც მიიღებს იგი 6 თვის განმავლობაში იქნება სრულ ხორციელ ბედნიერებაში. ხოლო შემდეგ მარჯვენა ხელიდან და შუბლიდან წამოუვა ჩირქი და გარდაიცვლება.თუ არ ვცდები მარჯვენა ხელი და შუბლი იმიტომაა რომ მხოლოდ მაქედან შეიძლება ადამიანის სხეულის მთლიანად კონტროლირება და სწორედ ეს ადგილები არის ბიბლიაში მითითებული.ბიო ჩიპების ამბავი ერთერთმა იქ მომუშავე კაცმა გაავრცელა, რომელიც მიხვდა რომ ცუდს აკეთებდნენ და შემდეგ წამოვიდა იმ დაწესებულებიდან და ბიბლიის წაკითხვის შემდეგ გაავრცელა ეს ამბავი.მამაომ მითხრა რომ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ეშინოდათ ამ ამბის.ასე რომ ცოტა დროღა დაგვჩა, მოდით ეს დრო დავუთმოთ სარწმუნოებას.

ეგ ფილმი კაი ხანია წარსულს ჩაბარდა ბევრი შეცდომებია, ერთ-ერთი შეცდომაა როდესაც ამბობენ ძაღლის ყოლა არ შეიძლებაო ოჯახში smile.gif

თუმცა ჩიპების ამბავი მეც მაშფოთებს და მაფიქრებს ბევრ რამეზე smile.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jun 29 2009, 12:44 AM
პოსტი #19


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



მიხეილი
ციტატა
ბერ გაბრიელმა სიკვდილის წინ ერთ ქალს უთხრა რომ ის იქნებოდა ბოლო ჟამის მონაზონი.


ეს ვიღაც ქალი არის დედა პარასკევა,რომელიც დღესაც მოღვაწეობს სამთავროს მონასტერში...

არსებობს წიგნები მამა გაბრიელზე და იქ წერია ეგ სწორედ...

თუმცა არის კიდევ ერთი ფაქტი...მამა გაბრიელი თავად ამბობდა რომ ბოლო ჟამს მოესწრებოდა...გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კი მან დედაოს უთხრა: ვითარება შეიცვალა,მე მეორედ მოსვლას ვეღარ მოვესწრები....მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს იხილავთო (დასაზუსტებლად შეგიძლიათ იხილოთ წიგნი "ეს ჯვარი თქვენამდე სულ სისხლით ვატარე")...




თამარი
ციტატა
პერსონალური დოსიეების შედგენის შემდეგ, მზაკვრულად დაიწყებენ ბეჭდის დასმას. ადამიანებს სხვადასხვაგვარი მზაკვრობის მეშვეობით დაუწყებენ იძულებას, მიიღონ ბეჭედი შუბლზე ან ხელზე. ისინი სიძნელეებს შეუქმნიან მათ და ეტყვიან: ”ისარგებლეთ მხოლოდ საკრედიტო ბარათებით, ფული უქმდება”. იმისათვის, რომ რაიმე იყიდოს, ადამიანი გამყიდველს მისცემს ბარათს, მაღაზიის მეპატრონე კი ფულს მიიღებს მისი საბანკო ანგარიშიდან. ის, ვისაც არ ექნება ბარათი, ვერც ყიდვას, ვერც გაყიდვას ვერ შეძლებს, მეორე მხრივ კი დაიწყებენ ”სრულყოფილი სისტემის” რეკლამირებას: თვალისათვის შეუმჩნეველი 666-ის მოხაზულობას შუბლზე და ხელზე. ამავდროულად, ტელევიზიით აჩვენებენ, თუ როგორ მოიპარა ვინმემ სხვისი ბარათი და მიიღო ფული ბანკში. განუწყვეტლივ გაიმეორებენ: ”ლაზერული სხივების ბეჭედი შუბლზე ან ხელზე - ეს უფრო საიმედოა, ვინაიდან ბეჭდის ნომერი იცის მხოლოდ მფლობელმა, ბეჭედი - ეს ყველაზე სრულყოფილი სისტემაა: ქურდი ხომ ვერც თავს, ვერც ხელს ვერ მოგპარავთ და ვერც ნომრების დანახვას შეძლებს”. სწორედ ამიტომ ბანდიტებს, ბოროტმოქმედებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევენ. ათონზე, კარიესის გარშემო თხუთმეტი სენაკი გაძარცვეს, ერთი ბერი კი ძარცვის დროს მოკლეს. ამგვარად, ყოველ ადამიანს ექნება საშუალება, იოლად მიითვისოს სხვისი და მოიპაროს ყველაფერი ის, რაც მოუნდება. დავუშვათ, ვინმეს აზრად მოუვა, მოტყუებით მოიპოვოს მიწის ნაკვეთი... ის იტყვის, თითქოს ის მის ბაბუას ეკუთვნოდა, ან ოდესღაც თავად გასცა იჯარით ეს მიწა საძოვარისათვის. აბა, სცადე და გაერკვიე! მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები იტყვიან: - სამწუხაროდ, მათი გაკონტროლება ჩვენ არ შეგვიძლია. კონტროლის განხორციელება მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობითაა შესაძლებელი”. და ისინი შეუდგებიან დაბეჭდვას. კომპიუტერში გამოაშკარავდება, თვალნათლივ გამოჩნდება, დაბეჭდილი ხარ თუ არა, და ამაზე იქნება დამოკიდებული, მოგემსახურებიან თუ - არა. სამნახევარი წელი მძიმე იქნება. ის, ვინც ამ სისტემას არ დაეთანხმება, ადვილად ვერ იცხოვრებს. ეცდებიან, ციხეში ჩასვან ისინი და მუდმივად ახალ-ახალ საბაბს მონახავენ ამისათვის. გავა წელიწადი, დაკითხვაზე სხვა ქალაქში წაიყვანენ, რათა საქმე სხვა სასამართლომ განიხილოს, მერე იქიდან ისევ სხვა ქალაქში გადაიყვანენ. შემდეგ კი ეტყვიან: - ბოდიში, შენ დამნაშავე არა ხარ, შენ რომ დაბეჭდილი ყოფილიყავი, ერთ წუთში შეგამოწმებდით, ახლა კი არ შეგვეძლო გაკონტროლება”. ისინი არ დაიწყებენ ადამიანთა წამებას, თუმცა, ის, ვისაც ბეჭედი არ ექნება, ცხოვრებას ვერ შეძლებს. ”თქვენ იტანჯებით ბეჭდის გარეშე, - იტყვიან ისინი, - ის რომ მიგეღოთ, სირთულეები აღარ გექნებოდათ”. თუნდაც ადამიანს ოქროს მონეტები, ან დოლარები ჰქონდეს, მათ გამოყენებას ვერ შეძლებს. ამიტომაც, თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ უბრალოდ, ზომიერად ცხოვრებას, იმ წლებს გადავიტანთ. თუკი ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი ექნება, ცოტა მარცვლეულს, კარტოფილს მოიყვანს, რამდენიმე ზეთისხილის ხეს დარგავს, საქონელი თუ ეყოლება: თხა, რამდენიმე ქათამი, მაშინ ქრისტიანი შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას. ვინაიდან დიდი მარაგისაგან ხეირი მაინც არაა: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გაჭირვება დიდხანს არ გასტანს: სამი წელი, სამწელიწადნახევარი. რჩეულთათვის დღეები შემოკლდება, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაირბენს ეს წლები. ღმერთი ადამიანს უმწეოდ არ დატოვებს.

მამა პაისი მთაწმინდელი


სად წერია ეს ყველაფერი??

მეზობელ თემაში ვილაპარაკეთ ამ ყველაფერზე და იქ დააკოპირეს ციტატა რომელიც როგორც მივხვდი გვეუბნება რომ ადამიანები გაცნობიერებულად მიიღებენ ანტიქრისტეს ბეჭედს...

აქ პირიქითაა ლაპარაკი...ვერ გავიგე unsure.gif

პლასტიკურებს რაც შეეხება თუ ეგ იმას ნიშნავს რაც ამ ციტატაშია მოყვანილი დავღუპულვართ ყველანი და ეგაა...

მაქსიმუმ 5% მეგულება დღეს ვისაც პლასტიკური არ აქვს,რომლითაც ყიდულობს,იხდის გადასახადებს და ბოლოს და ბოლოს თანხა გამოაქვს ანგარიშიდან...

როგორც ვხედავ უკვე ამ ყველაფრის განსხვავებული ინტერპრეტაციები გვხვდება რაც ძალიან ცუდია... sad.gif




--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jun 29 2009, 01:08 AM
პოსტი #20


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ციტატა
სწორედ ამას ვამბობ მეც, რომ არავიტარი სხვა ალტერნატივა აღარ გვექნება ფულია ასაღებად ან გასაცემად გარდა ჩიპებისა





ციტატა
"...ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაშიც იქნება დევნა, მხოლოდ მცირე ხნით, ანტიქრისტე იქ ტახტს ვერ განიმტკიცებს"
ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი



ეს ორი ფრაზა ერთმანეთთან აშკარა წინააღმდეგობაშია...
რაც სიახლე გამოჩნდება მსოფლიოში ლამის ყველაზე ძლიერ ქვეყნებზე ადრე ჩვენ ქვეყანაში შემოდის...(იგივე ჩიპიანი პასპორტები,რომელიც უკვე ძალაში შევა შემოდგომაზე;იგივე პლასტიკური ბარათები,რომელიც დღეს ყველას აქვს)...და მაშინ რა არის თქვენი აზრით გამოსავალი?







ციტატა
მიკრო ჩიპებს უკვე ცდიან პატარა ბავშვებზე მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში.


თუ ეს მართლაც ანტიქრისტეს ბეჭედია რაც ამ ბავშვების სხეულში შეყავთ მაშინ მაინტერესებს რა დააშავეს ამ ბავშვებმა?

მათთვის ხო არავის უკითხია შეეყვანათ თუ არა მათ სხეულში ეს ჩიპი?

მათ ხო წარმოდგენაც არ აქვთ რა ხდება მათ თავს?

და თქვენი აზრით ღმერთი ესეთი უსამართლოა რომ დემონებს იმის საშუალება მისცეს უდანაშაულო არსებები,მითუმეტეს ბავშვები,რომლებსაც ქრისტე ანგელოზებს უწოდებს,საშინელი სატანჯველისთვის გაიმეტოს?




ციტატა
მიკრო ჩიპს ვინც მიიღებს იგი 6 თვის განმავლობაში იქნება სრულ ხორციელ ბედნიერებაში. ხოლო შემდეგ მარჯვენა ხელიდან და შუბლიდან წამოუვა ჩირქი და გარდაიცვლება.


ეს ციტატა კი უკვე ეწინააღმდეგება ზემოთ მოყვანილ ციტატას,რადგან იმ ბავშვებმა რომლებიც ზემოთ ახსენეთ ჯერ კიდევ ანტიქრისტეს მოსვლამდე არიან მისი ბეჭდით დანიშნულნი (ეს საკითხავია)






--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 05:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი