IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> დედა ღვთისა... როგორი იყო იგი?
ლოლუა
პოსტი Sep 7 2012, 11:26 AM
პოსტი #1


აბენადერ
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 81
რეგისტრ.: 19-December 11
წევრი № 11,872



IPB-ს სურათი


ჩვენამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი სილამაზის აღწერა შემორჩენილია წმიდა თეოფანესა და ნიკიფორეს თხზულებებში. აი, რას ამბობენ ისინი: ის იყო საშუალო სიმაღლის, სახე ჰქონდა ხორბლისფერი, თმა ღია ქერა, ოდნავ ოქროსფერში რომ გადადის, თვალები ნათელი, სუფთა, დაწმენდილი, გამოხედვა სწრაფი, გამჭოლი, წარბები ოდნავ დაშვებული, მუქი ფერისა, ცხვირი საშუალო, ბაგეები ვარდისფერი და ტკბილმოუბარნი, სახე არც მთლად მრგვალი, ხელის თითები მოგრძო. მასში არ იყო არავითარი სიამაყე, ყველაფერში უბრალოება, ოდნავი მოჩვენებითობის გარეშეც კი. არავითარი განებივრება-გააზიზება, ყველაფერში სრული მორჩილება. ტანსაცმელს ატარებდა უბრალოს, უპირეტესობას ანიჭებდა ბუნებრივ ფერებს. ყოველ მის საქმეში ღვთიურად ანათებდა უხვი მადლი. ასეთი იყო გარეგნობით დედა ღვთისა.

საკვირველია სიტყვები წმიდა დიონისე არეოპაგელისა, რომ თუ პავლე მოციქულის მიერ არ იქნებოდა ღვთის მეცნიერებაში განსწავლული, მაშინ აუცილებლად ყოვლადწმიდა ქალწულს მიიჩნევდა ღმერთად! თუ ასეთი დიდებულება იყო მის გარეგნობაში, მაშინ რაღა ითქმის მის შინაგან, სულიერ დიდებულებაზე? რას ვიტყვით იმ დიდებაზე, იმ მშვენიერებაზე, რომელიც იყო ამა მეფისა სულში?

გონება მისი, ღვთიურ საქმეებში, ფლობდა სიბრძნეს, რომელიც არავის კაცთაგან არ გააჩნდა და არც არავის ექნება მომავალში. აღზრდისა მისისათვის იგი შეფარებულ იქნა იერუსალიმის ტაძარში და რამდენიმე ხნის შემდეგ წმინდა წერილი ესმოდა ისე ცხადად და სწორად, რომ გაოცებაში მოჰყავდა გამოცდილი და დახელოვნებული სჯულმოძღვარიც კი. ღვთის დედის განსაკუთრებული გულისხმიერება გასაოცარია მით უფრო, რომ სიბრძნით ბევრად უსწრებდა ასაკს. ჯერ კიდევ სამი წლისას ესმოდა, რომ მის გარშემო ხდებოდა წმინდა და ღვთიური საიდუმლო, ხოლო ის, რომ მას ასე ადრე ჰქონდა მადლიანი ნიჭი ზეციურ ქვეყანასთან ურთიერთობისა და ღირს იქმნა ციურ მოქალაქეებთან საუბრისა, ყოველგვარ ჩვენს გულისხმიერებას აღემატება.

მისი ზნეობრივი სიმაღლე ჩვენთვის, ჩვენი მიბაძვისათვის, წარმოადგენს უმაღლეს მაგალითს სრულქმნილებისა. მასში არ იყო ბიწიერება: უბიწო - ის იყო ჭურჭელი სათნოებისა. ყველაფერ იმას, რაც მართებდა ძველი სჯულის მიხედვითდა რაც ეხსნებოდა სახარებისეული სჯულით, ის ასრულებდა ყოველგვარი სიზუსტით. რა შეიძლება მის თავმდაბლობაზე უფრო მაღლა იდგეს. ზეციური მაცნე მთავარანგელოზი გაბრიელი ახარებს, რომ შობს ძეს მაღლისა - მესიას, მეფეთა მეფეს, მართალი ელისაბედი ესალმება, როგორც დედას უფლისა, - ის კი, არათუ აიმაღლებს თავს, არამედ შიშსაც კი გვრის ასეთი პატივი - შეძრწუნდება ანგელოზის სიტყვებზე და თავს ღვთის მხევლად აღიარებს, რომელსაც მოხედა უფალმა. მართალი იოსები ეჭვის ქვეშ ექცევა და თავმდაბლად სდუმს, ემორჩილება უზენაეს ხელისუფლებას და ილტვის ეგვიპტედ. ასევე, რა შეიძლება მის უპოვარებაზე უფრო სრულყოფილი იყოს? ასულმა მდიდარი მშობლებისა უგულებელყო ყოველივე, რაშიც ნუგეშს ხედავენ ასულნი კაცთანი, უყვართ რა სიკეთე ამა ქვეყნისა: მას არ ჰქონდა საკუთარი სახლი და ცხოვრობდა იოსებ დურგლის უბადრუკ ქოხში. შემდგომად ჯვარცმისა ძისა თვისისა, არ ჰქონდა თავის მისაყრდენიც კი და ცხოვრობდა ქრისტეს უახლოესი მოწაფის სახლში. რა შეიძლება მის უმანკოებაზე უფრო წმინდა იყოს? თვით იპოსტასურმა ღვთის სიტყვამ აღზარდა იგი და საშო მისი თვის ჭერად იგულა. წმიდა ამბროსი მედიოლანელი მის უბიწოებას ასე გადმოგვცემს: „ის იყო ქალწული არა მარტო ხორცით, არამედ სულითაც, გულით შემუსვრილი, საუბარში ღვთივგანბრძნობილი, ცოტას ლაპარაკობდა და საუბარშიც იყო უმანკო“.

რაღა ითქმის მის სიმამაცეზე უდიდეს განსაცდელთა და მწუხარებათა შორის? - არ დაცემულა სულით, როცა წინ ედო ხიფათით აღსავსე გზა ეგვიპტისაკენ. როგორიღა სიმტკიცით მიჰყვებოდა იგი თავის ძეს, რომ განაცვიფრებს ადამიანურ გულსა და ყოველივე ხილულსა და უხილავ ბუნებას, როცა იგი ვნების გზას შეუდგა, იყო გოლგოთაზე, როცა მისი ძე ჯვარს აცვეს, იგი მის ჯვართან იდგა, დაესწრო მის დაკრძალვას! რაოდენ დაკვირვებული იყო იგი თავის თავზე, რა მოუღლელად ფხიზლობდა და ეს მაშინ, როცა აღვსილი იყო მადლითა და სიწმინდით! ესმა რა ანგელოზის სიტყვები: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, - მან ერთბაშად არ დაიჯერა, არამედ სიფრთხილით ფიქრობდა, ახლაც ხომ იგივე არ ხდება, რაც ევას შეემთხვა? რამდენად იყო ღვთის ნებაზე მინდობილი, როცა მასზედ სასოების დამდებმა თქვა - აჰა, მხევალი უფლისა! მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა! მისი ლოცვა ღვთის მიმართ - წმიდა ამბროსი ამბობს, თითქოს ღვთისმშობელი ყოველთვის ღმერთს ეზრახებოდა (ესაუბრებოდა); თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ლოცვაში გაატარა. და ლოცვა მისი იმდენად ძლიერი იყო, რომ ცანი დაიმორჩილა, თვითონ ღმერთი გარდამოიყვანა ზეციდან, მიძინებისას ქვეყნის ყველა კუთხიდან შემოჰკრიბა წმინდა მოციქულები. დედა ღვთისა, მიუხედავად სიწმიდისა და დიდებულებისა, მაშინაც კი, როცა ემუქრებოდა უბედურება და გაჭირვება, არ ეყრდნობოდა საკუთარ მადლიან ძალებს, არამედ მან თვით გვასწავლა, რომ ღმერთი იფარავს ყველა ღვთისმოსავს: „წყალობა მისი ნათესავიდან ნათესავამდე მოშიშთა მისთა ზედა“. მიუხედავად თავისი მაღალზნეობისა, არ ავიწყდებოდა აღესრულებინა ღვთისმოსავის ვალდებულებანი: ისიც, ვითარცა ერთ დროს მისი ძე და ღმერთი, მოინათლა მონის ხელით, ემორჩილებოდა განწმენდის წეს ჩვეულებას, რომელსაც მოსეს სჯული ავალებდა, ყოველ წელს, დღესასწაულთა დროს, მოინახულებდა იერუსალიმის ტაძარს. ყოვლადწმიდა არასოდეს ივიწყებდა ახლობლებს, უყვარდა გარეშენი. წმიდა ამბროსი ამბობს: არავინ გაუნაწყენებია არასდროს, არ იცოდა შეზიზღება, ყველაზე უბადრუკი ადამიანიც კი არ სძაგდა. არაფერი განსაკუთრებული არ გააჩნდა და მიძინების წინ ღატაკებს თავისი ტანსაცმელი დაურიგა. ჰქონდა წმინდა სიყვარული თავისი მამულის ჭეშმარიტი სიკეთის მიმართ. გული მისი გამოუთქმელი სიხარულით ივსებოდა, სულ უფალს განადიდებდა, რადგან უფალმა მოჰხედა თავის ხალხს - ისრაელს, რამეთუ აღუსრულა აღნათქუამნი, რომელიც მან აბრაამს და მის მოდგმას მისცა. უყვარდა მტერნიც: როცა მის ძეს ჯვარს აცვამდნენ, მისი ბაგეებიდან არავის არათუ შეურაცმხოფელი, არამედ მოუთმენელი სიტყვებიც კი არ სმენია. წმიდა ეპიფანე და ნიკიფორე ამბობენ: ნებისმიერ შემთხვევაში ის ინარჩუნებდა ღირსპატივსაცემ დარბაისლობას და იყო უცვლელი. ძალზე ცოტას ლაპარაკობდა, მხოლოდ აუცილებელსა და სასიკეთოზე; სიტყვები მისი იყო ტკბილი, სიამოვნებით უსმენდა სხვებს და თითოეულს შესაბამის პატივს მიაგებდა, თავის საუბარში ყოველთვის კეთილსახიერებას ინარჩუნებდა, არასოდეს იცინოდა და არ იცოდა შეცბუნება; დამოკიდებულება ჰქონდა მშვიდი და ურისხველი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 7 2012, 11:30 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ლოლუა
ძალიან კარგია რომ აქტიურობ , მაგრამ როგორც მოდერმა უნდა გითხრა რომ ახალი ტემების გახსნას მოერიდე თუ რაღაც განსაკუთრებული არაა...

ვინაიდან და რადგანაც იშვიათად რომ ფორუმზე ისეთი თემა გაიხსნას როგორიც მეტ-ნაკლებად არაა და 2 მსგავსი თემის არსებობის დროს მოდერი ან ერთს ხურავს ან ერთმანეტს აერთებს...

ასე რომ მომავალში გაითვალისწინე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლოლუა
პოსტი Sep 7 2012, 11:37 AM
პოსტი #3


აბენადერ
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 81
რეგისტრ.: 19-December 11
წევრი № 11,872



A.V.M
ხო მაგრამ ესეთი თემა არ ყოფილა,ვნახე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 01:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი