IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

13 გვერდი V « < 11 12 13  
Reply to this topicStart new topic
> ათონის მთა
marine
პოსტი Jul 14 2023, 07:56 PM
პოსტი #241


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მსახურების დაწყებამდე მოვილოცეთ ის ადგილი, სადაც პირველად დააბრძანა ივერიის ღვთისმშობლის ხატი ქართველმა გაბრიელ ბერმა. იქ სასწაულებრივად ამოსული წყაროდან წამოვიღეთ წმინდა წყალი, რომელსაც ზიარების შემდგომ მისაყოლებლად ვასმევთ მრევლს, რომ იქაური მადლი იხმიონ"

/დეკ. დავით ლასურაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 4 2023, 12:04 PM
პოსტი #242


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა იოანეს [ბეთანიელი] თვალზე ცრემლები მოადგებოდა, როცა იხსენებდა, როგორ გამოდევნეს ქართველი ბერები ათონიდან, რომელთა შორის თავადაც იყო.

- მუსლიმები არ მოგვექცეოდნენ ისე, როგორც ბერძნები მოგვექცნენო, - იტყოდა ხოლმე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 10 2024, 08:46 PM
პოსტი #243


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განდეგილობა, წმიდა ნაწილები, მიუვალობა და უძვირფასესი ხენაწერები (უფრო მნიშვნელოვანიც) არის სხვაგანაც (წმინდა მიწაზე - სინაზე), მაგრამ უწყვეტი მონაზვნური ტრადიცია ამდენი საუკუნის მანძილზე, ამდენი ბერი და ყველანაირი ტიპის ბერული ცხოვრება, არ მოიპოვება და არ არსებობს არსად სხვაგან, გარდა ათონისა. აქედან გამომდინარე, ათონის წმიდა მთა ერთადერთია.

ჩვენს ეპოქაში მონასტერთა განახლების აზრი დაიბადა, ფრესკების გაწმენდის და რესტავრაციის, საგანძურის დაცვისთვის ზრუნავს, მაგრამ მრავალტანჯვაგამოვლილი ათონის მთის ტრადიციის შენარჩუნებას ცდილობს ვინმე?"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2024, 03:45 PM
პოსტი #244


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ათონის წმინდა მთის შესახებ საეკლესიო გადმოცემა საყოველთაოდაა ცნობილი: დაახლოებით 48 წელს ამ მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაადგა ფეხი და ამგვარდ აკურთხა ის.

მეოთხე საუკუნიდან წმინდა მთაზე იწყება და აღარასოდეს წყდება სამოღვაწეო ცხოვრება. დღეისათვის აქ 20 მოქმედი მონასტერია და ახალი მონასტრის დაარსება აკრძალულია. ეს მონასტრებია: დიდი ლავრა, ვატოპედის, ივერიის, ხილანდარის, დიონისეს, კუტლუმუშის, პანტოკრატორის, ქსიროპოტამის, ზოგრაფის, დოქიარის, კარაკალის, ფილოთეოსის, სიმონაპეტრას, წმინდა პავლეს, სტავრონიკიტას, ქსენოფონტეს, გრიგორიატის, ესთიქმენის, პანტელეიმონის, კონსტამონიტის მონასტრები"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2024, 07:16 PM
პოსტი #245


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მთის ცხოვრებას ადამიანური წესრიგიც აქვს და აქ ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელი ნაკლიც შეგხვდება. წმინდა მთის მცხოვრებლებსაც ახასიათებთ ადამიანური სისუსტეები. წმინდა მთაზე ცოდვაც არის და ბოროტის ხრიკებიც. შეცდომებიც მოსდით. ქვეყნის ყველა უბედურება აქაც ხდება. წმინდა მთის ბინადრებსაც აქვთ ბუნება ადამისა, რომელსაც ოდესღაც ღვთიური ნათელი ემოსა. მაგრამ ადამმა შესცოდა, წაახდინა ღვთიური ნათელის ეს სამოსი და შეიტყო, რომ შიშველია. ანუ, გახდა შიშველი. ქიტონი დაკარგა და ლეღვის ფოთლები შეიმოსა. მან თავისი სიშიშვლე და ვნება ჩვენ გადმოგვცა. მაგრამ მოდის ქრისტე, ახალი ადამი, და ჩვენ ახალ სამოსს გვაცმევს"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 8 2024, 07:07 PM
პოსტი #246


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცნობილია, რომ წმინდა მთის ღვთისმსახურებებში თითქმის ყოველთვის მონაწილეობენ ერისკაცებიც. ძველადაც ხომ ათონი არასოდეს ყოფილა მხოლოდ მონაზვნური ცხოვრების ადგილი. აქ დღემდე ცხოვრობენ ერისკაცებიც - გლახაკები, სნეულები, მშრომელები, სიმშვიდისა და სიხარულის მაძიებელნი"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2024, 08:27 PM
პოსტი #247


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კარგად დაიმახსოვრეთ: რაც უფრო ხშირად გაიგებთ ათონზე ამ ორ სიტყვას, იცოდეთ, რომ ჟამი დადგა. ეს სიტყვებია: "სწრაფად" და "კომფორტულად". მამებო, იცოდეთ, რომ ეს სიტყვები არაა ადამიანის, ეს სიტყვები არის დემონის, რომელიც ამ სიტყვებით დაარღვევს ჩვენს მთას. და როცა გაიგებთ ვიღაცისგან ამ სიტყვებს, გაიქეცით მისგან, ვითარცა თავად ეშმაკისგან"

/ხუცესი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2024, 03:00 PM
პოსტი #248


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერძნების მიერ შეცვლილი ანდერძით კი რამდენიმე არქიმანდრიტი განაგებდა ყველაფერს. ქართველი მამები ითმენდნენ შევიწროებას, რომელიც ხშირად ყოველგვარ ბერულ და ადამიანურ ურთიერთობებს სცილდებოდა: არ ჰქონდათ ძმის მიყვანის საშუალება, ზამთარში შეშის მოჭრის და დამზადების უფლება. ნუგეშობდნენ ლოცვით და ღვისმშობელიც არ აკლებდათ მოწყალებას. ათონის მთაზე ბერებმა ბევრი სასწაული იხილეს. 1905 წელს წმინდა მთაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ძალიან ბევრი მონასტერი დაზარალდა, იოანე ღვთისმეტყველის სავანე კი გაუბზარავად გადარჩა. ათონის მონასტერმა დაამზადა ვერცხლის "ღირს არსის" ხატის ასლი, რომელიც წილისყრით ქართველთა - იოანე ღვთისმეტყველის სავანეს ერგო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2024, 09:28 PM
პოსტი #249


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, რომლის ზღვარზეც მთავრდება დედამიწა და იწყება ზეცა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 24 2024, 06:21 PM
პოსტი #250


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მთის ერთ მონასტერში ისიც მოიფიქრეს, რომ გაეშენებინათ ფიჭვნარი და შემდეგ გაეყიდათ ფიჭვები ქაღალდის წარმოებისათვის. ღმერთმა დასაჯა ისინი და ყველა ხე გახმა. წარმოიდგინე, ჩემო ძმაო, წმინდა მთა გახდეს ხელსახოცებისა და ტუალეტის ქაღალდის მწარმოებელი! გესმით, რა ხდება? იშრომეს, დარგეს ხეები და ყველაფერი გახმა. ღვთის რისხვაა!"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2024, 07:37 PM
პოსტი #251


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდანი [ღირსი ნილოს მირონმდინარე] ამ მახვილის გარდა კიდევ წინასწრამეტყველებდა წყალდიდობაზე; ეს წინასწრამეტყველებაც ახდა იმავე წლებში, კერძოდ კი მაშინ, როცა გადაუღებლივ იწვიმა 30 დღე. და არც ისე დიდი ხნის შემდეგ ჩვენგან გასულებმა, რომელნიც დარაჯობდნენ მთას, მათგან არც თუ ისე ბევრმა მიაღწია ათონის მთამდე, რადგან ამ თავსხმისას, როგორც ამას ჰყვება ცნიბილი მოღვაწე, ხოჯა გიორგი, პატარა ნაკადულები აბობოქრებულ მდინარეებად იქცნენ, და მათ შეცვალეს მიმდებარე მთებიც კი; ხოლო ის პატარა ნაკადულები, რომლებიც მიედინებიან კარეეში საკათედრო ტაძრის მასხლობლად, ისე გადაივსო წყლით, რომ დატბორა ტაძარიც იმდენად, რომ წყალზე ატივტივდნენ ხის ხატები. ივერიის მონასტრის ნაწილი მაშინ წყლის მდინარემ ზღვამდეც კი ჩაიტანა.

ამ წინასწრამეტყველების ასრულება წინასახეა იმ სასჯელისა, რომელიც გვაუწყეს წმიდა მთის უკანასკნელმა მცხოვრებლებმა: უწმინდურება ჩაძირავსო წმიდა მთას წყალში მაშინ, როცა ბოლოს და ბოლოს ღვთისმშობელი ახდის საფარველს თავისს წილხვდომილს. და მაშინ კეთილმოსავეებმაც უნდა ისწრაფონ და დატოვონ წმიდა მთა, იქიდან ივერიის სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხატის გასვლამდე"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2024, 08:36 PM
პოსტი #252


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მისმინეთ ღირსნო მღვდელმონაზონნო და თქვენც, უპატიოსნესო ბერებო! როცა ნინევიაში, იონას ქადაგებისას, ბრძენმა რამუილმა დააყენა მაღალ ადგილზე მაგნიტი, მერე კი მაზე დაჰკიდა რკინა, რომელსაც მაინც სძლევდა მაგნიტი მიუხედავად ყველანაირი საჰაერო სტიქიებისა (ქარისა, და ა.შ.); მანამდე კი სანამ ეს რკინა სუფთა იყო, მაგნიტსაც არ ეშინოდა არც მისი სიმძიმის, არც ქარის, არც დროის ხანგრძლივობის, მაგრამ რკინის ჟანგს მან ვეღარ გაუძლო, რადგან დაჟანგულ რკინას მაგნიტი ვეღარ იჭერს თავისი მიზიდულობით; და როცა იგი იჟანგება, ამას უკვე მაგნიტი ვერ უძლებს და დაჟანგული რკინა მისგან, სრულიად უვარგისი, მალე ვარდება მიწაზე.

ზუსტად ასეა ახლა ათონის თავზე მდგარი ღვთისმშობელი, ჩვენი ხსნის დედოფალი, თავის საფარველით, რომელსაც აქვს წარწერა "ჩემი ფრთა", რადგან იგი ყოველთვის იფარავდა და ახლა. დღემდეც იფარავს მთას მაგნიტის მსგავსად.

და თუ მაგნიტი, რომელიც ღვთის შექმნილი უსულო საგანია და მას მაინც გააჩნია ამხელა ძალა და ხელეწიფება, მაშინ ეს მითუმეტეს ძალუძს უფლის დედას, ჩვენ ღვთისმშობელს და როგორც ხედავთ იგი ფლობს კიდევაც ასეთ ძალას.

რაც არ უნდა არწიოს მაგნიტი ქარმა, ვერ გააგდებინებს მას თავის მიზიდულობის ძალას და ვერ დააგდებინებს რკინას. ზუსტად ასე არყევენ წარმართები ათონის წმინდა მთას, რომ როგორმე გააგდებინონ იგი ღმრთისმშობელს ხელიდან. თუმცა დადგება დრო და წმიდნა მთას საბოლოოდ მაინც გამოსტაცებენ ღმრთისმშობელს ხელიდან.

მაგრამ როგორ მოხდება ეს?

ეს მოხდება არა ენის ჭარტალით, არამედ უსჯულოებებით; უსჯულოება და ადამიანთა უკანონობები ღმრთისმშობლის წინაშე ხომ იგივეა, რაც მაგნიტისთვის რკინის ჟანგი: ჟანგი კი მაგნიტს აცლის რკინას; და მსგავსად ამისა წმინდა მთაზე უსჯულოებამ შესაძლოა, გამოაცალოს ღვთისმშობელს წმიდნა მთა ხელიდან"

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 გვერდი V « < 11 12 13
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th September 2024 - 07:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience