IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

209 გვერდი V « < 109 110 111 112 113 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Nov 17 2018, 11:01 AM
პოსტი #2201


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მამა არსენი თვლიდა, რომ მონაზვნისთვის აუცილებელი იყო წიგნი ეკითხა: "წიგნის კითხვა ლოცვის ერთ-ერთი სახეა, - ამბობდა იგი, - ჩვენ ყოველდღიურად ვკითხულობდით სახარების ერთი-ორ თავს, მერე წმინდა მამათა წიგნებს, ისააკ ასურის სწავლებები ყოველთვის იღლიის ქვეშ გვედო. იგი ყველაფერზე საუბრობს.
მის გარდა ვკითხულობდით: "კიბეს", აბბა დოროთეს "ევერგეტიოსს" (წმინდა მამათა სწავლებების კრებული) წმინდა მაკარის და მრავალ სხვას. ასევე წმინდანთა ცხოვრებებს.

ამ უკანასკნელთა კითხვისას ორმაგ სიკეთეს ვიღებთ: მათი მოღვაწეობის მაგალითი გამოგვაფხიზლებს სიზარმაცის ძილისაგან; როცა წმინდანთა ცხოვრებას კეთილმოკრძალებით ვკითხულობთ, მაშინ ისინი ჩვენთვის ქრისტეს ევედრებიან.
მაგრამ ყოველთვის, ვიდრე წიგნის კითხვას დავიწყებთ, აუცილებელია ვილოცოთ, ლოცვის მერე წმინდანთა ცხოვრების წაკითხვას ისეთ გულისშემუსვრილებამდე მივყავართ, რომ უკვე გვიჭირს ცრემლის შეკავება. ეს იმიტომ ხდება, რომ ლოცვა გონებას განანათლებს.

- მამაო, წმინდა წერილიდან უფრო მეტად რა უნდა ვიკითხო?

- მთელი წმინდა წერილი ღვთივსულიერია და მას მთლიანად უნდა ვკითხულობდეთ. ძველი აღთქმიდან კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ფსალმუნს. ეს ძალზე ძლიერი ლოცვაა."



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2018, 10:35 AM
პოსტი #2202


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ეკლესიის წესდების მიხედვით, ბერის ნეშტი არ უნდა გაშიშვლდეს, ამიტომ სრული განბანა არ ხდება, მხოლოდ სველი ღრუბლით კეთდება ჯვრის ნიშანი შუბლზე, მკერდზე, ხელებზე, ფეხებზე და მუხლებზე. მონაზვნის ტანსაცმლით, ანუ სქემით და კაბით შემოსილ ნეშტს თავიდან ბოლომდე ანაფორას ახვევენ, სპეციალურ საკაცეზე დებენ და შავ სუდარას აფარებენ, რომელზეც სქემის ჯვრის მსგავს მუქი ნათელი ფერის ჯვარია დაკერებული. შემდეგ მიცვალებულთა მცირე ლიტიის გალობით ნეშტს ეკლესიაში გადაასვენებენ“.

/არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2018, 11:11 AM
პოსტი #2203


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ჩვენ, ბერებმა, სხეული უნდა გამოვიშროთ, რათა მასში ისეთ მოძრაობას არ ჰქონდეს ადგილი, რაც ლოცვაში ხელს შეგვიშლის“.

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 20 2018, 11:06 AM
პოსტი #2204


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დედა სინკლიტიკია

“ წმინდა ელისე წინასწარმეტყველის ტაძარში მსახურობდნენ ღირსი ფილოთეოს ათენელის მონასტრის დედებიც. ისინი სახლებში მოღვაწეობდნენ, რადგან მეფე ოტონმა თავისი ბავარიელების დახმარებით გააუქმა ეს მონასტერი და საბერძნეთის სხვა მრავალი სავანე.

ტაძარში დასახმარებლად მოსულ მონაზონთა შორის იყო დედა სინკლიტიკია. იგი მონაზვნად სულ მთლად ახალგაზრდა აღიკვეცა. მისი მოძღვარი გახლდათ მამა მეთოდე. ის დიდი სიმკაცრით ცხოვრობდა, მხოლოდ ორცხობილათი და წყლით საზრდოობდა. მთლად გამოიფიტა ღვაწლისა და მრავალრიცხოვან სნეულებათაგან. არავის ესაუბრებოდა, ყოველთვის ლოცულობდა, რათა არ მოკლებოდა ყოვლადწმინდა სამებასთან გულწრფელ საუბარს და აქედან მომდინარე იმ სულიერ სიკეთეს, რომლის ღირსიც შეიქმნა ღირსი ფილოთეოსის მონატერში ცხოვრებისას.

მე, პატარა ბიჭს, მაოცებდა ეს მონაზონი. მხოლოდ ერთხელ მითხრა რამდენიმე სიტყვა და ისიც მხოლოდ განსაკუთრებული სულიერი სიკეთისთვის.

- შეგიძლია შენ მარტომ ჩააქრო ცეცხლი, რომელიც გააჩაღა მინდორში გლეხმა ეკლების მოსაწველად და მიწის სახნავად მოსამზადებლად? ასევე შეუძლებელია ჩააქრო ღვთისადმი სიყვარულის კოცონი, რომელიც მოიპოვეს ჩვენმა მამებმა ამ ღვთივდაცულ ქალაქ ათენში.

მაშინ ვერ მივხვდი ამ სიტყვების აზრს - ძალზე პატარა ვიყავი. მხოლოდ მთაწმინდაზე, მართალი ანას სკიტში, მამა მინას სულიერ შვილთან, ნეტარხსენებულ მამა ონოფრესთან მორჩილობისას გავიგე, რა იყო "ღვთისადმი სიყვარულის ცეცხლი" - ეს მამა ონოფრემ ამიხსნა.

დედა სინკლიტიკიას გარდაცვალების ჟამს ეშმაკებმა ერთადერთი ცოდვა წარუდგინეს, ერთხელ ორი ჭიქა უშაქრო ყავა დალიეო. ასეთი დიდი თავისუფლება მოიპოვა დედა სინკლიტიკიამ, აღვიდა ზეცად და იხარებს ღირს ფილოთეოსთან ერთად ქრისტეს სასახლეში.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2018, 10:32 AM
პოსტი #2205


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა იოაკიმე

"ეს მამა XVIII საუკუნეში ცხოვრობდა გრიგორიატის მონასტერში. თავიდან უწვერული იყო. როცა მონასტერი დაიწვა, ძმებს უთხრა: "როცა მე წვერი ამომივა, მონასტერი მაშინ აღდგებაო". ჰოი საკვირველებავ! ცოტა ხანში მას წვერი მიწამდე ჩამოეზარდა. აღდგა მონასტერი მოლდო-ვლახეთის ბატონების, უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტის გრიგოლის და კონსტანტინოპოლის სხვა მკვიდრთა დახმარებით."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 22 2018, 10:34 AM
პოსტი #2206


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მორჩილება ჩემთვის ყველაფერი იყო, წინამძღვრის მორჩილება - კანონი. წინამძღვრობა რთული იმით არის, რომ ადამიანი უნდა მიიყვანო ცხონებამდე. დღეს ძალიან რთულია ასწავლო ადამიანს, როგორ იცხოვროს მონასტერში. არა აქვთ იმდენი სულიერება, რომ გაგიგონ.

ვცდილობ, რომ ჩემს მორჩილებაში მყოფი მონასტრის წევრები გადავარჩინო. არიან ადამიანები, რომლებიც შენს თვალწინ მორჩილებას ასრულებებ, მაგრამ გულში ბობოქრობენ. ვცდილობ, გადავაჩვიო ამ ჩვევებს იმის გამო, რომ ეს სულიერ წინსვლაში ხელს შეუშლით.

ვცდილობ, რომ იყვნენ ლმობიერები, ადამიანების მოყვარულები და ურთიერთშორის დავა არ ჰქონდეთ. მონასტრის წევრებისთვის სენაკები ცალ-ცალკე გამოვყავი, იმის გამო, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ჩაუკვირდნენ საკუთარ თავს, იფიქრონ, თუ როგორ იცხოვრონ, როგორ ილოცონ, როგორ ადიდონ უფალი. ვცდილობ ამას და როგორ გამომდის, უფალმა იცის.

მონასტერში განსაზღვრული ტიბიკონი გვაქვს. დილით 4 საათზე ვდგებით, შუაღამიანს ვკითხულობთ. მერე მივაბამთ ცისკარს და ვამთავრებთ პირველი ჟამნით. 7 საათამდე ვლოცულობთ. ამის შემდეგ ვისვენებთ ერთი საათი. 9 საათიდან უკვე მორჩილებას ვასრულებთ.“

/დედა სალომე, ხცისის დედათა მონასტრის წინამძღვარი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2018, 10:03 AM
პოსტი #2207


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“კარგი ბერები მდაბალნი და ხასიათით ქრისტეს მსგავსნი არიან. ისინი ცოცხალ მაგალითს გვაძლევენ თავიანთი ცხოვრებით. მათ მშვიდობა მოიხვეჭეს და სამოთხისეული სიცოცხლის ხის მსგავსად, ბევრ ადამიანს კვებავენ თავიანთი მშვიდობის ნაყოფებით“.

/წმ. სილოვანე ათონელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 24 2018, 10:07 AM
პოსტი #2208


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა არსენის გვერდით ცხოვრებისას, მისი სულიერი შვილები დარწმუნდნენ, რომ ის უბრალო რამ, რასაც იგი მათ ასწავლიდა, მხოლოდ ჭკვიანურად ნათქვამი არ იყო, ის ამით ცხოვრობდა.

როცა მამა პავლე მორჩილად შედგა ბურაზერში (წმინდა ნიკოლოზის სახელობის კელია, ეკუთვნის ქილანდარის სერბულ მონასტერს და ბერძენი ბერებით არის დასახლებული, აქ ერთხანს ცხოვრობდა მამა არსენი, მორჩილებთან ერთად), ისეთი ძალით დაესხნენ თავს გულისთქმები, რომ ლოცვაც აღარ შეეძლო. მან დასახმარებლად მამა არსენს მიმართა. ბერდიდმა დაამშვიდა:
- ნუ იჯავრებ. ვილოცებ და ამ ღამესვე გულისთქმები აღარ გექნებაო.

მართლაც, როგორც მერე ირწმუნებოდა მამა პავლე, იმავე ღამეს გულისთქმები აღარ მიჰკარებია. როგორც კი კელიაში წმინდა ლიტურგიის მაუწყებელი რეკვა ატეხეს, მორჩილმა მადლობისთვის მიირბინა მოძღვართან. მან კი უბრალოდ უპასუხა: - ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ საღამოს, მთელი შენი გულისთქმები მე გამომიგზავნეო.

ერთ ძმას გაუგებრობის გამო, მოულოდნელი განსაცდელი შეემთხვა და ორი ღამე პოლიციაში ჰყავდათ ჩაკეტილი. ასეთი უკიდურესი შეჭირვების ჟამს, მთელი სულით მოუწოდა მოძღვრის ლოცვებს შეწევნისთვის:

"მაშინ ჩემს სულში, - ჰყვებოდა იგი, - ისეთი ძალით აბრიალდა ცეცხლი, რომ ორი დღე-ღამის მანძილზე, არც მიჭამია, არ დამილევია, არ დავმჯდარვარ, არ ჩამითვლემია, ფეხები კი ძელებივით მქონდა გაჭიმული და მოუკლებლად ვლოცულობდი". - ეს კი, პავლეს თქმით, მოძღვრისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი იყო, მან თავის სულიერ შვილებს ნაწილობრივ აჩვენა, თუ რას ფლობდა ჯერ კიდევ ამ ხორცში მყოფი. მაგრამ, ფიქრობდა, რომ მამა იოსებთან შედარებით მაინც არაფერს წარმოადგენდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 25 2018, 10:44 AM
პოსტი #2209


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გონიერი ლოცვის წყალობით მონაზონი ქერუბიმის თვალებს შეიძენსო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2018, 11:29 AM
პოსტი #2210


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სლავი ბერი

"რამდენიმე წლის წინ წმინდა ილია წინასწარმეტყველის სკიტში, რომელიც პანტოკრატორის მონასტერს ეკუთვნის, რამდენიმე სლავი მონაზონი დასახლდა. ისინი კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ჯაშუშებად გამოაცხადა და წმინდა კინოტის მეშვეობით ათონიდან გააძევეს.

ერთმა მღვდელმონაზონმა, ეტყობა, მათმა იღუმენმა, ამ ბრძანების გამცემს უთხრა: "ახლა ჩვენ გვაძევებთ, მაგრამ ერთხელაც იქნება, ზარების რეკვით შეგვხვდებითო". მართლაც, რამდენიმე წლის მერე იგი ბულგარეთის ეპისკოპოსი გახდა და ათონის მთის სტუმრობის სურვილი გამოთქვა, ახლა უკვე როგორც მღვდელმთავარმა. აღსრულდა მისი წინასწარმეტყველება, რამეთუ იმ მონასტრებში, სადაც ის მიდიოდა, ზარებს რეკავდნენ და მღვდელმთავრის პატივით იღებდნენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2018, 10:53 AM
პოსტი #2211


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერი მიწიერი სამოთხეა. უცხოობაში, უნუგეშობაში ხორცს უჭირს, ხოლო სული იზრდება, ამიტომ მონაზვნური ცხოვრებისათვის უცხოობაში ყოფნა აუცილებელია. წმინდა მამებიც სამოღვაწეოდ შორს მიდიოდნენ. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, სახლთან ახლოს უმოღვაწიათ და სულის ისეთი სიმაღლისათვის მიუღწევიათ, წმინდანები გამხდარან“.

/მონაზონი ელისაბედი (დანელია)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 28 2018, 10:31 AM
პოსტი #2212


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ქალწულება და უბიწოება მონაზვნობის მეორე ძირითადი აღთქმაა. ქალწულების, როგორც იესო ქრისტეს მსგავსი ცხოვრების წესის გაგება იმდენად მცირედ აქვს შეთვისებული თანამედროვე სამყაროს და თვით მის ქრისტიანულ ნაწილსაც კი, რომ მისი დოგმატური დასაბუთება განსაკუთრებით საჭირო ხდება.

ეკლესიის ათასწლოვანი გამოცდილება დიდი დამაჯერებლობით აჩვენებს, რომ ადამიანის პიროვნების ცხოვრებიდან სქესობრივი ფუნქციის გამორიცხვას არავითარი ზიანი არ მოაქვს მისი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. პირიქით, ამ ღვაწლის სწორი აღსრულება ზრდის ფიზიკურ ამტანობას, ცხოვრების ხანგრძლივობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ხელს უწყობს სულიერ განვითარებას“.

/არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 29 2018, 10:49 AM
პოსტი #2213


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ღირსი ფილოთეოს დიონისელი

“ღირსი ფილოთეოსი XIV საუკუნეში ცხოვრობდა. ის და მისი ძმა ბავშვობაში აგარიანებმა მოიტაცეს. მათი დაქვრივებული დედა ტიროდა და ღვთისმშობელს შვილების ტყვეობიდან დახსნას ევედრებოდა. მართლაც, უფლის დედამ საოცარი სახით გაათავისუფლა ისინი და ქალაქ ქრისოპულოს სიახლოვეს მონასტერში მიიყვანა. ამასობაში დედაც მონაზვნად აღიკვეცა იმ მხარის ერთ-ერთ მონასტერში, რომლის სულიერი წინამძღოლი იყო იმ სავანის იღუმენი, სადაც მისი შვილები მოხვდნენ.

ერთხელ ისინი შეხვდნენ დედას, გაიხარეს და განადიდეს ამ სასწაულის მოქმედი ღვთისმშობელი და მადლობა შესწირეს მას.

ჯერ კიდევ ყმაწვილ ფილოთეოსს განსაცდელი შეემთხვა იმის გამო, რომ ურთიერთობა ჰქონდა დედამისის მონასტერთან. ერთმა ახალგაზრდა მონაზონმა, სატანის ჩაგონებით, ურცხვად სცადა მისი სიძვაზე დაყოლიება. მან ყველაფერი იღუმენს უამბო, რათა მონაზვნისთვის გამოსასწორებლად ეპიტიმია დაედო. იღუმენმა კი ის მონასტრიდან გააგდო.

როცა მონაზვნებმა ეს ამბავი შეიტყვეს, ფილოთეოსს წმინდანად და ზნემაღალ ადამიანად მიიჩნევდნენ. ღირსმა მამამ კი, რომ გაქცეოდა სულის გამხრწნელ პატივს, დატოვა მონასტერში, წავიდა ათონზე და დიდხანს ცხოვრობდა დიონისეს სავანეში. მერე მოშორებით კელია აიშენა და იქ დაეყუდა. სიკვდილის წინ ღირსი შეიქმნა საღმრთო ნიჭისა, უფლისა მიერ რომელი განადიდებს მადიდებელთა თვისთა.”



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 30 2018, 12:57 PM
პოსტი #2214


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი მაინც მარტოსული უნდა იყოს, უფალთან შეერთებული. მას მეგობარი და ამხანაგი არ სჭირდება, მაგრამ ყველა უნდა უყვარდეს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 1 2018, 10:43 AM
პოსტი #2215


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ ადამიანი თავის სულიერ მოძღვარს ყველაფერს არ ეუბნება, იგი მცდარ გზაზე დგას, რომელიც ცხოვნებისკენ არ მიდის. ხოლო ვინც ყველაფერს აღიარებს, ის პირდაპირ ცათა სასუფევლისკენ მიდის.

ერთმა ბერმა მკითხა: „მითხარი, რა გავაკეთო, რომ ჩემი ცხოვრება გამოსწორდეს?“ მას ბევრი და უდროოდ ჭამა უყვარდა. მე ვუთხარი: „ყოველდღე ჩაიწერე, რამდენს ჭამდი და რას ფიქრობდი და საღამოს ეს მოძღვარს წაუკიხე“. მან მითხრა: „მე ამის გაკეთება არ შემიძლია“.

ამ ბერმა ვერ შეძლო თავისი უძლურების აღიარებით გამოწვეული მცირე სირცხვილის გადატანა, ამიტომაც ვერ გამოსწორდა და დამბლით გარდაცვალა. უფალმა შეუნდოს ჩვენს ძმას და ჩვენ კი ასეთი სიკვდილისგან გვიხსნას“.

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 2 2018, 09:52 AM
პოსტი #2216


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



კავსოკალიველი მამა ევსტრატე

" ეს ნეტარი მამა მორჩილად იყო ერთ მამასთან წმინდა პავლეს მონასტრის ყოვლადწმინდა სამების სახელობის კელიაში. როცა მისი მამა გარდაიცვალა, იგი კავსოკალივის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთ კელიაში მივიდა მხცოვან მეუდაბნოე მამებთან შესაერთებლად. არ მიიღეს, ვინაიდან ოცდაათი წლის კაცი უწვერული იყო. ის გაჯიუტდა. მოძღვარმა ღამისთევის ლოცვის ჩატარება მოინდომა, რათა ევსტრატეს წვერი ამოსვლოდა. ამგვარად მიიღეს ის საძმოში. მოგვიანებით მისი წვერი მუხლებს ჩასცდა და მიწას დაეფინა.

ის კარიესში მიიწვიეს წმინდა კინოტის წევრებმა, როცა 1864 წელს ათონის მთაზე სალონიკის გენერალ-გუბერნატორი ჰუსეინ-ფაშა ჩამოვიდა ათონის ოც სავანეს შორის ადმინისტრაციული დავის გადასაწყვეტად. როცა ფაშამ დაინახა პროტატის ტაძარში ხატი გრძელწვეროსანი წმინდა ონუფრე ეგვიპტელისა და პეტრე ათონელისა, არ დაიჯერა, გაიძახოდა, ასეთი რამ არ ხდებაო. მაგრამ როცა მამა ევსტრატეს წვერი დაინახა, რომელიც აღემატებოდა მის სიგრძეს, დაიჯერა და ბერს სამი ოქროს ლირა აჩუქა.

სწორედ მამა ევსტრატეზე წერდა რუსი ბერი მამა პართენი გასულ საუკუნეში - გრძელწვერა ბერიო. ეტყობა, საკმარისი ცნობები არ ჰქონდა, თორემ დანარჩენი ყველაფერი ემთხვევა ზემოთქმულს. ოღონდ სალონიკის გუბერნატორის ნაცვლად სულთან მაჰმუდს ახსენებს, ხოლო კარიესის პროტატის ტაძრის ნაცვლად - კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტაძარს.

კიდევ ამბობს, ბერსა და მის მორჩილს სამი ოქრო კი არ მისცეს, არამედ სამუდამოდ გაათავისუფლეს გადასახადებისგანო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2018, 09:51 AM
პოსტი #2217


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნისთვის საშინელი შინაგანი წამებაა მადლის დაკარგვა. ტკივილისაგან გული გეკუმშება, ფიზიკურადაც კი გრძნობ მის მომწვავ ცეცხლს. აქ ერთი გზაა - სინანული და თავმდაბლური მორჩილება.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2018, 11:09 AM
პოსტი #2218


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერი პირველ რიგში ღვთის სადიდებელი და სულის ჩამოსაყალიბებელი ადგილია. ერთადერთი ცოცხალი ადგილი, რომელიც სიყვარულს აფრქვევს და ნაყოფს იღებს, - გვიამბობს დედა საბიანა, - ამქვეყნად თითქოს ქრისტიანული და სულიერი სიყვარულის ნაკლებობა შეინიშნება. მონასტერში კი სიყვარული მარადიულია.

ასე მგონია, ყველაფერი გამარტივდა, გაუფასურდა და მარტო ხორციელ ვნებებზე, ხორციელ დამოკიდებულებებზეა ხალხი გადასული. დედაშვილობის სიყვარული, რა თქმა უნდა, არასდროს მოკვდება. მადლობა ღმერთს, რომ მონასტერი არის ერთადერთი ცოცხალი ხე, სადაც შემორჩენილია სულიერი სიყვარული. სიყვარულით და ერთობით ვაკეთებთ ყველაფერს. ვცხოვრობთ ჩვეულებრივი მონასტრული ტიბიკონით. თავის დროზე ლოცვა გვაქვს, ვსაქმიანობთ, როგორც შეგვიძლია. პატარა ეზოც გვაქვს და ვამუშავებთ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 5 2018, 11:18 AM
პოსტი #2219


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი რაც შეიძლება დიდხანს უნდა იდგეს ღვთის წინაშე“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 6 2018, 10:32 AM
პოსტი #2220


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფაშისტებმა დაიპყრეს ესპანეთი, გადაწვეს სოფელი კალიანაც. სოფლის მოსახლეობამ ზირიაში გადამალვა მოასწრო. სოფელში მარტოდმარტო დარჩენილი მონაზონი კასიანა გერმანელებმა შეიპყრეს და აიძულეს, ეთქვა, თუ სად დაიმალნენ კალიანას მკვიდრნი. რა თქმა უნდა, სიტყვა ვერ დააცდენინეს და მისი ჩამოხრჩობა გადაწყვიტეს. იმ დროს, როცა მას სახრჩობელაზე კიდებდნენ, სასწაული მოხდა - ყელზე გამობმული მკვრივი ქსოვილი ორად გაიპო და შეშინებულმა გერმანელებმა მოკურცხლეს, რადგან მონაზვნის გარშემო კაშკაშა ნათელი იხილეს. დედა კასიანა 1986 წელს 103 წლისა გარდაიცვალა."



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

209 გვერდი V « < 109 110 111 112 113 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 7 მომხმარებელი (მათ შორის 7 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 10:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი