IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

111 გვერდი V « < 109 110 111  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Nov 17 2018, 11:01 AM
პოსტი #2201


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,179
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მამა არსენი თვლიდა, რომ მონაზვნისთვის აუცილებელი იყო წიგნი ეკითხა: "წიგნის კითხვა ლოცვის ერთ-ერთი სახეა, - ამბობდა იგი, - ჩვენ ყოველდღიურად ვკითხულობდით სახარების ერთი-ორ თავს, მერე წმინდა მამათა წიგნებს, ისააკ ასურის სწავლებები ყოველთვის იღლიის ქვეშ გვედო. იგი ყველაფერზე საუბრობს.
მის გარდა ვკითხულობდით: "კიბეს", აბბა დოროთეს "ევერგეტიოსს" (წმინდა მამათა სწავლებების კრებული) წმინდა მაკარის და მრავალ სხვას. ასევე წმინდანთა ცხოვრებებს.

ამ უკანასკნელთა კითხვისას ორმაგ სიკეთეს ვიღებთ: მათი მოღვაწეობის მაგალითი გამოგვაფხიზლებს სიზარმაცის ძილისაგან; როცა წმინდანთა ცხოვრებას კეთილმოკრძალებით ვკითხულობთ, მაშინ ისინი ჩვენთვის ქრისტეს ევედრებიან.
მაგრამ ყოველთვის, ვიდრე წიგნის კითხვას დავიწყებთ, აუცილებელია ვილოცოთ, ლოცვის მერე წმინდანთა ცხოვრების წაკითხვას ისეთ გულისშემუსვრილებამდე მივყავართ, რომ უკვე გვიჭირს ცრემლის შეკავება. ეს იმიტომ ხდება, რომ ლოცვა გონებას განანათლებს.

- მამაო, წმინდა წერილიდან უფრო მეტად რა უნდა ვიკითხო?

- მთელი წმინდა წერილი ღვთივსულიერია და მას მთლიანად უნდა ვკითხულობდეთ. ძველი აღთქმიდან კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ფსალმუნს. ეს ძალზე ძლიერი ლოცვაა."



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2018, 10:35 AM
პოსტი #2202


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,179
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ეკლესიის წესდების მიხედვით, ბერის ნეშტი არ უნდა გაშიშვლდეს, ამიტომ სრული განბანა არ ხდება, მხოლოდ სველი ღრუბლით კეთდება ჯვრის ნიშანი შუბლზე, მკერდზე, ხელებზე, ფეხებზე და მუხლებზე. მონაზვნის ტანსაცმლით, ანუ სქემით და კაბით შემოსილ ნეშტს თავიდან ბოლომდე ანაფორას ახვევენ, სპეციალურ საკაცეზე დებენ და შავ სუდარას აფარებენ, რომელზეც სქემის ჯვრის მსგავს მუქი ნათელი ფერის ჯვარია დაკერებული. შემდეგ მიცვალებულთა მცირე ლიტიის გალობით ნეშტს ეკლესიაში გადაასვენებენ“.

/არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 11:11 AM
პოსტი #2203


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,179
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ჩვენ, ბერებმა, სხეული უნდა გამოვიშროთ, რათა მასში ისეთ მოძრაობას არ ჰქონდეს ადგილი, რაც ლოცვაში ხელს შეგვიშლის“.

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 11:06 AM
პოსტი #2204


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,179
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დედა სინკლიტიკია

“ წმინდა ელისე წინასწარმეტყველის ტაძარში მსახურობდნენ ღირსი ფილოთეოს ათენელის მონასტრის დედებიც. ისინი სახლებში მოღვაწეობდნენ, რადგან მეფე ოტონმა თავისი ბავარიელების დახმარებით გააუქმა ეს მონასტერი და საბერძნეთის სხვა მრავალი სავანე.

ტაძარში დასახმარებლად მოსულ მონაზონთა შორის იყო დედა სინკლიტიკია. იგი მონაზვნად სულ მთლად ახალგაზრდა აღიკვეცა. მისი მოძღვარი გახლდათ მამა მეთოდე. ის დიდი სიმკაცრით ცხოვრობდა, მხოლოდ ორცხობილათი და წყლით საზრდოობდა. მთლად გამოიფიტა ღვაწლისა და მრავალრიცხოვან სნეულებათაგან. არავის ესაუბრებოდა, ყოველთვის ლოცულობდა, რათა არ მოკლებოდა ყოვლადწმინდა სამებასთან გულწრფელ საუბარს და აქედან მომდინარე იმ სულიერ სიკეთეს, რომლის ღირსიც შეიქმნა ღირსი ფილოთეოსის მონატერში ცხოვრებისას.

მე, პატარა ბიჭს, მაოცებდა ეს მონაზონი. მხოლოდ ერთხელ მითხრა რამდენიმე სიტყვა და ისიც მხოლოდ განსაკუთრებული სულიერი სიკეთისთვის.

- შეგიძლია შენ მარტომ ჩააქრო ცეცხლი, რომელიც გააჩაღა მინდორში გლეხმა ეკლების მოსაწველად და მიწის სახნავად მოსამზადებლად? ასევე შეუძლებელია ჩააქრო ღვთისადმი სიყვარულის კოცონი, რომელიც მოიპოვეს ჩვენმა მამებმა ამ ღვთივდაცულ ქალაქ ათენში.

მაშინ ვერ მივხვდი ამ სიტყვების აზრს - ძალზე პატარა ვიყავი. მხოლოდ მთაწმინდაზე, მართალი ანას სკიტში, მამა მინას სულიერ შვილთან, ნეტარხსენებულ მამა ონოფრესთან მორჩილობისას გავიგე, რა იყო "ღვთისადმი სიყვარულის ცეცხლი" - ეს მამა ონოფრემ ამიხსნა.

დედა სინკლიტიკიას გარდაცვალების ჟამს ეშმაკებმა ერთადერთი ცოდვა წარუდგინეს, ერთხელ ორი ჭიქა უშაქრო ყავა დალიეო. ასეთი დიდი თავისუფლება მოიპოვა დედა სინკლიტიკიამ, აღვიდა ზეცად და იხარებს ღირს ფილოთეოსთან ერთად ქრისტეს სასახლეში.”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

111 გვერდი V « < 109 110 111
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th November 2018 - 05:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი