თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ქართული მონასტერი ემიგრანტებისთვის

პოსტის ავტორი: leli თარიღი: Mar 4 2007, 01:07 AM

ჩემო ქართველებო!
ყველამ ვიცით რა ძნელია საქართველოს საზღვერებს გარეთ სულიერი სიმშვიდის მოპოვება.
ემიგრანტებს სჭირდებათ სითბო , სულიერი სიმშვიდე ,მაგრამ სამწუხაროდ ბევრ ქვეყანაში ეკლესიიდან მადლის
მიღება შეუძლებელია მართმადიდებლური ტაძრის არარსებობის გამო.
დავეხმაროთ ერთმანეთს !
ქ.ანტვერპენიდში წმ.ნინოს სახელობის ეკლესია გაკეთდა, მაგარამ რიგი პრობლემები წარმოიშვა.
ეს ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:http://www.geo-diaspora.nl/info_monasteri.html

ქართველების მიმართვა:

საყურადგებო ყველასთვის - როგორც უკვე გაუწყეთ ბანკიდან მოგვეცა სესხის აღების უფლება შერჩეული ნაკვეთისა და ნაგებობის შესასყიდათ სამი ქვეყნის (გერმანია, ჰოლანდია, ბელგია) კუთხეში. გეგმის გათვალისწინებით ერთ თვეში იგი უკვე საქართველოს საპათრიარქოს საკუთრება გახდება. ეს ყველა ქართველისთვის მეტად სასიხარულო მოვლენაა და განსაკუთრებით კი ჩვეთვის რადგან ჩვენ საშუალება გვეძლევა ღვთის შეწევნით ამ საქმეში მონაწილეობის მიღების და მცირეოდენი წვლილის შეტანის. რათქმა უნდა ეს საქმე ასევე დიდ საფინანსო პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს თვიური სავალდებულო გადასახადების გამო. დიდი თხოვნაა ნუ დავი ვიწყებთ დასავლეთ ევროპაში პირველი ქართული მონასტრისთვის შენაწირის გაკეთებას.
ანგარიშის ნომერია:
Stg. Georgie /Diaspora
Rabobank: 1134.96. 648
IBAN: NL86 RABO113496648
SWIT /BIC : RABONL2U



იქნებ ჩვენ ფორუმელებმა მოვახერხოთ თანხის შეგროვება...

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Mar 4 2007, 04:40 AM

smile.gif
ძალიან მადლიანი წამოწყებაა!...
სულიერი საყრდენი უმთავრესია ემიგრანტი ქართველებისთვის! _ ის, რაც რწმენას, ენას და ქართველობას შეუნარჩუნებს!...
...

პოსტის ავტორი: BEDIA თარიღი: Jan 24 2008, 08:34 PM

ნეტავ ვინმემ თუ იცის ამ მიმართულებით თუ გაკეთდა რამე?
ანუ - მშენებლობა თუ დაიწყო?
იქნებ აქ დაგეწერათ...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 24 2008, 08:54 PM

BEDIA
მე როგორც ვიცი, მონასტერი ნელ-ნელა ღვთის მადლით ვითარდება.
1 ივლისს 2007-ში იკურთხა, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე წასვლა. წმინდა გიორგის სახელობისაა.
http://www.mrewli.de/Monasteri.htm - აქ დევს ინფორმაცია გერმანულად.

სურათებს დავდებ ინტერნეტიდან smile.gif
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: iraklion777 თარიღი: Apr 2 2008, 12:58 AM

ეს არის სარკის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 19 2013, 03:18 PM

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის , მეუფე აბრაამის (გარმელია) კურთხევით , გიორგობას 23 ნოემბერს წირვა ჩატარდება მალტაზე, ქ.ვალეტას წმ.იოანე ოქროპირის სახელობის ქართულ სამრევლოში. მსახურებას ჩაატარებს სამრევლოს წინამძღვარი იღუმენი კირიონი (მაჩაიძე). ტაძარში ასევე დაბრძანებულ იქნება წმინდანთა სანაწილე, რომელიც ეხლახანს გადმოეცა დასავლეთ ევროპის ეპარქიას.

დასაწყისი 10.00 საათზე.

ტაძრის მისამართი : 132a ARCHBISHOP STREET.VALLETA ....

ამის მერე აქ დავწერ ხოლმე სიახლეებს, თორემ აქაურობას არვინ უყურებს და გული მტკივა. შეიძლება ბევრისთვის მნიშვნელოვანი იყოს აქ გამოქვეყნებული ინფორმაცია.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)