ქართველი ქალი ჯარში, თუნდაც უცხოელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველი ქალი ჯარში, თუნდაც უცხოელი |
subterranean |
Feb 27 2009, 05:42 PM
პოსტი
#441
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
|
guest |
Feb 27 2009, 06:00 PM
პოსტი
#442
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
subterranean
რა ახალგაზრდაა თან, მაგას შემოვევლე რა ლამაზი და რა სიხარული |
neo |
Feb 27 2009, 06:11 PM
პოსტი
#443
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
-------------------- www.cordesign.ge
|
guest |
Feb 27 2009, 10:19 PM
პოსტი
#444
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
isaaki.
სასაცილოს ხედავ აქ რამეს? |
lch |
Feb 28 2009, 02:41 AM
პოსტი
#445
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ციტატა ქართველი ქალი ჯარში თუნდაც უცხოელი იყოს, მაგრამ რატომ... რა უნდა ქალს ჯარში?... საერთოდ დღევანდელ ქალს რამ გაუჩინა მოთხოვნილება და მისწრაფება მოიძულოს და მოიშოროს ყველაფერი ის, რაც მის ქალურობას განაპირობებს?... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
guest |
Feb 28 2009, 03:16 AM
პოსტი
#446
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
lch
ციტატა რა უნდა ქალს ჯარში?... არ უნდა იმიტომ, რომ რთულია. სხვა მისი ფიზიკური მონაცემების მიხედვით მისი გადასაწყვეტია უნდა თუ არა. ციტატა საერთოდ დღევანდელ ქალს რამ გაუჩინა მოთხოვნილება და მისწრაფება მოიძულოს და მოიშოროს ყველაფერი ის, რაც მის ქალურობას განაპირობებს?... ხერხეულიძეების დედას მოძულებული ქონდა? ან ის დედა და ქალი არ იყო? რა შუაშია ქალურობა და ჯარი ერთმანეთთან. ჯარში სქესი არ არსებობს, ქალიც მეომარია და კაციც, და იქ ხარ ნომერი, რომელიც საქმეს აკეთებ. პ.ს. ისე ჯარში ყოფილხარ? ან ომში? სურატები თუ ნახე ბოლოს დადებული ამ თემაში? იმ დაცემულ გოგონაზე რას იტყვი? გალანძღავ რომ ქალი არ არის? ვისთვის დაეცა ეს ანგელოზივით ქალი? იმისთვის რომ მავანმა ქალობა უგინოს? ცოტა თავი შეიკავეთ მსგავსი შეფასებებისგან, თქვენს გამო დაიღუპა ის გოგო , გასართობად კი არ იყო იქ წასული!!! |
guest |
Feb 28 2009, 03:27 AM
პოსტი
#447
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
|
ნაინა |
Feb 28 2009, 03:29 AM
პოსტი
#448
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
staywhite
ციტატა პ.ს. ისე ჯარში ყოფილხარ? ან ომში? სურატები თუ ნახე ბოლოს დადებული ამ თემაში? იმ დაცემულ გოგონაზე რას იტყვი? გალანძღავ რომ ქალი არ არის? ვისთვის დაეცა ეს ანგელოზივით ქალი? იმისთვის რომ მავანმა ქალობა უგინოს? ცოტა თავი შეიკავეთ მსგავსი შეფასებებისგან, თქვენს გამო დაიღუპა ის გოგო , გასართობად კი არ იყო იქ წასული!!! ეჰ, ნან ესეა, სიკეთის დაფასების მაგივრად იტყვიან, რა უნდოდა, რა მიარბენინებდა, სახლში მჯდარიყო და ცოცხალი იქნებოდაო. აბა როგორ არ გეტკინება გული ასეთ რამეზე, ზოგს კაცს ქალი მარტო სამზარეულოს კომბაინი და სარეცხის მანქანა ჰგონია სამწუხაროდ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
guest |
Feb 28 2009, 03:33 AM
პოსტი
#449
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ნაინა
ციტატა ეჰ, ნან ესეა, სიკეთის დაფასების მაგივრად იტყვიან, რა უნდოდა, რა მიარბენინებდა, სახლში მჯდარიყო და ცოცხალი იქნებოდაო. მათსავით ხო? ეს სურათი მე გუშინ პირველად ვნახე მარტო ამის გამო ავხდიდი თავის ქალას მტერს სწორედ მანამ, სანამ შევძლებდი და სანამ მეც არ დავეცემოდი ჩემს შვილებზე უფროსი კი არ იქნება, ანგელოზი ღმერთმა იქ მიხედოს და დაუფასოს |
ნაინა |
Feb 28 2009, 04:17 AM
პოსტი
#450
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
staywhite
ციტატა მათსავით ხო? ეს სურათი მე გუშინ პირველად ვნახე მარტო ამის გამო ავხდიდი თავის ქალას მტერს სწორედ მანამ, სანამ შევძლებდი და სანამ მეც არ დავეცემოდი ჩემს შვილებზე უფროსი კი არ იქნება, ანგელოზი ღმერთმა იქ მიხედოს და დაუფასოს სერიოზულად მტკივდება გული სურათებს რომ ვუყურებ ასეთი ახალგაზრდები, ასეთი ლამაზები და გმირები -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
lch |
Feb 28 2009, 02:16 PM
პოსტი
#451
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
staywhite
რას გეტყვი იცი: 1. მე ზოგადად ვთქვი ჩემი აზრი და კონკრეტულ შემთხვევას არ შევხებივარ; ძალიან უტრირებულია შენი არ გუმენტები და დემაგოგიასთან ახლოს; 2. დღევანდელ სიტუაციას ხერხეულიძეების მოღვაწეობის პერიოდს და თქვენს თავს ხერხეულიძეების დედას თუ ადრით, ნამეტნავად ხიბლში ყოფილხართ; თანაც ხერხეულიძეების დედა პირველი არ გაქცეულა ომში, ჯერ ცხრა ვაჟკაცი გაუზარდა სამშობლოს; 3. და თუ ოდესმე საქართველოს ისტორიაში ქალი ებმეოდა ომებში და ბრძოლებში, ეს იყო გამოწვეული მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით; 4. დღეს ასეთი აუცილებლობა არ დგას, მაშ რა აიძულებს ქალს პატარა შვილები სახლში მიყაროს ვიღაცასთან და ჯარში გაიქცეს? 5. ღმერთმა აცხოვნოს ყოველი დაღუპული მებრძოლის სული, რომელთაც სამშობლოს სიყვარულით გაიღეს ეს მსხვერპლი; მაგრამ ყველამ ვიცით რომ ეს იყო სააკაშვილის ავანტურა მხოლოდ, ისინი სააკაშვილმა გაწირა და აქცია საზარბაზნე ხორცად! და გარდაცვლილის ფოტოთი აპელირება ვერაფერი საქციელია... მართალია წინა ხაზზე არ მიბრძოლია, მაგრამ მე (და სხვებსაც), ჩვენს მოძღვართან ერთად არ მიგვიტოვებია დაცლილი სოფელი, ვპატრონობდით დარჩენილ მოხუცებს (ვინც ვერ შეძლო გაღწევა), ვიფარებდით და ვმალავდით უკუქცეულ, ოფიცრების და სარდლობის მიერ მიტოვებულ ჯარისკაცებს, ვზრუნავდით დაჭრილებზე და დაღუპულებზე, გადავიტანეთ მარადიორების თარეში და ა.შ.; თბილისიდან ჩავედი სხვათაშორის, შემეძლო კი აქ დავრჩენილიყავი და ზოგიერთივით ტაშ-ფანდურში მიმეღო მონაწილეობა.... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
guest |
Feb 28 2009, 05:15 PM
პოსტი
#452
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
staywhite რას გეტყვი იცი: ეს რა მიმართვაა? ასე ესაუბრები შენ გარეშეთმყოფთ და მითუფრო ქალებს? ციტატა 1. მე ზოგადად ვთქვი ჩემი აზრი და კონკრეტულ შემთხვევას არ შევხებივარ; ძალიან უტრირებულია შენი არ გუმენტები და დემაგოგიასთან ახლოს; თავად ხარ დემაგოგი როგორც ჩანს და ბოღმით ლაპარაკობ, როცა თან საჭირო არ არის. აზრი შეგიძლია გაგაჩნდეს, მაგრამ სხვა არ უნდა ლანძღო, ვინც გინდა ის იყოს და რა პროფესიაც არ უნდა ქონდეს. ვინც ჯარშია, ეს არავისთვის არ არის ადვილი, არც კაცისთვის და არც ქალისთვის. ციტატა 2. დღევანდელ სიტუაციას ხერხეულიძეების მოღვაწეობის პერიოდს და თქვენს თავს ხერხეულიძეების დედას თუ ადრით, ნამეტნავად ხიბლში ყოფილხართ; თანაც ხერხეულიძეების დედა პირველი არ გაქცეულა ომში, ჯერ ცხრა ვაჟკაცი გაუზარდა სამშობლოს; და მიცნობ მე? სად შევედარე მე ხერხეულიძეების დედას? ან სხვისი ღვაწლი რა იცი შენ ? ან რა იცი რამდენი ვაჟკაცი დავზარდე? ან აზრზე ხარ საერთოდ ჩემს შესახებ, ან რა პროფესიები მაქვს? ხოდა თუ გგონია რომ ფიქრობ, ბარემ ლოგიკურად იფიქრე! ციტატა 3. და თუ ოდესმე საქართველოს ისტორიაში ქალი ებმეოდა ომებში და ბრძოლებში, ეს იყო გამოწვეული მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით; მე ახლაც ვხედავ თქვენნაირების გამო ამ აუცილებლობას... ციტატა 4. დღეს ასეთი აუცილებლობა არ დგას, მაშ რა აიძულებს ქალს პატარა შვილები სახლში მიყაროს ვიღაცასთან და ჯარში გაიქცეს? და რა იცი რომ ვინმემ მიაყარა?დაამტკიცე, რომ რომელიმე ქალმა პატარა ბავშვი მიატოვა და ჯარში წავიდა... ნული წარმოდგენა გაქვს ჯარის წესდებაზე. ციტატა 5. ღმერთმა აცხოვნოს ყოველი დაღუპული მებრძოლის სული, რომელთაც სამშობლოს სიყვარულით გაიღეს ეს მსხვერპლი; მაგრამ ყველამ ვიცით რომ ეს იყო სააკაშვილის ავანტურა მხოლოდ, ისინი სააკაშვილმა გაწირა და აქცია საზარბაზნე ხორცად! და გარდაცვლილის ფოტოთი აპელირება ვერაფერი საქციელია... ეს უთხარი იქ მებრძოლებს და არა კომპიუტერის წინ კლავიშების რახარუხით. ან დაღუპულების ახლობლებს და შენ თუ ვერ ხვდები, რომ რისთვის დაეცნენ ისინი, იმათმა იციან. პატივი მიაგე დაღუპულებს! ნუ უკლავთ მოტივაციას მეომრებს! ხვალაც უნდა იბრძოლონ ... ციტატა მართალია წინა ხაზზე არ მიბრძოლია, მაგრამ მე (და სხვებსაც), ჩვენს მოძღვართან ერთად არ მიგვიტოვებია დაცლილი სოფელი, ვპატრონობდით დარჩენილ მოხუცებს (ვინც ვერ შეძლო გაღწევა), ვიფარებდით და ვმალავდით უკუქცეულ, ოფიცრების და სარდლობის მიერ მიტოვებულ ჯარისკაცებს, ვზრუნავდით დაჭრილებზე და დაღუპულებზე, გადავიტანეთ მარადიორების თარეში და ა.შ.; თბილისიდან ჩავედი სხვათაშორის, შემეძლო კი აქ დავრჩენილიყავი და ზოგიერთივით ტაშ-ფანდურში მიმეღო მონაწილეობა.... ტაშ-ფანდური არც მე მომწონს, მაგრამ განსხვავებაა "წინა ხაზსა" და ზურგს შორის. ამას რომ გაარჩევ, დანარჩენი ფრუსტაცია მერე წერე. მანამდე გეტყვი, რომ უპატივცემულოდ ეპყრობი მამულისთვის დაცემულებს. გარდა ამისა, ასე რომ შემოდი ამ თემაში, ბარემ წინა პოსტებიც წაგეკითხვა და სხვის "დემაგოგიაზე" მერე გელაპარაკა, ჯერ ერთი ქალს ესაუბრები და ეგ სტილი თუ გაქვს ქალებთან ან სულაც უფროსებთან მიმართებაში, მაშინ ისედაც გასაგებია ყველაფერი. მე და შენს შორის უარესვაჟკაცს კი მოსტეხოდეს მარჯვენა! ასევე უარეს მეოჯახეს და მშობელს! |
guest |
Feb 28 2009, 05:29 PM
პოსტი
#453
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
|
lch |
Feb 28 2009, 07:25 PM
პოსტი
#454
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
staywhite
პირდაპირ გადმოდიხარ შეურაწყოფაზე და ლანძღვაზე და მე მთხოვ აქეთ ზრდილობას? თუმცა მე არასდროს არც შენთვის და არც არავისთვის შეურაწყოფა არ მიმიყენებია... ციტატა თქვენნაირების გამო რას დაიჩემე, რა იცი ვინ და რანაირი ვარ?... არავის ვეპყრობი უპატივცემულოდ, მით უმეტეს დაღუპულებს... ისინი კი დაიღუპნენ სამშობლოსთვის, მართლა შემართებით წავიდა იქ ხალხი, მაგრამ ზევით, თქვენი პრეზიდენტი სულ სხვას ფიქრობდა (თუ აქვს ფიქრის უნარი) და შედეგიც სახეზეა. რად გინდა ჩემი მტკიცება, თავად არ იცი რო ეს ავანტურა (რასაც "აგვისტოს ომი" დაარქვა პრეზიდენტმა) ბოროტად იქნა წამოწყებული, მიზნებიც სახეზეა... გადაყრილი არსენალი გინახავს, მთელი ფრონის ხეობა სავსე იყო გადაყრილი იარაღითა და ფორმით... რა მეხის ტეხაც არ უნდა დამაყარო მაინც გავიმეორებ - დღევანდელ ქალს ძალიან უნდა კაცს გაუტოლდეს ყველაფერში, მაგრამ ვერ მიმხვდარა რომ ამით ქალურობას კარგავს... ქალის საქმე არ არის ჯარი... ციტატა მე და შენს შორის უარესვაჟკაცს კი მოსტეხოდეს მარჯვენა! ასევე უარეს მეოჯახეს და მშობელს! ამ სიტყვებით უკვე ნათელია რა "ვაჟკაციც" ბრძანდები... ღმერთმა დაგლოცოს! იხარე ორთავ სოფელსა შინა!!! -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
guest |
Feb 28 2009, 10:09 PM
პოსტი
#455
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
staywhite ამ სიტყვებით უკვე ნათელია რა "ვაჟკაციც" ბრძანდები... სხვა ანტიგამოსვლებს აღარ შევეხები, ესეც საკმარისია გამოჩნდეს შენი ვაჟკაცობა იმედია აღარ ჩაიციკლები და პირადულ შეურაცხყოფაზე აღარ გადახვალ. ჩვენთვის ის ხალხი გმირები არიან და შენთვის უზნეოები არიან, ეგ უკვე შენს დონეზე მეტყველებს და არა თვით ფაქტზე. lch ციტატა დღევანდელ ქალს ძალიან უნდა კაცს გაუტოლდეს ყველაფერში, მაგრამ ვერ მიმხვდარა რომ ამით ქალურობას კარგავს შენნაირად მოაზროვნე კაცზე გატოლებას არცერთი ქალი არ იოცნებებს ქალურობას რაც შეეხება, შეიხედე გალერეაში ან ის დაცემული გოგონა, ეს ლელა მჭედლიშვილი რით არის უშნო ძალიან მაინტერესებს? ანგელოზივით გოგონები არიან ! პ.ს. პირადი ლანძღვა და შეურაცხყოფა შენ დაიწყე, ასე რომ ნუღარ "ისაწყლებ" ახლა თავს და ნუ ხდებით ბოლოში ბატკნები პატივისცემა მართებს ყველას , არ მოგწონს: დაწერე შენი აზრი, მაგრამ ქალებს არ გავან, ბავშვებს ყრიან, დედობა ასე ისე, ამის უფლება ვინ მოგცა? ! ეს კი იმის ბრალია, რომ ზოგადად ქალს არ სცემ პატივს! პ.ს. მოდერატორს ვთხოვ შემოიხედოს ხოლმე ამ თემაში და ნებისმიერი ანტიქალური გამოსვლა არ დატოვოს შენიშვნის გარეშე ! |
kato_Bato |
Feb 28 2009, 11:15 PM
პოსტი
#456
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
lch
თქვენი საქმე საქებია, ოღონდ ვინც თავი გასწირა იმის გამო რომ ქვეყანა დაეცვა და არ დაიწყო ძიება ვისი ავანტიურა იყო, მაშინ როცა ხალხს ხოცავდნენ, იმათ ხსოვნას ნუ მივაყენებთ ჩრდილს. ნანა აქ არავისი სურათEბით არაფერს არ ამარიაჟებს და მითუმეტეს სააკაშვილის ფენომენს. არ არის ყველაფერი თეთრი და შავი, სხვა ფერებიც არსებობს.. და გთხოვთ, ფრთხილად მოეკიდეთ საკითხს. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
guest |
Feb 28 2009, 11:35 PM
პოსტი
#457
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
lch
ციტატა გადაყრილი არსენალი გინახავს, მთელი ფრონის ხეობა სავსე იყო გადაყრილი იარაღითა და ფორმით... და ეს რა შუაშია ქალის ჯარის თემასთან? ქალებმა დაყარეს არსენალი? ამაზე არსებობს თემა ამავე განყოფილებაში "სამხედრო" და იქ შეგიძლია ისაუბრო. ნახვას რაც შეეხება, შეგიძლია შეხვიდე ფორუმ.გე-ს არსენალის განყოფილებაში და იქ ნახო ჩემი თემები და პოსტები (CZ88). ასე რომ , ზეპირად აწი ნუღარ მომმართავ. kato_Bato ციტატა ნანა აქ არავისი სურათEბით არაფერს არ ამარიაჟებს და მითუმეტეს სააკაშვილის ფენომენს. იცოცხლე, კატო არ იცნობენ ნანას და ზერელე დასკვნების ადგილი და მისამართი ნამდვილად არ ვარ |
.ნინო |
Mar 1 2009, 12:40 AM
პოსტი
#458
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
lch
სხვათა შორის ეგ იარაღი ხეობაში, მამაცმა რეზერვისტებმა გადაყარეს, დედიკოებს რომ ურეკავდნენ გვიშველეთო! მეორეც, არ მეგულება ქალი, რომელიც ოცნებობს იყოს ჯარისკაცი, ან აკეთოს რაიმე მძიმე საქმე... ნამდვილად დიდი ბედნიერებაა როცა შეგიძლია იყო სახლში და ქმარ-შვილზე იზრუნო, ქსოვა, ქარგვა, კერვა ეს ყველა ქალს უყვარს და ამშვიდებს. მაგრამ მამაკაცები თავად გვაიძულებთ ვიყოთ ძლიერები... ნამდვილად ძალიან ბევრი რამეს დრეს საქართველოში ქალზე დამოკიდებული და ეს მხოლოდ მათი ბრალი არაა... ერთ ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან, ომის თემას არ შეეხება, მაგრამ იმედია ნანა არ მიწყენს: ერთ-ერთ ქართულ სოფელში, გასულ ზაფხულს წყლის პრობლემა იყო და ხალხს წყლის მოტანა სადღაც ნახევარი კილომეტრიდან უწევდათ. და ამას იცი ვინ აკეთებდნენ? ქალები! ერთ-ერთმა მითხრა, დღეს 200 ლიტრამდე მაქვს მოზიდული, აბა რა მექნა, ბავშვები დაუბანლები ხომ არ მეყო;ლებაო!!!!! მათი ქმრები კი ამ დროს ბირჟაზე იდგნენ და "საქვეყნო საქმეს" არჩევდნენ... გეფიცებით ძლივს შევიკავე თავე, რომ ნაძირლები არ მეძახა მათთვის... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
guest |
Mar 1 2009, 01:30 AM
პოსტი
#459
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ნინო, რა უნდა გიწყინო :მპუა: უბრალოდ, მე შენიშვნა მივეცი , რომ თემას არ ეხება წაღებული არსენალი და ისიც ის, რომ ეს ქალების ბრალი სულ არ არის :)
რაც შენ მოყევი მაქედან დასკვნა: ბევრ კაცს რომ უცადო ბავშვიც მწყურვალი დაგრჩება :) ასე რომ, მავანის აზრით, კაცებს ბაძავენ ქალებიო, საინტერესოა როგორ უნდა მიბაძო მასეთ კაცს :rolleyes: |
lch |
Mar 1 2009, 02:23 AM
პოსტი
#460
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
kato_Bato
ციტატა თქვენი საქმე საქებია, ოღონდ ვინც თავი გასწირა იმის გამო რომ ქვეყანა დაეცვა და არ დაიწყო ძიება ვისი ავანტიურა იყო, მაშინ როცა ხალხს ხოცავდნენ, იმათ ხსოვნას ნუ მივაყენებთ ჩრდილს. არაფერი საქები და განსაკუთრებული მე არ გამიკეთებია, არც არის ეს სალაპარაკო... არავის ხსოვნას არ ვაყენებ ჩრდილს, რიგით ჯარისკაცს და ჩვენ ყველას გვეგონა რომ კეთდებოდა დიდი ქართული საქმე, და ის ხალხი სამშობლოს სიყვარულით იბრძოდა და ამ სიყვარულს სწირავდა თავს!!!! მაგრამ დღეს ყველანი ვხედავთ რაც მოხდა და რისთვისაც მოხდა; ამაში კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჯარისკაცის დადანაშაულება, მით უმეტეს დაღუპულის!!! დამნაშავეა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლება!!!! თუ მშვიდად წაიკითხავენ ჩემს დაწერილს მიხვდებიან, რომ არავის ვაყენებ ჩრდილს გარდა საკაშვილის პირსისხლიანი ხელისუფლებისა, ჩრდილი კიარა შავმა ღრუბელმა უნდა შთანთქან ეგენი!!!! ----- თქვენ კი ქ-ნო ნანა ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ღმერთს ებარებოდეთ!!! "მოიხსენე უფალო დავით და ყოველივე სიმშვიდე მისი..." -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2024 - 04:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი