პატერიკი, ეპიზოდები მამათა ცხოვრებიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატერიკი, ეპიზოდები მამათა ცხოვრებიდან |
+ვახტანგი+ |
Jun 21 2010, 02:16 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 |
11. ერთ სულიერ მონაზონს პირისპირ ეჩვენნენ ეშმაკები და ნეტარს უწოდებდნენ მას. ამ ყოვლადბრძენმა ბერმა კი მიუგო: „თუ ქებას თავს ანებებთ და განმეშორებით, ეს მიმახვედრებს, რომ მართლაც დიდებულებისათვის მიმიღწევია, თუ ჩემს ქებას არ დაეხსნებით, სწორედ ეს დამარწმუნებს, რომ არაწმიდა ვყოფილვარ; რადგან „ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე“ (იგავ. 16.5). ამგვარად, ახლა ან განმშორდით, რომ თავი დიდებულ ადამიანად ჩავთვალო, ან მაქეთ და თქვენი საშუალებით უდიდეს სიმდაბლეს მოვიპოვებ“. ისინი განაცვიფრა მისმა სიბრძნემ და დამარცხებულნი მაშინათვე გაუჩინარდნენ.წმიდა იოანე კიბისაღმწერლის 25-ესიტყვიდან; მუხლი 11;
44. ერთხელ ერთი წმიდა და გამოცდილი ბერი მიამბობდა: ძმათა შორის ვიყავი და პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ეშმაკები მოვიდნენ; ერთი მარჯვნიდან ამომიდგა, მეორე - მარცხნიდან; ერთი პატივმოყვარეობით თითით გვერდში მირტყამდა და მიწვევდა, რომ იქ მყოფთათვის მეთქვა რაიმე ჩვენების ან ჩემი უდაბნოში მოღვაწეობის შესახებ, მე კი განვდევნე და ვუთხარი: „მართლუკუნიქცენ და სირცხვილეულიქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი“ (ფს. 39.15); იმ წუთასვე ჩემგან მარცხნივ მყოფმა მითხრა ყურში: ვაშა, ვაშა, კეთილად ქმენ და განდიდდი, როდესაც უსირცხვილო დედას ჩემსას, სძლიე. - მაშინ მისკენ მივბრუნდი და წარმოვთქვი სიტყვები, რომლებიც პირდაპირ მოსდევდა ზემოთქმულს: „მიიღეთ მეყსეულად სირცხვილი მათი, რომელი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!“ 45. მაშინ ვკითხე ამ ბერს, თუ რად ითვლება პატივმოყვარეობა ამპარტავნების დედად; ხოლო მან მიპასუხა; ქება ადამიანის სულს აამაღლებს და როდესაც სული თავს აიმაღლებს, მაშინ მას ამპარტავნება შეიპყრობს, ცამდე აიტაცებს მას და შემდეგ უფსკრულში და ჯოჯოხეთის ქვესკნელში ჩააგდებს. წმიდა იოანე კიბისაღმწერლის 22-ე სიტყვიდან; მუხლი 44; -------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
lingvo |
Jun 21 2010, 03:22 PM
პოსტი
#22
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მონასტერში გამუდმებით დადიოდა, მაგრამ ამსოფლიური ყოფაც ერთობ ძალუმად იზიდავდა (უყვარდა მუსიკა, ნაირგვარი სანახაობები, მოგზაურობა, გართობა), ჰკითხა მამა ეპიფანეს, დასაშვებია თუ არა მისთვის იფიქროს მონაზვნობაზე.
- შვილო ჩემო, მონაზვნად არ გამოდგები, - მიუგო მამა ეპიფანემ, - შენ მეტისმეტად გიზიდავს სოფელი, მონაზონს კი საწინააღმდეგო მისწრაფება უნდა ჰქონდეს: თავისი შინაგანი სამყარო უნდა იზიდავდეს და არა პირიქით. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
dzvelmartlmadidebeli |
Jul 13 2010, 07:36 PM
პოსტი
#23
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
მარტვილობა წმიდისა მოწამისა არტემისა (ხს. 20 ოქტომბერს) წმმ. დიმიტრი, გიორგი, არტემი და პროკოფი (მარცხნიდან მარჯვნივ) ძველი გადმოცემის თანახმად, წმიდა მოწამე არტემი წარმოშობით რომის წარჩინებული ოჯახიდან ყოფილა. მას სენატორის თანამდებობა ჰქონია, ამასთან იმპერატორ კონსტანციუსის დროს განაგებდა მეფის მთელ ქონებას. კონსტანტინე დიდის, ამ ღვთისმოსავი იმპერატორის, დროს არტემი სამხედრო სამსახურს შეუდგა. გადმოცემით, მან კონსტანტინესთან ერთად იხილა წმიდა და ცხოველმყოფელი ჯვრის სასწაულებრივი გამოსახვა ცაზე, რამაც ქრისტეანულ სარწმუნოებაში განამტკიცა. სწორედ ამის შემდეგ იქცა იგი იმპერატორ კონსტანტინეს და მისი სახლეულობის ერთგულ მსახურად. კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ არტემი გვერდიდან არ სცილდებოდა მის შვილს, კონსტანციუსს, თავის საუკეთესო მეგობარს, და მეფეც ყველაზე საპატიო დავალებებს მას ანდობდა. ასე, მაგალითად, როდესაც კონსტანციუსმა ერთი ეპისკოპოსისგან შეიტყო, რომ ქრისტეს მოციქულების _ ანდრიას და ლუკას ნეშტები დაკრძალულია აქაიას, მან ამ უძვირფასესი განძის კონსტანტინოპოლში გადატანა არტემს დაავალა. მანაც პატიოსნად შეასრულა მეფის ბრძანება და წმიდა მოციქულთა უპატიოსნესი ცხედრები დიდი პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში, რისთვისაც მეფისგან დაწინაურება დაიმსახურა და რისი ღირსიც ნამდვილად იყო. სწორედ მეფემ დანიშნა ის ეგვიპტის დუქსად და ავგუსტალიად, რის შემდეგაც არტემიც საცხოვრებლად ეგვიპტეში გადავიდა, სადაც თავის უფალს, იესუ ქრისტეს, პატიოსნად ემსახურებოდა. მან ყველგან გაავრცელა ქრისტეს სახელი და ეგვიპტეში მრავალი კერპიც შემუსრა. როდესაც მეფე კონსტანციუსი, კონსტანტინე დიდის ძე, გარდაიცვალა, ძალაუფლება მთელ რომის იმპერიაზე მიიღო იულიანე განდგომილმა, რომელმაც ჯერ ფარულად, შემდეგ კი ოფიციალურად უარყო უფალი იესუ და სრულიად აშკარად დაიწყო კერპთა თაყვანისცემა. მან თავისი სამეფოს ყველა კუთხეში, აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში, დააგზავნა განკარგულება, რათა ის ტაძრები, რომლებიც კონსტანტინე დიდის მეფობისას წაართვეს წარმართებს და გადასცეს ქრისტეანებს, ისევ კერპთაყვანისმცემლებს დაბრუნებოდათ. ამასთანავე ბრძანა, ამ ტაძრებში ისევ დაედგათ კერპები და წარმართი ღმერთებისთვის მსხვერპლი შეეწირათ. ასე აღადგინა ყველგან ამ უკეთურმა მეფემ კონსტანტინე დიდის მიერ დამხობილი მრავალღმერთობა, ქრისტეანებს კი საშინელი დევნა გამოუცხადა. ის დაუნდობლად აწამებდა და ხოცავდა ქრისტეს მიმდევართ, ძარცვავდა მათ სახლებს, ართმევდა ქონებას და გმობდა უფალ იესუს წმიდა სახელს. ქრისტეანობის დასაკნინებლად უსჯულო იულიანემ საძვალიდან ამოყარა წმ. წინასწარმეტყველ ელისეს ძვლები და წმ. იოანე ნათლისმცემლის წმიდა ნაწილები - გარდა მისი პატიოსანი თავისა და მარჯვენა ხელისა, რომლებიც იმ დროს სებასტიაში იმყოფებოდნენ - და ისინი უკეთურ ადამიანთა და პირუტყვთა ძვლებს შეურია, შემდეგ კი დაწვა ისინი და ფერფლი ქარს გაატანა; ქრისტეანებმა შეაგროვეს ეს ფერფლი და დაწვას გადარჩენილ ძვლებთან ერთად გადამალეს. როცა შეიტყო, რომ ქალაქ პანეადაში იდგა ქრისტე მაცხოვრის ქანდაკება, აღმართული სისხლდენით დაავადებული იმ დედაკაცის მიერ, რომელიც ამ სნეულებისგან ქრისტეს სამოსის კიდესთან მიკარებამ რომ განკურნა (მათე 9:20). მეფემ ქანდაკება დაამხო და ბრძანა მანამ ეთრიათ ქალაქის მოედანზე, სანამ სრულიად არ დაიმტვრეოდა; ამ ქანდაკების მხოლოდ თავიღა გადარჩა, რომელიც ერთმა ქრისტეანმა მოიტაცა და გადამალა. ქანდაკების ადგილას მეფემ თავისი სტატუეტა აღამართინა, რომელსაც მოგვიანებით მეხმა დასცა და დაამსხვრია. ერთხელ, უსჯულო იულიანემ მხედრობა შეკრიბა და სპარსთა წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა. ამ ლაშქრობის დროს ანტიოქიაში, უკეთური ჩვეულებისამებრ, მან ქრისტეანთა წინააღმდეგ გაილაშქრა და მრავალი მათგანი ამოწყვიტა.ანტიოქიაში ყოფნისას მას წარუდგინეს ორი განსწავლული ანტიოქიელი პრესვიტერი - ევგენი და მაკარი. მათთან იულიანეს ხანგრძლივი კამათი ჰქონდა. იგი იცავდა წარმართ ღმერთებს, თავისი უკეთური შეხედულებების დასამტკიცებლად იმოწმებდა წარმართი ბერძენი მწერლების გამონათქვამებს, მაგრამ ღვთითგანბრძნობილ პრესვიტერთაAდამარცხება მაინც ვერ შეძლო. პირიქით, თვითონ დამარცხდა - იგი უკეთურებაში ამხილეს. გოროზ იულიანეს არ შეეძლო საკუთარი მარცხის ატანა და ბრძანა, ჯერ გაეშიშვლებინათ, ხოლო შემდეგ უმოწყალოდ ეცემათ მხცოვანნი - ევგენი ხუთასი, ხოლო მაკარი უთვალავი დარტყმით დაისაჯა. მოხდა ისე, რომ წმინდანთაA დასჯას შეესწრო დიდი არტემიც. იულიანეს გამეფება და სპარსეთის წინააღმდეგ მისი გალაშქრების ამბავი რომ შეიტყო, რადგან მასაც ებრძანა მთელი თავისი მხედრობითურთ ანტიოქიაში გამოცხადება, არტემი მთელი თავისი ჯარით წარუდგა მას, პატივი მიაგო იულიანეს, როგორც იმპერატორს, ძღვენი მიართვა და, როდესაც წმიდა აღმსარებლებს ევგენის და მაკარის სჯიდნენ, იმპერატორის გვერდით იდგა. როდესაც ესმა, როგორ გმობდა უკეთური იულიანე თავისი ბილწი ბაგეებით უფლის სახელს, არტემი საღმრთო მოშურნეობით აღივსო და მეფეს უთხრა: - რად სტანჯავ, მეფეო, ასე უმოწყალოდ ღმერთსშეწირულ და უდანაშაულო კაცებს და აიძულებ მართლმადიდებელი სარწმუნოებისგან განდგომას? უწყოდე, რომ შენც უძლური ადამიანი ხარ, და ნუ გგონია, რაკი ღმერთმა მეფედ თუ განგამწესა, ეს დაგიცავს ეშმაკის მზაკვარებისა და საცთურებისგან. ბოროტების პირველმიზეზი ხომ მზაკვარი ეშმაკია. როგორც ოდესღაც გამოსთხოვა მან უფალს იობის გამოცდა და მიიღო ამისი უფლება, ასევე შენი თავი აგვიმხედრა ჩვენ, ქრისტეანებს, რათა შენი ხელით ამოაშთოს ქრისტეს ხორბალი და შეუდგეს თავისი ღვარძლის დათესვას. მაგრამ ფუჭია მისი მცდელობა და ამაოა მისი ძლიერება; რადგან იმ დღიდან, რაც მოვიდა უფალი და ჯვარზე ეცვა, დაეცა ეშმაკის მძლავრობა, მისი ამპარტავნება და შეიმუსრა მისი ძლიერება. ასე რომ, ნუ ცთუნდები მეფეო, და ნუ სდევნი ღმრთითდაცულ ქრისტეან ერს ეშმაკთ გასახარად. იცოდე, ქრისტეს სიმტკიცე და ძლიერება უძლეველი და ურყევია. ეს რომ გაიგო, იულიანე განრისხდა და ხმამაღლა შეჰყვირა: - ვინ არის და საიდან მოვიდა ეს უკეთური, რომელიც ასე პირდაპირ ბედავს ჩემს შეურაცხყოფას? მსახურებმა უპასუხეს: - მეფეო! ეს არის დუქსი და ავგუსტალიუსი ალექსანდრიისა. - როგორ? - თქვა მეფემ, - ეს არის ის საძაგელი არტემი, რომელიც ჩემი ძმის, გალიუსის მკვლელობაში მონაწილეობდა? - დიახ, ყოვლისმპყრობელო მეფეო, ეს ის არტემია, - მიუგეს მსახურებმა. მაშინ მეფემ თქვა: - ვმადლობ უკვდავ ღმერთებს, უმეტესად კი დაფნიელ აპოლონს, რომ ხელში ჩამიგდეს ჩემი მტერი, რომელიც აქ თავისი ფეხით მოსულა. მაშ ასე, პატივი აჰყარეთ ამ არამზადას, მოხსენით ქამარი და დასაჯეთ, ხვალ კი, თუ ღმერთები ინებებენ, განაჩენს გამოვუტან ჩემი ძმის მკვლელობისთვის. მე შურს ვიძიებ მასზე უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლისთვის და დავტანჯავ არა ერთი სასჯელით, არამედ მრავლით, რადგან მან არა ჩვეულებრივი, არამედ სამეფო გვარის სისხლი დაღვარა. მეფის ეს სიტყვები იყო და მესაჭურვლეებმა იმწამსვე შეიპყრეს არტემი, შეხსნეს მას მხედართმთავრის ქამარი, ასევე სხვა ნიშნები სამხედრო პატივისა და გააშიშვლეს. ამის შემდეგ გადასცეს ჯალათებს, რომლებმაც ხელფეხშეკრული არტემი ოთხივე მხარეს გაჭიმული მიაბეს და ისე ხანგრძლივად სცემდნენ ზურგსა და მუცელზე ხარის ძარღვებით, რომ დაღლილები ერთმანეთს ოთხჯერ შეენაცვლნენ. მაგრამ წმინდანმა ნამდვილად არაადამიანური მოთმინება გამოიჩინა. ჯალათებს ის უგრძნობელიც კი ეგონათ, იმდენად უხმოდ და მშვიდად ითმენდა ამ უმსგავსობას. არც დაუკვნესია, სხეულის ნაკვთიც კი არ შეტოკებია, როგორც ეს ჩვეულებრივ ახასიათებთ ადამიანებს, რომლებსაც ტანჯავენ და აწამებენ. მიწა დაილტო მისი სისხლით, ის კი ურყევად იყო გაწოლილი, თანაც ისე, რომ თვით უკეთურ იულიანესაც კი უკვირდა. შემდეგ მეფემ ბრძანა, შეეწყვიტათ მისი ცემა, და წმინდანი წმიდა მოწამეებთან, ევგენისთან და მაკარისთან ერთად დილეგში ჩააგდეს. ამ დროს მოწამეები გალობდნენ: "რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომაჴურვენ ჩუენ, ვითარცა გამოიჴურვების ვეცხლი. შემიყვანენ ჩუენ საფრჴესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა. ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებლად, შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი" (ფსალმ. 65:10-12). გალობის დამთავრების შემდეგ არტემიმ საკუთარ თავს უთხრა: - არტემი, აი გამოგესახა შენ სხეულზე ქრისტეს წყლულები; ეხლა მხოლოდ ისღა დაგრჩენია სული შენი და სისხლი მისცე ქრისტესთვის; და იხსენებდა წინასწარმეტყველის სიტყვას: " ზურგი ჩემი მივეც გუემათა და ღაწუნი ჩემნი ყურმილის-ცემათა, ხოლო პირი ჩემი არ განვაყენე სირცხჳლისაგან ნერწყუვათასა" (ესაია 50:6). მაგრამ განა განვიცადე მე, უღირსმა, - ამბობდა ის, - იმაზე მეტი, რაც ჩემმა უფალმა? მას ხომ მთელი სხეული ჰქონდა დასერილი; თავით ფეხამდე საღი ადგილი არ შერჩენია, თავზე ეკლის გვირგვინი ედგა; მისი ხელები და ფეხები ჯვარზე ჩემი ცოდვებისთვის მიემსჭვალა მაშინ, როდესაც თავად სრულიად უცოდველი იყო და კრინტიც კი არ დაუძრავს. ო, რა დიადია, ჩემი უფლის ტანჯვა ჩემს ტანჯვასთან შედარებით, როგორ შორსა ვარ მე, უბადრუკი, მისი ტანჯვისა და ურისხველობისგან! ვხარობ, რადგან თავს ვიმშვიდებ ჩემი უფლის ტანჯვით, რაც ამსუბუქებს ჩემს ტანჯვას. გმადლობ, უფალო, რომ გვირგვინოსან მყავ შენი ტანჯვით! გვედრებ, უფალო, მატარე მოწამებრივი ღვაწლით; ნუ უღირს მყოფ ჩემ მიერ დაწყებული ღვაწლისა, რამეთუ შენ მიმართ აღვსილვარ სასოებით და შენი წყალობის მომლოდინე ვარ, კაცთმოყვარე უფალო! ასე ლოცულობდა თავისთვის, როცა წმინდანმა მიაღწია დილეგს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში წმინდა ევგენისთან და მაკარისთან ერთად ადიდებდა უფალს. გათენებისთანავე იულიანემ განკარგულება გასცა, მოეყვანათ მოწამეები და აქ დაკითხვის გარეშე ერთმანეთს განაშორა: არტემი თავისთან დაიტოვა, ევგენი და მაკარი კი არაბეთის ოჰასიმში გადაასახლა. ეს იყო უკიდურესად მავნე ქარებისა და მძიმე კლიმატის ქვეყანა. იქ გადასახლებულთაგან ერთ წელზე მეტ ხანს არავის გაუძლია, რადგან მყის მძიმედ სნეულდებოდნენ და კვდებოდნენ. ასე რომ, წმიდა ევგენიმაც და მაკარიმაც, რომლებიც ამ უკაცრიელ ადგილას გადაასახლეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიაღწიეს ნეტარ აღსასრულს და სული უფალს ჩააბარეს. წმიდა არტემიმ კი მრავალი ტანჯვა-წამება გადაიტანა, მაგრამ იულიანემ, როგორც ცხვრის ქურქში გახვეულმა მგელმა, მოჩვენებითი თავმდაბლობით და მოფერებით, თითქოსდა თანაუგრძნობს და ეცოდებაო, ასე მიმართა წმინდანს: - შენი უგუნური კადნიერებით მაიძულე, არტემი, პატივი ამეყარა შენთვის ამ სიბერეში და მომეწყლა შენი ჯანმრთელობა, რაზეც ძალიან ვწუხვარ. ამჯერად გთხოვ, მიდი და მსხვერპლი შეწირე ღმერთებს, უპირველესად კი დაფნიელ ღმერთს, აპოლონს, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ. თუ ამას შეასრულებ, გაგიშვებ, გაპატიებ ჩემი ძმის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს და უფრო მეტი პატივითა და ხარისხით დაგაჯილდოებ: მე შენ დიად ღმერთთა უმაღლეს ქურუმად და მთელი სამყაროს ქურუმთა მთავრად დაგნიშნავ; მამას დაგიძახებ და ჩემს შემდეგ მეორე პირად გაგხდი ჩემს სამეფოში. შენ, არტემი, თვითონაც იცი, რომ ჩემი ძმა, გალიუსი, უდანაშაულოდ, მხოლოდ შურის გამო მოკლა კონსტანციუსმა. ტახტის მემკვიდრეობა ჩემს მოდგმას უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე კონსტანტინესას, რადგან ჩემი მამა, კონსტანციუსი, ჩემს პაპას, კონსტანციუსს, მაქსიმიანეს ქალიშვილისგან შეეძინა მაშინ, როდესაც კონსტანტინე ელენესგან იშვა, რომელიც უბრალო წოდებისა იყო. თანაც პაპაჩემი უკვე კეისარი იყო, როდესაც ელენესგან შვილი ეყოლა, მამაჩემი კი იმ დროს დაიბადა, როდესაც ის ტახტზე ახალი ასული იყო. მაგრამ კონსტანტინემ კადნიერად მიიტაცა სამეფო ძალაუფლება. მისმა შვილმა, კონსტანციუსმა, ჯერ მამაჩემი და მისი ძმები, შემდეგ კი ჩემი ძმა, გალიუსიც მოკლა. მას ჩემი მოკვლაც ჰქონდა განზრახული, მაგრამ ღმერთებმა მიხსნეს მისი ხელისგან. მათზე დანდობით უარვყავი მე ქრიტეანობა და მივიქეც ელინთა რელიგიისკენ; კარგად ვიცი, ელინური და რომაული რწმენა უფრო ძველი რომ არის, ქრისტეანული კი, რომელიც კონსტანტინემ მიიღო, სულ ახლახან აღმოცენდა. მან ძველი ღმერთები და რომის კეთილი ჩვევები, მხოლოდ თავისი უმეცრებითა და უგუნურებით უარყო. ამიტომაც მოიძულეს ის ღმერთებმა, როგორც უკეთური და უღირსი მათი ნდობისა. დიახ, ღმერთებმა მოიძულეს ის და მისი მოდგმა ამოწყვიტეს ცოცხალთა მოდგმისგან. განა სიმართლეს არ ვამბობ, არტემი? შენ მოხუცი და გონიერი კაცი ხარ, მაშ, განსაჯე და მითხარი განა ეს სიმართლე არ არის? ასე რომ, აღიარე ჭეშმარიტება და იყავ ჩვენ მხარეს, რადგან მნებავს, რომ ჩემი მეგობარი იყო და დაგნიშნო შემწედ სამეფოს მმართველობაში. როდესაც ეს მოისმინა, წმიდა არტემი მცირედ შეყოვნდა, შემდეგ კი იულიანეს ასეთი პასუხი გასცა: - უპირველეს ყოვლისა, შენი ძმის შესახებ გეტყვი, მეფეო, რომ მე არ ვარ დამნაშავე მის სიკვდილში; და, საერთოდ, არც საქმით, არც სიტყვით მისთვის ზიანი არასოდეს მიმიყენებია; რამდენიც უნდა იკვლიო ვერაფერს დაამტკიცებ, რადგან მე მის სიკვდილში უდანაშაულო ვარ. მე ვიცოდი, რომ ის ნამდვილი ქრისტეანი, ღვთისმოსავი და ქრისტეს სჯულის მორჩილი იყო. უწყის ცამ და მიწამ, ანგელოზთა მთელმა დასმა და თვით უფალმა ჩემმა იესუ ქრისტემ, ვისაც მე ვმსახურობ, რომ უბრალო ვარ შენი ძმის მკვლელობაში და მის მკვლელთათვის ხელიც კი არ შემიწყვია. მე არ ვიყავი მეფე კონსტანციუსთან ერთად იმ დროს, როდესაც შენს ძმაზე მსჯელობდნენ: მთელი ის დრო, მეტიც, დღემდე ვიმყოფებოდი ეგვიპტეში. ხოლო, რაც შეეხება შენს წინადადებას უარვყო ქრისტე, ჩემი მაცხოვარი, - სამი ყრმის სიტყვებით გიპასუხებ, რომლებიც ცეცხლის სახმილში შთააგდო ნაბუქოდონოსორმა: "და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ" (დანიელ 3:18). - უწყოდე, მეფეო, რომ შენს ღმერთებს არ ვემსახურები და შენთვის ძვირფასი აპოლონის ოქტოს ხატს არასოდეს ვცემ თაყვანს. შენ დააკნინე ნეტარი კონსტანტინე და მისი მოდგმა, როდესაც მას ღმერთების მტერი და უგუნური კაცი უწოდე. ასე რომ, ახლა მე მომისმინე, როგორც ჭეშმარიტ მოწმეს ამ ამბისა. როდესაც მძვინვარე ჯალათისა და სისხლისმსმელი მაქვსენციუსის წინააღმდეგ გავილაშქრეთ, შუადღისთვის ცაში ვიხილეთ ჯვარი, რომელიც მზეზე უბრწყინვალესად ანათებდა, და ამ ჯვარზე ვარსკვლავებით გამოსახული იყო ლათინური სიტყვები, რომელიც კონსტანტინეს გამარჯვებას აუწყებდა. ცაში გამოცხადებული ეს ჯვარი ყველამ ვნახეთ და ყველამ წავიკითხეთ, რაც ზედ ეწერა. ახლაც ბევრია ცოცხალი იმათგან, ვისაც კარგად ახსოვს საკუთარი თვალით ნანახი და, თუ გნებავს, იხილავ კიდევაც, რომ მართალს გეუბნები. მაგრამ რატომ გელაპარაკები ამის ამაზე? შენც კარგად უწყი, რომ ქრისტეს მოსვლა მის შობამდე დიდი ხნით ადრე გვამცნეს წინასწარმეტყველებმა. უამრავი მოწმობაა იმისა, რომ ის ჭეშმარიტად მოვიდა დედამიწაზე და თვით თქვენი ღმერთებიც კი გვამცნებდნენ მის მოსვლას - ხომ იუწყებოდნენ ამას სიბილას წიგნები და ვირგილიუსი. შემდეგ წმინდანმა იულიანეს მოუთხრო თუ ღმრთის ძალით როგორ აღიარებდნენ კერპებში მცხოვრები დემონები ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად. ამის სანაცვლოდ იულიანემ, რომელსაც უკვე ვეღარ აეტანა წმინდანის ქადაგება, ბრძანა, გაეშიშვლებინათ მოწამე, გვერდები გავარვარებული შანთებით ამოეწვათ, ზურგში კი მახვილი სამკაპები ჩაერჭოთ. მაგრამ არტემი, როგორც უწინ, თითქოსდა ტკივილს ვერ გრძნობსო, არც კი შეტოკებულა, არც ხმა ამოუღია და ყველას თვალწინ წარმოაჩენდა სასწაულს მოთმინებისა. ამ სატანჯველების შემდეგ იულიანემ ისევ დილეგში ჩაამწყვდევინა არტემი და ჯალათებს უბრძანა, შიმშილითა და წყურვილით გაეთანგათ მოსაგრე, თვითონ კი დაფნას გაემგზავრა, რათა მსხვერპლი შეეწირა თავისი ღმერთის აპოლონისთვის და ეკითხა მისთვის, სპარსელთა წინააღმდეგ ომში წარმატებას თუ მიაღწევდა. იულიანემ კარგა ხანს დაჰყო საკერპეში, ყოველდღე მიჰქონდა მსხვერპლი ბილწ აპოლონთან და დიდძალ საქონელს სწირავდა, მაგრამ სასურველ პასუხს მაინც ვერ იღებდა, რადგან აპოლონში მყოფი დემონი, რომელიც ადამიანებს პასუხებს სცემდა, იმ დროიდან დადუმდა, რა დროიდანაც იმ ადგილებში გადაიტანეს ანტიოქიელი ეპისკოპოსისა და მოწამის, წმ. ბაბილას ნაწილები მასთან ერთად ნაწამები სამი ყრმის წმიდა ნაწილები. ამრიგად, აპოლონმა იულიანეს არაფერი უპასუხა. როდესაც მეფემ მიმოწვლილვითი გამოძიების შემდეგ გაიგო აპოლონის დადუმების მიზეზი, კერძოდ ის, რომ მისგან არც ისე შორს ბაბილას და სამი მოწამე ყრმის ნაწილები დაუსვენებიათ, იმწამსვე უბრძანა ქრისტეანებს იქიდან წმიდა ნაწილების დაუყოვნებლივ გატანა; მაგრამ, როგორც კი წმინდანთა ნაწილები თავისი ადგილიდან დაძრეს, აპოლონის ტაძარს ციდან ცეცხლი დაეცა და თავის კერპიანად სრულიად დაიფერფლა. არტემის კი, რომელიც დილეგში იტანჯებოდა, ლოცვისას გამოეცხადა თვით უფალი თავის წმიდა ანგელოზებთან ერთად და უთხრა: - "გამაგრდი, არტემი! მე შენთან ვარ და გაგათავისუფლებ ყოველგვარი ტკივილისგან, რომელსაც კი მტარვალი მოგაყენებს და უკვე გამზადებული მაქვს შენთვის გვირგვინი დიდებისა. რადგან, როგორც მაღიარებ შენ მე კაცთა წინაშე აქ, ამ წუთისოფელში, ისე გაღიარებ მე შენ მამის ჩემის ზეციერის წინაშე. მაშ გამხნევდი და გიხაროდენ: მალე ჩემთან იქნები ჩემს სასუფეველში". ეს რომ ისმინა, მოწამემ იმწუთასვე ადიდა უფალი; არც ერთი ჭრილობა ან წყლული არ დარჩა მის სხეულზე, მისი სული აღივსო უდიდესი სასოებით და დაიწყო ღმრთის სადიდებელი გალობა. ამავე დროს, სანამ დილეგში იყო, არაფერი უხმევია და წყალიც კი არ დაულევია. ასე გრძელდებოდა მის სიკვდილამდე - არტემი ზეცითგან სულიწმიდის მადლით იკვებებოდა. უკანმობრუნებულმა იულიანემ თავისი მსხვერპლშეწირვით შერცხვენილმა, აპოლონის ტაძრის დაწვა ქრისტეანებს დააბრალა - ირწმუნებოდა, ტაძარს ღამით ცეცხლი ქრისტეანებმა წაუკიდესო, ამიტომაც წაართვა მათ წმიდა ეკლესიები და ყველა წარმართულ საკერპედ აქცია. ამასთან დაიწყო ქრისტეანთა დევნა. შემდეგ კი ბრძანა, არტემი მოეყვანათ და ასე მიმართა: - შენ, ცხადია, გსმენია, რაც დაფნაში მოხდა, - როგორ დაწვეს უკეთურმა ქრისტეანებმა დიდი ღმერთის, აპოლონის ტაძარი და გაანადგურეს მისი მშვენიერი გამოსახულება. მაგრამ დიდად ნუ იხარებენ ეს უკეთურნი და ნუ დაგვცინიან ჩვენი ღმერთების გამო, რადგან შვიდგზის სამოცდაათჯერ გადავუხდი მათ სამაგიეროს, როგორც ეს თქვენთან არის ნათქვამი. ამაზე წმიდა არტემიმ უპასუხა: - გავიგე, რომ განრისხებული ღმერთის განგებით ციდან ცეცხლი დასცემია შენი აპოლონის ტაძარს და დაუწვავს. აპოლონი ღმერთი რომ ყოფილიყო, განა არ იხსნიდა თავს ცეცხლისგან? მაშინ მეფემ მიუგო: - უბედურო, კიდევ ბედავ და ხარობ აპოლონის დაწვით? - მაცინებს თქვენი უგუნურება, - უპასუხა არტემიმ, - ისეთ ღმერთს ემსახურებით, რომელსაც ცეცხლისგან საკუთარი თავის დახსნა არ ძალუძს. კი მაგრამ როგორღა განგარიდებთ ის სამარადისო სახმილს? მე კი მისი დაცემა მანუგეშებს და ვხარობ ყოველივე იმით, რასაც სასწაულებრივად იქმს ჩემი ქრისტე. ხოლო თუ შენ თავს იმით იქებ, რომ შვიდგზის სამოცდაათჯერ გადაუხდი სრულიად უდანაშაულო და უბოროტო ქრისტეანებს, რომელთაც შენთვის არაფერი დაუშავებიათ, ამისთვის მაშინ მიიღებ საზღაურს, როდესაც დაუშრეტელ ცეცხლში ჩაგაგდებს ჭეშმარიტი ღმერთი და მიეცემი საუკუნო და დაუსრულებელ ტანჯვას, რომელიც ძალიან მალე გეწევა. რადგან შენი წარწყმედა ახლოვდება და შენი დაღუპვა გახმაურდება ხალხთა შორის. ამის გამგონე მტარვალი განრისხდა და ქვისმთლელთ უბრძანა, ერთი დიდი ქვა ჩამოეთალათ და არტემისთვის ზემოდან დაეგდოთ, რომელიც ამ დროს უკვე ხელფეშეკრული ლოდზე დაეწვინათ. ჯალათებმა ბრძანება შეასრულეს და მოწამეს ზემოდან დიდი ლოდი დასცეს. ქვის სიმძიმემ წმინდანს ყველა ძვალი ჩაულეწა, შიგნეული გარეთ გამოუყარა და თვალები ბუდიდან ამოუცვივდა. მაგრამ, ჰოი სასწაულო! ორ ლოდს შუა გასრესილი წმინდანი ცოცხალი გადარჩა და კვლავ ადიდებდა ყოვლისშემძლე ღმერთს, თავის შემწეს, და დავითის სიტყვებით შესძახებდა მტარვალთ: "კიდითგან ქუეყანისათ შენდამი ღაღად-ვყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლო მე, მიძღოდე მე და იყავ ჩემდა სასო, გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა" (ფსალმ. 60:3,4). "ღმერთო ჩემო, დღისი ჴმა-ვყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე არა იღუაწე ჩემთჳს" (ფსალმ. 39:3). აწ მიიღე, მხოლოდშობილო, სული ჩემი, რამეთუ შენ უწყი ჩემი მძიმე მდგომარეობა, ნუ დამიტევებ მე მტრის ხელში. ორ ლოდს შუა მოყოლილმა წმინდანმა ასე დაყო რამდენიმე დღე. შემდეგ კი იულიანემ ბრძანა, აეღოთ ლოდი, რადგან წმინდანი უკვე მკვდარი ეგონა, მაგრამ როგორი იყო ყველას გაკვირვება, როდესაც იხილეს, რომ წმინდანი არათუ ცოცხალი აღმოჩნდა, არამედ ადგა და დადიოდა კიდეც. მის შემხედვარეთ შიშის თავზარი დაეცათ: მათ წინაშე იდგა შიშველი ადამიანი, ფიცარივით გაჭყლეტილი, დამტვრეული ძვლებით, გადმოყრილი ნაწლავებით; ბუდიდან ამოცვენილი თვალებით; დადიოდა და ქადაგებდა. თვით ჯალათიც კი შეძრწუნდა ამგვარი სასწაულის ხილვით და თავის ამალას უთხრა: - კაცია ეს თუ მოჩვენება? თვალს ხომ არ გვიხვევს ეს ჯადოქარი? რადგან ჩვენ თვალწინ არის საშინელი სანახაობა, რომელიც ბუნების წესს არ ემორჩილება. ვინ იფიქრებდა, რომ ცოცხალი დარჩებოდა? ახლა, როდესაც მთელი შიგნეულობა გარეთ გადმოუცვივდა და ძვალი არ დაურჩა შეუმუსრავი, მაინც მოძრაობს, დადის და ლაპარაკობს კიდეც. თუმცა, როგორც ჩანს, სიცოცხლე მას ჩვენმა ღმერთებმა შეუნარჩუნეს სხვათა ჭკუის სასწავლებლად, იმათთვის, ვისაც განზრახული აქვს, არ სცნოს მათი ძალაუფლება, რათა დატოვონ ასეთ საფრთხობელად მათთვის, ვინც მათ შესცქერის. ამის შემდეგ მიუბრუნდა იულიანე მოწამეს და უთხრა: - აჰა, უბედურო, აღარაფერი შეგრჩა, დაკარგე მხედველობა, შენი ორგანოები საბოლოოდ შეიმუსრა, - კიდევ როგორ შეგიძლია გქონდეს იმის რწმენა და სასოება, ვისზეც ასე მტკიცედ იმედოვნებდი? მაშ, ითხოვე წყალობა და პატიება ჩვენი მოწყალე ღმერთებისგან, რათა შეგიწყალონ და არ გადაგცენ ჯოჯოხეთის სატანჯველს. ქრისტეს მოწამეს სატანჯველზე რომ ესმა, გაეცინა და მეფეს უთხრა: - შენი ღმერთები მიხსნიან სატანჯველთაგან? ისინი საკუთარ თავს ვერ იხსნიან მათთვის გამზადებული სახმილისგან, მათთან ერთად კი შენც შთაგდებულ იქნები ცეცხლის გეჰენაში და დაიწვები იქ მარადის ღმრთის ძის უარყოფისა და მისი წმიდა ეკლესიის გაქელვისთვის, იმ წმიდა სისხლის შეურაცხყოფისთვის, რომელიც მან ჩვენთვის დაღვარა; სულიწმიდის შეურაცხყოფისთვის, რადგან ბილწ დემონებს უსმენდი და ემორჩილებოდი. ჩემი ტანჯვა და ტკივილი კი, რომელიც შენ მომაყენე, დროებითია, მწამს: ღმერთი, ვისთვისაც ვიტანჯები, დამამკვიდრებს და დამავანებს თავის ზეციურ სასუფეველში. ეს რომ ისმინა, იულიანემ ასეთი განაჩენი გამოუტანა წმინდანს: - არტემის, ჩვენი ღმერთებისა და რომის კანონების შეურაცხმყოფელს, რომელიც თავს ცნობს არა რომაელად, არამედ ქრისტეანად და საკუთარ თავს დუქსად და ავგუსტალიად წოდების ნაცვლად გალილეველს უწოდებს, გადავცემ სიკვდილს და ვბრძანებ მისი თავის მოკვეთას. ასეთი განაჩენის შემდეგ წმინდანი სასჯელის აღსასრულებელი ადგილისკენ წაიყვანეს, საითკენაც არტემი სიხარულით აღსავსე მიდიოდა, რადგან გული ეტყოდა "განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად" (ფილიპ. 1:23). როდესაც იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც სასჯელი უნდა აღსრულებულიყო, მან ითხოვა დრო ლოცვისთვის, მიბრუნდა აღმოსავლეთით, სამჯერ მოიყარა მუხლი და ხანგრძლივად ილოცა. ამის შემდეგ ესმა ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა: - შემოდი წმიდათა სიხარულში და მიიღე შენთვის გამზადებული გვირგვინი. იმწამსვე მოდრიკა თავი წმინდანმა და წარეკვეთა თავი ჯალათის მიერ, ოც ოქტომბერს; ხოლო დღე, როდესაც შესრულდა წმინდა არტემის მოწამებრივი აღსასრული, იყო პარასკევი. მისი წმინდა და პატიოსანი სხეული ერთმა დედაკაცმა, ანტიოქიის ეკლესიის დიაკონისამ, სახელად არისტამ, ჯალათს გამოსთხოვა, ძვირფასი არომატების ცხების შემდეგ კიდობანში დაასვენა და გააგზავნა კონსტანტინოპოლში, სადაც ის დიდი პატივით მიაბარეს მიწას. მრავალი სასწაული აღესრულებოდა წმინდანის ნაწილებთან. მრავალი სნეული განიკურნა და დღემდე იკურნება ყველა, ვინც წმინდა არტემის რწმენით მიეახლება. არტემის გარდაცვალებიდან ძალიან მალე აღსრულდა წინასწარმეტყველება, რაზეც მან იულიანე მის სიკვდილთან დაკავშირებით გააფრთხილა: "სწრაფი სიკვდილი გელოდება და აწ უკვე ახლოსაა ჟამი, როდესაც შენი სიკვდილი ძალზე გახმაურდება". იმის შემდეგ, რაც წმინდა არტემი მოკლა, იულიანე თავისი ჯარით დაიძრა ანტიოქიიდან და სპარსეთზე გაილაშქრა. ქალაქ ქტეზიფონის მახლობლად მას შეხვდა ერთი მოხუცი სპარსელი, იმ ადგილებში ცნობილი გონიერი ადამიანი, რომელმაც იულიანეს თანამემამულეთა გაყიდვა და მეგზურობის გაწევა აღუთქვა. იულიანე მიენდო მოხუცს, მაგრამ ამით ვერაფერი მოიგო: მოხუცმა ის მოატყუა, თავს ისე მოაჩვენებდა, თითქოსდა პირდაპირი გზით მიჰყავდა სპარსეთის სამეფოს ასაღებად. სინამდვილეში კარმანიტის უდაბნოს გაუვალ ადგილებსა და ქარაფებში შეიტყუა, სადაც არც წყალი და არც არანაირი საკვები არ მოიპოვება. ჯარისკაცები გაითანგნენ შიმშილითა და წყურვილით, ცხენები და აქლემები დაეხოცათ. ამის შემდეგ მეგზურმა აღიარა, რომ შეგნებულად შეიტყუა რომაელები ასეთ უდაბურ და საშინელ ადგილებში, რათა დაესუსტებინა მათი ძლიერება. " ასე იმიტომ მოვიქეცი, - თქვა მან, - რომ თქვენგან დამონებული ჩემი ქვეყანა არ მენახა. მიჯობს, მე შევეწირო ჩემს სამშობლოს, ვიდრე მრავალი ჩემი თანამემამულე და მთელი ქვეყანა". მოხუცი იმწამსვე აჩეხეს რომაელმა ჯარისკაცებმა. უდაბნოში უგზო-უკვლოდ და უმისამართოდ მოხეტიალე ჯარი ძალინ მალე სპარსთა რაზმებს გადაეყარა. აქ მომხდარი შეტაკების დროს, იულიანეს მრავალი ჯარისკაცი დაეღუპა. საღმრთო შურისგება არც თვით იულიანეს ასცდა, რადგან უხილავმა ხელმა უხილავი იარაღით განგმირა იგი. მტარვალმა დაიგმინა, პეშვით თავისი სისხლი აიღო, ზეცისკენ აასხა და შესძახა: - შენ გაიმარჯვე, ქრისტე! აჰა, გაძეხი გალილეველო! და იქვე საშინელ ტანჯვაში ამოუშვა თავისი ბილწი სული. და, როგორც არტემმა უწინასწარმეტყველა, უსახელოდ და სამარცხვინოდ დაიღუპა. რომის არმიამ იულიანეს დაღუპვის შემდეგ მეფედ დასვა, ქრისტეანი იობიანე, რომელიც სპარსელებს დაუზავდა და მთელი ჯარი უკან, რომში დააბრუნა. ამრიგად, იულიანე ჯოჯოხეთში იტანჯება იუდასთან ერთად, ხოლო არტემი ზეცაში წმინდანებთან ერთად ხარობს და მარადის უმზერს წმიდა სამებას, მამას, ძესა და სულიწმიდას, რომელსაც ეკუთვნის საუკუნო დიდება. ამინ. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
marine |
Sep 18 2012, 04:14 PM
პოსტი
#24
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„კავსოკალივის სკიტში ცხოვრობდა ერთი ძალზე სათნო ასკეტი.
ერთხელ კელიის კარზე დაუკაკუნეს. გამოეცხადა მონაზვნის სქემით შემოსილი უცნობი, მხარზე ორცხობილებით სავსე თოფრა ჰქონდა მოგდებული. ვინ ხარო, - ჰკითხა მას ღვთისმოშიშმა ბერმა. წმინდა ანას სკიტის მოძღვარი ვარო, - მიუგო მან. თუ მონაზონი ხარ და თანაც მოძღვარი, მეტანია გააკეთეო. ამ სიტყვების გაგონებაზე ბოროტი სული უხილავი შეიქმნა და ირგვლივ ისეთი სიმყრალე დატოვა, რომ სამი დღე არ გამქრალა. აქვე უნდა ითქვას, რომ ბოროტი სულები მუხლს არ იდრეკენ და არ ეთაყვანებიან ღმერთს.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 1 2012, 05:04 PM
პოსტი
#25
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
როგორ გახდა ლორდი მართლმადიდებელი
ლორდ დევიდ ბალფური ოჯახში მესამე ვაჟი იყო და არისტოკრატულ ინგლისურ ოჯახში არსებული ტრადიციის თანახმად, სულიერი ასპარეზი უნდა აერჩია. მას ბავშვობიდანვე ამზადებდნენ კათოლიკურ ეკლესიაში მსახურებისათვის. დაამთავრა იეზუიტთა კოლეჯი, შემდეგ მიიღო უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება, რის შემდეგაც პარიზში ბერ-მონაზვნად აღიკვეცა. ახალგაზრდა ლორდის აღკვეცისას ქალები ტიროდნენ, ვინაიდან ის მეტისმეტად ლამაზი იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ ოჯახმა მას კუთვნილი მემკვიდრეობა გადასცა და იგი რომისკენ გაემართა, რათა ეს ყოველივე პაპისთვის მიერთმია. პაპმა ალერსიანად მიიღო და მცირე ასაკის მიუხედავად, მონასტრის წინამძღვრად დანიშნა დანიაში. მას უნდა შეესწავლა მართლმადიდებლობა და ამგვარად ეწარმოებინა ბრძოლა მის წინააღმდეგ. მონასტერში სწავლობდნენ რუსულ და საეკლესიო სლავურ ენებს, აგროვებდნენ მართლმადიდებელი მამების წიგნებს, წერდნენ პოლემიკურ სტატიებს. ლორდმა დევიდმა შეისწავლა ეს ენები (ბერძნულსა და ლათინურს მანამდეც სრულყოფილად ფლობდა) და გადაწყვიტა ათონზე წასულიყო, რათა უშუალოდ გაცნობოდა მართლმადიდებლურ ბერ-მონაზვნობას. იგი ერთ ბერძნულ მონასტერში გაჩერდა, შემდეგ სხვაგან გადავიდა, მაგრამ იქაც განსაკუთრებული ვერაფერი აღმოაჩინა. ბოლოს გადაწყვიტა წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში წასულიყო. მას განუმარტეს, რომ იქ მოხვედრა მხოლოდ სახედრით იყო შესაძლებელი, გზად კი ორსაათნახევარი უნდა ევლო. იგი, მართლაც, გაემართა მონასტრისაკენ. ჭიშკარზე დააკაკუნა. გაიღო სარკმელი, საიდანაც ვიღაც ბერის სახე გამოჩნდა შესანიშნავი წვერით. ლორდმა აუხსნა ხუცესს, რომ მონასტრის ბიბლიოთეკის გაცნობა სურდა, რათა ძველ ხელნაწერებსა და წიგნებზე ემუშავა. ხუცესმა უპასუხა, რომ წინამძღვრისგან ლოცვა-კურთხევას გამოითხოვდა, შემდეგ დაბრუნდა, კარიბჭე გააღო და ბალფური ვიწრო დერეფნებითა და კიბეებით ბიბლიოთეკისკენ წაიყვანა. ერთ-ერთ კარს რომ მიუახლოვდნენ, ხუცესმა მიმართა: „როდესაც დაასრულებთ მუშაობას, აქ შემოდით, ჩემს კელიაში, გავისაუბროთ“. ბალფური გაოცდა: რას ეუბნებოდა ეს გაუნათლებელი, უბრალო შესახედაობის ბერ-მონაზონი. ბიბლიოთეკიდან გამოსულს არ სურდა მითითებულ კართან შეყოვნება, მაგრამ მაინც შევიდა: ან ცნობისმოყვარეობამ აიძულა, ან ზეგარდამო შთაგონებით. ბერი სიყვარულით შეხვდა მას, წინ დაისვა და ლორდ დევიდ ბალფურს მისი ცხოვრების შესახებ დაუწყო საუბარი – მისი დაბადებიდან დაწყებული, ათონზე ჩამოსვლით დამთავრებული. ამასთან, ისეთი ამბებიც უამბო, რაც მხოლოდ თავად ბალფურს შეეძლო სცოდნოდა, თანაც ისეთ წვრილმანებს იხსენებდა, რაც დევიდს უკვე დავიწყებოდა. ბალფური შეძრწუნდა. ბოლოს ბერმა იმ კითხვებს უპასუხა, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე აწვალებდა ლორდს. მან მისი ეჭვები საბოლოოდ გააქარვა. ამ მონასტერში დარჩენა ბალფურს უკვე აღარ შეეძლო, მაგრამ მეორე დღეს იგი ისევ დაბრუნდა და ისინი ისევ დიდხანს საუბრობდნენ. ყოველივე იმით დასრულდა, რომ ბალფურმა მართლმადიდებლობა აღიარა და ხუცესის სულიერი შვილი გახდა. მან ლორდს მართლმადიდებლურ სასულიერო აკადემიაში სწავლის ლოცვა-კურთხევა მისცა და ისიც ათენში გაემგზავრა. ხუცესის სახელი დღეს მთელ მართლმადიდებლურ სამყაროშია ცნობილი – წმიდა სქემონაზონი სილუან ათონელი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
levani-grs |
Mar 3 2013, 08:02 PM
პოსტი
#26
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 3-March 13 წევრი № 12,990 |
"ძველი პატერიკი" - ამ წიგნს ვეძებ კაი ხანია, იქნებ ვინმეს გქონდეთ, ან რამე პატერიკი თუ გაქვთ იქნებ შემეხმიანოთ გადავაქსერქოსებდი, არსად იშოვება
|
marine |
Mar 4 2013, 02:04 PM
პოსტი
#27
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძველი პატერიკი" - ამ წიგნს ვეძებ კაი ხანია, იქნებ ვინმეს გქონდეთ, ან რამე პატერიკი თუ გაქვთ იქნებ შემეხმიანოთ გადავაქსერქოსებდი, არსად იშოვება წყურვილს ცოტათი მოგიკლავს http://www.orthodoxy.ge/pateriki.htm -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
levani-grs |
Mar 7 2013, 02:24 PM
პოსტი
#28
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 3-March 13 წევრი № 12,990 |
marine
მადლობ, ესენი ნანახი, მაქვს... მე თვითონაც მაქვს რაგც წიგნები: "ლიმონარი", "ლავსაიკონი" და კიდევ რაღაც ახალი გამოცემები, მაგრამ ის წიგნი საოცრად მიყვარს, სამწუხაროდ დავკარგე ახლა კაი ხანაი ვეძებ და ვერ ვშოულობ |
marine |
Feb 20 2014, 01:52 PM
პოსტი
#29
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იყო ერთი ბერი, კეთილად მოღვაწე, მლოცველი და მმარხველი.
მთელი დღე ხელსაქმობდა, ღამით ლოცულობდა, პურს მეცხრე ჟამს იხმევდა ღვთის სადიდებლად, ვითარცა იტყვის მოციქული: "გინათუ სჭამდეთ, გინათუ სმიდეთ, ყოველსავე სადიდებლად ღვთისა იქმოდეთ". ერთ დღეს, განთიადისას, ბერს მოშივდა, მაგრამ მესამე ჟამამდე მოითმინა. მერე იფიქრა, მოდი, ცოტასაც გავძლებ და მეექვსე ჟამს შევჭამო. დადგა მეექვსე ჟამი, ბერმა დაალბო ორცხობილა, მაგრამ ამჯერადაც სძლია გულისთქმას და მეცხრე ჟამამდეც მოითმინა, მერე კი გულით ილოცა და მეყსეულად იხილა საეშმაკო ძალი, კვამლის სახით რომ გავიდა მისი სენაკიდან. იგრძნო ბერმა, რომ განეშორა "უწესო შიმშილს" და განადიდა ღვთის ძალმოსილება." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თამას |
Apr 21 2014, 11:59 AM
პოსტი
#30
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 28-March 07 წევრი № 1,521 |
აგერ არის წიგნი - წმინდანთა ცხოვრება, რომელშიც შესულია მრავალი წმინდანის ცხოვრება.
|
iohanan |
Apr 27 2014, 09:15 PM
პოსტი
#31
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
თებაიდაში რომ ვიყავით*(მე არა ოღონდ))), ერთმა ბერმა გვიამბო:
– ქალაქ ანტინოეს მახლობლად ერთი დიდი მამა ცხოვრობდა. იგი სამოცდაათი წელიწადი თავის სენაკში იყო დაყუდებული. ჰყავდა ათი მოწაფე. მათგან ერთ-ერთი ძალიან ზარმაცი და დაუდევარი იყო. ბერი ხშირად არიგებდა მას და ეუბნებოდა: – ძმაო, იზრუნე საკუთარ სულზე, სიკვდილი არ დააყოვნებს, სიკვდილს კი სასჯელიც მოჰყვება. მაგრამ ძმა არასოდეს უჯერებდა ბერს, გულთან ახლოსაც კი არ მიჰქონდა მისი სიტყვები. ცოტა ხნის შემდეგ ეს ძმა გარდაიცვალა. ბერი ძალიან განიცდიდა მის სიკვდილს, რაკი იცოდა, რომ მან დაუდევრად და უზრუნველად გაატარა მთელი თავისი ცხოვრება. ერთ დღეს იგი შეევედრა ღმერთს: – უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჭეშმარიტებისაო, გამომიცხადე, სად წავიდა გარდაცვლილი ძმის სული! უცბად ბერი განკვირვებამ შეიპყრო და დაინახა ცეცხლის მდინარე, რომელშიც უამრავი სული იყო ჩაყრილი, მათ შორის კი ახლადგარდაცვლილი ძმისაც. მას ცეცხლი ყელამდე სწვდებოდა. ბერმა შესძახა: – განა ამისთვის არ გევედრებოდი, შვილო, გეზრუნა საკუთარ სულზე? – ვმადლობ ღმერთს, მამაო, – უპასუხა ძმამ, – რომ შენი ლოცვით თავი მაინც მაქვს ცეცხლის გარეთ. ფეხები კი ეპისკოპოსის თავზე მიდგას. #####ალექსანდრიაში რომ ვიყავით, ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა მოგვითხრო@@@@@@@: „ერთი ქალწული მონაზონი განმარტოებით ცხოვრობდა თავის სახლში და მეტად მოშურნე იყო საკუთარი სულის ცხონებისათვის: მარხულობდა, მოწყალებას გასცემდა, ღამეებს ლოცვაში ატარებდა. და, აი, კაცთა მოდგმის დაუძინებელმა მტერმა – ეშმაკმა, რომელიც ყველა ადამიანის მონადირებასა და წარწყმედას ეძიებს, მონაზვნისთვის საფრთხის დაგება განიზრახა და ერთ-ერთ ალექსანდრიელ ჭაბუკს სატანური ვნება აღუძრა მის მიმართ. ეს ჭაბუკი მთელი დღე მისი სახლის წინ ტრიალებდა: უცდიდა, როდის გამოვიდოდა; როცა დაინახავდა, მოსვენებას არ აძლევდა, უსირცხვილო სიტყვებს ჩასჩურჩულებდა და შეურაცხყოფდა კიდეც თავისი კადნიერი ქცევითა და საუბრით. ბოლოს მონაზონი იძულებული გახდა, სახლში გამოკეტილიყო, ეკლესიაშიც კი ვეღარ დადიოდა. ერთ დღეს მან თავისი მსახური ქალი გააგზავნა ჭაბუკთან. – წამოდი, ჩემი ქალბატონი გელოდება, – უთხრა მსახურმა ჭაბუკს. ეს უკანასკნელი სიხარულით აღივსო, იფიქრა, რომ ბოლოს და ბოლოს მიაღწია თავის საწადელს, და სწრაფად გაჰყვა მსახურს. მონაზონმა იგი სახლში შეიყვანა, სკამზე ჩამოსვა და ჰკითხა: – მითხარი, ძმაო, რატომ მაწუხებ, რატომ არ მაძლევ მოსვენებას? გარეთაც კი ვეღარ გამოვდივარ შენ გამო. – შენი სიყვარულით ვაკეთებ ამას, ჩემო ქალბატონო, – უპასუხა ჭაბუკმა, – როგორც კი დაგინახავ, მაშინვე ცეცხლი მეკიდება. – და რა ნახე ჩემში ასეთი, რისთვის შეგიყვარდი? – შენი მშვენიერი თვალებისთვის, მათ დაატყვევეს ჩემი გონება. ეს რომ გაიგონა, ქალწულმა სავარცხელი მოიტანა და იქვე ამოითხარა ორივე თვალი. ახალგაზრდა კაცი იმდენად შეაძრწუნა ამ საშინელი სურათის ხილვამ, რომ იმავე დღეს მიატოვა საერო ცხოვრება, სკიტეში წავიდა და მონაზვნად აღიკვეცა“. -------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
ikanosi |
Apr 27 2014, 09:19 PM
პოსტი
#32
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა – შენი მშვენიერი თვალებისთვის, მათ დაატყვევეს ჩემი გონება. ეს რომ გაიგონა, ქალწულმა სავარცხელი მოიტანა და იქვე ამოითხარა ორივე თვალი. ახალგაზრდა კაცი იმდენად შეაძრწუნა ამ საშინელი სურათის ხილვამ, რომ იმავე დღეს მიატოვა საერო ცხოვრება, სკიტეში წავიდა და მონაზვნად აღიკვეცა“. -------------------- ფარით ან ფარზე
|
iohanan |
Apr 27 2014, 09:39 PM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
-------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
A.V.M |
Apr 27 2014, 11:53 PM
პოსტი
#34
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რა ხდება ?
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
iohanan |
Apr 28 2014, 12:09 PM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
Zevit waikitxe. . .
-------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
iohanan |
May 4 2014, 06:12 PM
პოსტი
#36
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
ერთ ბერს ვკითხეთ, რამდენი წელი იყო, რაც უდაბნოში მოღვაწეობდა, რაზეც გვიპასუხა:
– წლები ბევრი მაქვს, მაგრამ წარმატება არანაირი. ტურებიც ცხოვრობენ უდაბნოში, მაგრამ ტურებად რჩებიან! -------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
iohanan |
May 4 2014, 07:06 PM
პოსტი
#37
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
აუუუ რა გამიხარდა მისი სეხნია ვარ!!!!!!!!!
მამისა თეონასთვის ქალაქის შორიახლოს, უდაბნოსკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ წავაწყდით ღირსი მამის – თეონას ადგილსამყოფელს (ხსენება 5 აპრილს). ეს გახლდათ განდეგილი ბერი, რომელსაც ოცდაათი წელიწადი სრულ მდუმარებაში გაეტარებინა და სულიერების იმდენად მაღალი საზომისთვის მიეღწია, რომ ხალხი მას წინასწარმეტყველად მიიჩნევდა. ბერთან ყოველდღიურად უამრავი სნეული იკრიბებოდა. იგი სარკმლიდან გამოწვდილი ხელით სნეულს თავზე შეეხებოდა, ჯვარს გადასახავდა და სრულიად გამოჯანმრთელებულს უშვებდა შინ. შეხედავდით თუ არა ბერს, უნებურად კრძალვით განეწყობოდით მისდამი. თვალები სულიერი სიხარულით უბრწყინავდა, მთელი მისი შინაგანი არსება სული წმიდის მადლს გაეცისკროვნებინა და ეს ზებუნებრივი მდგომარეობა მის გარეგნობაზეც აღბეჭდილიყო. როგორც შევიტყვეთ, სულ ცოტა ხნის წინ ბერს ღამით ავაზაკები დასხმოდნენ თავს – იმ იმედით, რომ მის სენაკში ოქროს აღმოაჩენდნენ. მაგრამ ღირსი მამის ლოცვამ ისინი კარის ზღურბლთან გააქვავა და დილამდე ასე გაუნძრევლად იდგნენ ერთ ადგილზე. დილით ბერის სენაკთან, ჩვეულებრივ, ხალხი მოგროვდა. ავაზაკები რომ დაინახეს, გადაწყვიტეს ცოცხლად დაეწვათ ისინი. მაშინ ბერი იძულებული გახდა ხმა ამოეღო. თუმცაღა ამ უკიდურეს მდგომარეობაშიც მან მხოლოდ ერთი წინადადება წარმოთქვა: – გაუშვით უვნებლად ეს ადამიანები, რათა კურნების მადლი არ ჩამომშორდეს. ხალხმა ვეღარ გაბედა წინ აღდგომოდა წმინდანის ნებას. ავაზაკები გაუშვეს. ყოველივე მომხდარით შეძრწუნებულებმა, მათ ხელი აიღეს თავიანთ ბოროტ საქმეებზე და ახალი ცხოვრების დასაწყებად მახლობელ მონასტერში განმარტოვდნენ. ხალხისგან და აგრეთვე თვით წმინდანისგანაც შევიტყვეთ, რომ იგი სრულყოფილად ფლობდა არა მხოლოდ ეგვიპტურ და ბერძნულ, არამედ ლათინურ ენებსაც. ბერმა მოისურვა თავისებურად გამოგვხმაურებოდა და ამით, ასე ვთქვათ, დავეჯილდოვებინეთ ჩვენ მიერ გაწეული მოგზაურობის მძიმე ღვაწლისთვის. მან დაფაზე დაგვიწერა ორიოდე სიტყვა, რითაც გაამჟღავნა კიდეც საკუთარი განსწავლულობა. აი კიდევ რას გვიამბობდნენ მის შესახებ: შუაღამისას, უდაბნოსკენ მიმავალ გზას რომ დაადგებოდა, გარეული მხეცების მთელი ჯოგი ეხვია გარს; როდესაც ჭიდან წყალს ამოიღებდა ხოლმე, მხეცებსაც ასმევდა თავისი ხელით და ამით თითქოს მადლიერებას უცხადებდა მორჩილებისთვის. ყველაფერ ამას ისიც ცხადად ადასტურებდა, რომ მისი სენაკის გარშემო ანტილოპების, კამეჩებისა და გარეული სახედრების უამრავ ნაფეხურს შენიშნავდით. -------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
marine |
Apr 25 2017, 10:51 PM
პოსტი
#38
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ორი ვაჭარი დიდხანს მტრობდა ერთმანეთს. ერთხელ ერთი მათგანი დაემორჩილა ღვთის ხმას, სინდისს და მტრების დამეგობრება გადაწყვიტა. მყიდველებს მტერთან უშვებდა - ეგ საქონელი არ მაქვს, იმას უფრო იაფად აქვსო... ამ საქციელმა ისე შეძრა მოწინააღმდეგის გული, რომ მშვიდობის მოსურნეს მთელი გულით მიუტევა."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 31 2017, 10:27 AM
პოსტი
#39
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა ეპიფანემ კუნძულ კვიპროსზე ილარიონ დიდი მოინახულა და იქიდან ქალაქ ასკალონში გემით გაემგზავრა. მაგრამ ქარიშხალმა გემი ისევ კვიპროსის ნაპირთან, ქალაქ სალამინთან მიაცურა. ამ დროს სალამინში ეპისკოპოსთა კრება მიმდინარეობდა - გარდაცვლილი მთავარეპისკოპოსის ნაცვლად ახალი უნდა აერჩიათ. კრებას ხელმძღვანელობდა მოხუცი ეპისკოპოსი პაპიუსი, რომელიც 52 წელი მღვდლობდა. ქრისტესთვის ნაწამებ პაპიუსს სულიერ მამად თვლიდნენ. მას გამოცხადება ჰქონდა, რომ მთავარეპისკოპოსად ქალაქში ჩამოსული ბერი ეპიფანე აერჩია.
შემოდგომა იდგა. რთველი იყო გაჩაღებული. წმინდა ეპიფანემ მოწაფეებს უთხრა, ბაზარში წავიდეთ და ყურძენი ვიყიდოთო. შევიდნენ ბაზარში. ეპიფანემ ორი მტევანი აიღო და გამყიდველს ჰკითხა, - რა ღირსო. უეცრად ხმა მოისმა, - ეპისკოპოსები მოდიანო. მოიხედა, დაინახა ეპისკოპოსი პაპიუსი, რომელიც ორ დიაკვანს მოჰყავდა, უკან კი სამი ეპისკოპოსი მოჰყვებოდა. გაოცდა ეპიფანე - მღვდელმთავრები მისკენ მოდიოდნენ. "ამბა ეპიფანე, თავი ანებე ყურძენს და წმინდა ეკლესიაში გამომყევი", - მიმართა პაპიუსმა. ეკლესიაში შესულმა ეპისკოპოსთა კრებული იხილა, რომელთაც უთხრეს: "ღმერთმა გამოგგზავნა ჩვენთან, ამბა ეპიფანე, რათა გახდე ჩვენი ქალაქის და კუნძულ კვიპროსის მთავარეპისკოპოსიო". ატირდა ეპიფანე, - უღირსი ვარ და ჩემთვის მძიმე ტვირთი იქნებაო. მაშინ პაპიუსმა თქვა: "ჩვენ ალბათ უნდა გავჩუმებულიყავით და არაფერი გვეთქვა, თუ ღვთისაგან რა გამოცხადება გვქონდა შენზე, მაგრამ რადგან ასე მწუხარებ, ამიტომ გეტყვი, რაც ვიხილე. აქ შეკრებილმა ეპისკოპოსებმა ლოცვა მთხოვეს, რომ ღმერთს თავისი ნება გამოეჩინა, თუ ვინ იქნებოდა ღირსი მთავარეპისკოპოსობისა. ჩავიკეტე კელიაში, მუხლმოდრეკით ლოცვისას იქაურობა სინათლემ განაბრწყინა. მომესმა: "პაპიუს, პაპიუს!.." შეშინებული წამოვდექი: "რას მიბრძანებ, ჩემო უფალო?" "ადექი და წადი ბაზარში, იქ დაინახავ ბერს, რომელიც ყურძენს ყიდულობს. სახით წინასწარმეტყველ ელისეს ჰგავს და თან ორი მოწაფე ახლავს. სახელად კი ეპიფანე ჰქვია, წამოიყვანე და აკურთხე ეპისკოპოსად". მეც ასე მოვიქეცი. ამიტომაც, შვილო, ნუ შეეწინააღმდეგები უფლის ნებას და გაუძეხი სულიწმინდის მიერ შენთვის ბოძებულ სამწყსოს". წმინდა ეპიფანე დაემორჩილა ღვთის ნებას." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 16 2017, 11:26 AM
პოსტი
#40
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოწმე წეროები
გერმანიაში ყაჩაღებმა ერთი მოგზაური გაძარცვეს და მოკლეს. ამ დროს თავზე წეროების გუნდმა გადაუფრინა. საცოდავმა კაცმა უფლის სახელით მიმართა მათ: გაფიცებთ თქვენს შემოქმედს, მოწამენი იყავით ჩემი მკვლელობისა და საქვეყნოდ გაამჟღავნეთო. ყაჩაღებმა ნაძარცვის გასაყოფად ახლომდებარე სასტუმროს მიაშურეს. მალე წეროები მოფრინდნენ, სასტუმროს სახურავზე შემოსხდნენ და ერთი ამბავი ატეხეს. მათ ხმაურზე ავაზაკები გარეთ გავიდნენ. ერთმა მათგანმა ხუმრობით თქვა: მგონი, ეს ის წეროები არიან, ჩვენი მკვლელობაში მხილება რომ დაავალეს, მაგრამ საცოდავები ტყუილად ირჯებიან, მათ ენას ვერავინ გაიგებსო. მაგრამ, ღვთის განგებით, მოხდა ისე, რომ მათ საუბარს ყური მოჰკრა სასტუმროს მეპატრონემ და ხელისუფალთ შეატყობინა. ავაზაკები შეიპყრეს. ისინი დანაშაულს უარობდნენ, მაგრამ ერთ-ერთ ავაზაკს აღმოაჩნდა ბალთა, რომლის მეორე ცალიც გარდაცვლილის სამოსზე იპოვეს. ეს უკვე ცხადი სამხილი იყო. ავაზაკებმა ბევრი სხვა დანაშაულიც აღიარეს და საკადრისადაც დაისაჯნენ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი