IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ერეკლე II
lingvo
პოსტი Aug 10 2011, 11:21 AM
პოსტი #1


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ერეკლე II (1720 – 1798)

IPB-ს სურათი

"მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა"

IPB-ს სურათი


ერეკლე II დაიბადა თელავში 1720 წლის 7 ნოემბერს. იგი იყო თეიმურაზ II–ისა და თამარ დედოფლის (ვახტანგVI–ის ასული) შვილი. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა მარბიელი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უხელმძღვანელა ჯარს. ხალხმა სიყვარულით მას „პატარა კახს“ უწოდა. აღმოსავლეთ საქართველო ირანის მფობელობაში იყო და ერეკლე ნადირ–შაჰმა ინდოეთის ლაშქრობაში თან წაიყვანა. მძევლად მყოფმა ერეკლემ ნიჭიერი სარდლისაგან ნადირ–შაჰისაგან დიდი გამოცდილება მიიღო.
1632 წლიდან თითქმის ასი წლის მანძილზე ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. 1745 წლის 1 ოქტომბერს კი სვეტიცხოველში თეიმურაზ II ქრისტიანული წესით ეკურთხა მეფედ. ეს თავისთავად ქართული პოლიტიკის დიდი გამარჯვება იყო, მით უმეტეს, რომ თეიმურაზი ქართლის მეფედ, ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცეს. მამა–შვილი ერთად მართავდა ქვეყანას. შაჰმა 1747 წელს ერეკლე კვლავ თავისთან დაიბარა. თათბირზე გადაწყდა, რომ ირანში თეიმურაზი წავიდოდა, რადგან ის გამოცდილი დიპლომატი იყო. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა–ბეგს (იესეს ძეს) ჩააბარა. ამით თეიმურაზი ცდილობდა აერიდებინა კონფლიქტი მათ შორის, მაგრამ მისი ვარაუდი არ გამართლდა. აბდულა–ბეგმა ქართლის ტახტზე პრეტენზია განაცხადა და ერეკლეს დაუპირისპირდა. ერეკლემ დაამარცხა აბდულა–ბეგი, 1748 წელს თბილისი გაათავისუფლა და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა.

იმავე წელს ქართლ-კახეთმა უკანასკნელი ხარკი გადაუხადა ირანს. თეიმურაზ II -სა და ერეკლე II–ის ძალაუფლება სულ უფრო იზრდებოდა. მათ მფარველობა სთხოვეს ერევნის, განჯისა და ნახიჩევანის ხანებმა. მამა–შვილმა ჭარის შემოერთებაც გადაწყვიტა, რადგან ჭარი ქართული ტერიტორია იყო და თანაც მისი დაკავებით დაღესტნელთა შემოსევების ალაგმვა გაცილებით გაიოლდებოდა. შაქი–შარვანის ხანის აჯი–ჩალაბის ღალატის გამო ქართველებმა 1751 წელს მარცხი იწვნიეს. თეიმურაზსა და ერეკლეს კიდევ ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდათ სამხრეთ ადარბადაგანის (აზერბაიჯანის) მფლობელის აზატ–ხანის სახით, რომელიც ირანის შაჰობაზეც კი აცხადებდა პრეტენზიას. 1751 წელს ყირბულახთან (ერევნის მახლობლად) ერეკლემ 3 ათასი ქართველით 18 ათასიანი მტრის ჯარი დაამარცხა. აზატ–ხანმა ზავი ითხოვა. 1752 წელს განჯასთან ბრძოლაში აჯი–ჩალაბმა ქართველები კვლავ დაამარცხა.

ამ მარცხმა თეიმურაზისა და ერეკლეს ავტორიტეტი შეარყია. საჭირო იყო გადამწყვეტი ღონისძიებების გატარება: გაიგზავნა ელჩობა რუსეთში, დაიქირავეს ჩერქეზთა ჯარი. მართალია, რუსეთმა დახმარებაზე თავი შეიკავა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1752 წლის სექტემბერში აჯი–ჩალაბი სასტიკად დამარცხდა. მიღწეული წარმატებების ფონზე გადაუჭრელი რჩებოდა „ლეკიანობის“ პრობლემა. ნურსალ–ბეგის მეთაურობით წარმართული ორი ბრძოლა მჭადიჯვართან და ყვარელთან დაღესტნელთა სასტიკი მარცხით დამთავრდა და ამან კახეთის მოსახლეობას ლეკთა თარეშისაგან ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, ქართლ–კახეთს ძლიერი მოკავშირე სჭირდებოდა, რომ მიღწეული შეენარჩუნებინათ. ამ მიზნით, თეიმურაზ II რუსეთში გაემგზავრა, სადაც მალევე, 1762 წელს გარდაიცვალა. ერეკლემ ქართლ–კახეთი გააერთიანა და მას შემდეგ, რაც ირანის შაჰს ქერიმ–ხან ზენდს მისი მეტოქე აზატ–ხანი დატყვევებული გაუგზავნა, მეფობა დაიმტკიცა. მეფის მტკიცე ხელი, ქსნისა და არაგვის საერისთავოების გაუქმება, ბატონყმური ურთიერთობების რეგლამენტაცია, თავადთა შორის უკმაყოფილებას იწვევდა. მათ გადაწყვიტეს მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა და ტახტზე ვახტანგVI-ის უკანონო შვილის - პაატა ბატონიშვილის დასმა, მაგრამ შეთქმულება გამჟღავნდა და ერეკლემ დარბაზის საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელმაც დამნაშავეს სასტიკი განაჩენი გამოუტანა. მკაცრი სასჯელი მაგალითი უნდა ყოფილიყო მეფის მოწინააღმდეგეებისათვის.

ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, შალის, იარაღის), სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის); მანვე განაახლა ზარაფხანა, დააარსა სემინარიები; მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, გახშირდა წიგნების ბეჭდვა.

1768 წელს დაიწყო რუსეთ–თურქეთის ომი. ერეკლემ გადაწყვიტა ესარგებლა ამით და თურქეთისგან მიტაცებული მიწები დაებრუნებინა, ამიტომ რუსეთის ჯართან ერთად, რომელსაც გენერალი ტოტლებენი სარდლობდა, ახალციხისკენ დაიძრა, თუმცა 1770 წლის 19 აპრილს ასპინძის ციხესთან ტოტლებენმა მიატოვა ერეკლე და ქართლში დაბრუნდა. ერეკლემ მარტომ შეძლო მტრის დამარცხება, მაგრამ იძულებული გახდა თავადაც ქართლში დაბრუნებულიყო. ამის მიზეზი გენერლის საქმიანობა გახლდათ, რომელიც დაუკავშირდა ერეკლეს მოწინააღმდეგე თავადებს, დაიწყო ციხეების დაკავება და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ხალხის იძულებით დაფიცება. ერეკლემ აღკვეთა მისი ქმედება, თუმცა საეჭვოა, რომ ტოტლებენის მთელი ეს საქმიანობა მხოლოდ მისი პირადი ინიციატივა ყოფილიყო. უშედეგოდ დამთავრდა 1772 წელს კათოლიკოს ანტონ I–სა და მეფის ძის, ლევან ბატონიშვილის რუსეთში ელჩობაც. რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნამ არანაირი სარგებელი არ მოუტანა ქვეყანას, თუმცა ერეკლე მიხვდა რეგულარული ჯარის მნიშვნელობას და 1774 წელს გადაწყვეტილება მიიღო მორიგე ჯარის შექმნის შესახებ. მეფის ამ ინიციატივას სათავეში ჩაუდგა ლევან ბატონიშვილი, მაგრამ 1781 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. უფლისწულის გარდაცვალებამ, შექმნილმა მძიმე საგარეო პოლიტიკამ, ერეკლე მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საბოლოოდ დაკავშირებოდა რუსეთის იმპერიას. რუსეთი, თავის მხრივ, უაღრესად დაინტერესებული იყო ამ საკითხით, თუმცა რუსეთის დიპლომატიამ საქმე ისე წარმოაჩინა, რომ ხელშეკრულების ინიციატორი ერეკლე იყო. 1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო–კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში მფარველობით ტრაქტატს მოეწერა ხელი. იგი ითვალისწინებდა ბაგრატიონთა ტახტის შენარჩუნებას, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობასა და ომიანობის შემთხვევაში მის დახმარებას, მაგრამ რუსეთი არც მაშინ დახმარებია საქართველოს, როცა 1783 წელს ომარ–ხანი შემოესია და არც მაშინ, როცა აღა–მაჰმად–ხანმა კრწანისის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ქართველები და თბილისი გადაწვა. 75 წლის მეფე თავგანწირვით იბრძოდა კრწანისში, შვილიშვილებმა იგი ძლივს გაარიდეს ბრძოლის ველს. მარცხმა მძიმედ იმოქმედა როგორც პირადად მეფეზე, ასევე მის სამეფოზეც. 1789 წლის 11 იანვარს ერეკლე II თელავში, თავის სასახლეში, იმ ოთახში გარდაიცვალა, რომელშიც დაიბადა. ქართველმა ერმა მისი ცხედარი სვეტიცხოველში დაკრძალა.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
lingvo   ერეკლე II   Aug 10 2011, 11:21 AM
marine   "მისმა [ზურაბ ავა...   Apr 30 2020, 09:54 PM
marine   "1783 წელს, როდესაც ე...   May 4 2020, 07:20 PM
marine   "კოჯორი მთელი XVIII ს...   May 21 2020, 09:23 PM
marine   "კაცობრიობა გადა...   Jan 3 2021, 02:29 PM
marine   "ერეკლე მეორეს ყვ...   Jan 18 2021, 09:08 PM
marine   "მეფე ერეკლე 24 წლი...   Jan 19 2021, 09:29 PM
marine   "წელს [2020], 7 ნოემბერ...   Feb 11 2021, 08:31 PM
marine   "1638 წელს სიონისა დ...   Jun 28 2021, 09:25 PM
marine   "კრწანისის ომში დ...   Jan 31 2022, 09:37 PM
marine   "ძველი ეპოქების ძ...   Mar 8 2022, 02:57 PM
marine   "1774 წელს ერევანში ...   Apr 3 2022, 02:31 PM
marine   "ალექსანდრე [გრუზ...   Apr 13 2022, 09:09 PM
marine   "სხვათა შორის, სა...   Apr 18 2022, 08:27 PM
marine   "გამანადგურებელ ...   Jun 8 2022, 08:50 PM
marine   "1919 წლის 16 მარტს სა...   Jun 8 2022, 09:25 PM
marine   "ერეკლე მეორის მე...   Jun 20 2022, 07:20 PM
marine   "ერეკლე მეორის ვა...   Jun 21 2022, 01:25 PM
marine   "კულტურულ-საგანმ...   Jun 21 2022, 02:13 PM
marine   "საშინელი აწმყო - ...   Jun 22 2022, 12:29 PM
marine   "თეკლე მეფე ერეკლ...   Jun 25 2022, 01:46 PM
marine   "ლეკთა შესაძლო მო...   Jul 21 2022, 07:30 PM
marine   "ლეკები ტყვეებს ს...   Jul 21 2022, 07:44 PM
marine   "ერეკლე II-ის მმართ...   Jul 29 2022, 08:14 PM
marine   "გადმოვიდნენ კვა...   Jul 29 2022, 08:27 PM
marine   "70-იანი წლების დამ...   Jul 30 2022, 12:36 PM
marine   "ერთხელ მამა გაბრ...   Aug 5 2022, 06:31 PM
marine   "ერეკლე მეორე გან...   Aug 18 2022, 04:55 PM
marine   "1788 წლის "ერეკლე I...   Aug 18 2022, 05:51 PM
marine   "ცნობილია აგრეთვ...   Sep 15 2022, 04:19 PM
marine   "ხორნაბუჯი დაიცა...   Oct 7 2022, 08:50 PM
marine   "მეფე ერეკლემ თავ...   Oct 9 2022, 05:04 PM
marine   "ჩვენი ქვეყნის მკ...   Nov 5 2022, 05:13 PM
marine   "ერეკლე II-ის ცოლმა...   Jan 13 2023, 02:36 PM
marine   "სხვა არა იყოს-რა, ...   Feb 27 2023, 08:05 PM
marine   "ამის [კრძწანისის...   Feb 27 2023, 08:26 PM
marine   "მეფე ერეკლეს დიდ...   Mar 1 2023, 08:26 PM
marine   მეფე ერეკლეს "შე...   May 17 2023, 04:42 PM
marine   "ერთმა ევროპელმა ...   May 18 2023, 07:53 PM
marine   "დაშინებული, დაფა...   May 20 2023, 08:05 PM
marine   "მეფე ერეკლე კიდე...   Jun 17 2023, 10:44 AM
marine   "ასე დაიწყო ნეიშნ...   Jun 17 2023, 11:06 AM
marine   "ერეკლეს სახელმა ...   Jun 17 2023, 12:45 PM
marine   "გენერალი პოტიომ...   Jun 17 2023, 01:13 PM
marine   "გარდაიცვალა თელ...   Jun 17 2023, 01:43 PM
marine   "ხახულის ღვთისმშ...   Sep 3 2023, 08:26 PM
marine   "[2023 წლის] 6 დეკემბე...   Feb 20 2024, 05:34 PM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 06:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი