ლექსით დახატული სურათი..., სურათები ლექსების თანხლებით... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლექსით დახატული სურათი..., სურათები ლექსების თანხლებით... |
უჩა |
Apr 12 2007, 01:22 AM
პოსტი
#1
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ზღვა ბობოქრობს... ზღვის ტალღები...
გამალებით ქვიშალ ლოკავს... ნაპირზე კი ტირიფები... დათოვლილი დევებს მოჰგავს... ამ ატეხილ ქარ თოვაში... მოკუნტული ვდგფავარ ობლად... არვინა მყავს ხმის გამცემი... და ვარ ჩემთვის ასე ოხრად... ზღვა ბობოქრობს... კვლავ ტალღები... გამალებით ქვიშას ლოკავს... მე კი მარტოდ გაყინული... ვზივარ ზღვასთან ფიქრთან ობლად... ჩემი დაწერილია აბა როგორია? -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
უჩა |
Nov 22 2007, 06:03 AM
პოსტი
#2
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ქებათა-ქება ნიკორწმინდას
მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, - როგორც მინდა - ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა. მკვიდრად ააშენა, ვინაც ააშენა და ცით დაამშვენა დიდი ნიკორწმინდა. გზნებით დამკარგავი გრძნეულ ჩუქურთმებით, ქარგით დამქარგავი ნაზი შუქურ-თმებით, ნეტა ვინ აზიდა, ან როგორ აზიდა, რა ხელმა აზიდა მაღლა ნიკორწმინდა! რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი, ჟღერს ქვის ჰარმონია - დარობს რამდი-დარი. კარგად გამოჰკვეთა, ვინაც გამოჰკვეთა სიბრძნით გამოჰკვეთა მძლავრი ნიკორწმინდა. აქ რომ თაღებია, სვეტთა შეკონება, ისე ნაგებია, სიზმრის გეგონება. ნეტა ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, რა მადლმა ააგო სვეტი - ნიკორწმინდა! გრძნობ - ვით დიადია თორმეტი სარკმელი, ხაზებში ანთია ცეცხლი მისარქმელი: ნეტა ვინ აანთო, რომ გრძნობით აანთო და წლებს გადაანთო ნათლად ნიკორწმინდა. ხვეულთ დიადება ვხედავ - რა უხვია, დრომ მას დიადემა კრძალვით შეუხვია. ნეტა ვინ მოჰქარგა, და როცა მოჰქარგა შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა გზნება - ნიკორწმინდა! მკვეთრი და მოქნილი ხაზთა დასრულება არის ამოდქმნილი - ნატვრის ასრულება. ეს ის სიმკვეთრეა, ეს ის სიმდიდრეა, რაითაც მკვიდრია ძეგლი - ნიკორწმინდა. შენის სულმნათისად ასვლა ეროვანი: ყელი გუმბათისა მაღალღეროვანი, ცამდის აღერილი, ნებით აღერილი, სათნოდ აღერილი გშვენის, ნიკორწმინდა! მზერა ქართულია სივრცის დაუნჯებით, თვალი გართულია ფრთიან ფასკუნჯებით: ფრთები, ფრთები გინდა, კიდევ ფრთები გინდა, გინდა დაეუფლო სივრცეს, ნიკორწმინდა! შენ, ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე, ჩვენი საუკუნე გიცავს, უახლესი: მძლვრი ხელოვნება, ხალხის ხელოვნება - ბრწყინავს საქართველოს ქებად ნიკორწმინდა! გალაკტიონ ტაბიძე 1947წ -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th May 2024 - 09:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი