IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სახარების განმარტება, სახარების მკითხველისთვის რთულად გასაგები ადგილების განმარტება
Geocraft
პოსტი May 4 2013, 12:17 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 3-May 13
წევრი № 13,127



ამართლებს თუ არა, მარკოზის სახარების მე-9 თავის 38, 39 და 40 ფრაზები პროტესტანტრბს?
შეუძლიათ მათ იქადაგონ სახარება თუ არა?
მარკოზის სახარება
თავი 9
38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება.

39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს.

40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 4 2013, 06:13 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Geocraft
ამ განხილვაში ფორუმელთა ჩართვას გთავაზობ , როგორც მოდერი...

თუ დამეთანხმები ამ შემოთავაზებაზე , დავიწყებ საუბარს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Geocraft
პოსტი May 7 2013, 06:08 AM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 3-May 13
წევრი № 13,127



ციტატა(A.V.M @ May 4 2013, 06:13 PM) *

Geocraft
ამ განხილვაში ფორუმელთა ჩართვას გთავაზობ , როგორც მოდერი...

თუ დამეთანხმები ამ შემოთავაზებაზე , დავიწყებ საუბარს...


მადლობელი დაგრჩები. ნამდვილად მაინტერესებს ამ კიტხვაზე პასუხი და სხვა ადამიანების აზრი. გეთანხმები ნამდვილად
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 7 2013, 04:23 PM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Geocraft
თავიდანვე შევთანხმდეთ ერთრამეზე . მე გესაუბრები მართლმადიდებლური სწავლების მხრიდან და მართლმკვთელურ მოზღვრებზე დაყრდნობით , ანუ გცემ იმ პასუხებს , რომელიც ეყრდნობა ჩემი რელიგიის სწავლებას . (სხვისთვის შესაძლებელია სხვაგვარად აღიქმებოდეს იგი)

ციტატა
ამართლებს თუ არა, მარკოზის სახარების მე-9 თავის 38, 39 და 40 ფრაზები პროტესტანტრბს?
შეუძლიათ მათ იქადაგონ სახარება თუ არა?

ცნობიული ფაქტია , რომ ისრაელი როდესაც სძლევს ამალეკს მოსეს ჰქონდა განპყრობილი ხელები , ხოლო როდესაც ხელები ჩამოშვებული ჰქონდა მაშინ ისრაელი მარცხდებოდა . წმ . გრიგოლ ნოსელი ამ ფაქტს შემდეგნაირი ალეგორიულობით გადმოგვცემს :

ხელგანპყრობილი მოსე - სჯულის სულიერად გამგები .
ხელებჩამოშვებული მოსე - სჯულის ბუკვალურად გამგები .

მაქვს სურვილი ჩვენ სჯულის სულიერად გამგებნი ვიყოთ და არა ბუკვალურად , იმიტომ რომ ჩვენთვიუს მთავარია რატომ წერია და არა ის თუ რა წერია .
დავიწყებ ასე : რატომ მაინცდამაინც პრიტესტანტიზმი ? მის გარდას კიდევ არერთი კონფენსია ,,ქადაგებს სახარებას '' ?
ამის გამმართლებელი მხოლოდ ეს მუხლი გვაქვს ? მაშინ მე სხვა მუხლს მოგიყვან : “ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემ წინააღმდეგაა“.
მსჯელობა ჩიხში შევიდა . ამიტომ , როდესაც ნებისმიერი აღმსარებლობის მიერ სახარების ქადაგებას ვგულისხმობთ , ბიბლიის ცალკეული მუხლებით კი არ უნდა ვიმსჯელოთ , არამედ მათი ჩამოყალიბების დროის , მოკლე ისტორიის , ეკლესიის დამახინჯებული სწავლებების და სხვათა მიხედვით .

ახლა უშუალოდ მაგ მუხლის ეგზეგეზას შემოგთავაზებ და დავიხმარებ თეოფილაქტე ბულგარელს .
დავიწყოთ ასე ? რატომ უკრძალავს იოანე სხვას ეშმაკთა განსხმას ? შურის გამო ? ეს ხომ წარმოუდგენელია , არამედ იმიტომ , რომ ყველა ვინც ქრისტეს სახელს ხმობს , იყოს ერთი სამწყსო ერთი მწყემსის დაქვემდებარებაში .
თუ გნებავს სხვა დროს ვიმსჯელოთ რა ხდებოდა სახარების ქადაგების დასაყისში , მაგრამ აქ კი ამბობს გარვევით უფალი რომ ვინც ჩემ სახელს განადიდებს ის მე ვერ დამამცირებსო და თუ ვერ დაამცირებდა , მაშინ მოციქულთა შრომაც ამაო იქნებდა .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 7 2013, 04:50 PM
პოსტი #5


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



სხვათაშორის ძალიან საინტერესოა ამ ადგილის სიღრმისეული განმარტება. მე მოძიების დრო არ მაქვს და თუ მოიძიებთ მამებთან და დადებთ (რუსულად ალბათ იქნება ინტერნეტში), სიამოვნებით წავიკითხავდი.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 7 2013, 05:03 PM
პოსტი #6


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მარიამი
მარკოზის სახარებაა .
იოანე ოქროპირის განმარტებათა სრული კრებული მხოლოდ მათესა და იოანეს სახარებებზე მოგვეპოვება , ბულგარელს კი დავაკოპირებ .
ცალკეულ ჰომილიებზე კი შეიძლება ამის ნახვა ...

(თ. 9, მ. 38-40)

38. მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემიდგს ჩუენ. 39. ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა. 40. რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს.



არც რაიმე შეჯიბრის და არც შურის გამო, ძე ქუხილისა არ უკრძალავს იმ ადამიანს, განასხას ეშმაკები. არამედ სურს, რომ ყველა, ვინც ქრისტეს სახელს მოუწოდებს ქრისტეს, გაყვეს და რომ ყველა მოწაფე ერთ სხეულს შეადგენდეს. სახარების ქადაგების დასაწყისში ხდებოდა ესეც, რომ ზოგიერთებს, დიდებისმოყვარების ვნებით აღძრულთ, სურდათ სასწაულები მოემოქმედებინათ, მაგრამ ხედავდნენ რა, თუ როგორი ძალა ჰქონდა იესოს სახელს, ისინი მოუწოდებდნენ მას და ამგვარად იქმოდნენ სასწაულებს, თუმცაღა უცხონი და უღირსნი იყვნენ უფლის ღამრთაებრივი მადლისა, ვინაიდან უფალს სურდა, რათა მოძღვება გავრცელებულიყო უღირსთა მიერაც. რა ქნა მაცხოვარმა? მან არ დართო ნება იოანეს აეკრძალა სასწაულთა მოქმედებისთვის: „ნუ აყენებთ მას, - ეუბნება, - რამეთუ არავინ არს, რომელმან ქნეს ძალი სახელითა ჩემითა და ხელ-ეწიფოს ბოროტის - სიტყუად ჩემდა“. ანუ როგორ გამლანძრავს ის, ვინც ჩემი სახელით დიდებას იხვეჭს და ჩემი მოწოდებით სასწაულებს იქმს. ისე ჩანს, თითქოს უფალი თავის თავს ეწინააღმდეგება, რამეთუ სხვა ადგილას ამბობს: “ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემ წინააღმდეგაა“. მაგრამ ეს სიტყვები ნათქვამია ეშმაკებზე, რომლებიც ცდილობენ განოშორონ არსნი უფლისაგან და განაბნევენ ღმრთის საკუთრებას, აქ კი საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სხვათა, სასწაულმოქმედთა, მეშვეობით უფალთან მიიყვანებიან.



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Geocraft
პოსტი May 9 2013, 01:24 AM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 3-May 13
წევრი № 13,127



" ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემ წინააღმდეგაა" დიახ ამას ამბობს უფალი, მაგრამ იმაზე ვინც იესოს სახელით აძევებს ეშმაკებს და ვისაც იოანე უკრძალავს ყოველივე ამას, უფალი ამბობს რომ ჩვენთანააო იმიტომ რომ ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა ის ჩვენთანააო. მაშინ როგორ გავიგო: მართლმადიდებელი ეპისკოპოსები და მღვდელ დიაკვნები ვიზედაც მოციქულებრივი მადლია გარდამოსული და გრძელდება დღემდე უწყვეტად და მეორეს მხრივ სხვა დანარჩენი სახარების მქადაგებელიეკლესიები თუ დაჯგუფებები მისდევენ ქრისტეს და არ არიან მის (ქრისტეს) წინააღმდეგ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 9 2013, 12:46 PM
პოსტი #8


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Geocraft
თავშიც გითხარი და ახლაც გიმეორებ : როდესაც ამგვარ რამეს წერ ჩემო კარგო -
ციტატა
სხვა დანარჩენი სახარების მქადაგებელიეკლესიები თუ დაჯგუფებები მისდევენ ქრისტეს და არ არიან მის (ქრისტეს) წინააღმდეგ?

ქადაგების გამმართლებლად უნდა მოიყვანო არა ცალკეული და კონკტექსტიდან ამოღებული აონარიდი , არამედ მათი მოღვაწეობის , მსოფლმხედველობის , ისტორიის , წეს-ჩვეულებების და სხვა შემადგენელი კომპონენტების კრებსითი სახე .
შენ რამდენადაც მე ვხვდები მხოლოდ ქრისტიანულ მიმდინარეობებზე წერ . მაგრამ სხვებსაც ვგეტყვი :

მე საერთოდ ,,მოვშორდები'' ახლა დასავლურ რწმენას და აღმოსავლეთში გადავალ . აი რას ვკითხულობთ ე.წ. ,,ტიბეტურ სახარებაში '' :
,, ისამ (იესომ ) ყრმობისთანავე დაიწყო საუბარი ერთიან და განუყოფელ ღმერთზე . '' (IV.1)
ხედავ ? თვით ტიბეტური წყარო მოგვითხრობს იესოზე როგორც ერთიან და განუყოფელი ღმერთის მქადაგებელზე . დამეთანხმები , რომ არაერთ ,,ქრისტიანულ'' მიმდინარეობაში , ეს ასპექტი სხვაგვარად განიხილება .

,, აქ აწამეს და დასაჯეს დიდი წმინდანი ისსა (იესო), რომელშიც ბინადრობდა მსოფლიო სული . ''(I-2)

ამასაც ხომ ხედავ მეგობარო ? ბევრი ,,ქრისტიანული'' აღმსარებლობისგან განსხვავებით უფრო ზუსტად გადმოსცემს ტიბეტური წყარო იესოს შესახებ ინფორმაციას .

,, აქ აწამეს და დასაჯეს დიდი წმინდანი ისსა (იესო), რომელშიც ბინადრობდა მსოფლიო სული . ''(I-2)

ამასაც ხომ ხედავ მეგობარო ? ბევრი ,,ქრისტიანული'' აღმსარებლობისგან განსხვავებით უფრო ზუსტად გადმოსცემს ტიბეტური წყარო იესოს შესახებ ინფორმაციას .

შენ თუ იცხი , რომ თუნდაც ყურანი , ლოგოსად აღიარებს ქრისტეს ?

კიდევ სხვაგან წავიდეთ . ავიღოთ ვაიშნავები . იცი რაოდენ დიდ პატივს სცემენ ისინი ქრისტეს ? როგორ მნიშვნელოვანია მისი სწავლებები მათთვის ?

და ამ საუბრის გაგრძელება დიდხანს შეიძლება .
მიზეზი მარტივია - მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცა იესოს სახელით მოქმედებს და თუნდაც ეს ქმედება დადებითი იყოს , ვერანაირად იქნება სათნო ჭეშმარიტი , ბიბლიუირ სწავლებისთვის . რადგან იგივე აღმოსავლური რელიგიები , ხშირად უფრო მეტად მკაფიოდ და ნათლად გადმოსცემენ იესოზე დოგმატურ ჭეშმარიტებებს , ვიდრე დასალური პროტესტანტულები .
ამიტომ კიდევ გიმეორებ , როდესაც მათი ქადაგების ,,გამართლებას'' მთავაზობ , სახარების ცალკეული ამონარიდით კი არა სხვა წყაროებით დამისაბუთე .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 9 2013, 01:38 PM
პოსტი #9


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



მე ერთი რამ მაინტერესებს ძველი აღთქმიდან და შეიძლება აქ ვიკითხო?


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი May 9 2013, 02:01 PM
პოსტი #10


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



ႲႭႡႰႠႬ
არის განყოფილება ვისწავლოთ ბიბლია 2 და იქ დასვი...


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 9 2013, 03:01 PM
პოსტი #11


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ႲႭႡႰႠႬ
თუ გინდა აქა იკითხე მაგრამ წმ.წერილის განყოფილებაში არაერთი თემაა მაგ შინაარსის და უფრო უპრიანი იქნება თუ იქ დასვამ .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Geocraft
პოსტი May 10 2013, 03:57 AM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 3-May 13
წევრი № 13,127



A.V.M. თავშივე რომ მითხარი არამარტო პროტესტანტები ქადაგებენ სახარებიტ და ქრისტეს სახელითო, შევცვალე და მეორე შეკიტხვისას ყოველი ეკლესია და დაჯგუფება ვიხმარე რომელშიც ჩემი აზრით ყველა ის ვიგულისხმე ვისაც შენ გულისხმობდი, ანუ ყველა ვინც კი იესოს სახელით ქადაგებს და რატომ მტუქსავ. მაპატიე თუ არასწორად გამომივიდა.
ჩემი შეკითხვის აზრს ასე ვფიქრობ ვერ ჩაწვდი. მე ის კი არ მაინტერესებს ვინ, რისი მიმდევრები, რა ეროვნების და ქვეყნის შვილები ქადაგებენ თუ მანიპულირებენ იესოს სახელით, არამედ ის რომ აი ის რაც წერია მარკოზის სახარების მე 9 თავში 39; 40 ფრაზებში ამარებს თუ არა, ანუ აძლევს თუ არა ყველას უფოებას(ანუ კურთხევას)იქადაგოს სახარება?
თეოფილაქე ბულგარელის განმარტებაში წერია რომ იესო იოანეს ასწავლის რომ არ აუკრძალოს იესოს სახელით ეშმაკების გაძევება და ცოდვების მიტევება იმ დიდების მოუვარულებსაც კი რომლებიც ამით სახელის მოხვეჭას ცდილობენ რადგან თვითონ კი არ იხვეჭენ სახელს, არამედ იესოს სახელი ვრცელდება ხალხში როგორც ქველმოქმედის და რომ ეს ადამიანები რაც არ უნდა ეცადონ იესოს სახელი შეურაცხყონ არც კი გამოუვათ, იმიტომ რომ სასწაულის მხილველი ადამიანები სიკეთეს ხედავენ, ახსოვთ და უყვებიან სხვებს იესოს სახელით.
თუმცა იქვე დასძენს რომ ასეთი გზით ქრისტიანობის გავრცელებას ეწყობოდა ხელი პირველ საუკუნეში და რომ ეს საჭირო იყო და ამიტომ დაუშვა ეს უფალმა. კიდევ იმას ამბობს რომ მიუხედავად ამისა ქრისტე მაინც ერთობისკენ მოუწოდებს ყველა ქრისტიანობის მქადაგებელს და ქრისტეს სახელით მადლის მოქმედთ(ცოდვების მიტევება).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Geocraft
პოსტი May 10 2013, 04:12 AM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 3-May 13
წევრი № 13,127



უამრავი კითხვა მიჩნდება, თუმცა ყველას ახლა ვერ დავსვამ. უბრალოდ თუ ვიმეს გაქვთ საკმარისი ცოდნა და მასალა მოგეპოვებათ გამარკვიეთ ბულგარელი მამა რას ეყრდნობა როდესაც ასე განგვიმარტავს მარკოზის სახარების ამ ფრაზებს და კონტექსტიდან ამონაგლეჯად რომ არ ჟღერდეს ჩემი აზრი მომწერეთ სხვა ფრაზები რომლებიც უფრო თვალსაჩინოს გახდის ბულგარელი მამის განმარტებას და საერთოდ მართლმადიდებლურ სწავლებას ამ კონკრეტულ თემაზე
პ.ს. ახალი ვარ ფორუმზე და კარგად არ ვიცი როგორ ვიხმარო ფორუმი და სად ჩანს და სად არ ჩანს ჩემი შეკითხვები. და საერთოდ მამა თეოდორე გიგნაძეს ელ ფოსტა ან იმეილი ან რამე საკონტაქტო ინფორმაცია ხომ არ გაქვთ , ძალიან ძლიერი თეოლოგი მგონია და მინდა მას დავუსვა სხვა უამრავი შეკითხვაც. მე უცხოეთში ვარ და ვერ მსტუმრობ მის ეკლესიას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 10 2013, 06:07 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Geocraft
შესაძლოა გამოგადგეს: http://teodore.ge/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 10 2013, 12:21 PM
პოსტი #15


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Geocraft
ციტატა
არამედ ის რომ აი ის რაც წერია მარკოზის სახარების მე 9 თავში 39; 40 ფრაზებში ამარებს თუ არა, ანუ აძლევს თუ არა ყველას უფოებას(ანუ კურთხევას)იქადაგოს სახარება?

სახარების ქადაგების უფლება რა თქმა უნდა ყველას აქვს , ოღონდ იქადაგონ სწორად და დამახინჯების გარეშე .
სახარებასაც რომ თავი დავანებოთ , სხვადასხვა წარმართული თუ მწვალებლური სწავლებებიდანაც შესაძლებელია სასარგებლოს გამოწვლილვა .
მახსენდება გრიგოლ ხანძთელი , რომელმაც ძალიან ბევრი არაქრისტიანული სწავლება შეისწავლა და გიორგი მერჩულეს შეფასება : ,,ჯერკუალი იგი განაგდო . ''
აგრეთვე კაბადოკიელი მამები , რომელთა ღვაწლიც შეუფასებელია . მათ ყველას , წარმართული , ფილოსოფიური განათლება ჰქონდათ მიღებული .
მნიშვნელოვანია ამ მხრივ ბასილი დიდის შეგონებაც : ,,ემსგავსე ფუტკარს , რომელიც ყველა სახის ყვავილზე ჯდება , თაფლს კი მხოლოდ საუკეთესოსგან ამზადებს . ''
ქადაგებასთან დაკავშირებით მახსენდება გრიგოლ ნოსელი , რომელიც მოსეს ცხოვრებას 3 ნაწილად ჰყოფს . (ვიცით რომ მან 120 წელი იცოცხლა)

I- 40 წელი - განათლების მიღების დრო .
II - 40 წელი - გამწმენდელობითი .
III - 40 წელი - მქადაგებლობითი .

აი ბატონო , ყველაზე ზუსტი და მარტივი ფორმულირება . თუ განწმენდილი ხარ და განათლება მიღებული გაქვს მხოლოდ მაშინ შეგიძლია იქადაგო . დაუშვებელია , თუნდაც მართლმადიდებლად ითვლებოდე და ამ ორიდან რომელიმეს გარეშე ქადაგებდე .

სხვა რელიგიიის მიმდევარი თუკი განწენდილია , თუკი განათლებულია და სახარებას ყოველგვარი დამახინჯების გარეშე ქადაგებს , კი ბატონო , იქადაგოს !

ციტატა
უამრავი კითხვა მიჩნდება, თუმცა ყველას ახლა ვერ დავსვამ.

ნელ-ნელა დასვი , სად გვეჩქარება . დინჯად ვიკვლიოთ ესა თუ ის დეტალები .
ციტატა
უბრალოდ თუ ვიმეს გაქვთ საკმარისი ცოდნა და მასალა მოგეპოვებათ გამარკვიეთ ბულგარელი მამა რას ეყრდნობა როდესაც ასე განგვიმარტავს მარკოზის სახარების ამ ფრაზებს

ნამდვიულად არ (ვერ ) დავდებ თავს შესაბაამისი განათლების ქონაზე , მაგრამ მეეჭვება ვინმემ გითხრას თუ უშუალოდ ამ ფრაზის განმარტებისას რომელ ავტორიტეტს ეყრდნობოდა თეოფილაქტე ბულგარელი .

რაც შეეხება მუხლის სხვა ეგზეგეზებს . ქართულად , სამწუხაროდ მარკოზის განმარტების სრული ვერსია მხოლოდ თეოფილაქტე ბულგარელისა გვაქვს . შევეცდები რუსულ წყაროებში დავძებნო სხვა ეგზეგეზა და ის მოგცე .

ლოპუხინი მხოლოდ ამას წერს მარკოზის სახარების მეცხრე თავზე :
Глава IX. Преображение Господа Иисуса Христа (1-13). Исцеление бесноватого отрока (14-29). Повторение предсказания о смерти и воскресении (30-32). Об отношении учеников друг к другу: смирение, любовь. Беседа о соблазнах (33—50)

დავძებნი კიდევ რაღაცეებს ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Geocraft
პოსტი May 11 2013, 05:24 AM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 3-May 13
წევრი № 13,127



მადლობა აკაკი. ვსტუმრობ ხოლმე ამ წებ გვერდს, მაგრამ იქ განყოფილება კონტაქტს არააქვს და შესაბამისად ვერ ვუსვამ შეკითხვას. ალბათ ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვდებოდა და ამიტომაც არ აქვთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია. არაუშავს მე თქვენთანაც მომწონს საუბარი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Geocraft
პოსტი May 11 2013, 05:36 AM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 3-May 13
წევრი № 13,127



ციტატა
სახარების ქადაგების უფლება რა თქმა უნდა ყველას აქვს , ოღონდ იქადაგონ სწორად და დამახინჯების გარეშე .


პრინციპში სახარების ის ნაწილი (მარკოზი 9: 39; 40.) ქადაგებაზე კი არა ცოდვების მიტევებაზე და ეშმაკების განდევნაზე საუბრობს. მგონი უფრო სწორად უნდა დამესვა შეკითხვა. აქვთ თუ არა სიტყვაზე კათოლიკებს ცოდვების მიტევების უფლება? და თუ აქვთ მაშინ რაში გამოიხატება კათოლიკური ეკლესიის ღვთიურ მადლს მოკლებულობა? ან მიეტევება თუ არა ცოდვა ადამიანს თუ ის კათოლიკ მღვდელთან მოინანიებს (არ ვგულისხმობ მართლმადიდებელ მრევლს თუმცა ამაზეც მოვისმენდი პასუხს)?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 11 2013, 01:12 PM
პოსტი #18


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მგონი უფრო სწორად უნდა დამესვა შეკითხვა. აქვთ თუ არა სიტყვაზე კათოლიკებს ცოდვების მიტევების უფლება?

მგონი კიდევ არასწორად სვამ კითხვას . ცოდვათა მოტევებაზე კი არა ეშმაკის განდევნაზე უნდა დასვა პასუხი თუ ამ ციტატასთან ,,ერთად მოქმედებ . ''
ამაზე კი გეტყვი არა ჩემს პასუხს , არამედ იოანე–კასიანე რომაელის პასუხს : ,, იესოს სახელის რწმენით ხსენებას და ჯვარს , იმდენად დიდი ძალა აქვს , რომ მისი მოხმობით თვით მწვალებლებსაც კი შეუძლიათ ადამიანისგან ეშმაკის განდევნა . ''
მახსენდება კიდევ ერთი ფაქტი . თუ დაფიქრებულხარ ოდესმე , მართლმადიდებლები რატმ აზიარებენ მორწმუნეებს კოვზით და რატომ აყოლებინებენ შემდეგ ტკბილ ღვინოს ?

პირველი საუკუნის ეკლესიაში ასე არ იყო . არც ღვინოს აყოლებდნენ და არც კოვზით აზიარებდნენ ხალხს . მაგრამ ხშირად იყო შემთხვევა , რომ ადამიანიწმიდა ნაწილს პირის ღრუში მალავდა , შემდეგ მიჰქონდა იგი მჩხიბავთან , რომელიც ამ წმიდა ნაწილის ძალით აკეთებდა ჯადოს სხვა პიროვნებაზე . და სწორედ ამიტომ შეიცვალა ზიარების მიღების წესი დღევანდელ ეკლესიაში .


ეს მაგალითები იმიტომ მოვიტანე რომ არაერთხელ დაფიქსირებულა ისტორიის მსვლელობის მანძილზე , რომ შეურყვნელი რელიგიის ძალით , შერყვნილი რელიიგიის წარმომადგენელს ,,სასწაული მოუხდენია . ''



ციტატა
და თუ აქვთ მაშინ რაში გამოიხატება კათოლიკური ეკლესიის ღვთიურ მადლს მოკლებულობა?

ამაზეც გეტყვი არა ჩემს , არამედ გიორგი მთაწმინდელის პასუხს , რომელიც ამბობს რომ ოღონდ მთავარ დოგმატურ საკითხებში იყოს მზაობა ჩვენსა და მათ შორის , (ესაა სულიწმინდის გამომავლობის , ანუ ფილიოკვეს საკითხი , და ღვთისმშობლის დოგმატი) და ქონდეთ ბატონო 3 სამსჭვალი , აზიარონ ხმიადით და.ა.შ.

ციტატა
ან მიეტევება თუ არა ცოდვა ადამიანს თუ ის კათოლიკ მღვდელთან მოინანიებს

იმაზეც არ შემიძლია გიპასუხო , როდესაც მე – მართლმადიდებელი , ვაბარებ აღსარებას მართლმადიდებელ სასულიერო პირს , თუ მომეტევება ცოდვები და სხვაზე აბა , როგორ შემიძლია გელაპარაკო მეგობარო ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
azazeli
პოსტი Nov 1 2013, 06:42 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 24-August 13
წევრი № 13,307



დავრდომილის განკურბნება ცხვართსაბანელთან.
დავრდომილი კაცის განკურნება ცხვართსაბანელთან, მოთხრობილია იოვანე მახალებლის, მე–5 თავში. ეს საკითხიც გახლავთ იმ რიგი საკითხების ლოგიკური გაგრძელება რომელიც მაცხოვრის მიწიერ მოღვაწეობას ასახავს. კერძოთ , მაცხოვარი რა ჟამს განკურნავს კარისკაცის მონას მყისიერათ გაემართება იერუსალიმს. როგორც ამას წმინდა წერილი მოგვითხრობს. საინტერესოა რატომ მიდის მაცხოვარი იერუსალიმში ? იმიტომ რომ იქ იუდეველთა დღესსასწაული იყო და მაცხოვარიც მიემართება როგორც ერთ–ერთი რიგითი ადამიანი, როგორც ერთ –ერთი რჯულის ზედმიწევნით აღმსრულებელი. მაცხოვრის ამ დღესასწაულზე მისვლა უნდა განვიხილოთ ორგვარად. ერთის მხრივ მაცხოვარი სწორედ იმიტომ მიდის ამ დღესასწაულზე იერუსალიმში რომ იუდეველთა რჯულის მოწინააღმდეგე არ გამოვიდეს, მას სურს რომ იგი იხილოს ხალხმა როგორც მონაწილე ამ დღესასწაულისა. ხოლო მეორეს მხრივ მიდის იმისთვის რომ იუდეველთა უმეტესი ნაწილი მოიზიდოს თავისკენ, სასწაულებითა და თავისი სწავლებებით. იერუსალიმში ცხვრის ჭიშკართან აუზია რომელსაც ებრაელებრ ბეთეზდა ერქვა და იყო იქ ხუთი სტოა, სადაც ძირითადად იკრიბებოდნენ სნეული , დავრდომილი ადამიანები რომლებიც მოელოდნენ სასწაულებრივ კურნებას. რადგანაც უფლის ანგელოზი ჩამოდიოდა და ამღვრევდა წყალს და მას შემდეგ როდესაც ეს წყალი აიმღვრეოდა, სნეულთაგან პირველი რომელიც ჩავიდოდა მიემადლებოდა სასწაულებრივი კურნება. მაგრამ ჩვენ საუბრის დასაწყიში ვახსენეთ აუზი რომელსაც ებრაელებრ ბეთეზდა ხოლო თარგმანებით ცხვართსაბანელი ეწოდებოდა, ჩვენ უნდა ავხსნათ და ყურადღება გავამახვილოთ თვითონ ამ ტერმინზე თუ რატომ ეწოდება მას ცხვართსაბანელი. იმიტომ ეწოდა ამ ადგილს ცხვართსაბანელი რომ აქ მორეკავდნენ ხოლმე შესაწირავ ცხვრებს და ამ აუზში რეცხავდნენ მათ შიგნეულობას. ამის შემხედვარე მრავალი ადამიანის ცნობიერებაში გაჩნდა აზრი იმასთან დაკავშირებით რომ ვითომდა რაკი შესაწირავი ცხვრების შეგნეულობა ირეცხებოდა ამ აუზში ამის გამო იძენდა იგი ღვთაებრივ, მაკურნებელ ძალას. მეორეს მხრივ ღვთიურმა განგებულებამ ამ აუზში ინება სასწაულის მოხდება იმისთვის რომ იუდეველი ხალხი ნელ–ნელა ყოფილიყო მოწოდებული ქრისტეს რწმენაზე. ამდენ დავრდომილ ადამიანს შორის მაცხოვრის ყურადღებას მიიპყრობს მხოლოდ ერთი კაცი რომელიც 38 წელი იტანჯებოდა თავისი სნეულებით, მაცხოვარი მიემართება მისკენ და ეუბნება: გნებავსა რაითა განიკურნო? დავრდომილმა მიუგო: უფალო კაციც არამყავს რომ როდესაც წყალი აიმღვრევა ჩამიშვას აუზში, მანამ მე მივალ მანამდე სხვა ჩემზე უფრო ჯანმთელი სნეული მასწრებს და ჩადის. იესომ უთხრა: აღსდეგ და აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე. კაციც მაცხოვრის სიტყვისამებრ აღსდგება და აიღებს თავის ცხედარს (სარეცელს) და გაივლის. ამ კაცის ცნობიერებაში არამც და არამც არ გაულია აზრს იმასთან დაკავშირებით რომ რას მეუბნება ეს კაცი მე ! როგორ შეიძლება აღვსდე და აღვიღო ცხედარი ჩემი როდესაც 38 წელია უძლურებაში ვარ. ამგვარი ფიქრებს მის აზროვნებაში არ გაუვლია იგი ერწმუნა მაცხოვარს მთელი თავისი არსებით და ადგა ფეხზე, და არა მარტო აღსდგა არამედ ის საკაცე რომელზეც იჯდა ხელში აიღო და ისე გაემართა. როგორც წმინდა წერილი გვამცნობს ამ ადამიანის სასწაულებრივი კანკურნება მოხდა შაბათს. რამაც იუდეველების ყურადღება მიიქცია. იუდეველების ყურადღება მიიქცია არა იმან რომ ეს ადამიანი განიკურნა არამედ იმან რომ ეს კაცი შაბათს არღვევს და თავის საკაცეს იღებს ხელში. იუდეველები კი ეუბნებიან ,, დღეს შაბათია არ უნდა აგეღო შენი საკაცე’’ ხოლო ახლადგანკურნებული კაცის პასუხი გასაოცარია, ,,რომელმან იგი განმკურნა მე მან მრქვა აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე’’ იუდეველნი ეკითხებიან ვინ არის ის კაცი გვაჩვენე ჩვენ რომელმაც გრქვა აღსდეგ და აღიღე ცხედარი შენნიო?ხოლო კაცმან არა უწყოდა ვინაი არს რამეთუ იესო მიეფარა ადგილზე მყოფ ბრბოს.ამის შემდეგ იესო კვლავ შეხვდა ამ კაცს ტაძარში და უთხრა აჰა შენ გაჯანსაღდი და ამიერიდან არღარა სცოდო რაითა უძვირესი არა შეგემთხვეს რა. ის კაცი წავიდა და ყველაფერი უამბო იუდეველებს და უთხრა რომ ის ვინც იგი განკურნა იესოა. იუდეველებმა კი დევნა დაუწყეს მაცხოვარს იმის გამო რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა. მაცხოვარმა კი მიუგო მათ : მამაჩემი აქამდე ამას აკეთებს და მეც ვაკეთებ. ხოლო ამ სიტყვების შემდგომ უარესად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად რამეთუ ღმერთს საკუთარ მამად იხსენიებდა ხოლო თავის თავს ღმერთს უტოლებდა.


თბილისის სასულიერო სემინარია.
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე.

კაპერნაუმში დიდებულის ძის განკურნება.
როგორც მოგეხსენებათ კაპერნაუმში დიდებულის ძის განკურნება მოთხრობილია იოვანეს სახარების მე–4 თავში. ამავე თავშია მოთხრობილი სამარიელი დედაკაცის საუბარი მაცხოვართან, რომლის ლოგიკური გაგრძელებაც გახლავთ სწორედ ის თემა რომელზეც ახლა უნდა დავიწყოთ საუბარი. შემდგომად ორისა მის დღისა გამოვიდა მიერ და წრვიდა გალილეად. ანუ გამოვიდა სამარიიდან და წარვიდა გალილეაში. ვინმეს კითხვა რომ არ გაუჩნდეს იმასთან დაკავშირებით რომ მაცხოვარი რატომ არ ცხოვრობდა გამუდმებით გალილეაში წინ და წინ ავღნიშნავ და ვიტყვი რომ ,, წინასწარმეტყველსა თვისსა სოფელსა პატივი არა აქუს’’ და რადგან მაცხოვარი იყო წარმოშობით გალილეადან ამიტომ ის არ გახლდათ პატივდებული იქაური ხალხისა. (ყოველ შემთხვევაში იქაური ხალხის დიდი ნაწილისა) მაგრამ ყოველივეს მიუხედავად გალილეველებმა მიიღეს იგი რასაც ახალი აღთქმის ტექსტი ადასტურებს შემდეგი სიტყვებით: ,, და ოდეს მივიდეს გალილეას შეიწყნარეს იგი’’ გალილეველებმა მიიღეს იგი რაკიღა ყველაფერი ნახეს რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე. გალილეველების საქციელი რა თქმა უნდა საქებელია მაგრამ ორმაგად საქებელია სამარიელების საქციელი რადგან მათ ქრისტე ირწმუნეს არა ნიშებითა და სასწაულებით არამედ ქალის სიტყვით. ასე რომ მაცხოვარი კვლავ გაემართება კანას გალილეაში სადაც მან აღასრულა პირველი სასწაული. (წყალი ღვინოდ გადააქცია) იქ იყო ერთი აზნაური კაცი რომელსაც შვილი ყავდა ცუდათ, კაპერნამში. რაჟამს გაიგებს აზნაური, იესო არის კანას გალილეაში მოსულიო მაშინვე გამოემართება მისკენ თხოვნით რომ იგი გაჰყვეს მას კაპერნაუმში რადგან, მისი შვილი სიკვდილის პირას არის. უფალი მას საყვედურობს რომ არ გააჩნია მას ქრისტეს სრული რწმენა, არამედ მას აქვს მცირედი (ნაწილობრივი) რწმენა რადგანაც ამბობს : ,, მოდი სანამ არ მომკვდარა ჩემი ძე’’ კარისკაცი თავის რწმენასა და აზრებში იყო სუსტი, ამიტომაც აიძულებდა უფალს მოსულიყო მასთან, მაგრამ მაცხოვარი აჩვენებს რა თავის ყოვლისშემძლე ძალას დაუსწრებლად განკურნავს მის ძეს და ეუბნება: ,,წარვედ ძეი შენი ცოცხალ არს’’ერწმუნება კარისკაცი მაცხოვრის სიტყვებს და გაბრუნდება უკან და გეზსს აიღებს კაპერნაუმისკენ სადაც მას თავისი სახლეული ელოდება, გზაში მას თავის მონა (მსახური) შეხვდება რომელიც აუწყებს სასიხარულო ამბავს რომ მისი ძე ცოცხალია რომ მხურვალებამ მეყსეულად დაუტევა და გამოჯამრთელდა, კარისკაცი კითხულობს თუ რომელ საათზე იქნა მისი ძე უმოლხინეს და მათ უთხრეს შვიდზე. ამის შემდეგ მოეხსენა ყრმის მამას რომ ეს სწორედ ის საათი იყო როდესაც უთხრა მაცხოვარმა შენი ძე ცოცხალ არსო. ამის შემდეგ მას მიეცა ქრისტეს დიდი რწმენა ,რამეთუ მანამდე მისი რწმენა არ იყო სრულყოფილი არამედ იყო მცირე. კარისკაცის ვაჟის მორჩენას მახარებელი უწოდებს მეორე დიდ სასწაულს რომელიც მაცხოვარმა აღასრულა კანას გალილეაში.

თბილისის სასულიერო სემინარია.
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე.

სამარიელი დედაკაცის საუბარი მაცხოვართან.
როგორც მოგეხსენებათ სამარიელი დედაკაცის საუბარი მაცხოვართან მოთხრობილია იოვანეს სახარების მე–4 თავში. მაგრამ ვიდრემდე აღნიშნული საკითხის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს მანამდე ჩვენ უნდა ავღნიშნოთ ზოგადად იუდეველებისა და სამარიელების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. სამარიტელები გახლავთ ხალხი რომელიც ბაბილონის ტყვეობის შემდგომ დაბრუნდნენ, ნაწილობრივ აღიარებდნენ იმავე რელიგიას რომელსაც ებრაელები აღიარებდნენ ნაწილობრივ არა. აღიარებდნენ მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეულს და არ იღებდნენ წინასწარმეტყველებებს, მათ ცალკე შეარჩიეს რამდენიმე ადგილი სადაც თაყვანისცემდნენ მათ შორის ის ადგილი რომელზეც სამარიელი დედაკაცი საუბრობს, ეს არის მთა რომელსაც პატივს მიაგებენ ისინი, ჭა რომელსაც იაკობ მამათმთავრის აღმოჩენილად თვლიან და ასევე პატივს მიაგებენ მას. ანუ სამარიტელები ეს არის ხალხი რომლებიც ძალიან არიან მიმსგავსებულები ებრაელებს, მაგრამ როგორც ეთნიკურად ისე რელიგიურად მათ შორის სრული თანხვედრა არ არსებობს. ეს არის არა ებრაული წარმოშობის ხალხი საერთო ჯამში და ამავდროულად ესენი არიან ხალხი რომელნიც წარმოადგენენ იუდაიზმისგან ნასესხები უამრავი სწავლებით გაჯერებულ (რელიგიური თვალსაზრისით) სექტას. ერთი უნდა ითქვას რომ სამარიელები დაჩაგრული ხალხია ებრაელები მათთან არ შედიან არანაირ ურთიერთობაში, არ შედიან კონტაქთში. არ დადიან იმავე გზით რომლითაც სამარიტელი დადის, წყალს არ დაალევინებენ საქონელს იმავე წყაროდან იმავე ჭიდან საიდანაც სამარიელები სარგებლობენ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებენ მათ ჭურჭელს, სავაჭრო ურთიერთობაშიც კი, ( რაც ებრაელებს ყველასთან ქონდა დაშვებული). კეთროვანზე უფრო უარესია სამარიტელი ებრაელისთვის. აფსოლიტურად მიუღებელია პერსონა ნონგრანტაა ყოველი სამარიტელი. სამარიტელი არის ადამიანი რომელიც ადამიანი არ არის. ეს სიძულვილი არის რელიგიური რადგანაც ერთის მხრივ ებრაელებმა არ მიაღებინეს მათ მონაწილეობა ტაძრის მშენებლობაში როდესაც დაბრუნდნენ ტყვეობიდან სამარიტელებმა წამოიწყეს, ამის საპირწონე ტაძრის მშენებლობა, თვითონ მოიწადინეს, სხვაგვარად რომ ვთქვათ ღმერთი მოპარეს ებრაელებს და ამის გამო არის მათ შორის ძალიან მძაფრი კოფრომტაცია მაგრამ ეს კომფრომტაცია იმ დონეზეა მისული რომ დალაპარაკება და დანახვა არ უნდათ უკვე ერთმანეთის. სამარიტელებსაც არანაკლები აგრესია აქვთ ებრაელების მიმართ ეთნიკურადაც, რელიგიურადაც, რაოდენობრივადაც, ებრაელებზე გაცილებით უკან დგანან მაგრამ აქვთ ეს ასევთქვათ თავისი ამბიცია, ჩვენ გვინდოდა ეს ერთი ჭეშმარიტი ღმერთი გვეწამა და ვიღაცამ ხელი შეგვიშალა, მაგრამ სამაგიეროდ რაც გვაქ ჩვენ ვართ აი ამაში მართლები, ჩვენ იაკობის და მამათმთავართა ნაშიერნი ვართ და მათი მიმდევარნი ვართ. და თვითონაც ასევთქვად აქტიურად ახერხებდნენ იმას რომ საკუთარი რელიგია ებრაელების რელიგიაზე პატივდებულად ჩათვალონ.
როგორც ახალი აღთქმის წმინდა წერილის ფურცები მოგვითხრობს მაცხოვარი დაუტევებს იუდეას და გალილეას წავა, ეს მოხდება მას შემდეგ როდესაც ფარისევლები გაიგებენ რომ მაცხოვარს უმეტესი მოწაფეები უსხენ ვიდრე იოვანეს და მაცხოვარი უფრო უმეტეს ხალხს ნათლავს ვიდრე იოვანეო. მაგრამ აქ აღსანიშნავია ერთი ფაქტი რომ იესო არ ნათლავდა ხალხს არამედ მოწაფენი მისნი როგორც ჩვენ ახალი აღთქმის წმინდა წერილი გვამცნობს ამას. ხოლო განსვლად იყო სამარიათ. მიუთითებს და ყურადღებას ამახვილებს იოვანე მახარებელი ამ დეტალზე და ამბობს: განსვლად იყო სამარიათ. ანუ მაცხოვარს განძრახული არ ქონდა სამარიაში წასვლა უბრალოდ მას უნდა გაევლო გზათ. ამრიგად მაცხოვარი მივიდა იმ ქალაქში რომელსაცა ქვიან სუქარ. იმ მიწის მახლობლად რომელიც იაკობმა მისცა იოსებს ძესა თვისსა. ქალაქის მახლობლად იყო ჭა, რომელსაც სხვაგვარად იაკობის ჭას უწოდებდნენ. მაშვრალი (დაქანცული) იესო ჩამოჯდება წყაროსთან დაახლოვებით ექვსს საათზე. ამ დროს მოდის დედაკაცი სამარიიდან ჭურჭლებით წყლისა ვსებათ. აქ შედგება საუბარი მაცხოვარსა და სამარიელ დედაკაცს შორის. მაცხოვარი ეუბნება: მასუ მე წყალი, აქ ყურადღებას ვამახვილებთ ერთ დეტალზე რომ მაცხოვრის მოწაფეები წასულები არიან ქალაქში საჭმლის საყიდლად. იუდეველი ქალი მაცხოვარს გაკვირვებული პასუხობს, რადგანაც ეს მისთვის ძალზედ უჩვეულო იყო, რამეთუ იუდეველებს არ აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან ეს ყოვლად წარმოუდგენელი იყო იუდეველები და სამარიელები ერთმანეთს გამარჯობასაც კი არ ეუბნებოდნენ არამცთუ რამეს სთხოვდნენ და სწორედ ამიტომ გაოცდა სამარიელი დედაკაცი როდესაც მაცხოვრისგან გაიგო ეს სიტყვები: ,,მასუ მე წყალი’’ გაკვირვებული სამარიელის პასუხიც შესაბამისია, როგორ მთხოვ შენ იუდეველი მე სამარიელს მასუ წყალიო? იესომ მიუგო და რქვა: შენ რომ იცოდე ღვთის ნიჭი და ვინ გეუბნება მასუ მე წყალიო არა თუმცა მიუგო და ასვა წყალი არამედ შენცა სთხოვო მას და გცეს მან წყალი ცხოველი. უფალო, არცა სავსებელი გაქუს და ჯურღმული ესე ღრმაი არს ვინა გაქუს წყალი ცხოველი? მიუგო იესომ და რქვა მას ყველა ვინც ამ ,, წყალს’’ დალევს კვლავ მოსწყურდება, ხოლო ვისაც მე მივსცემ მას ,, არღარა სწყუროდეს უკუნისამდე’’ უფალო მეც მე წყალი რაითა არღარა მწყუროდეს და არცაღა მოვიდე აქა წყლისა ვსებად. როდესაც სამარიტელი ქალი მაცხოვარს ეუბნება, მომეცი ცოცხალი წყალიო, მაცხოვარი პასუხობს, წადი და ქმარს დაუძახეო. ქმარი არა მყავსო, _ უთხრა ქალმა. მართალი თქვი, ხუთი გყავდა და არც ერთი არ იყო შენი ქმარი, და ახლა რომელიც გყავს, არც ეს არის შენი ქმარიო, ანუ როცა სამარიტელმა უფალს უთხრა, მომეცი სიცოცხლის წყალიო, უფალმა ცოდვა შეახსენა და დაანახა მისი მდგომარეობა, ე. ი. ცოცხალი წყარო ყოფილა საკუთარი სისუსტეებისა და ცოდვების დანახვა. ღვთით საკუთარი თავის შეცნობა არის ცოცხალი წყლის მიღება, რომელიც მარადიულად იდინებს მიმღების მუცელში. ასეთ ადამიანს ავიწყდება ის წყალი, ანუ ცოდვები, რომლითაც ამქვეყნიურ წყურვილს იკლავდა, როგორც ეს მოხდა სამარიტელი ქალის შემთხვევაში, რომელმაც ჭასთან დატოვა წყლის ჭურჭელი, ანუ ამქვეყნიური სურვილები, და გაიქცა ქრისტეს სიტყვის სახარებლად. მაგრამ ამ დროს (სანამ სამარიელი დედაკაცი გაემართება თვისტომელებთან) დედაკაცი ამბობს ასეთ რაღაცას: ვიცი რამეთუ მოვალს მესია და ოდეს მოვიდეს იგი მან მითხრას ჩვენ ყოველი. უფალი აქ საოცარ რამეს ამბობს: ,,მე ვარ რომელი გეტყვის შენ’’ მაცხოვარმა სამარიელ დედაკაცს გაუმჟღავნა რომ ის იყო მესია, ქრისტე, იუდეველებს კი რომლებიც მაცხოვარს ხშირად უსმევდნენ ამ შეკითხვას ,, გვითხარი ჩვენ ვინ ხარ შენ ქრისტე? არაფერს არ პასუხობდა, იმიტომ რომ ისინი ამ შეკითხვას უსმევდნენ იმიტომ რომ რაც შეიძლებოდა მეტი ცილი დაესწამათ მისთვის ხოლო სამარიელ დედაკაცს თავი გაუმჟღავნა იმიტომ რომ მას ნამდვილად სურს შეიცნოს ჭეშმარიტება, რაც მისი შემდგომი საქციელიდან ჩანს, როდესაც ეს გაიგო ამ ქალმა მიდის ქალაქში თავის რწმენას სხვებს გადასცემს და მოჰყავს ხალხი უფალთან. სამარიელ ქალთან საუბრის დროს მოდიან მისი მოწაფეები და ხედავენ თუ როგორ საუბრობს მაცხოვარი სამარიელ ქალთან და მათ ეს ყველაფერი უკვირთ (როგორც ეს თავდაპირველად სამარიელ ქალს გაუკვირდა როდესაც მას უფალმა სთხოვა რათა მიეცა მისთვის წყალი) ამასობაში სამარიელი დედაკაცი მიდის თავის თანამოქალაქეებთან და ეუბნება მათ: წადით და ნახეთ კაცი რომელმაც ყველაფერი მითხრა ჩემს შესახებ, ნუკუე იგი არს ქრისტე? გამოემართა მთელი ერი მაცხოვრის სანახავად. ამასობაში მოწაფეები მაცხოვარს სთხოვენ რომ საჭმელი ჭამოს მაცხოვარი მათ პასუხობს: მე ჭამადი მაქუს ჭამად რომელიც თქვენ არა იცით . მოწაფეებს კი ეგონათ, რომ ჩვენ მოსვლამდე ვინმემ მოართვა მას საკვები? ამ კითხვის დასმას მოწაფეები ხმამაღლა ვერ ბედავენ მაცხოვრისთვის რადგანაც მისი განუზომელი ხათრი აქვთ როგორც მასწავლებლის, მართალია ქრისტესთვის მათ არ უთქვამთ რომ განემარტა საკვების შესახებ მაგრამ უფალმა თვითონვე მოაყოლა განმარტება: ჩემი საჭმელი ის არის რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.( რამეთუ ღმრთის ნებაა ადამიანის ცხოვნება) ბევრმა ირწმუნა სამარიტელი ქალის სიტყვით იმ ქალაქში, რომელმაც სთქვა: ყველაფერი მითხრა რაც ჩამიდენიაო. როდესაც მაცხოვართან მივიდნენ სამარიტელები სთხოვეს მას რომ ორი დღე დარჩენილიყო, და დაადგრა მაცხოვარიც მათ თანა ორ დღე. ამ ორ დღეში კიდევ მრავალმა სამარიელმა ირწმუნა უფლის სიტყვის. ხოლო დედაკაცსა მას რქვეს: არღარა სიტყვათა შენთა გვრწამს, რამეთუ ჩვენ თვით გვესმა მისგან და უწყით რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისა ქრისტე.

თბილისის სასულიერო სემინარია.
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე.

1. პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა.
პირველითგანის შესატყვისად ბერძნულ ორიგინალში ნახმარია სიტყვა ენ–არხი. (αρχή) რაც ნიშნავს დასაბამს, დასაწყისს,თავდაპირველს.1. პირველითგან იყო სიტყუაჲ, ნიშნავს დასაბამში იყო სიტყვა ან თავდაპირველად იყო სიტყვა. ახლა მე მინდა ყურადღება მივაქციო ერთ დეტალს. ბერძნულ ენაში გამოიყენება არტიკლები. ბერძნულ ტექსტში სიტყვა თეოს– არის ღმერთი. და ბერძნულ ტექსტში სიტყვა–თეოს გამოყენებულია არტიკლის გარეშე. და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. პირველი მუხლი მთავრდება ამ სიტყვებით. და ეს ღმერთი ბერძნულში არტიკლის გარეშეა გამოყენებული. და უნდა ყოფილიყო ო–თეოს. და მწვალებლებმა კერძოდ ორიგენემ ამას მიაქცია ყურადღება და თქვა: რადგანაც ღმერთი ანუ თეოს,არტიკლის გარეშეა ნახმარი, იოვანე ღვთისმეტყველის მიერ ეს იმას ნიშნავს რომ ის, არ არის თანაარსი მამა ღმერთისაო. თავისთავად გასაგებია და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი, ეს მიემართება იესო ქრისტეს. ანუ ღმერთში მაცხოვარი იგულისხმება თავისთავად ცხადია მაგრამ, რადგან არტიკლის გარეშეა ეს სიტყვა გამოყენებული ორიგენემ მიიჩნია რომ ის ღირსებით როგორც ღმერთი იესო ქრისტე უფრო დაბლა დგას, უფრო დაკნინებული ღირსების მატარებელია, ვიდრე მამა ღმერთი. (და ახლა როგორ შეგვიძლია უვარყოთ ეს აზრი ჩვენ) წმ. წერილში არის ადგილები სადაც ნახსენებია ღმერთი, და მასში ნაგულისხმებია მამა ღმერთი, მაგრამ მას არ ახლავს წინ არტიკლი. მაგალითად რომაელთა მიმართ ეპისტოლე, პირველი თავის მე–7 მუხლი (მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩემისა) ესეიგი, ღმრთისა და მერე დაკონკრეტებულია მიერ მამისა ჩემისა. ესეიგი ღმერთში მამა იგულისხმება ესეიგი ბერძნულში სიტყვა ღმერთის წინ არტიკლი არ არის გამოყენებული, მაგრამ მაინც მამას ვგულისხმობ. ანუ ეს იმას გვიმტკიცებს რომ ორიგენე ცდებოდა. კიდევ ორიგენე ამბობდა: თუ ღმერთს ანუ თეოს წინ არ ახლავს არტიკლი ,,ო’’ მაშინ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიგულისხმოდ მასში სრულყოფილი ღმერთი. ანუ ამ შემთხვევაში ორიგენეს მიხედვით მამა ღმერთი არტიკლით იქნებოდა წარმოდგენილი ტექსტებში. და ღმერთი აუცილებლად უნდა ყოფილიყო არტიკლიანი ფორმით წარმოდგენილი ტექსტებში, და თუ კი სადმე იქნებოდა ტექსტში ღმერთი არტიკლის გარეშე წარმოდგენილი (ამ ღმერთში იგულისხმება იესო ქრისტე) ორიგენე ამბობდა რომ, ის რადგან უარტიკლოდ არის წარმოდგენილი, ის არ არის იმ ღირსებისა და პატივის მატარებელი რომელი პატივისა და ღირსების მატარებელია მამა ღმერთი.ამით მან ძე ღმერთი იესო ქრისტე დაუქვემდებარა მამა ღმერთს, ღირსებით. ეს არის სწორედ არიოზელობა. ძე თანაარსია მამისა. და არა დაქვემდებარებული მამა ღმერთს. ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. სიტყვაში, იგულისხმება იესო ქრისტე მეორე ჰიპოსტაზი წმ.სამებისა, და რომ სიტყვა არის ღმერთი, და არა პირიქით. ღმერთი არ არის სიტყვა, არამედ სიტყვაში მოიაზრება ღმერთი. და ბერძნულში ეს ამგვარად არის Ο Θεός είναι ο Λόγος–(ღმერთი იყო სიტყვა) ანუ იგივე შინაარსია რაც ქართულ თარგმანშია. ახლა ბერძნულ ენას აქვს ასეთი თვისება, კერძოდ ყურადღება მიაქციეთ Θεός ήταν –(ღმერთი იყო და მერე მოდის სიტყვა: იგი, ანუ ο Λόγος)

თბილისის სასულიერო სემინარია.
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 2 2013, 12:24 AM
პოსტი #20


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



azazeli
ჯიგარი ხარ ასტამ ! ეგრე გააგრძელე ძმისგულ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი