IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმ. სპირიდონი ტრიმიფუნტელი საკვირველთმოქმედი
lado s
პოსტი Mar 2 2007, 08:35 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



გთავაზობთ ფრაგმენტებს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის შესახებ ბერძნულიდან თარგმნილი საინტერესო წიგნიდან.

წმინდა სპირიდონის ცხოვრება
“ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქუეყანაჲ”, _ გვასწავლის უფალი თავის ქადაგებაში. ამ ღვთიურ სიტყვებს სრულად განასახიერებს წმინდა სპირიდონი, ვინაიდან მისი მიწიერი ცხოვრება მდიდარი და ურყევი ღვთისმოსაობითაა აღსავსე და დიდ ზნეობრივ გავლენას ახდენს არა მარტო იმდროინდელ, არამედ დღევანდელ საზოგადოებაზეც.
ჟამთააღმწერელთა მიხედვით, წმინდა სპირიდონი დაიბადა კვიპროსზე, ტრიმიფუნტის ოლქის სოფელ ასკიაში, რომელიც ლევკუსიასა და ამოხოსტს შორის მდებარეობდა. მისი დაბადების თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი. სავარაუდოა, რომ იგი ქრისტეშობიდან 250-60 წლებში დაიბადა. როგორც ჩანს, იმ დროსათვის საკმაოდ კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ცხვრის ფარას მწყემსავდა, სასულიერო წიგნების კითხვა შეეძლო. იგი ბავშვობის ასაკიდანვე კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო. განსაკუთრებით გამოირჩეოდა უპოვართა მიმართ სიბრალულითა და სტუმართმოყვარეობით, რითაც აბრაამსა და ლოთს მოგაგონებდათ. ღრმად ჰქონდა გულში ჩაბეჭდილი მოციქულ პავლეს სიტყვები: “კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა” (ებრ. 13,16).
წმინდა სპირიდონის ცხოვრების აღმწერლები მისი სტუმართმოყვარეობის ერთ განსაკუთრებულ ფაქტს მოგვითხრობენ: როდესაც იგი უკვე ოჯახს იყო მოკიდებული, ერთ-ერთ მარხვაში მას ხანგრძლივი მგზავრობით გათანგული მწირი ესტუმრა. მთელი ოჯახი მკაცრად მარხულობდა და ამიტომ არაფერი გააჩნდათ, რომ მწირს გამასპინძლებოდნენ. მაშინ წმინდა სპირიდონმა თავის ქალიშვილს უბრძანა, მგზავრისთვის ფეხი დაებანა და საჭმელი მიეცა, მაგრამ ქალიშვილმა უპასუხა, რომ სამარხვო არაფერი გააჩნდათ. ეს რომ შეიტყო, წმინდა სპირიდონმა ილოცა, რათა უფალს მისთვის მარხვის დარღვევა შეენდო და ქალიშვილს სათავსოდან ღორის დამარილებული ხორცის მოტანა დაავალა. იმისათვის, რომ სტუმარს უხერხულობა არ ეგრძნო მარხვის დარღვევის გამო, თავად წმინდა სპირიდონმაც დაიწყო ჭამა და თან წმიდა წერილის სიტყვებს იმეორებდა: “ყოველივე წმიდა არს წმიდათათKს; ხოლო შეგინებულთათKს და ურწმუნოთა არარაY არს წმიდა” (ტიტე 1,15). აი, ამგვარად გამოხატა მან ჭეშმარიტი რწმენის ძალა და ღირსება.
სასულიერო წიგნების კვლევამ და გულწრფელმა ღვთისმოსაობამ წმინდანი ცოდნასა და ქრისტიანულ სარწმუნოებაში განამტკიცა. მისმა უშრეტმა სათნოებებმა და ქრისტიანული ცხოვრების სიწმინდის დაცვამ იგი, ღვთის მადლით, წმინდანად აქცია და მარადიული სასუფეველი დაუმკვიდრა.
წმინდა სპირიდონი შორს იყო ყოველგვარი ვნებისაგან (ვეცხლისმოყვარეობა, სიამაყე, ტყუილი, უქმისმეტყველება, სიხარბე და სხვა). იგი ყოველთვის კეთილგანწყობილი, თავაზიანი, თბილი, თავმდაბალი და სამართლიანი იყო, რის გამოც მუდმივად ჭეშმარიტი ღვთიური ნათლით ბრწყინავდა; ყოველთვის გამოხატავდა სიყვარულს ღვთისადმი და მოყვასისადმი. ღვთისადმი სიყვარულს იგი ქრისტიანული მოღვაწეობის მთავარ მამოძრავებელ ძალად და ღირსებად მიიჩნევდა.
აღსანიშნავია წმინდანის სიყვარული შრომისადმი. იგი დღენიადაგ შრომობდა და თავისი შრომის ნაყოფით ობლებს, ქვრივებს, ღარიბებს, ხეიბრებს ეხმარებოდა. ყოველივე ამას სიმდაბლით აკეთებდა და სხვებს მაგალითს აძლევდა. ყოველგვარ მდგომარეობაში კაცთმოყვარე ღვთისადმი ლოცვა მისი დამახასიათებელი თვისება იყო. ზრუნავდა როგორც მოყვასზე, ასევე თავის მამულზე და ცხვრის ფარაზეც. მოყვასის ნაკლს იგი არა კრიტიკით, არამედ სიყვარულითა და პატივისცემით ებრძოდა, ამიტომ მისი სახელი საქვეყნოდ გახდა ცნობილი.
წმინდანს არასოდეს ჰქონია საკუთარი ქონების გაზრდის სურვილი. მისი ღვთივსათნო ცხოვრება გვახსენებს უფლის ქადაგებას ნეტარებების შესახებ (მათე 5,1-12).
წმინდა სპირიდონი იღვწოდა არა მხოლოდ საკუთარი სულიერი წარმატებისათვის, არამედ მოყვასის მარადიული სასუფევლის გზაზე დაყენებისთვისაც, რითაც იგი ღვთის სიტყვებს გვახსენებს: “ვიდოდე და არქუ ერსა ამას” (ესაია 6,9).
მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ წმინდა სპირიდონი იმ ეპოქაში ცხოვრობდა, როდესაც ქრისტიანებს რომის იმპერატორები არაადამიანურად დევნიდნენ. იგი უკან არ იხევდა, სულიერად ძლიერდებოდა და თანდათან “ჯვარცმული და აღმდგარი მხსნელის” მიმდევარის სახელს იმკვიდრებდა. ის მტკიცეც იყო და რბილიც, თავისი უბრალოებით ბრწყინავდა.
წმინდა სპირიდონი დაქორწინებული იყო, თუმცა ამას მისი ქრისტიანული მოშურნეობა არ გაუნელებია. იესო ქრისტემაც ხომ აკურთხა ქორწილი გალილეას კანაში და სასწაულიც მოახდინა. წმინდანი დაქორწინდა ერთ პატიოსან, სათნო ქალზე, რომლისგანაც ქალიშვილი შეეძინა და სახელად ირინე უწოდა.
ეს ქრისტიანი წყვილი ღვთის მცნებებით ცხოვრობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, წმინდა სპირიდონის მეუღლე ადრევე გარდაიცვალა და წმინდანს თავად მოუხდა ქალიშვილზე ზრუნვა. თვითონაც სურდა სრულად მიეძღვნა თავი ეკლესიისათვის და თავისი ქალიშვილიც, რა თქმა უნდა, მისივე თანხმობით, ეკლესიას მიუძღვნა. ამ დროიდან წმინდა სპირიდონის ცხოვრება უფრო მეტად რელიგიური გახდა. იგი შეუერთდა სასულიერო დასს: ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო შემდეგ _ მღვდელმონაზვნად. წმინდა სპირიდონი სამაგალითო სასულიერო პირი იყო და ამიტომ მრევლის პატივცემას იმსახურებდა. იმდენად ღირსეულად ასრულებდა მღვდლის მოვალეობას, რომ როდესაც ტრიმიფუნტის ეპისკოპოსის ტახტი გათავისუფლდა, ახალ ეპისკოპოსად თავმდაბალი და მოშურნე სპირიდონი აირჩიეს.
ეპისკოპოსის ხარისხში წმინდანის სათნოებები გამრავლდა. ანგარება და სულმდაბლობა მისთვის სრულიად უცხო იყო. მუდმივ, მძიმე ღვაწლს იგი სიწმინდისაკენ მიჰყავდა. ამ დაუღალავი ადამიანისათვის სიწმინდე ქრისტიანული იდეალებისაკენ სწრაფვას ნიშნავდა. ამისთვის ღვთისაგან ჯილდოდ სამართლიანად მიიღო სასწაულთმოქმედების მადლი და ამიტომაც, სასწაულთმოქმედი ეწოდა.
წმინდა სპირიდონი ეპისკოპოსად 325 წელს დაადგინეს. ამავე წელს მან ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მიიღო მონაწილეობა. მანამდე კი, როგორც ამბობენ, მაქსიმიანეს (308-313 წ.წ.) დროინდელი დევნისას, იგი დაჭერილი იყო და გათავისუფლდა მილანის ედიქტის (313 წ.) მიღების შემდეგ, რომლის ძალითაც ქრისტიანთა დევნა შეწყდა. დასავლეთის ეკლესიაც აღიარებდა მას, როგორც მაქსიმიანეს, ასევე გალერიუსისა და დიოკლეტიანეს (303 წ.) ეპოქის დროინდელ მოწამედ. დასავლელი ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ წმინდა სპირიდონი მღვდლად კურთხევამდე (305 წ.) მრავალი წელი იყო კატორღაზე მაღაროებში, სადაც ბევრი ტანჯვა გადაიტანა, დაუზიანდა მარჯვენა თვალი და ხელი; თუმცა ყოველივე ეს არც თუ ისე სარწმუნოა, რადგან აშკარაა, რომ წმინდანის თვალი საღია. წმინდა ნაწილებს აკლდა მარჯვენა ხელი, რომელიც 1984 წლის 10 დეკემბერს მიტროპოლიტ ტიმოთესა და მისი წინამორბედის _ ნეტარხსენებული პოლიკარპეს მოწადინებით იტალიიდან კერკირაზე გადმოაბრძანეს.
მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილმა თუ უცნობმა განსაცდელებმა წმინდა სპირიდონი რწმენაში განამტკიცეს, იგი, როგორც ტრიმიფუნტის ეპისკოპოსი, პირველ მსოფლიო კრებაზე მიიწვიეს. მანაც მიიღო ეს მოწვევა, რათა ემხილებინა და დაეგმო არიოზის მწვალებლობა.
***
კრება 325 წლის 20 მაისს დაიწყო. მასში, ეკლესიის 318 ღმერთშემოსილი მამის გარდა, კონსტანტინე დიდის მიერ გამოცემული სამეფო დეკრეტის საფუძველზე, მონაწილეობდნენ საქვეყნოდ აღიარებული ფილოსოფოსებიც. მათ შორის იყო სახელგანთქმული რიტორი, არიოზის მიმდევარი _ ევლოღიც.
არიოზის მიერ იერარქთა არგუმენტების გამომწვევად და მოხერხებულად მოგერიებამ განარისხა წმინდა სპირიდონი. იგი, ანთებული ჭეშმარიტი დოგმატებისადმი სიყვარულით და აღჭურვილი ღვთისადმი რწმენითა და სასოებით, აუღელვებლად აღუდგა წინ ევლოღის. ზოგიერთი მართლმადიდებელი მას ურჩევდა, კამათში ღრმად არ შესულიყო, მაგრამ წმინდანი მტკიცე რწმენით ჩაება დიალოგში და ევლოღი მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოაქცია.
წმინდა სპირიდონს თავადაც ურყევად სწამდა და სხვებსაც ასე ასწავლიდა, რომ მწვალებლობა არასოდეს მიიყვანს თავის მიმდევრებს ღვთის სასუფევლამდე, რადგან იგი წმიდა სამებისაგან განდგომაა.
საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იმისათვის, რომ წმინდა სპირიდონს დაეცვა და თვალსაჩინოდ ეჩვენებინა წმიდა სამების შესახებ სწორი სწავლება, აგური აიღო და ხელი მაგრად მოუჭირა, რის შედეგადაც ხელს ზემოთ ცეცხლის ალი ავარდა, ქვემოთ _ წყალი ჩამოიღვარა, ხოლო მის კურთხეულ ხელში კი თიხა დარჩა. ამასთანავე წმინდა სპირიდონმა განმარტა, რომ, როგორც აგურში თანამყოფობენ ცეცხლი, წყალი და თიხა, ასევე თანამყოფობენ წმინდა სამებაში მამა, ძე და სულიწმიდა.
“ერთ არს უფალი ცისა და მიწისა, შემოქმედი ყოველთა. მან სიტყვისა (ძისა) და სული წმიდის მიერ შექმნა ზეციური ძალნი, ყოველივე ხილული და უხილავი. მისგან შეიქმნა ცა და ქვეყანა...” _ ასე მიმართავდა წმინდანი ევლოღის.
ბოლოს და ბოლოს იძლივნენ არიანელები და მამებმა მრწამსის პირველი შვიდი პუნქტი დაადგინეს. კრება მართლმადიდებელთა და მათი უშიშარი მცველის _ წმინდა სპირიდონის გამარჯვებით დასრულდა, რაც, ყველაფერთან ერთად, განაპირობა მის მიერ მოხდენილმა სასწაულმაც, რომელსაც ეკლესია ტროპარში უგალობს: “პირველსა კრებასა შინა გამოსჩნდი მბრძოლად ძლიერად, საკვირველთ-მოქმედო...”
თუმცა, იმის გამო, რომ მწვალებლობები მაინც არსებობდნენ, კონსტანტინე დიდის მემკვიდრეებმა ქალაქ სარდიკში (დღევანდელი ბულგარეთის დედაქალაქი სოფია), ქრისტეშობიდან 342-347 წლებში ახალი კრება მოიწვიეს. ზოგიერთი ცნობით მასში წმინდა სპირიდონსაც მიუღია მონაწილეობა, თუმცა, როგორც წმინდა ათანასე დიდისაგან ვგებულობთ, წმინდა სპირიდონი მხცოვანი ასაკის გამო კრებას არ დასწრებია და არც მის ოფიციალურ ოქმზე მოუწერია ხელი. მართალია, ეს არ იყო მსოფლიო კრება, მაგრამ იყო პირველი მსოფლიო კრების ყლორტი, რომელმაც სარწმუნოების სიმბოლო აღიარა და ეკლესიის შიდა საკითხები მოაწესრიგა.
წმინდანის სიცოცხლეში აღსრულებული სასწაულები
სასწაული არის მოვლენა, რომელიც ღვთისაგან ხდება და ბუნების კანონებით აუხსნელია. ღმერთს, რომელმაც მხოლოდ სიტყვით შექმნა სამყარო, იმის ძალაც შესწევს, რომ წმინდანებისა და კეთილმორწმუნე ქრისტიანების ხელით სასწაულები აღასრულოს. ერთ-ერთი ასეთი წმინდანი იყო მღვდელმთავარი სპირიდონი; მის მიერ მოხდენილი დიდი და მრავალი სასწაულის გამო ეკლესიამ მას სასწაულთმოქმედი უწოდა.
წმინდანების საშუალებით აღსრულებული ღვთის ყველა სასწაული ცნობილი და აღწერილი არ არის. აქ გვინდა გამოვყოთ ზოგიერთი იმ უამრავი სასწაულიდან, რომლებიც წმინდა სპირიდონმა სიცოცხლეშივე მოახდინა.
ჩვენ უკვე გიამბეთ იმ სასწაულის შესახებ, რომელიც წმინდანმა პირველ მსოფლიო კრებაზე აღასრულა და რომელმაც არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ არიოზის მიმდევრებიც კი განაცვიფრა.
პირველი მსოფლიო კრების დასრულების (ჩვ.წ. 325 წ.) შემდეგ წმინდა სპირიდონის ერთადერთი ქალიშვილი _ ირინე გარდაიცვალა. იგი უდედოდ გაიზარდა და “სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით” (ტიტე 2,12) ცხოვრობდა.
ეს ამბავი წმინდანმა შორეული ნიკეიდან ტრიმიფუნტში დაბრუნებისთანავე შეიტყო და, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ მიწიერი ცხოვრება მხოლოდ მარადიული, ზეციური ცხოვრებისათვის სამზადისია, მწუხარება ქრისტიანულად მიიღო და გადაიტანა.
ერთხელ წმინდანთან ერთი ქალი მივიდა, რომელსაც მისი ქალიშვილისათვის, როგორც სანდო ადამიანისთვის, შესანახად ძვირფასი სამკაული მიებარებინა და, როდესაც ირინეს გარდაცვალების ამბავი შეიტყო, მიბარებულის დაბრუნება წმინდა სპირიდონს მოსთხოვა. წმინდანმა ბევრი ეძება სამკაული, მაგრამ ვერსად მიაგნო და ბოლოს რამდენიმე მეგობართან ერთად ირინეს საფლავზე წავიდა. მამამ ქალიშვილს სახელით მიმართა და მანაც პასუხი გასცა; შემდეგ წმინდანმა ჰკითხა, თუ სად ჰქონდა შენახული მიბარებული სამკაული და ირინემაც აუხსნა სამალავის ადგილმდებარეობა. სპირიდონის თანმხლებნი გააოგნა ამ სასწაულმა, რომელმაც მათ გარდაცვლილი ლაზარესადმი უფლის შეძახილი გაახსენა. წმინდანი, კმაყოფილი იმით, რომ ქალიშვილმა პასუხის გაცემა შეძლო, დაემშვიდობა მას და “საყოველთაო აღდგომამდე” განსვენება უსურვა. ამის შემდეგ იგი სახლში დაბრუნდა, სამკაული იპოვა და პატრონს გადასცა.
გარდაცვლილ ქალიშვილთან წმინდანის ცოცხალმა კავშირმა ყველა გააოცა. თავად სპირიდონიც დიდად იყო გახარებული, რადგან თვალნათლივ იხილა, რომ თუმც კი მისმა ქალიშვილმა დატოვა მიწიერი ცხოვრება, სამაგიეროდ ზეციურ სასუფეველში დამკვიდრდა. ამ ამბავს გრიგოლ ღვთისმეტყველიც იხსენებს, როდესაც თავისი დის _ გორგონიას გარდაცვალებაზე საუბრობს.
ადიდებული მდინარის შეჩერება
ამ სასწაულის შესახებ წმინდა სპირიდონის ტროპარიც გვამცნობს: “...დინებაY მდინარისაY დააყენე”. ერთხელ, ისევე როგორც მრავალჯერ, წმინდა სპირიდონი გაჭირვებულის დასახმარებლად მიიჩქაროდა. გზად ერთი მდინარე უნდა გადაელახა, მაგრამ ძლიერი წვიმების გამო იგი ადიდებულიყო და მისი გადალახვა შეუძლებელი გამხდარიყო. მდინარის პირას, ამაღლებულ ბორცვზე, მგზავრებს მოეყარათ თავი და მდინარეზე გადასასვლელად ხელსაყრელ შემთხვევას ელოდებოდნენ. ამ დროს წმინდა სპირიდონიც მივიდა და შეებრალა იქ მყოფი ხალხი, წვიმაში რომ სველდებოდა, ასევე _ თავისი მეგობარიც, რომელიც მას ელოდებოდა. წმინდანმა ილოცა და კაცთმოყვარე ღმერთს მხურვალედ შესთხოვა დახმარება. შემდეგ მდინარეს შეჩერება უბრძანა. წყლის დონემ და სიჩქარემ მაშინვე სასწაულებრივად დაიკლო და არა მარტო წმინდანმა, არამედ ყველა იქ მყოფმა სრულიად უსაფრთხოდ ფეხით გადალახა მდინარე, თან ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს, რომლმაც წმინდა სპირიდონის ლოცვა შეისმინა და ყველანი ასეთი სასწაულის ხილვის ღირსი გახადა. წმინდანიც ადიდებდა ღმერთს, რადგან, რომ დაეგვიანა, მის მეგობარს, რომელიც სასამართლო შეცდომის მსხვერპლი გამხდარიყო, სიკვდილს მიუსჯიდნენ. როგორც ამბობენ, ადგილობრივი მმართველი ამ სასწაულმა ისე განაცვიფრა, რომ უსამართლოდ დატყვევებული მაშინვე გაათავისუფლა.
ცხვრების მოპარვა და ქურდების დასჯა
ცნობილია, რომ წმინდა სპირიდონს, როგორც მღვდელმთავარს, ადამიანები ქრისტიანული სათნოებებისაკენ მიჰყავდა. ამავდროულად მას არც შინაურ ცხოველებზე (ცხვრები, თხები) შეუწყვეტია ზრუნვა, რადგან ისინი უპოვართა დასახმარებლად სჭირდებოდა.
ერთხელ, უმთვარო, ღრუბლიან ღამეს, საქონლის ბაგაში ქურდები შეიპარნენ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სპირიდონი სახლში არ იმყოფებოდა, ქურდებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. ღმერთმა იზრუნა თავის სამწყსოზე. მაინც რა მოხდა? ქურდები ზეციური ძალის მიერ უხილავი თოკებით შეიკრნენ. მათი მცდელობა, როგორმე დაეღწიათ თავი ტყვეობისაგან _ უშედეგო აღმოჩნდა. გამთენიისას წმინდა სპირიდონიც დაბრუნდა და ბაგაში შევიდა. იქ კი მაგრად გაკოჭილი ქურდები ნახა. სანამ გაუშვებდა, ქრისტეს სიტყვისაებრ _ “გიყუარდედ მტერნი თქუენნი” (მათე 5,44) _ მშვიდად დაარიგა, მთელი ღამის უძილობით დატანჯულებს საჩუქრები დაურიგა და მამობრივი სიყვარულით გაისტუმრა.
დედა-შვილის მკვდრეთით აღდგინება
სანამ ანტიოქიას დატოვებდა, წმინდა სპირიდონმა კიდევ ორი სასწაული მოახდინა. ერთ ქალს მან გარდაცვლილი შვილი მკვდრეთით აღუდგინა. როდესაც ცოცხალი შვილი იხილა, უსაზღვრო სიხარულისაგან დედაც გარდაიცვალა. ქალის მეზობლებმა წმინდანს ვედრება დაუწყეს, რათა მას დედაც აღედგინა. წმინდანმა უპასუხა: ღვთისაგან ძალზე ბევრს ვთხოულობთო; მაგრამ გულგრილი მაინც ვერ დარჩა, მუხლმოდრეკილმა მოწყალე ღვთის მიმართ მხურვალედ ილოცა და გარდაცვლილი ქალიც გაცოცხლდა. მკვდრეთით აღმდგარი დედა-შვილი ამ ორი დიდი სასწაულისათვის ადიდებდა ღმერთს და მადლობდა წმინდა სპირიდონს.
ბოლო კერპების განადგურება ალექსანდრიაში
იმ დროს, როდესაც ტრიმიფუნტში წმინდა სპირიდონი მღვდელმთავრობდა, ალექსანდრიის პატრიარქმა კრება მოიწვია, რათა ყველა ის კერპი დაემხო, რომლებსაც ალექსანდრიაში ზოგიერთები ჯერ კიდევ სცემდნენ თაყვანს. პატრიარქს ღვთისაგან ეუწყა, რომ კერპების განადგურებას მხოლოდ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსი სპირიდონი შეძლებდა. იმავე წამს მან ოფიციალური მოწვევა შეადგინა და წმინდა სპირიდონს გაუგზავნა. მანაც არ დაახანა და ალექსანდრიაში ჩავიდა. როგორც კი წმინდანმა ნავსადგურში ფეხი დადგა, ჰოი საოცრებავ! იმავე წამს, უხილავი ძალით, კერპები მაშინვე ძირს გადმოცვივდნენ და დაიმსხვრნენ.
შეიტყო თუ არა მომხდარის შესახებ, პატრიარქი, ამალასთან ერთად, მაშინვე ნავსადგურისაკენ გაემართა სასწაულთმოქმედ სპირიდონთან შესახვედრად. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი გააოცა არა მარტო ეგვიპტეში, არამედ კონსტანტინოპოლშიც და წმინდა წერილის სიტყვები დაადასტურა: “საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა” (ფს. 67,34).
წმინდანის გარდაცვალება
წმინდა სპირიდონის სასწაულებით აღსავსე ცხოვრება მანამდე გრძელდებოდა, სანამ კაცთმოყვარე ღმერთმა მას ზეციურ ცხოვრებაში გადასვლის შესახებ არ აუწყა. ერთხელ, მკის სეზონზე, როდესაც წმინდანი სხვებთან ერთად მინდორში მუშაობდა, მიუხედავად კარგი, მზიანი ამინდისა, უეცრად მოიღრუბლა და წვიმა წამოვიდა. წვიმის წვეთები მხოლოდ წმინდა სპირიდონს ეცემოდა თავზე და ასველებდა. წმინდანის თმა მოულოდნელად სამ ფერად: თეთრად, შავად და ქერად შეფერადდა. გარშემო მყოფები გაოცდნენ, მაგრამ წმინდანმა აუხსნა: “მეგობრებო, გაუწყებთ, რომ მალე ჩემი სული სხეულს დატოვებს. ღმერთი ჩემი გარდაცვალების დღეს განადიდებს და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ დღეს ზეიმით აღნიშნავენ”. მართლაც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ღვთის მადლით ეს ყოველივე ახდა და საუკუნეების მანძილზე მისი სახელი სხვა წმინდანებთან ერთად განიდიდება.
წმინდა სპირიდონი აღესრულა ქრისტეშობიდან 348 ან 350 წელს. ცნობები მისი გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვაა, თუმცა ყველა ისტორიული წყარო თანხმდება, რომ წმინდანმა 90 წელი იცოცხლა. იგი ყოველთვის გაურბოდა ამსოფლიურ დიდებას და თავისი წმინდა ცხოვრებით მარადიული ნათელი დაიმკვიდრა. სანიმუშოა მისი მღვდელმთავრული და მოძღვრული მოღვაწეობა, რომელიც უმაღლესი მოძღვრისადმი _ იესო ქრისტესადმი მიბაძვაში გამოიხატება. მისი სათნოებები, როგორიცაა განსჯის უნარი, მოწყალება, მოწესრიგებულობა, სტუმართმოყვარეობა, თავშეკავება და სხვა, პეტრე მოციქულის სიტყვების აღსრულებას წარმოადგენს: “იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნებსით, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინედ... სახე ექმნენით სამწყსოსა მას.” (1 პეტრე 5, 2-3).
წმინდა ნაწილების აღმოყვანება
წმინდა სპირიდონი ზეციურ სასუფეველში ადამიანის გადასვლას ხრწნადი მატერიალური სამყაროს ტყვეობიდან გათავისუფლებად აღიქვამდა.
მას შემდეგ, რაც მისი წმინდა სული სხეულისაგან გათავისუფლდა და ხელთუქმნელ, სულიერ ნათელს ეზიარა, მისი წმინდა სხეულიც უხრწნელი გახდა. ეს გამოჩნდა მაშინ, როდესაც გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის შემდეგ მისი სხეული საფლავიდან აღმოიყვანეს.
წმინდა ნაწილების აღმოყვანებისაკენ ქრისტიანებს საოცარმა მოვლენამ უბიძგა. საფლავის გარშემო არნახული კეთილსურნელება იდგა. უფალმა კეთილმორწმუნე მრევლს წმინდა სპირიდონის უხრწნელი სხეული მიჰმადლა და მათაც შესაფერისი პატივი მიაგეს მას და დააბრძანეს ტაძარში, რომელსაც მისი ნეტარი სახელი მიანიჭეს. წმინდანის უხრწნელი სხეული სასწაულთმოქმედების ძალას დღემდე ინარჩუნებს. ამით კი კაცთმოყვარე ღმერთი შეაგონებს მათ, ვინც წმინდა წერილს მცდარად განმარტავს და წმინდანების თაყვანისცემას უარყოფს, რომ საშინელ უმეცრებაში იმყოფებიან.
დაე, ჩვენც მუდამ შევახსენებდეთ მათ, რომ წმინდანები ყოველთვის ამკობდნენ ქრისტიანთა რიგებს: “საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა”.
წმინდა ნაწილების გადასვენება
კვიპროსელები ყოველთვის დიდი მოწიწებითა და სიყვარულით იყვნენ განმსჭვალულნი საკუთარი თანამოქალაქე მღვდელმთავრის მიმართ და მისი წმინდა ცხოვრებისა და უხრწნელი ნაწილების გამო, რომლებსაც თითქმის სამი საუკუნე ტრიმიფუნტში ინახავდნენ, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. არაბთა თავდასხმების შედეგად, კვიპროსზე ვითარება შეიცვალა და წმინდანის ნაწილები, მეტი უსაფრთხოებისათვის, სავარაუდოდ იმპერატორ იუსტინიანე მეორის (685-695) ბრძანებით, დედაქალაქში _ კონსტანტინოპოლში _ გადააბრძანეს.
არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ არაბებისაგან დევნილმა კვიპროსელებმა, რომლებიც მცირე აზიასა და კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ, იმისათვის, რომ მათი მფარველი წმინდა სპირიდონი მუდამ მათთან ყოფილიყო _ წმინდა ნაწილებიც თან წაასვენეს. ისტორიკოსები გვამცნობენ, რომ წმინდანის უხრწნელი ნაწილები სხვადასხვა დროს კონსტანტინოპოლის სხვადასხვა ტაძრებში ინახებოდა. თავდაპირველად ისინი ღვთისმშობლის ხარების მონასტერში იყო დაბრძანებული, მოგვიანებით კი ჯერ “ოდიგიტრიის” ღვთისმშობლის, ხოლო შემდგომ წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძარში გადააბრძანეს.
***
ასევე, ცნობილია, რომ მე-11-12 საუკუნეებში წმინდა სპირიდონის უხრწნელი ნაწილები ესვენა წმინდა სოფიას ტაძარში, სადაც წირავდნენ პატრიარქები და მსახურებებს იმპერატორები ესწრებოდნენ. აქვე აღინიშნებოდა წმინდა სპირიდონის დღესასწაული ორდღიანი ლოცვებითა და ლიტანიით.
მრავალწლიანი ბრძოლების შედეგად თურქებმა ბიზანტიის აღმოსავლეთ ტერიტორიებისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი დაიპყრეს, გარშემოერტყნენ კონსტანტინოპოლს და 1453 წლის 29 მაისს, იმპერატორ კონსტანტინე XI პალეოლოგის მამაცური წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქი აიღეს. თურქები უმოწყალო მკვლელები იყვნენ. ქალაქში დარჩენილი ბერძნების მცირე ნაწილი, ცდილობდა რა საკუთარი სარწმუნოებისა და სიცოცხლის გადარჩენას, ზოგი ხმელეთით, ზოგი კი ზღვით ტოვებდა ქალაქს. მოსახლეობის რაოდენობა ძალზე შემცირდა.
ასეთ ქაოსში, მიუხედავად უამრავი საფრთხისა, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც საეკლესიო სიწმინდეების გადარჩენას შეეცადნენ. მათ შორის იყო მღვდელი გიორგი პოლიევქტოსი. ღვთის შეწევნით მან მოახერხა, რომ თურქი მკვლელების ბილწი ხელებისაგან დაეცვა როგორც წმინდა სპირიდონის, ასევე იმპერატორ თეოფილეს მეუღლისა და იმპერატორ მიქაელ III-ის დედის _ დედოფალ თეოდორას წმინდა ნაწილები.
მამა გიორგიმ ტომრებში მოთავსებული წმინდა ნაწილები სხვა ბარგთან ერთად ურემზე დაასვენა და ასე, დიდი ტანჯვა-წამებით, სამშვიდობოს გააღწია. იგი ჯერ პატარა ქალაქ პარამითიაში ჩავიდა, ხოლო შემდეგ, 1456 წელს _ კუნძულ კერკირაზე, რომელიც 1386 წლიდან ვენეციელებს ჰქონდათ დაპყრობილი. აქ, ამ კუნძულზე, მამა გიორგიმ, ისევე როგორც მრავალმა სხვა დევნილმა ბერძენმა, კარგი თავშესაფარი იპოვა.
წმინდანის უხრწნელი ნაწილების დამკვიდრება კუნძულ კერკირაზე
წმინდა სპირიდონი ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო კრების დროიდან (325 წელი) იყო ცნობილი, როგორც სასწაულთმოქმედი, ამიტომ როდესაც 1456 წელს კერკირაზე მისი უხრწნელი ნაწილები ჩააბრძანეს, მთელი კუნძული უსაზღვრო სიხარულმა მოიცვა. ხალხმა ეს ფაქტი ღვთის წყალობად აღიქვა. კერკირას ეკლესიის ხელმძღვანელობამ (იმ დროს პირველიერარქი იყო ანდრია სოტერიანოსი, 1452-1472 წ.) წმინდა სპირიდონისა და წმინდა დედოფალ თეოდორას უხრწნელი ნაწილები წმინდა ათანასეს სახ. ტაძარში (დღეს აღარ არსებობს) დააბრძანა. 1489 წელს წმინდა სპირიდონის უხრწნელი ნაწილები რამდენიმე თვით წმ. ლაზარეს სახელობის ტაძარში, ხოლო შემდეგ მთავარანგელოზთა სახ. ცნობილ ტაძარში (განადგურდა 1940 წელს, საჰაერო დაბომბვისას) გადაასვენეს.
***
1577 წლის 4 დეკემბერს ვენეციის სახელმწიფომ ვულგარისების ოჯახს წმინდა სპირიდონის სახელზე ტაძრის ასაშენებლად ქალაქის ცენტრში ნაკვეთი გამოუყო. ტაძარი, რომელიც მაშინ აშენდა, არის რიგით მეექვსე, რომელმაც წმინდა სპირიდონს კუნძულ კერკირაზე უმასპინძლა, და რომელშიც დღემდეა დაბრძანებული წმინდანის უხრწნელი ნაწილები. ადგილობრივი მოსახლეობის კეთილმორწმუნეობამ და წმინდანის სასწაულებმა, რომლებიც ღრმად აღიბეჭდა ქრისტიანთა სულებში, ტაძრის მშენებლობაში ხალხის მხურვალე და საყოველთაო მონაწილეობა განაპირობა. ისტორია გვამცნობს, რომ მასში კერკირელთა გვერდით სხვა ეროვნების ქრისტიანებიც მონაწილეობდნენ.
ტაძრის კურთხევა შედგა 1589 წელს, სწორედ იმ დღეს, როდესაც გარიციდან წმინდანის უხრწნელი ნაწილები გადმოაბრძანეს. მართლმადიდებლობისათვის მებრძოლი წმინდანისადმი ეკლესიის განსაკუთრებული პატივისცემის გამოსახატავად (და აგრეთვე იმისათვის, რომ ტაძარი პაპისტების ხელყოფისაგან დაეცვათ), იგი მსოფლიო საპატრიარქომ სტავროპიგიალურად გამოაცხადა.
ვარაუდობენ, რომ ტაძრის კოშკისებრი სამრეკლო, რომლის სიმაღლეც 42 მეტრია, 1590 წელს გაიხსნა; თუმცა ზოგიერთი მკვლევარი 1597 წელს, ზოგი კი 1600 წელს ასახელებს, რადგან, როგორც თვლიან, ამ მასშტაბის მშენებლობას სულ მცირე ათი წელი მაინც დასჭირდებოდა.
წმინდა სპირიდონის ლიტანიები
კუნძულ კერკირას თავისი მუდამ ფხიზელი წმინდა მფარველისადმი მადლიერების გამოხატვა არასოდეს შეუწყვეტია. კუნძულზე დღემდე აღესრულება წმინდა სპირიდონისადმი მიძღვნილი ლიტანიები, რომლებიც ტარდება არა მხოლოდ მისი დიდი სასწაულების აღსანიშნავად, არამედ ღვთისადმი და წმინდანისადმი უდიდესი მადლიერების გამოსახატავადაც. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ოთხი ლიტანია, რომლებიც თავისი ორგანიზებულობითა და ხალხმრავლობით ყველაზე გამორჩეულია მთელს ბერძნულ სამყაროში. მორწმუნეები მათზე დასასწრებად არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან. ყველანი გაოცებული რჩებიან წმინდანის უხრწნელი სხეულის ხილვით. ტრადიციის მიხედვით, ლიტანიის დროს მღვდელი ხელს ჩაჰკიდებს ხოლმე წმინდა სპირიდონის უხრწნელ ხელს და ასე დაჰყვება წმინდანს მსვლელობის დასრულებამდე; და ეს 300 წლის მანძილზე ყოველწლიურად ხდება. ცხადია, რომ უხრწნელობას წმინდანის სხეული მხოლოდ მისი სასწაულებრივი თვისებების გამო ინარჩუნებს.
წმინდა სპირიდონის უხრწნელი ნაწილების თავისებურებები
ისტორიკოსი ლ. ვეროკინისი თავის გამოკვლევაში _ “წმ. სპირიდონის წმინდა ნაწილების ყოველწლიური ლიტანიები კერკირაზე” (კერკირა, 1893 წ.), სამ გვერდს წმინდანის უხრწნელი ნაწილების აღწერას უთმობს. მასში მოყვანილი ფაქტები სარწმუნოა და ყველა სხვა შესაბამისი კვლევის შედეგებს ადასტურებს.
გთავაზობთ ამ ნაშრომის მცირე ნაწილს.

წმინდა სპირიდონის უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას. ემანუელ თეოტოკისი კერკირას ისტორიისადმი მიძღვნილ წიგნში წმინდანის უხრწნელი სხეულის შესახებ წერს: “(სხეული) რბილი და ელასტიურია, გამოსცემს კეთილსურნელებას, იგი უხრწნელია. როდესაც მის სხეულს ლიტანიობისას მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ, წმინდანის სახის ნაკვთები ფართოვდება”.
ბიზანტიის სამეფო გვარის _ კომნინების ბრძოლაზე ოტომანთა იმპერიის წინააღმდეგ თავის წიგნში მოგვითხრობს ნოტარიუსი _ დონ ლორენცო მინიატი. ამ წიგნში ნახსენებია კუნძული კერკირა და წმინდა სპირიდონის უხრწნელი სხეული: “ალექსიმ (კომნინი), ადმირალ იერონიმე ჯანეს რჩევით, 1569 წლის 13 ივლისს გემი კერკირას ნავსადგურში შეაჩერა. ამ კუნძულის მფარველია წმინდა სპირიდონი. კუნძულზე მისი სხეული დღესაც უხრწნელად ინახება. სხეული ცოცხალივით გამოიყურება, თითის შეხებისას იზნიქება და შემდეგ ისევ სწორდება. ეს მღვდელმთავარი პირველი მსოფლიო კრების (ნიკეა, 325 წ.) დროს ცხოვრობდა”.
წმინდა სპირიდონის ზოგიერთი სასწაულის შესახებ
სასწაული წმინდა სპირიდონისათვის წარმოადგენდა არა მხოლოდ მწვალებელთა წინააღმდეგ მიმართულ, არამედ სნეულთა განკურნების, მკვდართა აღდგინებისა და სხვა მრავალი სიკეთის აღსრულების იარაღს. მახსოვს, როდესაც 35 წლის წინ ათონის მთა მოვილოცე, ასკეტი მამები ამბობდნენ, რომ სასწაული მისი აღმასრულებლის სიწმინდეზე მეტყველებს. წმინდა სპირიდონს უამრავი სასწაული აქვს მოხდენილი, როგორც თავის სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგაც. ბავშვობიდან მახსოვს ერთ-ერთი მათგანი, რომლის შესახებ ჯერ არავის დაუწერ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Jan 20 2010, 03:24 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



wub.gif მიყვარს წმ. სპირიდონი... შეგვეწიოს smile.gif


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jan 20 2010, 08:08 PM
პოსტი #3


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



კესო

ამინ, შენც შეგეწიოს... იქნებ მისი ნააზრევი შენც შემოგვაშველო smile.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2013, 02:22 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმინდა სპირიდონი ისე ძალიან შეიყვარა ქართველმა ერმა, რომ თვით ბერძნებსაც უკვირთ smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 25 2013, 02:38 PM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საოცარი წმიდანია სპირიდონი და შეგვეწიოს ქართველებს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2013, 02:48 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(A.V.M @ Dec 25 2013, 03:38 PM) *

საოცარი წმიდანია სპირიდონი და შეგვეწიოს ქართველებს...

ki.gif ჩემი უუუუუუსაყვარლესი წმინდანია!!! girl_angel.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 25 2013, 04:41 PM
პოსტი #7


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



გვწყალობდეს მისი მადლი kiss1.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2015, 10:35 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ უკვე ვიცნობდით წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს და თბილი გრძნობა გვქონდა მის მიმართ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 07:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი