თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ცრემლი არის ზეციური მოვლენა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2023, 07:08 PM

"გარეგნულად ცრემლი თითქოს მიწიერი არარაობაა, რაც სინამდვილეში ასე არ არის. გონებით საწვდომ სამყაროში ცრემლი - ეს არის ზეციური მოვლენა.

ამ ცრემლით განიბანება სულის შესამოსელი, რაც გაცილებით სუფთა და სპეტაკი ხდება, ვიდრე სინათლეა.

ანუ, როდესაც ვიღაც ცრემლს ღვრის უფლისადმი, მისი გონება ნათდება, აზრი კი ნათლდება სინანულის სინათლით"

/უცნობი ათონელი ისიქასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2023, 01:23 PM

"რაც მეტად განიწმინდება შნი გული ლოცვით და ნათდება შენი გონება ღვარად მომდინარე ცრემლებით, მით უფრო გეჩვენება, რომ ცოდვილი და გარყვნილი ხარ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2023, 09:37 PM

"ლოცვის დასაწყისში გრძნობ სიხარულს, შემდეგ - სიტკბოს, ბოლოს კი, როგორც ნაყოფი, ცრემლად იღვრები, ვინაიდან გრძნობ ქრისტეს შენთან ყოფნას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2023, 12:59 PM

"ილოცე, ვიდრე არ გაწვიმდება, ე.ი. ვიდრე ცრემლი არ მოგადგება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2023, 03:29 PM

"თუკი მოიხსენე შენი შემოქმედი იესო და სიხარულისგან აცრემლდი, იგულისხმე, რომ ეშმაკს თავზე მდუღარე გადაასხი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2023, 03:42 PM

"როგორც კი ნახავს სატანა ადამიანის სახეზე ცრემლის ღვარს, რომელსაც შემუსვრილი გული აქვს, მაშინვე თითქოს მდუღარე გადაასხეს, ისეთი ხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2023, 07:31 PM

"ნუ იამაყებ, თუ ცრემლით ილოცებ, რადგან ქრისტე შეეხო შენს თვალებს და გონების თვალი აგეხილა"

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2023, 05:45 PM

"როდესაც წმინდა მღვდლის გული ლიტურგიის დროს ტირის, ეს იმიტომ, რომ მისმა სულმა იხილა მისგან შეყვარებული და ძვირფასი ტკბილი იესო. ტიროდა იმის გამო, რომ შეიგრძნო საღვთო ყოფნა და ქრისტეს გამოუთქმელი სურნელი. ზოგჯერ ხომ, როდესაც წმინდა მღვდელი შეიმოსავს წმინდა სამოსელს, მოულოდნელად მისი ყნოსვა გრძნობს რაღაც საოცარ და გამოუთქმელ სურნელს, რის გამოც მისი სული ტირის ჩვილი ბავშვივით და დნება სიხარულისა და მრავალი დაღვრილი ცრემლისგან. მაშინ, ამ კეთილსურნელების წყალობით, გამოუთქმელი, საღვთო, ზეციური და სულიერი სურნელით უფალ იესოს დიდების საღვთო მსახური ხდება, რომ მას უხილავად გამოეცხადა ქრისტე - საღვთო კეთიილსურნელების დასაბამი. უკეთ თუ ვიტყვით, ამ კურთხეული მღვდლის გული ტირის იმიტომ, რომ მასთან მოსვლით ძემ და სულიწმიდამ მასში დაივანეს. ის ტირის იმიტომ, რომ ქრისტე, როგორც სარკეში, ისე უჩვენებს მას, თუ როდის გახდის ღირსს სასუფელისა, თუ როგორ გამოუთქმელ და ელვისებურად დიდებაში ამყოფებს მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2023, 06:48 PM

"ზოგჯერ, როდესაც მას [მღვდელს] ხელთ უკავია წმინდა ბარძიმი, ეზიარება უწმინდეს, უსპეტაკეს და მაცხოვნებელ წმინდა სისხლს იესო ქრისტესი. მისი თვალიდან იმდენი ცრემლი გადმოედინება, ისეც ხდება, რომ მისი ცრემლის წვეთი, რომელიც ნიაღვარივით, უტკბესად, დიდი სითბოთი და ნუგეშით რომ მოედინება, შეიძლება ჩავარდეს წმინდა ბარძიმში, ასე ცრემლმდინარე, ის ჩუმად კადნიერად ეუბნება ქრისტეს: "მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2023, 03:23 PM

"სასოწარკვეთილი მწუხარებით ლოცვა შიგნით, უშუალოდ ჩვენი არსების გულისგულში მოიყრის თავს და "სპაზმის" ფორმას იძენს: მთელი ადამიანი ერთიანად იკუმშება მაგრამ შეკუმშული მუშტით. ლოცვა უსიტყვო ქვითინად გადაიქცევა. ეს არის ერთ-ერთი უმწარესი განცდა: ცოდვის ბნელ ორმოში წმინდათაწმინდის უღირსად გააცნობიერო თავი. ვნებებისგან თავის დაღწევის სხვა - ადვილი - გზა არ არსებობს"

/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2023, 08:21 PM

"- რას ნიშნავს გულით სინანული?

- გულით სინანულია, როდესაც აღსარებაში ნათქვამ ცოდვას შენდობის მერე არ გაიმეორებ. ესე იგი შეიზიზღე ცოდვა, განაგდე და აღარ ჩაიდენ. გულით სინანულის დროს შეიძლება ცრემლი საერთოდ არ გქონდეს. ეს უფრო მეტია, ვიდრე აღსარებაზე სულ ცრემლი გდიოდეს, შენდობის მერე კი ისევ ჩაიდინო ცოდვა. ეს არ არის გულით სინანული. გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე. თუ გულით სინანულს ცრემლიც დაემატა, ეს ყველაზე კარგია. ცრემლი წმენდს ცოდვებს. ოღონდ ეს ყველაფერი ეხება ნებსით ცოდვებს. უნებლიე ცოდვას ვერავინ გაექცევა და ყოველთვის უნდა ითქვას აღსარებაში"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2023, 08:43 PM

"გაბრიელ ბერს [აღმსარებელი და სალოსი] სხვა ნიჭთან ერთად გულისშემუსვრილობისა და ცრემლთა ღვრის ნიჭიც ჰქონდა. განკითხვის დღის გახსენებისას ყოველთვის ტიროდა. - სიკვდილი - ეგ არაფერია, როგორც თვალი დახუჭო და გაახილო ისეა. გეშინოდეთ განკითხვისა, რომელიც იმ წამსვე მოდის და სული იქვე გრძნობს თუ რა ელოდება. იტყოდა და თვითონ ცრემლებს იწმენდდა. - ცოდვილი მე ვარ, შვილო, შენთან რა ხელი აქვს ცოდვებს, - იტყოდა და ტიროდა ცოდვებზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2023, 04:24 PM

"თქვენ გსურთ, რომ შემუსვრილება და ცრემლი არასოდეს განგეშოროთ. სჯობს ისურვოთ, რომ თქვენში ყოველთვის სუფევდეს ღრმა თავმდაბლობის სული. მისგან არის ცრემლები და შემუსვრილება... მისგანვეა ისიც, რომ ისინი არ მზვაობრობენ, რადგან მტერი მათგანაც ასევე ახერეხებს ამ ავი საწამლავის დამზადებას"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 02:30 PM

"ცრემლები წარმატების საზომია, გამუდმებული ცრემლი კი - გარდაუვალი განწმენდის ნიშანი"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2023, 08:51 PM

"ერთი სასულიერო პირი მიამბობდა, როგორ შესჩივლა მას ერთმა კეთილმა ღვთისმსახურმა: " - ძალიან მიძნელდება წმ. ძღვენის მსახურება, ამ საძაგელ ცრემლებს ვერ ვიკავებ, პირდაპირ ბარძიმში მიცვივიან და ამას მეტად განვიცდი". და როგორი ცრემლი ჰქონდა მას! ჩემმა ნაცნობმა კი უთხრა: " - ევედრე ქრისტეს, რომ მან მეც მომცეს ცოტაოდენი ეგ "საძაგელი" ცრემლები".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2023, 09:11 PM

"ცრემლით დაალბობ უბედურების სიხისტეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2023, 08:59 PM

"ტირილია საჭირო ცრემლებით სულის განსაბანად, მწუხარება და მწარედ გლოვა თავკერძობის ფესვზე დაფუძნებული ცოდვილი გულის გამო. თუკი თვალს არ სდის ცრემლი, გულით იდარდე და ამით დათრგუნე ვნებათა საქმიანობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2023, 08:14 PM

"თავიდან, როდესაც ადამიანი მომადლებული უბრალოებით ლოცულობს, მრავალ ცრემლს ღვრის - ეს ღვთის მადლია, რომელსაც განმწმენდელი მადლი ეწოდება, რომელიც თითქოს ანკესზე წამოაგებს ადამიანს და სინანულისკენ მიჰყავს"

/წმ. იოსებ ისიქასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 06:01 PM

"ასე, ღირსი ნილოს სორელი ამბობს: "უწინარეს და ყველაფერზე მეტად ცრემლთა მიმადლებისათვის ილოცე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 06:33 PM

"წმინდა პავლეს მონასტრის სასტუმროში დამაბინავეს. კარი მაშინვე მივხურე და ოთხი საათი ვლოცულობდი, ხოლო თვალებიდან ღვარად მომდიოდა ცრემლი. ჩემი სული იმდენად დატკბა საღვთო სიყვარულით, იმდენად ღრმად ჩავიძირე ლოცვაში, რომ მისი სიტყვებით აღწერა უბრალოდ შეუძლებელია"

/მონაზონი იოსებ დიონისიატისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2023, 05:42 PM

"გლოვა არის ის ერთადერთი მსხვერპლი, რომელსაც ღმერთი შეიწირავს კაცის დაცემული სულისაგან, ვიდრე იგი სულიწმიდის მიერ განახლდებოდეს. მაშ დაე, ჩვენი ლოცვა სინანულის გრძნობით განიმსჭვალოს, დაე, მას გლოვა შეუერთდეს, და მაშინ ხიბლი ვერასოდეს მოგვეკარება"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2023, 07:14 PM

გერმანე სამეფო ქალაქის პატრიარქი: "ღმერთო ჩემო, დამბადებელო ყოვლისა სოფლისაო, შემოქმედო ჩემო, რომელმან გამოიყვანე ოდესღაც წყალი გამოუკვეთელი კლდიდან და დაატკბე მერანას მწარე წყლები, მიმადლე ჩემი თვალების გუგებს ცრემლთა წყარონი, თავი ჩემი აღავსე განმწმენდელი წყლებით და ჩემი თვალები აქციე მუდამ ცრემლთა მადინებელ ღრუბლად! რადგან არაწმინდება ჩემი გონებისა და სიბილწენი ჩემი სულისა საჭიროებენ, მეუფეო, სხურებასა და განწმენდას შენი კაცთმოყვარეობისაგან, ჩემს შინაგან თვალებს უზომოდ სწყურიათ წყალი - სულის განმწმენდელი - ცრემლთა წვიმისა, ან ტბისა, ან წყაროსი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2023, 03:46 PM

"მოიპოვე გლოვა და იგი გასწავლის ყოველივეს", - ამბობენ მამები. მოდი ავტირდეთ და მუდმივად ვიგლოვოთ უფლის წინაშე"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2023, 03:46 PM

"მოიპოვე გლოვა და იგი გასწავლის ყოველივეს", - ამბობენ მამები. მოდი ავტირდეთ და მუდმივად ვიგლოვოთ უფლის წინაშე"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2023, 05:41 PM

"წმინდა სვიმეონ ახალმა ღვთისმეტყველმა ყველა სათნოებას უწოდა მხედრობა, ხოლო ლმობიერება და გლოვა განადიდა მეფედ და მხედართმთავრად; რადგან გლოვა, - ამბობს, - ერთი მხრივ, აღგვჭურავს, გვასწავლის და განგავამტკიცებს, ვებრძოდეთ მტერს, ხოლო მეორე მხრივ - დაგვიცავს წინააღმდგომის ძლევისაგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2023, 07:51 PM

"თუ არ მიგვიღწევია სისრულისათვის, შევეცადოთ მოვიპოვოთ თუნდაც მცირეოდენი ცრემლი და გამოვითხოვოთ ის უფლისაგან გულის ურვით, რადგან მამებმა თქვეს, რომ ცრემლი საბოძვარია ღვთისა, საბოძვარია დიდ საბოძვართა რიცხვიდან, და გვიბრძანებს, ვითხოვოთ ის უფლისაგან"

/ღირსი ნილოს სორელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2023, 08:43 PM

"სინანულის ცრემლს კი "დამდნარ ცოდვას" ეძახდა [მიტროპოლიტი კონსტანტინე (მიქელაძე)].

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2023, 02:06 PM

"მამაო, ხშირად ვტირი, განსაკუთრებით ლოცვისას, სული ჩემი უსიხარულოა". - "მცნებების შესრულებას რომ დაიწყებ, ტირილს შეწყვეტ. და უცებ აღმოაჩენ, რაოდენ სიხარულს გვანიჭებს უფალთან ერთობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 07:21 PM

"თუკი ადამიანს ყველა სხვა მოსახვეჭელზე მეტად ღვთის სიყვარულის მოხვეჭა სურს, იგი პირველ ყოვლისა, შიშით უნდა აღივსოს ღვთის წინაშე. ღვთის შიში სატირლად აღძრავს მას და საკუთარი ცოდვების მოსანანიებლად განაწყობს, ხოლო ცრემლთა ღვრა და სინანული სიმხნევეს დაბადებენ მასში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 08:36 PM

"თუ დიდი სიამაყის გამო ღვთისგან ბოძებული ცრემლები და ლმობიერების ცეცხლი დაკარგე, არ შეწყვიტო ლოცვა, ვიდრე ღმრთვმონიჭებული ცრემლები და ლმობიერების ცეცხლი არ დაგიბრუდნება, რადგან, არ ვიცი, სხვაგვარად როგორ შეიძლება ცოდვათა მიტევების მიღება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 09:08 PM

"მივბაძოთ წმ. დავით მეფსალმუნეს, რომელიც გაგვიმხელს 41-ე ფსალმუნიდან, რომ ჩემი ცრემლები პურად მქონდაო დღისით და ღამით, ე.ი. ჩვენგან განსვავებით ნადიმებითა და სანახაობებით კი არ განძღებოდა, არამედ ცრემლთა ღვრით, რის შესახებ სხვა ფსალმუნიდანაც გამოგვიცხადებს, რომ მოვიქანცე ჩენი ვაებით, ყოველღამ ცრემლებით ვალბობო ჩემს სარეცელსო (ფს. 6,7).

ხედავთ, როგორი სინანული ჰქონდა ამ დიდებულ მეფეს, უბრალოდ კი არ ტიროდა, არამედ როგორც ათანასე დიდი ამბობს, სარეცელს ალბობდა ცრემლებით, ამასთან - ყოველღამით"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2023, 08:08 PM

"თქვენ ხშირად ტირით, როგორც წინა საუბრიდან და თქვენ მიერ აღწერილი შემთხვევიდან ვასკვნი. ცრემლების მიზეზია: გულის სისუსტე, მეტისმეტად რბილი ხასიათი, სნეულება, მავანნი თავს ძალით იღიზიანებენ სატირლად, არსებობს მადლისმიერი ცრემლებიც.

ცრემლების ღირებულება განისაზღვრება არა თვათაგან დადენილი წყლით, არამედ იმის მიხედვით, თუ რა არის სულში ამ დროს და ამის შემდეგ. რადგანაც არ მომემადლა ცრემლები, არ დავიწყებ მათ განხილვას, მხოლოდ ვხვდები, რომ მადლისმიერი ცრემლები დაკავშირებული გულის მრავალგვარ ცვლილებასთან. მთავარია, ამ დროს გული ღვთის სამსჯავროს ცეცხლში იწვოდეს, ოღონდ ტკვილისა და წვის გარეშე, ლმობიერებით, რომელიც იმედს მოაქვს ცოდვის განმკითხველი და ცოდვილის მწყალობელი გულმოწყალე ღმერთის საყდრიდან. ასევე ფიქრობს, ეს ცრემლები უნდა მოვიდეს შრომის დასასრულ, არა გარეგანი, არამედ გულის განსაწმენდად გაწეული შრომის დასასრულ, როგორც სულის საბოლოო განბანვა თუ გარეცხვა. ასევე, ცრემლები არის არა ერთი საათით, ერთი და ორი დღით, არამედ წლობით. ასევე აბობენ, რომ არსებობს გულის ერთგვარი გოდება უცრემლოდ, რომელიც ისეთივე ღირებული და ძლიერია, როგორიც ცრემლები. უკანასკნელი უმჯობესია სხვებთან ერთად მცხოვრებთათვის, რათა მისი ცრემლები სხვებმა ვერ დაინახონ. ყველაფერს კი ყველას მაცხოვნებელი უფალი წარმართავს!"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2023, 09:25 PM

"უხვი და განუწყვეტელი ცრემლები საბოლოოდ ძირ-ფესვებიანად ამორეცხავს გულიდან ცოდვის მთელ ხეს"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2023, 07:42 PM

"ცრემლები ყოველთვის სასარგებლოა. ნუ შეძრწუნდები და იცოდე, რომ ყურადღების გარეშე ვერ ატირდები.

როდესაც საწოლში დაწვები, უფალზე იფიქრე, გაიხსენე, იფიქრე, რაც გახსოვს წმინდა წერილიდან, მით უფრო სახარებიდან, ცრემლები წამოგივა და მიეცი მათ თავისუფლება"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2023, 07:10 PM

"ენით აუწერელი გრძნობა იყო მაცხოვრის საფლავში შესვლა. წარმოგიდგენიათ? მაცხოვრის საფლავის წინ მუხლმოდრეკილი ვტიროდი და ვლოცულობდი, ახლაც ჟრუანტელი მივლის, რომ ვიხსენებ იმ ყველაფერს. საფლავიდან გამოსული ვეღარ ვმშვიდდებოდი, მინდოდა ტირილი შემეწყვიტა, მაგრამ არ გამომდიოდა, გული საოცრად აჩქარებული მქონდა, თითქოს ამოხტომას ლამობდა და ცრემლების სახით გარეთ გადმოდიოდა"

/სტუდენტი თოდრია ნანა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2023, 05:30 PM

"ვიღაც ლოცვას იწყებს, და მყისვე - საკუთარ ცოდვიანობას, უხმარობას შეიცნობს - და ტირილს იწყებს. თუმცა არა მარტო მწარე გოდება არსებობს, არამედ ნუგეშით შეზავებულიც, როგორც ნათქვამია - "სახარულევანი ტირილი": როდესაც ადამიანი ცოდვებისგან ნაწილობრივ განიწმინდება"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2023, 07:39 PM

"ფეხებში ჩაუვარდით უფალს ლოცვით და დაე, იყოს თქვენი ცრემლები მირონი უფლისთვის"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2023, 07:45 PM

"მწუხარებას ცრემლით იქარვებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2023, 08:15 PM

"და როგორც ბუნებრივი სიყვარულის შემთხვევაში იტანჯები, როდესაც ვერ ხედავ საყვარელი ადამიანის სახეს, ასევე იტანჯები აქაც. ანდა როგორც სიყვარული გწვავს და ცრემლი გდის საყვარელ ადამიანთან ახლოს ყოფნით, ასე აქაც: სიყვარული გწვავს და, შენდა შეუცნობლად, სიყვარულის, ლმობიერების და სიხარულის ცრემლებს ღვრი. ესაა ლმობიერება. თუმცა, ცრემლები ყოველთვის ამის ნიშანი არ არის. ცრემლები ხშირ შემთხვევაში ქალური სისუსტეა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 05:42 PM

"დაე, გაგვათავისუფლოს ქრისტემ ჩვენი ძველი კაცის ვნებებისგან. შევთხოვოთ, რომ ლოცვამდე ცრემლი მოგვანიჭოს. მაგრამ ფრთხილად! "ნუ სცნობნ მარცხენაი შენი, რასა იქმოდის მარჯუენაი შენი". ილოცეთ გულის შემუსვრილებით: "ღმერთო ჩემო, განა მე ღირსი ვარ, რომ ასეთი მადლი მომცე"? და მაშინ ეს ცრემლები ხდება ცრემლები მადლიერებისა. გული მიჩუყდება; არ მიცხოვრია ღვთის ნების თანახმად, მაგრამ შეწყალებას ვითხოვ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2023, 08:11 PM

"ზეციურო დედაო, სულიწმიდის სასძლოვ, დაიხარე ჩვენი გულებისკენ, როდესაც სინანულში ვართ. განგვიხვენ ცრემლების წყარო, რათა განვიბანოთ მძიმე შლამისაგან, თვალებს რომ გვიმღვრევს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2023, 05:45 PM

"სინანული აახალგაზრდავებს გულს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ცრემლები წყვდიადს ჩამოაშორებს თვალებს და ბავშვურ ბრწყინვალებას ანიჭებს მათ. ჩემს ტბას თვალები არჩვივით მუდამ სველი და ალმასივით მბრწყინავი აქვს. ჭეშმარიტად, თვალის სისველე გულის მრისხანებას აშრობს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2023, 04:04 PM

"უზენაესო მშობელო ჩემო, განწმინდე ჩემი სიცოცხლე და გადააქციე იგი ტარიგად შენს სამსხვერპლოზე. ბატკნების მწყემსად ყოფნისას ვტიროდი, როდესაც ბატკნის დაკვლა სურდათ. მაქციე ბატკანივით უმწიკვლოდ და დამწვი შენს სამსხვერპლოზე. გეფიცები, არ ვიტირებ, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2023, 09:15 PM

"[წმინდა ნიკიფორეს] თვალნი მუდამ ცრემლით ჰქონდა ამომწვარი, რამეთუ დროს უძილო ლოცვაში განლევდა, ყოველ დღეს კი - იმ ნათელთან მისაახლებელ ნაბიჯად აქცევდა, ყოველ ღვთისმოყვარე სულს რომ ენატრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2023, 09:43 PM

"[ღირსი სოფია თრაკელი] საზრდოდ ოდენ ხმიადსა და წყალს სჯერდებოდა, სახე მუდამ სინანულის ცრემლით ჰქონდა ამომწვარი, ბაგით კი განთიადიდან ვიდრე დაისამდე ფსალმუნის და ლოცვის სიტყვებს იმეორებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2023, 07:02 PM

"გულიდან აღმომდინარე ცრემლი წყლის ნაცვლობას უწევდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2023, 07:34 PM

"მისი [ღირსი დოროთე ხილიოკომელი] სენაკის იატაკი მუდამ ცრემლით იყო დალტობილი, ოდეს წირვას დაასრულებდა, წინასწარმეტყველ მოსეს დარად, სახე ღვთაებრივი ცეცხლით უელავდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 08:29 PM

"უმრავლესობას გადამრჩენელ ცრემლზე ხომ საერთოდ წარმოდგენაც არა გვაქვს. თუმცა კი ბევრმა ვიცით, რომ იგლოვდა წმინდა დავით წინასწარმეტყველი თავის ცოდვებს, რომელთა გამოც მას არა მარტო გული, ძვლებიც კი უკვნესოდა, როგორ ალტობდა სინანულის ცრემლებით თავის სარეცელს, როგორ უძრწოდა სული, როგორი დამაშვრალი იყო თავისი ვაებით"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 09:05 PM

"სამწუხაროდ, უმრავლესობას არც ცრემლები გვაქვს, არც ტირილი, არც წუხილი და არც მგლოვიარება ცოდვათა თვისთა გამო"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 10:28 AM

"ჩვენ ცრემლები არა გვაქვს იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს, ე.ი. ვერ ვხედავთ ჩვენს თავს ისეთს, როგორიც სინამდვილეში ვართ, ამიტომ გვაქვს განკითხვა ჩვენს გარშემომყოფთა. კმა არს ჩვენი ცოდვები და ჩვენი ბოროტი საქმეები საამისოდ, რომ არ ვუყუროთ სხვათა ცოდვებს"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 10:28 AM

"ჩვენ ცრემლები არა გვაქვს იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს, ე.ი. ვერ ვხედავთ ჩვენს თავს ისეთს, როგორიც სინამდვილეში ვართ, ამიტომ გვაქვს განკითხვა ჩვენს გარშემომყოფთა. კმა არს ჩვენი ცოდვები და ჩვენი ბოროტი საქმეები საამისოდ, რომ არ ვუყუროთ სხვათა ცოდვებს"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 01:10 PM

"ერთხელ ბერი პაისის [ათონელი] სენაკში მამა დანიელი მივიდა. მან რამდენჯერმე დააკაკუნა კარზე შემდეგი სიტყვებით: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...", მაგრამ პასუხად ჩამიჩუმიც არ ისმოდა კარგა ხანს. ბოლოს, როგორც იქნა, კარი გაიღო. ზღურბლზე სულ მთლად ცრემლიანი ბერი პაისი იდგა. ხელში მას ერთი თავი ხახვი და გამხმარი პურის ნატეხი ეჭირა. "როგორაა შენი საქმეები, მამაო პაისი?", - შეეკითხა მამა დანიელი. "ეჰ, მამაო ჩემო, სადღაა საქმეები..., - მიუგო მან, - აჰა, განა ვერ ხედავ? ვჭამ! სულ ვჭამ და ვჭამ...". როცა ამას ამბობდა, ბერი კბეჩდა ხახვს და პურს, თვალიდან კი წყაროსავით მოედინებოდა ცრემლები.

როგორც ჩანს, ბერი იმდენად ძლიერ გულლმობიერებაში იმყოფებოდა, რომ ვერ შეძლო ცრემლების შეკავება. მაგრამ, როდესაც გაიგონა, რომ მამა დანიელი იყო მასთან მისული, შეეცადა, თავი ხელში აეყვანა, ვინაიდან სტუმრისთვის კარი უნდა გაეღო. და აი, რაკი ცრემლების შეკავებას ვერ ახერეხებდა, მან ოსტატობას მიმართა ხახვის გამოყენებით. მაგრამ მამა დანიელი, რომელმაც ეს ამბავი გვიამბო, რა თქმა უნდა, მიხვდა, თუ რა იყო ბერის ცრემლების ჭეშმარიტი მიზეზი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 08:49 PM

"ცრემლების შესახებ მამა პაისი [ათონელი] ამბობდა: "მრავალნაირი ცრემლი არსებობს. სინანულის ცრემლი ნამდვილია, რადგან ცოდვათაგან განმწმენდელია. არსებობს ჩუმი ტირილიც, უჩინარი. ზოგჯერ ერთი ამოოხვრა უფრო მეტია, ვიდრე უხვად დაღვრილი ცრემლი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2024, 02:18 PM

"მე ვიცნობ კიდეც ერთი ოჯახის უფროსს, რომელიც გამუდმებით, სადაც არ უნდა იყოს, აღასრულებს იესოს ლოცვას. ამ ადამიანის ლოცვას გამუდმებით ახლავს ცრემლები, მისი ლოცვა თვითმოქმედია და მისი ცრემლები - ტკბილი, ეს საღვთო სიხარულის ცრემლებია"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2024, 04:29 PM

"ჩემი თვალების ტბები ყოველთვის ცვრიანია და ბრწყინავს ალმასის ელვარებით. ჭეშმარიტად, თვალებში ცვარი ახშობს გულის მრისხანებას"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2024, 08:04 PM

"უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2024, 09:02 PM

"არსებობს უგულო ცრემელბიც. ასეთ ცრემებში არაა მონანიება, არამედ შელახული ეგოიზმი. ამ შემთხვევაში ადამიანი ეგოისტურად ტირის თავისი დაცემის გამო. ის ტირის არა იმის გამო, რომ აწყენინა ღმერთს, არამედ იმიტომ, რომ უყურადღებობის გამო ჩავარდა ცოდვაში სხვა ადამიანების თვალში"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2024, 09:18 PM

"გულის ტკივილი და შინაგანი ოხვრა - ესაა ის შინაგანი ცრემლები, რომლებიც გარეგან ცრემლებს აღემატება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2024, 09:32 PM

"მონანიება - ესაა ნათლობა ცრემლებით. სინანულისას ადამიანი ახალ ნათლობას განიცდის, აღორძინდება. მოციქულმა პეტრემ თავისი უარყოფით, გარკვეულწილად, უღალატა ქრისტეს. თუმდა ის ტიროდა მწარედ და ამიტომ მიიღო შენდობა თავისი დაცემის მერე.

ამრიგად, გულწრფელმა სინანულმა განბანა მოციქული პეტრე, კვლავ განწმინდა იგი"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2024, 06:52 PM

"მოდით, მართლაც შევიგრძნოთ, როგორ "უვარ-ყავნ თავი თვისი", და მაშინ თვალთაგან პირველი ცრემლები დაგვედინება (ეს ჯერ კიდევ არაა ის ცრემლები, რომლებზეც ჩვენი მამები ამბობენ: "ცრემლი ღვარეთო" - ის სულიწმინდის ცრემლებია) - ჩვენი ეგოიზმის რღვევის ცრემლები. პირველი ცრემლები მოწმობს, თუ რა მწირია ისინი და რამდენად ბოგანო ვარ, რადგან ის, რაც თვალთაგან მომჩქეფს, ჯერ კიდევ ძალიან ადამიანური რამაა"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2024, 08:42 PM

"...შეუწყვეტელი ცრემლდენის გამო თეოფილე [ცრემლმდინარე] დაბრმავდა. მარკოზ მესაფლავემ მას უწინასწარმეტყველა, რომ სიკვდილამდე სამი დღით ადრე თვალისჩინი დაუბრუნდებოდა. ეს წინასწარმეტყველება მართლაც მალე ასრულდა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2024, 09:13 PM

"ტირილი - ეს მიწიერ ილუზიათა ნგრევაა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)