IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 22 23 24  
Reply to this topicStart new topic
> წმიდა იყავნ სახელი შენი, რომელი სახელი?
Iehovas Mocme
პოსტი Mar 18 2011, 03:31 PM
პოსტი #461


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 17-March 11
წევრი № 10,691



კანონისტი

როგორც ძველ-ბერძნულის მცოდნემ, ჯერ ა) ის უნდა დაასაბუთო თუ რას ნიშნავს სტავროსი. შემდეგ ბ) რას ნიშნავს ქსილონი, და ამის შემდეგ შევძლებთ იმის თქმას, როგორ არის ის გადათარგმნილი ჩვენსა და თქვენს ბიბლიაში. მანამდე კი შეფასებებისა და დასკვნების გაკეთებას აზრი არ აქვს.

სამწუხაროდ, ვერც ერთი ვერ დაასაბუთე და ვერც მეორე. აფხაზი კი წერდა ბერძნული იცისო. არც ჩემ კითხვაზე გიპასუხია,სად მიიღე ძველ-ბერძნული ენის სპეციალისტის ხარისხი და როდის.

თუ არ ხარ ძველ-ბერძნული ენის სპეციალისტი, შენი შეფასება (რომელსაც არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ აქვს), მიუღებელია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის.


--------------------
"მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 18 2011, 03:40 PM
პოსტი #462


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Iehovas Mocme
ციტატა
არცერთი მეცნიერული ნაშრომი ანდაც ლექსიკონი არ დაგისახელებიათ არც შენ და არც კანონისტს რაც სიტყვა სტავროსის ბოძად თარგმნას შეცდომად მიიჩნევდა. პირიქით, სწორედ რომ ლექსიკონები და ენათ-მეცნიერები ადასტურებენ რომ სტავროსი ძელს, ვერტიკალურად აღმართულ ბოძს ნიშნავს. ამიტომაა რომ ჩვენს ბიბლიაში სიტყვა სტავროსი სწორადაა გადათარგმნილი და არც ცვლის მას სიტყვა ჯვრით.


არ ვიცი იცი თუ არა ეს ტერმინი (იურიდიულია), მაგრამ ,,მტკიცების ტვირთი" ჩვენზე რატომ არის? მე რატომ უნდა ვამტკიცო, რომ თურმე მართალია ბერძნულ ენაში ახალ აღთქმაში ცალკე წერია სტავროს და ცალკე ქსილოს მაგრამ თურმე ეს ორივე ერთია, რატომ უნდა ვამტკიცო, რომ რომის სასჯელთა კონსტიტუციებში ძელზე გაკვრა საერთოდ არ არის მოხსენიებული, მაგრამ მაცხოვრის მიმართ გამონაკლისი დაუშვეს თურმე, მე რატომ უნდა ვამტკიცო, რომ II საუკუნის რომაულ კატაკომბებში ჯვრები რომ არის გამოსახული, თურმე შეშლიათ პირველ ქრისტიანებს და პლიუსებს წერდნენ??

რატომ ვამტკიცო?




Iehovas Mocme
ციტატა
როგორც ძველ-ბერძნულის მცოდნემ, ჯერ ა) ის უნდა დაასაბუთო თუ რას ნიშნავს სტავროსი. შემდეგ ბ) რას ნიშნავს ქსილონი, და ამის შემდეგ შევძლებთ იმის თქმას, როგორ არის ის გადათარგმნილი ჩვენსა და თქვენს ბიბლიაში. მანამდე კი შეფასებებისა და დასკვნების გაკეთებას აზრი არ აქვს.

ქართული გესმის? დავუშვათ სტავროსი ნიშნავს ციყვს და ქსილოსი - ბაჭია. ფაქტია, რომ ამ ორ სიტყვას თქვენ თარგმნით ერთ სიტყვად, რაც დაუშვებელია.
ჯერ ამაზე დამეთანხმეთ და მერე ვიმსჯელოთ რას ნიშნავს სტავროს.


ციტატა
არც ჩემ კითხვაზე გიპასუხია,სად მიიღე ძველ-ბერძნული ენის სპეციალისტის ხარისხი და როდის.

laugh.gif laugh.gif
ხარისხი თუ გაინტერესებს, ბერძნულის სპეციალისტი ნამდვილად არ ვარ. მაგრამ რაც ვარ, გეტყვი:
მე ვარ კანონიკური სამართლის დოქტორანტი და გეუბნები, რომ თქვენი იდეოლოგია იმდენად შორს დგას ქრისტიანობისგან, რომ, წესით, ქრისტიანული სექტაც კი არ უნდა გერქვათ.
დამიჯერე?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 18 2011, 03:44 PM
პოსტი #463


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



კანონისტი

აზროვნებითი ნიშნულის ქვემოთაა ამათი ლოგიკა. ესა თუ ის ტერმინი როგორ ითარგმნებოდა ქართულად, ამის დადგენა შესაძლებელია იმ ტექსტებით რაც ბერძნულიდან ითარგმნა ძველთაგანვე და როგორ ითარგმნება ეხლაც. ეს ერთი მხარეა, და მეორე თვითონ რას ნიშნავს ეს სიტყვა. ფაქტია, რომ ჯვარს ნიშნავს. ხოდა ეხლა მე თუ მინდა ამ სიტყვას ბურთად ვთარგმნი, მაგრამ მართალი ვიქნები?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iehovas Mocme
პოსტი Mar 18 2011, 03:45 PM
პოსტი #464


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 17-March 11
წევრი № 10,691



ციტატა(კანონისტი @ Mar 18 2011, 03:40 PM) *

Iehovas Mocme

მე რატომ უნდა ვამტკიცო...

რატომ ვამტკიცო?

laugh.gif laugh.gif

ხარისხი თუ გაინტერესებს, ბერძნულის სპეციალისტი ნამდვილად არ ვარ.


კანონისტი

ახლა ყველაფერი ნათელია. ამიტომ შენს შეფასებას ვერ მივიღებ და სრულიად საფუძვლიანად.

ახლა აფხაზს დაველოდები, რომელმაც დაწერა რომ ლექსიკონებში ნახვას არ სჭირდება ბერძნულის ცოდნაო. დაველოდოთ მის არგუმენტს და არგუმენტების წარმოდგენის შემდეგ, ერთად დავასკვნათ თუ რომელ ბიბლიაშია სიტყვა სტავროსი სწორად გადათარგმნილი.

ციტატა
აზროვნებითი ნიშნულის ქვემოთაა ამათი ლოგიკა.

გუშინაც აღვნიშნე, ალბათ ემოციური ადამიანი ხარ მეთქი, მაგრამ გთხოვ, შეურაცხყოფის გარეშე წერე და სტავროსთან დაკავშირებით მყარი არგუმენტები მოიყვანე. სხვა შემთხვევებში აზრი არ აქვს ჩვენი შეურაცხყოფის მოსმენას.


--------------------
"მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 18 2011, 03:46 PM
პოსტი #465


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



afxazi
მაშინ უნდა აღიაროს, რომ ეშლება ან არ იცის.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 18 2011, 03:49 PM
პოსტი #466


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Iehovas Mocme

ციტატა
ახლა აფხაზს დაველოდები, რომელმაც დაწერა რომ ლექსიკონებში ნახვას არ სჭირდება ბერძნულის ცოდნაო. დაველოდოთ მის არგუმენტს და არგუმენტების წარმოდგენის შემდეგ, ერთად დავასკვნათ თუ რომელ ბიბლიაშია სიტყვა სტავროსი სწორად გადათარგმნილი.


ნორმალური ხარ? რა არგუმენტები გინდა ვერ გავიგე. ლექსიკონი მიგითითეს, თუმცა უყურადღებოდ დატოვე. ეს სიტყვა 21 საუკუნეა ჯვრად ითარგმნება და ამგვარად მიიჩნევა ბერძნულ სამყაროში. ხოდა ვერ გავიგე რა გინდა და რა არგუმენტებს ითხოვ.


ციტატა
მაშინ უნდა აღიაროს, რომ ეშლება ან არ იცის.


ამაყი ადამიანისთვის ამას ჯობია თავი მოაჭრა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 18 2011, 03:58 PM
პოსტი #467


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



afxazi
მაგათ ქართულიც არ იციან, დავით. და ახლა შენ ბერძნული მოთხოვე...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 18 2011, 04:20 PM
პოსტი #468


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



კანონისტი

ციტატა
მაგათ ქართულიც არ იციან, დავით. და ახლა შენ ბერძნული მოთხოვე...


ეგ ხო, მარა ასეთი წაყრუება... ეკლესიის ისტორია მრავალ ერესსა თუ სექტას იცნობს, მაგრამ არავინ არ იძახდა, როგორც მახსოვს, რომ ბოძზე გააკრეს ქრისტე, რადგან აშკარადაა მითითებული ეს ფაქტი სახარებაში და ამას ელემენტარულად ვერ უარყოფ. აღნიშნული სიტყვაც ასე მიიჩნეოდა დღემდე და თურმე ვიღაცას ბოძად უთარგმნია. ან სად დააფიქსირა, ან სად წერია... 003.gif 003.gif 003.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 18 2011, 04:21 PM
პოსტი #469


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



afxazi
მართალი ხარ. მე რომ მკითხო, რასელისტები იმდენად დაშორდნენ უფლის სწავლებას, რომ ქრისტიანები საერთოდ აღარ არიან....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Mar 19 2011, 10:05 PM
პოსტი #470


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



აუუუ აქ რაა ამბები დატრიალებულაააა biggrin.gif biggrin.gif წავიკითხავ აბა პოსტებს. biggrin.gif


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Mar 20 2011, 03:42 PM
პოსტი #471


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(Iehovas Mocme @ Mar 18 2011, 03:45 PM) *

კანონისტი

ახლა ყველაფერი ნათელია. ამიტომ შენს შეფასებას ვერ მივიღებ და სრულიად საფუძვლიანად.

ახლა აფხაზს დაველოდები, რომელმაც დაწერა რომ ლექსიკონებში ნახვას არ სჭირდება ბერძნულის ცოდნაო. დაველოდოთ მის არგუმენტს და არგუმენტების წარმოდგენის შემდეგ, ერთად დავასკვნათ თუ რომელ ბიბლიაშია სიტყვა სტავროსი სწორად გადათარგმნილი.
გუშინაც აღვნიშნე, ალბათ ემოციური ადამიანი ხარ მეთქი, მაგრამ გთხოვ, შეურაცხყოფის გარეშე წერე და სტავროსთან დაკავშირებით მყარი არგუმენტები მოიყვანე. სხვა შემთხვევებში აზრი არ აქვს ჩვენი შეურაცხყოფის მოსმენას .

Iehovas Mocme

თუ ქრისტიანობის პრეტენზია გაქვს, შეურაცხყოფაც უნდა აიტანო, აბა როგორ გინდა? biggrin.gif ქრისტიანები იტანდნენ შეურაცხყოფებს. a075.gif

ციტატა
ნორმალური ხარ? რა არგუმენტები გინდა ვერ გავიგე. ლექსიკონი მიგითითეს, თუმცა უყურადღებოდ დატოვე. ეს სიტყვა 21 საუკუნეა ჯვრად ითარგმნება და ამგვარად მიიჩნევა ბერძნულ სამყაროში. ხოდა ვერ გავიგე რა გინდა და რა არგუმენტებს ითხოვ.

afxazi

ლექსიკონი მიგითითესო იეჰოვას მოწმეს წერ და რომელ პოსტში იყო ვერ ვნახე. მეც მაინტერესებს რომელი ლექსიკონი მიუთითეს მაგას. რომელი პოსტია?


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 22 23 24
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 08:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი