IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

13 გვერდი V « < 11 12 13  
Reply to this topicStart new topic
> ჩვენ ვართ სული თუ ჩვენ გვაქვს სული?
Lidl
პოსტი Jun 14 2011, 06:48 PM
პოსტი #241


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 58
რეგისტრ.: 30-April 11
წევრი № 10,964



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jun 13 2011, 04:30 PM) *

თან ბიბლიაც არსად ამბობს,რომ პიროვნება ხორციცაა,სამაგიეროდ ბევრ მუხლს მოვიყვან სადაც წერია,რომ ჩევნ სულები ვართ.


სული და ხორცი ქმნის ადამიანს და არა ცალცალკე აღებული რომელიმე.
აი რას ამბობს ბიბლია:

''გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. '' (დაბადება 2:7)

ახლა კი ვნახოთ რას ამბობს იოანე დამასკელი:

''ამრიგად, რადგან ასე იყო ეს ყველაფერი, ხილული და უხილავი ბუნებისგან (ანუ სხეულის და სულის ბუნებისგან და არა რომელიმესგან ცალცალკე) საკუთარი ხელებით შექმნა მან ადამიანი თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ, შეძერწა რა სხეული მიწისგან და მისცა რა მას, საკუთარი შთაბერვის მიერ, მოაზროვნე და გონისმიერი სული, რასაც საღვთო ხატად ვამბობთ, რადგან „ხატისებრობა“ გონისმიერობასა და თვითუფლებრივობას აღნიშნავს, „მსგავსებისებრობა“ კი - ძალისამებრ სათნოების მსგავსებას. ''

''ერთობლივად შეიძერწა სხეული და სული, არათუ სული პირველად, სხეული კი შემდგომ, თანახმად ორიგენეს ნაყბედობისა. ''

არ შეიძლება თქვა ადამიანი არის მხოლოდ სული ან სხეული, არამედ მათი ერთობლიობა ქმნის ადამიანს

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jun 13 2011, 04:30 PM) *

და გარდაცვალების შემდეგ როგორ ხდება,რომ სამსჯავროზე სული მიდის და ხორცი მტვრად იქცევა?განა შეიძლება უკვდავება მტვრად იქცეს?


ხორცი მოკვდავია, მაგრამ მეორედ მოსვლის შემდეგ აღდგება და დაუბრუნდება სულს, კვლავ გახდება სრული ადამიანი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 14 2011, 08:47 PM
პოსტი #242


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Lidl
ციტატა
სული და ხორცი ქმნის ადამიანს და არა ცალცალკე აღებული რომელიმე.

ადამიანი კი არა,პიროვნებაა აქ განსახილველი თემა.ადამიანი კი ბატონო სულის და ხორცის ერთობაა,მაგრამ როგორც პიროვნება ასრის სული.
ციტატა
''გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. '' (დაბადება 2:7)

მოდი სხვა თარგმანში ვნახოთ,ძველ ქათულში როგორაა"და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად. "
ციტატა
ახლა კი ვნახოთ რას ამბობს იოანე დამასკელი:

ბიბლიიდან ხო ყველაფერი ნათლად წარმოვაჩინეთ და ახლა იოანე დამასკელზე გადავიდეთbiggrin.gif
ციტატა
''ამრიგად, რადგან ასე იყო ეს ყველაფერი, ხილული და უხილავი ბუნებისგან (ანუ სხეულის და სულის ბუნებისგან და არა რომელიმესგან ცალცალკე) საკუთარი ხელებით შექმნა მან ადამიანი თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ, შეძერწა რა სხეული მიწისგან და მისცა რა მას, საკუთარი შთაბერვის მიერ, მოაზროვნე და გონისმიერი სული, რასაც საღვთო ხატად ვამბობთ, რადგან „ხატისებრობა“ გონისმიერობასა და თვითუფლებრივობას აღნიშნავს, „მსგავსებისებრობა“ კი - ძალისამებრ სათნოების მსგავსებას. ''

ეს ყოველივე ნამდვილად ასეა.თუ დაუკვირდები ამის საწინააღმდეგო არაფერი დამიწერია.
ციტატა
''ერთობლივად შეიძერწა სხეული და სული, არათუ სული პირველად, სხეული კი შემდგომ, თანახმად ორიგენეს ნაყბედობისა. ''

კი,ესეც რათქმაუნდა სიმართლეა.ბიბლია ამტკიცებს ამას.
ციტატა
არ შეიძლება თქვა ადამიანი არის მხოლოდ სული ან სხეული, არამედ მათი ერთობლიობა ქმნის ადამიანს

მეც ამას ვამბობbiggrin.gif
ადამიანი კი,მარა პიროვნება?რათქმაუნდა სულიa075.gif
ციტატა
ხორცი მოკვდავია, მაგრამ მეორედ მოსვლის შემდეგ აღდგება და დაუბრუნდება სულს, კვლავ გახდება სრული ადამიანი.

კი მსჯელობთ ბიბლიიდან გამომდინარე,მაგრამ ლოგიკურად არ მსჯელობთ.
ადამიანის პიროვნება რომ ხორციც იყოს,საინტერესოა სიკვდილის შემდეგ სად მიდის ის "ხორციელი პიროვნება"?ამდენი ხანია ამ კითხვას ვსვამ და პასუხი არ მოდის.სული რომ არსებობას განაგრძობს,ესეიგი პიროვნება,ანუ მე განვაგრძობ არსებობას.როცა სულის სხეულით შემოსვაზე საუბრობთ,არც აქ უკვირდებით.განა შეიძლება პიროვნება კიდევ პიროვნებით შეიმოსოს?პიროვნება იმოსება სხეულით-გაიგეთ რა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 15 2011, 03:07 PM
პოსტი #243


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



უსაზღვრო და უნუგეშო იქნებოდა გარდაცვლილ ახლობლებზე ჩვენი მწუხარება, ღმერთს რომ ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე არ მოეცა. ჩვენი ცხოვრება უმიზნო იქნებოდა სიკვდილით რომ მთავრდებოდეს. რაღა სარგებელი ექნებოდა მაშინ სათნოებებსა და კეთილ საქმეებს; მაშინ მართალი იქნებოდა, ვინც ამბობს: „ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით!“ მაგრამ ადამიანი უკვდავებისათვის შეიქმნა და ქრისტემ თავისი აღდგომით გახსნა ზეციური სასუფევლისა და საუკუნო ნეტარების კარნი მათთვის, ვისაც მისი სწამს და სიმართლით ცხოვრობს. ჩვენი მიწიერი ცხოვრება – ეს არის მზადება მომავალი ცხოვრებისათვის და ეს სამზადისი სიკვდილით სრულდება. „წინა–უც კაცთა ერთგზის სკუდილი და მისა შემდგომად საშჯელი“ (ებრ. 9.17). მაშინ ადამიანი ტოვებს ყველა თავის მიწიერ საზრუნავს. მისი სხეული იხრწნება, რათა საყოველთაო აღდგომის ჟამს კვლავ აღდგეს.
მაგრამ ადამიანის სული სიცოცხლეს აგრძელებს და არც ერთ წუთს არ წყვეტს არსებობას. მიცვალებულთა მრავალგზისი გამოცხადებით ნაწილობრივ მოგვეცა ცოდნა იმისა, თუ რა მოსდის სულს, როცა იგი სხეულს ტოვებს. როდესაც წყდება ხორციელი თვალით ხედვა, სულიერი ხედვა იწყება.
წმ. იოანე (მაქსიმოვიჩი)

სულებს ყოველივე ახსოვთ, რაც აქ იყო, როგორც მამები ამბობენ, სიტყვებიც, საქმეებიც, ფიქრებიც და ამათგან არაფრის დავიწყება მაშინ არ შეეძლებათ. ხოლო ფსალმუნში რომ არის ნათქვვამი: „მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი“ (ფს. 145.4) – აქ იგულისხმება ის, რომ წარწმდიან ამქვეყნიური ზრახვები (ფიქრები) – შენებაზე, ქონებაზე, მშობლებზე, შვილებზე, ყოველგვარ საქმიანობასა და სწავლაზე. ეს ყველაფერი ქრება, როგორც კი სული სხეულიდან გადის, ხოლო რაც სულმა სათნოებათა და ვნებათა მიმართ აღასრულა, ყველაფერი ახსოვს და ამათგან არაფერი წარწმდება მისთვის... და როგორც ვთქვი, რაც ამქვეყნად გააკეთა, სულს არ ავიწყდება, არამედ სხეულიდან გასვლის შემდგომ ყოველივე ახსოვს და თანაც უფრო უკეთ და ნათლად, რადგან ამ მიწერი სხეულიდან გათავისუფლებულია.
აბბა დოროთე


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Jun 15 2011, 11:30 PM
პოსტი #244


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ეგ სწორია რაღა თქმა უნდა ადამიანის პიროვნულობა სულში დევს.მე რომ მოვკვდები ჩემი ხორცი მოკვდება, მაგრამ სული იცოცხლებს,ანუ მე ვიცოცხლებ.სხეული როგორც სამოსი ისეა.მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ხომ უხრწნელ ხორცს შევიმოსავთ და არა ამას რაც ეხლა გვაქვს.ამაში ყველა მართლმადიდებელი დაგთანხმდება,მითუმეტეს ვიცით, რომ ადამიანური ბუნება დაცემულია, დაავადებულია და სულს ებრძვის,იმიტომაც არ არის სწორი ცოდვილ მოთხოვნილებებზე ვთქვათ რა ვქნათ ადამიანის ბუნების მოთხოვნილებააო, კი მართალია ბუნება ითხოვს, მაგრამ რომელი ბუნება?დაცემული და გადაგვარებული?იმიტომაც უნდა დაითრგუნოს ხორცი და სულს მეტი თავისუფლება მიეცეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 15 2011, 11:31 PM
პოსტი #245


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ხახაბოელი
აი შეგნებული კაციa075.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 16 2011, 09:22 PM
პოსტი #246


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ხახაბოელი
სწორედ ამაშია მართლმადიდებლობის არსი და არა რეინკარნაციასა თუ სხვა უბედურობებში,როგორც ამას ბევრი მიიჩნევს.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 16 2011, 09:56 PM
პოსტი #247


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
სწორედ ამაშია მართლმადიდებლობის არსი და არა რეინკარნაციასა თუ სხვა უბედურობებში,როგორც ამას ბევრი მიიჩნევს.

რაშია მართლმადიდებლობის არსი?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 17 2011, 01:08 AM
პოსტი #248


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ზოგადად და ერთი ხელის მოსმით მართლმადიდებლობის არსზე საუბარი (თან ჩემნაირისთვის)არაა მიზანშეწონილი.იბრალოდ შევეცდები განვმარტო პოსტში რას ვგულისხმობდი.
გავიმეორებ ეგნატე ღმერთშემოსილის სიტყვებს:,,მე ვარ მარცვალი,რომელიც უნდა დაიფქვას,რათა შემდგომში მისგან პური გამოცხვეს."
ადამიანის დაინტერესება სიკვდილის მიმართ ყოველთვის იყო და იქნება,მაგრამ საკითხავია როდორ იკმაყოფილებდა ამ ინტერესს.ზოგისთვის უკვდავობა სიცოცხლის შემდეგ სხვა არსებაში,მცენარეში,ანაც საერთოდ ახალ ადამიანში შესვლად სღიქმება.
ციტატა
არა რეინკარნაციასა თუ სხვა უბედურობებში

ქრისტიანისთვის კი ხორციელი სიკვდილი,სულიერი სიცოცხლის დასაწყისია,ამით სულდგმულობს და ამისთვის იღწვის იგი
ციტატა
მართლმადიდებლობის არსი



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 17 2011, 09:09 AM
პოსტი #249


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
ზოგისთვის უკვდავობა სიცოცხლის შემდეგ სხვა არსებაში,მცენარეში,ანაც საერთოდ ახალ ადამიანში შესვლად სღიქმება.

ამას თავისებური ახსნა აქვს.
ეს ისე,ჰაერიდან მოფრენილი თეორია არ არის.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 17 2011, 09:23 AM
პოსტი #250


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ეს ისე,ჰაერიდან მოფრენილი თეორია არ არის.

რა თქმა უნდა არაა.ამ ქვეყნად შემთხვევით არც არაფერი ხდება და არც არაფერი ყალიბდება.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 07:32 AM
პოსტი #251


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



ეს თემაც როგორ მიყვარდააა mail1.gif



--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 გვერდი V « < 11 12 13
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 02:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი