IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

38 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> იეჰოვას მოწმეები
George Leluashvili
პოსტი Feb 28 2011, 09:20 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



"თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს,რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია,ანდა რომ მიიღოთ სხვა სული,რომელიც არ მიგიღიათ,ან სხვა სახარება,რომელიც არ მიგიღიათ,მაშინ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით"(IIკორ.11,4)


"შეგაგონებთ იღვწოდწთ რწმენისთვის,რომელიც ერთხელ წმინდანებს გადაეცა" (იუდა1,3)




"შენი სიტყვა საღი იყოს და უგმობელი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენზე."(ტიტე2,8)

"თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება.მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს"(გალ.1,7-9)



"არ არსებობს ისეთი სისულელე,მიმდევრები რომ არ გამოუჩნდეს"-ციცერონი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 2 2011, 03:54 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი. ხოლო თქვენ, საყვარელნო, რაკიღა წინასწარ იცით ეს, ფრთხილად იყავით, რათა არ ჩაგითრიოთ უკეთურთა ცთომილებამ და არ გიღალატოთ თქვენმა სიმტკიცემ. (2 პეტრე 3,16-17)



როგორც მათ ხალხი უწოდებს"იეღოველები".დღეს ისინი ძალიან მომრავლდნენ და თავიანთი ცრუ "ქადაგებებით"აცდუნებენ გაუნათლებელ და ხანდახან განათლებულ ადამიანებსაც.ისინი ყოველ ნაბიჯზე შეიძლება შეგხვდნენ და თავს მოგახვიონ თავიანთი ღვთის მგმობი,დამანგრეველი,და დამღუპველი სწავლებები.ჩვენ კი უნდა გვესმოდეს რა პასუხი მივაგოთ მათ და როგორ დავიცვათ მართლმადიდებლობა ამ მართლა ურჯულოებისაგან.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Mar 2 2011, 04:18 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ეგრეს წოდებული, იეღოვას მოწმეები, მთელ მშოფლიოშია მოდებული და კნძულის ენაც არ დაუტოვებია მათ , შედეგი ის არის რომ მუსლიმი და სხვები , გადადიან ქრისტიანულ რწმენაში.
დაანებეთ იეღოველებ თავად ღმერთი იქნება მოწმე.

თუ ქრისტიანი ხარ და რწმენა გაქვს , ეს მაინც მითხარი , ცოდვებ სადამდე ატარებ?


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 2 2011, 04:48 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(davithet @ Mar 2 2011, 04:18 PM) *

, შედეგი ის არის რომ მუსლიმი და სხვები , გადადიან ქრისტიანულ რწმენაში.



მუსლიმების მასეთ ქრისტიანულ რწმენაში გადასვლას,ჯობია საერთოდ არ გაიგონ ქრისტეს შესახებ


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+++თამარი+++
პოსტი Mar 2 2011, 11:59 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 28-February 11
წევრი № 10,565



ოჰოოო გუშინ ჩემ გვერძე იჯდა 2 იაღოვა biggrin.gif რა საშინელება იყო ფუფ


--------------------
ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 3 2011, 09:30 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(mociquli qristesi @ Mar 2 2011, 03:54 PM) *

როგორც მათ ხალხი უწოდებს"იეღოველები".დღეს ისინი ძალიან მომრავლდნენ და თავიანთი ცრუ "ქადაგებებით"აცდუნებენ გაუნათლებელ და ხანდახან განათლებულ ადამიანებსაც.ისინი ყოველ ნაბიჯზე შეიძლება შეგხვდნენ და თავს მოგახვიონ თავიანთი ღვთის მგმობი,დამანგრეველი,და დამღუპველი სწავლებები.ჩვენ კი უნდა გვესმოდეს რა პასუხი მივაგოთ მათ და როგორ დავიცვათ მართლმადიდებლობა ამ მართლა ურჯულოებისაგან.


გაუნათლებელ ადამიანებს აცდუნებენო ამბობთ, გაუნათლებელია მართლმადიდებელია 95% და... biggrin.gif

რითი უპასუხოთ? ეს რაღაცა წიგნია გამოსული "ბიბლია ამხელს იაღოველთა სწავლებას" - ამაზე დემაგოგიური წიგნი იშვიათია, სირცხვილი შემქმნელებს...

გირჩევთ წმინდა ბასილი დიდის აპოლოგიები წაიკითხოთ ასევე წმინდა ათანასეს ნაშრომები... ეს იესოს ღმერთობაზე... სხვა თემებზე სხვადასხვა წმინდანებს დაესესხეთ...

ციტატა(+++თამარი+++ @ Mar 2 2011, 11:59 PM) *

ოჰოოო გუშინ ჩემ გვერძე იჯდა 2 იაღოვა biggrin.gif რა საშინელება იყო ფუფ


ამიტომაა საჭირო განათლება... rolleyes.gif

იაღოვა არის ღმერთის სახელი ძველ აღთქმაში და როცა იძახით "2 იაღოვა" თქვენ აბუჩად იგდებთ მამა ღმერთს...

ისიც მიგეწერათ "იაღოვამ თქვა - ხიშტი მინუს ორასი"-ო... biggrin.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Mar 3 2011, 11:08 AM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



ციტატა(Otherguy @ Mar 3 2011, 09:30 AM) *

გაუნათლებელ ადამიანებს აცდუნებენო ამბობთ, გაუნათლებელია მართლმადიდებელია 95% და... biggrin.gif

რითი უპასუხოთ? ეს რაღაცა წიგნია გამოსული "ბიბლია ამხელს იაღოველთა სწავლებას" - ამაზე დემაგოგიური წიგნი იშვიათია, სირცხვილი შემქმნელებს...

გირჩევთ წმინდა ბასილი დიდის აპოლოგიები წაიკითხოთ ასევე წმინდა ათანასეს ნაშრომები... ეს იესოს ღმერთობაზე... სხვა თემებზე სხვადასხვა წმინდანებს დაესესხეთ...
ამიტომაა საჭირო განათლება... rolleyes.gif

იაღოვა არის ღმერთის სახელი ძველ აღთქმაში და როცა იძახით "2 იაღოვა" თქვენ აბუჩად იგდებთ მამა ღმერთს...

ისიც მიგეწერათ "იაღოვამ თქვა - ხიშტი მინუს ორასი"-ო... biggrin.gif

ღვთის სახელი_მისი გამოყენება და მნიშვნელობა[u][size=3]როგორ არის ნათარგმნი შენს ბიბლიაში ფსალმუნების 82:19(83:18)?წმინდა წერილის ორიგინალში ეს მუხლი ასეა გადმოცემული:"შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა,მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!"ამ მუხლში ღვთის სახელს ბიბლიის ბევრი სხვა თარგმანიც იყენებს.მაგრამ არის თარგმანები,სადაც სახელი "იეჰოვა" შეცვლილია "უფლით" ან სხვა წოდებებით.რა უნდა ეწეროს ამ მუხლში?ღვთის სახელი თუ რომელიმე წოდება?ეს მუხლი სახელზე ამახვილებს ყურადღებას.ორიგინალში ებრაულ ენაზე,რომელზეც ბიბლიის უმეტესი ნაწილი დაიწერა,ამ ადგილას ღვთის სახელი ეწერა.ის გადმოცემულია ოთხი ებრაული ასოთი_( יהוה).ქართულ ენაზე მისი გავრცელებული შესატყვისია "იეჰოვა".ბიბლიის მხოლოდ ერთ მუხლში გვხვდება ეს სახელი?არა.ებრაული წერილების ძველ ხელნაწერებში ის დაახლოებიტ 7 000-ჯერ არის გამოყენებული!რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის სახელი?ყურადღება მიაქციე ლოცვას,რომელიც იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს ასწავლა.ის შემდეგი სიტყვებით იწყება:"ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი"(მათე 6:9).ერთხელ იესომ ღმერთს ლოცვისას სთხოვა:"მამა, განადიდე შენი სახელი“.პასუხად ზეციდან ღვთის ხმა გაისმა:„განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“(იოანე 12:28).ნათელია,რომ ღვთის სახელს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.მაშ,რატომ შეცვალა ზოგმა მთარგმნელმა ის სხვადასხვა წოდებით?როგორც ჩანს,ორი ძირითდი მიზეზის გამო.პირველი:ბევრი ამბობს,რომ ღვთის სახელი არ უნდა იქნეს გამოყენებული,რადგან დღეს ცნობილი არ არის,თუ როგორ წარმოითქმებოდა ის თავდაპირველად.ძველ ებრაულ ენაზე წერის დროს ხმოვნებს არ იყენებდნენ.ამიტომ დღეს ზუსტად ვერავინ იტყვის,ბიბლიურ დროში როგორ წარმოთქვამდა ხალხი( יהוה)YHWH-ს.ნუთუ ამის გამო თავი უნდა შევიკავოთ ღვთის სახელის გამოყენებისგან?ბიბლიურ დროში იესოს სახელს,შესაძლოა,წარმოთქვამდნ
ენ ასე:იეშუა ან იეჰოშუა_თუმცა ამას ზუსტად ვერავინ იტყვის.მაგრამ ხალხი დღეს მთელ მსოფლიოში იესოს სახელს სხვადასხვანაირად წარმოთქვამს_ისე,როგორც მათ ენაშია გავრცელებული.ისინი თავს არ იკავებენ მისი სახელის გამოყენებისგან მხოლოდ იმიტომ,რომ არ იციან,როგორ წარმოითქმეოდა ის პირველ საუკუნეში.თუ უცხო ქვეყანაში წახვალ,შეიძლება აღმოაჩინო,რომ სხვა ენაზე შენი სახელიც სრულიად განსხვავებულად ჟღერს.ასე რომ,მართალია არ ვიცით,როგორ წარმოითქმებოდა ძველად ღვთის სახელი,მაგრამ ეს არ არის მიზეზი,რის გამოც ის არ უნდა გამოვიყენოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 3 2011, 02:17 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(Otherguy @ Mar 3 2011, 09:30 AM) *

გაუნათლებელ ადამიანებს აცდუნებენო ამბობთ, გაუნათლებელია მართლმადიდებელია 95% და... biggrin.gif

რითი უპასუხოთ? ეს რაღაცა წიგნია გამოსული "ბიბლია ამხელს იაღოველთა სწავლებას" - ამაზე დემაგოგიური წიგნი იშვიათია, სირცხვილი შემქმნელებს...



მე მათ საწინააღმდეგოდ ბევრი წიგნი მაქვს.მათში ყველა თემაზეა საუბარი.სწორედ ასეთი წიგნებიდან შეუძლია მართლმადიდებელს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ.მე ეს წიგნები დიდათ მეხმარება მაშინ,როდესაც მათტან პოლემიკაში შევდივარ.

ციტატა(One truth @ Mar 3 2011, 11:08 AM) *

[მაგრამ არის თარგმანები,სადაც სახელი "იეჰოვა" შეცვლილია "უფლით" ან სხვა წოდებებით.რა უნდა ეწეროს ამ მუხლში?ღვთის სახელი თუ რომელიმე წოდება

საქმე ისაა,რომ ბიბლიაში დაახლოებით ათამდე საღმრთო სახელია და არა ღვთის სახელი.თითოეული სახელი უფლის რომელიმე თვისებას აღნიშნავს.იეჰოვაც ნიშნავს-ვიქცევი იმად,რადაც ვიქცევი.ღმეთს რომ ერთი სახელი ჰქონდეს,მაშინ სწორედ ამ ერთ სახელში იქნებოდა ღმერთის ყველა თვისება დატეული,რაც შეუძლებელია და ამიტომ აქვს ძველ აღთქმაში ღმერთს მრავალი საღმრთო სახელი აქვს.ისმის კითხვა,თუ ასე ხშირად ახსენებს ქრისტე ღმერთი მამის სახელს,რატომ ერთხელ მაინც არ ამბობს რო მისი სახელია იეჰოვა?ახალ აღთქმაში ეს სახელი მგონი საერთოდ არ მოიძებნება!ჩვენ გვაქვს ღვთის სახელი-მამა,ძე და სული წმინდა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 3 2011, 02:36 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



mociquli qristesi

ნუ ის წიგნი ვნახე და დემაგოგიაა... ისე აბა მითხარი სად წერია სახელი "იაჰვე"... smile.gif ყველა სახელი წერია ქართულ ბიბლიაში და ერთი მაგ სახელს ებრძვით რა... smile.gif

პ.ს. ღმერთს სხვა სახელი არ აქვს ბიბლიაში... არც ერთზე არ ამბობს "ჩემი სახელია"-ო...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 3 2011, 02:43 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



One truth
იეჰოვას მოწმეები აცხადებენ:"ეჭვგარეშეა,რომ ვისაც კი შენ იცნობ,ყველას სახელი აქვს.საკუთარი სახელი აქვს ასევე ღმერთსაც-მისი პიროვნების სხვებისგან განსასხვავებლად"(წიგნიდან" შენ შეგიძლია იცხოვრო დედამიწაზე მარადიულ სამოთხეში"1989)
დიახ ყველა ადამიანს აქვს სახელი,რათა ისინი ეთმანეთისგან გავარჩიოთ,მაგრამ ბიბლიაში მოხსენიებული ღმერთის ესა ,თუ ის სახელი,განა იმისთვისაა საჭირო,რომ ის სხვა ღმერთებისგან გავარჩიოთ?ვნახოთ როგორ ითარგმნება იეჰოვა ებრაულიდან ბერძნულად სეპტუაგინტაში:თითქმის ყველგან,გარდა რამდენიმე მუხლისა წერია"უფალი ღმერთი".სწორია თუ არა ეს?-გადავშალოთ ახალი ღთქმა.როცა უფალ იესო ქრისტეს ხალხათან საუბრისას მოჰყავს ციტატები ძველი ღთქმიდან,ყოველთვის ამბობს-უფალი ღმერთი და არსად,არასოდეს უთქვამს"იეჰოვა" ან სხვა რამე.მაგ.:მარკოზის სახარების 12,29-30:"იესომ მიუგომას:პირველი არს ისმინე ისრაელო;უფალი,ღმერთი ჩვენი ,უფალი ერთია.შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა შენითა..."ძველ აღთქმაში ამ ადგილის პარალელუია 2შჯ.6,4-5.ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება.
მოდი ჯერ ამაზე გამეცი პასუხი და მერე თუ გსურს განვაგრძოთ საუბარი.გეტყობა იეჰოვას მოწმე ხარ,რადგან მათთან საუბრისას მათაც ჩემთან ზუსტად ის სიტყვები უთქვამთ,რაც შენ ზემოთ დაწერე.განვაგრძოთ თუ გსურს და სხვადასხვა თემებს შევეხოთ.

ციტატა(Otherguy @ Mar 3 2011, 02:36 PM) *

mociquli qristesi

ნუ ის წიგნი ვნახე და დემაგოგიაა... ისე აბა მითხარი სად წერია სახელი "იაჰვე"... smile.gif ყველა სახელი წერია ქართულ ბიბლიაში და ერთი მაგ სახელს ებრძვით რა... smile.gif

პ.ს. ღმერთს სხვა სახელი არ აქვს ბიბლიაში... არც ერთზე არ ამბობს "ჩემი სახელია"-ო...

რას ქვია ამ სახელს ვებრძვით?საპატრიარქოს გამოცემაში თვითონ იეჰოვა და სხვა საღმრთო სახელები უფლად,ან ღმერთად არის გადმოთარგმნილი.გამოდის იეჰოვასთან ერთად ვებრძვით სხვა სახელებსაც?საპატრიარქოს გამოცემაში სახელი იეჰოვა ისეა დაწერილი,რასაც ის ნიშნავს,ანუ ,მე ვარ,რომელი ვარ(გამოსვლა3,14)თქვენ ამბობთ რომ "საბაოთ"არის ტიტული,როცა ესსაია წინასწარმეტყველი ამბობს "უფალი საბაოთ-სახელი მისი(ეს.48,2)სხვაგან ვნახოთ:"იტყვის უფალი ყოვლისა მპყრობელ(საბაოთ)სახელი მისი"(ამოს.5,27)


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 3 2011, 02:43 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



mociquli qristesi

მე მაინტერესებს სად წერია სიტყვა იაჰვე/იეჰოვა ძველ აღთქმაში... ერთ-ერთი სახელიაო ამბობ და ვერ ვნახე მე ქართულ ბიბლიაში... smile.gif

"უფალი" ნიშნავს - ბატონს... მგონი "ბატონი ღმერთი" და "მყოფი ღმერთი" განსხვავდება...

უფლად იმიტომ ითარგმნება, რომ ებრაელებს ეშინოდათ მისი წარმოთქმა მესამე მცნების მიხედვით: "არ მოიღო იაჰვეს, შენი ღმერთის სახელი ამაოდ"-ო... ამიტომ ამოიღეს...

პ.ს.

გამოსვლის 3:14-ში იაჰვე არ წერია... სადაა იაჰვე? მანდ წერია "მე ვარ რომელი ვარ" და ასე გაიგებს მკითხველი რომ ღმერთის სახელი იაჰვეა? smile.gif)) აბა სად წერია ქართულ ბიბლიაში ღვთის სახელი იაჰვე? საბაოთი წერია მაგალითად...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kaukazec
პოსტი Mar 3 2011, 02:54 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი № 10,380



თავდაპირველად იყო ქრისტიანული 1 რელიგია შემდეგ მხდალებმა და ვერცხლის მოყვარეებმა გადაცყვიტეს გამოყოფილიყვნენ და გაიადვილეს და განიშორეს სული წმინდა ამან გამოიწვია ფანატიზმი ამპარტავნება და აგრესია შემდეგ კიდე გამოეყო მათ და შექმნეს კიდე სხვა ქრისტიანობა რამაც უპრო თავხედებად აქცია ისინი შემდეგ უარესი ქაოსი მოყვა და კიდევ დაიყო სექტებად და რელიგიურ ორგანიზაციებად ან უ ეს ადამიანები სულიწმინდას მოკლებულები ღმერთის სახელით ღვრიდნენ სისხლს და ღმერთის სახელით აწყობენ რელიგიურ ბიზნესს და აფანატებენ სხვა ადამიანებსაც, ჩვენ მაინც ნუ განვიკითხავთ არამედ ვილოცოთ მათთვის რომ მოინანიონ. დიდება უფალს და ჭეშმარით ღმერთს და მარტმადიდებლებს რამეთუ ჩვენ ვიცით რომ ბიბლია არის ნამდვილი და ჭეშმარიტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 3 2011, 03:00 PM
პოსტი #13


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ეს თემა იეჰოვას მოწმეთა მოსაზიგადად გაიხსნა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სადმე ინტერნეტში მათ შესახებ რამეს წააწყდნენ და იქვე არიან წამში.

Otherguy

ციტატა
მე მაინტერესებს სად წერია სიტყვა იაჰვე/იეჰოვა ძველ აღთქმაში... ერთ-ერთი სახელიაო ამბობ და ვერ ვნახე მე ქართულ ბიბლიაში... smile.gif


შენ რაღა დაგემართა კაცო. კართულ ბიბლიაში როგორ იქნება? ეს არის ეპითეტი ორიგინალის ენაზე, რომელიც, ცხდია, როგორც ყველა სხვა თარგმნას ექვემდებარება. ჯერ კიდევ იუსტინე მარტვილი ამბობდა, რომ შეუძლებელია ჩვენ ღმერთს რაღაც კონკრეტული სახელი ვუწოდოთ, რადგან ასე უნდა ვაღიაროთ აუცილებლად ვიღაც სხვა, ვინც მას ეს დამკვიდრებული და კონკრეტული სახელი უწოდა. ”უფალი”, ”ღმერთი”, ”შემოქმედი” და ა.შ. ეს ყველაფერი არის ”ქველმოქმედებათა და საქმეთა შესაბამისი წოდებანი”.

რავიცი, ოდნავი ლოგიკის უნარის მქონე ადმაიანს არც უნდა გაუჩნდეს იმის კითხვა ზეარსებულ არსებას სახელი ქვია თუ არა, ისეთის ახელი, როგორადაც ჩვენ მივმართავთ ერთმანეთს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 3 2011, 03:03 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



afxazi

რავი აბა "საბაოთი" რატომ წერია? ესეც ეპითეტი არაა? მიკერძოებას არ აქვს ადგილი? smile.gif იესო ქრისტე ნიშნავს - "მსხნელი ცხებული" - ჩვენც ასე რატომ არ ვწერთ და ვეძახით? smile.gif

ან რატომ გგონია რომ "ჩემი სახელია უფალი(ბატონი)" სწორი გამოთქმაა? smile.gif

პ.ს. მე არ ვიცავ რასელს და იეჰოვას მოწმეების ისტორიას... მე ჩავერიე ამ თემაში კერძო საკითხებისთვის...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 3 2011, 03:07 PM
პოსტი #15


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ციტატა
რავი აბა "საბაოთი" რატომ წერია? ესეც ეპითეტი არაა? მიკერძოებას არ აქვს ადგილი? smile.gif იესო ქრისტე ნიშნავს - "მსხნელი ცხებული" - ჩვენც ასე რატომ არ ვწერთ და ვეძახით? smile.gif

ან რატომ გგონია რომ "ჩემი სახელია უფალი(ბატონი)" სწორი გამოთქმაა? smile.gif

პ.ს. მე არ ვიცავ რასელს და იეჰოვას მოწმეების ისტორიას... მე ჩავერიე ამ თემაში კერძო საკითხებისთვის...


ვრცელი თემაა და შორს წაგვიყვანს. არადა მეზარება მაგრად.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 3 2011, 03:24 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(Otherguy @ Mar 3 2011, 02:43 PM) *

mociquli qristesi



"უფალი" ნიშნავს - ბატონს... მგონი "ბატონი ღმერთი" და "მყოფი ღმერთი" განსხვავდება...



რა თქმა უნდა განსხვავდება,მერე რა?მე საბაოთზე გეუბნები-საბაოთ-სახელი მისი
????




ციტატა
ან რატომ გგონია რომ "ჩემი სახელია უფალი(ბატონი)" სწორი გამოთქმაა? smile.gif


უფალი საბაოთი?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 3 2011, 03:52 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(mociquli qristesi @ Mar 3 2011, 03:24 PM) *

რა თქმა უნდა განსხვავდება,მერე რა?მე საბაოთზე გეუბნები-საბაოთ-სახელი მისი
????
ან რატომ გგონია რომ "ჩემი სახელია უფალი(ბატონი)" სწორი გამოთქმაა? smile.gif

უფალი საბაოთი?


ესაია 42:8

8. მე ვარ უფალი(იაჰვე), ეს არის ჩემი სახელი;



ისა, უფალი საბაოთი არის - იაჰვე საბაოთი... და არასოდეს უთქვამს ღმერთს - საბაოთი მქვიაო... მანდ წერია - იაჰვე საბაოთი ანუ იაჰვე მხედრობათა...

საინტერესო ეპიზოდია ბიბლიაში არ მახსოვს სადაა, გიპოვი თუ გინდა... ელია წინასწარმეტყველი ეუბნება ბაალის წინაასწარმეტყველებს:

"ბაალის წინასწარმეტყველები ამდენნი ხართ, უფლის(იაჰვეს) წინასწარმეტყველი კი ერთი დავრჩი, ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, მე ვახსენებ უფლის(იაჰვეს) სახელს, ვინც გაგვცემს პასუხს, ნამდვილი ღმერთი იქნება..."


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 3 2011, 05:13 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(Otherguy @ Mar 3 2011, 03:52 PM) *

ესაია 42:8

8. მე ვარ უფალი(იაჰვე), ეს არის ჩემი სახელი;
ისა, უფალი საბაოთი არის - იაჰვე საბაოთი... და არასოდეს უთქვამს ღმერთს - საბაოთი მქვიაო... მანდ წერია - იაჰვე საბაოთი ანუ იაჰვე მხედრობათა...



იეჰოვას მოწმეებმა ნეტა საიდან დაადგინეს,რო :საბაოთი,ელოჰიმი,შეხანა,ადონა
და სხვა,რომ ესენი ტიტულებია?
მე ეს მაინტერესებს

Otherguy
ებრაულ ტექსტში ღმერთი გადმოცემულია სიტყვით "ელოჰიმ",ბერძნულში "თეოს",ქართულში "ღმერთი",რუსულში "ბოგ"


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Mar 3 2011, 05:16 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ზოგადად მეც ვიტყვი რომ როდესაც კამათში შევდივართ ჩვენ რომელიმე საკითხზე 19-20 საუკუნეში შექმნილ რელიგიურ დაჯგუფებებთან კარგია ვიცოდეთ მათი შექმნის და მომდევნო პერიოდის ისტორია, მათი სწავლებები ძირითად საკითხებზე და სხვა.ადვილია უკვე მათი არასწორი სწავლებების წარმოჩენა.რამდენიმე მუხლს მეც დავწერ თუ ვინმეს გამოადგება რასელის მიმდევართა წინააღმდეგ.
1)ყველა 19-20 საუკუნეში თუ ცოტა ადრე შექმნილი რელიგიური ჯგუფის ისტორია ერთი ადამიანით იწყება.მაგალითად იეჰოვას მოწმეების ჩარლზ რასელით. რომ არ ყოფილიყო იგი არ იქნებოდნენ იეჰოვას მოწმეები როგორც არ იყვნენ 1900 წლის მანძილზე.
ვინ იყო რასელი? ბიზნესმენი ადამიანი რომელმაც გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა საკუთარი რელიგიური მიმდინარეობა.(დღეს ასეთივე ერთი ადამიანის მიერ შექმნილი რელიგიური ჯგუფები 70 000 მდეა პროტესტანტულ სამყაროში ყველა თავთავიანთი განსხვავებული სწავლებებით და ყველა ცალკეულ ჯგუფს ბიბლის მათეული განმარტება მიაჩნია სწორად და ვისაც მეტი ფული აქვს ის უფრო მაშტაბურია) რაც შეეხება რასელის მიმდევრებს მათი წლიური შემოსავალი (მათივე გამოქვეყნებული ინფორმაციით ) 2001,2,3 -წლებში 950 მილიონი დოლარია (ეხლა ალბათ მეტი ექნებათ) როცა ვატიკანის წლიური შემოსავალი 800 მილიონამდეა.საიდან მოაქვთ ამდენი ფული ეს კიდე სხვა საკითხია.
2)რასელს უნდოდა რა საკუთარი ხედვისა და ბიბლიის განმარტებების უნიკალურობა ეჩვენებინა ყველა ძირითად საკითხებზე ისეთი განმარტება მოიფიქრა რაც სხვა პროტესტანტულ მიმდინარეობებს არ ჰქონდათ რადგან როცა გინდა ხალხი მოიზიდო შენსკენ რაიმე განსხვავებული უნდა თქვა თორემ თუ იგივეს ამბობ რასაც
ბაპტისტი,ორმოცდაათიანელი,ლუთ
ერანი,ანგლიკანი კათოლიკე თუ სხვა იქ წავა და არმოვა შენთან.ხოლო ცენტრალური საკითხი რაზეც იყო მთელი მისი მოძღვრება აგებული:სამყაროს აღსასრული,აპოკალიფსი.(ხალხის დამაფეთიანებელი საკითხი ვაიმე ვიღუპებით გვიშველე ბატონო რასელო) და 100 000-ობით დოლარი დახარჯა რასელმა რეკლამებსა და ბუკლეტებში და მთელ ამერიკას ყურები გამოუჭედა იმის ძახილით არიქა სამყაროს აღსასრული დგება და ვისაც გადარჩენა გინდათ ჩემთან მოდითო.(ეს საკითხი დღესაც მთავარ ყურადღების მისაქცევ იარაღად რჩება საგუშაგო კოშკის იდეოლოგიაში.(ასევე აკეთებენ დღევანდელი სხვა ახლად შექმნილ პროტესტანტული მიმდინარეობებიც)
3)რათქმაუნდა რასელის განცხადებები "ვინც ჩემს ბიბლიის განმარტებებს კითხულობს მას აღარ უნდა ბიბლიის წაკითხვაო" "ჩემი ბაგეებით ღმერთი სიტყვები ისმისო" და მრავალი ათეული არასწორი წინასწარმეტყველება სხვადასხვა წლებისა თუ როდის მოხდებოდა სამყაროს აღსასრული და სხვა აპოკალიფსური მოვლენებისა ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა და თავად მისი ბიბლიის განმატებების ნახევარზე მეტი თვითონვე მომდევნო პერიოდის რასელის მიმდევრებმა უარყვეს.
4)ასევე უნდა ითქვას რომ რასელის მიმდევრებს არ გააჩნიათ ერთი სწავლება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ერთ საკითხზე დღეს რომ ამბობენ ასე მერე ამბობენ არა შეგვეშალა ისე ყოფილაო და 100 წლის მანძილზე რაც არსებობს ეს რელიგიური მიმდინარეობა მრავალჯერ გადაუკეტებიათ თავიანთი სწავლებები.
5)როგორც უკვე ავღნიშნე 2 მუხლში როგორც რასელს ასევე თანამედროვე რასელის მიმდევრებს უნდათ რა აჩვენონ თავიანთი სწავლებების ყველასგან განსხვავებულობა და იგონებენ სხვა მსგავს სწავლებებს შემდგომ ამ ყოველივეს მორგება ბიბლიასთან მიმართებაში შეუძლებელი ხდება ამიტომ მათმიერ გამოცემულ ბიბლიაში ყველა ის ადგილები რომლებიც არ ეთანხმება და წარმოაჩენს მათი სწავლებების ცდომილებას არის გადაკეთებული და ასეთი გადაკეტებული ადგილები მრავალი ასეულია.ამიტომ ხშირად შევხვდებით ისეთ ადგილებს საგუშაგო კოშკის მიერ მათ ბიბლიაში რომელიც არცერთ პროტესტანტულ კათოლიკურ თუ მართლმადიდებლურ რედაქციაში არ გვხვდება (შედარების საიტი biblos.com)
6)მოკლედ დღევანდელი რასელის მიმდევრები გვეუბნებიან უარყავი ეკლესიის 2000 წლოვანი სწავლება და მიიღე ბიზნესმენ რასელის და მოსამართლე რუტერფორდის ბიბლიის განმარტებებიო (რომლებსაც თვითონვე ცვლიან როცა მოუნდებათ) და რომლებსაც საკუთარ თავში მოუცავთ ყველა ერესი და მწვალებლობა (არიანიზმი,ნესტორიანიზმი, და აშ)რაც კი ყოფილა ჩვენი ეკლესიის ისტორიაში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 3 2011, 05:25 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(G_I_O_R_G_I_ @ Mar 3 2011, 05:16 PM) *


4)ასევე უნდა ითქვას რომ რასელის მიმდევრებს არ გააჩნიათ ერთი სწავლება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ერთ საკითხზე დღეს რომ ამბობენ ასე მერე ამბობენ არა შეგვეშალა ისე ყოფილაო და 100 წლის მანძილზე რაც არსებობს ეს რელიგიური მიმდინარეობა მრავალჯერ გადაუკეტებიათ თავიანთი სწავლებები.


ეგ მე თვითონ მაქვს მაგათგან მოსმენილი biggrin.gif.მაგალითად მეორედ მოსვლის თარიღი როგორც მე დავთვალე ერთი 5-ჯერ მაინც აქვთ დასახელებული.როგორც მინიმუმbiggrin.gif
ჯერ აქედან დავასკვნათ როგორ მიმდევრობასთან გვაქვს საქმეbiggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

38 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 12:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი