თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ჰ ე რ ე თ ი - საინგილო

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: May 10 2007, 06:35 AM

გიორგობას ვიყავი ჰერეთში ანუ საინგილოში კახის რაიონში. უზომოდ დიდი შთაბეჭდილებებით და მადლით დავბრუნდი უკან.

აქ ქართველობის გრძნობა ძალზედ დიდია, ისეთი დიდი რომ ვერ იტყვი საქართველოში არ ვარო. აქ ცასაც საქართველოს ფერი აქვს, ჰაერიც საქართველოს სურნელს აფრქვევს, მზეც ქართულად ანათებს, ოღონდ მართლაsmile.gif ბუნება ისეთია რომ რავიცი გადაირევი, ისე გადავირიე რომ დილით ცვრიან ბალახზე ფეხშიშველამ დავიწყე ტანტალიbiggrin.gif

IPB-ს სურათი

ისტორიული ჰერეთი შედგება სამი რაიონისაგან (მეოთხე, ანუ ლაგოდეხი კახეთს შეუერთდა) - ბელაქანი, ზაქათალა და კახი. ამათში ეს უკანასკნელი - კახი, საქართველოს საზღვრიდან ყველაზე შორს მდებარეობს და ყველაზე მეტი ქრისტიანი ქართველი იქ ცხოვრობს.

საინგილოში ყველაზე დიდი დღესასწაულად ქურმუმხობა ითვლებოდა. ქურმუმხის წმინდა გიორგის პატივსაცემად ზეიმის გამართვის ტრადიცია უძველესი დროიდან არის შემორჩენილი. ჰერელების რწმენით ქურმუხის წმინდა გიორგი მისი მფარველი და მწყალებელი იყო.

IPB-ს სურათი

(სურათები პაწა უხარისხოა, ჩემი უბადრული მობილის გადაღებულია დაsmile.gif)

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ტაძარს თათრებიც განსაკუთრებულ და დიდ პატივს ცემენ. აქ ვნახე ფეხშიშველა თათრები, თათრის ბავშვები სანთლით ხელში, წმინდა გიორგის ხატთან მდგომარე. მოკლედ ეს ამბავი ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო. ჩემმა მასპინძელმა ასეთი ახსნა მოუძებნა ამ ფაქტს რომ თათრები ჩვენ რჯულზე გადმოდიან ნელ-ნელაოbiggrin.gif.

IPB-ს სურათი

ახლა რაც შეეხება ქურმუხის წმინდა გიორგის. "ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია, მიმზიდველ ადგილას მდებარეობს-მთის მაღალ ფრდობს ამშვენებს და ტყით არის გარემოცული. აქედან მთელი საინგილო ხელისგულივით მოსჩანს, ასევე შორს სჩანს ალაზანი და შირაქი თვალუწვდენელი ველ-მინდვრებით. ქურმუხობას აღნიშნავენ როგორც ქრიასტიანები ასევე მაჰმადიანებიც."

IPB-ს სურათი

თათრები ცდილობენ ეს ტაძარი ქართველებს წაართვან, რამოდენიმეჯერ ჩხუბიც მომხდარა თურმე, ჯვარიც ჩამოუხსნიათ თათრებს ტაძრისთვის და გასაღებს არ აძლევდნენ თურმე ქართველებს. მაგრამ უფლის შემწეობით უკვე რამოდენიმე თვეა ყოველ კვირას ამ ტაძარში პარაკლისი ტარდება, გასაღებიც ჩვენ გვაქვს, და ყველაფერი კარგადაა.

IPB-ს სურათი

ასევე ჩემმა მასპინძელმა მომიყვა ამ ტაძართან დაკავშირებული თქმულება: თურმე ამ ტაძრის შესასვლელთან მიწაში დიდი ჭური ყოფილა და მომლოცველები შესაწირს ყრიდნენ შიგნით, ამ ჭურს მცველად ერთი დიდი გრძელი გველი ყოლია, ისეთი გრძელი რომ მდინარე ქურმუხზე წყლის დასალევად რომ ჩავიდოდა კუდი ისევ ჭურთან ქონდაო და თურმე ფულს არავის არ აპარინებდა, რამოდენიმე თათარს უცდიათ ამ ფულის მოპარვა და დაუგესლია ამ გველს და მოუკლია. ასე ამტკიცებდა რომ მე მყავს ის გველი ბავშვობაში ნანახიო. ახლა კი ის ჭური მიწით არის დაფარულიო.

გიორგობას ამ ტაძრის მისადგომებთან იმართება დიდი სახალხო დღესასწაული. აქეთ ქართველები ქეიფობენ იქით თათრები თავისას უბერავენbiggrin.gif ქართველები რომ მღერიან ისინი ზურნას აჭყაპუნებენ (ოხ მაგათი...). მარა მაინც სიმღერით გადავუჯოკრედ წელს wink.gif ხო ასევე ჩატარდა ჭიდაობა, და ახლა რა სათქმელია იასნია ყველა თათარი ვაფორთხიალეთbiggrin.gif ასევე ხელიც გადავუწიეთ თათარ ორფეხა ძაღლებს, პოლიციელებს.

ხო კიდე ძალიან წყინდათ ინგილოებს რომ ვეძახოდით და გაგვაფრთხილეს რომ ჰერელები დაგვეძახა მათთვის. ჩვენ ჰერელები ვართო ყველა იძახოდა.smile.gif ხოო მართლა რამოდენიმე მეგობარიც შევიძინე.

მე მერე გავიგე რომ გამაჰმადიანებულ ქართველებს უწოდებდნენ “იანგილოს”, რაც თურქულად ნიშნავს “ახალს” –“ ახალად მორჯულებულს”.სახელწოდება “ინგილო” მიღებილი ცანს ძველ თურქული იანგილი—იანგილო ფორმიდან (ყანგილი—ყანგილო), ხოლო “ინგილოდან” წარმოსდგა სახელწოდება “საინგილო”. ამგვარად, კახეთის აღმოსავლეთ ნაწილმა ნაწილმა XVIII ს. მიიღOო საა\ხელწოდება “საინგილო”. როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, “ინგილო” არა ეთნიკური, არამედ სოციალური შინაარსის ცნებაა, ე.ი. “ინგილო” როგორც ერი არ არსებობს, ინგილოები ქართველები არიან.

მოკლედ ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი შინ.
მართლა მაგარი ქართველები ცხოვრობენ იქ და მაგარ შევიწროებას განიცდიან თათრებისგან სამწუხაროდ. უმაგრესი ხალხია რა ვენაცვალე მაგათ. არ კარგავენ მართლმადიდებლობას და ქართველობას. მაგრამ საშინელი სიტყვაციაა რა, ლიტერატურა, ხატები, საქართველოს ისტორიის წიგნები, და თითქმის ყველაფერი ქართული აკლიათ. საზღვარზე ხატები, ეკლესიური წიგნები ჩუმად გადავიტანეთ, რომ დაგინახონ ჩამოგართმევენ და შეილება პრობლემებიც შეგექმნათო. მაგი კი არა ქართველმა მესაზღვრემ, მამაოს სახარებას არ ატანინებენო საზღვარზეო და მე გადამაქ ხოლმე ნაცნობები მყავს ცოტა საზღვარზეო. აბა...
ასევე მოსახლეობაც მაგარი გაჭირვებაშია. თათარს ხელი რომ დაარტყა აქ ეგრევე ციხეში გიკრავენ თავსო, ხოდა იმან რომც მოგკლას არ დაიჭერენო. ასეთი ფაქტი ბევრი ყოფილა და არის აქო.sad.gif

და ეს ყველაფერი ნახეთ რა შედეგს გვაძლევს:

1959 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში აღრიცხული იყო 10 ათასი ქრისტიანი ქართველი. დღეს ეს ციფრი 5 ათასამდეა დასული, მაშინ როცა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა რიცხვი 120 ათასიდან 350 ათასამდე გაიზარდა. საქართველომ, როგორც სამაჩაბლო და აფხაზეთი, ერთ დროს ჰერეთიც გაიმეტა.

დღეს კი ქართული ხელისუფლება ამ მხარეს გაზზე ცვლის აზერბაიჯანთან. დახმარებაც არ ჩანს ამ მხარის მიმართ და საერთოდ არანაირი ყურადღება. რაზედ უზომოდ გული მწყდებაsad.gif

არადა დამიჯერეთ ერთხელ მაინც რომ მოხვდეთ იმ მხარეში, იმისი დარდი წამოგყვებათ, იქაური ხალხის გაჭირვება და წუხილი გულში ჩაგივარდებათ.

აი მე შემილია თამამად ვთქვა რომ ვინც იქ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქართველი დარჩა ისინი არიან ნამდვილი საქართველოს გმირები. მე ასე ვფიქრობ და ასე მწამს!

ღმერთმა ადღეგრძელოს, გაამრავლოს, მართლმადიდებლობაზე მოაქციოს ყველა, გააძლიეროს, გაამთლიანოს ჰერელი ქართველობა. და მალე ეს მხარე ჩვენ საქართველოს წიაღს დაბრუნებოდეს. ამინ!

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: May 12 2007, 05:27 AM


საინგილო ეწოდება მხარეს, რომელსაც საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და ამჟამად ბელაქნის ზაქათლისა და კახის რაიონებით აზერბაიჯნის ფარგლებშია მოქცეული. საინგილოს წარსულში ელისენს უწიდებდნენ.


საინგილო მდიდარი ბუნება --- რელიეფის მრავალფეროვნება, შესანიშნავი ჰავა და წყალუხვი მდინარეები, მეტად ნაყოფიერი ნიადაგები, მდიდარი მცენარეულობის საფარი და ცხოველთა სამყაროს ძველთაგანვე იქცევდა ყურადღებას. საინგილოს ტერიტორია მიოცავს კახეთის კავკასიონსა და ალაზნის ვაკის აღმოსავლეთი ნაწილებს, დაშიური დაბალ ქედსა და აჯინოურის ვაკეს.


ამ მხარეში სოფლის მეურნეობა ოდითგანვე კარგად არის განვითარებული. მისი მთავარ დარგებს წარმოადგენს მეთამბაქოება, მეხილეობა, მეაბრეშუმეობა, მესაქონლეობა, მარცვლეულის მეურნეობა და სხვა. ამ მხარეში მრეწველობა ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების ბაზაზეა განვითარებული.


საინგილო მრავალფეროვანი მხარეა. აქ ცხოვრობენ ქართველები, (როგორც ქრისტიანები ასევე მაჰმადიანები) წახურები, ავარიელები, აზერბაიჯნელები, რუსები და სხვა.


საინგილოში ქართული სკოლები შუასაუკუნეებიდანვე არსებობს. დღეისათვის კი სამივე რაიონში 18 ქართული სკოლაა, აქ არის აგერეთვე აზერბაიჯნული და რუსული სკოლებიც. ამ მხარეში მრავალი კულტურ-საგანმანათებლო დაწესებულებაა: სკოლები, ბიბლიოთეკები, კინოთეატრები,კულტურის სახლები და სხვა.


საინგილო უძველეს დროში წარმოადგენდა ჰერეთის ჩრდილო—აღმოსავლეთ ნაწილს, დასახელებული იყო ქართველთა მონათესავე ტომი—ჰერებით. იგი ალვანეთის (ალბანეთის) სახელმწიფის ფარგლებში შედიოდა. ჰერეთის ქართ-კახეთთან ერთად, ძველი დროიდან მოყოლებული, ისტორიის მთელ მანძილზე (XV საუკუნემდე) ან საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის, ანდა ცალკე სამთავრებოს სახით არსებობს.


ჰერთი ჯერ XI საუკუნეში, შემდეგ XV საუკუნიდან კახეთის სამეფოს საზღვერებშია. XV საუკუნიდან სახელწოდება ჰერეთი ქრება პილიტიკური ნომენკლატურიდან და მთელ ტერიტორიას (კახეთ-ჰერეთისას), მდ.არაგვიდან მოყოლებული მდ.გიშისწყლამდე, კახეთი ეწოდება.


მომდევნო პერიოდი აღინეიშნება კახეთის სამეფო პოლიტიკური, ეკონომიური და კულტურული გაძლიერებით: ამასთან ერთად ირანის, თურქეთისა და შემდეგ დაღესტნის ფეოდალების შემოსევებით და გაუთავებელი ომებით, რასაც შედეგად მოყვა ამ მხარის საქართველოდან ჩამოშორება XVIII საუკუნეში და იქ ლეკების გაბატონება: ლეკებმა ირანის და თურქეთის დახმარებით ამ მხარის ადგილობრივი მცხოვრებნი—ქართველთა დიდი ნაწილი გაამაჰმადიანეს. გამაჰმადიანებულებს ახლად მორჯულებულებს (ძველი თურქულით YAHGILI) უწოდეს, საიდანაც წარმოსდგა სახელწოდება ინგილო, ამ მხარეს კი საინგილო დარექვა.


საინგილოს განთავისუფლება ლეკი დამპყრობლებისგან მოხერხდა მხოლოდ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, XIX საუკუნის დასწყისში, რუსი და ქართველი ჯარის ერთობლივ მოქმედებით.


საინგილო მეფე რუსეთის იმპერიის დროს ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ დაყოფით 1832-1845 წლებში-საქრთველოს უშუალო ნაწილი, 1844-1860 წლებში ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი (1844 წ. ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქს შემოუერთეს ილისუს სასულთნო, თანამედროვე კახის რაიონი და წახური ხეობა), ხოლო 1860—1917 წლებში ზაქათლის და ბელაქნის ოლქი, რომელიც საქრთველოს ფარგლებში შედიოდა: 1921 წლიდან იგი აზერბაიჯნის საზღვრებში მოექცა.


ამგვარად, საინგილო საქრთველოს ნაწილს წარმოადგენდა. ამ მხარის მოსახელობას – ქართველებს ოდითგანვე ეროვნება, ენა, კულტურა, სამეურნეო და კულტურული ცხოვრება, ლხინი და ჭირი საქართველოს (ჰერეთ-კახეთის) მოსახლეობასთან საერთო ჰქონდა და დღესდღეობითაც აგრძელებს.

პოსტის ავტორი: gvirila თარიღი: May 14 2007, 12:11 PM

თვით ტერმინ ჰერეთის, გეოგრაფიული სახელწოდების წარმოშობაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ლეონტი მროველის ისტორიული თხზულება ,,ცხოვრება ქართველთა მეფეთა.“ როგორც ცნობილია, ამ თხზულების მიხედვით ქართველთა შორეულ წინაპარს თარგამოსს რვა შვილი ჰყოლია. რომელთაგან ერთერთს ერქვა ჰეროსს, მისცა მტკვრისა და ალაზნის შესართავი. აქ ააშენა ქალაქი და დაარქვა ჰერეთი. smile.gif

პოსტის ავტორი: MARI-MARIKO თარიღი: Oct 24 2008, 12:19 AM

ვკითხულობდი და ავტირდი, ახლაც ცრემლები მახრჩობს, ჩასვლა რად უნდა ამის შეგრძნებას? მტკივნეული და მწარეა ყოველი. ალბათ ოდესმე თუ ჩავალ სულს და გულს დავტოვებ განცდით. ზოგი ამბობს: თუ კი მე არ ვიქნები..?რად მინდა რამეო?ამ აგვისტოს დღეებშიც ხშირად მესმოდა ეს ფრაზები, განა ასეთი აზრებით ცხოვრობდა ჩვენი წინა თაობები? თავს რომ სწირავდნენ დაუფდიქრებლად რომ საქართველოს აქამდე მოეგწია და ცჰვენ ქართველობა გვეამაყა?ღმერთო, გვაკლდება თანდათან საამაყო? ამის დაჯერება არ მინდა და უფალმა არ დაგვილიოს არასოდეს ის ძლიერი ხალხი სულით, რწმენით და თავდადებით, რომელთა წყალობით აქამდე მოვედით და იმედია კიდევ ვიქნებით ავღორძინდებით და გავძლიერდებით. უფალ კი ასეთთა გამო არ გაგვწირავს დასაღუპად!-ამინ! დიდი მადლობა უჩა!.kiss1.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Nov 17 2008, 10:11 PM

MARI-MARIKO
გაიხარე მარ. kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2016, 01:58 PM

"ქურმუხის ტაძრის ისტორია თამარის ეპოქას უკავშირდება და მის შესახებ საინგილოში რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ლეგენდის მიხედვით, აქ გიორგობას ოქროს მამალი ყივის, შესაბამისად, შესაწირავადაც მამალი მიჰყავთ. ტაძარი 1894 წელს აუგიათ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე და ჩაწერილი ჯვრი ტიპის ძეგლს წარმოადგენს. 2004-2005 წლებში ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის ძალისხმევით მოხდა მისი მთლიანი რესტავრაცია, სახურავი წითელი კრამიტით გადაიხურა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 08:11 PM

"ამ ნეტარების წუთებს მცირე ხნით მაინც გადაუარა სევდის აჩრდილმა - სინანული ტაძრის დამტვრეული კრამიტების ხილვამ მოგვგვარა. ისინი გამიზნულად ნასროლ უზარმაზარ ქვებს უმოწყალოდ დაემსხვრია. ადრეც ხომ ასეთმა უპატიო დამოკიდებულებამ აღაშფოთა წმინდა გიორგი და სათანადო სასჯელი მოუვლინა შემცოდეს".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)