თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 2 2007, 11:43 PM

გარდაცვლილი ადამიანის სულს განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროება, რადგან სხეულის დატოვების შემდეგ იგი უძლურია რაიმე შემატოს საკუთარი ცხონების საქმეს.

უძველესი დროიდანვე, მიცვალებულთათვის განსაკუთრებით ლოცულობდნენ გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს. ამ კერძო დღეების გარდა, არსებობს მიცვალებულთა მოხსენიების საზოგადო დღეები: ხორციელის შაბათი, დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათები, სულთმოფენობის წინა დღე, თომას კვირის სამშაბათი.

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ მიცვალებულთა მოხსენიება ყოველთვის შესაძლებელია. ყოველი კვირის შაბათი ეკლესიის მიერ მიცვალებულთა მოხსენიების დღედაა მიჩნეული. მართლმადიდებლური ნათლობა აუცილებელი პირობაა ეკლესიის მიერ გარდაცვლილთა მოხსენიებისათვის. ეკლესიის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და მას შეუძლია ადამიანის სულის ჯოჯოხეთიდან ამოყვანა. მაგრამ ეკლესია ვერ დაეხმარება ადამიანს, ვისაც არ სურდა ცხონება, ან ვისაც არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში საამისოდ.

"მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლილთათვის"

დავწეროთ ვინ როგორ ვზრუნავთ გარდაცვლილთა სულებზე?

P.S. რამდენადაც ვიცი, არამართლმადიდებელ გარდაცვლილთა სულების მოხსენიება ლოცვებში არ შეიძლება...

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jun 3 2007, 12:08 AM

QUOTE(ნათია @ Jun 2 2007, 11:43 PM) *

P.S. რამდენადაც ვიცი, არამართლმადიდებელ გარდაცვლილთა სულების მოხსენიება ლოცვებში არ შეიძლება...

ეეეხ sad.gif ამაზე გამახსენდა user.gif 2 წელია რაც ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, (მამამისმა მოკლა )sad.gif სამწუხაროდ მოუნათლავი წავიდა ამ ქვეყნიდან sad.gif თუმცა კი ძალინ უნდოდა მონათვლა მაგრამ ... მამამისი უშლიდა და ეშინოდა sad.gif ხშირად გაპარულა ტაძარში და სანთლები აუნთია, ისე რომ მამამისმა არაფერი იცოდა, გარდაცვალების შემდეგ მის ნივთებში ხელით გადაწერილი დილა-საღამოს ლოცვები უპოვიათ, ჩემი მეგობრისგან გადაუწერია, და დამალული ჰქონია რომ არ ეპოვა ვინმეს sad.gif დედაც მასთან ერთად გარდაიცვალა, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის მასთან განშორება რადგან ის მოუნათვლავი განშორდა ამ წუთისოფელს, ყველაზე მეტად ეს მტკენდა და მტკენს გულს, თუმცა კი გამოდის კათაკმეველი ყოფილა, მაგრამ სამწუხაროდ ლოცვებში ვერ ვიხსენიებ, ერთადერთი რაც შემიძლია მისი და დედამისის სულისთვის გავაკეთო ესაა მოწყალება, მაგრამ მე ეს არ მყოფნის, მინდა რომ როგორმე დავეხმარო, კიდევ ის მამშვიდებს რომ ის ჯერკიდევ პატარა, 15 წლის იყო და პატიოსანი,

მინდა რომ როგორმე დავეხმარო მაგრამ როგორ? მხოლოდ მოწყალებით?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 3 2007, 01:49 PM

ციტატა(::სალომე:: @ Jun 3 2007, 01:08 AM) *

ძალიან სამწუხაროა სალი sad.gif

ერთადერთი მხოლოდ მოწყალებით შეგიძლია დაეხმარო მის სულს

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jun 3 2007, 03:45 PM

ციტატა
ერთადერთი მხოლოდ მოწყალებით შეგიძლია დაეხმარო მის სულს

პირად ლოცვებში შეიძლება მოხსენიება smile.gif მაგ. მე დილის ლოცვებში ვიხსენიებ.

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 3 2007, 03:51 PM

ციტატა(ნათია @ Jun 2 2007, 08:43 PM) *

"მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლილთათვის"

სამწუხაეროდ დღეს მარაზმად არის ქცეული გარდაცვალების თანმდევი რიტუალები,განსაკუთრებით პერიფერიაზე...

ხანდან მეცინება კიდეც ისეთი გადაგვარებულია ყველაფერიbiggrin.gif

მაგ:ჩემს სოფელში იყო ასეთი ქალი,რომელიც პანაშვიდზე წასვილისას ჭიშკრის ზღურბლამდე არ მისული იწყებდა კივილს და სახლში შEსული გაგორდებოდა ხოლმე კუბოსთან თან კივი-კივილით და ძლივ აყენებდნენbiggrin.gif
სოფელში ყველაზე მაგარ მომტირალად ითვლებოდა laugh.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jun 3 2007, 04:00 PM

მაეასი

ოოოო,ეგეთები კი კარგად იციან თქვენთან laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 3 2007, 04:04 PM

ციტატა(sofi89 @ Jun 3 2007, 01:00 PM) *

მაეასი

ოოოო,ეგეთები კი კარგად იციან თქვენთან laugh.gif laugh.gif

ისე,არა მარტო იმერლებმა იციან ასე laugh.gif სხვა კუთხეებშიც არანაკლებია tongue.gif

მაგრამ იმერულს მაინც ვერაფერი შეედრებააა laugh.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jun 3 2007, 04:39 PM

ციტატა
მაგრამ იმერულს მაინც ვერაფერი შეედრებააა

ხოო,ჩემი დაქალი რო მიყვებოდა ვბჟირდებოდი სიცილით... ხო კიდე,თურმე პანაშვიდებზე სარძლოების შერჩევაც კარგად სცოდნიათ laugh.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 3 2007, 10:36 PM

ციტატა(მაეასი @ Jun 3 2007, 04:51 PM) *

სამწუხაეროდ დღეს მარაზმად არის ქცეული გარდაცვალების თანმდევი რიტუალები,განსაკუთრებით პერიფერიაზე...

ხანდან მეცინება კიდეც ისეთი გადაგვარებულია ყველაფერიbiggrin.gif

მაგ:ჩემს სოფელში იყო ასეთი ქალი,რომელიც პანაშვიდზე წასვილისას ჭიშკრის ზღურბლამდე არ მისული იწყებდა კივილს და სახლში შEსული გაგორდებოდა ხოლმე კუბოსთან თან კივი-კივილით და ძლივ აყენებდნენbiggrin.gif
სოფელში ყველაზე მაგარ მომტირალად ითვლებოდა laugh.gif

სხვათაშორის გამიგია იმერეთში ფულს უხდიან ანუ დაიქირავებენ დამტირებელ ქალებს ...

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 3 2007, 11:50 PM

ციტატა
სხვათაშორის გამიგია იმერეთში ფულს უხდიან ანუ დაიქირავებენ დამტირებელ ქალებს ...

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს

არა ნათ, იმერელი ვარ მაგრამ ეგეთი არაფერი გამიგია. ისე კი თქვენ გურულების წივილ კივილი არ მოგისმენიათ თორემ იმერეთი და იმერელი მოტირალები აღარ გაგახსენდებოდათ

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jun 4 2007, 03:37 AM

ციტატა(::სალომე:: @ Jun 2 2007, 08:08 PM) *

ეეეხ sad.gif ამაზე გამახსენდა user.gif 2 წელია რაც ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, (მამამისმა მოკლა )sad.gif სამწუხაროდ მოუნათლავი წავიდა ამ ქვეყნიდან sad.gif თუმცა კი ძალინ უნდოდა მონათვლა მაგრამ ... მამამისი უშლიდა და ეშინოდა sad.gif ხშირად გაპარულა ტაძარში და სანთლები აუნთია, ისე რომ მამამისმა არაფერი იცოდა, გარდაცვალების შემდეგ მის ნივთებში ხელით გადაწერილი დილა-საღამოს ლოცვები უპოვიათ, ჩემი მეგობრისგან გადაუწერია, და დამალული ჰქონია რომ არ ეპოვა ვინმეს sad.gif დედაც მასთან ერთად გარდაიცვალა, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის მასთან განშორება რადგან ის მოუნათვლავი განშორდა ამ წუთისოფელს, ყველაზე მეტად ეს მტკენდა და მტკენს გულს, თუმცა კი გამოდის კათაკმეველი ყოფილა, მაგრამ სამწუხაროდ ლოცვებში ვერ ვიხსენიებ, ერთადერთი რაც შემიძლია მისი და დედამისის სულისთვის გავაკეთო ესაა მოწყალება, მაგრამ მე ეს არ მყოფნის, მინდა რომ როგორმე დავეხმარო, კიდევ ის მამშვიდებს რომ ის ჯერკიდევ პატარა, 15 წლის იყო და პატიოსანი,

მინდა რომ როგორმე დავეხმარო მაგრამ როგორ? მხოლოდ მოწყალებით?

ეს ადამიანი მოუნათლავი კი არა მოწამეა smile.gif თანაც უნდოდა მონათვლა, ლოცულობდა კიდეც...ხალხნო, ნუ ხედავთ ყველაფერში მხოლოდ "კანონებს", ღვთის მოწყალება ყველა კანონზე მაღლა დგას, მე პირადად არ მეჩვენება პრობლემად ასეთი ადამიანის მოხსენიება ლოცვებში, სალომე, ღმერთმა გაანათლოს და აცხოვნოს შენი მეგობრის სული, ამენ!

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 4 2007, 04:05 PM

ციტატა(::სალომე:: @ Jun 3 2007, 12:08 AM) *

ეეეხ sad.gif ამაზე გამახსენდა user.gif 2 წელია რაც ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, (მამამისმა მოკლა )sad.gif სამწუხაროდ მოუნათლავი წავიდა ამ ქვეყნიდან sad.gif თუმცა კი ძალინ უნდოდა მონათვლა მაგრამ ... მამამისი უშლიდა და ეშინოდა sad.gif ხშირად გაპარულა ტაძარში და სანთლები აუნთია, ისე რომ მამამისმა არაფერი იცოდა, გარდაცვალების შემდეგ მის ნივთებში ხელით გადაწერილი დილა-საღამოს ლოცვები უპოვიათ, ჩემი მეგობრისგან გადაუწერია, და დამალული ჰქონია რომ არ ეპოვა ვინმეს sad.gif დედაც მასთან ერთად გარდაიცვალა, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის მასთან განშორება რადგან ის მოუნათვლავი განშორდა ამ წუთისოფელს, ყველაზე მეტად ეს მტკენდა და მტკენს გულს, თუმცა კი გამოდის კათაკმეველი ყოფილა, მაგრამ სამწუხაროდ ლოცვებში ვერ ვიხსენიებ, ერთადერთი რაც შემიძლია მისი და დედამისის სულისთვის გავაკეთო ესაა მოწყალება, მაგრამ მე ეს არ მყოფნის, მინდა რომ როგორმე დავეხმარო, კიდევ ის მამშვიდებს რომ ის ჯერკიდევ პატარა, 15 წლის იყო და პატიოსანი,

მინდა რომ როგორმე დავეხმარო მაგრამ როგორ? მხოლოდ მოწყალებით?

მე კი საკუთარ მამას ვიხსენიებ ლოცვებში....მუსლიმად აღესრულა...არ მითხრატ,რომ უფლება არ მაქვს, სიყვარულის უფლება არავის არ წაურთმევია ჩემთვის და ამასთანავე ასეთი რამ არც არსებობს მართლმადიდებლურ ტრადიციაში.

ლიტურგიაში იკითხება ასეთი რამ: მოიხსენიე უფალო ქალაქი და ყოველნი მცხოვრებნი მას შინა - ყოველნი და არა მარტო მართლმადიდებელნი...

ასე რომ გიყვარდეთ ერთმანეთი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 4 2007, 04:18 PM

ზებედე

ციტატა
ეს ადამიანი მოუნათლავი კი არა მოწამეა თანაც უნდოდა მონათვლა, ლოცულობდა კიდეც...ხალხნო, ნუ ხედავთ ყველაფერში მხოლოდ "კანონებს", ღვთის მოწყალება ყველა კანონზე მაღლა დგას, მე პირადად არ მეჩვენება პრობლემად ასეთი ადამიანის მოხსენიება ლოცვებში, სალომე, ღმერთმა გაანათლოს და აცხოვნოს შენი მეგობრის სული, ამენ!

ლიტურგიაზე შეიძლება მოუნათლავის მოხსენება?

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jun 4 2007, 05:06 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Jun 4 2007, 12:18 PM) *

ზებედე

ლიტურგიაზე შეიძლება მოუნათლავის მოხსენება?

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 4 2007, 12:05 PM) *

ლიტურგიაში იკითხება ასეთი რამ: მოიხსენიე უფალო ქალაქი და ყოველნი მცხოვრებნი მას შინა - ყოველნი და არა მარტო მართლმადიდებელნი...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 4 2007, 05:08 PM

ზებედე
ლიტურგიაზე მოუნათლავად გარდაცვალებულთა მოხსენებაზე გეკითხები. smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 4 2007, 05:17 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Jun 4 2007, 05:08 PM) *

ზებედე
ლიტურგიაზე მოუნათლავად გარდაცვალებულთა მოხსენებაზე გეკითხები. smile.gif

ყოველნი მოგზაურნი, მენავენი...ყოველნი და არა მარტო მართლმადიდებელნი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 4 2007, 05:20 PM

ზებედე
სხვათაშორის, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია (OCA) ღვთისმსახურების დროს აშშ-ის საერო ხელისუფლებას მოიხსენიებს ასე:
For our country, our President and all those in public and military service, let us pray to the Lord

ამერიკას კი მართლმადიდებელი პრეზიდენტი არასდროს ჰყოლია.... rolleyes.gif cool.gif

ალექსანდრე

ციტატა
ლიტურგიაზე შეიძლება მოუნათლავის მოხსენება?

მგონი, კვეთაში არ შეიძლება

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 4 2007, 05:23 PM

კანონისტი

ციტატა
მგონი, კვეთაში არ შეიძლება

მაგას ვკითხულობ მეც, ჩემთვისაც ეგრეა ცნობილი თორე პირად ლოცვებში მოხსენიებას ვინ კრძალავს.

პოსტის ავტორი: magdalina თარიღი: Jun 4 2007, 05:32 PM

ალექსანდრე

ციტატა
მაგას ვკითხულობ მეც, ჩემთვისაც ეგრეა ცნობილი თორე პირად ლოცვებში მოხსენიებას ვინ კრძალავს.

პირად ლოცვებში როდესაც მოუნათლავს ვიხსენიებთ, გამიგია, მისი ცოდვები მოგეკითხებაო და... ანუ შენს თავზე იღებ, ასე ვთქვათ იმ ადამიანის განვლილ ცხოვრებას.. არ ვიცი, სადღაც გამიგია ასეთი რამ

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 4 2007, 05:35 PM

ციტატა(magdalina @ Jun 4 2007, 01:32 PM) *

ალექსანდრე

პირად ლოცვებში როდესაც მოუნათლავს ვიხსენიებთ, გამიგია, მისი ცოდვები მოგეკითხებაო და... ანუ შენს თავზე იღებ, ასე ვთქვათ იმ ადამიანის განვლილ ცხოვრებას.. არ ვიცი, სადღაც გამიგია ასეთი რამ

პირად ლოცვებში მოხსენიებას არავინ გვიშლის, ლოცვა ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა, მაგრამ აი კვეთაში მოხსენება არ შეიძლებაო ეგრე გამიგია. მოუნათლავი არ წარმოადგენს რა ეკლესიის წევრს მსახურებაში მისი მოხსენება არამგონია შეიძლებოდეს wink.gif

პოსტის ავტორი: magdalina თარიღი: Jun 4 2007, 05:35 PM

ალექსანდრე
არავინ გვიშლის, მაგრამ მოგვეკითხება მისი ცოდვები?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2007, 05:37 PM

ციტატა(magdalina @ Jun 4 2007, 06:32 PM) *

ალექსანდრე

პირად ლოცვებში როდესაც მოუნათლავს ვიხსენიებთ, გამიგია, მისი ცოდვები მოგეკითხებაო და... ანუ შენს თავზე იღებ, ასე ვთქვათ იმ ადამიანის განვლილ ცხოვრებას.. არ ვიცი, სადღაც გამიგია ასეთი რამ

მოუნათლავი ჩემი სულიერი დის მამაა გარდაცვლილი.. მოძღვარმა მისცა უფლება ლოცვებში მოიხსენიოს.. თუმცა უფლება არ აქვს რომ მოსახსენებელში ჩაწეროს მისი სახელი და საკურთხეველში შეაგზავნოს..

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 4 2007, 05:37 PM

ციტატა(magdalina @ Jun 4 2007, 01:35 PM) *

ალექსანდრე
არავინ გვიშლის, მაგრამ მოგვეკითხება მისი ცოდვები?

ყველას თავისი ცოდვები მოეკითხება smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2007, 05:38 PM

თუ ვინმეს სამწუხაროდ მშობელი გაკლიათ, შემიძლია აქ მოგაწოდოთ ლოცვა გარდაცვლილი მშობლისთვის..

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 4 2007, 05:38 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Jun 4 2007, 05:35 PM) *

პირად ლოცვებში მოხსენიებას არავინ გვიშლის, ლოცვა ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა, მაგრამ აი კვეთაში მოხსენება არ შეიძლებაო ეგრე გამიგია. მოუნათლავი არ წარმოადგენს რა ეკლესიის წევრს მსახურებაში მისი მოხსენება არამგონია შეიძლებოდეს wink.gif

ლიტურგიისას იხსენიება ყოველნი მსხემნი ქალაქსა შინა,მენავენი,მოგზაურნი, ტყვეობასა შინა მყოფნი-ყოველნი და არა მართლმადიდებელნი,და არა პირად ლოცვებში მარტო არამედ ლიტურგიისას, ასევე აღმშენებელი ამა ტაძრისა, რომელიც ხშირად უბრალოდ წარმართია ან იუდეველი ან კათოლიკე

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 4 2007, 05:38 PM

marine

ციტატა
მოუნათლავი ჩემი სულიერი დის მამაა გარდაცვლილი.. მოძღვარმა მისცა უფლება ლოცვებში მოიხსენიოს.. თუმცა უფლება არ აქვს რომ მოსახსენებელში ჩაწეროს მისი სახელი და საკურთხეველში შეაგზავნოს..

ხოო მეც ეგეთი კურთხევა მაქვს პირად ლოცვებში კიბატონო, მაგრამ ლიტურგიაზე კვეთაში არაო wink.gif

პოსტის ავტორი: magdalina თარიღი: Jun 4 2007, 05:40 PM

მოძღვარს ვკითხე და ისე მიპასუხა, თითქოს შენს თავზე იღებო მის განვლილ ცხოვრებას. მე მყავდა ნათესავი, კიბოთი გარდაიცვალა და უკანასკნელ დღეებში, მღვდელი რომ მიუყვანეს მოსანათლად, შეგნებულად განაცხადა უარი მონათვლაზე. რატომღაც არ ვიხსენიებ ჩემს პირად ლოცვებში მას... sad.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 4 2007, 05:40 PM

კანუდოსელი

ციტატა
ლიტურგიისას იხსენიება ყოველნი მსხემნი ქალაქსა შინა,მენავენი,მოგზაურნი, ტყვეობასა შინა მყოფნი-ყოველნი და არა მართლმადიდებელნი,და არა პირად ლოცვებში მარტო არამედ ლიტურგიისას

კაი ოღონდ შენ არ გაბრაზდე და აღარაფერს ვიტყვი biggrin.gif

პოსტის ავტორი: magdalina თარიღი: Jun 4 2007, 05:41 PM

აბა, ლიტურგიისას დიდი მოხსენება რომაა და ყველა უპატრონო მიცვალებულს რომ იხსენიებენ, ხომ შეიძლება რომელიმე მოუნათლავი ყოფილიყო?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 4 2007, 05:41 PM

magdalina

ციტატა
უკანასკნელ დღეებში, მღვდელი რომ მიუყვანეს მოსანათლად, შეგნებულად განაცხადა უარი მონათვლაზე.

ვაა ეგრე რატომ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2007, 05:42 PM

ციტატა(magdalina @ Jun 4 2007, 06:40 PM) *

მოძღვარს ვკითხე და ისე მიპასუხა, თითქოს შენს თავზე იღებო მის განვლილ ცხოვრებას. მე მყავდა ნათესავი, კიბოთი გარდაიცვალა და უკანასკნელ დღეებში, მღვდელი რომ მიუყვანეს მოსანათლად, შეგნებულად განაცხადა უარი მონათვლაზე. რატომღაც არ ვიხსენიებ ჩემს პირად ლოცვებში მას... sad.gif

მასეთ შემთხვევაში ალბათ გამართლებულია მოძღვრის შეხედულება..

ჩემი მოძღვარი გვიშლის მრევლს ურწმუნო და ღვთისმგმობი ადამიანებისთვის ლოცვას..

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 4 2007, 05:43 PM

magdalina

ციტატა
აბა, ლიტურგიისას დიდი მოხსენება რომაა და ყველა უპატრონო მიცვალებულს რომ იხსენიებენ, ხომ შეიძლება რომელიმე მოუნათლავი ყოფილიყო?

მაგი ჩვენზე უკეთ უფალმა იცის smile.gif ისე როგორც ვიცი დიდი გამოსვლისას მოძღვარი მართლმადიდებლობით აღსრულებულთა კეთილმსახურთა და კეთილმორწმუნეთა მეფეთა და დედოფალთა და მონათა და მხევლთ ისსენებს

პოსტის ავტორი: magdalina თარიღი: Jun 4 2007, 05:43 PM

ალექსანდრე

ციტატა
ვაა ეგრე რატომ?

ანუ მღვდელი მიშველისო მეო? სულზე კი არ ფიქრობდა, სულის გადარჩენაზე, ხორციელად გამოჯანმრთელებაზე ჰქონდა "პრეტენზია" sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 4 2007, 05:43 PM

მოსახსენიებელში მხოლოდ იწერება მონათლული გარდაცვლილები ანუ მართლმადიდებლები.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 4 2007, 05:45 PM

magdalina

ციტატა
ანუ მღვდელი მიშველისო მეო? სულზე კი არ ფიქრობდა, სულის გადარჩენაზე, ხორციელად გამოჯანმრთელებაზე ჰქონდა "პრეტენზია"

ახლა გასაგებია, ესეიგი თვითონ არ ისურვა მონათვლა შეგნებულად

პოსტის ავტორი: magdalina თარიღი: Jun 4 2007, 05:46 PM

ალექსანდრე
ჰო, შეგნებულად თქვა უარი sad.gif

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Jun 4 2007, 05:47 PM

ნათია
მეც ასე ვიცოდი რომ მხოლოდ მართლმადიდებლების მოხსენიება შეიძლებოდა.მე მამა მყავს გარდაცვლილი sad.gif 1 კვირით ადრე სიზმარი საოცარი სანამ ეს ამბავი მოხდებოდა და არ მივაქციე ყურადღება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2007, 05:48 PM

marita26
მოუნათლავი გარდაიცვალა?? sad.gif

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Jun 4 2007, 05:49 PM

marine
არა მონათლული.სიზმარში კაცი ვნახე რომელმაც ის გზა გაიარა ზუსტად რაც მამამ სიკვდილის წინ,არასოდეს არ დამავიწყდება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2007, 05:53 PM

ციტატა(marita26 @ Jun 4 2007, 06:49 PM) *

marine
არა მონათლული.სიზმარში კაცი ვნახე რომელმაც ის გზა გაიარა ზუსტად რაც მამამ სიკვდილის წინ,არასოდეს არ დამავიწყდება

სამწუხაროა sad.gif მშობლის სიკვდილი ენით აუწერელი მწუხარებაა.. sad.gif

გარდაცვლილის სულისთვის ყველაზე უპირველესი შეკვეთილი წირვაა..

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Jun 4 2007, 05:54 PM

marine
ხოო ძნელია თან 14 წლის ასაკში,მას მერე როცა მახსენდება ის სიზმარი ვფიქრობ ხოლმე ვინ იყო ის კაცი (ახლაც მახსოვს სახეზე)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2007, 05:58 PM

ციტატა(marita26 @ Jun 4 2007, 06:54 PM) *

marine
ხოო ძნელია თან 14 წლის ასაკში,მას მერე როცა მახსენდება ის სიზმარი ვფიქრობ ხოლმე ვინ იყო ის კაცი (ახლაც მახსოვს სახეზე)

მე კიდევ ასეთი რამე დამემართა, წინა დღით, სანამ მამა სრულიად მოულოდნელად გარდაიცვლებოდა, ხმამაღლა ვტიროდი sad.gif იგივე დაემართა ჩემს უფროს დასაც sad.gif

გარდაცვლილი მშობლისთვის ლოცვა მაქვს. ხვალ ავკრეფ და აქ განვათავსებ..

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Jun 4 2007, 06:05 PM

marine
კარგი იქნება smile.gif ვიხსენიებ ყოველთვის და შეკვეთილ წირვასაც უკეთებ,უზიარებელი წავიდა ამქვეყნიდან sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2007, 06:10 PM

ციტატა(marita26 @ Jun 4 2007, 07:05 PM) *

marine
კარგი იქნება smile.gif ვიხსენიებ ყოველთვის და შეკვეთილ წირვასაც უკეთებ,უზიარებელი წავიდა ამქვეყნიდან sad.gif

არ მოიწყინო მარიტა, შვილის ლოცვასაც დიდი ძალა აქვს და უფალი აუცილებლად შეისმენს..

ჩვენი მშობლები კომუნიზმის ურწმუნო თამობისანი არიან და შესაბამისად გარდაცვლილნი ზიარების გარეშე და ამიტომ უფლის წინაშე მათი სულები გამართლდებიან კეთილი საქმეებით, იმ ზნეობით, რა ზნეობითაც ცხოვრობდნენ..

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 4 2007, 06:12 PM

marine

ციტატა
ჩვენი მშობლები კომუნიზმის ურწმუნო თამობისანი არიან და შესაბამისად გარდაცვლილნი ზიარების გარეშე და ამიტომ უფლის წინაშე მათი სულები გამართლდებიან კეთილი საქმეებით, იმ ზნეობით, რა ზნეობითაც ცხოვრობდნენ..

მეც ესე ვფიქრობ.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 7 2007, 08:28 PM

ადამიანის გარდაცვალების შემდეგ აუცილებელია ახლობლებმა მასზე 40 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ილოცონ. ამ ხნის მანძილზე ყოველთვის უნდა გადაუხადონ პანაშვიდი, მოიხსენიონ ფსალმუნებში, გასცენ მის სახელზე მოწყალება, რომ მოწყალების მიმღებმაც შეაწიოს მას ლოცვა.

მიცვალებულს ხომ არ შეუძლია თავის თავზე ლოცვა. ისინი სასოებით ელიან ჩვენგან ამას. განაკუთრებით ჩვენი ლოცვები მათ ეხმარებათ გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში. როგორც ვიცით, ამ პერიოდში გაივლის მისი სული საზვერეებს, სადაც ხდება მისი ცოდვების განხილვა. თუ ამ ხნის მანძილზე მისი სულისათვის ვილოცებთ, ეს დიდად შეუწყობს ხელს მისი სულის ჯოჯოხეთიდან დახსნას.

ერთხელ წმინდა სერაფიმეს ათონელმა ბერმა ასეთი რამ უამბო:

- ადრე ცუდ ცხოვრებას ვეწეოდი. ერთხელაც გამომეცხადა ანგელოზი და ჯოჯოხეთში წამიყვანა.

იქ მან ნახა ყველა ის საშინელება, რაც ჯოჯოხეთში ხდება. განსაკუთრებით შეაძრწუნა უზარმაზარი გახურებული ღუმელის დანახვამ, საიდანაც აუტანელი ყვირილი ისმოდა. სწორედ ამ ღუმელიდან გამოიყვანა ანგელოზმა ალმოდებული ადამიანი. იგი დანახშირებული და ჯაჭვებით შეკრული იყო. ანგელოზი შეეხო ჯაჭვს და მის გვამს. ჯაჭვი მაშინვე გაქრა, სხეულზე კი დამწვრობის ნასახიც არ დარჩა. ანგელოზმა თეთრი სამოსი ჩააცვა მას და სხეული გაბრწყინდა.

- როგორ მოხდა ეს ფერისცვალება? - ჰკითხა კაცმა ანგელოზს.

- ეს კაცი წელიწადში ორჯერ შედიოდა ტაძარში, სანთელბაც ანთებდა, არხვებს იცავდა, მაგრამ ყოველთვის არა, ჯვარს არ ატარებდა, არც ლოცვებს კითხულობდა, აღსარებისას ყველა ცოდვას არ ინანიებდა, მისი სიტყვა, საქმე და სურვილები ძალიან შორს იდგა ერთმანეთისაგან. აღსარების დროსაც სხვას განიკითხავდა. ისე მოკვდა, ცოდვები ვერ მოინანია. როგორც ხედავ, მძიმე სასჯელი დაედო. მაგრამ ნათესავების ლოცვით, რომლებიც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან და ყოველთვის გადასცემენ საღმრთო ლიტურგიისას მის სახელზე სეფისკვერს, უტარებენ პანაშვიდებს, კითხულობენ ფსალმუნებს, გასცემენ მოწყალებას, და ასე საეკლესიო ლოცვების მეშვეობით, ღმერთმა მე გამგზავნა ჯოჯოხეთში მისი სულის დასახსნელად. შენც ასეთი ტანჯვა გელის, თუ ასე გააგრძელებ ცხოვრებას.

იმ დღიდან იწამა ღმერთი კაცმა და შემდეგ ბერადაც აღიკვეცა.

ჩვენ, მიწის მკვიდრთ, გამუდმებით უნდა გვახსოვდეს ჯოჯოხეთი, სანამ დრო გვაქვს, შევეცადოთ სულის განწმენდას. შესაძლოა ისეც მოხდეს, ჩვენთვის ვერავინ შეძლოს ლოცვა. ამიტომ ჩვენი თავი თვითონ უნდა ვიხსნათ ჯოჯოხეთისაგან.

პოსტის ავტორი: ეკუმენისტი თარიღი: Jun 8 2007, 01:40 AM

ღვთისმეტყველების განყოფილებაში ამაზე გავაკეთე კომენტარი, აქაც გავიმეორებ:

ციტატა(ნათია @ Jun 7 2007, 07:28 PM) *

მიცვალებულს ხომ არ შეუძლია თავის თავზე ლოცვა. ისინი სასოებით ელიან ჩვენგან ამას. განაკუთრებით ჩვენი ლოცვები მათ ეხმარებათ გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში. როგორც ვიცით, ამ პერიოდში გაივლის მისი სული საზვერეებს, სადაც ხდება მისი ცოდვების განხილვა. თუ ამ ხნის მანძილზე მისი სულისათვის ვილოცებთ, ეს დიდად შეუწყობს ხელს მისი სულის ჯოჯოხეთიდან დახსნას.

იმ ქვეყნად არ არსებობს დრო-საათი, დღები, თვეები და წლები, იქ მარადიულია ყველაფერი... 40 დღე სიმბოლურად არის დაკავშირებული მაცხოვრის ამაღლებასთან, ხოლო სულს რამდენი "დრო" სჭირდება სამსჯავროსთვის ეს იცის ვინმემ?

ციტატა(ნათია @ Jun 7 2007, 07:28 PM) *

ერთხელ წმინდა სერაფიმეს ათონელმა ბერმა ასეთი რამ უამბო:

- ადრე ცუდ ცხოვრებას ვეწეოდი. ერთხელაც გამომეცხადა ანგელოზი და ჯოჯოხეთში წამიყვანა.

რატომ არ არის დაზუსტებული, ანგელოზი კეთილი იყო თუ ბოროტი? და საინტერესოა, როგორ ჩაიყვანა ანგელოზმა ადამიანი ჯოჯოხეთში, სულით თუ ხორციელად? ხორციელად ვერ ჩაიყვანდა, და თუ სულით, ესეიგი მომკვდარა და გაცოცხლებულა

ციტატა(ნათია @ Jun 7 2007, 07:28 PM) *

იქ მან ნახა ყველა ის საშინელება, რაც ჯოჯოხეთში ხდება. განსაკუთრებით შეაძრწუნა უზარმაზარი გახურებული ღუმელის დანახვამ, საიდანაც აუტანელი ყვირილი ისმოდა. სწორედ ამ ღუმელიდან გამოიყვანა ანგელოზმა ალმოდებული ადამიანი. იგი დანახშირებული და ჯაჭვებით შეკრული იყო. ანგელოზი შეეხო ჯაჭვს და მის გვამს. ჯაჭვი მაშინვე გაქრა, სხეულზე კი დამწვრობის ნასახიც არ დარჩა. ანგელოზმა თეთრი სამოსი ჩააცვა მას და სხეული გაბრწყინდა.

როგორც ჩანს ეს ანგელოზი "კეთილია", მაგრამ ეკლესია სად გვასწავლის რომ კეთილი ანგელოზები ჩადიან ჯოჯოხეთში სულების გადასარჩენად? ვერ გავიგე, სხეულს რა უნდა ჯოჯოხეთში? როგორ მოსცილდა ადამიანის სხეულს დამწვრობა, როცა იმ ქვეყნად მხოლოდ სულია და არა სხეული?

ციტატა(ნათია @ Jun 7 2007, 07:28 PM) *

- როგორ მოხდა ეს ფერისცვალება? - ჰკითხა კაცმა ანგელოზს.

- ეს კაცი წელიწადში ორჯერ შედიოდა ტაძარში, სანთელბაც ანთებდა, არხვებს იცავდა, მაგრამ ყოველთვის არა, ჯვარს არ ატარებდა, არც ლოცვებს კითხულობდა, აღსარებისას ყველა ცოდვას არ ინანიებდა, მისი სიტყვა, საქმე და სურვილები ძალიან შორს იდგა ერთმანეთისაგან. აღსარების დროსაც სხვას განიკითხავდა. ისე მოკვდა, ცოდვები ვერ მოინანია. როგორც ხედავ, მძიმე სასჯელი დაედო. მაგრამ ნათესავების ლოცვით, რომლებიც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან და ყოველთვის გადასცემენ საღმრთო ლიტურგიისას მის სახელზე სეფისკვერს, უტარებენ პანაშვიდებს, კითხულობენ ფსალმუნებს, გასცემენ მოწყალებას, და ასე საეკლესიო ლოცვების მეშვეობით, ღმერთმა მე გამგზავნა ჯოჯოხეთში მისი სულის დასახსნელად. შენც ასეთი ტანჯვა გელის, თუ ასე გააგრძელებ ცხოვრებას.

ისევ სხეული, და თანაც ჯოჯოხეთში გაბრწყინდა ციური ნათელით? თან გაუგებარია, ცეცხლის გავარვარებული ღუმლიდან როგორ "ადვილად ცხონდა" ადამიანი, როცა საეკლესიო სწავლებით ვიცით რომ ასეთ სატანჯველებში მოხვედრილ სულს ლოცვის შედეგად ტანჯვა შედარებით უმსუბუქდება, და ასე იოლად არ ხდება ცხონება გავარვარებული ღუმლებიდან თუ ქვაბებიდან...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 8 2007, 09:20 AM

ციტატა
ისევ სხეული, და თანაც ჯოჯოხეთში გაბრწყინდა ციური ნათელით? თან გაუგებარია, ცეცხლის გავარვარებული ღუმლიდან როგორ "ადვილად ცხონდა" ადამიანი, როცა საეკლესიო სწავლებით ვიცით რომ ასეთ სატანჯველებში მოხვედრილ სულს ლოცვის შედეგად ტანჯვა შედარებით უმსუბუქდება, და ასე იოლად არ ხდება ცხონება გავარვარებული ღუმლებიდან თუ ქვაბებიდან...

გუჯა ღვთისგან რამე არის შეუძლებელი?

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jun 8 2007, 04:24 PM

ციტატა(ნათია @ Jun 8 2007, 05:20 AM) *

გუჯა ღვთისგან რამე არის შეუძლებელი?

არაფერია უფლისათვის შეუძლებელი, მაგრამ რატომ "ასაღებენ" ასეთ ფსევდო-გადმოცემებს მართლმადიდებლობის სახელით ვერ ვხვდები....

შენ გჯერა რომ ჯოჯოხეთში სულს სხეული აქვს? ან ისიც გჯერა რომ ჯოჯოხეთში კეთილი ანგელოზები ჩადიან?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2007, 04:27 PM

ციტატა(ზებედე @ Jun 8 2007, 05:24 PM) *

ან ისიც გჯერა რომ ჯოჯოხეთში კეთილი ანგელოზები ჩადიან?

მთავარანგელოზი მიქაელი ხომ ჩადის ჯოჯოხეთში წელიწადში ერთხელ და სულები ამოჰყავს..

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jun 8 2007, 04:36 PM

ციტატა(marine @ Jun 8 2007, 12:27 PM) *

მთავარანგელოზი მიქაელი ხომ ჩადის ჯოჯოხეთში წელიწადში ერთხელ და სულები ამოჰყავს..

და ამისიც გჯერათ? ღვთისმეტყველება ამაზე არაფერს ამბობს, ეს "ვიღაცის" გადმოცემაა, მიქაელ მთავარანგელოზს კალენდარი არ უკიდია იქ რომ წელიწადის და თვეების, ან დღეების მიხედვით ასრულებდეს ღვთის ნებას....

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2007, 04:37 PM

ციტატა(ზებედე @ Jun 8 2007, 05:36 PM) *

და ამისიც გჯერათ? ღვთისმეტყველება ამაზე არაფერს ამბობს, ეს "ვიღაცის" გადმოცემაა, მიქაელ მთავარანგელოზს კალენდარი არ უკიდია იქ რომ წელიწადის და თვეების, ან დღეების მიხედვით ასრულებდეს ღვთის ნებას....

ამ დღეს ეკლესია აღნიშნავს და რათქმაუნდა მჯერა..

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jun 8 2007, 04:40 PM

ციტატა(marine @ Jun 8 2007, 12:37 PM) *

ამ დღეს ეკლესია აღნიშნავს და რათქმაუნდა მჯერა..

მგონი საბერძნეთის და ანტიოქიის ეკლესია არ აღნიშნავს....

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 8 2007, 04:40 PM

ციტატა(marine @ Jun 8 2007, 04:37 PM) *

ამ დღეს ეკლესია აღნიშნავს და რათქმაუნდა მჯერა..

რა დღეს?
საიდან მოიტანეთ ეს ფსევდო სწავლება?

პოსტის ავტორი: მარიტა თარიღი: Jun 8 2007, 04:41 PM

marine
მეც ვიცი მაგის შესახებ რომ წელიწადში ერთხელ ჩადის

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2007, 04:42 PM

ციტატა(ზებედე @ Jun 8 2007, 05:40 PM) *

მგონი საბერძნეთის და ანტიოქიის ეკლესია არ აღნიშნავს....

მე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი ვარ და მწამს იმ დღის, რომელსაც ჩვენი ეკლესია აღნიშნავს..

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 8 2007, 04:44 PM

ციტატა(marine @ Jun 8 2007, 04:42 PM) *

და მწამს იმ დღის

ღმერთის რწმენა აჯობებს დღის რწმენას

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2007, 04:46 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 8 2007, 05:44 PM) *

ღმერთის რწმენა აჯობებს დღის რწმენას

რაკი იმ დღესასწაულს მეც ვზეიმობ, რომელსაც ჩემი ეკლესია აღნიშნავს, ამით ჩემს ღვთისადმი რწმენას გამოვხატავ..

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 8 2007, 04:49 PM

ციტატა(marine @ Jun 8 2007, 04:46 PM) *

რაკი იმ დღესასწაულს მეც ვზეიმობ, რომელსაც ჩემი ეკლესია აღნიშნავს, ამით ჩემს ღვთისადმი რწმენას გამოვხატავ..

ეგეთ დღეს არ აღნიშნავს ეკლესია, არც ჩვენი და არც სხვა... ჯოჯოხეთიდან ამოყვანების აღნიშვნა არ ნიშნავს ანგელოზის მიერ ფრთის ჩაყოფას წელიწადშიერთხელ და იქიდან ამოყვანას...

პ.ს.
ნუ იგონებთ ახალ მართლმადიდებლობას
პ.პ.ს.
და არც ანგელოზის ხსენების დღეა ეგ დღე...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2007, 04:51 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 8 2007, 05:49 PM) *

ეგეთ დღეს არ აღნიშნავს ეკლესია, არც ჩვენი და არც სხვა... ჯოჯოხეთიდან ამოყვანების აღნიშვნა არ ნიშნავს ანგელოზის მიერ ფრთის ჩაყოფას წელიწადშიერთხელ და იქიდან ამოყვანას...

პ.ს.
ნუ იგონებთ ახალ მართლმადიდებლობას

10 წელია ეკლესიაში დავდივარ და ყოველ წელს აღინიშნება ეს დღე ეკლესიაში..

პოსტის ავტორი: მარიტა თარიღი: Jun 8 2007, 04:52 PM

კანუდოსელი
აბა არ ჩადის საერთოდ მთავარანგელოზი ჯოჯოხეთში?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 8 2007, 04:53 PM

ციტატა(marine @ Jun 8 2007, 04:51 PM) *

10 წელია ეკლესიაში დავდივარ და ყოველ წელს აღინიშნება ეს დღე ეკლესიაში..

ანგლოზის დღეს კი, მაგრამ იმ დღის აღნიშვნაში არ არის არსად მითითებული არცერთ საეკლესიო კრებულში, წიგნში ì, რომ ეგ დღე დაკავშირებულია იმ თქვენეულ ფაქტთან...ეგ აპოკრიფია, მითი

ციტატა(მარიტა @ Jun 8 2007, 04:52 PM) *

კანუდოსელი
აბა არ ჩადის საერთოდ მთავარანგელოზი ჯოჯოხეთში?

აღდგომის ხატი ნახეთდა მიხვდებით რაზეა საუბარი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2007, 04:54 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 8 2007, 05:53 PM) *

ანგლოზის დღეს კი, მაგრამ იმ დღის აღნიშვნაში არ არის არსად მითითებული არცერთ საეკლესიო კრებულში, წიგნში ì, რომ ეგ დღე დაკავშირებულია იმ თქვენეულ ფაქტთან...ეგ აპოკრიფია, მითი
აღდგომის ხატი ნახეთდა მიხვდებით რაზეა საუბარი

ზუსტად არ მახსოვს რომელ დღეს აღინიშნება ეს დღე, თუმცა ის კი ვიცი რომ შემოდგომაზეა.. ეკლესიის სწავლებით წმიდა მიქაელი ამ დღეს ჩადის ჯოჯოხეთში და ფრთით ამოჰყავს ცოდვილთა სულები.. ეს ჩემი მოგონილი არაა და მიკვირს ზაზა რომ არ გცოდნია, ალბათ ახალი დაწყებული გაქვს ეკლესიური ცხოვრება..

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 8 2007, 05:02 PM

ციტატა(marine @ Jun 8 2007, 04:54 PM) *

ზუსტად არ მახსოვს რომელ დღეს აღინიშნება ეს დღე, თუმცა ის კი ვიცი რომ შემოდგომაზეა.. ეკლესიის სწავლებით წმიდა მიქაელი ამ დღეს ჩადის ჯოჯოხეთში და ფრთით ამოჰყავს ცოდვილთა სულები.. ეს ჩემი მოგონილი არაა და მიკვირს ზაზა რომ არ გცოდნია, ალბათ ახალი დაწყებული გაქვს ეკლესიური ცხოვრება..

1. ეკლესიაში ეგეთი სწავლება არ არსებობს
2. ანგელოზი სულიერი არსებაა და ფრთა არ აქვს
3. იქ, სულები არიან ჯოჯოხეთში და მათ ხორციელი ფრთით ვერ ამოიყვან
4. სულიერი ფრთა მე ჯერ არ გამიგია

ხატწერაში დამკვიდრებულ ფრთას - სხვა შინაარსი აქვს და არა ბუკვალური

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2007, 05:06 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 8 2007, 06:02 PM) *

1. ეკლესიაში ეგეთი სწავლება არ არსებობს
2. ანგელოზი სულიერი არსებაა და ფრთა არ აქვს
3. იქ, სულები არიან ჯოჯოხეთში და მათ ხორციელი ფრთით ვერ ამოიყვან
4. სულიერი ფრთა მე ჯერ არ გამიგია

ხატწერაში დამკვიდრებულ ფრთას - სხვა შინაარსი აქვს და არა ბუკვალური

მე შენ გესაუბრები იმაზე რაც ეკლესიაში 10 წლის მანძილზე მომისმენია და რაც მართლმადიდებლური ლიტერატურაში წამიკითხავს..

ეს უკვე შენი პრეროგატივაა გწამს ამისა თუ არა..

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 8 2007, 05:07 PM

ციტატა(marine @ Jun 8 2007, 05:06 PM) *

მე შენ გესაუბრები იმაზე რაც ეკლესიაში მომისმენია და რაც მართლმადიდებლური ლიტერატურაში წამიკითხავს..

ეს უკვე შენი პრეროგატივაა გწამს ამისა თუ არა..

ეკლესიაში მე პამპერსების ანტი აპპოლოგიაც მომისმენია ამბიონიდან ქადაგებული და დამერწმუნე ის ნამდვილად არაა ქრისტიანობა და ეკლესიის სწავლება biggrin.gif

მორალი:
ყოველივე რაც ამბიონიდან იქადაგება, არაა ეკლესიის სწავლება

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 8 2007, 05:09 PM

marine

ციტატა
ზუსტად არ მახსოვს რომელ დღეს აღინიშნება ეს დღე, თუმცა ის კი ვიცი რომ შემოდგომაზეა.. ეკლესიის სწავლებით წმიდა მიქაელი ამ დღეს ჩადის ჯოჯოხეთში და ფრთით ამოჰყავს ცოდვილთა სულები.. ეს ჩემი მოგონილი არაა და მიკვირს ზაზა რომ არ გცოდნია, ალბათ ახალი დაწყებული გაქვს ეკლესიური ცხოვრება..

blink.gif

ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს არა ისა კიდე....

biggrin.gif

კარგი რა

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jun 8 2007, 05:09 PM

ციტატა(marine @ Jun 8 2007, 12:46 PM) *

რაკი იმ დღესასწაულს მეც ვზეიმობ, რომელსაც ჩემი ეკლესია აღნიშნავს, ამით ჩემს ღვთისადმი რწმენას გამოვხატავ..

ჩვენ ვდღესასწაულობთ მიქაელ მთავარანგელოზის ხსენების დღეს, და არა მიქაელის მიერ ჯოჯოხეთიდან ამოყვანის სულების დღეს. როდესაც ცოდვილ სულზე ვლოცულობთ, იმ იმედით უნდა ვილოცოთ რომ მიქაელი წელიწადში ერთხელ ჩავა და მის სულს ჯოჯოხეთიდან ამოიყვანს? უფლის ნებაა როდის აცხოვნებს ცოდვილ სულს ჯოჯოხეთიდან, და არა წელიწადში ერთხელ...

უფლის რწმენისთვის ესეც საკმარისია ჩემის აზრით - „ანგელოზნი“ ზეციურ ძალთა საერთო სახელია და „მაცნეს“, „მოამბეს“ ნიშნავს. უფალი თავის ნებას უცხადებს უმაღლეს ანგელოზებს, ისინი კი, თავის მხრივ, სხვებს ანათლებენ. ანგელოზთა ყველა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“) - ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე, ზეციდან გადმოყარა ისინი, სხვა ანგელოზებს კი მოუწოდა: „გულისხმავყოთ! ვიქმნეთ კეთილნი წინაშე შემოქმედისა ჩვენისა და ნუ განვიზრახავთ მისი ნების წინააღმდგომს“. მთავარანგელოზ მიქაელის მსახურებაში დადასტურებული საეკლესიო გადმოცემის თანახმად, იგი ძველი აღთქმის მრავალ მოვლენაში იღებდა მონაწილეობას. ეგვიპტიდან გამოსვლის ჟამს სწორედ მთავარანგელოზი მიქაელი წინამძღვრობდა ებრალებს: დღისით - ღრუბლის სვეტის, ღამით კი - ცეცხლოვანი სვეტის სახით; მისი მეშვეობით გაცხადდა ღვთაებრივი ძალა, რომელმაც ებრაელთა მდევნელი ეგვიპტელები მოწყვიტა; მთავარანგელოზი ისრაელს ყოველგვარ უბედურებაში შეეწეოდა.

ღვთის დიდი მხედართმთავარი გამოეცხადა ისუ ნავეს და უფლის სახელით უბრძანა, იერიქონისათვის ბრძოლა დაწყოთ (ისონავე 5, 13-16). მან ერთ ღამეში გაანადგურა ასურეთის მეფის, სენაქირიმის 185 ათასი მეომარი (4 მეფ. 19, 35); მანვე დაამარცხა ანტიოქიელთა უსჯულო მთავარი, ილიადორი. მთავარანგელოზმა მიქაელმა დაიცვა სამი წმიდა ყრმა: ანანია, აზარია და მისაელი, რომლებიც კერპთაყვანისცემაზე უარის თქმისთვის გახურებულ ღუმელში ცოცხლად შეყარეს (დან. 3, 12-25). ღვთის ნებით მთავარანგელოზმა წინასწარმეტყველი ამბაკუმი იუდეიდან წარიტაცა და ბაბილონში გადაიყვანა, რომ ლომებთან ერთად მღვიმეში გამომწყვდეული დანიელისათვის მისი ხელით მიეცა საზრდელი (დაუჯდომლის კონდაკი, 8).

მთავარანგელოზ მიქაელს - მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ - ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.

მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2007, 05:09 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 8 2007, 06:07 PM) *

ეკლესიაში მე პამპერსების ანტი აპპოლოგიაც მომისმენია ამბიონიდან ქადაგებული და დამერწმუნე ის ნამდვილად არაა ქრისტიანობა და ეკლესიის სწავლება biggrin.gif

მორალი:
ყოველივე რაც ამბიონიდან იქადაგება, არაა ეკლესიის სწავლება

მხოლოდ ამბიონიდან ნაქადაგარზე არ გესაუბრები, შეგიძლია ნახო საეკლესიო კალენდარი და იქ იხილავ ამ დღის შესახებ..

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 8 2007, 05:11 PM

ციტატა(marine @ Jun 8 2007, 05:09 PM) *

მხოლოდ ამბიონიდან ნაქადაგარზე არ გესაუბრები, შეგიძლია ნახო საეკლესიო კალენდარი და იქ იხილავ ამ დღის შესახებ..

კარგი ნება შენია, თუ გინდა ეგრე ირწმუნე, ვენებს არ ვიჭრი biggrin.gif
მაგრამ დამერწმუნე არაა ეგ მართლმადიდებლობა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2007, 05:13 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 8 2007, 06:11 PM) *

კარგი ნება შენია, თუ გინდა ეგრე ირწმუნე, ვენებს არ ვიჭრი biggrin.gif
მაგრამ დამერწმუნე არაა ეგ მართლმადიდებლობა

რათქმაუნდა მე მწამს იმისა, რასაც ჩემი ეკლესია მასწავლის და ვთვლი რომ ეს მართლმადიდებლურია..

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jun 8 2007, 05:14 PM

ციტატა(marine @ Jun 8 2007, 01:06 PM) *

მე შენ გესაუბრები იმაზე რაც ეკლესიაში 10 წლის მანძილზე მომისმენია და რაც მართლმადიდებლური ლიტერატურაში წამიკითხავს..

სამწუხაროა, რომ ჩვენ რუსებმა ასეთ ფსევდო-გადმოცემებს და ტყუილებს შეგვაჩვიეს, თუ დააკვირდებით ბოლო დროის "სასწაულები" და "გადმოცემები" რუსეთიდანაა, ფრთხილად ხალხნო!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2007, 05:19 PM

ციტატა(ზებედე @ Jun 8 2007, 06:14 PM) *

სამწუხაროა, რომ ჩვენ რუსებმა ასეთ ფსევდო-გადმოცემებს და ტყუილებს შეგვაჩვიეს, თუ დააკვირდებით ბოლო დროის "სასწაულები" და "გადმოცემები" რუსეთიდანაა, ფრთხილად ხალხნო!

არ მესმის რატომ უნდა ჩაითვალოს ეს ამბავი ტყუილად, თუკი მართლმადიდებლებს საერთოდ გვჯერა მთავარანგელოზ მიქაელის არსებობა..

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jun 8 2007, 05:30 PM

ციტატა(marine @ Jun 8 2007, 01:13 PM) *

რათქმაუნდა მე მწამს იმისა, რასაც ჩემი ეკლესია მასწავლის და ვთვლი რომ ეს მართლმადიდებლურია..

სწორედ ეგ უნდოდათ გარკვეულ ძალებს, და მიაღწიეს კიდეც....

ვგულისხმობ იმას, რომ დღესდღეობით საქართველოს ეკლესია ჩაიკეტა, ჩაკეტვაში ვგულისხმობ იმას რომ აღარ გვაინტერესებს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიები რას ქადაგებენ, არ ვუკვირდებით იმას, რომ საქართველოს ეკლესია 70 წელზე მეტი იდევნებოდა, და ბევრი რამ დავკარგეთ, წაგვართვეს, ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით, და ამიტომაც ვიჯერებთ ასეთ ფსევდო-გადმოცემებს, რომელსაც რუსეთის ემიგრანტული და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გვაწვდის....

ციტატა(marine @ Jun 8 2007, 01:19 PM) *

არ მესმის რატომ უნდა ჩაითვალოს ეს ამბავი ტყუილად, თუკი მართლმადიდებლებს საერთოდ გვჯერა მთავარანგელოზ მიქაელის არსებობა..

მარინე, მიქაელის და სხვა მთავარანგელოზების შესახებ წაიკითხე, და უკეთ გაიგებ რაა მათი ფუნქცია, შენ იმის გამო გჯერა მთავარანგელოზ მიქაელის რომ ის ჯოჯოხეთში ჩადის წელიწადში ერთხელ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 8 2007, 05:37 PM

marine

ციტატა
არ მესმის რატომ უნდა ჩაითვალოს ეს ამბავი ტყუილად, თუკი მართლმადიდებლებს საერთოდ გვჯერა მთავარანგელოზ მიქაელის არსებობა..

მიქაელ მთავარანგელოზის არსებობა ერთია და დოგმატურ-კანონიკურად ყოვლად გაურკვეველი ჯოჯოხეთში ჩასვლისა და იქიდან ვიღაცეების ამოყვანის საკითხი და მით უმეტეს ფრთით (!??) - მეორე

და ეს წელიწადი რაღაა?? აკი იმქვეყნად ჟამი არ არსებობსო?.... tongue.gif

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Jun 8 2007, 05:39 PM

რუსეთის მართმადიდებელი ეკლესია ფსევდომართმადიდებელი ეკლესიაა?
და სხვა ეკლესია მაგალითად კონსტატინეპოლის მისაბაძიაა მხოლოდ?
მეც გამიგია რომ აღინიშნებაო მთავარ ანგელოზობა და ჯოჯოხეთში ჩასვლა ... მარა ზუსტად არვიცი.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 8 2007, 05:42 PM

ილია

ციტატა
რუსეთის მართმადიდებელი ეკლესია ფსევდომართმადიდებელი ეკლესიაა?
და სხვა ეკლესია მაგალითად კონსტატინეპოლის მისაბაძიაა მხოლოდ?

მისაბაძი არის მხოლოდ ქრისტეს წმინდა აღმოსავლურ-მართლმადიდებლური დოქტრინა (ანუ მართლმადიდებლური მოძღვრება)

უცდომელი არის მხოლოდ მსოფლიო ეკლესია

დანარჩენები მეტ-ნაკლებად

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jun 8 2007, 06:09 PM

ციტატა(ილია @ Jun 8 2007, 01:39 PM) *

რუსეთის მართმადიდებელი ეკლესია ფსევდომართმადიდებელი ეკლესიაა?

სად დავწერე რომ ფსევდოათქო? უბრალოდ ფსევდო გადმოცემები შემოდის ბევრი, უფრო მეტად რუსეთის ემიგრანტული ეკლესიიდან....

ციტატა(ილია @ Jun 8 2007, 01:39 PM) *

და სხვა ეკლესია მაგალითად კონსტატინეპოლის მისაბაძიაა მხოლოდ?

ერთმანეთს ღვთის რწმენაში და სიმტკიცეში უნდა მივბაძოთ...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 8 2007, 06:28 PM

უი აქ რა ამბები ყოფილა biggrin.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Jun 8 2007, 07:18 PM

ციტატა
ეკლესიის სწავლებით წმიდა მიქაელი ამ დღეს ჩადის ჯოჯოხეთში და ფრთით ამოჰყავს ცოდვილთა სულები.

ეს არ არის საეკლესიო სწავლება. ყველაფრისთვის საეკლესიო სწავლების დარქმევა არ შეიძლება. ეს არის "მართლმადიდებლური" მითოლოგიის ერთ ერთი მარგალიტი.
არანაირად არ არის შეტანილი საეკლესიო კალენდარში და ვერც იქნება. მთავარანგელოზ მიქაელის ხსენება არის 21 ნოემბერს (ახ.სტ) მთავარანგელოზთა ხსენების დღეს და 19 სექტემბერს (ახ. სტ) აღინიშნება ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიერ კოლასეს შინა, რომელ არს ხონას. ეს სასწაული, რომელიც ამ დღეს იხსენება არანაირად არ არის დაკავშირებული ჯოჯოხეთში ჩასვლასთან, თუმცა შეიძლება უცოდინრობის გამო ეს ფსევდოეკლესიური სწავლება ამ დღესასწაულს დაუკავშირეს.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 8 2007, 07:19 PM

მართალი ხარ smile.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Jun 8 2007, 07:23 PM

ციტატა
ალექსანდრე

გაიხარე
smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jun 9 2007, 12:06 AM

ციტატა(athos @ Jun 8 2007, 08:18 PM) *

ეს არ არის საეკლესიო სწავლება. ყველაფრისთვის საეკლესიო სწავლების დარქმევა არ შეიძლება. ეს არის "მართლმადიდებლური" მითოლოგიის ერთ ერთი მარგალიტი.
არანაირად არ არის შეტანილი საეკლესიო კალენდარში და ვერც იქნება. მთავარანგელოზ მიქაელის ხსენება არის 21 ნოემბერს (ახ.სტ) მთავარანგელოზთა ხსენების დღეს და 19 სექტემბერს (ახ. სტ) აღინიშნება ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიერ კოლასეს შინა, რომელ არს ხონას. ეს სასწაული, რომელიც ამ დღეს იხსენება არანაირად არ არის დაკავშირებული ჯოჯოხეთში ჩასვლასთან, თუმცა შეიძლება უცოდინრობის გამო ეს ფსევდოეკლესიური სწავლება ამ დღესასწაულს დაუკავშირეს.

ნამდვილად მასეა. 19 სექტემბერს არის ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს შინა. ამ "საკვირველებას" შეცდომით უკავშირებენ მთავარანგელოზის ე.წ.ჯოჯოხეთში ჩასვლას. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი შინაარსის ბროშურები იყიდებოდა ეკლესიაში და გასაკვირი არ არის, რომ ხალხი "საკვირველებას" ამას უკავშირებდეს.

სინამდვილეში 19 სექტემბერს სულ სხვა სასწაულის ხსენების დღეა:
მეოთხე საუკუნეში ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში მსახურობდა კეთილმსახური კაცი, სახელად არქიპო, რომელმაც მრავალი უღმერთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. წარმართებმა ტაძრის დანგრევა და არქიპოს მოკვლა განიზრახეს. მათ მთის ორი დიდი მდინარე ერთ კალაპოტში გააერთიანეს და მათი დინება ტაძრისაკენ მიმართეს. წმიდა არქიპომ მხურვალედ შესთხოვა მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელის არიდება. მისი ლოცვის პასუხად ზეციური მხედრობის წინამძღოლმა კვერთხის დარტყმით გააპო კლდე და აბობოქრებულ მდინარეს მიმართულება შეუცვალა. ტაძარი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მხილველი წარმართები გაიფანტნენ. ქრისტიანები კი მადლობას სწირავდნენ მთავარანგელოზ მიქაელს და ადიდებდნენ უფალს.

21 ნოემბერს კი, როგორც ითქვა, არის კრება მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა.

smile.gif

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jun 9 2007, 06:04 AM

ჰეიდარ ალიევის მოხსენიება არ შეიძლება? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Pianist თარიღი: Jun 9 2007, 09:41 AM

ციტატა(ალექსანდრე @ Jun 4 2007, 05:35 PM) *

პირად ლოცვებში მოხსენიებას არავინ გვიშლის, ლოცვა ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა, მაგრამ აი კვეთაში მოხსენება არ შეიძლებაო ეგრე გამიგია. მოუნათლავი არ წარმოადგენს რა ეკლესიის წევრს მსახურებაში მისი მოხსენება არამგონია შეიძლებოდეს wink.gif

პირადი ლოცვა დაბალი პირის ლიტურგიაა, კვეთა - მოძღვრის;
ნათლისღების საიდუმლო რაში მდგომარეობს ?, იოანე ნადლისმცემელი რას ეუბნება იესო ქრისტეს წარდგომისას ?
"შენ თვით მეუფე ხარ, რაით გავკადნიერდე და გცხო შენ ეგე წყალი?, შენ უნდა მნათლავდე მე და არა მე შენ"
უფალი თვით ინათლება...და გაიხსენეთ რას ქადაგებს იოანე ნათლისმცემელი როდესაც იგი მოუხმობს ჩვეულებრივ ხალხს ნათლობისაკენ..."მოედით, და ჰქმენით დროზე შუელა სულისა თქუენისათვის, რათა იქნება გვიან როდესაც მოვა მეფე და განგვკითხავს ყველას"...
წარმოიდგინე მოუნათლავის ხსენება არის უმირონცხებულო სულის შეცოდებაზე და ცხონებაზე ლოცვა, ხოლო მირონის ცხება არის უდიდესი საიდუმლო რაზეც გვასწავლიან წმიდა მამები, რომ ევქარისტია არ არის დაშვებული მოუნათლავზე, აქედან გამოიტანეთ აზრი, ადამიანი რომელიც არასოდეს ზიარებულა, გარნა შეიძლება ჩვენ ვილოცოთ მასზე ?...რავიცი...პრინციპში - "არ შეიძლება" <- ეს ძალიან ცუდი კრიტერიაა,
მაგრამ მოუნათლავი არ იხსენიება არც ლოცვაში, არც კვეთაში და არანაირ მართლმადიდებლურ ლიტურგიაში.

შეიძლება - "არ შეიძლება" <-ამ უხეში და მწარე ფრაზით არავინ დაგვმოძღვრა, მაგრამ ჩემის აზრით....

ლოცვის აღვლინებისას, ხორციელ ცხოვრებაშიც კი არის დრო როდესაც იწყება მართალთა ლოცვის აღვლინება, ამ დროს მოუნათლავს არ აქვს ტაძარში დგომის და გაჩერების უფლება....და წარმოიდგინეთ ჩვენ ვლოცულობთ მოუნათლავის არამცთუ ტაძარში ყოფნაზე, ანუ ხორციელი ცხოვრების ნაწილში უფლის სასახლეში ყოფნაზე..არამედ ჩვენ მოუნათლავთა მოხსენიებისას ვლოცულობთ და ვითხოვთ მათ შენდობას და ცხოვნებას...
ხოლო ის არ დაგვავიწყდეს არავის რომ ეკლესია ცოცხალია...ეკლესია არ არის რაღაც შენობა და ე.წ მხოლოდ სახელად აღებული უფლის სახლი...იგი ცოცხალია...ცოცხალი!
....

ჩვენ იმასაც ვიტყვით რომ ..."არაა კაცო.,, არ ვლოცულობ ცხონებისთვის...უბრალდო ცოტა შეიწყალოს უფალმა"...
არ არსებობს ცოტა და მეტი..
რას ამბობს წმიდა ბასილი დიდი ?

"ის ვინც ცხონების ღირსი არაა, მხოლოდ ჯოჯოხეთშია მისი ადგილი"

..........
აუ არ ვიციიიიიიიიიიიიიიიიიი

შეიძლება (კი არადა ალბათ) ძალიან ბევრი სისულელეეეეეები ვწერე......

უფალმა შემინდოს, და შემიწყალოს !!!!!!!!!!!!!

მაპატიეთ თუ წინააღმდეგობებში მოვედით,

შეგვიწყალოს ღმერთმა!

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jun 17 2007, 12:22 AM

ციტატა(::სალომე:: @ Jun 2 2007, 08:08 PM) *

ეეეხ sad.gif ამაზე გამახსენდა user.gif 2 წელია რაც ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, (მამამისმა მოკლა )sad.gif სამწუხაროდ მოუნათლავი წავიდა ამ ქვეყნიდან sad.gif თუმცა კი ძალინ უნდოდა მონათვლა მაგრამ ... მამამისი უშლიდა და ეშინოდა sad.gif ხშირად გაპარულა ტაძარში და სანთლები აუნთია, ისე რომ მამამისმა არაფერი იცოდა, გარდაცვალების შემდეგ მის ნივთებში ხელით გადაწერილი დილა-საღამოს ლოცვები უპოვიათ, ჩემი მეგობრისგან გადაუწერია, და დამალული ჰქონია რომ არ ეპოვა ვინმეს sad.gif დედაც მასთან ერთად გარდაიცვალა, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის მასთან განშორება რადგან ის მოუნათვლავი განშორდა ამ წუთისოფელს, ყველაზე მეტად ეს მტკენდა და მტკენს გულს, თუმცა კი გამოდის კათაკმეველი ყოფილა, მაგრამ სამწუხაროდ ლოცვებში ვერ ვიხსენიებ, ერთადერთი რაც შემიძლია მისი და დედამისის სულისთვის გავაკეთო ესაა მოწყალება, მაგრამ მე ეს არ მყოფნის, მინდა რომ როგორმე დავეხმარო, კიდევ ის მამშვიდებს რომ ის ჯერკიდევ პატარა, 15 წლის იყო და პატიოსანი,

მინდა რომ როგორმე დავეხმარო მაგრამ როგორ? მხოლოდ მოწყალებით?

უნათლავ ჩვილთა (მუცელში მომწყდარ) სულებზე ლოცვას გვასწავლის ნოვგოროდისა და პეტერბურგის ყოფილი მიტროპოლიტი გრიგოლი: "მოიხსენე, კაცთმოყვარეო უფალო, სულნი აღსრულებულთა მონათა შენთანი, ყრმათა, რომელნიცა წიაღთა შინა (მართლმადიდებელთა) დედათა თვისთა აღესრულნენ მოულოდებელთა და უცნაურთა მოქმედებათაგან, ანუ მძიმისაგან მშობიარობისა, ანუ რომლისამე გაუფრთხილებლობისაგან, მოწყალებათა და იხსენ გამოუთქმელითა სახიერებითა შენითა".

არსებობს ამგვარი ლოცვაც მღვდელმონაზონ არსენი ათონელისა: "უფალო, შეიწყალენ წიაღსა შინა ჩემსა მომწყდარნი ყრმანი! სარწმუნოებისა და ცრემლთა ჩემთა გამო. მოწყალებისა შენისათვის ნუ დააკლებ მათ, უფალო, საღმრთოსა ნათელსა შენსა".

კითხვაზე, თუ როგორ ვილოცოთ მკვდრადშობილთა და მოუნათლავთა ყრმათათვის ბეთლემის სავანის არქიეპისკოპოსი სტეფანე თაბორელი ამგვარად გვპასუხობს: "ნათელღებულნი, თუნდაც ანაზდეული სიკვდილისაგან გარდაცვლილიყვნენ, საუკუნო სიხარულს მიეცემიან ზეცაში, ისევე როგორც არ უნდა უგულებელვყოთ მკვდრადშობილნი ან მოუნათლავად აღსრულებულნი ყრმანი,-ისინი დამნაშავენი არ არიან, რომ ვერ მოინათლნენ, ზეციურ მამას კი სავანე მრავალი აქვს; ასეთ ყრმებს შორის უნდა ვიგულისხმოთ ისეთებიც, რომელნიც ამ სავანეს განისვენებენ თვისთა მართალთა მშობელთა სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის გამო, თუმცაკი, ჩვენთვის მიუწვდომელი საღმრთო განგების გამო, წმ. ნათლობას ვერ მიემთხვივნენ. ასეთი შეხედულება ჩვენს სარწმუნოებას არ ეწინააღმდეგება, რაზედაც ხორციელის შაბათის სვინანქსარში წმ. მამებიც მოწმობენ. ღვთის მოწყალებას მინდობილ მშობლებს შეუძლიათ სარწმუნოებით ასეთი ყრმებისათვის ლოცვა."

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Oct 26 2007, 08:26 PM

ალბათ უკვე ყველამ გაიგეთ დავით კეკუას ვითომდა თვითმკვლელობაზე.... ჩემი ძალიან ახლობელი იყო და მისი ერთადერთი შვილი ახლა ჩემთანაა... გვსურს მისი სულისთვის რაღაც გავაკეთოთ(ლოცვით), გთხოვთ გვითხრათ თუ იცით რომელი ლოცვებია ამ დროს ყველაზე შესაფერისი სულისთვის...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 26 2007, 08:30 PM

ციტატა
ალბათ უკვე ყველამ გაიგეთ დავით კეკუას ვითომდა თვითმკვლელობაზე....

არაფერი გამიგია. რა მოხდა?

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Oct 26 2007, 08:38 PM

ის თუ გაიგე რომ დაიჭირეს.. და თუ იცი ვინაა... გუშინ მოკლეს ციხეში და გამოაცხადეს ვითომ თავი ჩამოიხრჩო... მაგრამ ამას არ იზამდა არავითარ შემთხვევაში მორწმუნე ადამიანი იყო... თან მამაოს ელაპარაკა რამდენიმე დღის წინ და მოძლიერებული იყო, მზად იყო თავისი სიმართლისთვის ებრძოლა... მაგრამ ისიც საგულისხმოა რომ შვილის სიკვდილით დაემუქრნენ( ხელი უნდა მოეწერა ლომინაძის საქმის გაყალბებაზე) და შეიძლება ამანაც აიძულა... მაგრამ მთელი ნათესაობა თვლის რომ დათო არ იყო ისეთი სუსტი ადამიანი რომელიც თავს მოიკლავდა...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 26 2007, 08:39 PM

q-e-T-i

ციტატა
( ხელი უნდა მოეწერა ლომინაძის საქმის გაყალბებაზე)

მაინც რაზე უნდა მოეწერა ხელი?

ვისთვის უნდა დაებრალებინა sad.gif

უფალმა აცხონოს, თუ მართლა მოკლეს ცოდოა sad.gif

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Oct 26 2007, 08:42 PM

უნდა ეთქვა რომ თვითონ დადო ყალბი ტყვია... არავინ მეტყვის რა წავიკითხოთ მისი სულისთვის? sad.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 26 2007, 08:46 PM

q-e-T-i
ფსალმუნები უნდა წაუკითხოთ, მეჩვიდმეტე ფსალმუნით დაიწყებთ და ყოველდღე თუ 20-ვე კანონს წაიკითხავთ, დიდი ნუგეშია მისი სულისთვის.
მაგრამ ჯერ მოძღვარს დაეკითხეთ.

ანუ მეჩვიდმეტე ფსალმუნი იკითხება 2 ჯერ,პირველად და მერე რიგის მიხედვით, 16-ეს მერე.

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Oct 26 2007, 08:49 PM

უღრმესი მადლობა.... მოძღვარს კი დავეკითხებით მაგრამ ამ წუთისთვის გვინდოდა რამე სასარგებლო გაგვეკეტებინა.... გაიხარე...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 26 2007, 08:50 PM

q-e-T-i
შეგეწიოთ უფალი... sad.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 26 2007, 08:51 PM

აქ წერია თავი ცამოიხრჩო, მოძღვარი თუ გადაწყვეტს წესის აგებას აუცილებლათ უნდა წაუკითხო ყოველდღე ერთი კანონი 17 კანონთან ერთად, თუ წესი არ აუგეს სამწუხაროდ არ ეკითხება ასეთ ადამიანს ლოცვები მე მასე ვიცი,თავი მკვლელებს კი იშვიათს უგებენ წესს, ღმერთმა ქნას რო მასე არ იყოს და თვით მკვლელობა არ იყვეს გაგვაგებინე რა წესს აუგებს თუ არა მღვდელი

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 26 2007, 08:52 PM

t.d
ჰო, ამიტომ ვუთხარი მოძღვარს დაეკითხეთ მეთქი, ჯერ აუცილებლად უნდა დაურეკონ.

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Oct 26 2007, 08:53 PM

კარგი აუცილებლად.... მაგრამ თავი არ მოუკლავს... ამაზე ბევრი ფაქტი მეტყველებს... დათოც ამ მთავრობის მორიგი მსხვერპლია....

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 26 2007, 08:56 PM

ციტატა(q-e-T-i @ Oct 26 2007, 09:53 PM) *

კარგი აუცილებლად.... მაგრამ თავი არ მოუკლავს... ამაზე ბევრი ფაქტი მეტყველებს... დათოც ამ მთავრობის მორიგი მსხვერპლია....

გასაგებია ქეთ მივხვდით მაგრამ სამწუხაროდ მასე ამბობენ, მოძღვარი გადაწყვეტს რა უნდა გაკეთოს ღმერთმა ქნას თავი არ ქონდეს მოკლული და წესი აუგონ

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Oct 28 2007, 02:09 PM

კი აუგო მოძღვარმა წესი... პატრიარქმაც მიუსამძიმრა ოჯახს...

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 28 2007, 05:56 PM

ციტატა(q-e-T-i @ Oct 28 2007, 02:09 PM) *

კი აუგო მოძღვარმა წესი... პატრიარქმაც მიუსამძიმრა ოჯახს...

ძალიან კარგი ასერომ ეს კანონები აუცილებლათ წაიკითხე 17-ე, და სათითაოდ ყველა

პოსტის ავტორი: caqcaq თარიღი: Jun 28 2009, 10:02 PM

მიცვალებულის სახელზე ვკითხულობ ფსალმუნებს, ყოველდღე თითო კანონს და შაბათს მე-17, აგრეთვე ვიხსენიებ დილის ლოცვებში, ჯერ არ გასულა 40 დღე. კედე რითი შემიძლია დავეხმარო მის სულს?

პოსტის ავტორი: agnesa თარიღი: Jan 12 2010, 01:36 PM

მე კი სამწუხაროდ ზუსტად არ ვიცი, მამაჩემი მონათლული იყო თუ არა, ასევე ბებია და ბაბუა. ალბათ ცოდვა ჩავიდინე, მათი სახელები რომ მოსახსენიებელში ჩავწერე ლიტურგიის დროს...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2013, 12:39 PM

რასაც არ უნდა მიირთმევდეთ, ყოველთვის გაიხსენეთ თქვენი მიცვალებულები და თქვით "მიაგებოს"

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 2 2013, 12:55 PM

ციტატა(marine @ Oct 2 2013, 12:39 PM) *

რასაც არ უნდა მიირთმევდეთ, ყოველთვის გაიხსენეთ თქვენი მიცვალებულები და თქვით "მიაგებოს"

თუ არ უყვარდა?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2013, 01:19 PM

ციტატა(G_saxva @ Oct 2 2013, 01:55 PM) *

თუ არ უყვარდა?

rolleyes.gif ნუ იტყვი... რაც უყვარდა იმაზე თქვი, ამით მიცვალებულს იხსენებ და პატივს სცემ მის ხსოვნას smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 30 2013, 01:00 AM

ვატიკანი: ანგელოზებს ფრთები არ აქვთ
27 დეკემბერი 15:35597
ანგელოზებს ფრთები არ აქვთ - ასეთი სენსაციური განცხადება გააკეთა კათოლიკური ეკლესიის ანგელოლოგმა (ანგელოლოგია - საღვთისმეტყველო მეცნიერება ანგელოზების შესახებ) რენცო ლავაროტიმ. მისი თქმით, სინამდვილეში ანგელოზები გარშემორტყმულნი არიანი სინათლის შარავანდედით და არა ფრთებით.

ღვთისმეტყველის განცხადებით კათოლიკური ეკლესია ოფიციალურად ადასტურებს ანგელოზების არსებობას თუმცა ისინი ისე არ გამოიყურებიან როგორც მიჩნეულია.

„თქვენ არა იმდენად ხედავთ რამდენადაც შეიგრძნობთ ანგელოზებს. ისინი უფრო იმ სინათლის სხივს გვანან რომელსაც ბროლი ირეკლავს. რა თქმა უნდა საავტორო ფანტაზიისათვის ადგილი ყოველთვის რჩება, მაგრამ უნდა გვესმოდეთ, რომ ანგელოზები სულ სსვაგვარად გამოიყურებიან. მათ არ აქვთ ფრთები და ქერუბინების გამოსახულებასთან საერთო არაფეტი აქვთ.“ - აცხადებს ღვთისმეტყველი.

რომში, ანგელოზების რენესანსისდროინდელი გამოსახულებებით მოხატულ დარბაზში სიტყვით გამოსვლისას ლავაროტიმ განაცხადა: „ვფიქრობ ეს ანგელოზთა ახალი აღმოჩენაა ქრისტიანობაში“.

ლავაროტი ანგელოზებთან ერთად დემონებსაც სწავლობს და აცხადებს, რომ სეკულარიზაციისა და მატერიალიზმის ფონზე დემონურმა ძალებმა ჩვენ სამყაროში გაცილებით ძლიერად შემოაღწიეს ვიდრე ამის წარმოადგენა შეიძლება. სწორედ ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით იტალიელი ღვთისმეტყველი აცხადებს, რომ დღეს კაცობრიობას ანგელოზების დახმარება სჭირდება ისე როგორც არასდროს.

ანგელოზებს მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხელოვნებადმცოდნე მასიმო მანფრედიმ განაცხადა, რომ „ანგელოზის“ მოხსენიება პირველად 3 ათასი წლის მიკენურ კულტურაში ფიქსირდება. ძველბერძნულიდან ანგელოზი ითარგმნება როგორც „მაცნე“.
http://news.ge/ge/news/story/75095-vatikani-angelozebs-frtebi-ar-aqvt

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Dec 30 2013, 01:32 AM

"მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი"

ისე რასაც ვუყურებ, მგონი ცოცხალთა სულებზე არავინ ღელავს ისე, როგორც გარდაცვლილებზე... არ მომწონს ეს...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 30 2013, 09:10 AM

MIRDAT
მე მომწონს. იმათ უფრო სჭირდებათ ზრუნვა რადგან თავიან თავზე ვეღარ იზრუებე smile.gif

პ.ს მეგონა კოპჩიკამ დაწერა აქ ის პოსტი რაც FB-ზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 22 2014, 04:36 PM

ბარემ აქ ვიკითხავ, ბრწყინვალე შვიდეულში წესის აგება არ შეიძლება? გუშინ ჩემს ახლობელს ახალშობილი დაეღუპა, საბედნიეროდ მონათვლა მოასწრეს მაგრამ წესი არ აუგო მამაომ მე-9 დღეს ავუგებო.

ხოო და კიდევ ის მაინტერესებს თუ გარდაცვალებიდან მე-40 დღე ზუსტად აღდგომას უწევს მაშინ რას შვრებიან? პანაშვიდს არ უხდიან თუ რა ხდება?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 22 2014, 05:38 PM

qetevano
სადღესასწაულო დღეა და ამ მდროს მწუხარების გამოხატვა ცოტა რთულია. ისე საინტერესო კითხვაა და ჩემი აზრით უნდა ხდებოდეს წესის აგება.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 22 2014, 06:57 PM

იმედია გამცემს ვინმე პასუხს, მართლა მაინტერესებს ეს შემთხვევები

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 22 2014, 07:33 PM

qetevano
წესი როგორ არ ეგება . განსხვავებული მსახურებაა უბრალოდ და სპეციალური ტექსტიცაა , რომლითაც ბრწყინვალე შვიდეულში ხდება წესის აგება .

მღვდელმა არ შეიძლებაო თუ მე არ შემიძლიაო ?

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 22 2014, 07:48 PM

A.V.M
მასე არ უთქვამსარ შეიძლებაო ან არ შემიძლიაო, უბრალოდ წესს ახლა ვერა და მე-9 დღეს ავუგებო პირდაპირ ასე თქვა.
და ამ დროს რა ხდება?

ციტატა
თუ გარდაცვალებიდან მე-40 დღე ზუსტად აღდგომას უწევს მაშინ რას შვრებიან? პანაშვიდს არ უხდიან თუ რა ხდება?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 22 2014, 07:52 PM

მიცვალებულთა მოხსენიება , აღდგომასაც ჩვეულებრივად ხდება ...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 22 2014, 08:08 PM

აჰაა გასაგებია

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 23 2014, 09:06 AM

ციტატა(qetevano @ Apr 22 2014, 07:48 PM) *

A.V.M
მასე არ უთქვამსარ შეიძლებაო ან არ შემიძლიაო, უბრალოდ წესს ახლა ვერა და მე-9 დღეს ავუგებო პირდაპირ ასე თქვა.
და ამ დროს რა ხდება?

შეიძლება არ ეცალა biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 23 2014, 06:20 PM

G_saxva

ციტატა
შეიძლება არ ეცალა

შანსი არაა tongue.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 24 2014, 08:58 AM

ციტატა(qetevano @ Apr 23 2014, 06:20 PM) *

G_saxva

შანსი არაა tongue.gif

რატო სააღდგომოთ სხვა დატვირთვაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 12 2014, 06:02 PM

შეკითხვების ახალ პარტიას ვუშვებ,ვისაც არ ეზარება მიპასუხოს happy.gif
1.ძველი აღთქმის პირები,ყველა ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ ხო,მოუნათლავები რომ იყვნენ მაგიტო ხო(მათ შორის წინასწარმეტყველები)???
2.მოუნათლავი ადამიანები ჯოჯოხეთში ხვდებიან??ჩვილები და მუცელშივე მოწყვეტილებიც?
3.თუ შეიძლება მოუნატლავი ადამინი და თვითმკვლელი მე რომ მოვიხსენიო დილის ლოცვებს ვგულისხმობ
4.სეფისკვერი რომ გავცე მოუათლავზე თუ შეიძლება ??

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 13 2014, 12:56 AM

iohanan

ციტატა
1.ძველი აღთქმის პირები,ყველა ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ ხო,მოუნათლავები რომ იყვნენ მაგიტო ხო(მათ შორის წინასწარმეტყველები)???

მოუნათლავობის კი არა , იმის გამო , რომ ადამიანური ბუნება არ იყო გამოხსნილი , ქრისტემდე .
ციტატა
2.მოუნათლავი ადამიანები ჯოჯოხეთში ხვდებიან??ჩვილები და მუცელშივე მოწყვეტილებიც?

აზრზზე არა ვარ , ვინ სად ხვდება . ვიცი რომ ყოვლადსამართლიანია ღმერთი , რის გამოც , მეეჭვება რომ მუცელშI მოწყვეტილი ჩვილები ჯოჯოხეთში მოხვდნენ.
ციტატა
3.თუ შეიძლება მოუნატლავი ადამინი და თვითმკვლელი მე რომ მოვიხსენიო დილის ლოცვებს ვგულისხმობ

პირად ლოცვებში მოიხსენიე . რა პრობლემაა .
ციტატა
4.სეფისკვერი რომ გავცე მოუათლავზე თუ შეიძლება ??

გაცემაშI რას გულისხმობ ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 13 2014, 09:39 AM

A.V.M

ციტატა
გაცემაშI რას გულისხმობ ?

სხვას რომ აჩუქოს.

გურამ თვითმკვლელის და მოუნათლავის პირად ლოცვებში მოხსენიება შეიძლება?

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 13 2014, 01:59 PM

ციტატა(G_saxva @ Jun 13 2014, 09:39 AM) *

A.V.M

სხვას რომ აჩუქოს.

გურამ თვითმკვლელის და მოუნათლავის პირად ლოცვებში მოხსენიება შეიძლება?

არა გაცემაში რას ვგულისხმობ და მოსახსენიებელთან ერად რომ ვაგზავნი სეფისკვერს(რომ ვყიდულობ კვეტისთვის),მაგ მოსახსელიებელში თუ შეიდძლება მოუნათლავი რომ ჩავწერო???თვითბლვლელი მე როგორც ვიცი არ შეიძლება

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 13 2014, 02:12 PM

iohanan
არა არ შეიძLება.

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 13 2014, 02:18 PM

მოუნათლავზე ამბობ ხო???ანუ რა გამოდის მაგალითად ჩემს წინაპარს ვერ მოვიხსენიებ იმის გამო რომ არ ვიცი მონათლული იყო თუ არა???

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 13 2014, 03:00 PM

iohanan
გააჩნია რა პერიოდში ცხოვრობდა. გურამი უკეთ გეტყვის.

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 13 2014, 04:17 PM

მაგალითად გადმოცემით ვიცი ,რომ ჩემი ძაალიან შორეული წინაპარი (მოწმე არავინაა მაგრამ მაინც)კაცის მკვლელია,სერიუზულად მაწუხებს ეს,ტან რა ვიცი ახლა მონათლული იყო თუ არა...და ლოცვებში კი ვიხსენიებ (დილილ ლოცვას ვგულისხმობ)და სეპისკვერის გაცემაზე აგარ ვიცი როგორ მოვიქცე....

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 13 2014, 05:07 PM

დილა-საღამოს ლოცვებში მოხსენიება პირად ლოცვებად ითვლება?
თუნდაც თვითმკვლელი და მოუნათლავი, მე ვიცოდი რომ მხოლოდ შენი სიტყვებით შეგიძლია ილოცო და ღმერთს შესთხოვო მათი სულების გადარჩენა და არა "დაწერილ" ლოცვებში სახელებისთვის გამოტოვებულ ადგილას ჩამოთვალო. არც ეკლესიაში არ მოიხსენიება უნათლავები და თვითმკვლელები.

სეფისკვერის გაცემის მაგივრად, შასაძლებელია გარდაცვლილის სახელზე მოწყალების გაცემა გაჭირვებულებზე, მშიერ-მწყურვალზე და ამას მგონი არანაკლები ძალა აქვს.

ციტატა
1.ძველი აღთქმის პირები,ყველა ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ ხო,მოუნათლავები რომ იყვნენ მაგიტო ხო(მათ შორის წინასწარმეტყველები)???

ციტატა

მოუნათლავობის კი არა , იმის გამო , რომ ადამიანური ბუნება არ იყო გამოხსნილი , ქრისტემდე .

აბა აბრაამის წიაღი რა იყო?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 13 2014, 05:19 PM

k@the

ციტატა
მე ვიცოდი რომ მხოლოდ შენი სიტყვებით შეგიძლია ილოცო და ღმერთს შესთხოვო მათი სულების გადარჩენა და არა "დაწერილ" ლოცვებში სახელებისთვის გამოტოვებულ ადგილას ჩამოთვალო.

რა განსხავებაა? ორივე ლოცვაა და ერთ დროს სანამ ფურცელზე დაიწერებოდა თავის სიტყვებით ლოცულობდა ამის დამწერი. ასე რომ ერთი და იგივეა დაწერილიც და საკUთარი სიტყვებით ნათქვამიც.

ციტატა
აბა აბრაამის წიაღი რა იყო?

აბრაამის წიაღზე საკმაოდ ვრცელი დისკუსია იყო ფორუმზე რამოდენიმე ხნის წინ, იყო მოსაზრება თIტქოს ჯოჯოხეთსი იყო აბრამის წიაღი რომელში გარდაცვლილთა სულები იმყოფებოდნენ და არ იტანჯებოდნენ. საბოლოოდ შევთანხმდით რომ ასეთი რა არ არსებობდა. დღეს დღეობით აბრამის წიაღად მიიჩნევა იგივე სამოთხე როდესაც მღვდელი ამბობს წიაღთა შინა აბაამისათა დაამკვიდრე ქრისტე ღმერთო სული გარდაცვალებული მონისა (მხევლისა) და შემდეგ სახელი იგულისხმება ის სამყოფელი რომელიც უფალთან ახლოსაა.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 13 2014, 06:04 PM

G_saxva
როგორც სჩანს ერთი და იგივე არაა
http://church.ge/index.php?showtopic=373

აბრაამის წიაღზე ბევრჯერ ყოფილა მსჯელობა...
http://church.ge/index.php?showtopic=890

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 13 2014, 06:19 PM

ანუ რა გამოდის რომ,მე "ლოცვა მიცვალებულთათვის" -ში მხოლოდ ის პირები უნდა მოვიხსენო, რომლებიც მონათლულები არიან???და ვერ გავცემ იმ პირზე სეფისკვერ რომელიც არ ვიცი მონათლულია თუ არა??

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 13 2014, 08:00 PM

iohanan
ეს პასუხიც ნახე მოძღვრის, იქნებ უფრო დაგეხმაროს

http://church.ge/index.php?showtopic=898

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 13 2014, 08:48 PM

k@the
მადლობა ,მაგრამ ზუსტი პასუხი მანდაც არაა,პატერიკები მაქ წაკიტხული მაგ ტემებზე,საზვერეებზე ნუ მოკლედ რა...ხო და მე ვპიქრობ რომ ყველაზე საცოდავი გარდაცვლილია ცოცხალს ყოველთვის არი შანსი რომ ეშველოს ,გარაცვლილს მხოლოდ ლოცვით თU დაეხმარები,საზვეერეებში გასვლისას ჩემი მოხსენიება წაადგებათქო რომ ვიპიქრე მომინდა რომ ლოცვებში ჩამომეთვალა მათი სახელები რამდენიმეჯერ სეფისკევრიც გავეცი კვეთისთვის(წამიკითხავს რომ კვეთისას მოხსენიება მათ უმსუბუქებს მდგომარეობას და ამ ყველაპერმა გადამაქყვეტინა ასე მოვქცეულიყავი) ,და ზოგირთს არ ვიცნობ მითუმეტეს არ ვიცი მონათლული იყო თუ არა და რო დავპიქრდი დავიბენი,ერთი შეხედვით ცუდ საქმეს არ ვაკეთებ(ხმამაღლა ნათვამია ჩემი რა მიდის_)))))მაგრამ მაინც სწორია თუ არა რასაც ვაკეთებ///

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 13 2014, 10:45 PM

G_saxva

ციტატა
გურამ თვითმკვლელის და მოუნათლავის პირად ლოცვებში მოხსენიება შეიძლება?

პირად ლოცვებში კი , ისე არა .
iohanan
ციტატა
სეფისკვერის გაცემის მაგივრად, შასაძლებელია გარდაცვლილის სახელზე მოწყალების გაცემა გაჭირვებულებზე, მშიერ-მწყურვალზე და ამას მგონი არანაკლები ძალა აქვს.

სწორი რჩევაა ეს .

ციტატა
და ვერ გავცემ იმ პირზე სეფისკვერ რომელიც არ ვიცი მონათლულია თუ არა??

ზედმეტად საკრამენტალური გგონია შენ სეფისკვერის გაცემა .
სჯობს მოწყალება გასცე , გაჭირვებულებს დაეხმარო და.ა.შ.

მარტივი ლოგიკაა -
ვინც დანამდვილებით არ იცი რომ მონათლულია და თვითმკვლელთათვის , სეფისკვერის შეგზავნა და.ა.შ. არ გინდა .

ხოლო პირადად ლოცვა მათთვის , მოწყალების გაცემა და.ა.შ. ყველასთვის შეგიძია .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 13 2014, 10:54 PM

ე.ი. ვიწრო წრეში უნდა გავცე biggrin.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 13 2014, 10:58 PM

iohanan
ფართო წრეშI გაეცი ვინ გიშლის , მთავარია ჯიბე და სურვილი ...

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 13 2014, 11:09 PM

მერე თუ არ ვიცი მონათლული იყო თU Aრა....

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 13 2014, 11:48 PM

iohanan
მოწყლება გაეცი ...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)