IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!''
თამარი_ცქნაფო
პოსტი Nov 18 2006, 09:22 PM
პოსტი #1


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ამ თემის გახსნა კარგა ხანია მინდოდა. დიდი არც არაფერი, მაგრამ ეს ცოტათი მაინც დაგვეხმარება, ვწეროთ ასე თუ ისე გამართულად. დავსვათ კითხვები, ვუპასუხოთ, რატომ არის ერთი ფორმა მართებული და მეორე - გაუმართავი.... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისაუბროთ გამართული ქართულით, თუნდაც სულ მცირედით შევეცადოთ....


და რადგანაც თემა მე გავხსენი, თავს უფელბას მივცემ, აქ შემჩნეული რამდენიმე მაგალითი გავასწორო smile.gif
1. ხშირად იწერება რამოდენიმე, სინამდვილეში აქ არაფერ შუაშია: ფუძეა რამდენი+მე ნაწილაკი. ასე რომ, სწორი ფორმაა: რამდენიმე.
2. არასწორია: საქმე იმაშია. ეს რუსულის კალკია. ნუთუ შეიძლება, რომ საქმე რამე-ში იყოს? თუ საქმის არსის გაგება გვსურს, უნდა ვთქვათ: საქმე ისაა, რომ...
3. თითოეული ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი. ეს ნაცვალსახელები გან თანდებულის დართვისას აღარ ინარჩუნებს ბრუნვის ნიშანს და ვიღებთ მართებულ ფორმებს: ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი. ადრე მათთაგანი და მათგანი პარალელურ ფორმებად მიიჩნეოდა, დღეს ეს ფორმაც თა-ს გარეშე იხმარება.
4. საპატრიარქოში და სამღვდელოებაში გავრცელებულია ფორმა: მონოზონი და მიიჩნევენ, რომ ეს მოდის სიტყვა მონო-დან. თუმცა როგორც ძველი ტექსტების საკმაოდ ნორმალურმა მცოდნემ, შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რამ არსად გვხდება, არც ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის ძველი და ახალი გამოცემები იზიარებენ ამ სიტყვის მართებულობას, ენათმეცნიერთა ვარაუდით, შეცდომა დიალექტური ფორმის აღრევით არის გამოწვეული. დიალექტური ფორმაა მოლოზონი, მოლაზონი. მოკლედ, მართებულია მონაზონი. თუ არ გჯერათ, სულ ცოტა, ხანძთელის ტექსტს ჩახედეთ.
5. ბერ-მონაზონი იწერება ერთად, დეფისის გარეშე: ბერმონაზონი, ბერმონაზვნური, ბერმონაზვნები. დეფისით იწერება მღვდელ-მონაზონი.
დანარჩენს შემდეგ გავაგრძელებ. თქვენც დამეხმარეთ, დაწერეთ მართებული და გაუმართავი ფორმები. ან დავსავთ კითხვები და თუ ვიცით, ვუპასუხოთ.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari
პოსტი Nov 18 2006, 09:27 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 74



ძალიან ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან "ვერცერთი მოვიდა ან წავიდა და ა. შ.", მგონი უფრო სწორია "ვერცერთი ვერ მოიდა წავიდა ......"


--------------------
ჩვენთან არს ღმერთი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Nov 18 2006, 09:30 PM
პოსტი #3


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(mari @ Nov 18 2006, 09:27 PM) *

ძალიან ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან "ვერცერთი მოვიდა ან წავიდა და ა. შ.", მგონი უფრო სწორია "ვერცერთი ვერ მოიდა წავიდა ......"

მათ ალბათ სმენიათ, რომ ორი უარყოფა ერთად არ იხმარება, მაგრამ იმდენი აღარ იციან, რომ არსებობს გამონაკლისები. ამასთანავე, ვერცერთი და არცერთი ცალ-ცალკე იწერება: ვერც ერთი, არც ერთი. დანარჩენს მერე აგიხსნით, ახლა სიცხე მაქვს და წერა ნამდვილად მიჭირს.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari
პოსტი Nov 18 2006, 09:34 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 74



მშვენიერი თემაა, გაგვანათლე, გაგვანათლე smile.gif თორემ დღეს გრამატიკა ბევრს აღარაფრად მიაჩნია


--------------------
ჩვენთან არს ღმერთი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Nov 18 2006, 09:36 PM
პოსტი #5


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(mari @ Nov 18 2006, 09:34 PM) *

მშვენიერი თემაა, გაგვანათლე, გაგვანათლე smile.gif თორემ დღეს გრამატიკა ბევრს აღარაფრად მიაჩნია

''მარტო ვმუშაობ და...'' biggrin.gif თქვენც უნდა დამეხმაროთ, მარტო ვერაფერს გავხდები (აი, აქ ერთი უარყოფაა) biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 18 2006, 09:50 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



შესანიშნავი თემაა smile.gif

ახლა თავისუფლებას მივუბრუნდეთ tongue.gif

შეცდომაა "ათავისუფლებს" სწორია "ათავისუფლებს"

პირველ შემთხვევაში "ნ"წარმოადგენს "გან"-ზმნისწინის ნაშთს, ზმნისწინის გაყოფა კი არ შეიძლება smile.gif

ზევითა პოსტს, რომ შევეხმიანო tongue.gif (სხვათაშორის "რომ"-ის მაგიერ ხშირად "რო" იხმარება )

ერთი საზოგადო მოღვაწე ამბობდა; "ესაა თაობა რომელმაც სიტყვა "კარგიც" კი დაამახინჯა" laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Nov 18 2006, 09:56 PM
პოსტი #7


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(mnate @ Nov 18 2006, 09:48 PM) *

შესანიშნავი თემაა smile.gif

ახლა თავისუფლებას მივუბრუნდეთ tongue.gif

შეცდომაა "ათავისუფლებს" სწორია "ათავისუფლებს"

პირველ შემთხვევაში "ნ"წარმოადგენს "გან"-ზმნისწინის ნაშთს, ზმნისწინის გაყოფა კი არ შეიძლება smile.gif

დავმატებ. სწორია: ასხვავებს, ავითარებს და არა: ანსხვავებს, ანვითარებს! აქაც არ არის საჭირო .
ხშირად ძველი ქართული ზმინსწინი აღ შუაზეა გახლეჩილი და ამ ორ ასოს შორის პირველი სუბიექტური პირის ნიშნები გვხვდება. ასე მაგალითად: ავღზარდე, ავღნიშნეთ.... მართებულია ვ-ს აღ ზმნისწინის შემდეგ დაწერა: აღვზარდე, აღვნიშნე. რაც შეეხება ზმნას აღიარება, მართებულია ვ-აღიარებ და არა აღვიარებ. ძველ ქართლში იყო ფორმა აღვიარებ, მაგრამ დღეს ეს აღ ფუძის ნაწილია და ამიტომ სუბიექტური პირის ნიშანი წინ მოექცევა.
ასევე გასამახვილებელია ყურადღება ერთ სიტყვაზე, რომელიც ხშირად იხმარება საეკლესიო ლიტერატურაში. ბევრ ''ლოცვანში'' შემიმჩნევია, რომ არასწორი ფორმითაა იგი გადმოცემული. ესაა ღწვა. ხშირად წერენ: ვიღწვი, იღწვის. არადა ეს ზმნა მოდის სიტყვა ღვწა-დან, ამიტომ უნდა იყოს: ვიღვწი იღვწის. აქედანაა სიტყვა ღვაწლიც.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 18 2006, 09:59 PM
პოსტი #8


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ხშირად წერენ: ვიღწვი, იღწვის. არადა ეს ზმნა მოდის სიტყვა ღწვა-დან, ამიტომ უნდა იყოს: ვიღვწი იღვწის


ისე კი ძველი უფრო კარგად გამოითქმის...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 18 2006, 10:11 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



უი, უი, ჩვენი ბრენდი laugh.gif

არასწორია: ძააან
სწორია: ძალიან

პ.ს laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Nov 18 2006, 10:12 PM
პოსტი #10


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ახლა ყველამ მომისმინეთ!
თუ ოდნავ მაინც პატივს მცემთ, გაჩერდით და აქ მხოლოდ თემაზე ისაუბრეთ. თუ გნებავთ, გაგიხსნით ცალკე განყოფილებას, სადაც პროტესტის გამოხატვა შეგვეძლება, მაგრამ აქ არა. ძალიან გთხოვთ, ნუ მიფუჭებთ ამ ნორმალურ თემას. მჯერა თქვენი ჩემდანი ესოდენი გულისხმიერებისა და მოკრძალების და ვიმედოვნებ, რომ არ გადამთელავთ თქვენი გამოსვლებით და არ მომიკლავთ გულს! smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tat-ia
პოსტი Nov 19 2006, 01:27 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 2-November 06
წევრი № 378



ხშირად შემხვედრია Cemis azriT, რაც არასწორია, უნდა ვთქვათ, [b]Cemi azriT[/b wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 19 2006, 01:52 PM
პოსტი #12


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



თამარი
დიდი მადლობა თამარ ამ თემისათვის...
შეკითხვა მაქვს: უწინ ტელევიზორში რომ იყო გახსოვს ასეთი გადაცემა...სწორია/შეცდომაა...(თუ რაღაც მსგავსი)? მგონი ღვინჯილიას მიყავდა...
ხო და ..იქიდან მახსოვს, რომ მან ასეთი რამ თქვა:
სწორი ფრაზაა: რამდენიმე წლის უკან და არა რამდენიმე წლის წინ...
ზუსტად არ ვიცი მე დავიმახსოვრე შეცდომით თუ მართლაც ასე?
პასუხისათვის წინასწარ მადლობა...

mari
მე ვფიქრობ, რომ პირდაპირი ეთერის დროს (არა სტუდიაში, არამედ იმ ადგილიდან საიდანც კორესპონდენტი ერთვება) ძნელია ყველაფერი გამართული ქართულით ითქვას..თან დრო აქვთ შეზღუდული და სწრაფად ლაპარაკობენ...
გარდა ამისა სტუდიაში მყოფი დიქტორი (მაგალითად კურიერის ან ქრონიკის დროს) კითხულობს მეტწილად სხვის დაწერილ ტექსტს (მგონი ასეა)..
აი ამ ტექსტის დამწერს, ან საგაზეთო და ჟურნალის სტატიების ავტორებს მართლაც მართებთ დახვეწონ ქართული ენა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fallen
პოსტი Nov 19 2006, 04:30 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 19-November 06
წევრი № 495



ციტატა(mari @ Nov 18 2006, 08:27 PM) *

ძალიან ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან "ვერცერთი მოვიდა ან წავიდა და ა. შ.", მგონი უფრო სწორია "ვერცერთი ვერ მოიდა წავიდა ......"

ეგ სწორეა გენაცვალე biggrin.gif 2 უარყოფა უკვე დასტურია ასე რომ სწორია ვერცერთი მოვიდა wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Nov 19 2006, 04:31 PM
პოსტი #14


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



შეცდომაა მომწომს––სწორია მომწომნს


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fallen
პოსტი Nov 19 2006, 04:34 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 19-November 06
წევრი № 495



ციტატა(mogzaura @ Nov 19 2006, 03:31 PM) *

შეცდომაა მომწომს––სწორია მომწომნს

როგოორ? გაგვიმეორე თუ შეიძლება biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Nov 19 2006, 04:35 PM
პოსტი #16


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



რა არა?


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fallen
პოსტი Nov 19 2006, 04:36 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 19-November 06
წევრი № 495



ციტატა(mogzaura @ Nov 19 2006, 03:35 PM) *

რა არა?

ანუ უნდა ვთქვა მომწომნს? blink.gif აჰა დავიმახსოვრებ huh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Nov 19 2006, 04:41 PM
პოსტი #18


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



კი რადგან ბევრჯერ მივიღე მაგ სიტყვაზე შენიშვნა სულ მომწომს ვიძახდი და არაო მეუბნებოდნენ არის სწორი მომწომნს


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fallen
პოსტი Nov 19 2006, 04:45 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 19-November 06
წევრი № 495



ციტატა(mogzaura @ Nov 19 2006, 03:41 PM) *

კი რადგან ბევრჯერ მივიღე მაგ სიტყვაზე შენიშვნა სულ მომწომს ვიძახდი და არაო მეუბნებოდნენ არის სწორი მომწომნს

ვაიმეეე blink.gif ანუ მომწონს არ უნდა ვთქვათ ხოო?

დიდი ბოდიში მარა ამ ფორუმზე რას უშვებიან ხაალხს? huh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari
პოსტი Nov 19 2006, 05:01 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 74



ციტატა(fallen @ Nov 19 2006, 04:30 PM) *

ეგ სწორეა გენაცვალე biggrin.gif 2 უარყოფა უკვე დასტურია ასე რომ სწორია ვერცერთი მოვიდა wink.gif


ალბათ თამარის პასუხი ვერ ნახე ამასთან დაკავშირებით, სადაც გამონაკლისებზეა საუბარი smile.gif


--------------------
ჩვენთან არს ღმერთი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 06:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი