IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> გოდერძი ჩოხელი ;(, საუბარი სიყვარულსა და ადამიანთა სევდაზე
ქავთარაძე
პოსტი Nov 19 2007, 12:49 AM
პოსტი #81


დაურეგისტრირებელი









q-e-T-i
ჩემ მეზობელ ჟორას არც არაფერი არ მოკლებია wink.gif სამწუხაროდ ქართველების 90% არც იცის ვინ არის გოდერძი ჩოხელი smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 19 2007, 01:03 AM
პოსტი #82


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



იცით რაა, ადვილია ადამიანი, რომ აღარაა მერე პირის დატკბობა და ქებანი. sad.gif

გადავხედოთ ვინც დარჩა! კიდევ ვის სჭირდება დახმარება?! უკან მიდევნებული ლამპარია, რასაც აქ ვხედავ.

თუნდაც ერთმანეთს შევხედოთ და ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული ვისწავლოთ. მართალია გოდერძი ჩოხელს ვერავინ დაგვიბრუნებს, მაგრამ კიდევ იქნებიან ადამიანები, ვისი დახმარებაც შეიძლება და ერთმენეთის გამტყუნება, არავის არგია!
ბევრს უჭირს დღეს საქართველოში, განსაკუთრებით კი ძველ ინტელიგენციას.
იქნებ იშვიათად მაინც ესტუმროთ და მოინახულოთ, ვიცი ძნელია, ყველაფერს დრო და ძალისხმევა უნდა, მარა ნუ ვაქცევთ ამ თემას, სხვათა განკითხვის თემად. ის თქვით, როგორ შეგვიძლია რამის შეცვლა.

პატივისცემით,
k@the


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Nov 26 2007, 03:56 PM
პოსტი #83


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



საქართველოს მთავრობის
განკარგულება
N 706 2007 წლის 21 ნოემბერი ქ.თბილისი

გოდერძი ჩოხელის ოჯახისათვის ფინანსური დახმარების
გაწევის შესახებ

1. გამოჩენილი ქართველი რეჟისორისა და მწერლის, ღირსების ორდენის კავალერის გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით გოდერძი ჩოხელის ოჯახს გამოუყოს 3 000 (სამი ათასი) ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Nov 27 2007, 11:29 AM
პოსტი #84


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



ძაან სამწუხაროა. მართლა შესანიშნავი ადამიანი გამოგვაკლდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Dec 15 2007, 01:53 PM
პოსტი #85


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(თემო @ Nov 26 2007, 07:56 AM) *

საქართველოს მთავრობის
განკარგულება
N 706 2007 წლის 21 ნოემბერი ქ.თბილისი

გოდერძი ჩოხელის ოჯახისათვის ფინანსური დახმარების
გაწევის შესახებ

1. გამოჩენილი ქართველი რეჟისორისა და მწერლის, ღირსების ორდენის კავალერის გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით გოდერძი ჩოხელის ოჯახს გამოუყოს 3 000 (სამი ათასი) ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე


ბრავო, ძალიან მობილიზებულები და კეთილშობილები არიან...
კარგ დროს გამოუყვეს დახმარება... ნამეტანი კარგ დროს ... მაგრამ ჩვენ ხომ "ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს..." sad.gif


პ.ს. მოდერატორს მინდა ვთხოვო, უფროსწორად ჩემს აზრს დავაფიქსირებ და თქვენ რას იტყვით?
თემას ქვესათაური და ხასიათი ხომ არ შეუცვალოთ? ცოტა მძიმეა, სამძიმრის თემა არა რა გოდერძი ჩოხელისთვის, მოდი შევცვალოთ მიმართულება და მის ცოცხალ და უკვდავ შედევრებზე ვისაუბროთ ...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Dec 15 2007, 02:54 PM
პოსტი #86


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა
სამწუხაროდ ქართველების 90% არც იცის ვინ არის გოდერძი ჩოხელი smile.gif



sad.gif sad.gif sad.gif
ასეა sad.gif
სამაგიეროდ პაოლო კოელიო და დენ ბრაუნი, ლაშა ბუღაძე და კონსტანტინე ლორთქიფანიძე ხომ იციან... huh.gif

დოჩანაშვილის, ოთარ ჭილაძის, გოდერძი ჩოხელის ნაერ უნივერსალურ გენიოსებს საზოგადოება არ იცნობს, აი მომიტევეთ და "პაპსავიკი მწერლები" კუმირებად აქციეს...

"წერილი ნაძვებს" და "გოდორი", "ლოდი ნასაყდრალი" და ""ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" არც კი გვსმენია, სამაგიეროდ "პირველი რუსი" და "და ვინჩის კოდი" ლამისაა დავიზეპიროთ sad.gif

მართლა გულსატკენი და გულდასაწყვეტია sad.gif რომ მართლაც "დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან..."


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 13 2008, 01:47 AM
პოსტი #87


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ძალიამ კარგი პიროვნება იყო. რამოდენიმეჯერ პირადად მყავს ნანახი . . . :სამწუხაროა რომ ასეთი ადამიანი ჩვენს გვერდით აღარ არის!!!!!!!! sad.gif sad.gif sad.gif


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 30 2008, 01:24 AM
პოსტი #88


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ეს სიტყვები გოდერძი ჩოხელის ძალიან მიყვარს:

მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

ასე არ არის, მკითხველო?

სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?

ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას.

და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Feb 22 2008, 10:29 PM
პოსტი #89


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



ვიცოდი, აუცილებლად იქნებოდა აღდგომა
აი, ახლა ამ მოთხრობის წერასაც ძია საშა მაბედვინებს, იგი სულეთის ქვეყნიდან გამომყურებს და თითქოს მაქეზებს:

- დაწერე! დაწერე!

მანამდე კი, სანამ ძია საშა გახდებოდა ჩემთვის, ბატონი საშა იყო, ყველასათვის მკაცრი და წესრიგის მოყვარე ბატონი საშა, რუსთაველის პროსპექტზე მდებარე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის გამგე, რომელმაც სულ ზეპირად იცოდა, რომელ ჯგუფში რამდენი სტუდენტი ვიყავით და ვინ როდის, რამდენი წუთით დავაგვიანეთ ამა თუ იმ ლექციაზე. დაირეკებოდა თუ არა ლექციის დაწყების ზარი, ბატონი საშა შემოივლიდა ინსტიტუტს, ყველა აუდიტორიის კარს შეაღებდა, კარში გაჩერდებოდა და დაითვლიდა: ერთი, ორი, სამი... სად არის მეშვიდე? სად არის მერვე? და ა.შ., იმის მიხედვით, რამდენი სტუდენტი ვაკლდით ლექციას. მე რაკი მთიდან ვიყავი ჩამოსული, მეცხვარეს მეძახდა. ხშირად მაგვიანდებოდა, განსაკუთრებით პირველ ლექციაზე და ბევრჯერ მიმისწრია იმ დროს, როცა ჩემი მისამართით ხმამაღლა ყვიროდა ბატონი საშა:

- სად არის მერვე? მე თქვენ გეკითხებით, სად არის მეცხვარე?

- მოვა პატივცემულო, ხომ იცით, შორს ცხოვრობს, - იმხანად ნათესავთან ვცხოვრობდი ლოტკინის გორაზე.

- აგე, აგე მოვიდა, - ეუბნებოდნენ ჩემი თანაკურსელები და მეც დანაშაულში დაჭერილი, თავჩაღუნული ვჩერდებოდი კართან.

- რატომ აგვიანებ, ჰა! - მერამდენედ მიყვიროდა ბატონი საშა.

- ავტობუსს დააგვიანდა, ბატონო საშა და მეც ვეღარ მოვედი დროზე.

- ავტობუსი არ ვიცი მე, ავტობუსი არ სწავლობს ამ ინსტიტუტში და რა ჩემი საქმეა, სად დააგვიანდა, შენ რატომ აგვიანებ, შენ, შე მეცხვარე შენა, რას მოეთრეოდი მთიდან, თუ ინსტიტუტში დროზე მოსვლა არ შეგიძლია, ყოფილიყავი ცხვარში.

- მაპატიეთ, პატივცემულო, მეტს აღარ დავაგვიანებ.

- დააგვიანებ და დაემშვიდობე, მოგიხსნი სტიპენდიას! - მემუქრებოდა ბატონი საშა. მაშინ სტუდენტისათვის სტიპენდია, განსაკუთრებით რაიონებიდან ჩამოსულთათვის, ყოფნა-არყოფნის ტოლფასი იყო და ყველა ვცდილობდით, როგორმე არ დაგვეგვიანა, რომ ბატონ საშას თავისი მუქარა მართლა არ შეესრულებინა. მახსოვს, ერთხელ ერთ ქუთაისელს როგორ დაემუქრა:

- ქუთეისი, მოგიხსნი სტიპენდიას!

- არ მაქვს, პატივცემულო! - ნიშნისმოგებით და ღიმილით შეეპასუხა ქუთაისელი.

- დაგინიშნავ და მოგიხსნი! - თავისი პრინციპიდან არ გადაუხვია ბატონმა საშამ და რაც შეჰპირდა, მართლა შეასრულა.

ქუთაისელმა ბატონი საშასათვის სამაგიეროს გადახდა მოინდომა და თავისი თანაკურსელი აიყოლია. ბუტაფორიული საამქროდან თავისი სპექტაკლისათვის გამზადებული კუბო, სასახლეს რომ ეძახიან (ზოგისთვის მართლა რომ სასახლეა და ზოგისთვის მართლა კუბო) თავიანთ აუდიტორიაში შეიტანეს, შიგ ქუთაისელი სტუდენტი ჩაწვა, გულზე ხელები დაიკრიფა და ასე დაელოდნენ ლექციის დაწყებას. დაირეკა ზარი, იმათ აუდიტორიის კარი ჩვეულებისამებრ შეაღო ბატონმა საშამ, დაითვალა სტუდენტები და იკითხა:

- სადაა, ქუთეისი?

- მოკვდა, პატივცემულო! - ტირილი მორთეს ქუთეისის თანაკურსელებმა.

ბატონი საშა შეცბა:

- როდის?! როგორ?! რა დემართა?! - კითხულობდა შეშფოთებული.

- ლაღიძის წყლის დასალევად იყო შესვენებაზე გადასული, რუსთაველის პროსპექტი გადმოირბინა და მანქანამ დაარტყა. იქვე დალია სული და ეს-ესაა ჩავასვენეთ - ფარდის უკან სასახლში ჩასვენებული ქუთეისი აჩვენეს სტუდენტებმა და ერთხანს ტირილი შეწყვიტეს; ყველას აინტერესებდა შემდეგი სცენა. ბატონი საშა თავზე დაადგა ქუთეისს და ეჭვით მიმოიხედა. მერე დაბალ ხმაზე წამოიწყო:

- ქუთეისი!

ქუთეისი წევს, არ ინძრევა, არც სუნთქავს, გულზე ხელები აქვს დაკრეფილი.

- ქუთეისი, ადექი ზეზე! - ცოტა ხმას აუწია ბატონმა საშამ. ქუთეისმა უფრო შეიკრა სუნთქვა.

- ქუთეისი ადექი ზეზე! - ქუთეისი არ ინძრევა.

- ქუთესი, ადექი თორემ ისევ დაგინიშნავ და ისევ მოგიხსნი სტიპენდიას.

ქუთეისი არ ჩუჩუნებს.

ბატონმა საშამ ჩაიმუხლა, სასახლეში მწოლიარეს გულზე ყური დაადო, ჯერ თავზეწამომდგარ სტუდენტებს ახედა, მეტე ქუთეისს ყურში უჩურჩულა:

- ადექი, შე ღვთის უბედურო, თორემ ემანდ მართლა არ გაიგუდო და მერე მე კი არა, ღმერთიც ვეღარ დაგინიშნავს სტიპენდიას.

„მკვდარი“ სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე.

ბატონი საშა მშვიდად გავიდა აუდიტორიიდან. იგი ჩია ტანის კაცი იყო, ასაკი არ ეტყობოდა, მე მგონი, თეატრალური ინსტიტუტის დაარსების დღიდან აქ იყო და მთელი ამ ხნის მანძილზე რუსთაველის პროსპექტზე მოსეირნე ხალხი ხშირად გაკვირვებულნი უყურებდნენ, სასტუმრო „თბილისის“ ქვეშ მდებარე სახინკლედან როგორ ფაცხაფუცხით მიჰყავდა ქუჩაზე გოლიათები: ხან ბატონი დოდო აბაშიძე, ხან ზურა ქაფიანიძე და რა ვიცი, სავსე იყო გოლიათებით ინსტიტუტი. ვინც არ იცოდა, ვინ იყო ბატონი საშა, გაკვირვებული იყო ამ სანახაობით, ვერაფერი გაეგოთ, რატომ ეშინოდათ ამ გოლიათებს ასეთი ჩია ტანის კაცისა, მაგრამ ათეული წლების მანძილზე მეორდებოდა ასეთი სცენები და ბევრმა უკვე იცოდა, რაც ხდებოდა.

ერთხელ, ის-ის იყო გავცდი ოპერის შენობას, რომ ჩემი თანაკურსელი, კარგად მოსული, თეძოებიანი გოგო წამომეწია, შეშინებულმა ხელკავი გამომდო და წამჩურჩულა: ჩქარა, ზარი უკვე დაირეკა, საშა მოგვდევს უკან.

ფეხს ავუჩქარეთ.

უკნიდან გვესმის ბატონი საშას კომენტარები:

- მეცხვარე, ისევ დააგვიანე, არა?

- არ მიიხედო, ვითომ ვერ ვხედავთ, - წამჩურჩულა გოგომ.

- ვითომ არ ესმით. ეს კიდე, ნახე, ნახე, როგორ მიაქანავებს! - გვეწევა ბატონი საშა. ჩემი თანაკურსელი აღშფოთებული სახით მიუბრუნდა და წინ გაუჩერდა.

- ჩანთას, გოგო, ჩანთას, - დაუყვავა ბატონმა საშამ და მერე სამივემ ერთად ავუჩქარეთ ნაბიჯს.

იმ დღეს გადავრჩი, რომ სტიპენდია არ მომიხსნა, მაგრამ ერთი კვირის მერე, ისევ ოპერის თეატრთან მომესმა ჩვენი ინსტიტუტიდან ზარის ხმა.

- მეცხვარე ისევ არ იშლი დაგვიანებას, არა?! - უკნიდან ბატონი საშას ხმა გავიგონე.

მივიხედე. მართლა ისაა. რა ვიცი, ამ ბოლო დროს თვითონ რატომ აგვიანებს. ეტყობა ავადაა და მაინც დადის სამსახურში, თავს არ უტყდება. ელდანაცემი გავიქეცი ინსტიტუტისაკენ. ძირს არ ვიხედები, მეშინია, არ დამეწიოს და აუდიტორიაში მინდა დავხვდე შემოწმების დროს. ის-ის იყო, მივაღწიე ინსტიტუტის შესასვლელს, რომ უცებ ასფალტი ჩაინგრა და მიწაში ჩავვარდი. ეტყობა, ამ ადგილას გამდინარე წყლებია და რუსთაველის თეატრის შენობაც, რომელიც ჩვენს ინსტიტუტს ეკვრის, იმან დააზიანა. ცოტა ხნით გონება დავკარგე, მერე ბატონი საშას ხმა შემომესმა:

- მეცხვარეე!

ავიხედე: ქვევრის პირივით პირმორღვეულ ასფალტს ზემოთ ბატონი საშა ჩამომჩერებია:

- რა გინდა მანდ?! მიწის ზემოთ არ გეყო გაცდენები და ახლა მიწაშიც მემალები, არა?! ამოდი ზემოთ! ამოდი ჩქარა!

მე წამოვიწიე, მაგრამ ღონე არ მყოფნის, ისე ვარ გაოგნებული.

- არ ამოდიხარ, ხომ? დამაცა, მოგიხსნი სტიპენდიას და იჯექი მანდ მეორედ მოსვლამდე, აღდგომას დაელოდე. მე შენ გიჩვენებ, როგორ უნდა სტიპენდიის მოხსნა! - ორმოში მესმოდა ბატონი საშას მუქარა, რომელიც უკვე ინსტიტუტში შევიდა.

ვიჯექი ბნელ ორმოში და ვფიქრობდი, ეს რა იყო?!

რა დამემართა?!

ან ეს ორმო საიდან გაჩნდა, მაინცდამაინც ახლა... ბედი არა მაქვს და ეგ არის... ახლა კი მართლა მომიხსნის სტიპენდიას და რა მეშველება. სახლიდან ვინ რას გამომიგზავნის, თვითონაც უჭირთ. რას ავიტეხე ეს კინო და თეატრალური ინსტიტუტი, ვყოფილიყავი მართლა მეცხვარე. ყველაფერი იმის ბრალია, ვინც პირველად კინო მოიტანა გუდამაყარში. მაშინ მესამე კლასში ვიყავი, მთელ ხეობაში გავარდა ხმა, კინო მოიტანეს, ამ საღამოს უჩვენებენო, აუარება ხალხი შეგროვდა სკოლის შენობასთან, რომლის ერთ კედელზეც თეთრ ზეწრებს კიდებდნენ ეკრანის სანაცვლოდ. დაღამებას ელოდებოდნენ, სიბნელეში უფრო კარგად გამოჩნდებაო. ერთმა ჩვენებურმა კაცმა შეგვაშინა, კინოს კი ნახავთ, მაგრამ თავიდან ფრთხილად თუ არ იყავით, კინოს ისეთი მჭახე ხმა აქვს, შეიძლება ყურის ბარაბნები დაგიხეთქოთ და დაყრუვდეთ.

ჩვენ შევშინდით.

- ნუ გეშინიათ, მე წინ დავდგები, ყურებში თითებს გავიკეთებ და თქვენც გაიკეთეთ, მერე მომენტს შევურჩევ, როცა დაბალ ხმაზე ილაპარაკებენ, ნელ-ნელა გამოვწევ თითებს და თქვენც ასე ქენით, ნელ-ნელა შეეჩვიეთ.

ყველამ თითები გავიკეთეთ ყურებში.

ჩამობნელდა.

დაიწყო კინო.

დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, კინაღამ გადავირიე ამ არაჩველებრივი სანახაობით. ვხედავ, ჩვეულებრივად დადიან იმ უჩვეულო მეორე სამყაროში ადამიანები, ლაპარაკობენ... მივიხედ-მოვიხედე, ყველას გამოღებული აქვს ყურებიდან თითები და გულიანად იცინიან. მეც მინდა მოვისმინო, რას ლაპარაკობენ კინოში, მაგრამ დაყრუებისა მეშინია. მერე ჩემთვის გადავწყვიტე, მოდი, რაც იქნება, იქნება, ჯანდაბას, ერთი ყურით დავყრუვდები, ოღონდ მოვისმინო, რას ლაპარაკობენ, რაზე იცინის ეს ხალხი, მაგრამ კარგა ხანს იმაზე ვიჭოჭმანე, რომელი ყური გამეწირა, მარჯვენა თუ მარცხენა. ბებიაჩემის ნათქვამი გამახსენდა: კაცს რასაც მარცხენა ყურში ეშმაკი ჩასძახებს, მიდი, ასე-ასე გააკეთე, ასე-ასე ქენიო, მარჯვენაში კეთილი ანგელოზი ელაპარაკება და ჭკვაზე არიგებს. რაკი ასეა, მარცხენა ყურიდან გამოვწიე თითი და ეკრანიდან ძახილი გავიგონე: გოდერძი! გოდერძი, შვილო!

ვაი!

მიცნო!

მე მეძახის! - გამიკვირდა მე, რა ვიცოდი, რომ ჯარისკაცის მამა თავის შვილს ეძახოდა. იმ დღიდან მოვიწამლე კინოთი და სხვა საქმეა, რა გადამხდა და როგორ ჩავაბარე ინსტიტუტში, როგორ დავწერე კინოს გარჩევის ნაცვლად ლექსი, რაკი რუსული არ ვიცოდი და გამოცდაზე რუსული ფილმი გვაჩვენეს. ვერაფერი ვერ გავიგე და შემრცხვა, ცარიელ ფურცლებს ხომ არ ჩავაბარებდი, ლექსი დავწერე: ირემზე, რომელიც ბარად ჩამოვიდა და დაჭრეს, არწივზე და მგონი კიდევ შვლის ნუკრიც შევურიე შიგ - ყველა ამათგანში კი ჩემს თავს ვგულისხმობდი.

სწორედ ამ ლექსმა გადაწყვიტა ჩემი ბედი.

გამიყვანეს მეორე გამოცდაზე. მოდიოდნენ ჩემს სანახავად: მთიდან ვიღაც პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოსულა და კინოფილმების გარჩევას გამოცდაზე ლექსადა სწერსო. ერთი დარბაისელი კაცი შემოვიდა, გამომკითხა, ვინა ვარ და საიდანა ვარ. მოვუყევი, რატომ მიყვარს კინო. მერე იმ კაცმა მხარზე ხელი დამადო და მითხრა: შვილო, მიგიღებთ, ოღონდ ჩემი თხოვნა იქნება, თბილისმა არ გაგაფუჭოს!

წავიდა ის კაცი. მერეღა გავიგე, რომ ინსტიტუტის მაშინდელი რექტორი იყო. აი ახლა, ინსტიტუტის წინ ფეხქვეშ ასფალტი ჩამენგრა, ვზივარ იმ ორმოში და თან იმ კაცის ხმა მესმის, თან საშას მუქარა, რომ მომიხსნის სტიპენდიას.

რა ვქნა, ჰა?

ამოვფოფხდი მაღლა და დარდიანი შევედი ინსტიტუტში.

მერეც დარდიანი დავდიოდი, ვიცოდი, შემისრულებდა ბატონი საშა დანაპირებს.

დადგა სტიპენდიების გაცემის დღე.

მე, რა თქმა უნდა, სალაროსთან არ მივსულვარ, მაგრამ ჩემმა თანაკურსელმა მითხრა, მოლარე გეძახისო. გულში იმედი ჩამესახა. ორმოცი მანეთი მქონდა, რაკი ოთხები მეწერა საგამოცდო მატრიკულში. ხუთოსნებს ორმოცდაათ მანეთს აძელვდნენ. ახმეტელის სახელობის სტიპენდიანტებს - სამოცს, მარჯანიშვილისას - ოთხმოცს, ხოლო ლენინურ სტიპენდიანტებს - ას მანეთს.

- ჩოხელო, რატომ არ იღებს სტიპენდიას, ჰა? - გამიღიმა მოლარემ.

- აღარა მაქვს, მომიხსნა ბატონმა საშამ.

- მოგიხსნა კი არა, მოგიმატა, აჰა - მომაწოდა ფული მოლარემ.

დავითვალე და ასი მანეთია. სამოცს უკან ვუბრუნებ, შეგეშალათ-მეთქი.

- არაფერიც არ შემეშალა, ბატონმა საშამ ლენინური სტიპენდია დაგინიშნაო - ისევ გამიღიმა მოლარემ.

წამოვედი გახარებული. რესტორან „თბილისში“ მაშინ კაცი ათი მანეთი ჯდებოდა.

მერე გავიგე, როცა ბატონმა საშამ ჩემზე ითხოვა ლენინური სტიპენდია დავუნიშნოთო, პროფესორ-მასწავლებლებს გაკვირვებით უკითხავთ, კი მაგრამ რა დამსახურებისთვისო?!

- ამ ხნის კაცი ვარ და ჯერ არ მინახავს, რომ ამოდენა თბილისში, ამდენი ხალხი რომ მიდი-მოდის, ვინმეს ფეხქვეშ მიწა ჩანგრეოდეს და მიწაშე ჩავარდნილიყოს. მაინცდამაინც მაგ საწყალ მთის ბიჭს ჩაენგრა ფეხქვეშ მიწა და ვინ იცის, რა შიში ჭამა. ეს ჩემი პირადი თხოვნაა თქვენდამი, რომ დავუნიშნოთ ლენინური სტიპენდია, - ასე უთხოვია მათთვის ბატონ საშას, ახლა უკვე ჩემს ძია საშას. კომკავშირის „ცეკელებისაგანაც“ ძია საშამ დამიხსნა. რაკი ლენინური სტიპენდიანტი ვიყავი, უნდოდათ დავალებები მოეცათ და ინსტიტუტში მომადგნენ წასაყვანად.

- ვერ გამოვუშვებ! - მკაცრად განუცხადა ძია საშამ.

- რატომ?! - გაუკვირდათ იმათ.

- რეპეტიციები აქვს, როლს თამაშობს.

- რა როლს? - დაინტერესდნენ.

- მეცხვარის როლს! - არ დაიბნა ძია საშა.

- რა პიესაა?

- აღდგომა! - ეს სიტყვა რატომღაც დამარცვლით უთხრა ძია საშამ.

ისინი ნაწყენი სახეებით წავიდნენ.

ძია საშაც წავიდა ამ ქვეყნიდან - და ახლა, როცა ძალიან მომენატრება, სულეთის ქვეყნისაკენ მივაპყრობ ხოლმე გულისყურს და მაშინ, თითქოს ცხადში, ისე ვხედავ ძია საშას: თან მიღიმის, თან თითს მიქნევს და რაღაცას მეძახის მკაცრი ტონით იქიდან. ალბათ მაიმედებს - ყოჩაღად იყავი, ჩემო მეცხვარე ბიჭო, არ ჩაუმუხლო წუთისოფელს!

- და მისი შემხედვარე, მეც იმწუთას ვმხნევდები, აღარ მეშინია, რომ კიდევ ჩამენგრევა ფეხქვეშ მიწა; ვიცი, თუ ასე მოხდა, ჩემი ძია საშა იმდენს შესძლებს, იქიდანაც მოახერხებს და მისი სულის ნათელი დამეხმარება აქ, თანაც მჯერა მთელი სულით და გულით, მთელი ჩემი არსებით მჯერა იქნება, იქნება, აუცილებლად კიდევ იქნება აღდგომა.




--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Mar 12 2008, 12:19 AM
პოსტი #90


დაურეგისტრირებელი









ana-bana
ეს მაგარი მოთხრობაა
ძალიან მაგარია
ბედნიერებაა...
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Mar 14 2008, 11:08 PM
პოსტი #91


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



ქავთარაძე
მეც ძალიან მომწონს smile.gif


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Apr 1 2008, 12:20 AM
პოსტი #92


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ციტატა
ძალიან რთული ოპერაცია სჭირდებოდა, რომელიც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, მხოლოდ ამერიკაში თუ გაუკეთებდნენ.. საწყალი ამ თანხებს ელოდებოდა, იქნებ ვინმემ გადმომირიცხოსო და ამასობაში გარდაიცვალა

sad.gif sad.gif sad.gifმართლა ცრემლი მომადგა თვალზე sad.gif


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Apr 1 2008, 12:52 AM
პოსტი #93


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



მოლოდინი

-ასე მგონია ვიღაც უნდა შემხვდეს.
-ვინ უნდა შეგხვდეს?
-არ ვიცი...
-მაშინ რატო გგონია?
-იცი?მე ის მიყვარდა
-როდის?
-მეც არ ვიცი როდის.ალბათდიდი ხნის წინ
-მაინც?
-სანამ დავიბადებოდი..
-ვერ გავიგე
-შეიძლება დაბადებულიც ვიყავი,მაგრამ სხვაგან.მე ის მიყვარდა და ეხლაც მიყვარს.სულ მას ვეძებ
-რომ არ შეგხვდეს?
-ეგეც შეიძლება
-უცოლოდ ხო არ დარჩები?მოიყვანე ვინმე
-ვინ?
-არ ვიცი,ვინმე
-არა,არა ეგრე როგორ მოვიყვანო?!
-ის რომ არ შეგხვდეს?
-რომ მიყვარს?
-ეგეთი სიყვარული არ გამიგონია.არც
იცნობ,არც გინახავს და მაინც გიყვარს?
-ჰო,მიყვარს
-იქნებ არ გიყვარს?
-მაშრატო მგონია რომ,რომ უნდა შემხვდეს?!
-იქნებ სიზმარში ნახე?
-არა,სხვაგან ვნახე სადღაც
-გარეგნობა გახსოვს როგორი აქვს?
-არა,არ მახსოვს
-მაშ,როგორ უნდა იცნო?
-ვიცნობ,ვიცი რომ ვიცნობ,არ შეიძლება რომ არ ვიცნო


-არ შეგხვდა?
-არა
-მერე?
-რა მერე?
-არ მოიყვანე ცოლი?
-არა
-რამდენი წლის ხარ?
-66
-კიდევ გიყვარს?
-კიდევ...
-იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი?
-ჰა?
-არა,არაფერი

გოდერძი ჩოხელი


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Apr 4 2008, 10:02 PM
პოსტი #94


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638





ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ




1
- უკაცრავად, თქვენი სახელი?
- გოჩა.
- გვარი?
- ჩოფიკაშვილი.
- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
- თექვსმეტის.
- შეყვარებული თუ გყავს?
- შეყვარებული?
- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
- რავი აბაა!
- რა ჰქვია?
- ვის?
- შენს შეყვარებულს.
- არ ვიცი.
- როგორ, სახელი არ იცი?
- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .



2
- მართა პირველი.
- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
- მართლაა!
- ძალიან მომწონს.
- უი, დიდი მადლობა.
- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?
- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?
- არა, მე გათხოვილი ვარ!



3
- თქვენი სახელი?
- ჩემი?!
- დიახ.
- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.
- თქვენ რომელი გირჩევნიათ?
- მეე, ნიკო.
- რა გვარი ბრძანდებით?
- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.
- ცოლ-შვილი გყავთ?
- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.
- რას იტყვით, რა არის სიყვარული?
- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?
- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?
- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!
- ხომ ნახულობ?
- არა, ალიმენტ უგზავნი.



4
- რომელ კლასში ხარ ლადო?
- მეოთხეებში გადავდივარ.
- რა ნიშნები გყავს?
- რავიიი!
- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?
- ორებს კი არა, ისაა.
- მაშ, რა ნიშნები გყავს?
- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.
- რა გვარი ხარ?
- წიკლაური.
- შეყვარებული ხომ გყავს?
- შეყვარებული არა, ისაა!
- მე რომ მითხრეს ჰყავსო?
- არაფერიც.
- შენი კლასელია?
- ვინა?
- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.
- არავინაც არ მიყვარს.
- მე რომ მითხრეს?
- რა გითხრეს?
- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.
- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.



5
- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.
- რა ასაკი.
- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.
- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .
- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.
- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?
- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.
- მერე?
- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.
- რატომ, არ გიყვარდათ?
- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?
- მაინც?
- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?
- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?
- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?
- გააჩნია, რა შემთხვევაში.
- ხომ გითხარი?
- რა მითხარით?
- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.
- შერიგებას არ აპირებთ?
- ვისთან, იმასთან?!
- უკაცრავად.
- არაფერზე.
- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?
- ვისზე ამბობთ?
- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ჩამოვიდოდა ჯარიდან.
- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.
- მერე რა უთხარით?
- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანამდე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.
- მერე რა გაარკვიეთ?
- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.
- და ვეღარ შეხვდით?
- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.
- არ მოვიდა?
- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.
- და აღარ გჯერათ?
- არავითარ შემთხვევაში.
- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?
- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.



6
- ბებოო?
- რაო, შვილო?
- სიყვარული რა არის?
- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!



7
- ჩემი სახელია აპოლონი.
- გვარი?
- მღებრიშვილი.
- სად მუშაობთ?
- იქ.
- სად იქ?
- ნუ, რა საჭიროა?
- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?
- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.



8
- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი. არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს. არ მწამს და მამკალ, აჰა!



9
მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
ასე არ არის, მკითხველო?
სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?
ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას. და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:
- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xatuna
პოსტი Apr 9 2008, 11:59 PM
პოსტი #95


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 269
რეგისტრ.: 3-September 06
წევრი № 139



გოდერძი ჩოხელის საფლავი

http://bin.ge/file/156764/SPA55622.jpg.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Apr 10 2008, 02:16 PM
პოსტი #96


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638





გოდერძი, ძმაო!
ეძღვნება გოდერძი ჩოხელის ხსოვნას.

გოდერძი, ძმაო, მცნობელო, მთა-ბარის ბუნებისაო
მესაიდუმლევ პირიმზის, განმგრძობო ვაჟას გზისაო
თვალზე ცრემლსა მგვრი, გული დუღს, მიიღე ლოცვა დისაო!
დუხჭირი წუთისოფელი შემთხზველი მრავალზნისაო,
მოჯარებული გებრძოდა, მბლანდველი ზიანისაო...
შენს სისპეტაკეს, სიწმინდეს, ანკარა წყარო მთისაო,
ვერაფერი ვერ დააკლო, მტვირთველი იყავ ჯვრისაო!
მოგბღავის შენი ბატკანი, სანთელ-საკმევლის გზისაო,
უფალს ვთხოვ, ცოდვა შეგინდოს, ამ წუთისოფლის დღისაო!

ცინარი-მარიამ ხმიადაშვილი

18.11.2007 წ.





--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი May 24 2008, 04:10 AM
პოსტი #97


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650




ნიკოლოზი
უცნაურია დროის მსვლელობა. რაც ერთ დროს კანონად და დოგმად ითვლება, რამდენიმე ხანში მთლიანად კარგავს თავის ძალას და სასაცილოც კია, თუმცა ყოველი მონაკვეთი ისტორიისა თავის დროზე ამტკიცებს თავის სიმართლეს და ერთადერთობას, თანაც ცდილობს თვითდამკვიდრებას.

ყაზბეგში, ერთ-ერთი ფილმის გადაღებისასა, გადამღები ჯგუფის შემოქმედებით კოლექტივს ერთიმეორეში ჩხუბი მოუვიდა.

რეჟისორი ამტკიცებდა, რომ გადასაღები სცენის დროს ხევისბერს უნდა გამოებრძანებინა თამარ მეფის ან რომელიმე ქართველი ერისკაცის სურათი.

მხატვარი სხვა აზრისა იყო. მას საჭიროდ მიაჩნდა, რომ ამ შემთხვევაში ქრისტეს, წმინდა გიორგის ან რომელიმე მთის სალოცავის ხატი უნდა გამოებრძანებინა ხევისბერს.

სცენარის ავტორი საბრძოლო დროშას მოითხოვდა (თუმცა მთლად ავტორი არ იყო, ავტორად ითვლებოდა).

რომ ვერ შეთანხმდნენ, გაიკითხეს ხალხში და იმათ უკვე აღარაფერი იცოდნენ ძველი დროის შესახებ. ბოლოს ხალხმა ერთი ბებერი მოხევე გაიხსენა, სახელად ახალა.

ახალა ას წელს გადაცილებული იყო. კარგა ხანი იყო, რაც ლოგინად ჩავარდნილს მზის სინათლე აღარ ენახა. თვალადაც აკლდა ახალას, სმენაც ღალატობდა.

- ახლავე! - ჩასძახა მეზობელმა მოხევემ.

- რაი? - ამოიჩიფჩიფა ახალამ.

- ძველი დრო გახსოვს?

- აბაიმე, რად არ მეხსომება?! - გაიკვირვა ახალამ.

- აემეების ერთი რაიმ აინტერესებს ძრიალ, - კინოს ხალხზე მიუთითა მოხევემ ახალას.

- რაი? - იკითხა ახალამ.

- თაოდ გეტყვიან...

ახალაი მოემზადა, ხელი მიიდო ყურთან.

- სკითღეღა, - თქვა მოხევემ.

- მოკვეთის დროს ხევისბერი რო დაარისხებდა, ის თუ გახსოვს? - ჩაჰყვირა რეჟისორმა ახალას.

- ჰაი, ჰაი, რო მახსოვს, - დაიჩიფჩიფა ახალამ.

- დარისხების დროს ეკლესიიდან რამე ხატს გამოაბრძანებდა ხოლმე ხევისბერი? - ჩაჰკითხა რეჟისორმა.

- ჰაი, ჰაი, რო ხატსა! - თქვა ახალამ და პირჯვარი გადაიწერა.

- მერე და ვინ იყო იმ ხატზე გამოსახული?

- როგორ თუ ვინა? - გაიკვირვა ახალამ.

- თამარ მეფე თუ დავით აღმაშენებელი?

- ეეე, შენ რას კარნახობ, თვითონ თქვას, - გაბრაზდა მხატვარი.

- იტყვის, როგორ არ იტყვის, - თქვა იქ მყოფმა ახალგაზრდა მოხევემ და ახალას ჩასძახა:

- თქვი, ძიავ, თქვი.

- რაი ვთქო? - დაავიწყდა ახალას.

- ხატზე ვინ ეხატა?

- როგორ თუ ვინა? - ისევ გაიკვირვა ახალამ.

- ძიავ, ვინ ეხატაო, ვინაო?

- ნიკოლოზი, - თქვა ახალამ.

- ვინაა! - ახლა რეჟისორმა ჰკითხა.

- ნიკოლოზი! - ისევ გაიმეორა ახალამ.

მერე დუმილი ჩამოვარდა.

ახალაი გაკვირვებით ათვალიერებდა „ახალ ხალხს“, რომელთაც ძლივს ხედავდა.

ისე კი, დიდი სურვილი ჰქონდა დაენახა, რა ხალხი იყო, რომელთაც არ იცოდნენ, რომ ხატზე ნიკოლოზი ეხატა.

რომ ვერ გაარჩია მის გარშემო მყოფნი, ეტყობა, თავი სიზმარში ეგონა და ხელი ჩაიქნია.

მერე კედლისაკენ გადაბრუნდა.

ვერ გაიგებდი, ვის ან რას შეაქცია ზურგი.




--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mar!
პოსტი Jun 16 2008, 09:51 PM
პოსტი #98


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 16-June 08
წევრი № 5,103



წახვედი...წაგყვა ჩემი სულიდან
თმააწეწილი ფიქრების გორი,
წახვედი,ახლა ისე შორი ხარ,
როგორც ცა არის ცაზედაც შორი.

რა დამრჩენია ამ საწუტროში,
შენს გარდა სხვა ვინ დავიმახსოვრე,
მეპატიება რომ სადმე შეგხვდე
და დიდხანს თვალი ვერ მოგაშორო..

წახვედი...დავრჩი აწეწილ ცაზე,
მოწყურებული უწყალო ქორი,
რა ეშველება ამ დედამიწას??
ცა არის შორი,შენზედაც შორი!


--------------------
გიყვარდეთ გულით...და ნუ გეშინიათ...დამსხვრეული ოცნებების ნარჩენებით ბავშვები იმედების კოშკებს აგებენ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jul 1 2008, 07:11 PM
პოსტი #99


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



თოვლი

საოცარია,
გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,
დაიძინეს და
ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ.


wub.gif


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Sep 29 2008, 08:46 PM
პოსტი #100


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



დღეს დაბ დღე აქვს user.gif


ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო,თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 12:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი