IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან, პატრიარქის ქადაგება
იოანა
პოსტი May 21 2007, 01:39 PM
პოსტი #1


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა[1] საწამებლად, რაჲთა[2] ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,

და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ"[3],

და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,

და ესე არს ოთხი დღჱ [4], და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა [5].

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,

და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი [6] წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ [7], ესე წილი ანბანისაჲ.


_________________________________________

1 მესიისა , 2 რათა , 3 დღჲ , 4 დღეჲ , 5 მამისაჲთა , 6 ას ოთხი , 7 ას ოთხი ესე წელი, და ... (ზოგიერთ ხელნაწერში ასეთი ვარიანტებიც გვხვდება)



უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან

სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი...

უამრავი საიდუმლოებით არის მოცული ადამიანი. ბევრი რამ არ ესმის მის გონს, ბევრს ვერ გრძნობს მისი გული. მაგრამ ადამიანი არის ხატება ღვთისა, არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა. კურთხეულია ქართველი ერი, საქართველო. ღვთის მადლითაა კურთხეული ქართული ენა.

დიდი საიდუმლოებით მოცულია სიტყვები, რომელიც გადმოგვცა ჩვენმა დიდმა წინაპარმა იოანე-ზოსიმემ. ამ სიტყვებში სწერია:

დამარხულ არს ენაჲ ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად,
რაჲთა ყოველსა ენასა
ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ
მძინარე არს დღესამომდე,
და სახარებასა შინა ამას ენასა
ლაზარე ჰრქჳან!


ვინ დააკავშირა ერთმანეთთან მართალი ლაზარე და საქართველო? რა არის საერთო ლაზარესა და ქართულ ენასა შორის? ვინ იყო ლაზარე?

ჩვენ ვიცით, რომ ლაზარე იყო ძმა მართასი და მარიამისი. ვიცით ისიც, რომ ლაზარე ცხოვრობდა ბეთანიას, რომ იგი უყვარდა მაცხოვარს. და აი, ამცნეს მაცხოვარს, რომ ლაზარე ავადაა...

„უფალო, აჰა, რომელი იგი გიყუარდა, სნეულ არს“. (იოანე 4, 3)

„ვითარცა ესმა ესე იესოს, თქუა: ესე უძლურებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძჱ ღმრთისაჲ მისგან“ (იოანე 11, 4). და არ ჩქარობს მაცხოვარი წასვლას. რატომ? იმიტომ, რომ უნდა მოხდეს უდიდესი სასწაული - ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა. ამან კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, თუ ვინ არის მაცხოვარი. ბოლოს იგი მაინც ემზადება ბეთანიას წასასვლელად. სულ რამდენიმე დღის წინ ებრაელები მას უმუქრებოდნენ სიკვდილით და მოციქულები სთხოვენ, არ წავიდეს იქ. „მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა?“ (იოანე 11, 8).

და აი, ამ დროს თომა მოციქული (ვისი თავის ქალაც, როგორც დიდი სიწმიდე, ჩვენს სიონის ტაძარში ასვენია) მიმართავს მოციქულებს და ეუბნება: „წავიდეთ და ჩვენც მოვკვდეთ მასთან ერთად“.

შეხედეთ თომას, რომელსაც უწოდებენ ურწმუნოს, რომელიც თითქოს შეორგულდა იესო ქრისტეს აღდგომაში! ეს თომა მიდის იუდეაში, რომ მასთან ერთად მოკვდეს. შემდეგ მოდის ხმა ბეთანიიდან, რომ ლაზარე მოკვდა. მაცხოვარი მიმართავს მოციქულებს და ეუბნება - „ლაზარემ დაიძინა“. მოციქულები ვერ ჩაწვდნენ მაცხოვრის სიტყვების აზრს და პასუხობენ: „ლაზარემ თუ დაიძინა, ის განიკურნება, უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხოვნდეს“ (იოანე 11, 12). ისინი გულისხმობდნენ, რომ ძილი არის ნიშანი ჯანმრთელობისა; მაგრამ მაცხოვარი ამბობდა სხვა ძილზე - სიკვდილზე.

და წავიდა ბეთანიას უფალი. მაშინ მიეგება მას ტირილით ლაზარეს დაჲ მართა და უთხრა: - „უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი“ (იოანე 11, 21) შენ რომ აქ ყოფილიყავ, ჩემი ძმა არ მოკვდებოდაო. მაცხოვარს სურს, ჩაუნერგოს მართას რწმენა და ეუბნება მას: - გრწამს, რომ მე შემიძლია აღვადგინო ლაზარე? გრწამს, რომ მე ვარ ქრისტე? - „ჰე, უფალო, მრწამას, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა, მომავალი სოფლად“. - პასუხობს მას მართა. - „ჰრქუა მას იესუ: აღსდგეს ძმაჲ შენი.

ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა.

რქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომა და ცხოვრებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღა-თუ-კუდეს, ცხოვნდესვე.

და ყოველი, რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე - გრწამს ესე?

ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად.“ (იოანე 11, 23-27).

მაცხოვარი შედის ბეთანიას. მას ხვდება მეორე დაჲ ლაზარესი - მარიამი; ისიც ტირილით, ისიც ამავე სიტყვებით, შენ რომ აქ ყოფილიყავ, ლაზარე არ მოკვდებოდაო. მაცხოვარი მიდის ლაზარეს საფლავთან. ის უკვე შესვენებულია გამოქვაბულში, საფლავზე მიდგმულია ქვა. არავითარი ნიშანი არ ჩანს ლაზარეს სიცოცხლისა, მაცხოვარს ეუბნებიან, რომ ლაზარე არის ოთხი დღის მკვდარი და უკვე ყარს. ამ დროს უფალი იესო ქრისტე მიმართავს მამაზეციერს. - მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი, და შემდეგ დიდი ხმით დაუძახებს: - „ლაზარე, გამოვედ გარე“. მართლაც წამოდგა ლაზარე და გამოვიდა, გამოვიდა შეკრული, მიცვალებულის სამოსელით შემოსილი. მაცხოვარმა უბრძანა, რომ მოეხსნა ეს სამოსელი. ლაზარე აღდგა, ლაზარე გაცოცხლდა. „და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელითა და ფერხითა სახუეველითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდეს“ (იოანე 11, 43-44). და ცნობილია ისტორიიდან, რომ ლაზარე შემდეგ ყოფილა კრიტეს ეპისკოპოსი და იქვე გარდაიცვალა.

მე მქონდა ბედნიერება, როცა გახლდით იერუსალიმში, მივსულიყავი იმ ადგილზე, სადაც იყო დასვენებული ლაზარე. თაყვანი ვეცი იმ წმიდა ადგილს, სადაც უფალმა წარმოთქვა კურთხეული სიტყვები: - „ლაზარე, გამოვედ გარე“. ამას გვაუწყებს დღევანდელი სახარება. მაგრამ ამასთან ერთად, დღეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული - ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ.

„სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“.

ვინ იყო ის ჩვენი დიდი წინაპარი, ის კურთხეული ადამიანი, რომელსაც გამოუცხადა უფალმა, რომ „სახარებასა შინა ქართულსა ენასა ლაზარე ჰრქვიან“? ეს ჩვენთვის არ არის ცნობილი. იოანე-ზოსიმე, რომლის ხელნაწერითაც ამ ლექსმა, ამ საოცარმა სიტყვებმა ჩვენამდე მოაღწია, იყო მხოლოდ გადამწერი. ხოლო ავტორი, ვისაც გამოეცხადა ეს უდიდესი საიდუმლო, არ ვიცით. ვინ წარმოშვა ქართული ენა? ქართველმა ერმა წარმოშვა ქართული ენა, თუ ქართულმა ენამ წარმოშვა ქართველი ერი? ღვთის კურთხევით მათი შობა ერთად მოხდა. წარმოიშვა ქართული ენა და წარმოიშვა ქართველი ერი.

„და ესე ენაჲ
შემკული და კურთხეული
სახელითა უფლისაიჲთა,
მდაბალი და დაწუნებული,
მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა“.


რატომ მოელის? ეს ხომ არის ენა „შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა“... მაშ რატომღა სწერია, „მდაბალი და დაწუნებული“? ღვთის კურთხევით, ეს არის შემკული და კურთხეული, მაგრამ ვის მიერ არის დამდაბლებული და დაწუნებული? - მტრების მიერ, რომელნიც უძლურნი არიან საქართველოს წინაშე, უფრო სწორად, ღვთის კურთხევის წინაშე, რადგან მარჯვენა ღვთისა ჩვენს ქვეყანაზეა გადაფარებული, ჩვენს ერზეა და ეს მარჯვენა ლოცავს ქართულ ენას. რატომ მოელის ის „დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა“? იმიტომ, რომ მეორედ მოსვლის დროს უფალი ამით ენითა განსჯის ქვეყანას.

ჩვენ ვიცით, რომ მეორედ მოსვლის წინ დაეცემა სარწმუნოება; დაეცემა ზნეობა, აღარ იქნება სიყვარული. იქნება მტრობა, ღალატი. იშვიათად ნახავს ადამიანი ჭეშმარიტ მორწმუნეს. და აი, იმ დროისათვის, იმ სულიერი დაცემის დროისათვის, როცა თითქოს არავითარი სიკეთე აღარ ჩანს ქვეყანაზეო, რომ იფიქრებ, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის წინასწარმეტყველებით, ვისი საოცარი, სასწაულმოქმედი ხატიც ივერონის მონასტერში, ათონზე ქართველმა ბერებმა ზღვიდან ამოასვენეს, საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად ცნობილია და ჩვენ ვიცით, რომ X საუკუნეში ყოველივე ეს ხილვით ეუწყათ წმიდა მამებს ივერონის ქართველთა სავანეში; როცა მთელი ქვეყანა დაკარგავს რწმენას, სიყვარულს, სათნოებას, საქართველო გაბრწყინდება სარწმუნოებით, სიყვარულით, სიწმინდით, და როგორც ჯილდო, მიეცემა უფლება, რომ ქართული ენითა ამხილოს უფალმა მთელი ქვეყანა. აი, მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას ეს სიტყვები. მეორედ მოსვლის ჟამს, უფალი ამხელს ქვეყანას ქართული ენით.

იმის შემდეგ, როცა ცნობილი გახდა ეს დიდი საიდუმლო, იმის შემდეგ, როცა უფალმა გამოუცხადა ჩვენს წინაპარს, რომ „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“, იგი ზეიმობდა ქართული ენის დღესასწაულს - ლაზარეს შაბათს. მაგრამ ქვეყნის ავბედობამ, მისმა მძიმე წარსულმა წაშალა ეს კურთხეული და წმიდა ტრადიცია. დღეს კვლავ დადგა ჟამი და აღვადინეთ ეს დღესასწაული.

ღმერთმა დალოცოს ღვთივკურთხეული ქართველი ერი და ქართული ენა, ღმერთმა დალოცოს ჩვენი წინაპრები, - შოთა, სულხან-საბა, გურამიშვილი, ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, გოგებაშვილი და სხვანი, რომელნიც მძიმე ჟამს იცავნდნენ და ინახავდნენ ქართულსა ენას. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, ღმერთმა გააძლიეროს და აკურთხოს ქართული ენა, ამინ.

ლაზარეს შაბათი
13(26) აპრილი


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 21 2007, 02:22 PM
პოსტი #2


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



კარგია რო დადე.
გადაავლონ თვალი , შეიძლება ზოგი არ ეთანხმება ამას, რადგან "ქებაი და დიდებაი" ძალზე შინაგანი, მისტიური სწავლებაა და არაა დოგმატური საკითხი. და რაც მთავარია იგი ერთ "მცირე"ენას ეხება.
მაგრამ აქ იმდენი დამთხვევაა, რომ მხოლოდ ცივი გონებითაც რომ განსაჯო კაცმა , რაღაცას დაინახავ.



--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 21 2007, 05:11 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(ლეონტი @ May 21 2007, 02:22 PM) *

შეიძლება ზოგი არ ეთანხმება ამას,


არ ვეთანხმებიო ვერ ვიტყვი...მაგრამ ცოტა გაუგებარია...განკითხვის დროს უფალი ისაუბრებს კი? მეორედ მოსვლა და საყოველთაო სამსჯავრო არის უდიდესი საიდუმლო, რომლის შესახებ ზუსტად არავინ იცის...მე ვფიქრობ რომ ამას ან სხვა განმარტება აქვს, ან ეს არის უბრალოდ კეთილი სურვილები საკუთარი ქვეყნისთვის....თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა საქართველო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 21 2007, 05:46 PM
პოსტი #4


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ეკუმენისტი
ციტატა
არ ვეთანხმებიო ვერ ვიტყვი...მაგრამ ცოტა გაუგებარია...განკითხვის დროს უფალი ისაუბრებს კი? მეორედ მოსვლა და საყოველთაო სამსჯავრო არის უდიდესი საიდუმლო, რომლის შესახებ ზუსტად არავინ იცის...მე ვფიქრობ რომ ამას ან სხვა განმარტება აქვს, ან ეს არის უბრალოდ კეთილი სურვილები საკუთარი ქვეყნისთვის....თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა საქართველო



გუჯა, ქებაი და დიდებაის გამსახურდიას განმარტება წაიკითხე საინეტერესოა


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 21 2007, 06:46 PM
პოსტი #5


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(ეკუმენისტი @ May 21 2007, 05:11 PM) *

ან ეს არის უბრალოდ კეთილი სურვილები საკუთარი ქვეყნისთვის....თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა საქართველო smile.gif

ეს ვარიანტი რომ გამოვრიცხოთ ჯობია , მითუმეტეს თუკი ის ცრუ მესიანისტურ ამბიციებს გვიღვიძებს.
ზოგადად ეს საკითხი სრულიად საკაცობრიოა, რადგან ეს ენა ყველასია, რომელზეც იესო იმეტყველებს მეორედ მოსვლისას.
ანუ ლაზარე არის ქრისტეს მეგობარი.
რომელიც ეხლა მკვდარია , მაგრამ მეორედ მოსვლისას აღდგება.
და ის იქნება საყოველთაო ენა, ისე როგორც მის სიკვდილამდე იყო.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 22 2007, 03:18 PM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



გთავაზობთ მეორედ მოსვლის მოახლოებასთან დაკავშირებით გავხსნათ ქართული ენის შემსწავლელი კურსები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში!

შეეშვით კერძო აზრებს და ისწავლეთ თეოლოგია! ის რომ მეორედ მოსვლა და კაცობრიობის განკითხვა როგორ მოხდება დოგმატი არ არის უმეცრებაა, მოკლედ აქ დაწერას არ ვაპირებ, რადგან დაწერილია უკვე აქ: http://church.ge/index.php?showtopic=1019&st=220 და ვისაც რაიმე სერიოზული არგუმენტები აქვს იქ დაწეროს... და დაანებეთ პატრიარქის სახელით სპეკულირებას, არა ვართ კათოლიციზმში!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 22 2007, 03:27 PM
პოსტი #7


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(KAIROS @ May 22 2007, 02:18 PM) *

გთავაზობთ მეორედ მოსვლის მოახლოებასთან დაკავშირებით გავხსნათ ქართული ენის შემსწავლელი კურსები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში!

შეეშვით კერძო აზრებს და ისწავლეთ თეოლოგია! ის რომ მეორედ მოსვლა და კაცობრიობის განკითხვა როგორ მოხდება დოგმატი არ არის უმეცრებაა, მოკლედ აქ დაწერას არ ვაპირებ, რადგან დაწერილია უკვე აქ: http://church.ge/index.php?showtopic=1019&st=220 და ვისაც რაიმე სერიოზული არგუმენტები აქვს იქ დაწეროს... და დაანებეთ პატრიარქის სახელით სპეკულირებას, არა ვართ კათოლიციზმში!

მოდი რა ხარ თეოლოგი? მიხედე სენს საქმეს, აქ კი ნუ წერ ისეთ რამეებს რაც ამ თემას აბუჩად იგდებს.
ამ ფორუმის უმეტესობისთვის პატრიარქზე მეტი ავტორიტეტი არა, ხარ.
აქ არავინ სპეკულირებს, რაც ბრძანა უწმინდესმა იმაზე ვმსჯელობთ და საერთოდ ვისაც გვჯერა გაგვატარეთ.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი May 22 2007, 03:30 PM
პოსტი #8


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



მე რავიცი არც თეოლოგი ვარ და არც რამე ჯანდაბა biggrin.gif მაგრამ ერთი ეგ ვიცი მე რომ გავიგებ ისე იქნება ან ქართულად ანდა ღმერთს არ გაუჭირდება იმ ენაზე გადაგვრთოს რაზეც სურს smile.gif ანუ როდესღაც ყველა ხომ ერთ ენაზე ვსაუბრობდით მასე იქნება და მართლა რა საჭიროა ამაზე საუბარი ლეონტი მაგ ადამიანმაც ეგ გითხრა შენი აზრი დააფიქსირო უნდა და მორჩა მე რავიცი აბა რა ენაზე იქნება smile.gif არ იჩხუბოთ 2kiss.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 22 2007, 03:35 PM
პოსტი #9


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ლელუკა სწორი ხარ, ადრე ერთი ენა იყო და ბოლოსაც ესე იქნება.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 22 2007, 03:37 PM
პოსტი #10


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მოდი რა ხარ თეოლოგი? მიხედე სენს საქმეს


და აქ რა მოზამბიკის ეკონომიკაზე მსჯელობთ? თეოლოგიურად აბსურდებს წერთ და ამიტომ გეკამათებით, ან რა შუაშია პატრიარქის ავტორიტეტი და ჩემი? მე რასაც გწერთ მამებზე დაყრდნობით, ჩემს პირად აზრს რომ ვწერ, ვამბობ კიდეც, ასე რომ თუ მეკამათები, კი ნუ უხეშობ, არამედ დამიმტკიცე რაზე დაყრდნობით ავრცელებთ ამ აბსურდს? თორემ ისე სჯერა ეგერ იმ კაცს ხარაგაულშია ნოეს კიდობანიო და გჯეროდეთ თქვენც და გიმეორებთ ჩემი აზრი არაფერ შუაშია, ქრისტიანული დოგმატიკიდან რაც არ გამომდინარეობს ის არ უნდა გაავრცელოთ! ადრე რომ ერთი ენა იყო ეგ რა შუაშია??? ჯერ უნდა გაარკვიოთ რაა საერთოდ ცხონება და რა შუაშია ენები და გრამატიკები??? რა ახლა სამოთხეში ქართულად ლაპარაკობენ თუ როგორაა თქვენი საქმე? თუ მერე ტკლაც და გადაირთვებიან ქართულად? რა ზღაპრებს წერთ, რას ჭორაობთ !!! ელემენტალურად არ გესმით მართლაც ქრისტიანული დოგმატიკა!

დამითმია ბურთი და მოედანი, წერეთ და დატკბით "ქართული დოგმატიკით" ქრისტე ქართველი იყო ხომ? რატომაც არა, აბა თუ არ იყო ქართველი, მაშინ ქართულად განკითხვა რატომ უნდა მოაწყოს? biggrin.gif

ეეეეეჰ, მწყდება გული ხალხო, სერიოზულად მიკვირს, რისი გჯერათ და რატომ ახტებით თავზე ქრისტიანულ დოგმატიკას? პატრიარქმა თქვა და მორჩა, ესაა სულ? ესქატოლოგიაზე წაიკითხეთ მამები და ისწავლეთ ჯერ და მერე წერეთ ეს აბსურდები!

კაი, გავბრაზდი ახლა მე biggrin.gif

აქ აღარ დავწერ, თუ რამე იპოვეთ მამებში რომ განკითხვა ქართულ ენაზე იქნებაო არ გამომაპაროთ და დამიწერეთ იქ თეოლოგიაში, მანამ კი არკვიეთ რომელი საუკუნის ქართული იქნება, რა კილოთი განიკითხავენ, ქართული ენის კურსებს რამდენ ხანში გაივლიან ძველი და ახალი აღთქმის მამები და წმიდანები და აბა ჰე, ბევრია სამუშაო! biggrin.gif

მაპატიეთ, მაგრამ სარკაზმია ეს ყველაფერი...

ბოდიში კიდევ ერთხელ... აქ აღარ დავწერ!

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 22 2007, 03:53 PM
პოსტი #11


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



პროტოენა, რომელიც ბაბილონის გოდოლის დაშლამდე არსებობდა, ახლოს დგას ქართულთან.
სვანური ენა უფრო მეტ სიტყვას შეიცავს , რადგან ჩაკეტილი იყო.
მეცნიერებმა დაადგინეს იმ პირველი ენის მრავალი სავარაუდო სიტყვა, რომელიც სხვათაშორის, ნათესაურად ძალზე დაშორებულ და მკვდარ ენებშიც კი ემთხვევა.
მაგალითად მიაჩნიათ რომ წყალს ერქვა ლი.
სვანურში წყალს სწორედ ლიც ქვია.
ქართულში შემოგვრჩა ფუძის სახით სიტყვაში წყა-ლი.
აგრეთვე სიტყვაში ლიც-ლიცი, რაც წყალზე ითქმება.
რუსულში ნა-ლიწ ანუ დასხმა.
ლათინურში ლი-ქვიდ, სითხე.
ამის გაგრძელებაა სხვა ენებში მაგრამ მე აღარ მახსოვს, თუ ვიპოვე დავდებ, ასევე სხვა მრავალ სიტყვაზე.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი May 22 2007, 04:09 PM
პოსტი #12


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა(KAIROS @ May 22 2007, 02:37 PM) *

რა ახლა სამოთხეში ქართულად ლაპარაკობენ თუ როგორაა თქვენი საქმე? თუ მერე ტკლაც და გადაირთვებიან ქართულად? რა ზღაპრებს წერთ, რას ჭორაობთ !!! ელემენტალურად არ გესმით მართლაც ქრისტიანული დოგმატიკა!

როცა ადამიანს არ ესმის უნდა აუხსნა და არ უნდა გაიქცე მაშინ ეგ ცოდნა რაც გაგაჩნია რად გინდა მე მაგალითად ახალბედა ვარ და თუ არ მესმის ვიტყვი კიდეც და მირჩევნია რომ ასეთმა განათლებულმა ადამიანმა ჩემი დონეზე ჩამოხვიდე თუ შეგიძლია და გასაგები ენით მელაპარაკო ჯერ არ გვესმის ამდენი ბატონო biggrin.gif მე მაპატიეთ

დამითმია ბურთი და მოედანი, წერეთ და დატკბით "ქართული დოგმატიკით" ქრისტე ქართველი იყო ხომ? რატომაც არა, აბა თუ არ იყო ქართველი, მაშინ ქართულად განკითხვა რატომ უნდა მოაწყოს? biggrin.gif

ვინ ამბობს მერე მე არ ვამბობ და არც კი ვიცი ჩემ პოსტში დავწერე მგონი



მამები და წმიდანები და აბა ჰე, ბევრია სამუშაო! biggrin.gif

მაპატიეთ, მაგრამ სარკაზმია ეს ყველაფერი...

მასე გგონია ?



ბოდიში კიდევ ერთხელ... აქ აღარ დავწერ!


რო დაგეწერა აჯობებდა laugh.gif




--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 22 2007, 06:19 PM
პოსტი #13


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



არ ვაპირებდი აქ დაწერას, მაგრამ ამ წინადადებაზე ბევრი ვიცინე და... biggrin.gif
QUOTE
ქართული ენის კურსებს რამდენ ხანში გაივლიან ძველი და ახალი აღთქმის მამები და წმიდანები

ზუტად იმდენ ხანში, რამდენიც დღეს სჭირდებათ, რომ შეისმინონ ჩვენი ქართულ ენაზე აღველნილი ლოცვები biggrin.gif

ზოგადად კი ამ საკითხზე დავამატებდი, რომ არავინ ამტკიცებს, თითქოს "ქებაი და დიდებაის" დაჯერება-არდაჯერება დოგამტური საკითხი იყოს და ვინმე მაგის გამო ცხონდება ან წარწყმდება. ეს არის ერთ-ერთი ძველი წინასწარმეტყველება, რომელიც უწმინდესმა სარწმუნოდ მიიჩნია იმდენად, რომ კალენდარშიც შეიტანა და ზემოთ მოყვანილი ქადაგებაც მიუძღვნა. იმედია, არავინ ფიქრობს, რომ უწმინდესს სასულიერო განათლება აკლია ან "დედაბრების ზღაპრების" სჯერა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ვინაიდან არა ვართ კათოლიციზმში (wink.gif) და ეს დოგმატური საკითხი არ არის, ვისაც უნდა დაუჯერებს და ვისაც არ უნდა - არა.
მაგრამ ზოგმა ისეთი გადავარდნა იცის ხოლმე ასეთებში ("ჯერ სამშობლო, მერე ღმერთი" - ლოზუნგის მოყვარულებს ვგულისხმობ), რომ მაგას ჯობია არ გჯეროდეს.
ზომიერებაა საჭირო ყველაფერში!

პ.ს. მე მჯერა უწმინდესის და ამაში დასაგმობს ვერაფერს ვხედავ smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი May 22 2007, 07:18 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



მე მიკვირს ამ ხალხს საიდუმლოების შიში და მისტიურობის შეგრძნებაა და აღქმა საერთოდ უჩნდებათ კი ? ძრწოლა იმის მიმართ რაც შესაძლოა შენ მიერ შეუცნობადია არ უნდა გაგაჩნდეს
ყველაფერი როგორი არგუმენტირებული დააა გასაგები უნდა იყოს ....
კათოლიციმში არ ვართო რა ვიცი აბა biggrin.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 22 2007, 09:53 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(ლეონტი @ May 22 2007, 02:53 PM) *

პროტოენა, რომელიც ბაბილონის გოდოლის დაშლამდე არსებობდა, ახლოს დგას ქართულთან.


ვახ biggrin.gif მალე იმასაც იტყვით ადამი და ევა ქართველები იყვნენო...

ისე, მეც შეგახსენებთ რომ პატრიარქის ქადაგებასაც სწორად გაგება სჭირდება, და ის არაფერს ამტკიცებს, ანუ პატრიარქიც ვარაუდის დონეზე ქადაგებს, და არ ამბობს რომ ეს დოგმატიკაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 22 2007, 10:10 PM
პოსტი #16


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



სწორი დაკვირვება აქვს ეკუმენისტს,
ყველა ადამის და ევას შვილები ვართ.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი May 22 2007, 10:24 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
მაგრამ ზოგმა ისეთი გადავარდნა იცის ხოლმე ასეთებში ("ჯერ სამშობლო, მერე ღმერთი" - ლოზუნგის მოყვარულებს ვგულისხმობ), რომ მაგას ჯობია არ გჯეროდეს.
ზომიერებაა საჭირო ყველაფერში!

ზოგი მართლა არასწორედ იგებს და ზედმეტებში გადადის (მარტო ქართველები ვცხონდებითო და აშ)თორემ როგორც პატრიარქმა თქვა ისე თუ გაიგებს და ზედმეტ ფანტაზიებში არ გადავა ეს ზომიერებაში ყოფნა იქნება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 22 2007, 11:44 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ენის სიძველე ერის სიძველეში უნდა ეძებოთ , არ იქნება ურიგო წაიკითხოთ ფესტოსის დისკოს შესახებ( ასავალი N21 21-27მაისი) და ვეცადოთ "შაყირი" და ნიჰილიზმი უფრო მეგობრულ ბაასში.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 23 2007, 12:22 AM
პოსტი #19


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ვახ მალე იმასაც იტყვით ადამი და ევა ქართველები იყვნენო...

ადამი და ევა არ ვიცი, მაგრამ აი, მზია და ზეზვა კი იყვნენ ნაღდი ქართველები tongue.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 23 2007, 12:27 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მზია და ზეზვა კი იყვნენ ნაღდი ქართველები


არა ვიცოდი რომ ქართველები ცხოველები იყვნენ რა tongue.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th April 2024 - 03:18 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი